შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოდ დარჩენილებს...


3-08-2016, 01:15
ავტორი Judi
ნანახია 1 428

როცა მარტო რჩები საკუთარ თავთან ბევრად მეტს ფიქრობ, გრძნობ და აღიქვამ.. იყვარებ ცხოვრებას, ერთ დროს შეუმჩნეველ უმნიშვნელო მოვლენას ან ნივთს მნიშვნელობას თავად ანიჭებ და ხვდები რამხელა ძალა აქვს ადამიანის სახელს ამოფარებულ ინდივიდს.. ნიავს უფლებას აძლევ შეგეხოს, თავდაყირა დაგიყენოს თმები.. არგაინტერესებს რას იფიქრებს გამვლელი.. იქნებ ისიც თქვას გიჟიაო.. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ ხომ ყველას გვიყვარს ჩვენი სიგიჟე.. თავისუფლად მოფრიალე თმები... სიცივისგან უფრო მეტად ეკვრი საკუთარ თავს ცდილობ ორი ცალად მდგომი ხელი მაგრად ჩასჭიდო ერთმანეთს.. ხვდები რომ მარცხენა მარჯვენას გარეშე სრული არ არის... ელავს ალბათ იწვიმებს კიდეც.. ეშმაკსაც წაუღია ჭექა-ქუხილის შიში .. მინდა დღეს ცამაც ილაპარაკოს გაუჩერებლად იშრიალოს ფოთლებმა.. მთვარე ღრუბლებს მიღმა მიიიმალა. არადა ყველაფერს დავთმობდი ყველა ლამპიონი რომ ჩამქრალიყო და სულ ცოტახნით მაინც დავრჩენილიყავით მე და მთვარე.. იქნებ ადამიანები სწორედ იმიტო გიჟდებიან რომ ყველაფერს ნამდვილს ხედავენ არ ხლართავენ გაუთავებელ ქსელებს და არ ხდებიან ფანტაზიის მსხვერპლნი... მაგრამ არც სინამდვილე ყოფილა მაშინ კარგი.. ისევ იმ ნაცნობმა ნიავმა დაუბერა ტანში ჟრუანტელად რომ დამივლის ხოლმე როგორი სასიამოვნოა და თან უსიამოვნოც... მოპირდაპირე სახლიდან ჩხუბის ხმა ისმის. ნეტა რა ვერ გაგვიყვია ადამიანებს სიყვარული თუ სიძულვილი.. ალბათ ვერცერთისთვის ვერ გაგვიგია.. და ახლა როცა სრულიად მარტო ჩემს ეზოში ვზივარ პატარა ხის სკამზე ყველა ისტორია ჩნდება ჰორიზონტზე.. ჩნდება და ნიავის დაბერვასთან ერთად ქრება.. არადა სად გვაქვს ადამიანებს ქარისთვის გასატანებელი ისტორიები... ნუ გეშინიათ ისევ ამოვა მზე... აი ის ცხრათვალა ბავშვობაში ყველა ნახატის კუთხეში ნახევრად რომ მივახატავდით ხოლმე... ის მზეე ჩვენს თვალებში რომ დარჩა.. მზეო ამოდი...



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent