შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა (თავი 7)


3-07-2017, 22:42
ავტორი Nita111
ნანახია 1 730

სკოლაში სიარული უფრო მიხაროდა, აღარც გაკვეთილები მეჩვენებოდა ძალიან უაზრო. ერთი სული მქონდა როდის დაირეკებოდა ზარი რომ დერეფანში გავსულიყავი და თემო მენახა.
წწკკკრრრრრრ!!!! -დაირეკა ზარი, პირველი წამოვხტი ჩემი მერხიდან, შევედი ტუალეტში, დავივარცხნე თმა, გავისწორე კაბა, მოვწესრიგდი, ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე, რომ უნდა გამეღო კარი და გავსულიყავი ამ დროს ერთ-ერთი კაბინადან მესმის ვიღაცის ქვითინი და ტირილი. ცოტა ხანი გავჩერდი და რომ არ შეწყვიტა ტირილი მივუკაკუნე და გავაღე კაბინის კარები. თიკა იყო. (თემოს შეყვარებული) არვიცოდი რამეთქვა.
- რატომ ტირი?
პასუხი არიყო.
- მითხარი, იქნებ შემიძლია როგორმე შენი დახმარება.
ტირილს არ წყვეტდა.
- შეყვარებულს დავშორდი!

ეს რომ თქვა ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდი. მე კი ძალიან გამიხარდა რომ დაშორდა მაგამ როგორ დამემალა ემოციები, როგორ მიმეღო მოწყენილი სახე, დამემშვიდებინა და მეთქვა: ნუ დარდობ შეგირიდებათქო. არადა ხომ არ უნდა შეეტყო ამიტომ ყველანაირა ვეცადე სევდიანი სახე მიმეღო, ხოდა დავიწყე მისთვის დარწმუნება რომ ეს ამბავი ჩაივლიდა და მისი შეყვარებული შეურიგდეოდა, ამ დროს თითები გადაჯვარედინებული მქონდა :D
- არ ინერვიულო, ყველაფერი ჩაივლის, და შერიგდებით. ცოტა დრო მიეცი რომ დალაგდეს თქვენი ურთიერთობა.
- რა დამაწყნარებს, როგორ არ ვინერვიულო? მთელს სკოლაში ყველაზე ცნობილი ბიჭის შეყვარებული ვიყავი. ყველა გოგოს შურდა ჩემი, ასე თუ ისე ყველაფერი კარგად მიდიოდა თუმცა გუშინ ყველაფერი მე გავაფუჭე. დავურეკე და ჩემთან დავიბარე. წესიერად არც კი მახსოვს რა ვუთხარი გაბრაზებულმა ცხელ გონებაზე და დავადანაშაულე ღალატში. არადა სრულიად ტყუილად, არ უღალატია, შევცდი იყო, რაღაც გაუგებრობა მოხდა. უდანაშაულო იყო. მე კი ჩემი პირით ვუთხარი წადი და თვალით აღარ დამენახოთქო. ბიჭი რომელიც ჩემი ხელით გავაგდე ჩემი ცხოვრებიდან უკან როგორ დამიბრუნდება? ყველაფერი ჩემი ბრალია. ბოდიში მოვუხადე და არც კი შემომხედა. არც ვამტყუნებ, მასში ეჭვი შევიტანე და რა შესარიგებელი მევარ? ყველაფერი დამთავრდა, მორჩა!

ძლივს ამოისუნთქა და კვლავ მწარე ცრემლით გააგრძელა ტირილი. ცოტა კი შემეცოდა და ჩემი გულში გაფიქრებული სიტყვებისაც შემრცხვა მაგრამ აბა როგორ შეიძლება სრულიად უდანაშაულო
ადამიანს ღალატში დასდო ბრალი, არასანდო და ჭორიკანა ხალხის გავრცელებულ ჭორზე დაყრდნობით. ის რატომ არახსოვს თვითონ რომ ყველა ბიჭს ეკიდებოდა კისერზე და ეფლირტავებოდა ბიჭებს სანამ თემოს დაინახავდა. ის ვითომც არაფერი!!! რა უნდა მეთქვა, როგორ დამემშვიდებინა?

- დრო ყველაფრის მკურნალია, ყველაფერი კარგად იქნება.

ეს გაცვეთილი და არაფრის მომცემი ფრაზები ვუთხარი და წამოვედი. სკოლის გარეთ გამოვედი და თიკა კიარა ყველა და ყველაფერი დამავიწყდა როცა თემო დავინახე. თავის ძმაკაცებთან ერთად იჯდა სკოლის ეზოში "ბირჟაზე". როგორც ყოველთვის მის შეხედვაზე დავიბენი. მივხვდი რომ მანაც დამინახა და შემამჩნია მაგრამ რომ არც გამარჯობა მითხრა და თითქოს უხილავი ვიყავი გული დამწყდა. მივხვდი რომ ამდენი ხანი დავფრინავდი ოცნებებში. ეს გუშინდელი პიცა კი უბრალოდ დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით იყო. აბა რა თემო რის თემო? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ბიჭი სკოლაში ჩემთან დაიჭერდა საქმეს? მათ სასტავს ისე ჩავუარე რომ არც მე მივსალმებივარ თემოს და სახლის გზას გავუყევი. უკნიდან ფეხის ხმა მესმოდა რომელიც თანდათან ახლოვდებოდა.

- გამარჯობა არიცი?

გამიღიმა, თემო იყო. გამოვშტერდი.

- ბოდიში, ვერ დაგინახე. (და უაზრო ტყუილი დავახეთქე)
- ტყუილი არგამოგდის, ეგრევე წითლდები სახეზე.
- ...
- როგორხარ? გუშინდელისთვის ბოდიშს გიხდი.
- არა რა ბოდიში მესმის შენი, გეტყობოდა რომ აუცილებელი საქმე გამოგიჩნდა და უნდა წასულიყავი.
- მადლობა რომ გესმის ჩემი, აი ჩემი ყოფილი შეყვარებული კი მაგრად გამიტ**კებდა.
- ყოფილი? - ჩავეძიე სიტყვაში, ვითომ არვივოდი მაგრამ უბრალოდ მინდოდა დამეზუსტებინა.
- აამ... ჰოო რა, უკვე ყოფილი. გუშინ დავშორდი.
- რამე სერიოზული მოხდა?
- არა, უბრალოდ ამდენი ხანი ვერ ძლებს ერთ ადამიანთან და საბაბს ეძებდა რომ დავშორებოდით ხოდა მეც არ შევეწინააღმდეგე თან თითქოს უკვე მართლა მობეზრებული გვყავდა ერთმანეთი.
- ცუდიაა...
- ჰოო... რატომ გავჩერდით?
- მოვედით უკვე ჩემს სახლთან ვართ :D
- აა უიი ჰოო :D :D
- მადლობა რომ მომაცილე
- არაფრის რა მადლობა, ხვალამდე.
- ხვალამდე.

ეს სიტყვა მაბედნიერებდა: "ხვალამდე".


-------------------------------
დადააან! როგორი იყო? ძალიან გთხოვთ თქვენი აზრი გამოხატეთ კომენტარებში და მითხარით ღირს თუ არა გაგრძელება. ძალიან მახარებთ თქვენი თბილი სიტყვებით



№1 სტუმარი მიკი

გაგრძელება ნამდვილად ღირს ...ძალიან მომწონს და იმედი მაქვს შემდეგ თავს მალევე დადებ ❤

 


№2  offline წევრი anuki15

Am istorias agarc maxsovs ramdeni xnis win vkitxulobdi da exla rom davinaxe axali tavi sul tavidan wavikitxe. Imedia agar shewyvet da male dadeb axal da ufro did tavebs. Me momwons es istoria ♥♥

 


№3  offline წევრი Nita111

მიკი
გაგრძელება ნამდვილად ღირს ...ძალიან მომწონს და იმედი მაქვს შემდეგ თავს მალევე დადებ ❤


უღრმესი მადლობა <3

anuki15
Am istorias agarc maxsovs ramdeni xnis win vkitxulobdi da exla rom davinaxe axali tavi sul tavidan wavikitxe. Imedia agar shewyvet da male dadeb axal da ufro did tavebs. Me momwons es istoria ♥♥


გმადლობ რომ მოგწონს ❤️

 


№4  offline წევრი მიკი

შემდეგ თავს ველოდები ... მალე დადებ ?

 


№5  offline წევრი Nita111

მიკი
შემდეგ თავს ველოდები ... მალე დადებ ?


დღეს დავდებ ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent