შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიამი (4)


7-07-2017, 00:26
ავტორი Frigga
ნანახია 1 349

გადავწყვიტე მაინც გამეგრძელებინა, თუმცა ვერ გეტყვით რომ შემდეგ თავს მალე დავდებ, არ ვიცი შეიძლება ორი-სამ თვეში, ან ორი-სამ დღეში დავდო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე გაგრძელება, იმედია გაინტერესებთ და მოგწონთ, გთხოვთ თქვენი ემოციები და შთაბეჭდილებები გამიზიაროთ, ველოდები კომენტარებს....

ებრძვოდა საკუთარ სურვილებს, მიუხედავად ყველაფრისა ვერ ივიწყებდა იმ მოგონებებს რაც ანასთან აკავშირებდა, და მაინც, არავისთან და არასდროს შეუმჩნევია რომ ანას გარეშე ყოფნას განიცდიდა, მის ცხოვრებაში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ახლა აღარავინ ართმევდა ყურსასმენებს, ის მუსიკაში იქმნიდა საკუთარ სამყაროს, ისეთ სამყაროს სადაც მხოლოდ სიმშვიდე იყო, არავის არავისი ცხოვრება არ აინტერესებდა, არავინ ფიქრობდა იმაზე თუ ხალხი რას იფიქრებდა, მეგობრებს შეეძლოთ ერთმანეთის გვერდში ყოფნა მიხუხედავად ცხოვრებისეული სიძნელეებისა.
გადიოდა თვეები, მისი ცხოვრება ნელ-ნელა უფერულდებოდა, ინტერესი ყველაფრისადმი უქრებოდა და თითქოს იმ ადამიანს დაემსგავსა რომელიც გამოკეტეს, გამოკეტეს მარტო, სიბნელესა და სიცივეში, უსამართლობასა და ჩაგვრაში, უიმედობასა და ბოროტებაში, თითქოს ვერ ხვდებოდა რა იყო ცხოვრების მთავარი აზრი, რისი გაკეთება შეიძლებოდა ცხოვრებაში ისეთის, რომ ვინმეს მაინც დაენახა, დაენახა რომ მარიამი საერთოდ არსებობდა ამ ქვეყად.
ის თითქოს კაპიშონში ჩამალუული იდუმალება იყო, თითქოს გარემოცვაში ვერაფერს ამჩნევდა, მხოლოდ ყურსასმენებით შემოიფარგლებოდა მისი ცხოვრება.
ქუჩაშიც კი ისე დადიოდა თითქოს მიწას არ ადგამდა ფეხს, ისევ გრძნობდა სხვების დამცინავ მზერას და თითქოს ტანში ცეცხლივით დაუვლიდა სიბრაზე, უნდოდა მივარდნილიყო და ეკითხა ადამიანებისთვის, რით დაიმსახურა მათი ასეთი სიძულვილი.
უნდა ითქვას ისიც, რომ არასდროს მალავდა თავის გემოვნებას, ყოვლთვის ხმამაღლა ამბობდა რა მოსწონდა, რა არ მოსწონდა, ვინ უყვარდა და ვინ სძულდა....
ასე გავიდა ეს მეცხრე კლასი, უფერულად, უღიმღამოდ, ცრემლებით და დეპრესიით, სპორტულებითა და ყურსასმენებით...

პირველი სექტემბერი მეათე კლასი.
ოთახიდან მისთვის უჩვეულო ჩაცმულობით გამოდის, დედას ემშვიდობება და სკოლისკენ მიდის...
- მარიამ როგორ ხარ? მეჩვენება თუ ეს მართლა შენ ხარ?
მოეგება დამრიგებელი ღიმილით, ძალზე საყვარელი ქალი იყო მარრეხი, წითური კულულა თმითა და აწითლებული ლოყებით...
- მე არამიშავს თქვენ როგორ ბრძანდებით? დიახ არ გეჩვენებათ ეს მე ვარ...
ასეთ სითბოს ნამდვილად არავისგან მოელოდა, თითქოს უცხო გარემოში მოხვდა სადაც ყველა სხვანაირი იყო, ნუ ყოვრლ შემთხვევაში ისეთი არა როგორიც ახსოვდა.
ეზოში შესულს თითქოს სხვანაირად წარმოუდგა თვალწინ სკოლა, რათქმაუნდა, ის ხომ ასეთ დახვედრას არ ელოდა, არ ეგონა რომ ვინმე მაინც ამჩნევდა, გაოცებული მიაბიჯებდა სკოლის კიბეებზე და არ იცოდა სხვებს როგორი რეაქცია ექნებოდათ მის ასეთ ფორმაზე, ასეთ ამპულაზე.
კლასში ნელი ნაბიჯით შევიდა, როგორც კი უკანა მერხი დაინახა ცრემლებით აევსო თვალები, მაგრამ სწრაფადვე მოიწმინდა ცრემლი, ხელი რომ მოისვა თვალზე, მხოლოდ მაშინ დაინახა კლასელების გაღიმებული სახეები, თავიდან იფიქრა რომ დასცინოდნენ, მაგრამ....
- ვაა მარიი? ეე რა ლამაზი ხარ?
თამთა მივიდა და ხელი დაუსვა კაბას.
- მადლობა. ჩუმად უთხრა მარიამმა და ნელა მიუახლოვდა თავის მერხს.
- შე ქალო, ასე არ ჯობია? ძლივს არ დაგინახე?
მოჰყვა ანი.
- არ ვიცოდი ასეთი რეაქცია თუ გექნებოდათ.
გაეღიმა მარიამს და ჩანთა მერხზე დადო.
- მართლა ძალიან გიხდება.
დაამატა კიდევ თამთამ.
ზარი ჯერ არ იყო დარეკილი, მარიამს უკვე ეშინოდა, მართალია ახლა კარგად შეხვდნენ, მაგრამ სხვები როგორ შეხვდებოდნენ? ამის გაფიქრება ცუდად ხდიდა, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია, იჯდა თავისთვის.
ზარიც დაირეკა...
- მარიამ?
- დიახ?
- შენ ხარ?
- არა გაეღიმა მარიამს.
- გიხდება ქალბატონო კაბა..
- მადლობა.
თავი მაღლა ასწია და დაინახა როგორ უყურებდა მთელი კლასი.
- რა იყო, კლოუნი დაინახეთ? შეეგუეთ ახალ მარიამს...
- ბაზარი არაა..
წამოიძახა ვიღაცამ..
ამ დღემაც ჩაიარა, თითქოს არაფერი, მაგრამ იმდენი ემოცია დაუგროვდა გულში რომ მემგონი ერთდღეში მოასწრო ყველას შეყვარება....
მეათე კლასი კარგად დაიწყო, მაგრამ არ იცოდა ასე გაგრძელდებოდა თუ არა, არც შემცდარა.. მალე ყველაფერი ისევ ისეთი გახდა, ნუუ თითქმის...
ანას გარდა, კიდევ იყო ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი მის ცხოვრებაში, თუმცა ამ პერიოდში მასთან ახლოს აღარ იყო, ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ, მთელი ცხოვრება, ისეთები ქონდათ ნაკეთები რომ ალბათ ბევრი დაქალი ვერ გააკეთებს...
ჯერ ვერ გრძნობდა, ვერ ითავისებდა იმას რომ მარტო იყო, ვერ გაეცნობიერებინა მარტოობის სიშავე, როცა ის ადამიანი მივიდა მასთან, მივიდა ოღონნდ პირდაპირი მნიშვნელობით არა, ადრეც ასე ხდებოდა, კარგთან ერთად მათ შორის ცუდიც ბევრი იყო, არ გავიდოდა კვირა რომ ერთმანეთისთვის საზიზღრობები არ ეწოდებინათ, მაგრამ ალბათ ეს ხდიდა მათ მეგობრობას ასეთ რაღაცნაირს, არცერთს არ უყვარდა პირდაპირ თქმა ან გამოხატვა იმის რასაც ერთმანეთის მიმართ გრძნობდნენ, იმ პერიოდშიიც კი როცა ერთად არ იყვნენ, თითქოს ერთმანეთს მაინც უყურებდნენ, გრძნობნენ, დამიჯერეთ ეს ნამდვილად არაა გაბუქებული, ყველლაფერი ზუსტად ასე იყო, არცერთს დაუკლია ერთმანეთისთვის ლანძღვა, ცემა, თმებიდან ქაჩვა, ჭორაობა, მაგრამ ყველაზე მეტად სასაცილო ის იყო, რომ მაინც ერთად იყვნენ, ბავშვობიდან, ბევრი რამ აქვთ გასახსენებელ, თუმდაც ის, თუ როგორ თამაშობდნენ ერთად ტალახში, როგორ სვამდნენ ლიქიორს და შემდეგ კბილისპასტას ყლაპავდნენ, როგორ ამოისვა წიწაკიანი ხელი სოფიმ თვალში და როგორ ცდილობდა მარიამი მის ატირებას, როგორ წეწავდნენ ერთმანეთს, როგორ ლანძღავდნენ, როგორ გაეჭედა მარიამს თავი აივნის მოაჯირში, ეს ყველაზე სასაცილო მოგონებად იქცა, ისე გადიოდა წლები, რომ ვერც კი ამჩნევდნენ, თვალსა და ხელს შუა გაიზარდნენ.
უი ხო, კიდევ იყო ერთი ადამიანი, ვისი მეშვეობითაც ეს სამეული შეიქმნა, რომელზეც ახლა ამის შემდეგ მინნდა გიამბოთ.
ხატია, მხიარული, ბავშვური, მწვანეთვალება, არც ისე მაღალი გოგონა, რომელიც სამეულში რატომღაც ყოველთვს გამოირჩეოდა პოზიტივით, მაგრამ ახასიათებდა ეჭვიანობა, ქედმაღლობა, უკადრისობა, ამ სამი თვისების მსხვერპლი ბევრი ხდებოდა, ხატიას არ უყვარდა როცა მისი მეგობრები ვინმე სხვასთან მიდიოდნენ, ის კი არა ბევრჯერ ეცადა სამეულის დაშლასაც, ისიც უნდა ითქვას, რომ მარიამი დიდად არ ეხატებოდა გულზე, მუდმივად ცდილობდა მისი სამეულიდან გაგდებას, ის კი არა ერთხელ მოახერხა კიდეც, ერთხელ კი არა რამოდენიმეჯერ, ძალიან ცბიერი იყო, მაგრამ რაც იყო ეგ იყო, მაინც უყვარდათ თავის მეგობრებს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მაინც უყვარდათ.
სამეული, სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, გემოვნებით, ქცევით, ჩაცმულობით, აზროვნებით, ნუ მოკლედ ყველაფრით.
მალე ამ სამეულს ყველა შეეგუა.



№1 სტუმარი Guest ლელა

კარგია, მაგრამ რადგან დიდი შუალედებით დებ მოცულობა მეტი უნდა ჰქონდეს. კიდევ მარიამის გარეგნობა არ ვიცით. ფოტო გასაგებია ,მაგრამ სიტყვიერრად მაინც თუ გადმოგვცემ როგორ გამოიყურწბა კარგი იქნება. ისე კვირაში ერთხელ თუ მოახერხებ დადებას უფრო კარგი გოგო იქნები. P.s რაღათქმაუნდა გააგრძელებ და შუაგზაში არ მიატოვებ.

 


№2  offline წევრი Frigga

Guest ლელა
კარგია, მაგრამ რადგან დიდი შუალედებით დებ მოცულობა მეტი უნდა ჰქონდეს. კიდევ მარიამის გარეგნობა არ ვიცით. ფოტო გასაგებია ,მაგრამ სიტყვიერრად მაინც თუ გადმოგვცემ როგორ გამოიყურწბა კარგი იქნება. ისე კვირაში ერთხელ თუ მოახერხებ დადებას უფრო კარგი გოგო იქნები. P.s რაღათქმაუნდა გააგრძელებ და შუაგზაში არ მიატოვებ.

მადლობა, მაგრამ მინდა გითხრათ რომმ ეს რეალური ისტორიაა და დიდი თავების წერა ცოტა მიჭირს, რაც შეეხება მარიამის გარეგნობას ვიცი რომ არ ჩანს, მინდა ნელ-ნელა ავღწერო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent