შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსოფლიო​ სხვა თვალით (თავი მეორე)


3-07-2017, 12:47
ავტორი LevanB
ნანახია 1 184

თავი მეორე
"გადარჩენილები"

იმედია გახსოვთ , როცა ვთქვი ჩემი ავტომობილი მთლად კარგ მდგომარეობაში ვერ არის მეთქი, ახლა იგი ოფიციალურად მკვდართა სიას მიემატა მე კი ამხელა ამბიციები მამოძრავდება , სამაგიეროდ კარგად გამოვიძინე და ჩემს თანამგზავრს დავემშვიდობე. ახლა ნამდვილად მარტო მიწევდა ბოდიალი რომელიც ძალიან მაწუხებდა რადგან თავდაცვის მიზნით მხოლოდ ის დანა გამაჩნდა რომელიც ჩემმა ბიძაშვილმა ჩამომიტანა ჯარიდან, ასევე გამაჩნდა კომპასი და რა თქმა უნდა ჩემი ზურგჩანთა რომელშიც ერთი ორი დღის საკვები მქონდა დარჩენილი, ბევრს რომ არ ვჭამდი სწორედ ამ დროს გამომადგა.
დილის ათი საათი იყო როდესაც პირველად შევამჩნიე მოზრდილი საწყობის მსგავსი შენობა და მისკენ გავემართე.შიგნით შესვლას თავიდან ვყოყმანობდი მაგრამ ბოლოს მაინც გავბედე, საფირმო დანა მოვიმარჯვე და უკანასკნელი გმირივით შენობაში შევიპარე.
სამარისებური სიწყნარე სუფევდა და მეც ნელ ნელა ვათვალიერებდი ცოტა ძველებურად მოწყობილ შენობას . ცოტა შიგნით როცა შევედი ძლივსღა ვარჩევდი საგნებს მაგრამ კვალდაკვალ მზის სხივი შემოჭრილიყო და მეც მის იმედზე ვიყავი, უეცრად ელდა მეცა როდესაც მიწაზე ორი ინფიცირებული შევამჩნიე, დანა მოვიმარჯვე მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში პურის და საოჯახო პროდუქტის გარდა არაფრის დაჭრა არ დამჭირვებია ,ხოლო ამაზე უცნაური ის იყო რომ მიუხედავად იმისა რომ ცოტა მოშორებით ვიდექი არცერთი​ მათგანი არ მოძრაობდა, უეცრად უკნიდან თავში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და გავითიშე.
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი გამოღვიძება მქონდა. თავი ისე მწარედ მტკიოდა რომ ნაბახუსევის სიტუაცია ახლოსაც კი ვერ მოვა ამასთან. რაღაც პატარა ოთახში ვიყავი გამოკეტილი და ფეხებზე ჯაჭვი მქონდა მოხვეული, იმდენად დიდი რომ აქამდე არ მინახავს. უეცრად ხასიათი ერთბაშად შემეცვალა !! მე მარტო არ ვიყავი , ნუთუ სხვებიც აქ არიან, მე არაფერი გამაჩნდა დღიურის და კალმის გარდა ისიც მოსაცმლის შიგნით მქონდა გადამალული მაგრამ ახლა ეს ვის აინტერესებდა , ძალიან ბედნიერი ვიყავი მაგრამ არც კი ვიცოდი აქ ვის გამო მოვხვდი, იქნებ მომკლავენ, მაგრამ არა თუ საქმე ასე იქნებოდა მანამდე იზამდნენ ამას , ამდენი ფიქრით თავი უფრო მეტად ამტკივდა და კედელს მივეყრდენი, ოც წამიანი ტყვეობიდან დახსნის გეგმის შემდეგ, რომელმაც რა თქმა უნდა არ იმუშავა მთლიანად ლოდინის რეჟიმში გადავედი და სმენად ვიქეცი.
ათი წუთი არ იქნებოდა გასული რომ წყვილი თვალი დავინახე კარებთან , უცებ გაუჩინარდა და გარედან გოგოს ხმა მომესმა:
-რიჩარდ, ახალგაზრდამ გაიღვიძა.
კიდევ ნახევარი წუთიც და ჩემს "საკანში" მაღალი ადამიანი შემოვიდა, მულატის იერით და იქვე ახლოს მომიჯდა
-რა გქვია?- მკითხა მან მაგრამ მე ადამიანს ვხედავდი და ამ ფაქტმა მომენტალურად დამაქვეითა
-საუბარი არ შეგიძლია?- მითხრა ისევ და წარბები ზემოთ აწია.
- შემიძლია, ნიკ ჯოუნსი - ვუთხარი უცებ და ჯერ კიდევ აღტაცებული ტონით.
-საინტერესოა ნიკ ჯოუნს. მე რიჩარდი ვარ - მომიჭრა მოკლედ -საიდან ხარ?
-კალოფორნიიდან მაგრამ მიჩიგანში ვცხოვრობდი
არ მინდოდა ჩვენი დიალოგი მთლიანად ჩამეწერა ამიტომ მოკლედ ვიტყვი რომ ჩემი თავი გარკვევით აღვწერე და ბოლოს ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მითხრა
-კარგი , ახლა მარტო დაგტოვებ ელისონი კი საჭმელს მოგიტანს, ხვალ ისევ ვილაპარაკებთ. ამ სიტყვებით იგი გავიდა და კარი გაიხურა
- ელისონი. - ვფიქრობდი ჩემთვის , კიდევ რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს აქ
მალე კარები ისევ გაიღო ამჯერად ოთახში მაღალი გამხდარი გოგო შემოვიდა , შავგრემანი იყო და მომხიბვლელი , ხელში საჭმელი ეკავა რომელიც დიდ ლანგარზე იდო და ნელა​ მომიახლოვდა
-გამარჯობა , სასიამოვნოა შენი გაცნობა - მითხრა, ლანგარი მიწაზე დადო და ღიმილით გავიდა.
ძალიან მშიოდა და უცებ მოვასუფთავე ჩემთვის ბოძებული კონსერვის პატარა თევზები და სამი ნაჭერი პური შემდეგ კი ისევ ფიქრებმა წამიღო და დღეც მალე მიიწურა.
ჩემი მდგომარეობის მიუხედავად მაინც საკმაოდ კარგად მეძინა, იმდენად დიდი ხანიც კი რომ ჩემი სადილი უკვე გვერდით მქონდა მაგრამ ამჯერად მენიუ​ განსხვავებული იყო: შემწვარი კარტოფილის მცირე პორცია , ცოტა შემწვარი მაკარონი და ისევ სამი ნაჭერი პური.
ან დიდი ხანია რაც საჭმელი აქ იყო ან ძველი იყო რადგან ერთი ლუკმის შემდეგ სიცივისგან კბილები მომეკვეთა, ორი სამი ასეთი შემთხვევა და ბედს შევეგუე, უგემურად მივირთმევდი მაგრამ ვიცოდი რომ ფუფუნებაში არ ვიყავი.
ნახევარმა საათმა ასე გასტანა და კარებში რიჩარდი შემოვიდა, მხიარული ჩანდა , მოვიდა და აღტაცებით მითხრა
- ჩემს ხალხს შენი გაცნობა უნდა ნიკ, თან აქაურობასაც განახებ , ხომ გინდა არა? - და მომაშტერდა
-დიდი სიამოვნებით
როდესაც უკვე ჩიტივით თავისუფალი ვიყავი ფეხები ძლივს დავიმორჩილე და ფეხაკრეფით მივსდიე რიჩარდს უკან.
კარებთან პირდაპირ კიბე იყო რაც იმას იუწყებოდა რომ მე სარდაფში ვიყავი ჩაკეტილი. კიბეც მალევე მიილია და მე თავი ზღაპარში მეგონა როდესაც ოთხი ადამიანი დავინახე. მე ვიყავი ახლა უკვე ყოფილ სახელოსნოში სადაც ჯერ კიდევ იდგა ავტომობილის​ ზეთის სურნელი
-აი ისიც - წამოიძახა რიჩარდმა - ჩვენი კიდევ ერთი საპატიო წევრი ახლა უკვე რვა ადამიანი ვართ
-რვა? - წამომცდა ხმამაღლა
-ოჰ, პიტერი და ემი ისინი მალე დაბრუნდებიან და მათაც გაგაცნობ ნიკ
ამ ყველაფრის შემდეგ მე უბრალოდ სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, მე ვიყავი ცივილიზაციაში სადაც კეთილი ხალხი ცხოვრობდა და მარტივად ავიტანდი ამ ზეთის სუნს რადგან ეს ყველაფერი სიზმარს გავდა.
მაია, ცალთვალა სმიტი , ჯონი და ელისონი - ესენი იყვნენ ამ ჯგუფის წევრები რომლებიც ამ უბედურებამ ერთმანეთს შეახვედრა. ელისონი ყოფილი ფიზიკის მასწავლებელი,ჯონი - სმიტის შვილი , მაია კი ყოფილი ბანკის მენეჯერი . დასანანია რომ ადამიანებს ყველაზე მეტად უბედურება აერთიანებს. გარშემო მაინც კარგად იყო მოწყობილი , პატარა ოთახი საწყობის ფუნქციას ასრულებდა ფანჯრიდან კი ცარიელი საავტომობილო გზა მოჩანდა, შენობის გარშემო ძველი მაგრამ მაინც მაღალი რკინის ღობე იყო და ეს მხოლოდ იმას აღნიშნავდა თუ რამხელა იყო სახელოსნოს ტერიტორია , მაგრამ დღევანდელი თვალით ამ ღობეს დაცვის ვალდებულება ეკისრებოდა.
მალევე გაისმა ავტომობილის ხმა და ეზოში რიჩარდი გავიდა. მალევე შიგნით რიჩარდი და ორი ადამიანი შემოვიდა , პიტერი რომლის აღნაგობაც ბევრ ქალს თვალს მოსჭრიდა მიუხედავად იმისა,რომ ის დაახლოებით 45 წლის მაინც იქნებოდა, და ემი- თქვენთან დასამალი არაფერი მაქვს და ეს იყო გოგონა რომელიც დანახვისთანავე შემიყვარდა. ქერა თმები, შედარებით მაღალი, მუქი მწვანე თვალები და საერთოდ სრულყოფილება იყო თუ მკითხველი ამას გაზვიადებულად არ ჩამითვლის მაგრამ ფაქტი ის იყო რომ მისი აქ ყოფნა ყველაფერს უფრო ნათელს ხდიდა, იმდენად რომ წამიერად მეგონა რომ გარეთ ყველაფერი რიგზე იყო.
ჩემს მეგობრებს მინდოდა შევხმიანებოდი მაგრამ არცერთი ოპერატორი არ მუშაობდა და ამიტომ ჩემი ჯართი ტელეფონი არც კი წამომიღია.

ორი დღე და ღამე დამჭირდა იმისთვის რომ ყველა კარგად გამეცნო და ურთიერთობა დამემყარებინა , თავისთავად გარეთ გასვლას ვერიდებოდი რადგან ექსპერიმენტების დრო არ მქონდა და ასე გადიოდა დრო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent