ფერადი დღე (სრულად)
ჰო ასე უცებ ნატვრა რომ აგიხდება, ჰაერში დაფრინავ და ფერებს საკუთარი ხელით ეხები. უბრალო მოგონებები რომ იქცევიან შენი ცხოვრების ფერად სამყაროდ რომელიც განათებს და დღეს გინათებს,აი ესაა ბედნიერება. აი ასე ორ წამში რომ ხვდები და აცნობიერებ რამხელა ბედნიერებაა შენში და მათში ასე უბრალოდ შეკრებილ და შემდგარ გარემოში.ხომ არსებობს საზღვრები, რომლებსაც ცდებით და რომელსაც არღვევთ, ხომ არის საზღვრები შექმნილი და გადალახული ჩვენით, ასე გადავლახეთ შევქმენით ავაკოწიწეთ მოგონებები, ისტორიები და ასე ერთად გავაფერადეთ სამყარო. მე… შენ… მან… და ასე ათასობით ადამიანმა რომლებმაც ვიცით სიყვარულის მეგობრობის და უბრალოდ ერთმანეთის ფასი. ჰო ასე შორიდან მოსულმა სულებმა ერთმანეთი ვიპოვეთ გაუგეთ და ამოვიჩემეთ, შევქმენით ერთი გული და სული უამრავ სხეულში.აი ასე დავიწყეთ ჩვენი გაფრენა აი ასე გავშალეთ ფრთები და შევქმენით ერთი დიდი მოგონება რომელმაც შექმნა ჩვენი ერთიანი სამეგობრო თუნდ ერთიანი წარსული ჩემი, შენი, მისი…. აი ასე შევქმენით უამრავი ფერადი და ლაღი საერთო მოგონება. -ზაფხულია ცხელა, ცხელა, ბუღი ასდის ქალაქს,და დედიკომ ჩვენი რეზო მიუყვანა დალაქს მაკრატელი აკრიჭინდა კრიჭი, კრიჭი, კრიიჭი….. -გეხვეწებით გააჩუმეთ ეს გაფუჭებული რადიო. - გამწარებული ყვირს ლიჩელი და კილაძისკენ იქნევს დაკნაჭულ თითებს. ის კიდევ ბედნიერი სახითაა სავარძელზე მოკალათებული, გარედან შემომავალ ნიავს აყოლებს თავს და ფანჯრაზე მიყრდნობილი მღერის გამწარებული.. ყველანი ბათუმისკენ მიქრიან.ერთხელ მათაც ეღირსათ ერთად დასვენება. ათმა წელმა იმდენი ქნა, უამრავი ადამიანი დაახლოვა ერთმანეთს. ასწავლა მეგობრობა, სიყვარული და ერთ პატარა ოჯახად აქცია, რომლის ფესვებიც 4love.ge დან მოდის. ყველასგან განსხვავებული სხვა სამყაროში მყოფი ადამიანები დაკავშირა და შექმნა ერთი დიდი ოჯახი, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია და ამ სასწაულის ერთი ნაწილი სწორედ ბათუმისკენ მიემართება ახლა და აპირებენ ერთი დღე ისე გაატარონ როგორც დასვენებას მოწყურებულებმა და ყველაფრით გადაღლილებმა. აუშვებენ ფრთებს და გაფრინდებიან იქ, სადაც სასწულები ხდება, ოცნებები მიფრინავენ და ფერები თავად ჩნდებიან ცაზე... ჰო აი ასე იწყება ოცნებების და სურვილების ახდენა …….... -სალომე ვის ემესიჯები ამდენს? წაიღე ყური. -შურიანი ნახე რა, თვიონ არავინ წერს და სკდება ბოღმით -ჰო ჰო აბა რა, შეიძლება ბოღმისგან გავიშალო. _ ჩაიხითხითა ლიონორმა. -ჰო გეტყობა, აბა რამ შეგაწუხა ახლა ავიღე ტელეფონი -ახლაო და რაც გადმოვედით სულ მანდ ზიხარ ვერ ამჩნევ ვერაფერს. -შენ შემჩნევას დაყურებას აქ ვიჯდე ჯობია. -სად შეგვიძლია რა. -კაი ხო ვხუმრობ. _ გადაეხვია და გემრიელად დაუკოცნა ლოყუნები. -თუკა სულ რატომ იგვიანებ? _ გამწარებული ურეკავს მურაჭაშვილი. -უკვე გამოვედი მალე ვიქნები. -თუკა სახლის ტელეფონზე გირეკავ და როგორ გამოხვედი გეხვეწები. -თან მომაქვს გოგო ვერ მიხვდე ახლა. -ვაიმე შემომაკვდები, დღეს ვერ ჩავაღწევთ. - კაი ნუ წუწუნებ შენი შუმახერობის ამბავი რომ ვიცი ყველაზე პირველები ჩავალთ. -ჰო ასე დაიგვიანე და ეგენი რომ წამოვლენ ვენ ჩავაღწევთ. -არ იდარდო წინ ზიხარ პირველი ჩახვალ. _ სასცილოდ აკაკანდა თუკა. -დროზე გამოაღწიე თორე სურამში ჩამოგსვამ ნაზუქებთან. -კარგი, კარგი გამოვდივარ მოაყენე რაში, დედოფალი ჩამოდის. -ვაიმე თუკა დამტანჯე. -უიმეეე, ნუ წუწუნებ ქალი, ლეგენდა გიჯდები მანქანაში და არ გეკადრება ეს წუწუნი. ....... -მარიამო ეს თუ ეს? რომელი ჯობია . -კაი რა შნუც დავიტანჯე, რად უნდა ამდენი შერჩევა. - ჰმ, არ გესმის რა შენ გამოცვლის და შეფასების ხელოვნება. -კაი გაჩერდი რად უნდა აბა ამდენი ფილოსოფია? მოგეწონა აიღე ჩაიცვი. -არა შენ ვერ ხარ რა ჩაიცვი, აიღე. -აბა რა, რად უნდა ამდენი ტრიალი საცურაო კოსტუმია გოგო საპატარძლო კაბა კი არა. -მერე მაგას უნდა არჩევა შტერო. უნდა ნახონ გამომწვევი ჩემი ღირსებები. უნდა თამაშობდნენ და იზიდავდნენ ბიჭებს -ისეთი გაქ სულ ტომარა რომ ჩამოიცვა მაინც მიიზიდავს არ იდარდო. -ეგ თავისთავად, მაგრამ ხაზგასმა უნდა ამ სიამაყეებს. -შენ მამკლავ სხვა ვერავინ, არა მეც ხომ სულელი ვარ რო გამოგყევი. -ჩუმად ნუ წუწუნებ დამეხმარე აბა ეს ნახე აქ უკანალი სტარტზე მაქ მარა მკერდს ვერ გამოკვეთს, არა რა ხომ არ გაგახარებენ. -ვაიმე აიღე თორე გავიქცევი და დაგტოვებ მარტო. -აუუ ნუ ბუზღუნებ, ეს ხელოვნებაა და თავისი ხიბლი აქვს, ასე რომ მაცადე ჩავწვდე ბოლომდე. -მიდი მიდი მე ჩამოვჯდები შენ ჩაწვდი და გადაწვდი. -მაგიტომაც ხარ ასე მარტო სწავლის მეტი რო არ გახსოვს არაფერი. _ ჩაიცინა ნუცამ და თვალიერება განაგრძო. ..... -ნენეჩკა საით მიდიხართ?როგორ?როდის? მე რატო არ დამელოდეთ ? -ჩემო ქეთრინ ხო იცი გულით მინდა აქ იყო და ახლოს მყავდე, მაგრამ დღეს ვერ გამოვიდა. -ეგ არაფერი, წინ გვაქვს მთელი ზაფხული ხომ იცი. - ხო აბა რა ჩემო გოგოვ, სულ ერთად მთელი დღეები. -ვისი ხმა ისმის მანდ პატარავ. -მე თავისთავად მხედავ, გვერდით სოფო მის გვერდით მარიელა, იქით კიდევ კილაძე ლიჩელი და გაკვეხილი ბადლაშვილი. კარგად ვართ სიამის ტყუპებივით გადაკვანძული. -აბა თქვენ იცით ნენუ მალე შემოგეხმიანები ისევ პატარავ. ... -კნუტო ფრჩხილებზე რომელი ლაქი წაგისვა? -აუ ვერ ამირჩევია რომელი მინდა ისიც მინდა ესეც, ყველა მინდა რაა, აი სუულ ყველა მარუსი. -ჩემი პატარა ბავშვი. -რაღა დროს პატარაა შენი ასაკის შვილები უნდა მყავდეს თავისდროზე რომ მეყოჩაღა. _ ხმამაღლა გაეცინა. -კაი გაჩერდი კნუტო. აი ეს გავაკეთოთ დააკვდება შენ ფრჩხილებს. -ხო, ხო ეგ მეც მომწონს უფრო მიმზიდველს ხდის ფრენჩი და გრძელ ფრჩხილებს აჩვენებს გეგონება ნიკოფსიდან დარუბანდამდეა. -ვაიმე ჩემი კნუტს იუმორი მოეძალაო. -არ მაცადო ახლა ორ წამიანი ცანცარი. -აუუ გოგა რა საძაგრლი ბიჭი ხარ, მაინცდამაინც იმ თითებზე დამადე ხელი წასმული რომელზეც მქონდა ლაქი. _ უკმაყოფილოდ დაიწუწუნა გოგონამ. -კაი გაჩერდი ახლა, შენც არ მიდიოდე კარნავალზე. -ნახე მარო რა შურიანია ეს კოტოტა ბოტოტა თითიანი. - შეგეშალა, ჩაცომილი ჩაქონილი თითი _ ხმამაღლა ეცინება გოგას. -მოეძალა ბოსს იუმორი უშველეთ ვინცხამ. .... -თაკო მოდი აქ, ჩვენ გვევალება ამ საღამოს კიტრით და ლიმონათით სირბილი. _ სიცილით უყვება ირემაძე თაკოს. -ჰო აბა რა, ტარხუნას და ბოლოკსაც ავიღებ და ვირბინოთ სეფაში რო იციან. -ჰო პატარები ვართ და გვეპატიება უსაქმურობა და ხეტიალი. -ჰო აბა რა ჩვენ უნდა მოგვემსახურონ. -დედოფლები ვართ დღეს ეს ორი ანგელოზივით ბაღანა. - აბა რა, წამო გავიდეთ სადმე რამე არ დაგვავალონ გავისეირნოთ. -ხო, ხო გავეპაროთ თორე ისეთი თვალებით იყურებიან რამეს დაგვავალებენ ან მოტანას მოგვთხოვენ. -ბადალაშვილი ჩაბარებული ბავშვი ხარ მააინც და კოჭებამდე წყალში შეხვალ იცოდე. -ვითომ რატომ? შენი ძიძობა მაკლია. _ შეწუხებული ხმით უბრუნებს პასუხს მარიამს. -არ მაინტერესებს რა გაკლია, მარტო კოჭებს დაისველებ იცოდე და ამოხვალ, დროს მე დავინიშნავ. მერე გასაბერ იხვს გიყიდით პაწო, ჩაჯექი კოჭბამდე წყალში და იყავი რამდენ ხანსაც გინდა. _ დაცინვას არ წყვეტდა მარიამი. -შენ ხარ ბუნების შეცდომა. ღმერთო მომაშორე გთხოვ. _ ცას შეჰყურებს და ისე ლაპარაკობს გეგონება ღმერთს ელაპარაკებაო. -ბევრს ნუ ლაპარაკობ, მიდი ჩადი აქ ვდგევარ ბარემ დაისველე ფეხები და ჰაიდა სახლში. _ სასაცილოდ ემანჭება გრიგალაშვილი პატარა ანის რომელიც მართლა იჯერებს ამ ხუმრობას და სატირლად ბრიცავს ტუჩებს. ... -მარგო მარგალიტა დედოფალო. - ნახე ის ბიჭი როგორ უყურებს შენ დაღრეცილ ფეხებს. -მარგო მართლა უყურებს ფეხებს მართლა ხო არ დამეღრიცაო. -ჰო აბა რა დაღრეცილი შენ ხარ, ვერ ხედავ? ალვისხესავით აჭიმულია. - კი აბა რა მეტრანახევარი. -ვაიმე ვერო ვერ ხედავ შენ რო იფარები წყალში ჩემი ფეხები მაშინაც კი ვერ იფარება, ასე რომ არა არც პატარაა და არც დაღრეცილი. -ქვიშაა მანდ და მაგიტომ, რომ ვაბიჯებ ქვევით ჩადის. _თავს იმართლებს სასაცილოდ ვერო თვითონაც ხვდება რომ სისულელეს ამბობს, მაგრამ მაინც არ თმობს პოზიციებს რაზეც მარგალიტას ეცინება და თავაწეული ტანის რხევით მიემართება წყლისკენ და სასაცილოდ აწეულ საცურაო კოსტუმს ისწორებს. ..... -წამო შევცუროთ ოკეანის მორევში. -ხო კარგად ხარ თუ უკვე დაგკრა მზემ? -უიმე რა უჟმური ხარ ხარ გელაშვილო. -კეკელიათქო -აუ წამო იმ ბავშვებს ის იხვი გამოვართვათ უნდა ჩავწვე და გადავეშვა სიყვარულის მორევში. -ახლა მე ვარ ხო ცანცარა. _ კისკისით იძახის კეკელია. -სანამ კისკისებ გელაშვილს კამერაც გამოურთმევია, უკვე ჩასკუპებულა კიდევაც და სიამოვნებისგან თვალებიც კი დაუხუჭავს. -ნახე კარინ რა ტრიუკებს აკეთებს ანი, ამობრუნდა და ფეხებს ჰაერში ატყაპუნებს. - აღარ ხუმრობს ხო იცი ახალ პოზებს ამუღამებს. -ვაიმე რა სასაცილოდ იქნევს ფეხებს ნახე. -აუ ტელეფონი იქ მიდევს თორე ხო გამოვაჭენებდი ფბ.ზე. -ვაიმე ხო მართლა. -არა რა კაცი რო დაიხრჩოს ვერც მიხვდებიან ესენი. -რაიყო რა მოხდა ფეხების ქნევა არ მოგიხდა? -რა ქნევა კინაღამ დავიხრჩე, ავხტი მეთქი ისე გავიგდებ კამერას, ეს სულელიც ამოყირავდა ვერც ამოვედი და ასე კოჭებამდე წყალში კინაღამ განვუტევე სული. -ვაიმე ცუდად ვარ სიცილისგან, გესმის ან რა მოსვლია? - ვაიმე კოჭებამდე წყალმა იმსხვერპლა კინაღამ. -კარგით ვიცინეთ მორჩა ჩუ, აქედან არ გავა ეს ამბავი და აქ ჩაკვდება. _ თავის ნათქვამზე თვითონაც ეღიმება მაგრამ არ იმჩნევს. -ზაგარი მინდა ისეთი, ისეთი, ღამე არ ვჩანდე. _ სახეგაბადრული კეკელია კარინას უხსნის თუ როგორი ზაგარი უნდა და ეგრედწოდებულ რაზნიცებს როგორ ბედნიერად შეყურებს მომავალში. -ჰო კარინ, ასე დავწვები ჯერ ეს მხარე გავიშავო უნდა, მერე მეორე. -ხო ჯერ ასე უნდა დაგკრას მზემ მერე ისე. _ სიცილ-ხითხითით აჯავრებს კარინა რაზეც კეკელია არ იბნევა და ჰასუხს უბრუნებს. -შენ არ გინდა არ დაწვე ისედაც სულ დაკრული დადიხარ და ნუ ჩაგვიშლი დღეს გართობას. -ჰო დაკრული არ ვიყავი შენთან ერთად რომ გამოვდიოდი გასარუჯად? _ ცხვირს იბზუებს და სასაცილო მიხვრა მოხვრით მიდის სიმინდის გამყიდველისკენ პირის ჩასატკბარუნებლად. უყვარს სინდი და რა ქნას ეძალება სიმინდის ჭამა ...... -სოფო სოფოოო. -ხო რაიყო მარიელა მესმის, მესმის. - აუ წამო რა ტიტანიკი ვჭამოთ. -ხო ხარ კარგად რა ტიტანიკი. -აუ წამო და განახებ. -ოო ტიტანიკი რად მინდა ლეონარდოს მივახრამუნებ, ჰა არ მეკუთვნის ვითომ? თვალებს უპაჭუნებს საყვარლად. -არა რა, რა გეშველება გოგო აჭარულ ხაჭაპურზე გეუბნები. - როდის მერეა ეგ ტიტანიკი. -დიდს მასე ეძახიან და რავი მე. -ბედი არ გინდა? მეთქი ლეოს მივახრამუნებ და ჩავტკბარუნდებითქო. - წამო ნუ გაიჭერი ოცნებებში ვჭამოთ და თუ გინდა ის აიზბერგიც ჭამე რასაც შეეჯახნენ. -ოცნებასაც არ გაცდიან რა ხალხთან მაქ საქმე ვაიმე. .... -ჰო ასე გადავიღო? ეს ხედი კარგია ბევრი ლაიქი ექნება. - რაიყო ბლიაძე საკუთარ თავს გაუბი ბასი? -არა ფაჩულია კაცს ველაპარაკები. -ისე გიყვარს ეგ შენ გაგათხოვო უნდა ფაჩულია კაცზე რა. -არადა როგორ მოუხდებით უფ კამფეტი წყვილი, ანდა ხვედელიძეს მოუხდები უფრო დაგატკბობს. -არა სულ დიეტაზე მყოფს ეგ მინდა მე? -მე ბოდიში რა. -მოდი მოდი გადავიღოთ ფოტო. -არა გოგო მე არ მინდა ხომ არ ვაჩენ თავს. -კაი ხო არ აგღნიშნავ ჩემი სილამაზის მერე მაინც ვერ შეგნიშნავენ არ იდარდო. -არ მინდოდეს ეს ფარულად ყოფნა შენ განახებდი სილამაზეს რა. ..... -მარიამ ჩამო წყალში გოგო. -აუ ვერა, არ მიყვარს ეს წყალი ხომ იცი მედი. -კაი რაიყო დღეს შეიყვარე მერე ისევ გადაიყვარე. -იცის ადამიანმა ვერ შედავები რა. -ჩამო არ ინანებ. -არ მინდა არ მიყვარს წყალი აქ ჩემთვის ჯობია ვიჯდე და ვუყურო ზღვას. -ეგ გრძელი სარაფანი მაინც გაიხადე არ იწვი გოგო?. -არა ასე მირჩევნია კარგად ვარ მედჩო. -მედჩოს განახებ მე შენ ახლა არ მეზარებოდეს ამოსვლა. - კაი არ გინდა ეს სივაჟკაცე. -ენა კი აქ რა გინდა. -მაქ რომელია ათ კაცს არ წავაქცევ რო. -სულ კაცები ახსოვს რა თაობა მოდის ვაიმე. .... -ანინე აუ რალამაზი თვალები გაქვს გოგო. -აუ ჩემს მწვანეთვალებას უფრო სასწაული თვალები აქვს რებჩო. -ხო თქვენს შვილს საოცრება თვალები ექნება ფაქტია. -ვაიმე ეგ მეღირსოს და თუ გინდა შავი თვალები ქონდეს. -აუუ რა კამფეტი ხარ გოგო. -ორივე კარგები ვართო რა. -ეგ თავისთავად. -თქვენს ქორწილში ერთი ადგილი ჩემია. -ნეტა ეგ მეღირსოს და ათი იყოს. -უარიც რომ გეთქვა ჩანგალ ჩამოკიდებული მოვიდოდი ქალბატონო. -ვაიმე ცუდად ვარ სიცილისგან. -დამშვიდი პატარავ. .... -აუ ცუდად ვარ. _ სიცილისგან გაწითლებული ჟანეტი რუსოს ძლივს ეუბნება ორ სიტყვას. -რაიყო რა მოხდა ხომ არის მშვიდობა? -აი იქ რომ ვიჯექი ჩემთვის, ბარტყივით სომეხი გოგოები მეჯდა. _ ისევ აჭიხვინდა. -ხო მერე რა მოხდა. -მეთქი ცოტა დავხვეწო რუსული და გამოველაპარაკე. - ვაიმე მერე ადამიანო. -რა და მეთქი როგორ მოგწონთ აქაურობა როგორ ისვენებთქო. _ ისევ ეცინებოდა საუბრის დროს.. -ვაიმე გადმოყავი ენა წავიკითხავ, იქნებ ასე უფრო მალე გავიგო რას ყვები. -აჰა ამოიკითხე ენა კი მაქვს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. _ სასაცილოდ გადმოაგდო ენა. -ჰე თქვი დავიტანჯე. -კარგია ყველაფერი მოგვწონს მაგრამ კოკა-კოლა არაა ისეთი კარგი როგორც ჩვენთანო. -მერე ეგ გაცინებს ქალო? -არა მისმინე, თქვენთან რატომ არის უკეთესი მეთქი დავეკითხე და რა მითხრა იცი? _ ისევ დაიწყო სიცილი -ჰო მაღირსე. -ჩვენთან წყალია კარგი და მაგიტოა კოკაკოლაც კარგიო. - ვაიმე დედიკონა დედა. -მაგაზე მეცინებოდა. -იციან და რა ქნან კარგი წყალი აქვთ. _ სიცილ-კისკისით მიაღწიეს სახლამდე, მთელი გზა იხსენებდა ჟანეტი თუ როგორი სახით უყვებოდა მათან წყალი რომ კარგი იყო და უკეთესი კოკა-კოლა ქონდათ . .. -მაშო წამო ვჭამოთ რა. -აუ წამო ნინ მეც მინდოდა ეგ მეთქვა უკვე მაგინებს კუჭი. - ჩემიც მასეა ჰაერში დახტის თუ არ ვჭამე ჩაგეშლებათ ეს ეს ქეიფი დარჩებით ლობიოზე და ფლავზე. -არადა როგორ მიყვარს ლობიო უხ, კარგი მჟავე ვაიმე ნინ თუ რამე არ მოგერიდოს. - უიმე ლობიოს გამო მკლავ შექალო? ისე გაგიკეთებ მაგ ლობიოს. - შენი გაკეთებული რად მინდა. -არა რა მაინცდამაინც ჩემი ქელეხის უნდა. - არა გეკადრება? შენი სიყვარულის სიწმინდეს ვფიცავარ ეგ თუ გამეფიქრებინოს. -ნუ მეაფერისტები შენი ჭირიმე, მე ვარ მეგრელი თუ შენ? - ანუ აღიარებ აფერისტები რომ ხართ? -არა გოგო ეგ სიტყვას მოყვა და ისე წამომცდა. - მაინც რომ იმართლებს თავს.-მირო, თინა, ნანუ მოდით ყავა მზადა. -ხო მოვდივართ სალო. -ჰა დალიეთ და მოვძებნოთ ადგილი სადმე რომ დავჯდეთ და გავერთოთ ამ საღამოს თავის კოცონ-სიმინდიანად. -არა რა ჭკვიანურს იტყვის ხოლმე ეს ბავშვი. -როდის არ ვამბობდი რო ქალბატონო თინა. - არა დღეს მოზღვავება გაქვს სიჭკვიანის და მაგას ვამბობ. -კაი მაგაში გეთანხმები. -ადგილი ხო, აქ სახლთან ახლოს თორე რა წათრევს ამ სასუსნავებს. -აგიც რა ჭკვიანი ყოფილა. _ სიცილით გადახედა ნანუს თინამ. -სულ ჭკვიანებში ხარ რა, საითკენაც არ უნდა გაიხედო სიბრძნე ცვივა. _ სასაცილოდ ემანჭება მირანდა თინას .ისევ გრძელდება ჭორაობა თუ საით დაჯდნენ და როგორ დაეტიონ. ყველა საუკეთარ ადგილს იკავებს გულში და უკვე დასაჯდომად ემზადება. არადა მე ხომ ვიცი ვინ სად დაჯდება რატომ ფიქრობენ ტყუილად ჯერ რომ არ არის საფიქრალი. ............................. -სიამოვნების ჰორმონი ვნების მთავარი შარმია კოცნის საზღვრებს შორდება და სიყვარულის არმია შენი გრძნობა სხვას როგორ გაუყოო.. თუ წამომყვები გრძნობის საზღვართან სურვილები უნდა ავიღო ხელში, ამდენი მოთმინდება დამთავრდა უნდა შემოვიდე ამაღამ შენშიიი. -ვისში აპირებ მაიკო შესვლას? - შესასვლელის მეტი რა არის, მე მოვინდომო და. -ვა ვა არ ხუმრობ? - აბა რა სახუმაროა უნდა დაგიპყრო. -არ ვარ მე იმნაირი. -რანაირიც არ უნდა იყო. -მომაშორეთ ეს აალებული ქალი. -მოდი დაგწვა ლონდა და დაგფერფლო. -არ მინდა შენი გრძნობების ალში გაკანძვა. -ვითომ არ უნდა, არადა ოცნებობს ჩემნაირ ლამაზმანზე. -კაი გაჩერდი თორე მართლა არ მომინდეს. -ნახე რამდენი აკლია იმ ორს. _ სიცილით ეუბნება კარინას მეგი. -არა მე გარეთ ნაყიდს ვერ შევჭამ. _ ცხვირს იბზუებს გოგონა. -ვითო რატომ ქალბატონო თათა? -ხომ იცი ვანილო ჩემი წიკები? იქნებ არაჯანსაღ გარემოში გაკეთეს. - ჰო, ჰო არაჯანსაღ გარემოში ჩაისახა ალბათ და შენამდე არაჯანსაღმა მდედრმა მოიტანა. -რას დამცინი ორი შვილის დედას? ვიცი მე რა და როგორ. - არა გეკადრება? რას დაგცინი სიმართლეს ღაღადებ. იცი შენ ეს საკითხი და როგორ შეგედავები. -ჰო ვიცი და მესმის. _ სასაცილოდ ასწია ცხვირი თათამ და თავისი ნათქვამი თავის ქნევით დაადასტურა. - კარგი ხო,, არ ჭამო შენ რომ აიჩემებ მერე ვერავინ გადაგაფიქრებინებს. ჩვენი გაკეთებული მირთვი მთლად ისეც ნუ იშიმშილებ მარტო შენ გეყოს საჭმელი და ჩვენ გიყუროთ ამხელა ნაღებმა საზოგადოებამ თვალებში. ლინდას და ნინისაც შრუჭყიტინოთ რომ იპრანჭებიან და ემზადებიან ღამისთვის. შორი გზიდან არიან ჩამოსულები და ირგებენ თითოეულ წუთს და წამს ბავშვებთან ყოფნის, ახლაც გოგონების სასაცილო ფოტოებს ათვალიერებენ და იხსენებენ ახალი წლის ღამეს. - ნახე რა სასაცილოდ წევს თორია ამ დიდ გაშლილ საწოლზე. _ სიცილი ჭიხვინში გადაეზარდა ლინდას. -აუ ეს ნახე რა ბლიაძეს თავი რაზე უდევს ნასვამს. -ვაიმე არადა რომ კითხო ისე სვამს ათ კაცს მიაწვენს და კიდევ მეორე ათს ელოდება. -კი ეტყობა მასე რომ არის მისი საქმე. -თერო ნახე გარეთ თოვლში მაისურით და შორტით. -ეტყობა ‘ცოტა’ დალია. _ ჩაიქირქლა ნინიმ. -კი ცოტა აბა რა. -აუ ნახე რა საყვარლად წვანან ეს პაწაწინა ბავშვები. -აუ ხო მოდი მომე წავიღებ თამ, რომ მომენატრებიან დავაცქერდები ხოლმე. -ხო რას მიხვდებიან ესენი იმდენია, მეც ავიღებ ერთ ორს. -ჰო ეგრე ჯობია თან რომ ნახონ ეს ფოტოები წამოიღო ნუცამო ყველას გადაყრიან ზღვაში. დავმალოთ და რომ დათვრებიან მერე ჩავუჯდეთ . -აუ ამ საღამოს ცეცხლი უნდა დავანთო ცეკვით. -არ ხუმრობს ჩვენი თეო. _ სიცილით ამბობს ნინო. -ხოდა თუ არ ვხუმრობ მასწავლე ილეთები რა. -მოდი, მოდი ცოტას გავიცინებ მაინც. -რა არის სასაცილო? ტალანტი დგას შენს წინაშე რომ იციოდე. -კარგი ტალანტო მოდი აჭარული ვისწავლოთ, ჯერ ფეხის გასმები. ერთი წინ, ორი უკან, სამი გვერდზე, ოთხი მეორე, გვერდზე. _ თეონამაც დაიწყო წინ, უკან და გვერდებზე გასმები. -ჰო ეს კარგი გამოგდის, ახლა ხელებიც ამოძრავე ასე მიყურე, ჩატეხე ნახე აი ასე -ვერ ვაკეთებ. -კარგი გააკეთე როგორც აკეთებ მასე. -ანუ ასე სასაცილოდ? _ გაშვერილ თითებზე დაიხედა. -ახლა ფეხი და ხელი ერთად აი ასე. -ოოო რა ძნელი ილეთებია რა ეს. -ვაიმე შემეშვი არ გამოვა მოცეკვავე შენგან. -კაი ქართულ ცეკვებში თუ არა, ჩა ჩა ში ჩავაგდებ და ჩავტეხავ მენჯებს. -ჰო აბა რა აქ ცეცხლი ხარ და იქ წარმომიდგენია. -ნუ ხარ უზურდელი შენ. -სიმართლეს ვღაღადებ ჩემო კარგო. -გეგონოს რაა. როგორ იქნა ეს გაფანტული და ყველა წყვილად წასული ზღვაზე თუ სასეირნოდ, ერთად შეიკრიბა და დაიწყეს მომზადება ღამისთვის რათა ისტორიაში ისევ ოქროს ასოებით ჩაიწეროს ეს ტკბილი დღე, რომელიც გააფერადეს . ადგილი იპოვეს მაიკოს სახლთან ახლოს, ზღვაც ახლოსაა სახლიც და არ დასჭირდებათ წინ და უკან სირბილი. მოამზადეს შეშები, მოამზადეს რა გოგა გააგდეს. სად იბოდიალა ვინ იცის მაგრამ კი მოათრია საკმარისი შეშა. არა ისე რომც არ გაეგდოთ ის ისეთი ჯენლტმენია გოგოებს ხო არ გაუშვებდა მოსაძებნად და მოსატანად . ისეთი სასუსნავების სუნი ტრიალებს მაიკოსთან მეზობლები კი ყლაპავენ ნერწყვ .აჰა ძლივს მოაღწია 9 საათმა ყველა ერთად არის შეკრებილი რომ დროულად დაიწყონ მოლხენა დროის ტარება . არა როგორ ბზრიალებენ და ტრიალებენ რომ განახათ თქვენც მოგინდებათ ქეიფი და დროსტარება. თან ამათმა რა კარგად იციან მოლხენა წინაზეც ხო ნახეთ ისეთები არიან მკვდარსაც კი აყენებენ და გაცინებენ .ჰო უკვე გაშალეს და მიუსკუპდნენ გულში ნაფიქრ ადგილებს მაგრამ ყველას ვერ გაუმართლა ისე რო იმ ადგილას დამჯდარიყო გულში რო გამოთვალა … ლაპარაკის თავი ჯერ არცერთს არ აქვს, სანამდეც ცოტას არ მიღებენ დოზას და მერე დაიწყება მხიარულება. -ძლივს გხედავთ ყველას. _ სიტყვით გამოვიდა ბლიაძე. -კაი გვაცადე ჩვენც ორ ლუკმას ვჭამ გამოეპასუხა ვერო. - ჰო ორი ლუკმაო და გადაჭამეთ ყველაფერი. _ წულაიას ენას რა გააჩერებს. -აუ მაგარი სადღეგრძელო ვიცი. -თამადა ვინ არის ჯერ კაცო ვინ იკისრებს ჩემს დათრობას? წყალიც აქვეა და შევვარდები. _ უცებ მოვიდა ლაპარაკის ხასიათზე ევა. -ვინ და ერთადერთ ბიჭს, პურის მჭამელს, არღანზე მოქეიფეს და რუსი ნაშების მუსრის გამსმელს გოგას ვუბოძოთ ხო. -სულ ჭკვიანურებს იძახის ეს მარიამი დღეს რაა. - ჭკვიანი ვარ და მაგიტო შეგშურდეს ახლა. -რა დედამ გშობა თუ რა ბუნებამ. -რომელიც გაგიხარდება ნენეჩკა… უკვე მოეკიდათ ღვინო და დაიწყეს მხიარულება... დაიწყეს ცეკვა შუბითიძესი რა გითხრათ მაგრამ გელაშვილმა კი ჩაუტარა კლასი ცეკვაში ცეცხლია ეგ გოგო და მამკალით . ნინო და ნენემ აჭარულის ცეკვა იკისრეს და კი დაიმხეს ყველაფერი თავზე. განა რებე ჩამორჩებოდა რომელიმეს? ისე იცეკვა და ისე იხვანცალა ნერწყვები ახლაც კი მდის არა ქალი პანტერა, ვისი ჭაჭუა და ვისი ჯულიანა ქალი სასწაული გვყოლია და არ გვცოდნია .გოგას ცეკვას მტერმა უყურა კიდე კაი ნასვამები იყვნენ თორე ნორმალური მანდ არ გაჩერდებოდა გოგას მიხვრა მოხვრას რომ უყურებდა როცა ცეკვები ამოწურეს რათქმაუნდა იმდენი მომღერალი იჯდა სირცხვილი იყო არ ემღერა, პაატამ გახსნნა სასიმღერო ესტრადა და რუსულამა ესტრადამ დახურა .... როცა სიმღერისგან ყელი ჩაეფხრიწათ და უკვე მიხვდნენ დრო იყო სხვა გასართობი ენახათ სასაცილო ისტორიების მოყოლაზე გადავიდნენ და ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს .... -ჰე მიდი კილაძე მოყევი რამე. -მოიცადეთ გავიხსენო.მოკლედ მე და ჩემი მეგობარი ვართ სადღაც მეხუთე კლასში და მოვინდმეთ დიასახლისობა....ამოვძებნეთ ბეზეს რეცეპტი..მთელი მონდომებით ავთქვიფეთ ცილა ,დავამატეთ შაქარი, ამოვუყვანეთ კარგად ,ნამდვილ გურმანს შეშურდებდა და შევდეთ საყინულეში...(არ ვიცოდით გამოცხობა თუ უნდოდა და გვეგონა რომ ჰაიყონებოდა მერე იქნებოდა ხრაშუნა ) ორი დღე ველოდეთ და რომ არ გახდა ჩვეულებრივი ბეზესნაირი ,გამოვიღეთ და გადავუძაძეთ ნაგავში...მესამე დღეს დედაჩემ გაახსრნდა ჩვენი გურმანონის ამბები და გვეკითხება..ბეზე ხხომ არ დაგწვიათ,რომ არ გაგვასინჯეთ არავისო ჩვენი რეაქცია იყო...,,,უი ეგ უნდა გამიგვეცხო?!!" თქვენი არ ვიცი და ჩვენ სულ სიცილით ვკვდებით ამ ამბის გახსენებაზე. ყველამერთხმად ატეხა სიცილი ანის მოყოლილზე. -აი თუკაც მოყვება. წამოიძახა ვიღაცამ. -ეხ, მეც გადამხდა კაი ამბავი, ოღონდ ბავშობაში სულაც არა. ძალიან ძალიან მეჩქარებოდა, თან მაგვიანდებოდა კატასტროფულად. ხოდა მჩემი ძმა დავითანხმე წაყვანაზე, გზად ტორტი უ და მეყიდა, ვიყიდე ტორტი, გამოვვარდი, ჩავჯექი, თან ჩანთაში ვიქექები და ვყვირი, რას ელოდები ახლა, ვერა ხარ შენ დებილო, დამაგვიანდა. მიდი მე რა გამოთაყვანებული მიყურებ-თქო, და უეცრად სულ სხვა ხმა მესმის, უკაცრავად?? და მუვხვდი რომ შარში ვარ,ჩემი იდიოტი ძმა გვერდით მიყენებულ მანქანაში,ზუსტად იგივენაირში ზის და ჯვდება სიცილით. გადმოვბობღდი ჩემი ტორტიანად, არა ეს ყმაწვილი დამეხმარა, და სულ ფხუკუნით დაბრუნდა უკან. მთელი კვირა ეყო ჩემ ძმას სასაცილოდ როგორ ჩავუჯექი სხვას. თუკას მოყოლილზე ცრემლებამდე იცინეს და კომენტარებით შეამკეს "აუ როგორ შეგეშალა მანქანა ?"აუ წარმომიდგენია" "კარგი ბიჭი დაგხვდა იმ მანქანაში?" ასე უბრალო დღე ასე ბრალიანად გალამაზეს ასე შემატეს მეორე დღე ისტორიას, რომელიც უბრალოდ მათი იყო და მათი ფერების თუ ოცნებების უბრალო მაგრამ ბრალიანი ყველაზე ძვირფასი დღე თქვეთან ერთად --------------------------------------------------------------------------------------------- პირველ რიგში მადლობა გვერდში დგომისთვის გამხნევებისთვის და ყველაფრისთვის ჟანეტს, გრიგალაშვილს, სამოელ ქრეიზის ნუცას ნენეს თქვენ რო არა ეს ისტორია ვერ ან არ აგმოვიდოდა თქვენი გვერდში დგომა დახმარება რო არა <3 მგონი თქვენი უფროა ვიდრე ჩემი <3 კი ვთქვი აწი ვერ დავწერ ბოლოა ეს და რაღაცები მაგრამ თურმე არ ყოფილა ბოლო ^^ ვგიჟდები მე თქვენზე სასწაულები ხართ ეს სასწაულია ამ სასწაულის მნახველლი <3 ჰო მადლობა წინასწარ ვინც კი ელოდით იმედია 0.000001 % მაინც გავამართლე იმედები :( ვგიჟები მე თქვენზე და თქვენი წყალობა ეს ისტორია და თქვენზეა <3 აი ასე უბრალო სიტყვებით და ბევრჯერ ნათქვამი სიტყვებით ასოებით გეტყვით რო ვგიჟბეი მე თქვნზე ჩემებო <3 გულის კანკალით და სულის თანთალით ველი თქვენ აზრს იმედია რაღაც გამომივიდა მეჩემებით <3 საზღვრებს აცდენილოებო და ჰორიზონტს გაცდენილებო ვერცერთ ჩარჩოს ვერ გირგებთ რადგან ჩარჩოებს ამსხვრებთ და უბრალოდ ვერ გამოიკეტებით აი ასე სხვა ხართ სხვა და სხვა სამყარო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.