დაუმორჩილებელი (თავი 17)
რა სხვაობა ცხოვრებასა და არსებობას შოროის ? ძალიან დიდი მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება რომ არსებობას ემსგავსება და ხშირად არსებობაში გადადის ესაა ადამიანის ყველაზე დიდი ტრაგედია . ამასობაში ისე გადის დრო ვერც კი ვხვდებით. ხან წარსულში ხარ ჩარჩენილი ხან მომავალს გაჰყურებ და მასზე ზრუნვაში აწყმო გვავიწყდება .მერე ხვდები რომ რომ ვეღარც წარსულს დააბრუნებ და უშველი და ვერც წინ იმოგზაურებ რომ შენივე დაგეგმილ ბედნიერ მომავალში იცხოვრო . ანაალიზებ რომ აქ ხარ აწყმოში გაჭედილი და არ იცი რა ქნა . ბევრი უცნაურიბა ახასიათებს ამ ცხივრებას და ერთერთი ისაა ,რომ ხვდები ვიღაცას ,იცნობ ,უფლებას აძლევ მთელი არსებობით შემოიჭრას შენს რეალობაში უფლებას აძლევ ნებით თუ უნებლიედ ,ადგილი დაიკავოს, შენი ნახევარი თუ არა ნაწილი მაინც გახდეს ,დღეებს კვირებს თვეებს ატარებ მასთან და ვეღარც კი ფიქრობ როგორი იყავი აქამდე უიმისოდ,ვერ ძლებ და ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება ამ ნაწილის გარეშე .მერე ? მერე რა ხდება ? მერე ერთი მომენტი დგება წასვლის ,განშორების და ხვდები რომ ფრაზა დრო და მანძილი გრძნობებს ვერაფერს აკლებსო ტყუილია ,არა მთლად ტყუილიც არაა,მაგრამ ანელებს ,დრო ყველაფერს ანელებს . შეიძლება ვერ აქრობს მაგრამ ისე ღრმად აძინებს იქ სადღაც კუთხეში და ყველაფერი ძველებურადაა როგორც მანამდე სანამ ის ვიღაც მოვიდოდა. აღარაა ,ვეღარ ხედავ ,ვერ უსმენ აღარ გადის დღეები მასთან ერთად და გრძნობა გეუფლება რომ თითქოს ის რაც გეგონა რომ ასე ძალიან გჭირდებოდა არც ისეთი საჭირო ყოფილა.ყოველშემთხვევაში წარმოუდგენლად აღარ გეჩვენება ამ რაღაცის ან ვიღაცის გარეშე ცხივრება ,ეჩვევი ასეთ მდგომარეობას და ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო არც ესაა ჰაერზე მოგონილი ფრაზა. წყნარდები მშვიდდები და რიტმში ბრუნდები . ასე დაემართა ორივეს . არც არააფერი ქონიათ საერთო კარგი სექსის და ერთმანეთის გაგიჟების და ნერვების შლის მეტი ,არცერთი იყო ნორმალური და არც მეორე , სხვაობა მათ შორის იმხელა აღმოჩნდა საერთო რა ქონდათ თითზე წამოცმული საქორწინო ერთნაირი ბეჭდების გარდა ,პასუხს ვერცერთი გაგცემდათ. ერთი ზედმეტად იმპულსური გამოუცდელი და ამ ცხოვრებაში გაურკვეველი გოგო იყო ,ლევანი ? ის კიდევ ზედმეტად ჩაჭიდებული ამ ცხოვრებას და თავის თავზე შეყვარებული . საკუთარი სურვილების გამო დაუფიქრებლად რომ იზამდა ყველაფერს.ცუდი იყო თუ კარგი უყვარდა ის რაც იყო და ხანდახან თუ დაფიქრდებოდა საკუთარი თავის სიავაზე ,მაშინვე რწმუნდებოდა როგორი არასწორი გზებით დადიოდა და ზღვრამდე მიყავდა თავისივე ფიქრებს . სწორედ ამიტომ წამოვიდა ? საკუთარ თავს ,საკუთარ თავზე ფიქრიც კი აუკრძალა და უშველა კიდეც თავისივე მკურნალობის მეთოდმა . დამშვიდდა , დაისვენა და ადრე თუ კვირის განმავლობაში ორი ღამე ეძინა ახლა შეეძლო ყოველ ღამე უდარდელად დაეძინა და თანაც ისე რომ არც კი დაფიქრებულიყო. სადღაც გამოკეტა თავისი სინდისი და ფიქრები რომ ის რაც განსაკუთრებული ეგონა ჩვეულებრივი იყო და თუ ასე არ იყო რატომ შეეძლო ისე მოქცეოდა როგორც სხვას ? ასე რომ არა როგორ შეძლო წამოსვლა ? ის რაც ძვირფასია ადამიანისთვის ,მას უფრო აკეთილშობილებს და აფერადებს , მას კი საკუთარი თავის ფასი დააკარგვინა , გაცხოველა , ბოლოს სადამდე მივიდა.. ერთი ადამიანური თვისებაც კი არ დაუტოვა ,არა არც მანადე გამოირჩეოდა კარგი ადამიანობით მაგრამ ზღვარს ხომ იცავდა ? სადღაც წაიკითხა რომ თუ ცხოვრებაში ველაფერს უარყოფთ განსაკუთრებულის და კარგის გარდა ,მაშინ ნამდვილად მოგცემთ ცხოვრება იმ განსაკუთრებულსო,მაგრამ რა ქნას რომ დღემდე ვერ გაარკვია რა იყო მისთვის განსაკუთრებული და კარგი. აღარც იმაზე ფიქრით იღლიდა თავს რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა და სხვანაირი იქნებოდა მისი ცხოვრება თუ ნამდვილ ოჯახზე იფიქრებდა. უბრალოდ ყოველ დილას იმ დღისთვის იღვიძებდა ,როგორც მანამდე,აღარც წარსულში იყურებოდა და აღარც მომავალში,ყოველ გათენებულ დღეს ბოლომდე იყენებდა იმ იმედით რომ ერთ დღეს თუ მოინდმებდა წარსულში ქექვას საკუთარი თავისთვის არ ეთქვა რომ დღეები ისე გაუშვა არ გამოიყენა. პირველი დღეები არ გაჭირვებია , არც კვირები რაც დრო გადიოდა მით უფრო მეტად იბრუნებდა ძლებს. ხელს მისი ცოლის სიწყნარეც ხელს უწყობდა თავად არასდროს კითხულობდა მაგრამ დემნასგან გებულობდა ახალ ამბებს. ეჭვიც კი ეპარებოდა რატომ იყო ასე მშვიდად და თითქმის არც კი დაჭირვებია დნაპირევის შესრულება რომ ჰაერი არ უნდა ესუნთქა სახლის გარეთ თავად ლიზას არ ქონდა სურვილი გარეთ გასულიყო. -დემნა შენ რომ მიმეჩინე მეთვალყურედ უფრო მეტ პრიბლემას შემიქმნიდა. ეხუმრებოდა კიდეც დემნას . სად უნდა წასულიყო ? სად ქონდა წასასვლელი , გასართობად ?არასდროს ხიბლავდა დროის გიჟური ტარება ,მეორე დილას მანც იმ რეალობაში გაიღვიძება რაც მისი იყო და ბედმა არგუნა. უმისამართოდ დაეხეტებოდა სახლში ,ოთახიდან ოთახში,ხან მთელ დღეს ატარებდა ტერასის ერთ კუთხეში მიდგმულ სკამზე. ბოლოს იქამდე მივიდა რომ მისი ასეთის ყურებით დაღლილმა სოფომ სახეშიც კი გაარტყა რომ გამოეფხიზლებინა ფიქრებში გართული. რა ქონდა საფიქრელი ,ლევანის წასვლის დღესვე გამოუტანა თავს განაჩენი რომ თოჯინა იყო . ჯერ თავისი ოჯახის მარიონეტად იქცა ,მერე ლევანის ეხლა არავინ ამოძრავებდა მასზე გამობმულ ძაფებს ,მაგრამ საკუთარი თავის მონად იქცა . გამუდმებით ვიღაც ყავდა ვინც მასზე იუფროსებდა ,აღარც ჭკვიანი იყო ,აღარც ლამაზი უინტერესოდ აიკეცავდა თმას და სარკეს თვალს აარიდებდა ხოლმე . აქამდე რომ ეგონა თავის ფასი იცოდა ,ახლა ღრმად იყო დარწმუნებული რომ კაპიკი ღირდა და არც უცდია რამის შეცვლა . ყოველი დღე ერთმანეთზე უარესი იყო . გლგრილი გახდა ყველაფრის მიმართ მიუხედავად იმისა რომ თავზე ევლებოდა ყველა,ყოველდღე თუ არა ორდღეში ერთხელ მაინც მოდიოდა მაკა და საჩუქრებით ანებივრებდა. მხიარული მოდიოდა ყოველდღე გულმოკლული ბრუნდებოდა უკან უხალისოდ რომ უხდიდა მადლობას და წამით გახარებული ჩვეულ მელანქოლიას უბრუნდებოდა. საკუთარ შვილზე მაშინ არ ყოფილა ისეთი გაბრაზებული წლები რომ არ მოუკითხია ოჯახი ,როგორც ახლა იყო. რამოდენიმეჯერ უხეშადაც კი გაუთიშა ტელეფონი და სიტყვაც არ დაცდენია ლიზაზე . არ იმსახურებდა მისი შვილი ამ გოგოს და აქამდე თუ ღრმად წამდა რომ ბუნებით თავხედი იყო მისი რძალი , ახლა ღრმად სწამდა რომ საოცრად მშვიდი გოგო იყო და ყველა სიგიჟეს მისი ვაჟი იწვევდა. ყოველდღე ეწუწუნებოდა ლიზას მდგომარეობიტ აღშფოთებული ქმარს და ვერ დააჯერა რომ რაღაც უჭირდა სანამ თავად ნიკოლოზი არ ესტუმრა რძალს და იქიდან წამოსულმა დარწმუნებით არ თქვა რომ გალიაში გამოკეტილი ჩიტივით იყო , კარი ღია ქონდა თუ არაა არ იცოდა მაგრამ თავადვე არ ქონდა გაფრენის სურვილი. ყოველდღე აკითხავდა დედა და ერთიორჯერ ამირანიც კი მივიდა ,შვილის ცივი მზერით გულმოკლული გამარჯობაც კი რომ არ უთხრა 10 წუთში წავიდა უკან . ბოლოსბერთხმად გადაწყვიტეს მაკამ ,ნატომ და სოფომ რომ რამით უნდა ეშველათ , ხელებში ადნებოდათ და ტკივილზე უარესი მწარე იყო მაათთვის იმის აღიარება რომ ის ლიზა ერჩივნათ ყველაფერს რომ ამტვრევდა ვიდრე ასეთი ცოცხალი მაგრამ მაინც მკვდარი. აღარც კატას უვლიდა თავიდან რომ ყოველ დლას რძით გარბოდა ბაღში . ბოლოს ისე გაეპარა ვერც კი გაიგო. ერთი წაიტირა კატამაც კი მიმატოვაო ,მაგრამ გადაიტანა ,კატის მიტოვებას ჩიოდა ? ადამიანებმა უარესი უქნეს. ბოლოს სოფოსთან ლაპარაკიც შეწყვიტა იმით გაღიზიანებულმა გამუდმებით რომ უჩიჩინებდა ასე არ შეიძლებაო. ჭამა ცალკე პრობლემა იყო ,პატარა ბავშვივით სჭირდებოდა მაგიდასთან მითრევა და საბოოლოოდ დასუსტდა . ყველაზე მტკივნეული ის აღმოჩნდა ერთ დილას ფსიქოლოგი რომ მოუყვანეს სახლში . ვერ გაიგო ვისი იდია იყო მაგრამ წამში დაკარგა საღად აზროვნების უნარი ,გიჟად თვლიან ? ისეთი კონცერტი გამართა იმ კაცის წინ ,ვერცერთმა ვერ გაბედა ეთქვა ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეყვანაო და დამფრთხალმა მაკამ ,იმის შიშით რომ სამუდამოდ გაებუტებოდა ყველას , ლევანს დააბრალა რომ მისი დავალებით იყო მოსული. ცოტახანს დადუმდა ყბა მოიქცია ,ანუ კითხულობს ? მოახსენეს მისი ამბავი და გიჟად ჩათვალა ,მეტი დაცინვა გინდა ? -გიჟი ვგონივარ ? ეხლა ვანახებ სიგიჟეს !! წამოიკივლა გაცეცხლებულმა . მაკამ ენაზე წაიკვნიტა მაგრამ გვიანი აღმოჩნდა .წამში გაჩნდა ავტოფარეხში , გასაღების ძებნა არ დაჭირვებია ზეპირად ისწავლა კუთხეკუნჭული ისეთი სიამოვნებით უსმევდა ლევანის ძველ მანქანას წვეტიან რკინას თითქოს ყველა ჯავრს ეს მანქანა მოაშორებდა . რაზე ენერვიულა ვეღარ იგებდა მაკა იმაზე რომ თავის შვილის პირველ მანქანას რომელსაც შვილივით უფრთხილდებოდა ლევანი ადგილი არ დაუტოვა დაუკაწრავი თუ იმაზე რომ ლიზას უეცარი აფეთქება სულ არ გავდა წინას დანამდვილად გიჟის სახე ქონდა . კარგად რომ შეალამაზა მიხვდა რომ მაინც ვერ დაიკმაყოფილა სურვილი და იქვე მდგარ კედლის საღებავებზე გადავიდა . კლოუნის ტანსაცმელზე უფრო ჭრელი გამოივიდა და კმაყოფილი და დაღლილი შებრუნდა პირზე ხელაფარებული ქლებისკენ . მხოლოდ მისი ახლად გამოჩენილი ექიმი იდგა მომღიმარი და ნსიამოვნები უყურებდა. -თქვენ რა მე დამცინით ? უცნაური თვალებით მიაჩერდა მამაკაცს . -არა ,თქვენს სიბრაზეს .პირველ რიგში გიჟი არავის გონიხართ ,მე ფსიქოლოგი ვარ და ფსიქიატრი და მეორეც გიჟი რომ იყოთ ამას არ იზამდით და ბოლოს უბრალოდ გაბრაზებული ხართ. სულაც არ გჭირდებით ,არც კი ვიცი დრო რატომ დავკარგე. -ხედავთ ? ხელები გაშალა და საღებავის ყუთი კუთხეში მოისროლა.- მე გიჟი არ ვარ. დემინსტრაციულად გაიშალა წელში და ამაყდ შეხედა მის გულშემატკივარ ქალებს . -ახლა მიბრძანდით და იმ გონებასუსტს გადაეცი რომ გიჟი თვითონაა. გვერდი ცივად აუარა ისევ მომღიმარ ფსიქოლოგს და ჩვეულ სკამს მიაკითხა აივანზე. -არ წახვიდეთ .მისდევდნენ კარში გასულ ფსიქოლოგს ქალბი. -ქალბატონებო,არ ჭირდება დახმარება ,რომ დავეხმარო უნდა მელაპარაკოს და ამის სურვილი აშკარად არ აქვს თავის თავს თვითონვე გამოიყვანს აცადეთ ცოტახანს . არ ჭირს ნამდვილად არაფერი. -ძალიან გთხოვთ. შეევედრა მაკა -ნიკოლოზის ხათრით. მოიშველია ქმრის ავტორიტეტი . -კი მაგრამ , კარგით ვცდი კიდევ ერთხელ ,უბრალოდ გაბრაზებულია გადაუვლის სიბრაზე და მორჩა ,ნამდვილად არ გაქვთ სანერვიულო . გაარკვია სიტყუაციაში თუმცა მაინც მიბრუნდა . -ოღონდ არ წამოგცდეთ რომ ჩვენ გთხოვეთ მოსვლა. -კი მაგრამ იმ კაცს ტყუილად დააბრალეთ და თანაც ხომ ხედავთ რა უქნა სულ უდანაშაულო მანქანას . სიცილი მოერია იმის გახსენებაზე რა ძალიან იყო გამწარებული ამ ვიღაც ლევანზე და მისი მდგომარეობაც მხოლოდ ამ კაცს უკავშირდებოდა. -არაუშავს . ისედაც გაბრაზებულია ერთით მეტი თუ ნაკლები მანქანა არაფერს უწყვიტავს იმას . ჩაილაპარაკა ნატომ და მაკას უკმაყოფილო სახეს მზერა აარიდა. გაბედულად მიუახლოვდა ,ისე დამშვიდებულ ლიზას თითქოს არც არაფერი უქნია ჯერ კიდევ ათი წუთის წინ. მეორე სკამი ხმაურით მიაჩოჩა რომ ეცნობებინა აქ იყო და პირდაპირ მის წინ ჩამოჯდა . ფეხიფეხზე გადაიდო და ინტერესით გაიხედა უკან რომ ის დაენახა რასაც მისი პოტენციური პაციენტი იყო მიშტერებული. -ლიზა არა? სასიამივნო ხმა ჩაესმა ყურებში. -მე ერეკლე დევდარიანი ვარ. გაუღიმა კიდევ ერთხელ და თაფლისფერი თვალები გაუსწორა მის სახეს. -ვიცი რომ ჩემი ჩარევის საჭიროება არაა და არც ვაპირებ ,მითუმეტეს შენი სურვილის საწინააღმდეგოდ უბრალოდ ძალიან მთხოვეს და მოვბრუნდი . ცოტახანს გავჩერდები ვითომ ვლაპარაკობთ რომ ის 6 წყვილი თვალები დავაწყნაროთ ჩუმად რომ გვითვალთვალებენ ოთახიდან და მერე წავალ. სცადა ნდობა მოეპოვებინა თავის საქმის პროფესიონალმა და არც შემცდარა.როგორც იქნა თავი გაარხია და ფსიქოლოგი შეათვალიერა აშკარად ახალგაზრდა იყო ფსიქოლოგობისთვის ,თუმცა ეჭვი არ შეპარვია მის პროფესიონალიზმში.აბა გამოუცდელს და ცუდს ხომ არ გამოუგზავნიდა ? - რამდენი გადაგიხადათ ? დარწმუნებული ვარ ცოტაც დაგიმატა რომ აქედან გასულმა ყველაფერი მოახსენო . ხმა აგრესიული გაუხდა -ვინ ? -იცით ვინც. -ააა,იმ ვიღაც ლევანს გულისხმობ ? გაიცინა ალექსანდრემ .-ერთ საიდუმლოს გაგიმხელ .უეცრად ჩურჩულზე გადავიდა. -საერთოდ არ ვიცი ვინაა ეგ ლევანი . მას არ გამოვუგზავნივარ ,ბატონმა ნიკოლოზმა და კიდე შენზე აღელვებულმა ოჯახისწევრებმა მთხოვეს რომ მოვსულიყავი ოღონდ არაფერი უთხრა ,ნუ ჩამაგდებ უხერხულ მდგომარეობაში. უეცრად თვალები შუბლთან აუვიდა და დაბნეული მიაჩერდა ექიმს . -იმის თქმა გინდათ ,რომ არაფერ შუაში იყო და მე ტყუილად ვქენი ? თითი ჰაერში აწია და პირზე აიფარა ხელები .-მომკლავს ,ნამდვილად მომკლაავს .ამოიკვნესა საცოდავად იმის გახსენებაზე რამდენნაირი ფიგურა ამოკაწრა მის მანქანაზე. -არა ვერ გადავურჩები . -კარგი, ვხედავ ნამდვილად გაშინებს არა ? -არა! მტკიცედ გადაქნია თავი. - აბა რატომ გგონია რომ მოგკლავს ? -იმიტომ რომ მომკლავს . ერთი შეხედვითაც ნათელი იყო მისი მერყევი ხასიათი . ერთს ამბობდა და სხვას ფიქრობდა. -ვინაა ლევანი ? მთავარ კითხვაზე გადავიდა. -ჰაჰა, სიცილი ატეხა -პირველი ადამიანი ხარ ვინც მაგას კითხულობს . ლევანი როგორ არ იცი ? ხმა დამცინავი გაუხდა .-დიდი , ყოვლის შემძლე ბატონი ლევანი არ იცი შენ ? -არა სახელი და გვარი ვიცი . მე გეკითხები თქვენთვის ვინაა? ინტერესით დააკვირდა მამაკაცს ,ეხუმრება ? ისედაც ხომ იცის? -ხომ იცით ? -ვიცი , არ მოუსულელებია თავი .-უბრალოდ მინდა რომ შენ მითხრა . რატომ უნდა იცეკვოს ამ ვიღაცის დაკრულზე ? არ ეყო რაც იარა სხვების ჭკუაზე ,კიდევ ესღა აკლდა . სწრაფად გამოუხტა მეორე მე და დაარწმუნა რომ ,ეს ფსიქოლოგი მაინც იყო და იცოდა რას აკეთებდა დანარჩენები უბრალოდ თავის გართობისთვის ატრიალებდნე თავის ჭკუაზე. - ჩემი ქმარი. თითქოს სუნთქვას ამოაყოლა და ეხლა მიხვდა რატომ ჩააბჟირდა ასე ეს კაცი . მიხვდა როგორ გაუჭირდა ეთქვა ,ვერ მიხვდა რატომ მაგრამ გულზე მოეშვა . -გაბრაზებული ხარ შენს ქმარზე ? -არა. არ ენდო წინა კითხვაზე უცნაური გრძნობის დაუფლების გამო . -კარგი რა,რამოდენმე წუთიც და აქედან გავალ,არც არავის ვეტყვი და არც არაფერი გაქვს ისეთი სათქმელი რაც არ გეტყობა სახეზე .საქმე იმაშია რომ უბრალოდ უნდა თქვა . -კი . მოკლედ მოუჭრა . -ძალიან ? არ ეშვებოდა და უკვე მის ნერვებს ეხებოდა ამდენი კითხვით. ერთხელ და სამუდამოდ უპასუხებს და დაამთავრებს ყველაფერს. -ძალიან ,ძალიან . აი ისეთი გაბრაზებული ვარ . სერიოზლად აპირებდა პასუხის გაცემას ,მაგრამ ემოციები გაეხსნა -ისეთი რომ ,არვიცი რას ვუზამ . მუშტები ისე მოუჭირა ერთმანეთს ფრჩხილები ხელისგულებს ჩაასო. -ისეთი გაბრაზებული ვარ მთელი ჩემი სიბრაზე ეყოფა ამ სამყაროს . ხმა გაბრაზებული გაუხდა და თვალები დააკვესა. რომ მიხვდა როგორ უყურებდა ფსიქოლოგი უცბად დაწყნარდა . -მართლა არ ვარ გიჟი ? ინტერესით მიაჩერდა . -არ ხარ არაა. გაეღიმა ბავშვურ კითხვაზე .-მაგრამ ძალიან ძალიან გაბრაზებული ხარ. -ვიცი. მხრები აიჩეჩა . -მერე შიგნით ინახავ და განადგურებს შენივე სიბრაზე. ზუსტად აუღწერა მისი შინაგანი განსაცდელი.-ასე შეს თავს ვნებ და არა მარტო შეხედე როგორ ნერვიულობენ. თუ მოინდომებ შემიძლია დაგეხმარო. ბევრი არაფერი შემიძლია ,მაგრამ პირველრიგში უნდა სცადო და ადგილი და გამოხატვის ფორმა უპოვო მაგ შენს სიბრაზეს. გამოსავალი არაა მტვრევა ლეწვა და კივილი ასე სხვას ტკენ მაგრამ თუ შიგნით დააგროვებ მასე შენს თავს.-მოკლედ ,თავს არმოგაბეზრებ ,შენი საქმის შენთვითონვე იცი. შენობითზე უცბად გადავიდა ერეკლე თითქოს უკვე დიდიხნის ნაცნობები იყვნენ. -თუ ჩემი დახმარება დაგჭირდება ,სიამოვნებით. გულისჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოაძვრინა და გაუწოდა. კიდევ ერთხელ გაუღიმა სასიამოვნოდ და გამოემშვიდობა. -გაგაცილებთ. სწრაფად გამოიწვია სიმპატიები მასში , სლაც არ ჩანდა ურიგო აზრი მასთან სიარული ,როგორ მშვიდად აუხსნა ყველაფერი და უსმინა. გააყოლეს თვალი მაკამ და ნატომ და ამოისუნთქეს თითქოს საშველი იპოვესო. როცა უკან მობრუნდა დოინჯი შემოირტყა და სამივეს მიაჩერდა -აი ის რომ ჩამობრძანდება ,არ იცოდა რატომ მაგრამ რაც წავიდა მისი სახელის წარმოთქმაც კი უჭირს . -თქვენ აუხსნით რა დაემართა მანქანას . ამხელა ხალხი ხართ და რას იტყუებით? -ჩვენ გვნდოდა რომ.. -არ ვიცი მე რა გინდოდათ, მაგრამ ტყავს რომ გამაცლის ამის გამო ხვდებით ალბათ. -ვერაფეს ვერ უზავს ვერავის. გაბედულად თქვა მაკამ . -შენ არ იდარდო. უჯრაში მიაგდო სავიზიტო ბარათი და საწოლზე გაგორდა, რატომაა რთული რომ უბრალოდ იცხოვროს ? რატომ აძლევს უფლებას გამუდმებიტ ჩაერიონ მის ცხოვრებაში. მოწყენასაც კი არ აცდიან თავის ნებაზე ,ზედნეტად რომ უყვართ იმიტომ თუ ზედმეტად რმ აწუხებს ყველას. უკვე ჩვევად ექცა ბალიშთან ჩახუტება . რამდენი კვირა გავიდა ? ნუთუ ამდენი ხანია ასეა ? მისი პრობლემა მხოლოდ გაბრაზებაა როგორც იმ ბიჭმა თქვა ? იქნებ გაბრაზებას რომ მოიშორებს ყველაფერი ისწავლოს ,საკუთარი თავის ფასიც ,დამოუკიდებლობაც და ისიც რომ არაფერს არ ნიშნავს მისი ჯანდაბაში წასული ქმარი ? რამდენი გათხოვილი ქალი ცხოვრიბს ასე ქმრები რომ ყავთ და მაინც არ ყავთ. იმათ სახლში უწევთ მათი ატანა , “ჩემი პირდაპირი მნიშვნელბით ჯანდაბაშია ,ღმერთმა იცის როგორ ერთობა “ იმის წარმოდგენაზე რომ არაჩვეულებრივად გრძნობდა თავს ლევანი და არც კი ახსოვდა უფრო დასუსტდა და დაპატარავდა. არადა როგორ ეფერებოდა ? როგორ შეუძლია მერე წავიდეს და სხვას დაუთმოს იგივე ვნება ,თვითონ ხომ არ შეუძლია .” რა მიკვირს,ჩემთანაც სხვისგან მოვიდა “ ისეთი მწარე იყო მისივე წინადადება მისთვის გულმა მოუჭირა. არა საკუთარ თავს უნდა უშველოს, იმან ხომ უშველა ,უნდა ისწავლოს ცხოვრების ფასი და დააფასოს ყველაფერი. ყოველიდილა თენდება და დღე ღამდება ისე გაეპარა რამოდენიმე კვირა ვერც კი შენიშნა როგორ ჩაურბინა მაისმა. გონს უნდა მოეგოს აი ხვალ ადგება და დაურეკავს იმ ფსიქოლოგს. მერე საკუთარ თავს მიხედავს და ყველაფერი კარგად იქნება. მეორე დილით სწრაფად დარეკა ,ვიზიტიც ჩანიშნა და კმაყოფილმა ისადილა კიდეც. არფრთოვანებული სოფო ამ რამოდენმე კვირის განმაობაში პირველად არ ელაპრაკებოდა ცხოვრებაზე. მხოლოდ უღიმოდა და ბედნიერი სახით უთვლიდა ყელა ლუკმას. მართლაც რას დაემსგავსა ,როგორ გახდა და აღარც თავს უვლის . სამაგიეროდ მისი ქმარი გადაირია რომ მოახსენეს უცხო სტუმარზე და ისეთი ამბავი ატეხა წამით ისიც კი იფიქრა დემნამ ამდენი კვირის აქ გატარება მხოლოდ მიტომ მომიწია რომ ერთ სტუმარს გაადაყოლოს თავის დამშვიდებაო. ვერაფრით დააწყნარა ვერც იმით რომ ყველანი სახლში იყვნენ როცა ვიღაც ესტუმრა და ბოლოს თავს იწყევლიდა რატო წამოროშა საერთოდ . -არა ,ხომ გასაგებად ავუხსენი ? ბორგავდა და არ ცხრებოდა -ხომ ვუთხარი რომ არავინ არ უნდა შესულიყო და გამოსულიყო ? თან ისე შეუშვეს არც იკითხეს ვინ იყო? თან ვინ ვიღაც ახალგაზრდა ყ*ე . არა ესენი ვინ არიან ? დებილები ჰო ,კუნთმაგარი დებილები. -კარგი ჰოო ,რა მოგივიდა ვინმე ისეთი რიმ იყოს დედაშენი შეუშვებდა? ვეღარ უძლებდა დემნა. - არ მაინტერესებს გესმის ? მზის სხივიც კი უნდაა შეამოწმონ არ იცოდე მაინც ეგ ვინ არი . არ ენდობოდა ლიზას . -რა გინდა აბაა პრინცესასავით გამოკეტო კოშკში ? ბარემ დრაკონიც ხო არ ვიშოვოთ? -მორჩი ხუმრობას რა . ეგეთი რომ ხა იმიტო გაგექცა ცოლი. -მასე ძალით დაჭერას ჯობია გამქცეოდა. არ დარჩა ვალში. -იცი რა ვერ გავიგე ? რაც აქ ჩამოვედით იმას იძახი აღარ მაინტერესებო და აი ეხლა გიჟს რომ გავხარ ეგ როგორ ავხსნა ? -როგორც გინდა ,სანამ ჩემი ცოლი ქვია ჩემია ,მაგიდას ჩამოარტყა მუშტი და წყალი გამწარებულმა მოსვა.- და რაც ჩემია ,ჩემიააა და მორჩა!! - რა გიყო ლევან? წავალ გინდა ? ეჭვნარევი მზერა მიაპყრო ლევანმა. -იმიტომ მიდიხარ რომ მე დამეხმარო თუ მე გამექცე ? -ორივე . დავიღალე არაფრის კეთებით ,იქაც არაფერს ვაკეთებ მაგრამ .. -წადი ხო წადი და თვალით არ დამანახო, სტუმრები კი არაა მინდა რომ ბუზებიც კი გააქრო. -ვაიმე რა ეჭვიანი ხარ . -არ ვარ. -ნეტა რა იცი აქამდე არც არავიზე გიეჭვიანია. დასცნა -ეჭვიანი არ ვ ა რ. მაგიდას დაეყრდნო და კბილებში გამოსცრა.-მე მხოლოდ ჩემს საკუთრებას ვიცავ. მოუძებნა სახელი თავის გრძნობებს. საქართველოში დაბრუნებულმა დემნამ ამოისუნთქა და იგრძნო როგორ მინატრებია აქაურობა ,არა მაინც რამდენ დროს ართმევს ეს ლევანი ,სამსახური სამსახურია მაგრამ თითქმის მისი ცხოვრების 6 წელი მან წაიღო. არც ახლა დააყოვნა დასვენებაც არ აცადა. -შე ჩე*ა ,მკითხე მაინც როგორ ჩამოვედი. -ნუ გეშინია დათვი ხარ არააფერი მოგივიდოდა თვითმფრინავში. -მაშინ ჯობია გათიშო ,იმიტომ რომ ჯერ კაგი შხაპის მიებას ვაპირებ ,მერე ხინკლის ჭამას და მერე წავალ შენს სახლში. -დემნა ნუ მაიძულებ ჩამოვიდე ,თორე თუ ჩამოვედი მიგაყოლებ იმ პატარა ქაჯს. იღრინებოდა ტელეფონში. -რა უჟმური ხარ,შენ ხო კაცს არ შეარგებ არაფერს. წავალ ხო . ამოიოხა და გაუთიშა. არც უფიქრია წასვლა ,ყველაფერი გეგმის მიხედვით გააკეთა და საღამოს ესტუმრა . სიხარულით არ შეხვედრია პირიქითდაფრთხა კიდეც დემნას დანახვაზე იმის შიშით რომ სადაცაა ისიც შემოაბიჯებდა და კედელს მაგრად ჩაეჭიდა. ბევრი არ უნერვიულებია დემნას და აუხსნა რომ მარტო ჩამოვიდა. მაქსიმალურად ცდილობდა არც ლევანი დაეწვა და ისე გაერკვია ყველაფერი და ბევრი მცდელობა არ დაჭირვებია თავადვე აუხსნა ლიზამ რომ ფსიქოლოგთან აპირებდა სიარულს და იმედი ქონდა პრობლემა არ შეექმნებოდა დემნამ ინტერესით შეათვალიერა და ამოშავებულ თვალებთან ერთად ძალიან გამხდარიც ეჩვენა. არ იცოდა რამდენად სერიოზულად იყო საქმე და სულ არ აინტერესებდა ის ფაქტი რომ მისი უფროსი ახალგაზრდა სტუმარზე ჭედავდა,ფსიქოლოგშივერანაირ პრობლემას ვერ ხედავდა მაგრამ ლევანისთვის ამის გაგებინება სავარაუდოდ შეუსრულებელი მისია იყო მისთვის და არც უფიქრია ახსნა . მარტივად მოახსენა რომ ექიმი იყო და იმის გამო რომ ლიზა გაცივდა სახლში მოინახულა ექიმაა. მაქსიმალურად დამაჯერებლად სცადა და დატუქსა კიდეც რა ტყუილად მომიწია ჩამოსვლაო. დაიჯერა , მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარ თავზე მეტად ენდობოდა დემნას . საერთოდ არ უგრძვნია დაბრკოლებები ლევანისგან ,დემნას დაბრუნება ისეთ დროს დაემთხვა. ფსიქოლოგთან სიარული დაიწყო და იქამდე გაუგრძელდა სანამ არ გათავხედდა და უფრო და უფრო მეტს ითხოვდა ,ბოლოს მოისურვა რომ მხოლოდ ბატონი ერეკლეს სამუშაო ოთახი არ აკმაყოფილებდა და თვითონვე შესთავაზა გასეირნება ,,ბევრი უარის შემდეგ მაინც თავისი გაიტანა .უცნაურად ზემოქმედებდა ამ ბიჭზე უამრავ სისულელეს უყვებოდა ელაპარაკებოდა და კარგადაც აცინებდა , ერთხელ გაიბრძოლა მამაკაცმა რომ აღარ ჭირდებოდა მისი დახმარება და პასუხად ის მიიღო რომ შეეძლოთ მეგობრები ყოფილიყვნენ , თავს არიდებდა კარგად იცოდა სამსახურის და პირაი ურთიერთობების არევა არც ისე კარგი იდია იყო მაგრამ არც ისე მარტივი აღმოჩნდა მისგან თავის დახსნა . ვერ იგებდა რატომ აიჩემა თავისივე ფსიქოლოგი ,არც მოწონდა , ერთადერთი რაც უყვარდა ის იყო რომ თამამდ შეეძლო ნებისმიერ საკითხზე ელაპარაკა და კრიტიკა არ მიეღო საპასუხოდ . მოწონდა ვიღაც რომ უსმენდა გულისყურით,ჭკუას ისე არიგებდა შეურაწყოფას სულაც არ აყენებდა და დაასკვნა რომ თავს კარგად გრძნობდა . რაც ურო მეტად გადადიოდა მათი ურთიერთობა მეგობრიბაში მით უფრო მეტად ღელავდა დემნა. რამოდენიმეჯერ დაელაპარაკა მისთვის საკმაოდ უხერხულ თემაზე ლიზას მაგრამ ყოველთვის დაწყნარებულს უშვებდა როცა ამაყად უცხადებდა რომ ყველა კაცი სძულდა . ასე გააგრძელა თითქმის მთელი თვე და ბოლოს იმის შიშით რომ ყველაფერი მასზე გადატყდებოდა კარგად დაალაგა ტექსტი და ლევანს დაურეკა. არ უთქვამს რა ხდებოდა , საკმარისად ჭკვიანი იყო საამასიოდ , მხოლოდ მოახსენა რომ საქმეს ჭირდებოდა მისი ჩამოსვლა და უნდა დაბრუნებულიყო . იშვიათად ხდება რომ დემნა მის ჩარევას მოითხოვს,თავისუფლად შეუძლია აკეთოს ყველაფერი მის მაგივრად ,მხოლოდ მაშინ ითხოვა მისი ჩასვლა როცა ამირანთან ქონდა პრობლემები. ჩავიდა,რათქმაუნდა ჩავიდა ,არ უნდოდა არაა ,უძნელდებოდა უფრო. ლიზა თუ თვალსადა ხელს შუა მშვიდდებოდა ის თავიდანვე მშვიდად იყო მაგრამ ბოლოს მობეზრდა ,თავადაც ხვდებოდაა რომ მალე მოუწევდა დაბრუნება მაგრამ ,არ აცადა დემნამ თავად გადაეწყვიტა როგორ არ უყვარს ივნისი ,რომ ცხება და აღარ იცის სადდაიმალოს ,ამ დროს ურჩევნია გამოიკეტოს და თავისთვის იყოს . არაა ზაფხული მისი დრო , ზამთრის სიცივე და სუსხი უფრო ახლოა მასთან და განსაკუთრებითბით ვერ იტანს თავის დაბადების დღეზე რომ უწევს ქალაქში ყოფნა . ერთი დღე აქვს თავისი და ისიც არ უყვარს,შეუძლია აღნიშნოს ყველაფერი ,უმიზეზოდაც კი გაუკეთებია ხან ღრეობა ,მაგრამ ყველა რომ მისჩერებია და ყოველი ჭიქის ბოლოში იძულებულია მადლობა თქვას , ეგ აგიჟებს . ვერავინ აიძულებს აღნიშნოს მაგრამ , აი თავისი ვითომ საქმიანი მეგობრები და სხვა დროს სულ დაკავებულები ზუსტად მაგ დღეს აღმოჩნდებიან ხოლმე უსაქმურები და ისეთ ამბავს ატრიალებენ სათითაოდ უწევს მერე ყველას სახლში მშვიდობი მისვლაზე ფიქრი. განსაკუთრებული პრობლემა ისაა რომ არ სვამს და ფხიზელი თვალით უწევს ამდენი გიჟის ყურება. მხიარულად შეხვდა დემნა , როგორ გინდა რომ აუხსნას იმიტომ ჩამოგიყვანე შენი ცოლის თავის ფსიქოლოგს დაუმეგობრდაო . დააცადოს ჯობია თავისით გაიგებს ,მაგამ იქნებ არცაა საგანგაშო და მართლაც უბრალოდ კაგად შველის ის ტიპი ? ორცეცხლს შუა იწვოდა დემნა . ბოლოს გამოჩიჩქნა რაღაც ფურცლები და მიზეზად მოიდო რომ ამის გამო ჩამოიყვანა ,აბა რომ უთხტას სულ ა დაიწყებს მის რკვევას რომ თითქმის გაგიჟდა მისი ლიზა და მრთლაც ჭირდებოდა დახმარება ? წარბ აწეული შეჰყურებდა დემნას და ეჭვნარევ მზერას არ აშორებდა. -მატყუებ დემნა . ამ საბუთებზე ხელის მოწერა სულ არაა საჩქარო და საჭირო. -როდემდე უნდა იყო იქ ? - სანამ არ მომბეზრდება , რა ხდება ? -არაფერი , უბრალოდ მოვიწყინე აქ უშენოდ . -დემნააააა. -კარგი ხო ,შენი დაბადების დღეა და ისე ვერ გაძვრები ხომ იცი . -შენ ში* ხო არ გაქვს ? მაგისთვის ჩამომიყვანე ? -ხო აბა . გაიღრიჭა დემნა და თითქოს ამოისუნთქა.ახლა ისღა დარჩენია კითხის რას შვება მისი ცოლი ? რომ მოახსენოს ფსიქოლოგი ყავსო,მაგრამ რათქმაუნდა არ ეტყვის როგორი სიმპატიურია მისი სავარაუდო მეტოქე თუმცა ლევანი ბოლომდე იკავებდა თავს და კრინტიც არ დაცდენია ლიზაზე , უფრო მეტიც გამოაცხაა რომ არ უნდოდა ვინმეს მისი ჩამოსვლა ცოდნოდა ,მაგრამ გვიანი იყო წინასწარ გააფრთხილა მისი ქალბატონი რომ ფრთხილად ყოფილიყო ,რომელსაც თითქმის თავიდან დაუბრუნდა ყველა შიში თუ სიბრაზე და თითქმის ფეხი არ გაუდგია სახლიდან იმის შიშით რომ სადმე გადაეყრებოდა და სულ არ უნდოდა სადმე შეხვედროდა პირიქით თუ ნახვა იყო უნდოდა რიმ თავად მობრძანებულიყო მასთან. ყველაფერი თავიდან დაიწყოოვო კრუსუნებდა სოფო და მოწყენილ ლიზას დანახვისას გული უკვდებოდა . წინა დეპრესიასა და ამ დეპრესიას შორის ერთი სხვაობა იყო , მუზები მოუფრინდნენ და ხატვა განაგრძო თუმცა შუაგზაში უწევდა მიტოვება იმის გამო რომ ხატვისას მისი გონება სხვაგან მიქროდა და ვერაფერს უხერხებდა მწვანე თვალები რიმ უდგებოდა გამუდმებით თვალწინ . გაბრაზებული მოისვრიდა ფუნჯებს და გაურბოდა თვისივე ხელს რომ სადმე შემთხვევით არ მიეხატა კაცი რომელიც თითქმის არც კი ახსოვდა როგორი იყო ,არა რა დაავიწყებს მის საქციელს მაგრამ რომ დაავიწყდა როგორია გარეგნულად ? შეამჩნია კი როგორი იყო? მხოლოდ რომ ესიმპატიურებოდა გასაგები იყო მაგრამ დეტალები ? ხომ უნდა ახსოვდეს დეტალები ? როგორ არ უნდა ახსოვდეს მთელი ღამე გაატარა მასთან მაგრამ მაშინაც რომ მხოლოდ თვალებს უყურებდა ? ამოიგმენდა და თვალებს ხუჭავდა რომ როგორმე სხვა რამეზე ეფიქრა . წამიერად გაიფანტავდა აზრებს და გახელილი არ ქონდა თვალები ისევ უცნაურად უელავდა ტვინი და გული , დაბადების დღეო ? თანაც სპეციალურად რომ ჩამობრძანდა ? როგორ უყვარს თავის თავი.სიმწრისგან ეცინებოდა იმის გახსენებაზე რა ჯოჯოხეთი დაუტრიალა თავის დაბადების დღეზე . ერთადერთი რაც თავშიი აზრად მოსდიოდა ის იყო რომ სიამოვნებით უქცევდა ჯოჯოხეთად ამ დღეს და დაბადებას აწყევლინებდა ,მაგრამ როგორ ? თანაც ტყუილად ხმ არ გაატარა 1 თვე ფსიქოლოგთან სიარულში თუ ისევ გიჟივით გააგრძელა მოქცევა ? ე ანაცვალებს ამ კაცს აკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას რომ ნორმალურად მოიქცევა ,მაგრამ ამ მავნებლურ თვისებებსსაც ვერაფერს უხერხებს . აივანზე იჯდა და საკუთარ თავთან ბაასში გართულს უცბად გაეღიმა . გაეღიმა თუ ეშმაკმა გააცინა ვერ გაიგო . ელდანაკრავივით წამოიჭრა ფეხზე და სახლში შევარდა. -რა მოგივიდა გოგო ? მიაძახა სოფომ . -მოვიფიქრე , თუ ჯოჯოხეთს ვერ მოვუწყობ მაშინ დავუხატავ მაინც . უკვე წარმოიდგინა რა სახე უნდა ჰქონოდა მის საყვარელ მეუღლეს რომ ნახავდა თავის პორტრეტს . ჰაერში გაშალანფუნჯიანი ხელი - ამ ერთხელაც ლიზა და ხვალიდან ჭკვიანი გოგო და დამჯერი გოგო ხარ. გაათენა ,უნდოდა განსაკუთრებული ყოფილიყო ,ათასი აზრი მოსდიოდა თავში რიგორ აწამებდნენ ეშმაკევი ,ან მწვადივით წვავდნენ მაგრამ რომ გამიერკვა და მიხვდა თავზე წამოათენდა თავისივე ნახატს გაუსწორა თვალი -არა ! თავი გაადაქნია და რამის იტირა რომ გაანალიზა ჩვეულებრივი ლევანი ჰყავდა დახატული თავისიბუცნაურად მწვანე თვალებით. ერთიანად მოედო ალი გონებას და სხეულს . -ეხლა ისე შეგალამაზებ ნახავ. დაემუქრა პორტრეტს და წამში გაადაჯეთა თვალები წითლად , რამოდენმე დეტალიც და მისი “საჩუქარიც “ მზად იყო. კმაყოფილმა გაუცინა და ქვემოთ ჩასულმა გამიაცხადა რომ შავი ქაღალდი და ლენტი ჭირდებოდა. ლამაზად შეფუთა და ბაფთაც საკუთარი ხელით გაუკეთა. სწრაფად მიჯღაბნა ფურცელზე გაკრული ხელით “ სიბერის ,კიდევ ერთ წელს გილოცავ თუმცა საგლოვი უფროა შენი ასაკი “ რას გადაეკიდა მის ასაკს ? ყველაზე სიმპატიური და სექსუალურები ამ ასაკში არიან კაცები .შემდგრები გინება დამჯდრები და გამიცდილები ,მაგრამ რამეზე ხომ უნდა წაკბინოს? რამდენი წელია სხვაობა 11 ? ორი ერთიანი ისე ებევრა ,ალბათ პედოფილათაც ჩათვლიდა სხვაზე რომ გაეგო ასეთი ამბავი მაგრამ რა ქნას რომ სულ არაა ასე ტრაგიკული ეს ასაკობრივი სხვაობა , ტრაგიკულობა ის უფროა რომ ისეთი განსხვავებული ხასიათები აქვთ ერთი მარსზეა და მეორე დედამიწაზე და იმხელა მანძილი უნდა გაიაროს რომ მასავით ბრძენი გახდეს და მოთმინება ისწავლოს ორი სიცოცხლე მაინც დაჭირდება . ან ის უნდა გაიზარდოს ან ლევანი დაპატარავდეს .-რა სისულლებს ფიქრობ ლიზა ? აოელაპარაკა საკუთარ თავს . კარგად დაიჭირა თავისი ნაშრომი და მანქანამდე თითქმის ხტუნვახტუნვით მიიტანა . ზრდილობიანად ითხოვა რომ ბატონი ლევანისთვის გადაეცათ. კმაყოფილმა გააყოლა თვალი მანქანას და სცილიც კი ვერ შეიკავა იმის გაფიქრებაზე რომ სულ ცოტახანში ნახავდა . არა თავად ვერ ნახავდა მის სახეს მაგრამ ხომ იცის რომ გულზე ისე მოხვდება შეიძლება ბრაზისგან გასკდეს ან სულაც არა და არც ქონდეს რეაქცია . მოუვიდა საპირისპირო აზრი და ღიმილი სახეზე შეაშრა . მისთვის რამეს რომ ნიშნავდეს ორი დღეა აქაა და როგორ არ ნახა ? თვითონ ხომ გაიქცეოდა სიხარულით ? მისი დღეც გათენდა ,22 ივნისი ხო , ახსოვს 22 ის რომ გახდა ისეთი მხიარული იყო ,მთელი დღე გართიბაში გაატარა , არც თავისუფალი დრო ქონდა მაშინ და არც საკმარისი ფული მაგრამ სამაგიეროდ უხაროდა . წლებთან ერთად ემატებოდა ფული და ფულთან ერთად თავისუფალი დროც ,სამაგიეროდ აკლდებოდა განწყობა და ხალისი. რა უნდა აღნიშნოს კიდევ ერთი ჭაღარა? არც ეს დღე იყო გამონაკლისი დილიდანვე დაადგა თავზე კოკა , მილოცვას რომ მოაყოლა ქუთაისიდან ჩამოვედი შენს გამოვო. არც კი ახსოვს საიდან იცნობს კოკას თითქმის დაბადებიდან ნათესავად რომ ეკუთვნის იცის ,ისეთი მეგობარია სიკვილის წინაც კიდევ ერთ ხუმრობას რომ იტყვის და გააცინებს ადამიანს . გიგიმ არ იკადრა რატომღაც . მხოლოდ მილოცვით შემოიფარგლა და გამოუცხადა რომ ზედმეტად დაკავებულია და დიდად ვიცი რომ არ გხიბლავს შეკრებაო. ეწყინა ,ცოტა მაგრამ თვითონაც რამდენჯერ უთხრა უარი ? დემნა რიგორც ყოველთვის და ყოველ წელს დიდი ენაწყლიანობით არგამირჩეოდა მშრალად მიუგდო მილოცვა და სამაგიეროდ გულწრფელად გაუცინა . იჯდა ასე და კიდევ ორი კაციც და დაიწყებოდა ჩვეული ღრეობა მაგრამ რატომღაც არ ჩანდნენ სანდრო და მათე . უკვე ღიზიანდებოდა გაუთავებელი ანეგდოტების მოსმენით კოკა რომ არ აჩერებდა ენას და სულზე მოუსწრეს . მხიარულად შემოვარდნენ და თითქმის ორივე ერთდროულად გადაეხვია . ყურადღებით აკვირდებოდა მეგობრებს და ერთადერთი იყო მათ შორის ვინც ყველაზე წარმატებული იყო და ყველაზე წარუმატებელიც . ყველა თავის პროფესიით მუშაობდა ,არაფერი განსაკუთრებული ჩვეულებრივი ცხოვრება და რუტინა ,მაგრამ სახიდან ღიმილი არასდროს შორდებოდათ. როგორ შურდა ამ დროს მათი. მტი არც არავის ელოდებოდა ამიტომ რაც მალე წაიყვანდა და დააკმაყოფილებდა მათ სურვილს მი მალე დაიშლებოდნენ . მშვიდად წამოდგა და შესძახა წავედითო , კაისკენაც დაიძრა კარში რომ თავისი ერთერთი ბიჭი გამოჩნდა ხელში ოთკუთხედი შავქაღალდში გახვეული აღაც რომ ეჭირა და თან იმხელა სახეს რომ უფარავდა ,რის გამოც კარში შემოსვლისას ჩარჩოს აცდა კარის და კედელსაც კი შეასკდა . უხერხულად ამოწია თავი ნახატის ზემოთ და ქვემოთ დაუშვა . -ბატონო ლევან .თქვენი მეუღლის მძღოლმა მოიტანა . გაჭირვებით მიაყუდა იქვე კედელს და ამოიოხრა. პატარა ქაღალდის ნაგლეჯიც გაუწოდა და გაუჩინარდა . -ვა ვა ,ცოლის საჩუქარი სუ საინტერესოა. ხელწბი გაუსვა ერთმანეთს კოკამ და კედლისკენ დაიძრა. - ახალი ტენდეციააა დაბადებისდღის საჩუქარი შავ ქაღალდში? გაეღიმა მათეს . -მერე გავხსნი . თითქმის დაიყვირა ლევანმა და ფურცელი მუჭში მოიმწყვდია. არა აქ არ მოიჭრის თავს დღეს არა. ქაღალდის ნაგლეჯით მიხვდა რომ რაღაც ცუდი უნდა ყოფილიყო. -კარგი რა . დაიჯღანა კოკა და ისე გაბდღვნა შავი ქაღალდი წამი დაჭირდა. ყბამოქცეული დააკვირდა სავარძელში მოთავსებულ ლევანს ცეცხლი რომ ეკიდა და თანაც წითელი თვალები ქონდა. საწყლად გამოიხედა უკან და ხელები აწია -ჩათვალე არ მინახავს . - ესეც ახალი მიმდინარეობაა ალბათ. ისევ მათემ გააკეთა კომენტარი და დემნას შეხედა რმელიც სოეციალურად არ იხედებოდა ნახატისკენ რადგან ბგერებს ძლივს იჭერდა ყელში რიმ ხარხარი არ აეტეხა. - რქები რომ არ მიმახატა უკვე კარგია . მშრალად ჩაილაპარაკა და ისე გავიდა ოთახიდან არც დალოდებია მეგიბრებს რომლებმაც ვერც კი გაიგეს იმიტომ გავიდა რომ გაბრაზდა თუ იმიტომ რომ მიდიოდნენ . -მოდიხართ თუ არაა? გადავიფიქრებ იცოდე. მოაძახა ლიფტიდან. ხორხოცით მიყვნენ უკან და მის ზურგს უკან მდგარნი ვერცერთი ბედავდა გაცინებას არა და სათითაოდ ეღიმებოდათ და რიგრიგობიტ ხრიდნენ თავს . - არა , აღიარეთ ყველაზე ორიგინალური საჩუქარი ჩემმა ცოლმა მოიფიქრა. ჩაილაპარაკა . -ბაზარი არაა. -ჩემი საერთოდ არ მჩუქნის . გულდაწვეტილმა ჩაილაპარაკა მათემ. -მაგრად ხატავს . არ დაიშურა კომპლიმენტი კოკამ. -ვაი თქვენი აფერისტი დედა მოვ*ან . გულიანად გადაუკურთხა და რომ გაიხსნა რა სასწაულად იყო პორტრეტზე ისეთი სიცილი აუტყდა რესტორნამდე ვერ გაჩერდა ხან გულწრფელად ეცინებოდა ხან სიმწრისგან და ხანაც სიბრაზისგან. რატომ არ მოუვარდა ? ნახატი ხომ ნახა ? დაიჯეროს ისეთი სულ ერთია რომ აღარც ნერვები ეშლება ? ნერვიულად აწყდებოდა აქეთ იქით კედლებს ლიზა და ბოლოს რომ მიხვდა უკვე ბოლო წუთებს ითვლიდა მისი ქმრის დაბადებისდღე და სულაც არ ჩანდა არც საყვედური ,არც საპასუხოდარტყმა და არც თავად ,გულდაწყვეტილმა მიაშურა საწოლს . ვერ დაიძინა ,იმიტომ რომ ვერ დაიჯერა თუ არ უნდოდა დაჯერება რომ აღარ აინტერესებდა . ისე ჩამივიდა და ისე იყო აქცე სადღაც ღმერთმა იცის როდის ნახავდა? ადრე ამაზე ოცნებობდა ,სიხარულით იყო თანახმა ყველაფერზე ოღონდ ოგორმე ის თავისთვის ყოფილიყო და თვითონ თავისთვის ,მაგრამ ახლა ? ახლა წევს მოკუნტული და უხმოდ ტირის იმის გამო რომ სულ ერთია ? არც აქამდე იყო განსაკუთრებული მისთვის ,მაგრამ ადრე მის სიგიჟეებზე მაინც რეაგირებდა. გული ეწვოდა და სულამდე აღწევდა რომ წერტილი დაესვა იმას რაც არც ყოფილა მაგრამ მაინც რაღაც რომ იყო . ის და ლევანი დამთავრდნენ და ეხლა ყირაზეც რომ გადასულიყო ამ წერტილს ერაფერს უზამდა. -‘მაინც , ბეჭედი ,სიმარტოვე და სიცარიელე შემრჩა. ამოიკვნესა საცოდავად და თვალები მილულა. იმედი მაქვს მოგეწინებააათ . მადლიბა კიდევ ერთხელ თქვენ და მადლიბა იმ ინტერესისთვის ,იმ კომენტარებისთვის და ამდენი თბილი სიტყვისთვის ,მადლიბა ასევე კრიტიკისთვის და თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის ,ჩემთვის მართლაც მნიშვნელივანია თქვენი შეხედულებები და აზრი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.