შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსოფლიო სხვა თვალით (თავი მეოთხე)


6-07-2017, 16:39
ავტორი LevanB
ნანახია 1 124

"თავი მეოთხე"
"ექიმი​ ჰარისონი"

-ჰარისონი ჩემი კარგი ნაცნობია - აგრძელებდა რიჩარდი ექიმის ქებას თან გზას თვალს არ აშორებდა
-რიჩარდი ძალიან გავს ბიძაჩემს რომელიც სულ ვიღაც ახლობლის ქება დიდებაში იყო - თქვა ელისონმა და "სამი მუშკეტერის" წიგნი​ დახურა
-მე კი თითოეული თქვენგანის ცხოვრება მაინტერესებს , შენით დავიწყოთ ელისონ
პიტერმა გაიზმორა.
- ჩემი ისტორია, პრინციპში მაქვს ერთი ორი საინტერესო ფაქტი . ესეიგი , დავიბადე ქალაქ ლონდონში , ჩემი თანატოლებისგან ძალიან განსხვავებული ბავშვობა მქონდა , დედაჩემი სულ იმაზე ფიქრობდა თუ რა მესწავლა, როდესაც ამ ყველაფერს ახლანდელი თვალით ვუყურებ ამას არავის ვუსურვებ. არცერთი მეგობარი მე არ მყოლია , ჩემს ოთახში ვიჯექი და ყოველ წამს რაღაც ახალს ვსწავლობდი, კვანტური ფიზიკა და მსგავსი თემები. ოთახის ფანჯრიდან ძალიან ხშირად ვხედავდი ბავშვებს თუ როგორ დადიოდნენ ერთად, თამაშობდნენ და მოკლედ ცხოვრებით ტკბებოდნენ. საბოლოოდ დედაჩემის შრომას ტყუილად არ ჩაუვლია. თექვსმეტი წლის ვიყავი როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა და მამაჩემი რომელიც ნამდვილი ხელმოცარული იყო მეორე ცოლი ისე სწრაფად მოიყვანა რომ არც კი დაფიქრებულა. ჩემს განათლებაზე არც არავინ აღარ ზრუნავდა, ახლა უკვე არცერთი ნათესავი ჩვენთან აღარ მოდიოდა მამაჩემის გამო მე კი საკუთარი ძალებით ვახერხებდი მეცადინეობას. "ელექტროენერგიის გადასახადი ბევრი მოდის და სულ შენი სწავლის ბრალია" იყო ერთ ერთი ფრაზა რომელიც დედინაცვლისგან მესმოდა და ის ისეთი საზიზღარი ადამიანი იყო რომ მამაჩემი მთლიანად დაიყოლია . უნივერსიტეტში ას პროცენტიანი გრანტით შევედი და მალევე სამუშაოც გამოვნახე. ზუსტად ორი თვის შემდეგ ბინა ვიქირავე და სამუდამოდ დავაღწიე თავი ტყვეობას სადაც ჩემს ცოდნას არავინ აფასებდა. დედაჩემის მონატრება გულს მიკლავდა და ბევრჯერ​ ყოფილა მომენტი ,როცა ღამით საწოლში ძლიერად მიტირია. ბოლო დროწ ყველაფერი კარგად მქონდა , უნივერსიტეტში პროფესორები ხშირად მეუბნებოდნენ რომ ლექციების შემდეგ მათთან ერთად განმეხილა ესა თუ ის საკითხი რაც ძალიან მსიამოვნებდა.
-დედაშენი ძალიან კარგი ადამიანი ყოფილა- სევდიანად წარმოთქვა ემიმ
-იმაზე კარგი ვიდრე ვინმე ვინც ცხოვრებაში გამაჩნდა. დღეს კი მისმა წლების შრომამ უბრალოდ ჩაიარა- თქვა და თითქოს ვერც გვამჩნევდა წიგნი გადაშალა.
-მალე მივალთ? - ვიკითხე მე
-ერთ-ორ საათში ნიკ - რიჩარდს დაღლა ეტყობოდა მაგრამ მაინც წელში გამართული ეჭირა საჭე. მე კი თვალების ძალით დავიღალე მაგრამ ძილი არ მეკარებოდა, ამიტომ გარეთ დავიწყე ცქერა და ვუყურებდი თუ როგორ იღვიძებდა ბუნება , რომელსაც კიდევ ერთხელ უნდა ეყურებინა ამ საშინელი სამყაროსთვის და არც გამიკვირდებოდა თუ მზეც მიგვატოვებდა.
ასე განვლო ორმა საათმა სანამ გვერდულად დაკიდულ ტრაფარეტზე წავიკითხე "მოგესალმებით ნიუ-იორკში" . ცოტა ხანიც და ედგარ ალან პოს ქუჩაზე მიმავალი ავტომობილის ძრავი გაჩერდა. ჩვენს თვალწინ მოჩანდა უზარმაზარი თეთრი შენობა რომელიც მის გვერდით მყოფებს არა მხოლოდ სიმაღლით არამედ სილამაზითაც ჩრდილავდა.
-მოვედით -გაისმა რიჩარდის აღტაცებული ხმა და მაშინვე ავტომობილი დატოვა, ხოლო ერთ ერთ ინფიცირებულს რომელიც ჩვენს ხმაზე იყო დაგეშილი რიჩარდმა ადგილზევე განგმირა, შემდეგ ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა , ლაბორატორიის კარების გაღებას შეეცადა მაგრამ ამაოდ. შემდეგ კი უაზროდ ექაჩებოდა და ბოლოს როცა ვერაფერი დააკლო გაიბუტა
- ღობეზე ვერ გადავალთ? - ჰკითხა პიტერმა
- ძალიან მაღალი და ბასრია, აზრი არ აქვს, თუმცა! - რიჩარდს სახე გაუბრწყინდა- რა თქმა უნდა, უკანა მხარეს შედარებით ადვილად გასაღები კარია და იქიდან ვცადოთ- თქვა და უცებ გაქრა, ჩვენც ფეხდაფეხ მივყვებოდით.
-აი ისიც, უკანა შესასვლელი - რიჩარდი სიხარულისგან აღტაცებული იყო და თითქმის დახტოდა , ათი წამიც და კარები ჭრიალით გაიღო და ლაბორატორიულმა შენობამ საპატიოდ მიგვიღო.
შენობის შიგნით საკმაოდ გრილოდა და სული მომიბრუნდა მაგრამ შიმშილის გრძნობა მაინც არ მაძლევდა მოსვენებას და დროდადრო ჩემი ცარიელი კუჭი უცნაურ ბგერებს გამოსცემდა , რასაც ხშირად მოყვებოდა ემის კისკისი და რიჩარდის ხმამაღალი ხარხარი. ჩვენ წინ მივყვებოდით ჩაბნელებულ დერეფანს , შემდეგ კიბეებით ორი სართული ზემოთ ავედით და ისევ გრძელი დერეფანი შეგვრჩა ხელთ
-ეს საუკეთესო შენობაა დღესდღეობით სადაც ვყოფილვართ- რიჩარდი თვითკმაყოფილი საუბრობდა , ხან პიტერს შევხედავა რომელიც ამ შენობას უკვე მიეღო როგორც საკუთარი შვილი და ხან მე , მე უბრალოდ სიგრილის შეგრძნებით ვტკბებოდი.
-მოვედით! - თქვა მან და ერთ ერთი კაბინეტის წინ გაჩერდა რომელზეც მსხვილი ასოებით ეწერა "დოქტორი უილიამ ჰარისონი" . შემდეგ კარებზე დააკაკუნა და პასუხს დაელოდა. კარების მეორე მხრიდან ხმა გაისმა
-რომელი ხარ?
-რიჩარდი ვარ ჰარისონ- რიჩარდი აღტაცებული ლაპარაკობდა.
ამ ჯადოსნური სიტყვების შემდეგ კარები გაიღო და ჩვენს თვალწინ შენობის მსგავსად მაღალი პიროვნება წარსდგა, დაახლოებით 45 წლის,ძალიან ღია ცისფერი თვალებით და ფერმკრთალი კანით. როდესაც რიჩარდის გარდა ამდენი ადამიანი დაინახა შეცბა მაგრამ უმალვე ჩვეულ სახეს დაუბრუნდა. ჰარისონის კეხიანი ცხვირი და მისი აღნაგობა ისეთ პიროვნებას ქმნიდა როგორიც ზღაპრის ბოროტი გმირია. რიჩარდი მივარდა და გადაეხვია მეგობარს, შემდეგ კი ჩვენკენ მობრუნდა
- წამოდით . ჰარისონ ესენი ჩემი მეგობრები არიან , მათ აუცილებლად გაგაცნობ მაგრამ ჯერ მოდი შენს კვლევებს მივხედოთ
- აქეთ მობრძანდით - მიგვითითა ჰარისონმა და დერეფნის ბოლოსკენ წავიდა . ჩვენც უხმაუროდ მივყვებოდით რიჩარდს უკან და ბოლოს "შესვენების ოთახის" კაბინეტში შევედით. ჩემს თვალწინ მშვენივრად მოწყობილი ოთახი გადაიშალა , აქ იყო დიდი დივანი , აივანი რომელიც წინა ჭიშკარს გადაჰყურებდა და უამრავი სამეცნიერო თუ სამედიცინო ხელსაწყოების გროვა. ეს ყველაფერი კი კომფორტულად იყო მოწყობილი და თეთრი კედლები მას ძალიან ამშვენებდა.
-ჰარისონ, როგორ მიდის კვლევები?
- დასხედით, მე ცხელ ჩაის მოგართმევთ და ყველაფერზე ლაპარაკს მოვასწრებთ .- გვითხრა და მეორე ოთახში გავიდა. ჩვენ კი ჩუმად ვისხედით და ყველა სხვადასხვა რამეს ფიქრობდა, მე კი ისევ სიგრილის გრძნობით ვტკბებოდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent