შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიამაყე


9-03-2017, 00:03
ავტორი L LI
ნანახია 6 922

ნაბიჯების ხმა წყდებოდა, თანდათან უფრო მშორდებოდა. ვუყურებდი, მაგრამ სიბნელეში ვერ ვარჩევდი რა ხდებოდა. ხელი გავიწვდინე, ისიც არ ჩანდა, უკუნმა სიბნელემ შთანთქა.შემეძლო წავსულიყავი, მეც დავდევნებოდი ამ ნაბიჯებს, რომლის ექოც მძაფრად არღვევდა სიჩუმეს, მაგრამ არ ვინძრეოდი, ერთ ადგილს მივეჯაჭვე თითქოს...
არ მეშინოდა. სიბნელე ახლა ყველაზე ნაკლებად მაწუხებდა. აბა რა ხდებოდა? რა მაიძულებდა გავჩერებულიყავი ერთ ადგილზე? ისევ დაბნეული ვაცეცებდი თვალებს სიბნელეში. გაფართოებული თვალის გუგაც ეძებდა სინათლის მცირე წყაროს, უიმედოდ... გაათმაგებულად მიცემდა გული, თითქოს ცდილობდა თავად მაინც აედგა ფეხი და წასულიყო. ჩვეულებრივ ჩემი ცივი ხელები ღუმელივით გახურდნენ,რაღაც ადუღდა ჩემ შიგნით, განუწყვეტლივ სკდებოდნენ ბუშტუკები, სიმშვიდეს აურზაურად გარდაქმნიდნენ...
ისევ გავიწვდინე ხელები. გაუბედავად შევეცადე ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ უფრო მჭირდროდ შემომეკრა ჯაჭვი, გველივით იკლანკებოდა და ზემოთ მიიწევდა. თითოეული შეხება კანს მწვავდა. ვცდილობდი არ მეტირა, არ მეყვირა, ეს სისუსტე იქნებოდა. შეიძლება ამით მაინც შემეჩერებინა ნაბიჯები, თანდათან რომ მშორდებოდნენ... მაგრამ არა, ახლა სუსტი ვერ ვიქნებოდი!
ხმას ვერ ვიღებდი, უფრო ხურდებოდა, ცხელდებოდა მეტალი... ნელა მიიწევდა გამლღვალი სითხე, უკვე ტვინის ნაოჭებს შორის მიიკვლევდა გზას... მოედო თითოეულ წერტილს, მონაკვეთს, დაუნდობლად ანადგურებდა, ხოცავდა,ბრძანებებს გასცემდა. თანდათან გამყარებას იწყებდა, თუმცა მაინც ცდილობდა დაპატრონებოდა თითოეულ ნეირონს, ძარღვების თხელ კედლებში შეეღწია... შეუპოვრად ცდილობდა ჩაექრო ალი ჩემ შიგნით, მაგრამ ყოველი ასეთი მცდელობა მასაც ალღობდა, ადუღებდა, სანამ ისევ არ დაუბრუნდებოდა ჩვეულ კალაპოტს...
გამოვიფიტე. გაუთავებელმა ბრძოლამ დამღალა.. სიამაყე, თავმოყვარეობა რკინის მძიმე მასად მაწვებოდა მხრებზე, ფარავდა თითოეულ ნაკვთს, არ მაძლევდა საშუალებას რომ გავნძრეულიყავი. ვიცოდი, რომ რაღაც ჩემ შიგნით არ შეწყვეტდა დუღილს... ვიცოდი რომ არ მოეშვებოდა ტვინი განუწყვეტლივ პაექრობას მის წინააღმდეგ...
ძალა არ მყოფნიდა რამე მეთქვა, რამე გამეკეთებინა,ამის სურვილიც აღარ გამაჩნდა. ხელი დავუშვი, ბნელი კედლების კუთხეში მივიმალე...
თანდათან ქრებოდა ნაბიჯების ხმა. ყველა შეგრძნება გამიმძაფრდა. ყური ისევ ეძებდა ახალ ბგერებს უძრავ ჰაერში, გაფართოებული თვალის გუგაც ეძებდა სინათლის მცირე წყაროს, უიმედოდ... მბჟუტავი სინათლეც გაქრა გვირაბის ბოლოს...



№1  offline წევრი lost alien

კარგად გაქვს განცდები და გრძნობები გადმოცემული... კარგი იყო :*
გამანადგურებელი რამაა სიამაყე, მაგრამ ამავდროულად საჭიროც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent