მავთულხლართს მიღმა
თავი I უკვე დამავიწყდა, რას ნიშნავს მშვიდად ყოფნა, აღარც ის მახსოვს, ბოლოს ბუნებრივად როდის ჩამეძინა. ვუყურებ გარშემო ნაზამთრალ კედლებს და საშველი არსაითაა. ყოველდღე რაღაც ფერადი აბები მოაქვთ, არ ვყლაპავ, ვაცურებ ექიმებს, მერე ამ ყველაფერს წყალს ვასხამ და თითქოს ეს აბები, ფერადი ოკეანეებია, ვუყურებ და ვიხსენებ ჩემს უკანასკნელ მოგონებებს, რომლებიც ჩემმა ტვინმა შემოინახა. როგორც უნდა მოვინდომო, მხოლოდ ერთი ადამიანის სახე მახსოვს, რომელთან ერთადაც ვცხოვრობდი, როგორც მითხრეს. ამ ადამიანს ილარია ჰქვია, როცა პირველად მედიკამენტური ილუზიის ღრუბელისგან გამოვიხსენი თავი, ჩემს წინ იდგა ექიმებთან ერთად, მერეც ხშირად მაკითხავდა და მწერდა, თუმცა დიდი ხანია აღარ მოსულა და აღარც მოუწერია. ოთახში როდესაც ხარ გამოკეტილი, ათასგვარი არდაულეველი აბით და გაუხსენებელი მოგონებით, ტანჯვა მთელს სხეულში აღწევს და ცდილობ სუნთქვა მაინც არ დაგავიწყდეს. ერთადერთი შვება, ჩემს ოთახში არსებული პატარა სარკმელია, რომელიც ღრიჭოს უფრო გავს, თუმცა აქედან მოსჩანს კლინიკის მშვენება, უზარმაზარი ტირიფი და შიდა ეზო, რომელშიც არასოდეს მისეირნია. უმეტესწილად საკუთარ თავთან საუბარი მიწევს, თუმცა მას შემდეგ რაც ახალი ექიმი დამინიშნეს, ხშირად მაკითხავს, უამრავ კითხვას სვამს, თანაც ყოველდღე მპირდება, რომ ყველაფერს გავიხსენებ. გადაწყვიტე, მკურნალობის იმ მეთოდზე დავთანხმდე, რომელსაც აღარავინ იყენებს, ანუ შოკურ თერაპიაზე. ექიმმა სანტიმ მითხრა, რომ მე და ილარიას შვილი გვყავს, ფოტოებიც კი მომიტანა, კედელზე დავკიდე, ჩემი საწოლის თავზე, მაგრამ მის არსებობასაც კი ვერ ვიხსენებ, არ ვიცი როგორი ბავშვია, რა უყვარს, რით ერთობა. მუდმივად აფორიაქებული ვარ და ამ ფორიაქის მიზეზის დადგენა მინდა, სამწუხაროდ ჯერ არ გამომდის. თავი II როდესაც დანტე ფალკონე, დამნაშავეთა სამყაროსთვის ყველაზე საშიში პოლიციელი იყო, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იგი თავის გავლენას დაკარგავდა და კრიმინალები, რომლებიც მისი სახელის გაგებისას სუნთქვასაც წყვეტდნენ, მისი ერთადერთი შვილის გატაცებას გაბედავდნენ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქალაქ კომალინოში, ამ მივარდნილ ათი ათასი კაცით დასახლებულ ქალაქში, განდეგილი ფრანცისკელი ბერევის სანახევროდ დანგრეული მონასტრის აღდგენა გადაწყვიტეს. ეს შენობა, ამ ქალაქში არსებული სხვა შენობებისგან, მხოლოდ დანიშნულებით განსხცავდებოდა, ასევე კარგი მდებარეობით, ზედხედით ქალაქზე. კომალინოში ხალხი ამბობდა, რომ სიღარიბე ერთ დღეს მათთან სტუმრად მივიდა, შემდეგ კი სამუდამოდ დაიდო ბინა. ქალაქში მცხოვრებთა დიდი ნაწილი უმუშევარი იყო და თანაც გაუნათლებელი, მათ მხოლოდ ვაზის და ზეთისხილის მოვლა შეეძლოთ, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა რომ ქალაქში ყოველდღიურად ასიოდე გაზეთი იყიდებოდა. ეს ყველასგან მივიწყებული ქალაქი, ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მონასტერი აღადგინეს და მეთხუმეტე საუკუნის დროინდელი, პირვანდელი სახე დაუბრუნეს, უამრავი ტურისტი სტუმრობდა ქალაქს. მონასტერში უამრავი ფრანცისკელი ბერი შეასახლეს და მათ კომალინოს საძმო დაარსეს. ამ ბერებს ერთი შეხედვით არაფერი ებადათ მუქი ყავისფერი ჯვალოს კვართების გარდა, თითქოს უმკაცრეს ასკეტიზმსაც მისდევდნენ, თუმცა არც საერო საქმეებში ჩარევას თაკილობდნენ, რასაც ფრანცისკელთა წესდება მკაცრად კრძალავს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომალინოელ "უღატაკეს" ბერებს გვარიანი თანხა ჰქონდათ, თავიანთ ანგარიშებზე რომლებიც საერო სახელებზე ქონდათ გახსნილი. * * * ვატიკანიდან კომალინოსკენ წამოსულ ბერებს, გზად ოთხი ძებნილი ბანდიტი დახვდათ ეტორე, ჯორდანო, ნიკოლო და კარლო. ისინი გზაზე იდგნენ ცეცხლსასროლი იარაღით ხელში, მანქანიდან გადმოიყვანეს ითხი ბერი, გააშიშვლეს, მათი სამოსი თავად ჩაიცვეს. ბერებს ეგონათ ამით ყველაფერი მორჩა, თუმცა ძმებმა ოთხივე უმოწყალოდ ჩაცხრილეს, შემდეგ მშვიდად წაუკიდეს ცეცხლი, ელოდნენ მათ დანახშირებას, მერე დანახშირებული გვამები დაანაწევრეს და მდინარეს გაატანეს. ეს იდეალურად დაგეგმილი დანაშაული იყო, დამწვარი და დანაწევრებული სხეულების იდენტიფიცირება შეუძლებელი იქნებოდა მათი პოვნის შემთხვევაშიც კი. ყველაფრის შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და მონასტრისკენ გაემგზავრნენ ბერების კვართებში გამოწყობილები. ძებნილ ძმებს ძებნას არავინ დაუწყებდა მონასტერში, თანაც ამ ყველაფრის ჩადენამდე წვრილმანი დამნაშავეები იყვნენ. ისინი დიდი პატივით მიიღეს მონასტერში - მამა პაოლოს, მატეოს, მარკოს და ვიტორიოს ნაცვლად და არავის შეჰპარვია ეჭვი მათ ნამდვილობაში. სწორედ ამ ოთხი თვითმარქვიას მოსვლის შემდეგ იწყება ჯოჯოხეთი კომალინოში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.