შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის იდიოტი , მე კი გიჟი (1 თავი)


5-07-2017, 14:04
ავტორი მიკი
ნანახია 2 119

15 სექტემბერი ; პირველი დღე ახალ სკოლაში . სიმართლე რომ ვთქვა ეს ფაქტი სულ არ მაწუხებს , ეს უკვე მეხუთე სკოლაა რომელშიც ვსწავლობ , ასე რომ , დიდი ხანი ალბათ არც აქ გავჩერდები . მე უკვე მივეჩვიე ჩემი ცხოვრების სტილს , ახლო ურთიერთობას არავისთან ვიწყებ , რომ წასვლის დროს , დამშვიდობებისას გული არ მეტკინოს .
ამაყად შევაღე კლასის კარი , ვხედავ ოცდაათამდე უცხო სახეს და არც კი ვინტერესდები მათი ვინაობით . პირველი ერთი კვირა მე ჩემთვის ვიყავი , ისინი კი თავისთვის ...
შემდეგ კი ლაპარაკი დამიწყეს , მაღიზიანებდა ეს ყველაფერი , რადგან ვიცოდი რომ მოჩვენებითი იყო მათი საქციელი , დარწმუნებული ვარ არც კი აინტერსებდათ რა მერქვა , ვინ ვიყავი ან რატომ არ მაინტერესებდა არც ერთი მათგანი .
გაკვეთილზე ჩურჩული და გაუთავებელი ლაპარაკი მათი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე იყო .
მოსაბეზრებელი გახდა ეს ყველაფერი დაახლოებით ერთ თვეში . ეს რეკორდი იყო , დანარჩენ სკოლებში მინიმუმ ორ თვეში მიცრუვდებოდა იმედები . უაზრობა იყო ჩემი აქ ყოფნა , მაგრამ დედას ხომ ვერ მოუგებ სიტყვა-პასუხში , ამიტომ ყოველ დილით ერთი და იგივე ტექსტით მაცილებდა :
-ნინი , წარმატებები სკოლაში , გთხოვ ვინმეს დაუმეგობრდი და ნუ იქნები ძალიან მკაცრი სხვების მიმართ .
მეც მეღიმებოდა და დედას ვპასუხობდი :
-დედა , გეყო უკვე , მაქსიმუმ ერთ წელიწადში აქედანაც წავალთ ხომ ვიცი არა?!
კიბეებზე ჩავრბოდი და ვცდილობდი რაც შეიძლება გვიან მივსულიყავი , რომ ნაკლებად მომესმინა ჩემი ჭორიკანა კლასელი გოგოების ახალი გასარჩვი თემები . ერთადერთი გოგონა რომელიც ჩემი გადმოსახედიდან ადეკვატური ჩანდა ანა იყო .
მას ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაგრამ მეგობარი არც მას ჰყავდა ისევე , როგორც მე .
მერხთან უაზროდ ჯდომისგან დაღლილი , ავდექი და ანისთან მივედი და გავეცანი , ძალიან გამიკვირდა ადვილად რომ გავუგეთ ერთმანეთს .
როგორც იქნა მეგობარი მყავდა ...
ჩვენ ერთად დავდიოდით სკოლაში , ერთად ვკითხულობდით წიგნებს და ერთად ვუსმენდით მუსიკებს ; ყველაფერი იდეალურად იყო სანამ ერთ დღეს სკოლაში შესვლისას არ დამეჯახა ის იდიოტი და ამპარტავანი ლუკა დოლიძე .
წავიქეცი და ფეხი ვიტკინე , მას კი ჩაეცინდა და შემდეგ წამომაყენა ; ანი მომვარდა და მკითხა :
-ანი , კარგად ხარ? რა მოხდა?
მეც არ დავაყოვნე და პირდაპირ ვუპასუხე :
-არა ანი , არ ვა კარგად , ეს იდიოტი დამეჯახა და წამაქცია , დგას ეხა იცინის . იდიოტი , ი დ ი ო ტ ი . ნელა და ასო-ასო წარმოვთქვი...
ამის გაგონებაზე ვაჟბატონმა შემომხედა და ზედმეტად მშვიდი ხმით მითხრა :
-მე თუ იდიოტი ვარ შენ გიჟი ხარ .
ჩაიცინა და მეგობრებთან ერთად დერეფანს გაუყვა .
მე კი ისევ გაბრაზებული და ამავდროულად გაოცებული ვიმეორებდი :
-გიჟი? რატმ გიჟი?


კომენტარებში დაწერეთ ღირს თუ არა გაგრძელება ... მივიღებ ყველა თქვენ შენიშვნას და შევეცდები გამოვასწორო blush



გააგრძელე ოღონდ თავებიც გაზარდე რაა

 


№2 სტუმარი sheshlili googo

Gaagrdzeleee upro didi tsvebi dade raa

 


№3  offline წევრი Mtirala

გააგრძელე და იმედია დაასრულებ. წარმატებები, საყვარელო ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№4  offline წევრი მიკი

უბრალო ადამიანი
გააგრძელე ოღონდ თავებიც გაზარდე რაა

კარგი , შევეცდები ❤

sheshlili googo
Gaagrdzeleee upro didi tsvebi dade raa

კარგი , ვეცდები უფრო მეტი დავწერო❤

Mtirala
გააგრძელე და იმედია დაასრულებ. წარმატებები, საყვარელო ❤

მადლობა დიდი ❤❤

 


№5 სტუმარი Charita

Magaria!! Ogond didi tavebi da ar daagviano dadeba

 


№6  offline წევრი მიკი

Charita
Magaria!! Ogond didi tavebi da ar daagviano dadeba

ვეცდები ... არ დავაგვიანო და გავზარდო.
მადლობა ❤

 


№7 სტუმარი ოფი

ცოტა დიდი თავებიიიი blush blush

 


№8  offline წევრი მიკი

ოფი
ცოტა დიდი თავებიიიი blush blush

გავითვალისწინებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent