შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსწავლის ნათლია თავი 1


6-07-2017, 22:59
ავტორი ირინა
ნანახია 3 281

მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა, ვისაც კიდევ გახსოვართ და ვინც განაწყენებულები ხართ ჩემზე, დიდი ბოდიში. ბოდიში, რომ ვერ დავამთავრე „ჩემი ერთ საათიანი მონსტრი შეყვარებული“, ძალიან მძიმე და რთული პერიოდი მომიწია ზუსტად მაშინ, როცა მისი წერა დავიწყე და იმდენად გამიჭირდა, იმ პერიოდში, რომ წერის ყველანაირი ხალისი დავკარგე. დღესაც კი, ცუდად მახსენდება ეს ნაწარმოები და ყველა ტკივილს თავიდან განვიცდი, როცა მის გაგრძელებას ვცდილობ, ამიტომ მოვიქეცი უპასუხისმგებლოდა და მისი წერა შევწვიტე. ვერ გპასუხობდით მოწერილ მესიჯებზე და კომენტარებზე, რადგან არ მინდოდა თავი უაზროდ მემართლებინა, რადგან პასუხი არ მქონდა და არ მინდოდა რეალობისთვის თვალებში ჩამეხედა, ამიტომ თავს ვარიდებდი ამ საიტზე შემოსვლას. დიდი ბოდიში, რომ იმედები გაგიცრუეთ. გულით, ბოდიში ((( იმედია, ოდესმე დავამთავრებ ამ ნაწარმოებს... ალბათ, დავამთავრებ კიდეც, მაგრამ ამისთვის ჯერ მზად არ ვარ. რადგან მისი შემხედვარე, ყველაფერი თავიდან მტკივა და მახსენდება. მანამდე კი ახალ ნაწარმოებს შემოგთავაზებთ. მუზა უცებ მეწვია და უცებვე დავიწყე წერა, იმედია მოგეწონებათ... ველი შეფასებებს. ნაწარმოებს კი -„მოსწავლის ნათლია“ ერქმევა.


თავი 1
-დედააააა................ გაიღვიძეეე..... -კივილით შეუვარდა ოთახში და სანამ კიდევ მოაღებდა მარტის კატასავით დასაჩხავლებლად პირს, ფუმფულა ბალიში მოხვდა სახეში.
-რა გაკივლებს გოგო, ნორმალური ხარ? -ბუზღუნით წამოდგა ნინო ფეხზე და თავის კანტურით გახედა თავის ერთადერთ ქალიშვილს, რომელიც იმ წამს ფაფარაშლილ ლომს უფრო გავდა. -თმა საჩეჩელზე დაივარცხნე, დედიკო? -ჰკითხა ღიმილით და საწოლის კუთხეში მიგდებულ ხალათს დასწვდა.
-მოგეძალა დილიდან იუმორი ხო ნინო? -ამრეზით ჩაიბურტყუნა და რომ გაახსენდა, რის გამო იყო მასთან შესული, მაშინვე შეცვალა გამომეტყველება. -დედიკოოოოოოოოო......-გაწელა სასაცილოდ და კნუტივით მიელაქუცა.
-არ მაქვს! -მთქნარებით მიუგდო ნინომ ორი სიტყვა და სამზარეულოსკენ გალასლასდა.
-უიიმეეე, მაცადე ადამიანო ერთ წამს რას გეუბნები იქნებ?! -ჩაიბურდღუნა და ისევ წამის მეასედში გაასწორა სახე.
-ვერც ჩემს ქაშმირის სვიტერს ეღირსები. -ისევ უემოციოდ მიუგო ნინომ და ყავის მოდუღება განაგრძო.
-აუუუ...... განა დამაცდის ეე.... ქალო, რა მოუთმენელი ხარ. ისე სხვათაშორის, ეგ სვიტერი უკვე დიდი ხანია ჩემს საკუთრებაშია ბრაატ, ტყუილად ღელავ. -ამოთქვა რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ და როგორც კი დედამისის გააფთრებულ თვალებს წააწყდა, თავპირისმტვრევით გაქანდა აივანზე.
-მოეთრიე აქ....- ელვისისწრაფით აედევნა ნინოც, მაგრამ როგორც კი აივანზე გასული შვილი დაინახა, რომელიც ორივე ხელით ჩაბღაუჭებოდა გამჭვირვალე კარს, რომ დედისთვის გაღების საშუალება არ მიეცა, ახალი იდეა დაებადა თავში. -ეგდე სადაც გდიხარ.- უთხრა თვითკმყოფილმა და სანამ გოგონა გონს მოვიდოდა, შიგნიდან ჩაუკეტა კარი.
-დედაა..შენ ამას არ იზამ..-დაეჭვებულმა ჩაილაპარაკა გოგონამ და მუდარისთვალებით შეხედა დედას.
-ვიზამ და მერე როგორ?! -გაეცინა ნინოს და შვილს ხელში თავისი სვიტერი აუფრიალა, რომელიც იმ წამს ამოაძვრინა უჯრიდან.
-კარგი ჰო.. გამიღე. გპირდები, მეორეჯერ აღარ ავიღებ. -ისევ აბურდღუნდა.
-კი, როგორ არა, მეათეჯერ მეუბნები მაგას. ვეღარ გამაცურებ. -არ ნებდებოდა ნინო.
-აუუ.... -გამწარებულმა ამოიგმინა ნენემ, კარისკენ ზურგით დადგა და ორივე ხელი ნერვიულად შეიცურა თმაში. რამდენიმე წამი გაშეშებული იდგა და ცდილობდა, როგორმე სიმშვიდე შეენარჩუნებინა, რომ დედა დაეყოლიებინა, ის იყო, თვალი გაახილა და უკან შებრუნება განიზრახა, რომ ვიღაცის მწველი მზერა იგრძნო სხეულზე... წამსვე მოატარა თვალები გარშემო, სანამ მოპირდაპირე აივანზე ორ უფსკრულს არ წააწყდა... მთელი სხეული დაეჭიმა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, წამით მზერაც კი გაუშტერდა და უცნობის უფსკრულივით შავ თვალებში შთაინთქა. დაახლოებით 20 მეტრი აშორებდათ მათ აივნებს და შესანიშნავად შეეძლო მისი გამოსახულების სრულად აღქმა. მამაკაცმა მზერა სახიდან მის სხეულზე გადაიტანა, რასაც გოგონას ჟრუანტელი მოყვა მთელს სხეულზე. ციებიანივით გააკანკალა და წამიერად მანაც შეავლო თვალი ნახევრადშიშველ მამაკაცს. -პოსეიდონია ეს უპატრონო?! რას გამომიყარა ეს ძუძუები ამ დილაუთენია?!- გაიფიქრა, როცა მის ნავარჯიშებ სხეულს მოკრა თვალი და ნერწყვი ისევ ხმაურიანად გადაყლაპა. -არა, პოსეიდონი კი არა, დედალი ღორი უფროა, რამდენი წყობა ძუძუები აქვს რა ჯანდაბაა?! -ამჯერად მის კუბიკებად დაყრილ პრესს დააკვირდა და საცოდავად დახედა თავის მკერდს, რომელიც სავარაუდოდ, მამაკაცის ყველაზე მცირე „კუბიკსაც“ არ აღემატებოდა ზომით. -ღმერთო, სამართალი არ გაქვს?! ტიპს 8 იმხელა ზომის ამონაზარდი აქვს, რომ მე ჩემი საცოდავი მკერდით სად მოვლ! -არა, არც ნენე უჩიუდა მკერდის და ფორმების უქონლობას, პირიქით, ზედმეტად მომრგვალებული და მადისაღმძვრელი ფორმებიც კი ჰქონდა, არც მაინცადამაინც სიგამხდრით გამოირჩეოდა, მაგრამ კაცები მაინც ჭკუიდან გადაყავდა თავისი ქალური ფორმებით, რომელსაც მობეზრებული საგულდაგულოდ მალავდა ჯინსის შარვლებსა და ფართხუნა მაისურებში, ასეთი იყო. ვერ იტანდა ყურადღებას, განსაკუთრებით ისეთ ყურადღებას, რომელიც მისი სექსუალურობის გამო ხვებოდა ხოლმე წილად. თუმცა, მამაკაცის დაკუნთული ტანის ფონზე, მართლაც რომ წიწილასთან გააიგივებდა ადამიანი.
კიდევ ერთხელ შეხედა მამაკაცს გაკვირვებულმა, ლამაზი არ ეთქმოდა, მაგრამ ზედმეტად სიმპატიური კი იყო. ისეთი მკაცრი სახის ნაკვთები ჰქონდა, წამით დაიძაბა კიდეც. ნახშირივით შავი, ოდნავ წამოზრდილი თმა უწესრიგოდ ეყარა შუბლზე, მაგრამ ხელს სულაც არ უშლიდა მისი შავი, შეჭმუხნული წარბების აღქმაში. შავი წამწამებიდან ავისმომასწავლებლად აბრიალებდა თავის უფსკრულებს და ურცხვად დაატარებდა გოგონას სხეულზე. სწორი, სულ ოდნავ კეხიანი ცხვირის ნესტოები გაფართოვებოდა და დაეფიცებოდა, რომ იმ წამს ისე ღრმად და სწრაფად სუნთქავდა, რომ მისი ცხელი ჰაერი კანსაც დაწვავდა. ცხვირიდან ტუჩებზე გადაიტანა მზერა, საშუალოდ სქელი, ან შეიძლება სქელი ტუჩებიც კი ჰქონდა, მაგრამ ვერ გაარჩია, ისეთი ძალით ჰქონდა მამაკაცს ქვედა ტუჩზე კბილები დაჭერილი, რომ სილურჯე შეჰპარვოდა ქვედა ყბას. -რამ გააცოფა, ამ დილაუთენია?!- მორიგი რიტორიკული კითხვა დაუსვა თავის თავს. -მაგრამ წამიერად გონება დაენბინდა, როცა კაცმა აივნის მოაჯირზე შემოაწყო ხელები, ისეთი მკლავები ჰქონდა... ისეთი... ნენეს რომ ყველაზე მეტად მოსწონდა და მხოლოდ ჟურნალების გარეკანზე თუ ჰქონდა მსგავსი ნანახი. გრძელი, თლილი თითები მელოდიურად აამოძრავა მოაჯირზე და ნენეს ამჯერად სიცხის ტალღამ გადაუარა. თითებთან ერთად სინქრონულად მოძრაოდა კუნთები მის მკლავებზე და ცისფრად ამოყრილი ძარღვები მთელ სიგრძეზე.... ისეთი გრძნობა დაეუფლა თითქოს შოპენის ეტუდს უსმენდა.... ამჯერად თვითონ მოიკვნიტა ქვედა ტუჩი და ისეთი სიმწარით დააჭირა კბილები, რომ სისიხლის გემოც კი იგრძნო. როგორღაც მოიფიქრა და მზერა ისევ მის სახეზე გადაიტანა და ახლაღა შეამჩნია, რომ მამაკაცმა მისი სხეულის თვალიერაბა შეწვიტა და ტუჩების შესწავლით იყო დაკავებული, მაგრამ ამასაც მალე მიანება თავი და უკვე აგონიაში მყოფ ნენეს თვალებში ირონიულად ჩააჩერდა, იმდენად ირონიული იყო მისი გამოხედვა, რომ გოგონა შეცბა. ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს, ზამთრის დილას ყინულიანი წყალი გადაასხეს თავზე. უცებ მოეგო გონს და თვითონაც დაუბღვირა მამაკაცს, რომელსაც მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან ისევ სხეულის შესწავლით იყო გართული, ახლაღა დაიხედა ტანზე და სიმწრის კივილი აღმოხდა, როცა გააანალიზა, რომ საცვლების და ბიუსჰალტერის ამარა იდგა და ურცხვად ათვალიერებდა ნახევრად შიშველი მამაკაცი, თუ ნახევრად შიშველ მამაკაცს.
-ნინოოო.... გამიღე დროზე კარი.- ელვისისწრაფით შებრუნდა უკან და კარს მუშტები დაუშინა. -დედა დროზე თორემ, დაინახა მთელმა ბახტრიონმა შენი შვილის მკერდის და უკანალის ფორმა. -უარესად ახვანცალდა ნენე და ხმაში კანკალი შეერია, მაგრამ როგორც კი მოხითხითე დედა დალანდა სამზარეულოდან მომავალი, ოდნავ მოეშვა და კიდევ ერთხელ გააპარა უცნობისკენ თვალი, მისი ცინიზმი სადღაც გამქრალიყო. ისეთი მკაცრი თვალებით უმზერდა, რომ ეგონა მართლა გამოეცალა ფეხქვეშ მიწა და უფსკრულში გადაიჩეხა.
-შემოდი დროზე. -გაიგო თუ არა ნინოს ხმა, გონს მოეგო, ოთახში შეალაჯა და ფარდა მთელი სისწრაფით ჩამოაფარა.
-რას მიკეთებ დედა?! მთელი უბნის სამასხარაო გინდა გამხადო ხომ? -აბურდღუნდა ნენე და ნაწყენი თვალებით შეხედა ნინოს.
-რა ჩემი ბრალია, შენ თუ მერლინ მონროსავით ტანზე ხარ. -ჩაიხითხითა ნინომ და კვლავ სამზარეულოსკენ აიღო გეზი. -აღარ მეტყვი, რატომ გამაღვიძე ამ დილაუთენია? - ყურადღება აღარ მიუქცევია შვილის წუწუნისთვის, ისე გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე.
-უი, ეგ კაი გამახსენე. -უცებ წამოენთო ნენე. -დედიკოო.... ნინეელლ.... მიდი რა მაისური და შარვალი გამიუთოვე რა.. -მლიქვნელური ღიმილით მიუცუცქდა დედას და ცხვირის წვერით გაეხახუნა მკლავზე.
-გოგო შენ სულ უნდა გადამრიო ხომ? 24 წლის ხარ, ერთი მაისური ვერ უნდა გაითოვო? -აქოთქოთდა ნინო.
-ვცადე, მაგრამ ნიკაპი დავიწვიი...-ამოიწუწუნა ნენემ და ქვედა ტუჩი სატირლად გადმოაბრუნა.
-რა ქენი?? -ჯერ გაოცებულმა ჰკითხა და როცა შვილის დამწვარ ნიკაპს მოჰკრა თვალი ისტერიული სიცილი აუტყდა. -როგორ მოახერხხეე?? -ძლივს ამოთქვა ნინომ და ჭიქაში ჩამოსხმულ წყალს დასწვდა, რომ სული მოეთქვა როგორმე, მაგრამ რამდენჯერაც მის დაწითლებულ ნიკაპს მოჰკრავდა თვალს, იმდენჯერ სიცილით ბჟირდებოდა.
-შენც დედა გქვია რა...- ჩაეცინა ნენესაც და გამზადებული ყავის ფინჯანი მოიმარჯვა.
-არა, მართლა რანაირად დაიწვი ნიკაპი მაისურის გაუთოვებისას ჰა?? -სიცილს ვერ წყვეტდა ნინო.
-რანაირად და... ხომ ვაუთოვებდი, მერე უცებ შემცივდა ძალიან და უთო ამოვაბრუნე და სახე ახლოს მივიტანე, სიმხურველე რომ მომელამუნა სახეზე, ცოტა გავთბი და იმდენად მესიამოვნა, გავითიშე, მაგრამ მერე მოულოდნელად დამაცემინა, უთოს გაწევა ვერ მოვასწარი და ნიკაპი ჩამოვარტყი სახისკენ ამობრუნებულ გავარვარებულ რკინას, სანამ მოვიფიქრე რა ხდებოდა და მგონი მიმეწება ნიკაპი ზედ. -ახარხარდა ნენეც და სასაცილოდ მოჭმუხნული ნიკაპი უფრო მაღლა ასწია. -რა გაცინებს, ჩემს კივილზე თუ არ გაგეღვიძა, მწვადის სუნი მაინც ვერ იგრძენი?! -სიცილს არ წყვეტდა ნენე და მაცივართან ჩაჩოქილ ნინოს უფრო უკარგავდა ამოსუნთქვის საშუალებას.
-ღმერთოო... რა შევცოდე ასეთი ქაჯი შვილისთვის. -ამოთქვა ძლივსმოსულიერებულმა ნინომ და ჭერისკენ მიაპყრო მზერა.
-მეტანიებიღა გინდა დედა და გეშველება. -ახლიდან ახარხარდა ნენე, მაგრამ როგორც კი დედის გაავებულ სახეს მოჰკრა თვალი, იმ წამსვე დაწყნარდა. -ჰოო, ნუ გადაირევი ხოლმე, ვიხუმრე რა გჭირს. გამიუთოვებ თუ არა? დამაგვიანდა სამსახურში. -საუბრის თემა შეცვალა ნენემ და ჯერ კიდევ გულმოსულ დედას ცბიერად მიეფერა.
-არა, მე რომ არ გაგიუთოვო რა გეშველება ერთი?! -ფარხმალი დაყარა ნინომ და ჩუსტების ფლასუნით გაემართა პატარა ოთახისკენ, რომელიც ერთ დროს ნენეს მამის სამუშაო ოთახს წარმოადგენდა.
-მე კი არ მედარდება კაცო, ჩავიცვამ, ერთს ჩავიკუზები, დავიხრები, ხელს გავშლი და ტანსაცმელიც გასწორდება, ეგ შენ ნერვიულობ, დაკუჭული ტანსაცმლით რომ დადიხარ, რას იტყვის ხალხიო, თორემ მე სულაც არ მიქმნის დისკომფორტს. -მიაყარა ნენემ და დედას წინ დაუდგა.
-არაფერი არ გეშველება შენ, არაფერი. გამაგებინე, როგორ განდობენ შენ ბავშვებს?! -ამოიოხრა ნინომ და შარვლის გაუთოვება დაიწყო.
-მაგათი ჭკუის ვარ ნინელ და ადვილად ვეწყობით ერთმანეთს. -გადაიკისკისა ნენემ.
-ვიცი დედა ვიცი და მაშინებს ეგ ფაქტი, რომ ჩემი 24 წლის წითელდიპლომიანი ფსიქოლოგი გოგო, გონებრივი განვითარებით 7 წლის ბავშვების ასაკისაა და მათთან უფრო კარგად გრძნობს თავს, ვიდრე უფროსებთან. -ისევ ამოიოხრა ნინომ და ამჯერად დაკუჭულ მაისურს გადასწვდა.
-შენ ნუ ღელავ დედი, სამაგიეროდ ფსიქოლოგის ხელში არიან და არაფერს გავუჭირვებ. -ამაყად დაიქადნა ნენემ, მაგრამ ვინ აცადა.
-ჰო დედა, ფსიქოლოგის ხელში, რომელიც თვითონ საჭიროებს ფსიქიატრთან კონსულტაციას.
-რა იყო ახლა ეგ, დამცინე? -ვითომ იწყინა ნენემ და ტუჩები გაბუსხა, მაგრამ ნინოს რას მოატყუებდა.
-ნუ ისწავლე შენ ეგ „duckface”-ების დაყენება და დროზე ჩაიცვი, თორემ მართლა დააგვიანებ. - უკმაყოფილოდ მიუგო ნინომ და გაუთოვებული ტანსაცმელი მაგიდაზე დაუწყო.
-რა? რისი დაყენება ვისწევლე? -თვალები შუბლზე აუვიდა ნენეს.
-რისი და „duckface”-ს დაყენება. არ იცი ეგ რა არის? -გაუკვირდა ნინოს.
-არა, მე კი ვიცი, მაგრამ შენ რატომ იცი, ეგ უფრო მაინტერესებს.-სიცილი შეერია ნენეს ხმაში.
-შენმა ძმაკაცმა მასწავლა გუშინ.-მხრები აიჩეჩა ნინომ.
-რა გასწავლა ქალო, ნუ გადამრიე. -უკვე გულიანად ხითხითებდა ნენე.
-რა და “duckface”-ს დაყენება, გუშინ აქ იყო, სანამ შენ სამსახურიდან მოხვიდოდი და შემომთავაზა : მოდი ,ნინო დეიდა, სელფი გადავიღოთო, მე ვიღიმოდი, მაგრამ მერე ლაშამ მითხრა, არა ეგეთი სურათები აღარაა მოდაშიო და ტუჩები მომაპრუწინა, ახლა ასე იღებენ გოგოები სურათსო. ჰოდა, ჩვენც გადავიღეთ და მერე თავის ფეისბუქზე დადო ეგ სურათი და მეც დამთრაგა. -უცებ გაარკვია ნინომ სიტუაციაში შვილი.
-რა გიქნა?? -ამჯერად ნენე ჩაიკეცა სიცილით.
-დამთრაგა, რა იყო, არ შეიძლება ჩემთვის, თუ მარტო ახალგაზრდებისთვის შეიძლება ეგეთი გართობა? -იწყინა ნინომ.
-კი არ დაგთრაგა, დაგთაგა დედა, დაგ-თა-გა...-ძლივს დაუმარცვლა გადაბჟირებულმა შვილმა.
-ჰო, რა ჯანდაბაცაა ეგ მიქნა.-აბუზღუნდა ნინო და ძილის შესაბრუნებლად ოთახში შევიდა, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, უკან შებრუნდა, შვილს შუბლზე აკოცა, პირჯვარი გადასახა და ამჯერად მართლა გაუჩინარდა თავის ოთახში. ნენე კი ვერაფრით წყვეტდა სიცილის. ცრემლების წმენდით აიღო ტელეფონი და სოციალურ ქსელში დედამისის გვერდი მოძებნა, სიცილის ახალი და ეგზომ საშიში ფაზა დაეწყო, როცა ტუჩებმოპრუწული ლაშას და ნინოს სურათი დაინახა წარწერით „ყველაზე ძერსკებეე“.... როგორც კი ოდნავ დაწყნარდა მაშინვე გადარეკა მეგობართან და მოთმინებით დაელოდა, სანამ ვინმე უპასუხებდა ტელეფონზე. მეხუთე ზარზე, დააყენეს საშველი და ყურმილს მიღმა საოცრად ბოხი და აშკარად ახალგაღვიძებული მეგობრის ხმა გაიგო.
-გეხვეწები, მითხარი, რომ კვდები და მაგიტომ გამაღვიძე, თორემ ტელეფონს გადაგაყლაპებ. -ძლივს გაარჩია მეგობრის სიტყვები, მაგრამ ამან უფრო გაახალისა.
-ეე ყველაზე ძერსკო, დავაი აწიე ტ..ი და 15 წუთში ჩემს სადარბაზოსთან ეგდე, თორემ აგახევ მაგ „duckface”-ს და მერე ვნახავ, როგორ სურათებს გამოჭიმაც ფეისბუქზე.- ხითხითით მიაყარა ნენემ და თან შარვლის ჩაცმას შეუდგა.
-აუ.. ნახე ტო?- უცებ გამოფხიზლდა ლაშაც და აშკარად გაიგო, როგორ წამოდგა საწოლიდან.
-ვნახე, ვნახე და მოგკლავ შენ, ნუ გადამირიე ბიჭო დედა.- ქოშინით უთხრა ნენემ და მუხლამდე აწეული შარვლის უფრო ზემოთ აქაჩვა დააპირა, მაგრამ არაადამიანური მოუხერხებლობით ფეხი აუსრიალდა და ძირს გაიშხლართა. -აუ...-ერთი ესღა აღმოხდა და ხალიჩაზე დავარდნილ ტელეფონს დასწვდა საიდანაც კარგად ისმოდა ლაშას ხითხითი.
-დაეცი ხო უეჭველი?! - მაშინვე მიახალა, როგორც კი ნენეს მძიმე სუნთქვა იგრძნო ტელეფონში.
-აუ ხოო.. ამოიტირა საცოდავად. -ჰაა.. მომაკითხავ თუ წავიდე? -კითხა ჩვეული რბილი ტონით , რომელსაც მხოლოდ მაშინ იყენებდა, როცა რამე სჭირდებოდა და პასუხს განაბული დაელოდა.
-გამოვდივარ უკვე. არ მალოდინო ქვემოთ თორე მოგხვდება. -დაემუქრა ლაშა და სანამ პასუხს დაუბრუნებდა იქამდე გაუთიშა ტელეფონი.
წამიერად გაეღიმა საუკეთესო მეგობრის საქციელზე და ჩქარა შეუდგა მოწესრიგებას, რადგან იცოდა, რომ თუ ლაშას ალოდინებდა, მართლა არ დაადგებოდა კარგი დღე და რამდენიმე საათი ბუზღუნით ამოხდიდა სულს.
აღარც კი ახსოვს, ლაშას როდის დაუმეგობრდა, ალბათ, 20 წელი მაინც იქნებოდნენ მეგობრები, მოკლედ რომ ვთქვათ, რაც ნენეს თავი ახსოვს, ლაშაც ახსოვს. ის იყო მისთვის ყველაზე ახლო, მეგობრად ვერც კი აღიქვამდა, ის იყო მისი ძმა, რომელიც არასდროს ჰყოლია, მისი მამა, რომელიც 2 წლის წინ დაკარგა, მისი მეგობარი და მისი სულის ნაწილი. სულ მხიარული და მუდამ ენაჭარტალა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა საზოგადოებაში, თითქოს არავინ და არაფერი აინტერესებდა, მაგრამ მხოლოდ ნენემ იცოდა, რამდენად ღრმა იყო ლაშა და რამდენად ცდილობდა ნამდვილი სახის დამალვას. ლაშა იყო ერთადერთი, რომელმაც მამის სიკვდილი გადაატანინა და მხარში დაუდგა. თითქოს ძირფესვიანად შეცვალა ეს მშვიდი და მორცხვი გოგო. მან გადააგორებინა ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი და გვერდიდან არ მოშორდა, ვიდრე სრულიად ახალი ნენე არ მოევლინა ქვეყანას. 22 წლამდე, განსაკუთრებული სიმორცხვით გამოირჩეოდა, პატარა კომპლიმენტზეც კი წითლდებოდა და სირცხვილისგან იწურებოდა, ყოველთვის მშვიდი და თავდაჭერილი იყო. მაგრამ მამის სიკვდილმა ყველაფერი შეცვალა, მთელი ერთი წელი დეპრესია ვერ გადალახა, ვერ უძლებდა დედის ტკივილიან და ნაღვლიან თვალებს, აღარც სწავლა უნდოდა, აღარც გართობა, კი არ ცხოვრობდა, არსებობდა, მაგრამ ლაშამ როგორღაც მოახერხა და ცხოვრება დაუბრუნა, თუ ცხოვრებას დაუბრუნა... ფაქტი კი ერთი იყო, რომ ნენე აღარაფრით ჰგავდა ძველ, მორცხვ გოგონას. პირიქით... თითქოს ძალიან ღრმად გულის ყველაზე მიკარგულ კუნჭულში დამალა თავისი ნამდვილი მორცხვი და სევდიანი ბუნება, სახეზე კი ლაშას მსგავსად მუდამ მოცინარი ღიმილი აიკრო და ძირფესვიანად შეცვალა საკუთარი ცხოვრება, დაიწყო იმით, რომ დედას დააძლევინა სტრესი და დაუბრუნა ცხოვრების ხალისი, ერთდროს მორიდებული და მორცხვი, ხშირად ჩნდებოდა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ლაშას დამსახურებით, გაიცნო უამრავი ადამიანი, გახალისდა, დაიწყო მუშაობა სკოლაში ბავშვთა ფსიქოლოგად და უამრავი ახალი პროექტიც დაგეგმა, ერთ-ერთი კი მეოთხე კლასის ბავშვებზე დაკვირვებას გულისხმობდა, ამის რეალიზებისთვის კი საუკეთესო გზა, ერთ-ერთი კლასის სადამრიგებლოდ აყვანა იყო, რომ ყოველდღე შესძლებოდა ბავშვებთან ყოფნა და მათი ლხინის თუ დარდის გაზიარება და შესაბამისად დაკვირვება, რომ დაედგინა ბევრი საორჭოფო საკითხი. ბავშვებთან ურთიერთობამ საერთოდ გაუქარწყლა სევდა, იმდენად კარგად და ლაღად გრძნობდა მათ გარემოცვაში თავს, რომ აგერ უკვე მეორე წელია თვითონაც კი ვერ ხვდება, სად გადაკარგა ძველი ნენე. მუდამ პოზიტიური, მუდამ მხიარული, ხუმარა და მოცინარი ახალი ნენე შეემატა დედამიწას. ოღონდ, როგორც ავღნიშნე, ეს ლაშას დამსახურებით მოხდა. მხოლოდ ჭაობისფერი თვალები გასცემდნენ მისი სულის სიმძიმეს და გულის სევდას, მაგრამ ამას ფაქტიურად ვერავინ ამჩნევდა... ფაქტიურად ვერავინ, კონკრეტულ შემთხვევამდე....



№1 სტუმარი Guest Tatu

Me pirvelad vkitxulob tqvens istorias da uzomod kmakopili var <3
Shinaarsic stilic teqnikac shesanishnavia ..
Warmatebebi <3

 


№2  offline მოდერი bla.ell

ირიიი მომენატრეეე შენი ისტორიებიითheart_eyesძალიან მინდა რომ ამან "კუზნეჩიკ მიყვარხარ!"ს აჯობოს და იმედია ასეც იქნება წარმატებას გისურვებ საყავრელოო და იმედია პუნქტუალური იქნებიიheart_eyes

 


№3  offline წევრი ირინა

Mariiiiami
ხოო იმას ძაან ველოდებოდი თუმცა გასაგებია მესმის შენი საყვარელო <3 <3 ახლა ამის კითხვას დავიწყებბ <3 <3იმედი მაქვს მოახერხებ დასრულებას



აუცილებლად დავასრულებ, მაგრამ როდის ეგ არ ვიცი (((( დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონება ეს <3

bla.ell
ირიიი მომენატრეეე შენი ისტორიებიითheart_eyesძალიან მინდა რომ ამან "კუზნეჩიკ მიყვარხარ!"ს აჯობოს და იმედია ასეც იქნება წარმატებას გისურვებ საყავრელოო და იმედია პუნქტუალური იქნებიიheart_eyes


დიდი მადლობა <3 <3 ყველანაირად შევეცდები, იმედები არ გაგიცრუო <

Guest Tatu
Me pirvelad vkitxulob tqvens istorias da uzomod kmakopili var <3
Shinaarsic stilic teqnikac shesanishnavia ..
Warmatebebi <3


დიდი დიდი მადლობა :***

 


№4 სტუმარი Iia

Sauketeso dasawkisia
Ar daagviano.gelodebi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent