შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

10.პროფესორი მეტიჩარა(დასასრული)


3-07-2017, 15:13
ავტორი blue witch
ნანახია 1 793

თაბაშირში ჩაჭყუნულ ფეხს ვუყურებ. არა, რა აბა წარმოიდგინეთ კიდევ რამდენი გოგოა ისეთი დებილი, რომ ძლივს ნაღირსებმა შეყვარებულმა ხელში აიყვანოს და ამან ქარიყლაპიასავით იფართხალოს. პლუს ძირს დაბრეხვოს და თანი ისე დაებერტყოს, რომ ფეხი მოიტეხოს. მგონი ზედმეტად უნიკალური შემთხვევა ვარ დედამიწისათვის.
-აქ ხარ?-თავს ყოფს ელე ოთახში. არა, უბრალოდ სხეული საწოლზე დავაგდე! რა შტერია ეს გოგო! მოჩლეხილი ფეხით სად წავიდოდი?!
-ჰო.-ვბურტყუნებ ჩემთვის.
-კაია, მეგონა ბაღში იქნებოდი.-საწოლზე ჭრაჭუნით ჯდება ელე.
-ბაღში არა, სირბილში შეჯიბრი იყო და იქ მივიღე მონაწილეობა, ამ წუთას მოვედი, იქ ტურნირის გამარჯვებულის მედალიც უნდა იყოს.-სარკასტულად ვკაკანებ.
-კარგი რა, როდის მორჩები დებილურ ხუმრობებს?!-თავში მიტყაპუნებს. ეს მოთენთილი ხომ არ არის?! ქალი საწოლიდან ვერ ვდგები თუ ნიკოლოზმა არ ამიჩარა იღლიაში და ხუმრობაც არ შეიძლება?!
-ელე, გითხრა, რომ ტვინს მიჭამ თუ ბევრი ფიქრის შემდგომ შენითაც დაასკვნი?!-თვალებს „სოჩიკივით“ ვატრიალებ.
-მაგისთვის არ შემოვსულვარ,-სახეს ასერიოზულებს. ეჟმოტე ბებიაშენს! ამან ლექცია უნდა წამიკითხოს?! ვინმემ ტაფა მომეცით, ჯანდაბას იყოს ქვაბი! ნებისმიერ ბლაგვ, მძიმე საგანზე თანახმა ვარ!
-მითხარი მერე, რისთვისაც შემოხვედი, ნუ გეშინია არსად არ გავიქცევი, იძლებული ვარ ნებისმიერ სიტყვაზე გულისყურით გისმინო.-მხრებს ვიჩეჩ და ბალიშს ვისწორებ.
-ნიკოლოზზე მინდოდა საუბარი სალომე.
მომესმაა?!
ამა ორუჯრედიან ცანცარას ნიიკოლოზზე უნდა საუბარი?! რაიყო ჩამოვებლეყვეთ დიდიების კვარცხლბეკიდან და გესლის უნდა ვაფრქვიოთ?!
-რას გულისხმობ?!-თვალს ამაყად ვუსწორებ და „ ამ შტერს მზერით გავანადგურებ“ ფუნქციას ვრთავ.
-კარგად იცი, რომ მეგობრისთვის ბიჭის წართმევა უნამუსობაა.-ისე მიყურებს თითქოს დამნაშავე ვიყო.
-ვიცი.-თვალებს ვხრი, და ღრმად ვსუნთქავ, სიტყვები გულზე მცვდება.-რაა საჭირო ბოდიში მოხდა ელე, ნუ გეშინია მესმის, რომ თავს ვერ ერევი, დამიჯერე შემიძლია დავივიწყო, რომ ასე უნამუსოდ იქცევი და ყველა შანსის გამოყენებას ცდილობ.-აი აქ კი ვიცინი გველურად.
ამას მართლა ეგონა, რომ მე მას „ბიჭს“ ვართმევდი და ამის გამო ვწუხდი?!
სახიდან ცინიკური გამარჯვების ღიმილი შარშანდელი თოვლივით ერეცხება.
-რა?!-თვალებს გუბის ბაყაყივით კარკლავს.
-გადი ჩემი ოთახიდან, თორემ ვიკივლებ და ნიკოლოზს ვეტყვი, რომ მახრჩობდი.-ისევ ცალყბად ვიღიმი..
-მოატყუებ?! -რა იყო, არ დამიჯერებს თუ რა?!
-დამპალო!-ქვითინით გარბის ოთახიდან.
ღმერთო რადმენი დებილია ამ ქვეყანაზე!
* * * * * * *
-ექიმო, არ შეიძლება ტაბაშირი მომხსნათ?! ხომ, თქვით ისე მოტეხილი გაბზარული უფრო ეთქმისო, უბრალოდ მაინც სჭირდება თაბაშირიო. გთხოვთ რა!-ვეღრიჯები ტრავმატოლოგს.
-კარგით, მაგრამ ფეხს ძალა არ დაატანოთ და წყალში ძალიან ღრ,ად არ შეხვიდეთ, ცურვისას ზედმეტი ენერგია დაგეხარჯებათ.
-ცურვა არც ვიცი, უბრალოდ მომწყინდა სახლში ამოხრჩობა!
-კარგით!
-არისსს!!! სოფოკლეეე! შემო, თაბშირს ვიხსნი, აქედან სახლში ჩემით მოვდივარ, სიურპრიზს გავუკეთებ ნიკოლოზს!
-რა მოზვერივით ღრიალებ გოგო!-თვალებს მიკარკლავს სოფო.-სიურპრიზი კი არა, ამიფეთქა ნიკოლოზმა ტელეფონი, ახლა ვატოს ურეკავს სად წახვედით უჩემოდო?!
- ვაიმეე, ავყრუვდი, ნუ მიყვირი!-არც მრ ჩამოვრჩები და გახარებუ ვაფართხალებ ცალ ფეხს.
* * * * * * * *
სახლში ანაშლაგით შესვლის ნაცვლად ფეხის წვერებზე მივიპარები. დიახ, არ მოგესმათ, ორივე ფეხი ჩემ განკარგულებაშია და ფუნქციონირებს!
ნიკოლოზის ოტახის კარი შეღებულია, გული უცნაურად მირტყამს, გაოცებისაგან ყბა მივარდება და ვშეშდები.
ელე მხედავს და იმას ვერ ხვდება, რომ მეც ვამჩნევ. სუფთა სისხლის დეგენერატი!
ნიკოლოზს ბურასავით ეძგერება ტუჩებზე ა ლამის ზედ ჩამოეკიდოს.
ვეჭვობ ყურებიდან ორთქმავალივით გავუშვებ კვამლს, გამწარებული, ღუმელივით ვვარვარებ.

-აქ რა ხდება?!-პარანორმალური ხმით ვკივი.
-მე, ეს, ისა, ელამ, მიკლედ, აუუ, გეფიცები ჩემი ბრალი არ ყოფილა სალომე!-კალმახივით იქნევს თავს, დასაკლავად აჭყივლებული გოჭივით წითლდება.
-ააა, ახლა არ არის შენი ბრალი ხომ?!-მოიცა შენი ჭირიმე? კაი ელე, ვითომ არ ვიცი რა წუნკალა და მათხოვარი ხარ! მატყარა, ბრუციანობის საფრთხე, რომ შემაწუხებს გეტყვი, ან სკლეროზი, რომ დამეწყება და მერე დადგი ეს სცენები!
-აბა აქეთ შემომხედე.-ახლოს მივდივარ, თმებზე ვქაჩავ და მაისურში ვავლებ ხელს, ცოტაც და ჰაერშიი ავწევ.
-ვეერ ხარ!
-ნუ წიკვინებ! მეორედ ნიკოლოზს შეეხები და იცოდე ინდაურივით გაგპტყვნი, არ დაგინდობ ისე წაგაჭრი კისერს გილიოტინით! მზემ დაგარტყა თუ საიდან მოგდის ასეთი აზრები! აღარ დაგინახო ახლოს მიხვიდე, თეატრალური სპექტაკლი გამიმართო, თორემ გეფიცები გაჩენის დღეს გაწყევლინებ და ერთს, რომ აგწევ ჰაერშივე გადაგხსნი შუაზე, მერე ნაწლავებს ამოგაცლი და ხელოვნურ ნაწნავებს დავწნავ რომ მკვდარს ზედ გამოგაბა!
კმაყოფილი ვასრულებ მცხავანა მონოლოგს და ხელს ვუშვებ. იატაკს სიფათით ეხეთქება.
ახლა ნიკოლოზს ვუბრუნდები და უსასტიკეს სილას ვაწნი.
-რას აკეთებ, გადაირიე?!-აწითლებულ ლოყაზე იდებს ხელს.
-ეს იმისთვის, რომ ეს ძროხა ოთახში შემოუშვი! მეორედ ამასტან დაგინახავ და გპირდები გადაგკვანძავთ ერთმანეთზე, გამოგაბამთ ატომურ ბომბს და ოკეანეში გადაგყრით. მიზეზს არარ ვიკითხავ!
-გიჟი ხარ!-აზრზე ვერ მოდის ნიკოლოზი.
-ასეთი გიჟი შემიყვარე.
მედიდურად ვტოვებ.
* * * * * * * *
სანამ ასლუკუნებული წუნკალი ობიექტი სახლს ვერ ტოვებს, მე და ნიკა მთელ ბულვარს ვუვლით და ხელჩაკიდებული მივდივართ სანაპიროზე. ეს ბათუმის ბოლო დღეა და მზის ჩასვლის ყურება გვინდა.
-რა დღეში ჩააგდე საწყალი.-სიცილით მახსენებს.
-მასზე აპირებბ ლაპარაკს?! გადაკვანძის გეგმა ისევ ძალაშია.
-ნუ იღრინები.
-ნუ პროფესორობ.
-შენ ნუ მეტიჩრობ.
-ჩვენ, ხომ პროფესორი მეტიჩარები ვართ?! ესაა ჩვენი საქმე.
-ცოლად, რომ გამომყვები მერეც იგივეს ვაპირებთ?!-თვალები უცისკროვნდება ნიკას.
-აბა ბეჭედი არსად არის და...-მზის ანარკელისგან გაჩენილ, ოქროსფრად მოციმციმე ბილიკს შევყურებ.
-ასე გგონია?!-თან ჯიბიდან შავ კოლოფს აძრობს.
-არ არსებობს!
-„რსებობს“!-ტუჩებს ბუშტავს.-გამომყევი ცოლად...
-სამწუხაროდ...-სხვა მხარეს ვიყურები და შემოთავაზების გადახარშვას ვცდილობ, შეუძლებელია! არ გამოვა, წინ უამრავი ბარიერია.-კარგიიიიი!-ფეხზე ვხტები და სიე ვხავი.-ოღონდ ჯერ არა, შეინახე ეგ ბეჭედი და მერე მომეცი.
-შენ ხომ არ გაახარებ ადამიანს, რატო ვითომ?!-მიბღვერს.
-ჯერ შენი გამოსაცდელი ვადა არ ამოწურულა, მაინტერესებს კიდევ რას მოიფიქრებ.
-შე მართლა პროფესორო მეტიჩარა!
-ჩემო პროფესორო მეტიჩარა!-გულში მიკრავს.
p.s დასრულდა! მაპატიეთ გამოცდებს ვაბარებდი და დამაგვიანდა დადება, ახლა ყველა გამოცდა მოვიცილე და ასე პაწუა თავით დავასრულე. იმედია თქვენი მოლოდინი გავამართლე და კარგად დავასრულე. დასრულდა იქ, საიდანაც თავად შეძლებთ გაგრძელებას, თვითონვე წარმოიდგენთ რა ბედი ეწევათ და ასე შემდეგ. მომენატრეთ და მიყვარხართ! ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ დასასრულზე. ოთხნაწილიან ისტორიას მალე დავდებ, ის ამაზე ბევრად მოზრდილია და ძალიან ადრე მაქვს დაწერილი, აბა თქვენ იციცით! გსურთ კვლავ მიხილოთ?! მაშინ კომენტარები დამჭირდება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent