შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესორი მეტიჩარა(სრულად)


7-07-2017, 00:41
ავტორი blue witch
ნანახია 7 054

კინგ კონგისხელა ნაბიჯით მივიწევ წინ, ცაზე შავი ღრუბლები იყრება და თანდათან მერევა შიში, საგულდაგულოდ გაკეთებულ ვარცხნილობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. არა, ოღონდ ახლა არა ღმერთო! მე საცოდავი ათასში ერთხელ თუ მივჩლარტუნებ ქორწილში, ამ ჩემს ოფოფისეულ თმებს დავილაგებ , კაბას ვიყიდი და სწორედ მაშინ მოუნდება ცასა პირის მორღვევა და მიწაზე ჩამოქცევა!
ტელეფონის ზუზუნი ჩამესმის, სწარაფად ვპასუხობ.
-სა გდიხარ? რაიყო ურემზე ზიხარ?-ჩამწიკვინებს სოფიკო.
-ფეხით მოვდივარ ქალო!-ვუყვირი ბოლო ხმაზე და მერე ერთ გამვლელს ვუღრენ:რაიყო ადამიანი არ გინახია, რას მომჩერებიხარ მეთქი.
-დროზე!-ჭყივილით თიშავს, შენღა მაკლდი რა! ისედაც გამიუბედურდა ნერვები, როგორც იქნა დავიყენე თმა წითურ ფერზე, გავისწორე , ადამიანისას დავამსგავსე. მაინცდამაინც დღეს უნდა დამანთხიოს ცრემლები ზეცამ თავზე?!
-ამინდო შარზე ხარ.-ვბურტყუნებ ჩემთვის, ამასობაში წვიმას იწყებს , თანდათან უმატებს და ბოლოს ყველა სიკეთესთან ერთად გრიგალიც იწყება. ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბააააა! სასოწარკვეთილი ჩანთიდან ცელოფნის პარკს ვიღებ, ოღონდა პერაშკიანი არ იყოს რა! არაა,გადავრჩი! სუფთააა! ცელოფანს თავზე ვიფხატებ, იქნებ ოდნავ მაინც იხსნას სალონიდან გამოთრეული დალალები.
თავ-ბედს ვიწყევლი, რა სიკვდილი დამეტაკა, რა მინდოდა იმ ტაქსიდან რო გადმოვხტი? ახია ჩემზე! გზებზე ნიაღვრები მოდის, თავიდან ფეხებამდე ვილუმპები, ასეთი სველი ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, ჰოლივუდის ამინდია რა, ერთი სიმპატიური ჯონი დეპიც და ეგ არი, „რამაწიკაა“ სერიოზული, მარა სად არი ჯონი დეპი, ჰოლივუდი და კაი ცხოვრება? მემგონი წარღვნაა და უკვე დროა შემათრიონ კიდობანში როგორც საოცარი, ლეგენდარული ინდივიდი.
ამ თავსხმაში ვერ ვარჩევ სად ვარ, მაგრამ უკვე ახლოს უნდა ვიყო ჩემს კორპუსთან. სავარუდოდ სამი საცოდავი, გაპარტახებული საათი მრჩება იმისთვის, რომ გავშრე, ჩემი შალითაშემოხვეული კაბა გავაშრო, მაკიაჯი გავიკეთო და ქორწილში საგიჟეთიდან გამოვარდნილ გაფხორილ ინდაურს არ ვგავდე. მხოლოდ სამი საათი! გარდა ამისა მანქანებისაც მეშინია, წყლის ფარდაში შემთხვევით ტროტუარზე არ ამოცვივდნენ. ტელეფონი გაუჩერებლად ჟღრიალებს, დედაა, მიხვდი სოფიკო როგორმე, რომ ვერაფრიტ ვერ გიპასუხებ, ეკრანს ვერცკი გავრაჩევ და ბოლობოლო ერტიანდ დაჟიებული, დაბოღმილი, გომბეშოსავით გასიებული, ნერვულ აფექტში ვიმყოფები. ერთი ამინდი დამაჭერინა, გავხევდი ცემაში, გავპუტავდი დასაკლავი ქათამივით.
საბედნიეროდ ნაცნობ მოხაზულობას ვამჩნევ, ცოტაც და ეზოში შევჯლიგინდები, მაგრამ ბედმა ბოლომდე უნდა გამწიროს.
მოსახვევიდან შავი მერანით მოგრიალებს ვიღაც არანორმალური, მილიმეტრებით მცდება კედელზე აკრულს, ყველაზე დიდ გუბეში აჭყაპუნებს და წამნახევარში ისედაც გემრიელად გაბანებულს კიდევ ახალი, ბინძური წყლის ფენა მედება გასაწურ სხეულზე. სადარბაზოში ღვთისგან შერისხული, ჰიტლერისეული იდეებით შეპყრობილი, მათრახ გადაკრული არავბული ცხენივით შევრბივარ, პირმოკუმულს სახეზე წურწურით ჩამომდის გუბის ტალახიანი წყალი.
* * * * * * *
აბაზანიდან გამოვარდნილი საძინებლისკენ მივეშურები, სოფიკო ნაცრისფერ კაბაში ეკვეტება.
-ძლივს!-ხვნეშით იკრავს ელვას.
მუქი წაბლისფერი, ამჟამდ წითლისა და ოქროსფრის ტონებში შეღებილი, ფორთოხლისფერი თმიდან სათითაოდ ვიცლი სარჭებსა და სახვევებს, ზოგი სამაგრი უმოწყალოდ მიჭერს და ზედ ჟღალი ბუწუწები რჩება, მაგაზე დარდის დრო არ მაქვს. სოფოს შავი, სწორი თმა ატლასისებურად აყრია მხრებზე, მისი კაბა საშინლად მოკლეა, სამაგიეროდ მკაცრად დახურულია. იდეალურად გამოიყურება, მე კი საქათმეში სამი თამით დამწყვდეულს ვგავარ.
შავი ფანქრით ლამის თვალები ამოვიჩიჩქნო, ტუჩებს რეკორდულ დროში ვიხატავ, ტონალურის მსუბუქ ფენას ვითხლაპნი, პარალელურად თმის საშრობს ვაგუგუნებ, რომელსაც ხან თმაზე ვიშვერ და ხან საგანგებოდ ამუშავებულ, რადიატორზე გადაფენილ მწვანე კაბა ვუშვერ. რამდენი შიფონის კაბის დავრადნილ, მაგრამ შიგნიდან ნაჭრით გაფორმებულ, გულის ფორმის ჭრილს დავხედავ, იმდენი ზიმბაბვედან გამოვარდნილი დარტყმული მახსენდება, რაღა აკავებდა გენაცვალე, გავეთქერე ბარემ!
-გვინეს ჯუნგლებიდან , თბილისის ქუჩებში მონავარდე აფთარი.-ვილანძღები გაუჩერებლივ.
-ნეტა ვინ იყო.- ინტერესდება სოფო.
-ბრედ პიტი იყო სოფოკლე!-ვუღრენ დაძმარებული.-ვინ უნდა ყოფილიყო, გეუბნები თავში ავარდნილი, მამიკოს ფულებით გაპიპინებულ, ქოჩორაშლილი პრინცი იქნებოდა, კიდევ რეგვენი და ორფეხა ჯორების ასოციციის პრეზიდენტი!
-კარგი სალომე, დამშვიდდი, მოკვდება საწყალი სლოკინით.-ხითხითებს ქალბატონი სრულყოფილება.
-მიდი დაიცავი, აბა შენთვის გადაევლო ტურტლიანი გუბე თავზე ან მაგ სანაქებო კაბაზე.-არისტოტელეს მსგავსად ვფილოსოფოსობ.
სოფოს საჩემოდ არღარ სხელა, მოაკითხა წმინდა რაინდმა , ოთახს მშვილდიდან გასროლილი ისარივით ტოვებს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის რაკუნით ლაშქრავს მისაღებს, კარს იჯახუნებს და ჩემი ვარაუდით კიბეზე მირბის ფოსტის ცხენივით დაოთხილი.
-არსად დაგვეკარგოს ვატუნია-ბატონია.-ვფრუტუნებ უთოთი შეიარაღებული.
ზურმუხტისფერ მატერერიას რიტმულად ვუსვამ მეტალის ხელსაწყოს, ღია კარში სოფიკოს შეყვარებული ვატო ჩანს.
-უკან დაიხიეთ, დაგაუთოვებთ!-ფედერალური ბიუროს თანამშრომელის ხმით ვაცხადებ.
-უმალ გველთევზას გადავყლაპავ , ვიდრე შენ დაგემორჩილები.-მეკრიჭება ეს მეტრაოთხმოციანი ვირი.
-გამოეტიე თორემ ჩაცმას აპირებს, არაფერია მოულოდნელი, შესაძლოა ეგ სიმპატიური სიფათი უთოთი ამოგიშანთოს.-თავისკენ ექაჩება ჩემი და ინდოელი რაჯასავით გაბდრულ სიცოცხლის აზრს.
-დავიცვათ შეყვარებული „ბრუჰა“ სალომესაგან!-ვკაკანებ აცუნდრუკებული.
* * * * * * * * *
ტანზე მომჯდარი კაბითა და შავი, ხავედრის ღია, მაღალქუსლიანი ლაბუტინის ფეხსაცელებით კიბის ჩავლა მიჭირს, საკუთარ თავს ვახსენებ რისი გამოვლა მომიხდა ამ ბეჭებმოშიშვლებული სამოსის ცასაცმელად. ერტი საათი ვაშრე, მერე სუნთქვაშეკავებული ჩავეჭყუნე შიგნით, ასე, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.
-სოფი, ძმაკაცის მანქანით ვარ პრობლემა ხო არ იქნება?-დარცხვენიტ წარმოსთქვამს ვატო.
-რა ლენჩი ხარ.-ვუკივი ზედა საფეხურიდან.-რა პრობლემა უნდა იყოს, შეგვჭამს შენი ძმაკაცი? კანიბალია თუ ვამპირი?
-ბებერი ყავივით ნუ დამკივიხარ!-შემომცინის ქვემოდან, ფეხებაბლანდული ლამის ცხვირ-პირს ვილეწავ მეორე სართულამდე მშვიდობიანად ჩათრეული.
-ნელა გოგო, რა დაიფეხვე ყველაფერი.
-ვატოო, გააჩუმე შენი მტრედი.
სადარბაზოს წინ შავი მანქანა დგას, ნაწვიმარზე ოდნავ გრილა კიდეც, მიწაზე ფეხის დადგმა და ჩემი ხვნეშა ერთია.
ეს რა ჯანდაბაა!
რომ მომკლა ამ მანქანას რა დამავიწყებს, თურმე დიდი პრობლემაა ჩემთვის კი არა დედამიწისათვის, ყოველ შემთხვევაში საქართველოს საგზაო სისტემის მომსპობს მანქანაში არ ცავუჯდები, ესაა ის ბოღაზ-ქოიში ამოთხრილი ჩონჩხი და პირველყოფილტა გადმონაშთი ვინც ორიოდე საათის წინ შემილანძღა ვაი-ვაგლახით ნაყიდი კაბა.
-აბა გოგოებს სალამი!-რაიყო ძმაო, ბრიოლინი გისვია თუ ძროხას აალოკინე თმები. გასკდეს მიწა და ტან ჩამიტანოს, ეს ჩემი აბუეტი კლასელია!
-აქ რა გინდა ხეთების ბელადო?
-ვაა სალო რასშვრები?-იღრიჭება ბუზებიანი ხორცის გამსაღებელივით.
-რავიცი ცოტა ხნის წინ თქეშში მოვყევი და კინაღამ ვიღაც კრეტინმა გამთქერა შავი მერსედესით.- ხმალამოღებული ვისვრი თვალებიდან ნაპერწკლებს.
-ააა შენ იყავი? „პაჯარკამანდას“ გავხარ და ვერ გიცანი.-იხუმრა ვითომ!
-გაჩერდი ბიჭო თორემ დაწვა ხალხი სიცილით!-ვიგესლები.
-ჩვენი ბანკეტის მერე ერთი თვე გავიდა, მე და ვატომ თბილისში ავიღეთ ბინა, ჩენც ხო გვინდა სწავლა გოგო.-მიხსნის ცოტა დასერიოზულებული.
-ეგ რა მითხარი, ეხლა ჭკუა გადამეკეტება.
-ჩასხდებით მანქანაში ბოლოსდაბოლოს?-ჭიხვინებს ვატო.
უკანა სავარძელში ვკალატდები, ტან რაინდის ძმაკაც პაპუასზე მეფიქრება, ანუ ბატონ მექალთანე ნიკოლოზზე, იმაზე დებიილი , რომ არის .არა დებილი არაა მაგრამ მაინც დებილი. მანქანაში გაჭიმული თვალს არ მაცილებს, ნეტავ სად ყავს გულშემატკივართა არმია, არ მეგონა ფან-კლუბის გარეშე თუ მოძრაობდა.
-ნინას გავუვლით, მერე პირადპირ რესტორანში.-აცხადებს ვაჟბატონი.
მოცა, ნინა ვინარის, თავზე უნდა დივისვათ? ნიკა სადრაც ჯურღმულებში მიიკვლევს გზას, ისეთი ნიშანია ქორწილი უჩვენოდ დამთავრდება.
* * * * * * *
-ვატო, უკან გადადი რა.-სთხოვს ვატუნიას, ესეც სოფის უსკუპდება გვერდით.
კარს ქერა გოგო აღებს, მისი ერთი მტკაველისხელა წითელი კაბა წინ ლამის ჭიპამდე, ზურგზე კი უკანალამდეა ჩახსნილი.
ვინ ჩემი ფეხებია ეს ჭაკი ცხენი?
-ნიკუუშ!- გაწელილი მიმართვის მერე ტუჩებს აჭამს.
ნიკა მკვეთრად აბრუნებს მერსედესს, გზატკეცილზე რბილად ვეშვებით.
ცოტა მიკია კარს გავაღებ და მერე სალამი ასფალტო. ამ სიუაციას სახიტ ვიფორთხო ის ჯობია:ნინა ვნებამორეული შესცქერის ნიკას, მოღუღუნე მტრედები ერთმანეთს თვალებში შესციცინებენ, უკაცრავად და მემგონი ზედმეტი ვარ.
საძულველი მგზავრობა მთავრდება, ნიკა ნინას კარს უღებს, ეს უკანასკნელიც გვერძე მოქცეული ნაჭრით გადმოდის.
ამ შეყვარებულებზე გული მერევა.
ქეიფი დიდი ხნის დაწყებულია, თუმცა ტაიგულის სროლამდე, პატარძლის ფეხსაცმლით სირბილამდე და თავ-პირის ლეწვამდე ბლომად დროა დარჩენილი. სუფრასთან სამ ღვინის ჭიქას ვცლი, შემდეგ საცეკვაო მოედანზე გავდივარ საძიგძიგოდ.
-გამარჯობა ლამაზო, სახელი?-გატიკნული ტიპი მიახლოვდება.
-გადი სანმ სიფათი ჩაგინგრიე!-ხმის ამოღებას არ მაცდის ახალი გვინეის ტომის ბელადი, პაპუასი ნიკიტო, ხელს მხვევს და ცენტრში მიმათრევს, წიტელი განათების ფონზე მუსიკა ჟღერს :pink ft. nate ruses-just give me a reson
-უშენოდაც ვიზამდი რამეს.-ვეჯიჯღინები.
-ერთი ცეკვა, ბოლოს ბანკეტზე გნახე.-მეხვეწება ეშმაკურად.
-შენი მეწყვილე ვიყავი!
სანამ შევტრიალდები მანამდე მიყოლიებს მოძრაობაში, ვიაზრებ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს და დამპლურ ღიმილს ვიკრავ სახეზე.
-სად გამოჩხრიკეს ეს სიმღერა?-ვჩურჩულებ გამწარებული.
-უბრალოდ მიზეზი მომეცი.
ხელი მიშეშდება.
-გვისწავლია ინგლისურად ორი სიტყვა.-დავცინი ნიკას. სიცილითვე მაბზრიალებს და უკანასკნელი ნოტიც უკრავს. მოცეკვავეთა რიგს ვარღვევ, სუფთა ჰაერზე ჰოფნა მჭირდება, არ თუ პროფესორი მეტიჩარას შტერობების მოსმენა.კონსპექტებაჩრილი ვაჭრი მისაღებ ოთახში. სიმართლე, რომ ვთქვა ადრე არ მესმოდა მობუზღუნე სტუდენტების, შემინდოს ღმერთმა! შემოდგომა თვალსა და ხელს შუა გამეპარა, სოფოს ისევ ვატოსთან ერთად მოუნდა ჯლიგინი, ჰოდა ვართ მარტოები,მე ჩემი გადაქსეროქსებული ფურცლები და ყავა. ნეტა ვინ სიკვდილმა მოიგონა ეს უნივერსიტეტი! თავში უნდა ურტყას კაცმა ეს კონსპექტების ორტომეული და მერე ჩემი მომზადებული ჩაცომებული ბისკვიტი აჭამოს, მრავალფეროვნებისთვის ცხელი ტაფის სიფათში ტაკებაც შეიძლება! სანამ წყევლა კრულვით ვსწავლობ ზღვა მასალას, პარალელურად კაი ბაბნიკივით ვილანძღები და იმ მომენტში კარაგდ მესმის სტალინის.
ტელეფონის წკრიალი არღვევს სახლში გამეფებულ სიჩუმეს, თვალებმოჭუტული დავყურებ ეკრანს და მაშინვე ზიმბაბველი ვირი მახსენდება, რა არ გამახსენდებოდა, ლამის ყოველდღე ვხედავ (ვატოსთან ერთად ხშირად მოდის ჩვენთან, სოფოს შევთავაზე არ გინდა სხვა შეყვარებული გიპოვო-მეთქი და ქვაბი გამომიქანა),თანაც ფეისბუქზე ახალი ფოტო დაუდია, როგორც ყოველთვის თმები ძროხის ნალოკივით უდგა აფოფრილ პოზიციაზე, „გოგოებო მიყურეთ, ჩემს გულში ყველას ადგილია“ გამომეტყველება აქვს.
სოფოს ტელეფონით უნდა გავუტეხო თავი, მაგის მოწერილი მესიჯი, რომ არა სულ არ შევეთრეოდი ფეისბუქზე, შესაბამისად ვერც ამ ახალი გვინეის პაპუასს დავინახავდი,მახინჯ პაპუას, ანდა ჯანდაბას ,სულ ოდნავ სიმპატიურ პაპუასს.
თავს ქეციანი ძაღლივით ვიქნევ, ფეხებს კედებში ვჩრი და სოფოკლეს შეკვეთილ პურზე მივდივარ მაღაზიაში.
* * * * * * *
-იცი რა მაგარი იყო?!-უკვე მეთოთხმეტედ იწყებს სოფიკო.-მე და ვატო კაფეში ვიყავით და...
-და შემდეგ გითხრა მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარხარო, მოგართვა ეს თეთრი ვარდები და თუარ მოკეტვ შენ ვენოკად გამოვიყენებ!- გაცეცხლებული სიტყვის დამთავრებას აღარ ვაცდი ისე ვეუბნები უკვე გაზეპირებულ „ვატო მსოფლიოს მერვე საოცრებაა“ ისტორიის შინაარს. მგონი ეს უფრო დავიზუთხე ვიდრე საგამოცდო საკითხები!
-რაიყო გოგო რა ხასიათი გაქვს!-ხითხითით დგება სოფო,-ყავა გინდა?
-საწმლავს ნუ ჩამიყრი !-გავძახი.
სოფო წინ დიდ ფინჯანს მიდგამს, სავრაძელში ენარცხებადა ჩანთიდან თავის ფურცლებს იღებს დამჟავებული სახით. გულში ბოროტი დედაბერივით ვწიკვინებ, რაო დავბრუნდით სამოთხიდან დედამიწაზე?
-ის მაინც აღიარე, ხოა მაგარი ვარდები?-თვალებს ვატრიალებ, ვაიმე ამას სამეცადინო არ აქვს თუ ტრაქტატი გააფორმა „როგორ დავბღმოთ და შევუშალოთ ხელი სალომეს დედააფეთქებული კონსპექტის სწავლაში.“
-სოფოოო!-გამხეცებული ნადირივით ვღრიალებ.-შენ ნიკას ნატესავი ხომ არ ხარ? ნუ შემიჭამე ტვინი ადამიანო, გითხარი ძალიან ლამაზი ვარდებია და ისიც იცი როგორ მიყვარს ვატო, მაგრამ ერთი და იგივე ამბავს ნუ მიყვები ათასჯერ! ამ ჯახნაბას მოვრჩები და შემდეგ გამიბურღე ტვინი!-ვასრულებ მონოლოგსდა გაეროს სხდომაზე მყოფი კეთილი ნების ელჩივით ვიჯგიმები, არა რა გენაცვალე, ჩემნაირი ორატორი პარლამენტში უნდა იჯდეს.
- რა შუაშია აქ ნიკა?-მეკითხება ჩემი ტვინმრუდე და , მოიცა ამხელა ფილოსოფიური მსჯელობიდან მსოფლიოს ტვინმრუდეთა გაერთიანების უფროსის სახელის მეტი ვერაფერი გაიგო? ტყუილად ვიყბედე ამდენი?
-ხშირად მიხსენე, განწყობა ჯრ მთლად არ მომსპობია.
-შენ თვითონ ახსენე.-ზუსტად ისეთი სახე აქვს როგორც ივანიშვილ-სააკასვილს ერთმანეთთან შეხვედრისას, ანუ მზერით მეუბნება ისედაც ვიცი რატომ ჩააკერე შენს სიტყვებში და შენ ნააზრევს ვხვდები მახეში ხარო.
-ჯობდა ისევ ვატოზე გელაპარაკა.-ვდუდრუნებ ტრიუმფის შემდეგ ფიასკოთი მიწაზე დაბრეხვებული.
-სხვატაშორი შენ და ნიკა ერთი პერიოდი რაღაც შეყვარებულებივიტ იყავით.-მახსენებს სოფიკო, შენს გარეშეც ვიცი ეგ ქალბატონო ფილთიკოზა! ჯერ სკლეროზი არ დამწყებია!
-უბრალოდ მეგობრები ვიყავით, თუმცა მაგისმა ფან-კლუბმა ყველაფერი გააზვიადა.-სეტყვასავით ვაყრი, ერთი სული მაქვს თემა შევცვალო, რას ვამბობდი, მშვენიერი ვარდებია .
-ერთმანეთს მყეფარი ძაღლებივით დასდევთ, მასე ფრთებს ვერ გაშლი სალიკუნა.-მმოძღვრავს აინშტაინის გარე ბიძაშვილი.
-მთავარია შენ გაშალე ! ფრთხიალდ თორემ ჩამოგანარცხებ მიწაზე.
საბედნიეროდ მეცადინეობის პროცესს უხმოდ ვაგრძელებ, რასაც ვატოს ზარი მოსდევს,ჭაკი ცხენივით მივჭიხვინებ კარის გასარებად.
-კიდეკაი მოხვედი, შენმა ქალმა დამიბუჟა ტვინის ყოველი უჯრედი,მოსვლის წუთიდან გაუჩერებლივ იყროყინა!-ვახლი გაცისკროვნებულ ვატოს.
-არ მეგონა ყროყინში შენთვის ეჯობნა.-ჰაჰ, იმედია ყური მატყუებს და ამ შავი მერანით მქროლავი , რეგვენი ორფეხა ჯორის ხმა არ გამიგია.
-სალამი სოფი!-წესით თვალიც უნდა მატყუებდეს, კლასის ვარსკვლავბიჭუნა, დიდი გულთამპყრობელი და ჩემთვის უბრალოდ ლენჩი, გლუვტვინა, რაღაც უცნაური სახეობის წარმომადგენელი ინდივიდი სახლში ჯვაროსანი მოლაშქრესავით შემოდის.
-გმადლობთ შემოპატიჟებისათვის!-აუფ, დალეწა იუმორის საკლიტურები.
-სარკაზმმა არ შემიცოდავს ასეთი არაფერიო.
ვატო და სოფო ღიმილით ეკვეტებიან ერთ სავარძელში.
-კარგით რა ხალხო.-უკმაყოფილოდ იბზუებს ცხვირს სოფო.
-დაანებე ამათ ტავი.-ეკრიჭება ვატო. ჰო დრო არ დაკარგოთ საკმარისად არ დაგთხრიათ შავი თვალები ერთურთის ცქერით!
-სოფი დარწმუნებულები ვართ, რომ ნამდვილად შენი დაა?-ხორცებამოსაჯიჯგნი ნიკანორი კვლავ სოფიკოს ეკითხება.
-რავიცი, ჩემზე ერთი წლითაა დიდი.-
-გეტყობა კიდეც, შენ სკოლაში შევლისას ხუთის იყავი, მე შვიდის გავხდი, ჰოდა შემთხვევით მოხვდიტ ჩემს კლასში, ნიკაც უმცროსია ჩემზე , მაგ მიზეზით გაკლიათ განვითარების დონე.-ცინიკურად ვიღრინები.
-გადმოაფრქვია ბრძნული აზრები! თერთმეტი თვე არ შემარჩინო!-ბუზღუნებს ნიკა.
-დალევთ რამეს?-გვაწყვეტინებს ფეხზე წამომდგარი სოფო.
-ვატოს და მე ყავა როგორც ყოველტვის, ამას თუ გინდა დარიშხანი ჩაუმატე,-ბრძნულად მივანიშნებ ნიკაზე.-ისეთი შხამიანია არაფერი მოუვა.
-ეხლა წყნარად ცოტა, რამდენი მოგითმინო!-სერიოზულად მიბღვერს ხეთები ბელადი და ტენოჩტიტლანის (ავტ. შენიშვნა: დღევანდელი მეხიკოს ტერიტორიაზე, აცტეკების განვითარებული ცივილაზია, ქალაქი კოლუმბამდელ ამერიკაში.) მცხოვრები.
-გული არ გამიხეთქო.-ვეჯღანები.
* * * * * * *
-სულ ჩენთან უნა ეგდოს?-ვებურტყუნები სოფიკოს როცა გუშინდელი საღამო და აღა-მახმათ-ხანივით გართხმული ნიკა მახსენდება.
-რა მოხდა? ჰაერს ვერ უნაწილებ თუ ერთი ჭიქა ყავა გენანება?-ჩამსისინებს საპასუხოდ.
-ზუსტადაც!-ჯოკონდასავით ვიჯგიმები.
-არ გეშველება შენ არაფერი.-რენტგენოლოგივით გამოაქვს დასკვანა.
-პროფესორთან ხმას ნუ უწევ!
-მეტიცარასთან?-ხვიხვინებს სოფო.
-პროფესორი მეტიჩარებიც არსებობენ,-ეფბიაის აგენტივით ვეჩურჩულები.
-მაგალითად შენ და ნიკა!-შეთქმულივით ხორხოცებს.
-სოფოკლე, შენც გადაგიბირა ხო? შეეენც სოფიკო?-კეისარის ხმით ვაცხადებ.
-მომქრტამა.
-მაინც რით?
-გოჭის ხორცით,-მეღრუტუნება სოფო,-რითი უნდა მოვექრთამე გოგო.
-თეთრი ვარდებით!-დაუყოვნებლივ ვპასუხობ, ეხლა არ გვინდა ერთგულების ფიცი, ყველამ ვიცით რა გამყიდველიც ხარ!
-საღამოს რესტორანში მივდივართ სავახშმოდ...
-მერამდენედ უნდა გითხრა, სოფო-ვატოს რომანტიკული თავგადასავლები ...
-ოთხნი!-მკაცრად მაწყვეტინებს სოფო.
-ვინ ოთხნი?-ჩემ გაწამებულ ტვინს მიღებული ინფორმაციის გადახარშვა უჭირს.
-მე, ვატო, ნიკა და შენ.-ვიაზრებ თუ როგორ მაქვს თვალები გადმოკარკლული.
-მე რა შუაში ვარ? წამოათრევს ნინასაც მაგ ორმაგ პაემანზე, ჰოდა ვიქნები მურმანის ეკალივით ჩახიდული.-წიკვინისგან თავს ვიკავებ.
-ნინას კარგა ხანია დაშორდა.-ჩემი ტვინის ერთი ჩერჩეტი ნაწილი ჰაერში მალაყს აკეთებს.
-აი დარდი!
-წამო რა!-მთხოვს წიხლამორტყმული ლეკვის თვალებით.
-არა!-ვჭრი მოკლედ.
* * * * * * *
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გადაწყვეტილების მიღება შემეძლო, სამწუხაროდ ცემი „არა“ არმოჩნდა „ჯანდაბას თქვენი თავი წამოვბლაყუნდები“. ღია ცისფერი,ფრიალა კაბა პირველია რაც ხელში მომხვდა, სამაგიეროდ მაკიაჟზე სოფომ იზრუნა. ტყავის ბათინკებს და ტყავისავე ქურთუკს ვირგებ.
-იმედია წესიერი მენიუ იქნება, სხვანაირად თავს წაგაცლი.-ვემუქრები ძვირფას დაიკოს.
სადარბაზოსთან ნაცნობი მერსედესი დგას, რა არი ვატომ მანქანა გააქირავა ? ცემდა გასაკვირად ვატო თავის ტოიოტაზეა აყუდებული.
-დაბრძანდით.-ღიმილით მიღებს მანქანის კარს ნიკა. ეხლა ბებრუხანა კატია არ მიყურებდეს ლოკატორებად გქეული ყურებითა და პროჟექტორის თვალებით ნახავდით რა ისტერიკებს მოვაწყობდი აქ!
-კეტილი მგზავრობა!-ხელს მიქნევს წინა სავარძელზე ხალიფასავით გაბრენძილი სოფო, მოხვალ სენ სახლში!
-აბა გავგრიალდეთ baby?
-სანამ ჩამილეწია ეგ დაღრეცილი კბილები და გამიერთიანებია ეგ გასიებული თავ-ყბა მანამდე მიბრუნდი და დაძარი შენი ჯართი ადგილიდან.-ვებრეხვები „ჯართის“ კომფორტულ, ტყავის სავარძელში.
-რა ეკლიაანი ხარ!
-ვარდი უეკლოდ არ არსებობს!-ვეჯღანები, თან უკვე მაცდურად მეჩვენება ღვედით თავის მოხრჩობის იდეა, სუიციდიც კი უფრო მიმზიდველია ვიდრე ამის მანქანით აქეთ-იქით გრიალი!
* * * * * *
-ინებეთ!-ცისფერთვალება მიმტანი ღიმილით გვიდებს შეკვეთას.
-მადლობა.-უღიმის ნიკაც, არა რა შანსი მქონდა, რატომ არ ჩამოვუღე კბილები?! უკვე მეოთხე გოგოს აბამს, რა უბედურებაა ქალის უნახავია თუ?
-აქვე ვიქნები!-აქვე იქნები კიარა წაეთრიე შვილო თორემ დაგთხარე ეგ ზღვისფერი თვალები!
-ცაზეტქე სალომე, თუ რამეა ჯერ შენ გასინჯე, მნიშვნელოვანი ხალხი ვართ და არ დაგვხოცო.-ქირქილებს ორფეხა ღორი, ის ღორი ცოტა ხანში ოთხზე, რომ ვატარებ.
ჭამის პროცესსი არასოდეს ყოფილა ასეთი საშინელი, ლუკმა ყელში არ გადამდის და ორ ლიტრამდე წყალს ვაყოლებ.
-ვიცეკვოთ?-სთავაზობს ვატო სოფოს, ეს უკანასკნელიც ჩორთით მიჰყვება, მე ამ ფსიქოპატთან მტოვებენ, აი ზრდილობა!
* * * * * * *
-ჩამოსწიე ეგ მენიუ.-მეუბნება ნიკა, ნახევარი საათია რაც ვატო და სოფო ბაღში გავიდნენ სასეირნოდ, ამასობაში თექვსმეტჯერ წავიკითხე მენიუ, უკვე მეშინია გამოცდებზე კერძების ჩამოთვლა არ დავიწყო.
-შენი საქმე არ არის. საერთოდაც ნუ მიჭამ ტვინს.-თვალების ტრიალით მეჩვიდმეტედ ვვიწყებ კითხვას.
-მაშინ ერთხელ მეცეკვე.
-წადი მიმტანს ეცეკვე.-თავაუწევლად ვპასუხობ.
-ძალიან გთხოვ.
-შენთან ცეკვის ერთი მიზეზი მაინც მითხარი? სკოლაში აღარ ვსწავლობთ, ეს არც ბანკეტია და არც კლასის ქეიფი, ჩემთან მეგობრობა არ გინდა, ნაცნობი ხარ მხოლოდ, ამიხსენი რატომ უნდა გეცეკვო?-წარსულის გახსენებაზე ლამის ღრიალი დავიწყო, ვინ მოთვლის რამდენჯერ ვიცხუბეთ სულელი გოგოების გამო, რა შარიანი და თავხედი ვირია, როგორ მეზიზრებოდა ხანდახან! რატომ ჰგონია, რომ ყოველთვის შეუძლია გამოასწოროს შეცდომები?
-ვინ გითხრა შენთან მეგობრობა არ მინდაო?-ბრაზიტ მეუბნება ის.
-ისეთი ჩამოუყალიბებელი ხარ! შენი საქციელი მუდმივად მაბნევს, მე არ მიყვარს გაურკვევლობა!-ვუღრენ, თან მენიუს ჯვაროსანთა დროშასავით ვაფრიალებ.
-თქვენის ნებართვით ერთი წუთით გავალ!-სარკასტულად ვამატებ.
საპირფარეშოდან დაბრუნებულს გზაზე ერთი ტიპი მეღობება, მთვრალს ჰგავს.
-მეცეკვები?-ღიმილით მიცხადებს და წამში ვცნობ, ოთარია, მამაჩემის ძმაკაცის შვილი. ამ თბილისში ყველა გადამთიელი ერტად როგორ შეიყარა?!
-იცი-თვალებს გიჯივიტ ვატრიალებ, თვალში ბართან მდგოომი ნიკა მხვდება,-ნიკას დავპირდი, მაპატიე ხომ ხვდები?-უხერხულად ვუვლი გვერდს, ნიკასტან მივრბივარ, ლამის ძალიათ მივათრევ საცეკვაოდ.
-ოთარისგან გადამარჩინე , ვუთხარი ნიკას დავპირდი-მეთქი.-ენაჩავარდნილი ნიკა მხოლოდ თავს მიქნევს.
Christina Perri - A Thousand Years ჟღერს. მაშინვე ბინდის საგა მახსენდება, რა უცნაურია, მაინც საიდან ამოთხრიან ხოლმე პაპიჩემის დროინდელ სიმღერებს. თუმცა ძალიან მომწონს და ტანს სიამოვნებით ვაყოლებ.
ვცდილობ არ ვიფიქრო ნიკაზე, არც იმაზე, რომ მის სხეულზე ვარ აკრული, ყურებში სისხლის შხუილის, საკუთარ გულისცემისა და ინგლისური სიტყვებს ნაკადი ჩამესმის.
* * * * * * *
არა ღმერთო! ამ შაბათ დღესც აფოფრილ ინდაურს ვგავარ! სავრცხელი ამას ვერ უშველი, სააბაზონოს დასალაშქრად ვემზადები როცა სოფოს წიკვინი მესმის.
-ჩქარაააა, სალომე აქ მოდი!-ახლა რა ხდება? ხელი ხომარ სთხოვეს?
ატლასისხალათმოსხმული , ფლოსტების ტყაპატყუპით გავდივარ დერეფანს, კართან ყვავილებისმაგვარ რაღაცას ვამჩნევ, ალბატ ვატომ გამოუგზავნა, ახლა უნდა ამიკლოს მტელი დღე!
-ეს შენთვისაა!-მიმანიშნებს უხარმახარი კესანეების თაიგულისაკენ, ვშეშდები, ყვავილები ადრეც მიმიღია, მაგრამ თავზე გადავაპუტე მჩუქნელს, ნეტა რომელმაჭკუათხელმა გამოგზავნა?
-იქნებ შენთვისაა?-იმედიანად ვეკითხები, არ მინდა ტვინი უცნობ თაყვანისმცემელზე ფიქრით ვიღრძო.
-კურიერმა შენს სახელზე მოიტანა.-ყველა იმედს მიწურავს სოფიკო.
ცისფერ ყვავილებში თეთრ ფურცელს ვხედავ, კიდევ ერთხელ ვიიმედებ ტავს, რომ ვინაობას დაწერდნენ. ლამაზი, ბეჭდური ასოებიტ წინადადებაა გამოყვანილი: „მაპატიე თუ ხანდახან გეუხეშები, ასეთი ვირი ვარ და რა ვქნა, დაბადების დღეს გილოცავ!“ გაოცებისაგან ვკივი, როგორ დამავიწყდა, დღეს ათი დეკემბერია!ლარნაკში ჩაწყობილ ყვავილებს ცხრაასმეერთედ ვუყურებ და ვფიქრობ რა გავჩნდი ასეთი დებილი საკუთარი დაბადების დღე, რომ დამავიწყდა და ლოგინიდან ათრეულმა ვერც სოფოს საჩუქარი შევამჩნიე.
გარდა ამისა ნიკას გამოგზავნილ კესანეებსაც ვერ გავუბედე გადაყრა, ნუ რა ვქნა ეს სილამაზეები რა ნამუსით ჩამეხეთქებინა სანაგვე ურნაში? არ ვიქნებოდი თითებდასამტვრევი?
-ეს რას მოვესწარი, ვინ იფიქრებდა შენ თუ ვინმეს გამოგზავნილ თაიგულს მიიღებდი, თან ვის ? ნიკოლოზას !- ალბათ აშურბანიფალის ბიბლიოთეკის აღმოჩენისას არ უჭყივლიათ ისე როგორც სოფიკო ძრავს ცასა და მიწას შეძახილებით!
-მოკეტავ თუ მოგაკეტინო?!-უცოდველი კრავის მზერიტ ვემუქრები.
-მოკლედ მეცოდება ყველა ბიჭი შენს ხელში! ნეტავ როგორ გიძლებ მთელი ცხოვრება?!-ნატანჯი გამომეტყველებით მეტლიკინება.-უი მართლა, დედამ და მამამ სად გადაიხდისო?
-რავიცი, სახლში მირჩევია, მეზარება რესტორნები და მთელი ამბები.-ლაქწასმული თითების პარჭყვით ვესაუბრები, თავში ისევ კესანეების თაიგული მიტრიალებს. სიკვდილი და ოხრობა! რით ვერ ამოიგდე თავიდან ეგ მიწიდან დაწიწკნული ყვავილები სალომე?! სხვაგან უნდა დავდგა ლარნაკი თორემ ამიფეთქდა ტვინი.
-როგორც შენ გინდა, მე დღეს ვაცდენ ლექციებს და მოვასწრებ ყველაფერს.-აღფრთოვანებით ჭიკჭიკებს სოფიკო.
-კარგი, მაშინ გნახავ ოცდამეორე საუკუნეში, თუ დავაღწიე ლექტორების ბუტბუტს თავი.-ხუნტრუცით მივრბივარ, ორივე ლოყაზე მაგრად ვკოცნი და გასაღების ჩხარაჩხურით ვტოვებ ბინას.
-შეხვედრამდე გოჭიიი!-მესმის ზურგსუკან.

* * * * * * *
აგერ მერამდენედ ვფიქრობ რა გავჩნდი ასეთი ლენჩი-მეთქი! გამეცდინა რა ლექციაბი, რას მოვრბოდი დაოთხილი? სინანული უკვე გვიანია, მოშხამული გამოვდივარ შენობიდან, სიქა ბოლომდე მაქვს გამძვრალი.
ერთი კარგი რამ მაინც მოხდა, ლექტორებმა ტვინი ისე გამიბურღეს უზარმაზარ, ლარნაკში ვაი-ვაგლახით ჩატენილ თაიგულზე არღარ მიფიქრია, ჰოდა გამინთავისუფლდა დრო და მიდიი! განვაახლე საბჭოს სხდომა მეტად საჭირბოროტო საკითხზე სათაურით:“რატომ გაახსენდა ჯუნგლის კანონის დამწერს ჩვენი დაბადების დღე და გვიძღვნა საჩუქარი ულამაზესი, უსაყვარლესი კესანეების სახით?“ ვაიმე რამ ამაცუნდრუკა ამხელა ცხრამეტი წლის ფილარმონია ქალი? რაიყო ტეოტიჰუაკანის ბელადზე მეტი საფიქრალი არ მაქვს თუ სხვა იმხიარულებს დღევანდელ დღეს?
ბოლომდე მხოლოდ ახლა ვიაზრებ ათი დეკემბერის არსს და უკვე ვგრძნობ მეოცე წელში გადაბღლარძუნების ტკბილ გემოს, მორჩა ახლა თავისუფლად ვიტყვი რა მეჭაჭები ცხრამეტი წელლი განვლიე-მეთქი! ავტობუსში ყურებთან ატანილი პირით ავდივარ, მძღოლი ისე მიყურებს აშკარად არ უჩივის მოღუშული მგზავრების სიმცირეს და უკვირს ნეტა ვინაა ასეთი ბედნიერიო. ტელეფონის გახსნისას ლამისაა საომარი ყიჟინა დავცე, სოციალური ქსელი მილოცვებითაა აფეთქებული, ვცდილობ ყველას შეძლებისდაგვარად თბილად ვუპასუხო. პირადი შეტყობინების ველში ნიკას მოსალოცი მესიჯი მხვდება, წითელი გულებიც გამოუგზავნია, მადლობას ვეუბნები და სწრაფად გადავდივარ სხვა მონაწერებზე, გული საგულეში არაღ ჩერდება , მთელი ზალით მიცემს, ვღელავ შემთხვევით ნეკნები არ გამომინგრიოს. ასეთ მხიარულ განწყობას ცხრამეტი წლის იუბილეს ვაწერ, თორემ სხვა რა გამაცისკროვნებდა ასე ბიძაჩემის სანადირო პროჟექტორივით? უეცრად თავში ერთი გენიალური იდეა მებადება, ფარშევანგივით გავკვი და ავტობუსიდან სინათლის სიჩქარით ჩავდივარ, ტროტუარზე ჩანთისა და თმების ფრიალით მივშრიალებ, გამვლელების ბოსტანში მობიბინე მაღალი ბალახივით ვთქერავ, სილამაზის სალონში აჟტირებული ვაჭრი, სკამზე ქოშინით ვებერტყები, სირბილისაგან სულს ძლივს ვითქვამ.
-ფრჩხილების, მაკიაჟისა და თმის გაკეთება მინდა!-ტყვიამფრქვევივით ვკაკანებ.
სტილისტი თავს უხმოდ მიქნევს, სარკეში ვიყურები,ჩანთიდან საკუთარ ფრჩხილების „ნაბორს“ ვიღებ, სულ არ მინდა ცე ჰეპატიტი და უბედურება, ისედაც არ მაქვს გრძელი სიცოცხლე!
-მინდა კარგად გაასწოროთ, ოღონდ არ დამიწვათ, თვალებზე მუქი ჩრდილები გამოიყენეთ, ტუჩები შედარებით ღია, მოყავისფრო ფერში.-ფაშასავით გავცემ ბრძანებას. საათნახევარში საქმე დასრულებულია, თანხის გადახდის შემდგომ კმაყოფილი ვიცქირები სარკეში, მთლად ანჯელინა ჯოლი, ჯესიკა ალბა, პენელოპა კრუზი და ევა გრინი არ ვარ მაგრამ ჰოლივუდში მისღებად გამოვდგები. თმას უკან ვიწევ და სამ ადგილას დაჩვრეტილ ყურს ვუყურებ, პატარ-პატარა ვერცხლის საყურეებს ვირგებ. გარეთ შებინდებულა, წარღვნის მერე ჭკუა ვისწავლე ამიტომ ტაქსს ვაჩერებ, ვუსმენ ისტორიას საბჭოთა კავშირის საქართველოზე და სანამ ყელში ამოსული რამეს მივახლიდე მანამდე ვაღწევ სახლამდე. კიბეებზე შავი ფეხსაცმლის თქარათქურით მივშლიგინებ. კაპიშონჩამოფხატული შევდივარ ოთახში, გარდერობის კარს ყურთამდე ვაღებ, ტანსაცმელს ქარიშხალი კატრინასავით ვისვრი აქეთ-იქით, საკიდების ლაწალუწით ვყრი გარეთ. ბოლოს მაღალწელიანი(როგორც ჩემი სამოსელის უმრავლესობა), კლასიკური, შავი შარვალი მხვდება თვალში, თავოს მოკლე ზედასთან ერთად. ისევ ჭყივილის სურვილი მიპყრობს.
-გამოდი სალომეე!-როგორც ყოველთვის დედალი ინდაურივით ხმას გამოსცემს სოფოკლე.
-მოვდივარ!-ხავერდის წვეტიანცხვირიან, წვრილქუსლიან ფეხსაცმელს ვიცვამ, ჰაჰ, ძლივს ქალს ვგევარ!
სოფოკლეს სახლში დიდი ამბები დაუტრიალებია, ოთხ კაცზე გაშლილი სუფრა სანთლებით მოურთავს, ტორტიც შეუძენია.
-ვახ! ქალი ხარ კლაპიტონისა!-ბებიაჩემისდროინდელ ფრაზას მაგებებს. კარგი ჩავთვალოთ კომპლიმენტია!
-ვისზე რას ამბობ!-ვეკრიჭები, თვითონ კრემისფერი კაბა შემოუწებებია ტანზე.
-ვატო მოვა,-თვალებგადმოკარკლული მიცხადებს,რათქმაუნდა მოვა აბა ვატოს გარეშე დაბადებიისდღეს გადავიხდი! ვერაა ეს გოგო ჩემი ძმაკაცი თუ არა მაშ კატია მესტუმრება, რად უნდა მაგას ფიქრი და გულის ბნედები?
-კიბატონო მოვა აბა რას იზამს.
-შეიძლება ნიკაც წამოჰყვეს.-ფრთხილად მაპარებს სოფიკო, ეტყობა ჩემგან ისტერიკებს და ჭურჭლის ლეწვას ელოდება.
-მოვიდეს მერე რა მოხდა?-სკამზე ვკალათდები, სოფოს გაოცებულ „მგონი ჩემ დას სხვა ჩაუსახლდა“ სიფათს არ ვიმჩნევ. მოვიდეს რა ის რაინდთა ბატონი, დიდი ამბავი. ეგეც არ იყოს ჩემი აღმოჩენა ბირთვულ ფიზიკაში(იმაში ასი წელი, რომ ვერ გავიგებ დ არც მენდომება). ხო კარგი ცოტათი მიხარია, ცნობიერების შავბენელი კუთხე ამ ამბავს ზეიმობს.
-ჰმმ,-ბურტყუნებს თავისთვის ამჯერად: „იცოდე მაინც გამოგტეხავ, დაგაფქვევინებ ყველაფერს“ სახე აქვს.
მოკლედ რა იციან ბუზის ბეჰემოთად გადაქცევა! თორმეტი წელი ერთად ვსწავლობდით და საშვილიშვილოდ უნდა გადავეკიდო?
სალონში ნავარდის შემდგომ გაპიპინებულ თმას ხელს რიტმულად ვუსვამ, მეორე ხელში ისევ კონსპექტები მიჭირავს. არ მოისვენებს ჩემი ცოდვით გამოცდების გამომგონებელი, გონებაში ჯოჯოხეთის ცეცხლში შეხრუკვას ვუსრვებ იმ დაპალ, აყროლებულ ღამურას. ეგ ბებერი ნაძირალა! სოფიკო ვატოს გაცხარებით ებუზღუნება, მენატრებიო და მსგავს ათას ბანალურობას, სავარაუდოდ ისიც ასე პასუობს. ალბათ ვინც ჩემსავით მარტოსულია ასეთ სიყვარულის გამოვლინებებს ვერ იტანს, ხანდახან წარმოვიდგენ როგორ ვფრინდები მერვე სართულიდან და ვეჟღერტები ასფალტზე, ვასხამ ტვინს, ვილეწავ თავ-პირს და არარ ვუსმენ ამათ შაქრიან ხმებს. ისე ბევრ ფსიქოპატს გავეჯიბრები ლენჩურ აზროვნებაში! რა აზრები მაწუხებს საერთოდ?რომელი თვითმკვლელი მე ვარ ვენიდან სისხლი ვერ ამიღია ბოლობოლო!
ინდურ , თურქულ, ბრაზილიურ და ამერიკულ სერიალებს სიუჟეტად, რომ გამოადგება ერთად და ცალ-ცალკე ის სატელეფონო ზარი და შექსპირისეული გრძნობათა ფრქვევა წყდება.
-ათას ოთხას ორმოცდამერვე სერიის დასასრული, გაგრძელება იქნება თუ სალომემ მხეცურად არ დაკლა მტავარი გმირები სერიალისა „დალენჩებული თეთრი ვარდები“!-ისე ვიჯღანები გეგონება ლიმონი ჩამთხარეს პირში და ცხვირში წიწაკა შემაყარეს. კიდეკაი სოფომ იცი, რომ სინამდვილეში ვეხუმრები და ყველაფერს რადაობად იღებს. ისე მართლა ძალიან საყვარელი წყვილია.
-ატას ოთხას ორმოცდამერვე სერიის დასასრული, გაგრძელება უეჭველად იქნება სერიალისა „გულჩათხრობილი, უშეყვარებულო ბოღმის ტოპრაკის დღიურები!-რიხიანად მიტყაპუნებს თავში ხელს.
-სოფოკლე, არ გინდა თქვენს რომანს ინოვაცია შესძინო? მაგალითად გაყვე ცოლად და მომწყდეთ თავიდა თქვენ და თქვენი გარიჯგვინებული სიყვარული! ასე დამასვენოთ ერთხელ და სამუდამოდ.-აინშტაინი ვერ დამიდგება ისე ვყოფ ენას.
-არა იყოს.-წრიპინით უვლის მაგიდას გარს.
მის ამ ნათქვამზე დაკრუხებული ქათამის ხმით ვიწყებ ხვიხვინს, ორივეს ისტერიკული სიცილი გვიტყდება.
* * * * * *
კარზე ზარია! ღიმილით მივარბენინებ ქუსლიანებით დანალულ ფეხებს, როგორც ათასიდა ცხრაასოთხნიცდაცხრამეთ შემთხვევაში ხდება წინ ვატო მეჭიფხება, ზედ ვახტები და ნეკნების დამტვრევამდე ვეხვევი.
-დბადების დღეს გილოცავ მეტიჩარა!-ეს ეტყობა სოფიკოს დაესესხა
-გილოცავ პროფესორო მეტიჩარა!-რიგით მეორე პროფესორი მეტიჩარა ხელში მიტაცებს, ხმამაღლა გავკივი.
-მოდით, მოეკიდა საჭმელს ობი!-გვიხმობს მშიერი სოფო.
-ჩქარა , დროზე ვწამოთ სანამ სოფო დაგვჭამს.-ახუნტრუცებული მივიწევს სუფრასთან, თვალში ორმეტრია ქუსლიანებზე შემხტარი ლილიპუტი მხვდება, სიძერსკის დედა ნიაკაზეა გადაფსკვინი, მოიცა რა უნდა ჩემ დაბადებისდღეზე ამ არსებას?
-სალი , გაიცანი ლიკა.-უდარდელად მეუბნება ნიკა. ვინ სიკვდილია ეს შპაკლის კედელი ? რას აკეთებს აქ ამიხსნას თორემ ან მე დავემსგავსები მზეზე დახრუკულ ბოლოკს ან ეს დაილურჯებს ორივე თვალს.
-სასიამოვნოა.-იმდენი ჩემ თავს რა ვუთხარი!
-ცემთვისაც.-ყბების ღრანჭა-ღრუნჭით კაკეთებ ღიმილის იმიტაციას.
-ლიკა ჩემი შეყვარებულია, მაპატიე დაუპატიიჟებლად შემოგეჭერით.-მიკონკრეტებს ნიკა.
-რა პრობლემაა.-გამიხმეს ტავი და ენა, არაა ღირსი ეგ ქერა თმა ღერა-ღერა დავაპუტო ლიკაა თუ შმიკა.
ასეთი დაბადებისდღე მსოფლიოს არ ახსოვს, ჩემს ავტობიოგრაფიაში შავი მელნით ჩაიდღაბნება ცხრამეტი წლის საიუბილეო თარიღი.
ლიკას მალევე ურეკავენ და ბოდიშის მოხდით დგება სადღესასწაულო მაგიდიდან.
-გაგაცილო? ტაქსს გაგიჩერებ და სენით გადი რა.- ნიკა თეფშს დიდი ინტერესით უყურებს.
-უკვე გამომიძახეს ტაქსი.-იკრიჭება ლიკა,ხელის ქნევით გვტოვებს. ძალიან კარგი!
-აუ სახლში მოწყენილობაა წავიდეთ რა კლუბში!-ახალი იდეა იპყრობს ვატოს.
-გინდა სალო?-
-მშვენიერი აზრია!-ვეთანხმები თავის ქნევით.
ოთახში პალტოს ასარებად შესული საჩუქრებს ვატვალიერებ, ნიკას პატარა კოლოფი მოუტანი, თითების მოძრაობით იოლად ვხსნი, შიგნით ვერცხლი ზარდახშა დევს, ზარდახშის ტავსახურსაც ვწევ , სიბნელეში პატარა, ვერცხლიმედალიონს ვამჩნევ, ზყრმუხტის თვლებით.
ხელები მიკანკალაებს, რა სიკვდილი მემართება, როდის მერე გავხდი ასეთი გულსვილი, ჩემი ბავშვური სიმპატიები ტავიდან არ უნდა გაღვივდეს, სჯობს არ მახსოვდეს ნიკასტან ერთად სიცილი, გკვეთილზე ცუნდრუკი, რეპეტიტორთან კუნკული და ყველა მოგონებას ვატოც დავუმატო, რომელიც ნიკასთან ერთად ფიგურირებს სასკოლო დღეების კრებულში. ნიკამ დაბადებისდღეზე უცნობი ნაშა მომითრია, გასაკვირია, თუმცა თვალები მეწვება და მლაშე სითხით მევსება. ზარდახშას ელვის სისწრაფიტ ვკეტავ, თვალებს ვახამხამებ და ვერცხლის კოლოფს ბალიშქვეშ ვჩურთავ, ასე ყველასთვის უკეთესია. სარკის წინ ერთხელ ტრიალებ, პალტოში ხელებს ვუყრი, თვალებს სველი ხელსახოციტ ვიწმენდ, რომ ოდნავრა დამეტყოს გამოყვანილი ჩრდილები, ტუცებზე კი პომადას ვიმატებ და სამკაციანი პროცესიისკენ მივკაკუნებ.

ბოლოჯერ ვიკრებ ძალას უაზროდ აღიალებული სოფოს დასამშვიდებლად, მაგრამ რა აზრი აქვს მაინც თავისას მიერეკება.
-ადამინოო!-ვგრვგინავ მაისის ცასავით გამწარებული.-უკვე ჩაიარა ახალმა წელმაც, გამოცდებმაც, დარდმაც და ჭირ-ვარამმაც, ამიხსენი რა გატირებს?
-ვატო.-მოკლე პასუხს მცემს და ისევ ისტერიკაში ვარდება, ვაიმეე, სოფოკლე, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სახლში ჩორთით შემოვარდნის მერე, „ცრემლების სესიის“ შუალედებში, მხოლოდ ვატოს გაიძახის ნაწყვეტ-ნაწყვეტად. რომელი მკითხავი ზოია მე მნახა? საიდან მივხვდე რისთვის გაჰკივის ჩაწყვეტილი ხმით თავისი რომეოს სახელს ? მაგიდაზე დაგროვებულ ტაბახის ფურცლებს აქეთ-იქით ვყრი, ვალერიანის დანახვაზე თვალები მინათდება! მეცადინეობისა დანგრეული ნერვებისთვის მადგება, ჰოდა იქნებ სოფოც დააწყნაროს?! გაღიმებული სახიტ ვჩრი პირში სამ ტაბლეტს და ორ ლიტრამდე წყალსაც ლამის ძაბრით ვასხამ. გულხელდაკრეფილი ველოდები როდის მოსულიერდება, ტან ჩემი მიგნებით უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ, რა გაჩნდი ასეთი გენიოსი სალომე!
კანკალს წყვეტს და ბოროტი თვალებით ვუდგები ცხვირწინ. აი აქ იწყება გასამართლება. დამცხრალ ბრაზს ისევ შეშას ვუკეთებ. ჩემს სახეს გაცეცხლებულ მზერას ავლებს. აი დარდი! ვერ გადარჩები!
-იქნებ წესიერად ამიხსნა!-არანაკლებ გაცეცხლებული ვყრი ცოფებს ყურებდაჭრილი „ავჩალკასავით“.
-რა ვერ გაიგე?!-თვალებს კარკლავს აე თუ გააგრძელა ასათიანში თეთრი ხალათით შრიალი, რომ არ ასცდება ის ქალბატონი.-ვატო ვიღაცასტან მღალატობს!-დიდი ამბავი, რა კრუნჩხვებში ჩავარდა! მოიცა რაო? მომესმა?
-საიდან იცი?-ეჭვით ვწკურავ თვალებს.
-ტელეფონზე ჯერ არ მპასუხობდა, შემდეგ მიპასუხა და წიკვინი მომესმა.-ისეთი სახით აცხადებს თითქოს ჩვენმა ვატიტუნამ, სისხლის სამართლის ყველა ყველა მუხლი ერთად დაარღვია, ან კანიბალია და სოფოკლე შეესწრო თუ როგორ ატყავებდა ვინმეს.
- იქნებ მეგობარია? რატომ ხარ ასეთი პანიკიორი!ხელების შლით ვაცხადებ, ღმერთო ყველა დებილი მე როგორ უნდა გადამეკიდოს, რა დავაშავე ასეთი ?
-შემეშვი!-მკვახედ მიჭრის და თავის ოთახში მიკაკუნებს.
-„აი ალაააჰ“!-ვბურტყუნებ ჩემთვის.
* * * * * * *
-მიპასუხე გამოიდიოტებულო კრეტინო!!!-გამეტებიტ ვეჩხუბები საწყალ მობილურს და ვინ იცის უდანაშაულო, საწყალ ვატოსაც.
-ალო.-გაბზარული ტონით მპასუხობს თავი თიხის ქოთნით, რომ უნდა გაუპოს კაცმა ის ვაჟბატონი.
-რა ჩაიდინე?-კატეგორიულად ვეუბნები.
-სოფომ გშორდებიო.-რაარი რა ტრაგიკულად საუბრობს, უიმეე მგონი იტირებს.
-ეხლა დროზე ჩვენს პარკში დაერჭვე, თორემ ცოცხლად დაგმარხავ, თანაც დაჭედებული კუბოთი.-მომრიგებელი-მოსამართლე სალომე გადაგარჩენთ! ტელეფონს დროულად ვთიშავ. იმედია ვატოს არაფერი გაუფუჭებია თორემ ისეთი ფსიქოპატური იდეები მომდის თავის დროზე კუბრიკს, რომ არ დასიზმრებია.
სარკეში გაფხორილ თმას ვისწორებ. ეჰ,რა დროს ვერ მხედავს ბერტოლუჩი, ტარანტინო, ვუდი ალენი და ჯანდაბას ჰიჩკოკიც! მუზა ვარ სასწაული! აი მოვაგვარებ საქმეებს და მერე შენი ვარ ჰოლივუდო! კლუბში შურისძაიებლად გავრდნილი სოფოს არეულ ნივთებს კუთხეში ვყრი, კარს ჩხაკუნიტ ვკეტავ და ვატოსთან შესახვედრად მივეშურებ.
პარკში მისულ დაფეთებული სინდიოფალას თვალებით მიყურებს ვატუნია-ბატონია. დავშინდიტ არა?! ჰაჰ, რა ვარ ეს ბიჭების რისხვა!
-ბა ძმაო,-მხარზე ტყაპუნით ვუსკუპდები პეხიტ მოცლარტუნებულ ბიწს გვერდით.-აბა მოყევი, რა გოგო, რის გოგო, რა ჭირი გეტაკათ?
-რაა?-უცოდველი სიფათით მომშტერებია ვატო. რა კიარა თუ გგლიჯე მაგ გოგრაში , ვერ გიშველის ვერავინ!
-სოფოკლემ გოგოს ხმა გაიგო.- დამპალი ბრალმდებელივიტ გამომაქვს დასკვნა.
-როდის?-ეს აშკარად არაა დედამიწაზე! ძველი წელთაღრიცხვით , ჩვენს ერამდე შე ჩერჩეტო! უფალო, გადამარჩინე!
- ვაიმე რატო ხარ ლენჩი? დღეს, ყოველდღიური ყბედობისთვის ხომ დაგირეკა? ჰოდა მაშინ!
-გაიგებდა აბა რა იქნებოდა?!-გაკვირვებული იძახის ვატო,-გუსინ ჩემი და, ნიტა ჩამოვიდა ესპანეთიდან, არ გახსოვ დასავენებლად იყო წასული! რა იყო შერლოკ ჰოლმს, სანამ დამგლეჯდი ნორმალურად გეკითხა, რას მეცი ყელის გამოსღადრად?!-ნიშნისმოგებით იშვერს თითს ჩემსკენ , აჰა, ისევ მე გამოვედი დამნაშავე, არ ვუთხარი იმ დებილების პრინცესას, ნუ ხარ პანიკიორი, ჯერ გაიგე რა ხდება, იქნება სამყარო გადაიბუგა-მეთქი!მაგრამ ილაპარაკეე, ვინ გისმენს ჩემო ჭკვიანო თავო?!
-ჯერ ერთი, გაიწე ეგ თითი, თორემ ძირში გადაგიმტვრევ და სათითაო ნერვს გაგიწყვეტავ. მეორეც, მე არაფერ შუაში არ ვარ! წადი და შენს არანორმალურ სეყვარებულს უთხარი , რას არვარრვარა ცრემლები? დამიყენა სახლში მარილიანი ტბა, მეე გამოიპრანწა და გაშპა!-ვიმუქრები.
-სად წავიდა, მითხარი და ნიტასაც ტან წავიყვან, ყველაფერში გავარკვევ.-თვალები უბრწყინდება ვატოს, აჰა დამამხო სამყარო თავზე და უკვე მოგვარდა ყველაფერი?
-სადაც დადიხართ ხოლმეიქაა ახლაც.
-მადლობა სალ!-ორივე ლოყაზე მკოცნის, ნიტას ნომერს კრეფს და პარალელურად გიჯივიტ გარბის.
-ღმერთო, მე თუ არა ამათ მაინც უშველე.-ბუზღუნით მივკაკუნებ სახლში.
* * * * * * *
ცივ ყავას ვწრუპავ, წიგნის თანხლებით მარტო ყოფნა ძალიან სასიამოვნოა.
ამის გაფიქრებისთანავე, ჩემი ტელეფონი წკარუნს იწყებს, აჰა, მგონი წყევლა მადევს! ნომეერს თვალებდაჭყეტილი შევყურებ! არა ტვინო, ცუდი ტვინი ხარ! ნუ მახსენებ ნურაფერს!
-გისმენთ.-„ომახიანად“, გამომდის როგორც: „არ მინდა იფიქრო თითქოს შენმა ზარმა გამაკვირვა და შეძლებისდაგვარად ვტლიკინებ“. ვაი უბედურო სალომე!
-ეჰ სალომეა, სალომეა!-პოეტურად ჟღერს ცნობილი რეგვენის ხმა.
-ნიკოლოზ, საიდან გაგახსენდი?
-ისე უბრალოდ, არ გინდა სასეირნოდ წამოხვიდე?-მეჩვენება თუ მხიარულ ტონს მსუბუქ დაზაბულობას ურევს/ არა სალომე! არ ენდო, დამპალია!
-რა მინდა შენთან, საქმე კი არ გამომელია?!-სარკასტულად ვეკითხები, ჩემი ტვინის ერთი გამოშტერებული ნახევარსფერო მეჩხუბება ერთხელ მაინც არ ეგველოო, მაგრამ მეორე, ფილოსოფოსი ნახევარსფერო არ უჯერებს.
-არა და ნუ.-ტელეფონშიც კი ვგრძნობ ბუზღუნნარევ ტონს.
-საერთოდ რა ჯანდაბა გინდა?-ვაგრძელებ კაგებეს აგენტივით დაკითხვას, თუმცა ჩემი კითხვა ორაზროვანია და წარსულსაც ეხება გარკვეუწილად.
-არ ვიცი.-ჩვეულებისამებრ მპასუხობს. მგონი ამ სიტყვასაც აქვს ქვეტექსტი.
-ნახვამდის, სიკვდილის პირას თუ იქნები დამირეკე.-მკვახედ ვახლი.
-შენ გადამარჩენ?-ხითხითებს.
-არა, ვენოკის ფერებს ავარჩევ და კუბოსაც მე გიყიდი, „დაჟე“ მკვლელს საჩუქარს გავუგზავნი მადლიერების ნიშნად.-ვიჯრანები, ოჰ ჭკუისკოლოფო! ემანდ მაშინვე არ დაიგინახოს!
-მწარევ.
ვტიშავ.
ჯანდაბა! რატომ აღიდგენს მეხსიერება იმ თორმეტწლიან დეტალებს, რისი გახსენებაც არ მინდა? მე მეგონა ყველაფერი ტვინის კუნჭულში შევჩურთე!
არა! უნდა ვცადო, რას ვკარგავ, არრარ გავიმეორებ წარსულ შეცდომებს, დროა ჭკუა ვისწავლო!
ზარს ვუშვებ.
-შენ ხარ?-ისეტი გაკვირვებულია ჟირაფს, რომ დაერეკა ალბატ ის უფრო ნაკლებად გააოცებდა.
-15 წუთში აქ გაჩნდი.
-როგორ ხარ?-მანქანაში კვიცივით შემხტარს, ნიკას ყურებამდე გაწელილი პირი მაგებებს სიტყვებს.
-შენ, რომ დაგინახე რაღა მიჭირს.-ღვედს ვეჯაჯგურები, თუმცა ამ მანქანაში ყველაფერი პატრონივითაა, ჩემი სიცოცხლის გამწარებაზე ორიენტირებული!
-რა დაბდურა ხარ!-მეუბნება ნიკა, მერე ჩემკენ იწევს და ჩემი ბედივით აბურდულ ღვედს თავის ადგილას ამაგრებს.
-იკაცე თუ რაქენი ეხლა?
-ვიჯენტლმენე.-საბურავების წუილით ძრავს მანქანას. გენაცვალე, თუ ჯენტლმენობ ბოლომდე ინჯენტლმენე, სიჩქარისაგან გული წინდბში თუ არ ჩამივარდა რაა მამული?!
-რა გინდოდა?-მკვახედ ვეკითხები, თან ელექტრო პროპელერივით ვტრიალებ ადგილზე.
-სეირნობა.-მოკლედ მიჭრის. ჰოი სიბრძნის ღმერთო! მაგას ჩემითაც მივხვდი ორფეხა ჯორო და ღორო!
-ნამეტანი მივსეირნობთ.-ვსისინებ ხმადაბლა.
-რაო პატარა, გეშინია სიჩქარის?-იქედნურად შემომცინის.
-თუ რამეს შევასკდებით ჯანდაბას, ოღონდ შენ დალიე სული ადგილზე.
-თან გაგიყოლებ!-ჩვენი დამრიგებელივით მიქნევს თითს.
-არაუშავს, შენი მოშირებით მსოფლიოს გადავარჩენ, დაე შევეწირო ამ დიდ სიკეთეს, გმირად შემრაცხავენ!-ვტიკტიკებ გაქაფული.
-კარგი კარგი, ენა არ იღძო.
-ჩემზე ნუ ღელავ!-ენას ვუყოფ.
-ჰოო, შენზე დარდით ვერ ვიძინებ!-ისევ დებილივით ატრიალებს თავის კდემამოსილ თითს. გაწიოს თორე გადავუმტვრევ.
-ეგ რა მითხარი, ახლა მეც აღარ დამეძინება.-გულზე ვიდებ ხელს.
-ცოტა დასერიოზულდი.-ცაო ვეშაპი გვთქვიფე თავში! ეს ცანცაარა მელაპარაკება სერიოზულობაზე?
-სიცხე ხომ არ გაქვს შვილო?-შუბლზე ვადებ ხელს. ჰო, მგონი ჯობდა ეს არ გამეკეტებინა, თბილ კანზე მიტყეპებული ცემი ხელი ოკუპირებულივით შეშდება. სანამ დებილივით მივშტერებივარ სახეში, მანამ ნიკასაც ეტყობა მრელვარება, დიდი იმედი მაქვს ის უცაბედი, საწერკალმის გადასაწოდებლად, ფურცლების საფრიალოდ და მსგავსი სასკოლო შეხებების ნაცვლად ეკონომიკური მდგომარეობა ახსენდება!
-აშკარად.-გამომაქვს დასკვანა და ხელს გველნაკბენივით სწაფად ვაშორებ, გაყინული წამზომი ისევ ირთვება.
-სად მომათრიე?-გაოცებისგან თვალებგაფართოებული შევყურებ მაღალ შენობას.
-მაღაზიაში მოგიყვანე სალომე.-კაი გაჩე, მაგას მეც მივხვდი! თვალები ჯერ-ჯერობით ფუნქციონალურ მდგომარეობაში მაქვს და საწაულებრივად დავინახე!
-კაკები უნდა მიყიდო?!-დაცინვით კი ვეკითხები, მაგრამ ზომას, ვიტრინებსა და ვიტრინებში გამოდგმულ მანეკენებს თუ გავითვალიწინებთ აშკარად არაა კაკებისთვის განკუთვნილი ვიზიტი.
-ჯერ კაბას გიყიდი და მერეიყოს კაკები.-ამის არჩეული კაბა რა უნდა იყოს. ჰააჰ, მოიცა, მოიცა, რა სიკვდილი დაახეთქა ახლა?
-ვერ გავიგე?-თითებს ვპარჭყავ.-რაში მჭირდება კაბა?
-მოტკეცილი სპორტულებით ბიჭთან შესახვედრად ვინ მიდის? უცნაურო უცნაურთა შორის.-უკაცრავად?! ბოდიში მოიხადე დეგრადირებულო დებილო!
-შენთან შესახვედრად ვინც გამოიპრანჭოს ის იყოს არანორმალური! -ვყვრი შეძლებისდაგვარად ხმამაღლა.
-კაი, მაგრამ ჩემ ნათესავებთან შესახვედრად გამოპრანჭვა მოგიწევს.-ჰაა! ნიკას შემთხვევით თავი ხომ არა აქვს რამეზე მირტყმული?
-რა მინდა შენ ნათესავებთან?
-ჩემი შეყვარებული უნდა იყო ცოტა ხნით, დიდი პატივი გხვდა წილად!-ამაყად მიცხადებს სიფათში ტაფანარტყამი ვაჟბატონი. წეღან, რომ ვინატრე ვეშაპი მთქვიფონ თქო მგონი ასრულდა, ყოველშემთხვევაში ჩემი ვარაუდით, ამ მოვლენისას ზუსტად ასეთი, ყბაჩამოვარდნილი ვიქნებოდი როგორც ახლა.
-თვალი მიფრიალებს, სულ მაგაზე ვფიქრობდი!-ხელბს ბიჭიკოს მექანიკურივით ვიქნევ, ვიმედოვნებ „შემთხვევით“ ჩემს მტევნებს მაგის ყბას გავაცნობ.
-რა გიშავდება?-ვაიმეე, ნუ პრუწავ ტუჩებს თორე სხვა სურვილები მიჩნდება, დაიცა რას ვამბობ, სხვა სურვილებში ტუჩების ამოწვა ვიგულისხმე. ჰო სულ არ ვიტყუები!
-რა მიშავდება? მოდი აგიხსნი: თუნდაც ერთი წამით იმის გააზრება, რომ შენი შეყვარებული ვიქნები, მორალურად, ფსიქიკურად და ფიზიკურად მანადგურებს.-ბრაზმორეული რეებს ვსისინებ აზრზე არ ვარ.
-ეს ხომ არ იქნება ნამდვილი?-თვითონაც ხელების ქნევას იწყებს.
მეც სწორედ მანდ ვარ!
-რა მნიშვნელობა აქვს, არ მინდა!-ვიბუსხები.
ცოტა ხანში ვამჩნევ, რომ ჩემი გეგმა ჩაიფუშა. როგორც ჩანს, მთლად მყარი არგუმენტებიც ვერ ამოვჩიჩქნე, თორემ არ ვიდგებოდი მაღაზიაში, საკიდებთან და ყველა კაბას არ დავიწუნებდი!
-იქნებ ეს?-იმედიანად მიჩვენებს ღია, კრემისფერი კაბისკენ. კი აბა! ამას ჩავიცვამ და ბარემ ეკლესიში გამოგყვები! იდიოტო!
-გაწიე!-ქეციანი ძაღლივით ვიქნევ იმ უტვინო ტვინიტ გამოვსებულ გოგრას, ამას, რომ დასთანხმდა თავისი პათოლოგიური იდეების განსახორციელებლად. ღმერთო რატომ არ ჩამამიწე და ჩამკალი!
-კარგი რა სალო!-სალოც გავხდი უკვე! დეგრადირებული დებილი!- მეთოთხმეტე კაბაა, რომელიც საზიზღრობად შერაცხე.-დედაა, ეს რა ტრაგედია მომხდარა.
-კარგია, რომ ტვინი გეყო და მიხვდი რას წარმოადგენდა თოთხმეტი ნანინანატრი კაბა!
-მაშინ თვალები დაჯექი მანქანაში და მეც მალე მოვალ!
-და კაბას შენ მიყიდი?
-გააკეთე რასაც გეუბნები, ჩემ ნათესავებს უნდა მოეწონო!-თუ შემოგკარი ლაპარაკისგან გაქცეულ ყბას უფრო გაგიგცევ! მომინდომა ფარონობა! ვერ მოგართვი, ბრძანებებს მე გავცემ!
-არავითარ შემთხვევაში ნიკოლოზ!
-არმოგწონება და ნუ ჩაიცმევ!-ამან დებატებში როგორ უნდა მომიგოს? ძალიან კარგი, ოქროსიც, რომ იყოს მაინც სპორტულები მეცმევა.
მანქანის სალონში ლოდინის შემდგომ,ტუტანჰამონის გარე ბიძაშვილი საზეიმო გამომეტყველებით, აფოფრილი ქოჩრითა და ცელოფნით ხელდამშვენებული ბრუნდება.
-სად უნდა ჩავიცვა?-შეტევაზე გადავდივარ.
-სახლში აგიყვან, მოწესრიგდი და იქ გაისინჯე.-მიკაკლავს გახარებული.
-პირობა პირობაა, არ მომეწონება და სპორტულებით მოვდივარ!-ფილოსოფიურად ვეტიკტიკები და ცელოფან ს კიბეზე მივათრევ. სახლის კარი ს შეგლეჯა და სოფოკლეს დანახვა ერთია. გონებაში მადლობას ვწირავ ნიკას, სანათესაო ვიზიტთ, ვატოს არაჩვეულებრივობაზე ერთღამიანი სეანსის მოსმენისაგან მიხსნის. ზემოთხსენებულ სენსზე კი სოფიკოს დაფჩენილი პირი მეტყველებს.
-არ მცალია!-წინასწა ვაგებებ და ცელოფანს მხეცურად ვხევ. განა მაინტერესბს? უბრალოდ გაუხსნელი თუ იქნება ხომ აუცილებლად მკითხავს არ გინახავს და საიდან მიხვდი, რომ არ მოგეწონაო.
-რატომ?-მეკითხება სოფო. გლეჯვის პროცესსი მოკლედ ვუყვები მიზეზს. ჯობდა ენა ჩამვარდნოდა! შტერი ხარ სალომე, შტერიი!
-რაა?-აღფრთოვანებული წივის ჩემი და.
-ნუ მირტყავ კრუგებს, დამტვერილი ნაძვის ხე კარადაშია შეჩურთული, მე სალომე ვარ.-როგორც იქნა მსუბუქი ნაჭერი ხვდება თითებს. რეკორდული სიჩქარით ვაძრობ და კვლავ “თავშივეშაპიმთქვიფეს“ ეფექტს განვიცდი. ღია ოქროსფერი, მუხლებამდე დაშვებული კაბა ისეთი ლამაზია სიტყვის უკან წაღება მომიწევს. სანამ აჟიტირებული ვიკეთებს უმსუბუქეს მაკიაჟს და თმებსაც ღერა-ღერა ვიპუტავ, ვიღას ახსოვს სპორტულებით წაფრატუნების გეგმა.
ფეზე დაბალძირიან ფეხსაცმელ ვიცვამ, სოფიკოს ყიჟინს უკან ვიტოვებ, დაოთხილი გავრბივარ და მანქანაში ავაზასავით ოსტატურად ვხტები.
-ძალიან გიხდება.-ძლივს ამაისგან რაღაც კომპლიმენტისმაგვარი მოვისმინე.-შენ თმას ეხამება.-მანიშნებს ამჟამად ოქროსფერში გარდამავალი, კარამელისფერად შეღებილი თავისკენ.
-ჰო კკარგად მოგიფიქრებია.-დაბნეული სარკასტული რეპლიკის ნაცვლად, ჩიფჩიფით ვბუტბუტებ.
-მომენატრა შენი წაბლისფერი თმები, იმედია ოდესმე ისევ ბუნებრივ ტონს დაიბრუნებ.-სევდანარევი ხმით მეუბნება. დღეს ძალიან დაშტერების დღე მაქვს.
-არ მეგონა შენ თუ რამე გენატრებოდა, მითუმეტეს ჩემი.-შეიძლება ცინიკურად ჟღერს, თუმცა ნამდვილად გულწრფელად ვამბობ.
-მე ბევრი რამ მენატრბა, წარსული დროიდან, მათ შორის შენი თმებიც. -მელანქოლიურ ნოტაზე საუბრობს.-ჰოო, ძალიან ბევრი.
დამუნჯებული, ქუთუთოებს ძლიერად ვაჭერ ერთმანეთს, საზურგეს ვეყრდნობი და თავს უფლებას ვაძლევ ყველაფერი დეტალურად გავიხსენო, ის რაც მალე ისედაც ამოხეთქავს. გონებაში კინოფილმივით გადის კადრები:მოზუზუნე კლასში შემთხვევით სემჩნეული მომზირალი თვალები, უცნაური, თითქოსდა შეუფერებელი სიტყვები, ერთად სირბილი, სიცილი, მუდმივად ბიჭების „სასტავში“ მყოფი მე, რომელასაც ბიჭად თვლიდნენ და განსაკუთრებულად ემეგობრებოდნენ. ეჭვქვეშ ცხოვრება, მაშინ ვთვლიდი, რომ ნიკოლოზს მე ვუყვარდი, მაგრამ ამაში დარწმუნებული არასოდეს ვყოფილვარ, ეს მისი სხვებისადმი დამოკიდებულების, ჩემდამი ძირითადი უემოციობის და კიდევ ათასი მიზეზის გამო ხდებოდა.
ბოლოს, დავასკვენი, რომ თავს ვიტყუებდი და ნიკოლოზის „სიყვარული’ ჩემი ილუზია იყო, შესაბამისად , ყველაფერი უპრობლემოდ განვაგრძე და მხოლოდ იშვიათადღა თუ ვფიქრობდი ამაზე.
მე იოლად გავუმკლავდი, საერთოდ აღარ მაწუხებდა ნიკას საქციელი, პირიქით, მე თვითონაც დავცინოდი.
ახლა კი ისე ჩანს, თითქოს ყველაფერი თავიდან იწყება, მე კი არ შემიძლია იმ ბრაზის, ტკივილის ნერვები-წყვეტის და დაღმეჭილი სიცილის ჩახშობა, დავიწყება, დაკიდება და სუფთა ფურცლიდან დაწყება.
ჯერ კიდევ დაბადების დღეზე მივიღე ეს გადაწყევტილება, მორჩა განხილვას არ ექვემდებარება, იმიტომ, რომ მე ასე მინდა, ნიკოლოზის გარეშე ყოფნა მინდა, მისი გამწარება მინდა.
მინდა და შევასრულებ კიდეც!
* * * * * * *
ნიკოლოზის სახლში ოცდაატი, ან ცოტა მეტი ადამიანი დამხვდა, დაწყებული ნიკას ორი მეტიჩარა, ფუქსავატი დით და საყვარელი, ძმით, დამთავრებული უამრავი ბიძაშვილით.
სუფრასტან ძლივძლიობიტ ვაღწევ, ლოყებს გადაკოცნისაგან ვეღარ ვგრძნობ, ნიკოლოზო გაწამებული სახით მისკუპდება გვერდით.
დანა-ჩანგლის წკარუნში, ჟრიამულსა და კითხვები კორიანტელში ერთი ფაშფაშა ქალი იწყებს საუბარს. ამას ჯობდა ანკეტა შემევსო და შუბლზე მიმეკრა, სახელი, გვარი, ასაკი, სიმაღლე, ფეხის ზომა, პარამეტრები, თმის სიგრძე, გენეალოგია და განათლება სიალეის დაკითხვაზე მყოფივით ჩამომაჭიკჭიკებინეს.
-შენ მგონი ის გოგო ხარ, ნიკოლოზის კლასელი.-ლუკმის ყლაპვით ტლიკინებს ფაშფაშა.
-ჰო ერთმანეთი სკოლაში სეგვიყვარდა.-მეატასედ ვცრი ტყუილს კბილებს შორის და პოტენციურ საქმრეს იდაყვზე მწარედ ვჩქმენტავ.
-ჰო მახსოვს მახსოსვ,-იმდენი შენ რა გითხარი, ესეიგი ეს წლები სიყვარულის შესანიღბად იგველა? კი აბა უეჭველი. ღიმილისმაგვარ მიმიკას ვიღებ და თეფშისკენ ვიხრები.-ხშირად გვიყვებოდა ერთ გოგოზე რომელიც უყვარდა , კიდევ კარგი დაადგა საშველი და გიტხრა.
მე და ნიკოლოზს წკარუნით გვიცვივა ხელიდან ჩანგლები, ჩემი ტვინი ინფორმაციის გადახარშვას ცდილობს და ფიზიკურად არ შემიძლია ხელში ჩანგალი მეკავოს, ხოლო გვერდით მომჯდარი პიროვნებსათვის კარგად დაფარული საიდუმლოს გაცემით გამოწვეული ელდის ნიადაგზე ებერტყება მისი რკინა იატაკს.
* * * * * * *
-იცი-წამოწყებას ცდილობს ნიკა თუმცა არ ვაცდი.
-არაარის ახნა საჭირო, ისედაც ვიცი იმ ქალმა ტყუილი თქვა.-არა ვაცდი ლაპარაკს, იმედი გაჩენამდე უნდა ჩვაკლა!
-სიმართლე ტქვა.-ათრთოლებული ტემბრი, დაბნეული თვალები, გულწრფელი ხმა და საცოდავი გამოხედვა, რომ არა არაფრით დავიჯერებდი.
ეს კიდევ უფრო უარესია, ვუყვარდი და ამიტომ მაწვალებდა, მაბრაზებდა ნერვებს, მიშლიდა! მაზოხისტი, სადისტი და დეგრადირებული დებილი.
შურისძიება ტკბილია.
-სამწუხაროა, ნიკოლოზ, მაგრამ შენი ტყუილების არ მჯერა.-მანქანიდან გიჟივიტ გადამხტარი ავრბივარ კიბეეებზე. სოფოს არ სძინავს, ქაქანის ვუქმობ.
-მოდი რაღაც უნდა მოგიყვე.
-ჰოო,-ბრძნულად ხვნეშის სოფიკო და რიგით სამოცდამეერთე სხდომას გახსნილად ვაცხადებ. მორჩა! რაღა გაუძლებს კიდევ ერთ ლექციას?!
-გაფრთხილებ! მოკეტე და ხმა არ გაიღო!-ხმამაღლა ვკივი.
-დააყრუე მეზობლები.-მებუძღუნება.
-ჟენია, ლამარა, ნადია და რუსიკო ყრუები არიან ისედაც.-ნიშნისმოგებით ვუჭრი.
-მე მაინც ვთვლი, რომ უნდა დაელაპარაკო.-თავს მიქიცინებს.
-რისთვის? თითიდან გამოწოვილი ტყუილები მაკლია?
-ჩემი აზრით არ გატყუებს.-ფრჩხილზე ლაქს ღრმააზროვნად ისვამს სოფოკლე.-უბრალოდ იმდენჯერ მოგატყუა, რომ მისი სიმართლე უკვე ყალბად ჟღერს.
ყოჩაღ შენ! მე სხვა რამეს ვამბობ?!
-არაა, პირველი კლასიდან მე მიყვარდა ელე მაგას კი არა.
-პირველ კლასში ნოდარი მიყვარდა დიდი ამბავი ახლა!-ოჰ. იპოვა გამოსავალი!
-შენ ვის მხარეს ხარ ერთი!-დიდი პოლიტიკოსვით ვიქნევ ხელს.
-მე იმ სამართალს ვემხრობი რომელსაც სიყვარული მოითხოვს.
-ვაიმეე, შეუშვი მაგ რეგვენ თავში სოფოკლე, რომ მატყუარაა! მ ა ტ ყ უ ა რ ა!-თვალებგადმოკარკლული ვყიყინებ.
-რეგვენი თავი ზედ მხრებზე გადგას.-მინიატურულ ტუჩს იბზუებს სოფო. მოდი ეხლა და ელაპარაკე ამას რამე ?! ღმერთო, გაძლება მომეცი, ან საგზური მალდივის კუნძულებზე!
-მთელი ცხოვრება ზიმბაბველ ვირზე უნდა მელაპარაკო? -დრამატულად ვწევ წარბს.-უკვე მენატრება ვატუნია-ბატონიაზე ჩატარებული სიყვარულის ფრქვევები.
-ვატოს ვეღარ ვნახულობ.-მიდი აბა დაიძვრინე თავი! ოჰ, შენ ვინ ხარ სოფიოო!
-ზაფხულია, ნახე ვინ გიშლის ხელს?! -მაოცებს ეს გოგო.
-ვინ და შენ!- საფირმო „ყველაფერი შენი ბრალია“ გამოხედვას მაგებებს.
-მე რა შუაში ვარ?!-ვიცხადებ.-რარაც არ მახსოვს შენთვის მეთქვა ვატოს თუ ნახავ მოგკლავ-მეთქი, დავიჯერო გითხარი?
-ვატო და ნიკა სულ ერთად არიან, შენ ნიკას არც ზარებზე პასუხობ, არც მესიჯებზე და აქ მოსვლაზე ხომ საერთოდ გადაირევი. ისედაც გადარეული ხარ, მე კიდევ სულ არ მინდა აქედან ნიკას ცხედარი გაიტანონ, ან თვითონვე გავიტანო და შენი დანაშაულის დასაფარად, შენივე მუქარის ქვეშ, დავმარხო საცოდავი რომელიმე ბნელ თხრილში.-ემოციურ ნოტაზე ასრულებს. ვაა, ხედავ შენ, გიჟიც გამომიყვანა უკვე?!
-თუ არ მოკეტავ ,ისტერიკის საფუძველზე, ნერვულ აფექტში, ერთადერთ მკვლელობას ჩავიდენ და ის ერთი საცოდავი ცხედარიც სოფოკლე იქნება.-აქ დაესვა კამათს წერტილი.
* * * * * * * *
ლეპტოპში ვოიქექები და ვცდილობ რამე ნორმალური ვიპოვო. შენც არ მომიკვდე, ემანდ არ გადავაწყდე მსოფლიოს მერვე საოცრებას. უკვე გადაღეჭილი სიმღერების ზოლში ერთ-ერთს ვარჩევ და ვრთავ. ტელეფონის წკრიალი კიდევ ერთი არასასურველი მესიჯის მოსვლას მაუწყებს. თვალებს გადარეულივით ვატრიალებ. ჰოო, სალომე, ამატ ხელში ერთხელაც მოგიწევს ფსიქიატრიულში გაღვიძება, ლამაზი ქათქათა პერანგით.
მობილურის ეკრანიდან მესიჯის ფაილის მოცილებას ვაპირებ, მაგრამ თითები თავისით ხსნიან შეტყობინებას.
„გთხოოოოოვ, მიპასუხე, ან საერთოდაც შემხვდი და დამელაპარაკე. არ მესმის რა წიკები გჭირს, რა პრობლემაა უბრალოდ, რომ დაგინახო და ორი სიტყვა გითხრა? ბავშვივით იქცევი.“
ამას ხო არ უნდა თავში რამე ვრეკო? მე მჭირს წიკები? ერთს სიტყვას, რომ არ მარჩენდა და სულ მეწუწუნებოდა იმიტომაა ახლა წიხლამორტყმული ლეკვივით. შენი ჭირიმე რას მებაბნიკები რა?! ამდენი წელი ელეს მეტი არავინ ახსოვდა და რანაირად ვუყვარდი ამიხსნას ვინმემ?
ეკრანი ისევ ციმციმითა და წკარუნით ნათდება.
„შენს სახლთან ვარ, ჩამო თორემ ჩამოგიყვან.“
ამას მართლა უნდა ვხეთქო ყველაზე დიდი ქვაბი. იქნებ ძლიერმა დარტყმამ ტვინის უჯრედები გაუხსნას და სისხლის მიმოქცევა გაუუმჯობესოს?
აჰაა კიდე. რაო წავიდა ესემესებიი?!
„სალომეეეე“
მორჩა, ქვაბს ვიღებ.
„სალომე-მეთქი“
ქვაბი ვერ ვიპოვე. არაუშავს ტაფაც გამოდგება.
„მორჩა, მოვდივარ, გააღე კარები, თორემ შემოვლეწავ.“
შვილო? ეხლა ეს ნორმალურია, რას კაიბჭობს თუძმაა რა?! კარზე მსუბუქი კაკუნი მესმის, წამში ბრახუნით იცვლება.
„გააღე მეთქი გოგო!“
შენი გოგო ტყეში დარბის შე საცოდავო, ზიმბაბველო ვირო, პირუტყვთა ბელადო, თმაგაფშეკილო ცოცხო!
-რა ხმაა?-ოთახიდან დარეტიანებული კალიასავით მოფლარტუნებს სოფო.
-ერთი კრტეტინი გვესტუმრა, არ გავუღოთ წავა.-მშვიდად ვლაპარაკობ და სავარძელში ვენარცხები, მანამდე სოფიკო ელვის სისწრაფით კითხულობს მესიჯებს.
-შემმოამთვრევს!-დარწმუნებიტ მეუბნება სოფო, თუმცა შეშფოთებულ სახეზე თვალები წამპლურად უციმციმებენ. იცოდე არ გაივლო თავში!
-ვერ შემოამტვრევს! დაეგდე, ან ყავა მომიდუღე.-გავცემ ბრძანებებს.
-ნწუ.-წამპლური ნაპერწკალი ღვიდება, სოფიკო ვიდეოს ღილაკს აჭერს ხელს და დერეფანში ჭაკი ცხენივით დაოთხილი გარბის. არა ტვინო! არა სოფიკო! არააააა!

-არ გაბედო!-ვუწივი ბოლო ხმაზე, ამასობაში შტერმა ინდივიდმა უკვე ჩამოიღო კარი, მეორე შტერი ინდივიდი კი საკეტს ატრიალებს. ჰოლში წიკვინით გავრბივარ, ჯერ ტორშერს ვედები, მერე პატარა მაგიდას, ბოლოს მწვანე ფლოსტები მისრიალებს და შენელებული კაფრივით ცხადად მიდგება თვალწინ თუ როგორ ვებრეხვები იატაკზე.
-ვაიიიი.-ჰალკის ხმაზე ვხავი.
კარი ყურთამდე იღება.
-სახლშია?-სერიოზული ხმით კითხულობს ნიკა. თმები აუპრიხავს, სუნამოს სუნს აქაც ვგრძნობ და ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს, არადა შანსი არაა, საძინებლამდე ვერ მივასწრებ. აქანე დამთავრდა ჩემი სიცოცხლეი! ახლობელი, რომ ამას გაგიკეთებს, რა თაობა მოვიდა, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ფუიი?!
სოფოკლე ტელეფონს ღიმილით მიშვერს, სამაგიეროდ ნიკა მოემართება კაი „გრუზინული“ გამოხედვით.
-არ შემეხო, ვიკივლევ!-ოჰ, გული არ გავუხეთქო!
-რამდენიც გინდა, იმდენი იკივლე!-ამაყად მახლის და ცემი ჩამსხვრეული ხერხემლიანად მიღებს იატაკიდან. ზურგზე მოგდების შუალედებში საცოდავად ვკნავი.ჩემი კატა მახსენდება, აქსესუარივით ყველგან დავათრევდი უბედურს, აი ათი წლის შემდეგ, საბოლოდდ მაინც ცოდვებისთვის მომეკითხა!
-იდიოტოო. დამსვი ძირს დამსვი თორემ თავში გხეთქავ!
-წყნარად!-ხელს მიტყაპუნებს ნიკა. ამას დღეობის დოლში ვეშლები თუ გავწელო პაჩიკოს გარმონივით?!
-დამსვი რა დამსვი, რომ გეუბნები!-ხელებს ზურგზე გამეტებით ვუბრახუნებ, რა იყო ჯავშან ჟილეტი ჩაიცვა?!
-სალომე! არ გამაბრაზო.-უხ შე კუდიანო დედაბერო შენა!
-ჯერ ჩამოვიდე, მერე ნახე შენ გაბრაზება!-ვიმუქრები.
-ჯერ ცამოდი და მერე იყოს კაი?!- ბუზებიანი ხორცის გამსაღებელს შეშურდება ისე იღრიჭება პირუტყვი.
-ძროხას გავხარ!-ენას ვუყოფ.-კამეჩო!!
-ნუ იყეფები, მეტკინა ყურები!-სიცოცხლეს გაგიმწარებ! ყეფა ეხლა ნახე!
კიბეზე რახუნუნით ჩარბენისას, მუცელში არსებული ყველა ორგანო შემენჯღრა. მანქანაში უბოდიშოდ ჩატენვისას უკანასკნელი გაბრძოლების ჯერი დგება თუმცა ჯერჯერობით რევანში რეგვენის პრეროგატივაა. ჰო ზევსო, ეს რა დღე გამითენე?!მადლობა აფროდიტესა და აპოლონს წყალობისათვის, მაგრამ არ მინდა გენაცვალე!
საბურავების წულილით ვწყდებით ადგილს, მამა ჩვენო დამავიწყდა, ამ დეგენერატს ლოცვის გარეშე მანქანაში თუ ჩავუჯექი მტრისას!
-სად მივდივართ დებილო?-ცალ ფლოსტს იმედიანად დავყურებ, მეორე სადღაც კიბისა და სადარბაზოს მონაკვეთში გამძვრა. სულ ტყუილად მაქ რამის იმედი, დიდი დიდი სიფათში ჩავარტყა, სამწუხაროდ რბილი და ფუმფულაა!
-სადაც წესიერად დაგელაპარაკები.
-ვაა მიტაცებ? გავიხსენოთ ოთხმოცდააათიანები?-ცინიკურად ვკაკანებ.
-რაზე ოცნებობს გოგო.-მომეჩვენა თუ უნაჭო ტვინიტ დამცინა?
-ჰო სიზმარშიც მაგას ვნახულობ ხოლმე.
-სიტყვა არ შემარჩინო ერთი!-ბუბუნებს დათვივით, აქამდე ყანჩას როლს ირგებდა წარმატებით, მაგრამ რო დაიბადები კაცი ნიჭიერი!
-რატომ უნდა შეგარჩინო ?-ცუნდრუკის ხასიათზე მოვდივარ.
-აუუ არმაქ ახსნის ნერვი, დაიძინე რა.
-დაგაძინებ შავ კუბოში იცოდე.შენივე წითელ ვარდებს დაგალაგებ, ვენოკისთვის ბლომად ყვავილით მომამარაგე.-ცემი მიგნებით აღფრთოვანებული ვტიკტიკებ.
-აუუ შენ ვინ ხარ?-თავში ხელს ირტყავს.
-ბოდიში, წავალ ელეს დავუძახებ.
-რას გადაეკიდე ელეს?-უკმაყოფილოდ მიმზერს.
- აა, უკაცრავად, შენს სატრფოს შეურაწყოფა მივაყენე არა?-გველურად ვაწვრილებ თვალებს.
-ყველაფრის უკუღმა გაგება როგორ შეგიძლია?-თავში მირახუნებს.
-ეგ თანდაყოლილი ნიჭია, თან ლენჩებისთვის უცხო ხილია.-მთელი ძალით ვუქნევ იდაყვს.
-მართალია, ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია.-ოჰ მოვიდა ხითხითის ხასიათზე ვაჟბატონი.
-როგორც იქნა გაგეხსნა დახშული გონება, მადლობა ზეციურ ძალებს!-ხელბს მაღლა აღვაპყრობ.
რა იქნება შენც უფრო გამხიარულდე?!
-უკეთეს განწყობაზე ვიქნებო ვირაც შტერს, ჭეშმარიტი წუილით სადღაც, რომ არ მივყავდე.
-ჰაჰ.-მხოლოდ მსუბუქი სიცილით კმაყოფილდება.
-ამაზე ბანალური ვერაფერი ვერ მოიფიქრე? მანქანაში ცაჭყუნვა არაა მოდაში.-მაინც ჩემსას ვაგრძელებ.
-რატომ არ გჯერა, რომ მიყვარხარ?-უეცრად პირდაპირ მახლის. დაიცა კაცო, ცოტა შეგემზადებინე, რას მთქვიფე ასე მოურიდებლად?
-იმიტომ, რომ...-ენას პირში ვეღარ ვაბრუნებ.-ზედმეტად მექალთანე ხარ. ეს წლები სხვებს დასდევდი, აზრი არ აქვს ახლა რა გინდა, შენი გრძნობები ილუზიაა, მხოლოდ ახლახანს გაგიჩნდა. უბრალოდ ოსტატურად მატყუებ. ყოველთვის ელე გვეგონა შენი სიმპატიის ობიექტი, ამდენი ხნის განმავლობაში არასოდეს მოგიქცევია ცემთვის განსაკუთრებული ყურადღება.
-დარწმუნებული ხარ, არ ერთხელ არ დაეჭვებულხარ, რომ რარაცას ვგრძნობდი, ჩემი მზერა, სიტყვა, ნუთუ არაფერი არ გაძლევდა დაფიქრების საბაბს?-მწველი თვალებითმიყურებს. ტუჩს დაბნეული ვიკვნეტ. ამ შემთხვევაში არ ცრუობს, მართლაც ხშირად ვეჭვობდი, თუმცა ეჭვიანობა ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე ჩემი თავდაჯერება.
-არა.-გაბზარული ხმით ვამბობ.
-ამჯერად შენ ცრუობ.-ისევ უმატებს სიჩქარეს.
-ეს უნდა დამტავრდეს,-ხმამაღლა ღრიალებს,-მეტის მოთმენა აღარ შემიძლია!
მერე თელი ტანიტ იხრება და სანამ თვინში წიტელი ნათურა კატასავით ჩხავის და საგანგაშო დ ციმციმებს, მანამდე ეხება მისი ტუჩები ჩემსას.
დამპალო!
-ვერ ხარ!-ხუთი თითის გაშლა და ყბაში ლეწება ერთია.
-მითხარი, რომ გიყვარვარ!-სპიდომეტრისკენ გამირბის თვალი, ვერაა ეს მეთქი ვამბობ და არ მიჯერებთ!
-არა!
-კი!
-არა!
-მითხარი, თორემ კლდეში გადავცვივდებით!-აშკარად ხუმრობის განწყობაზეა! წინ მართლაც ცანს რაღაც ხრამის მსგავსი. ოღონდაც მელანდებოდეს!
-მაინც არ გეტყვი!-ჭარხლებული ვკივი.
-კარგი.-შემაშფოთებელი სისწრაფით მივქრივართ და მომიწევს მზიან დრეს დავემშვიდობო, ნახვამდის ყველაფერო, ახლა დავასხამ ტვინს და ეგ არის რა!
უკვე ძალიან ახლოს ვართ!
თვალებს ვხუჭავ და ძარღვები ადრენალინის მოზღვავებისაგან ლამისაა დამიწყდეს.
აი ახლა!
მორჩა!
-ნიკოლოზ! მიყვარხარ!
მანქანა გამაყრუებელი ღრჭიალით ამუხრუჭებს.მიწაზე ბებიაჩემის დალიანდაგებული საბანივით ვარ გართხმული. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჯერ კატოკმა გადამიარა, მერე კი ვიღაცამ პირში გავარვარებული შანთი ჩამჩარა, რომელიც გალღვა გაცივდა და უზარმაზარ, უხეშ ბურთად გადაიქცა. ლარის კურსივით არეული სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობ, მაგრამ ჩემი მცდელობები ისეთივე უშედეგოა, როგორც ჩემი სამხედრო პოლიგონზე წარმოდგენა.
-სალომე, ხომ კარგად ხარ?-შეშფოთებით მეკითხება ნიკა. ოჰ, როგორც იქნა! გავახსენდი ტენოჩტიტლანის ბელადს, ტუტანხამონის გარე ბიძაშვილსა და მსოფლიოს უდიადეს აშას! ხრამშ გადასაგდებად , რომ მიმაქროლებდა ბუნკერში გადასაყრელი ნაგავივით და დასაკლავი ინდაურივით ,რომ ვჩხაოდი მაშინ რატომ ვერ მაჩნევდა?! მაინცდამაინც მიწაზე უნდა ვიყო გაშოტილი, ბეჰემოთივით დაგორგლებული, ჩემი ცხონებული, ჩემს მიერ , დაგორგლებული კატასავით აჩხავლებული და ასთმური შეტევის ფაზაში მყოფი, რომ ყურადღება მომაქციოს და მიხვდეს თავისი გლუვი ტვინით, თუ რა დღეში ჩამაგდო?!
-არა, არ ვარ კარგად და უახლოესი ორმოცდაათი წლის მანძილზე არც ვიქნები!-ნირწამხდარი გავხავი.
-კარგი, დამშვიდდი, არაფერი არ მოგივა, ნუ გეშინია აქ ვარ.-ხელებს მხვევს და გულში მიკრავს.
ნუ, ეხლა ვაღიაროთ, სასიამოვნო შეგრძნებაა, თუმცა მე რის სალომე ვარ რამე შევირგო?!
-ხელი არ მახლო! შენ, რომ ხარ ჩემთან მაგიტომ მიცემს გული ფეთიანივით, ერთი თვალი უნდა დაგილილავო და გაგიქციო, იქნებ მაშინ მაინც შეხედო სპიდომეტრს!-გველნაკბენივით ვხტები და დენდარტყმულივით ვიკლაკნები. როგორც კი მისი გალიიდან თავს ვიხსნი, მაშინვე საპირისპირო მიმართულებით მივფორთხავ.
-ასე ვერ მიტან?-ანაზდად მისვამს კითხვას. ნაღვლიანი თვალების დანახვისას ვშეშდები. სამაგიეროდ, მოგონებების შხამი მწარედ მივლის ძარღვებში,სკოლის პერიოდში, ჩხუბის დროს მსგავსი შეკითხვა მეც დამისვამს. ასეა! სამართალმა პური ჭამა? თუმცა არ ეყო, მშიერია და მეტს იმსახურებს!
-ვერ გიტან იმ ყველაფრისთვის, რასაც წლების განმავლობაში, შეფარულად მიკეთებდი და ახლაც წარმატებით აგრძელებ.- ვუზუსტებ.
აუ, რა ვიქალე! ალტერეგო მაინც მუშტებით მწიწკნის. როგორც ჩანს, გულს ვტკენ და ვამწარებ. არაუშავს, თავისი უთქმელობით უფრო მეტსაც იმსახურებს!
-ნუთუ?-ირონიულად მიბღვერს. დაუღრინე ელეს!
-აქნიე ეხლა თავი კანტუზიანი ქაშაყივით.-აკანკალებ ხელებს მუხლებს ვაჭდობ. მთავარია თვალებში არ შევხედო!
-აუ, რა სიტყვებია ჩემი...
-მოკეტე! ნუ მებაბნიკები, ისედაც მაწყდება ნერვები.-დამთავრებას აღარ ვადცი.
-როგორც შენ იტყვი.-უგერგილოდ იჩეჩავს მხრებს.
გულხედაკრეფილი ათი წუთის განმავლობაში უთქმელად ვზივარ, ბოლოს ენას კბილს მაინც ვერ ვაჭერ.
-თუ გიყვარდი, ასე რათომღა მექცეოდი?!-დაუფიქრებლად ვაყრანტალებ.
რა გავჩნდი ასეთი დებილი?! მრეკეთ ვინმემ მეტალის ტაფა შუბლში!
-შენ რატომრა მექცეოდი ასე?-ყველაზე მოულოდნელ რამეს მეუბნება.
-როგორ ასე?-მკვახედ ვახლი, მინდა მთელი ბრაზი ამ სიტყვებში ჩავაქსოვო, რომ შემთხვევით თვალები არ ამიცრემლიანდეს.
-ცივად, საერთოდ არაფერზე არ ეჭვიანობდი, სხვა გოგოებზე დამცინოდი, სხვა ბიჭებს ეძმაკაცებოდი, ხელიხელგადახვეულები დადიოთი, მხოლოდ მე არ მაქცევდი ყურადღებას, იშვიათად მიყურებდი, იმრიზებოდი, დამნაშავედ მაგრძნობინებდი თავს. შენი აზრით, პირველი ნაბიჯის გადმოდგმა მსგავს გაურკვევლობაში მყოფს შემეძლო?! თანაც ბავშვი ვიყავი, სულელი ბავშვი. ზოგჯერ ვირაცეების ტლიკინს ავყვებოდი ხოლმე.-რისხვა, მელანქოლია, ბრაზი, ტკივილი. ყველა ემოცია რიგ-რიგობით სცვლის ნიკოლოზის სახეს. ენა მუცელში მივარდება. აღარ მეხუმრება, პირიქით, მინდა დრო უკან დავაბრუნო, კადრები გადავახვიო და რამით მაინც ვაგრძნობინო ჩემი მისადმი დამოკიდებულება.
ყელში გაჩხერილ ბურტს დიდი გაჭირვებით ვყლაპავ.
თითქოს კბილები გუდრონით მაქვს დაწებებული.
უცნაურ, მომჟავო გემოს ვგრძნობ, ალბათ იმედგაცრუებისაა.
-ჩემს თვალებში წყენას ვერ ხედავდი?-ჩაყვეტილი ხმით ვამბობ.
-ხანდახან.-სოფოკლეს გაბზარული ჭიქას შეშურდება ისეთი ტონი აქვს ნიკას.
-მერე?-ისევ რისხვით ვენთები. ჩემ სხეულს განათება, რომ შეეძლოს პროჟექტორს დაუდგებოდა სიმძლავრით.
-რა მერე?-არც ნიკა ჩამომრჩება ავარვარებაში.-მკითხავი კი არ ვიყავი!
-მე რომელი მჩხიბავი მნახე რო.-ფეხზე ვხტები, სეული ისევ მიკანკალებს, ოღონდ ბრაზისაგან.
-ჩემ განსაკუთრებულ მზერას მხოლოდ შენ გიძღვნიდი.
-მე კიდევ თვალებს ვითხრიდი ტირილით.-ფილტვების დახეთქვამდე ვღრიალებ.
-მე რა ვიცოდი თუ ჩემზე ტიროდი?!-ამოსაფრქვევად გამზადებულ ვულკანს ემსგავსება.
-ყოველთვის შენზე კი არა ვტიროდი.-ვაბრეხვებ. ყოჩაღ! აპლოდისმენტები! ასეთ ჭკვიანურს თვით ნიცშეც ვერ გამოაცხადებდა.
-მითუმეტეს.-გამხეცებული ყვირის.
-ელე! ელე! ელე! ელე! სულ ელეზე ვინ ლაპარაკობდა, ცუციკივით კუდში ვინ დასდევდა?-თითებს საომრად ვატკაცუნებ.
-მე!- გამეხებული ყვირის. მოიცა, რაო? ეხლა არ გავხდე დედალი ტერმინატორი! შე კაცო თავი მაინც იმართლე.-იმიტომ, რომ გაეჭვიანებდი! თან სულ ნერვებს მიშლიდი!
-აბა მე მკითხე!-მე ხომ რასამბობ ამისი ქცევა ვარდებივით მეფინებოდა სულზე!
-სისულელეებზე ხუმრობდი!
-დებილობებზე გქონდა პრეტენზიები.
-მიდი აბა ვალში არ დამრჩე!
-არც იოცნებო! მოუნდა ბიჭს ჩემთან გართობა, ვერ მოგართვი!-თვალებიდან ცეცხლებს ვისვრი.
-თავს ნუ იმცირებ!-მგონი უნდა კედელს შემომაწყვიტოს.-კიდევ იტყვი რამეს და დაგახრჩობ! მაინც მაპატიებ და მერე იცოდე ცოლად მოგიყვან.
ისტერიკული სიცილი მიტყდება.
-შენ, მე, შენი, ცოლი, ნუ მაცინებ.-ლამისაა დაბლა ვიგორავო, ხარხარისაგან ორად ვიკეცები. ჯერ სად მე და სად ცოლი, ახლა სად მე და სად ნიკოლოზი, მითუმეტეს სად მე და სად ამის ცოლი.
-ჩაჯექი მანქანაში!-მიბრძანებს.-დროზე, რომ გეუბნები!
-ყურებზე ხახვი არ დამაჭრა!-ცინიკურად ვეღრიჯები.
-სალომე, ტვინს მატკიებ!
-მეც მტკივა ტვინი, ოღონდ მიზეზს სალომე არ ჰქვია.-სამეფო ბურდღუნიტ ვეკვეხები მანქანაში.
-ისე ჩემი მომავლის პერსპექტივებში გათხოვება, „ნასკი გამხადე ქალოდ“ ქცევა და ბავშვების მოვლა არ შედის.
-არც ჩემსაში!-მოკლედ მიჭტრის და შემდეგ ისეთი ხარხარი უტყდება , როგორც მე წეღან, ოღონდ მე ირონიულად ვკაკანებდი, ამას გულწრფელად ეცინება ჩემ ნათქვამზე.
-ლენჩი.-ტრავმატოლოგივით გამომაქვს დასკვნა.
ერთი სული მაქვს შხამიანი მაჩვზღარბათი მოვკლა!
* * * * * * *
კორპუსის წინ ვჩერდებით.
ცალი ფლოსტით, თავაწეული, ამპარტავნულად აბზეკილი ხვირით გადავდივარ მანქანიდან.
დაბარებულივით მოსდევს coldplay-hymn for weekend-ს john newmen-love me again.
-სიმღერაც ჩემ საწიინაღმდეგოდაა რა!-გაბოროტებული ბაბაიგასავიტ ვკრუხუნებ.
-შენ მომავლის გეშინია, არ გინდა გული გატკინო, ცრემლიანი მოგონებები გინდა, ოღონდ მხოლოდ მოგონებებში! მოსინჯე საკუთარი თავი სიყვარულში სალომე! ერთი ნაბიჯი შენც გადმოდგი.
თვალებგაფართოებული და პირდაღებული შევცქერი ნიკას გაბადრულ სიფათს, მანქანა თვალსა და ხელს შუა უჩინარდება. სიტყვები კი ცხადად ჩამესმის გონებაში, ისე თითქოს ჩემ ტვინში დაყენებულ რადიოში იმეორებენო და სრულიად განსხვავდება სუსტი ექოსაგან.
წყევლა-კრულვით ავდივარ კიბეზე.
ამ გაგანია ივლისში, პლედში გახვეული დასაკლავად განწირული ინდაურივით ვკანკალებ. რა სიკვდილი დამეტაკა ?! ოთახში ფაშასავით გაბატონებულ, სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ ჩაის ყლურწვისას გამოცემული ბგერები არღვევს. ვატო და სოფო ისეთი გასაცოდავებული სახეებით მოშტერებიან, თითქოს მომაკვდავის სარეცელს დაჰყურებენ. რა იყოთ ხალხო?! უბრალოდ ვერ ვარ ხასიათზე, უბრალოდ ასფალტზე დახეთქება, ენის ამოძიძგვნა და დროის უკან დაბრუნება მინდა.
რა გავაკეთე?! როგორ შეიძლება ადამიანი ჩემნაირი დებილი იყოს? ამდენი ხნის შემდეგ, საბოლოოდ მომეცა შანსი, რომ რაღაც გამომესწორებინა, მე კიდევ ავიკვიატე შურისძიება, შურისძიება-მეთქი და აჰა! ეგდე ეხლა სახლში და უბურღე გვრტიებს ტვინი, შენ ხომ ვერ შეირგე ვერაფერი, მიდი აბა, ამათაც არ შეარგო!
-საოლმე, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება.-მეგობრულად მხვევს ხელს ვატო. კი აბა, უჭველი!
აღარაფერი იქნება კარგად, მორჩა, დამთავრდა ! რა აზრი აქვს თავი მოვიტყუო? ! უკვე გამოვამჟღავნე ჩემი სიშტერე, როგორც შემეძლო ისე გავასწორე მიწასთან ყველაფერი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვაკოწიწებდი.
-ნუ მაიმედებ ვატო.-ხმაჩაწყვეტილი ვამბობ. ჰო, ჯობდა მაშინ ჩაგწყვეტდოდა ეგ ხმა, შენს საყვარელ ვირს, რომ ჩაჰკაკანებდი და სახლიდან თორმეტჯერ, რომ იპინტრიშე!
წარმოუდგენელია! ბავშვური სისულელეების გამო, უკვე ზრდასრულმა, ჩამოყალიბებულმა პიროვნებამ გადავუსვი ხაზი იმას, რასაც საკუტარი ხელით ვქმნიდი. ასეა, რამდენი რამე ცავყლაპე და ბოლოს მაინც გამოვყავი კლანჭები, ბოღმა გადმოვანთხიე მაშინ, როცა ამას არ ელოდა.
მაინცდამაინ ახლა უნდა გავიგო, რომ თურმე მასაც ვტკენდი გულს, თურმე ისიც ჯიბრში მიდგებოდა, თურმე ლენჩები ვიყავით ორივე!
-თავი დაანებე ვატო.-ქეციანი ძაღლივით იქნევ თავს სოფიკო.-ხომ არის შეუგნებელი, ხომ წაიმტვრია ცხვირი, ხომ მიიიღო რაც დაიმსახურა! -ცოფიანი ბულდოგივით ბრდღვინავს სოფოკლე.
მოცა რა, შენი ჭირიმე! მთლად ასეც არაა საქმე.
-რას გულისხმობ სოფო?-ჩახველებისმაგვარ ხმას გამოვცემ, ვცდილობ ლოდებით ამოვსებული უღელტეხილივით ყელი ჩავიწმინდო.
-რას ვგულისხმობ და იმას, რომ ჩემთვის მუდმივად კაი ფსიქოლოგივით უნდა გამოხტე, შენთვის კიდე სტაჟიანი, სუფთა სისხლის დეგენერატივით იქცევი!-მოგიზგიზე ბუხარს ემსგავსება სოფო.
საწყალი ვატო თვალებს აქეთ-იქით აცეცებს. კარგად იცის რა წესი უნდა შეასრულოს ჩვენი ჩხუბისას, დაუყოვნებლივ გაიქცეს!

სამწუხაროდ, ახლა მაგას ვერ იზამს.
-გოგონებო,- საქმეში ერთვება გაეროს კეთილი ნების ელჩი, ვატუნია-ბატონია.-ჩხუბით ვერაფერს მოიგებთ, სოფო, სალომე ძალიან კარგად ხვდება საკუტარ დანაშაულს, არაა საჭირო ამდენი ლანძღვა. ახლა ყველა უნდა დავწყნარდეთ და სიმშვიდე შვინარჩუნოთ, ნიკასაც სწორედ ეს უნდოდა.-კეთილსინდისერად ასრულებს.
მე მაშინვე ტირილი მიტყდება.
-წავალ ვალერიანს მოვიტან.-თვალებს ატრიალებს სოფო.
-მე წყალს.-კუდში მისდევს ვატო.
ვიზმოორები, შეძებისდაგვარად ვიკავებ ქვითინს. დიდი ხანია კრუნჩხვებში არ ჩავვარდნილვარ, ოღონდ ახლა ნუ დამემართება ყველა უბედურება!
-დალიე.-სოფო უბოდიშოდ მჩრის პირში სამ ვალერიანს, ვატო კიდევ ჩანჩქერისთვის შესაშური ნაკადით მიშხაპუნებს ორ ლიტრამდე წყაალს.
კარგით ხალხო, კი არ ვკვდები!
პულსის დარეგულირება და ჩაძინება ერთია.
* * * * * * *
გამოღვიძებულს ხმები მესმის. დივანზე ვარ გაშხლართული, საბანი ფსიქიატრიულის პაციენტივით მაქვს შემოგარგნილი.
-მეცოდება.-ჩურჩულთ ამბობს ვატო.
-მეც. ორივე ძალიან მეცოდება.-წარმოვიდგენ როგორ აპარტყუნებს თავს სოფიკო.
-ორივეს ეშნოდა, ერთმანეთის ეშინოდათ. ნიკას ეგონა, რომ სალომეს სხვა უყვარდა, ან ზოგჯერ ისე ბრაზდებოდა მასზე, რომ სიყვარულის ახსნაზე ზედმეტი იყო საუბარი.
-ჰოდა ლენჩი იყო ორივე. მკითხაობით ვერ გამოიცნობდენე ერთმანეთის გრძნობებს. აქაქმდე არ უნდა მისულიყვნენ.
-რა ვქნათ სოფო? ჩხუბს ხომ არ დავუწყებთ?! უარეს დღეში ჩაცვივდებიან, თან მხოლოდ ერთი, მდედრობთი სქესის წარმომადგენელი გვყავს ხელთ.- წინადადებაში რამდენმე სიტყვა უხეშად მხვდება ყურში და ვატოს მოტანილი ამბავი მახსენდება.
-მართლა არ იცი ნიკა სად არის?-ყურებს ლოკატორებივით ვცქვეტ.
-არა სოფო, არ ვიცი. მითხრა მივდივარო, არ დაუკონკრეტებია სა.
-რატომ წავიდა?!-ბრაზით ჯიჯღინებს სოფო.
-ნუ გეშინია, ვენებს არ გადაიჭრის, არც ხრამში გადახტება.-იცინის ვატო. ჰო ეგ მეც ვიცი, თავდაჯერებულის იდიოტია, რომაა და საკუთარი ძუნძგლიან ტყავზე გიჟდება. რამე ახალი თქვი მეტკინა ყურები.
კიდევ კარგი, აგრძელებს.
- წასვლით კი აი ამიტომ წავიდა. როგორც ცანს, სალომეს მხოლოდ ასეთი ძლიერი რყევა დაანახებდა სამყაროს სწორ სიმეტრიას.
იფილოსოფოსა! გენაცვალე ნიცშეობაში!
-ჰოდა დაბრუნდეს ახლა. მოვიდა ეს ქალბატონი სრულ ჭკუაზე.- დაბრუნდეს, ოღონდ მოვკლავ. სად ჯანდაბაში წაეთრა! დეგენერატი!
-რაღაც ეჭვი მეპარება სალომემ სიყვარული აუხსნას, პირიქით შეიძლება უარესი გაუკეთოს.-ყოჩაღ ვატო, მიხვედრილხარ, მაგრამ ჩემ კრეტინ დას რას უყვები ერთი?!
-ეეეეჰჰჰჰეე.-ხმამაღალი ბუხუნით „ვიღვიძებ“.
-რას შვრები, მოხვედი სამყაროს განადგურების ხასიათზე?-მიღრენს სოფოკლე.
-თვალის გახელა დამაცადე.-ვიყეფები.
-ცოფიანო.-მეჯღანება.
-გველო.-ვიღრიჯები.
-კარგით.-კივის ვატო.
მწვანე ფლოსტს დივნის ქვეშიდან ვაძრობ, ლამისაა ჩავეხუტო და ვაკოცო. ამ ფლოსტით რეები არ გადამხდა თავს. ერთ ცალს მედიდურად ვირგებ ფეხზე და დარეტიანებული ქაშაყივით მივფლარსუნებ სამზარეულოში.
* * * * * * *
ნიკოლოზის გაუჩინარებიდან, მეექვსე დღე იწურება. ჰორიზონტზე ისევ სიმშვიდეა, თუ ჩემ კრუნჩხვებს არ ჩავთვლით.
ღამე ვეღარ ვიძინებ, დღისით ტუჩებს, ლოყებსა და თითებს ვიჭამ.
სად აგდია ის გამოშტერებული, მიხვდეს ეხლა, რომ მენატრება.
-ახალი არაფერია?-თვალებგადმოკარკლული ვახლი ვატოს.
-არა, ჯერ ისევ სიმშვიდეა.
ცრემლები მაწვება. ახლა აქ ნუ მოვკვდები და მერე ვაღვარღვარებ ცრემლებს, რა მოხდება?!
-ნიკას დედის ნომერი მინდა ვატო.
-დედამსს ხომ კარგად იცნობ?-უკვირს ვაატოს.
-სატელეფონო წიგნაკს ვგავარ, არ ვიცი იმ ქალის ნომერი?!-ბოლო ხმაზე გავხავი.
-რა ნერვებზე ხარ.-უკვე ტელეფონში იქექება ვატო.
სოფოკლე ყავის ასადღებლად მომსპარ გაზს წმენდს.
* * * * * * * *
-დარწმუნებული, ხარ, თუ გინდა გამოგყვები?-სერიოზულად მეუბნება ვატო.
-არა, მარტომ უნდა გავაკეთო, ამ გაზას სრულიად მარტო უნდა გავუდგე.-თავს ვუქნევ.
-აბა შენ იცი.-მხარზე ხელს მიტყაპუნებს.
-მადლობა.-ისევ მიწყლიანდება თვალები.
ვატო მაგრად მეხვევა.
-ნუ გეშინია, სწორად იქცევი, ეს ნაბიჯი უნდა გადაგედაგა!
-ვიცი.-ბლუყუნით ვამბობ და მანქანიდან ვხტები.
* * * * * * * *
კრზე გამეტებით ვაბრახუნებ, ნუ გააღებს, ჩამოვიღებ!
-ნიკოლოზ!-ფიილტვების დახეთქვამდე ვღრიალებ.-შემომიშვი, რარაც უნდა გითხრა! დროზე თორემ ტურები შემჭამენ!
საკეტი ჩხაკუნობს. უნდა ჩამხრაკონ, რომ მომაქციოს ყურადღება.
-სალომე?!-გაბურძგნილი თავის ქნევით და თვალების ფშვნეტით იცხადებს,
-ნიკოლოზ, დავფიქრდი და მივხვდი არ მატყუებ, მართლა გიყვარვარ, ვატომაც მითხრა, ვატო კი არ მომატყუებდა. მოდი ერთმანეთს ყველაფერი ვაპატიოტ და .... მოკლედ მიყვარხარ!-სხაპასხუპით ვაყრი.
სახ თანდატან ეცვლება.
-ვიცოდი, ვიცოდი! მეც მიყვარხარ.-ხელში მიტაცებს და მატრიალებს.
-მოიცა დამსვი, ბიჭოოო დამსვი.-ბურასავით ვბღუი.
-ერთხელ მაინც მოკეტე ასეთ კარგ მომენტში!-შემომცინის.
-შენ მოკეტე.-ენას ვუყოფ.
-კარგია, წუნეთში წამოსვლა, რომ მოვიფიქრე.
-დამპალო, რამდენი ვინერვიულე.-ვებუზღუნები.
-მშვენიერი გეგმა იყო.-სიამაყიტ იჯგოიმება.
-მშვენიერად გლეწავ ეხლა სახეში.
-შემოდი.
-არა უნდა წავიდე. ვატოს დავურეკვა ტრასაზე დამხვდება.
-მე არ გიშვებ.-მკაცრად მიჭრის.
-როგორ შემაშინეე!
-არ გაგაცილებ.-მარტო მიშვებს ეს დამპალი.
-კიბატონო.-ვიჯტღანები და ვბრუნდები.
ტყიდან ყმუილი ისმის, ხელი მიშეშდება.
-კარგი, აბა რა ვჭამოთ?!-საცოდავად ვკრეჭ კბილებს.
თვალებზე ხელებაფარებული შევყვარ მისაღებში, გახელისას კი მგონი ჩამეძინა და სიმზარს ვხედავ.
სანთლები, ყვავილები და სუფრა.
ოჰ, გაუღვიძია რომანტიკის ნაწილაკს ჩვენში!
-ეს საიდან მოიფიქრე?!-ყბაღია ვაცხადებ.
-გიტხარი გეგმა მქონდა-მეთქი, შენი წამოსვლის ამბავი ჩიტმა მომიტანა.-ჰო მეტრაოთხმოციანმა ჩიტმა!
-ვატოს მოვკლავ.
სინამდვილეში, კი ვატოს უსაზრვროდ მადლობელი ვარ.
შიშით დავყურებ ჩანგალს და თეთრ თეფშზე არსებულ კომპოზიციას. ნეტავ ერთი ლუკმის ჭამა კიდევ ვშევძლო ზრდილობის გულისთვის. თვალებს ვხუჭავ და საჭმელს ხახაში ვუშვებ. ჰოო აშკარაა, თუ ეს მისი კულინარიული მწვერვალია, მაშინ მთელი ცხოვრება, ორივეს ამ ყვავილების ჭამა მოგვიწევს.
-არ მოგწონს ხო?-ლეკვის თვალებით მიყურებს ნიკა.
არა კაცო, როგორ გეკადრება, უბრალოდ კერძი ფერთა შეხამების ნაცვლად გემრიელი, რომ ყოფილიყო არ მეწყინებოდა.
-ისა..-მწარე სიტყვებს უკანვე ვაბრუნებ. დროა ენას კბილი დავაჭიროთ.-კარგია, უბრალოდ არ მშია.
-ნუ მატყუებ, საზიზღრობაა.-სიცილით მეუბნება.
-ასეთიცუდიც არაა.-ვაპროტესტებ.
არა გენაცვალე, ამაზე საშინელი, გამხმარი სარეცხის ფხვნილით გალესილი პური თუ იქნება.
- მომეცი შენი თეფში.-კატეგორიულად მიცხადებს ნიკოლოზი. ოხ, ნეტავ ეგ რქები დამამტვრევინა! სანაგვე ურნაში სავარუდოდ მთელი დღის ნაცოდვილარს უშვებს.
-ასე უკეთესია.-ხელებს დარეტიანებული ფლამინგოსავით იფერთხავს.
-აბა, ახლა რა ვქნათ?-თავს ვაქნევ და უეცრად პირს წყლიდან ამოვარდნილი ქორჭილასავით ვაფჩენ. რა შტერული რამ დავახეთქე ღმერთო?! ჭკუა როდის უნდა მხვდეს წილად?!
-რავიცი, გინდა ფილმს ვუყუროთ?!-ოჰ ფილმი, ახლა შენც არ მყავდე დიდი კინომანი!
-რა ფილმს?-იდიოტური შეკითხვების ტყვიამფრქვევივით კაკანი გრძელდება.
-რა ვიცი, ბინდი გიყვარს მგონი?-ჰაა, შვილო რომელ საუკუნეში ჩარჩი?! მგონი კი არა ვგიჟდები მარა ზეპირად ვიცი უკვე!
-ეგ ბევრჯერ მაქვს ნანახი, არც დიდი შედევრი არაა.-დაბნეული, ბესელიასავით ვბლუყუნებ.
-მაშინ ,- გამოშტერებული აპარტყუნებს თავს,- უბის წიგნაკს.- ამას ძაან რომანტიკები მოეძალა და მეშინია უკვე!
-კაი.-დაუფიქრებლად ვბურტყუნებ.
სანამ ფართოეკრანიან ტელევიზორს ეჯახირება, პლედს მჭიდროდ ვიკრავ ტანზე. სანთლები,ჩაბნელებული ოთახი, წყნეთი, სრულიად მარტოები სახლში,პლიუს „უბის წიგნაკი“. მგონი ცუდი კომბინაციაა.
ღმერთო,ახლა მიხსენი და ერთი კვირა კარგად მოვიქცევი!
ცოტა ხანშ გვერდით მისკუპდება და ფილმიც იწყება. ნაცნობ სიუჟეტს თვალმოუშორებლად შევცქერი, თან ვგრძნობ როგორ მცირდება ჩვენ შორის დისტანცია. ცოტა ხანში უკვე მილიმეტრები გვაშორებს ერთმანეთს. ვგონებ ვიღაცას ტყეში იპოვიან, ტურტლიან ხრამში გადაჩეხილს , მხეცურად დაკლულს და ერთიანად ნაწამებს. შეწყვეტს ეხლა მოჩოჩებას თუ ავაფარო სახეზე ხუთი თითი?! ვიღაც აშკარად ვერ თოკავს საკუთარ ძუნძგლიან თავს!
მალე ქუთუთოები მიმძიმდება. პლედში ერთიანად გასაწური გავხდი. მოთენთილს თვალები მეხუჭება და ძილბურანში ჩამესმის ელისა და ნოას დიალოგი.
გემრიელი დამთქნარების შემდეგ უფრო მყუდროდ ვკალათდები და სევდიანი დასასრულის მოახლობას ველი. ნახევრად მოჭუთული თვალებით ვხედავ ეკრანზე ტიტრებს. ვიღაცას ხელში ნაჭრის თოჯინასავით აპროწიალებული მივყავარ. სავარაუდოდ, რბბილ, ფუმფულა საწოლში, ბალიშებს შორის ვიშოტები, სახეზე ხელების შეხებას ვგრძნობ, თმას მიწევენ და შუბლზე მალაგებენ თითებს. რაიყო ძმაო, ავადმყოფს ვგავარ თუ სიცხე მაქვს?!
გვერდით უცნობი სხეული, რომ მიწვება, აი მაშინ კი ვხტები ფოცხვერივით ზეზე და დეკორატიულო ყვავილებს ვუქანებ თავში.
-არ შემეხო.-პარანორმალური ხმით გავკივი.
-ვერ ხარ შენ!-ნიკოლოზი თან თავს იზელს, თან სიცილით იხრჩობა.
ნამეტანი კი დაუგრძელებია ხელები ამ ვაჟბატონს!
-შენ თვითონ სრულ ჭკუაზე ხარ?! სხვაგან დაწექი!
-ჩემი საწოლია!
-აუცილებლად ჩემ გვერდით უნდა ეგდო?!-ქაშაყივით ვკარკლავ თვალებს და დასაკლავი გოჭივით ვჭყივი.
-დიახაც!-წარბებს ათამაშებს.
უხ, ერთი შენი თავი გადამაფენინა რადიატორზე!
-ვერ მოგართვი ცხელი ფაფა!-გუდა-ნაბადს ვკრავ და დივანისკენ მივიზლაზნები.
-რას აკეთებ?!
-ვიძინებ! მშვიდად, წყნარად და მხვრინავი ობიექტის სიახლოვეში განთავსების გარეშე!
-ვინ მოგახსენა, რომ ვხვრინავ?-აჰა, შეურაწვყვე!
-არვიცი და არც მაინტერესებს!
-ადექი მაქედან სალომე!
-შენ თვითონ ადექი საწოლიდან და ერთი ღამით გაიშეშე წელი აქ წოლით ნიკოლოზ!
-კიდევ რა გინდა?!
-შენთვის უთოთი სახის შელამაზება ჩემო სიცოცხლევ!-ხმას ვითაფლავ.
--ჩემო სიყვარულო, ილოცე თორემ შემომაკვდები!-დაშაქრული მპასუხობს.
კამათი მთელი ღამე გრძელდება, ბალიშების ომით გვირგვინდება და დილის ექვსის ნახევარზე გადაღლილ-განადგურებულ-კატოკგადავლილ-მურვანყრუსდალაშქრულ-გადალასლასებულზე ჩაძინებით მთავრდება.
* * * * * * * *
მგონი მოთოვა!
დაიცა, მოთოვა კი არა ბუმბულებია!
თვალებში თეთრი სხეული მაქვს გაჩხერილი, სითეთრით ვარ დაბომბილი და თმები საქათმედან გამოვარდნილი კრუხის ბუდეს ჰგავს, ნეტავ საბუდარი ხომ არ მოაწყვეს ?! რა ტყუილად ვიბრძოლე, მაინც ისე მივეგდე, რომ ნიკას მკერდზე ჩამეძინა.
-ნიკოლოზ!- ბოროტულად ვხავი.-ხედავ რა ჩაიდინე, არ გამიკვირდება კაკანი, რომ დავიწყო!
-რა გინდა, ბარტყივით შეიბუმბლე, დაე ეს იყოს განახლების სიმბოლო!-მე რას დამცინი შე უბედურო, ჩაიხედე სარკეში!მოუნდა რუსთაველობა! გრეკავდი ტავში ამ ბალიოშ მარა ბუმბულები არ მაკლია!
* * * * * * * *
-მართლაა?! არ მჯერა!- ბოლო ნოტამდე ჩხავის სოფიკო.
-ეს რას მოვესწარი!-სოფლელი დედაკაცივით დრამატიზებულად იწმენდ ცრემლს ვატო.
რა დროს ვერ გხედავს ბიჭო ტიმ ბარტონი გაგაქანებდა ჰოლივუდში!
-გაცელდით!-ლოყებს ვუჩქმენტ ორივეს.
-წამოდი სალომე!-თვალებს ატრიალებს ნიკა.
-ოჰოჰო-ხვიხვინებენ შეყვარებულები.
ოთახის ბოლოდან ცუნდრუკით ვბრუნდები ვატოს ზედ ვახტები, სოფოს ვკოცნი და სრული ანშლაგით ვტოვებ მშობლიურ სახლს.
* * * * * * * *
წესით, ცემ ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირად უნდა იყოს, თუმცა ნიკოლოზი და მე ხან უკაცრიელ ადგილებში დავეხეტებით, ხან ცნობილ რესტორნებში. ის, რაზე ოცნებაც კი სისულელედ მიმაჩნდა რეალურად ხდება, ერთი ეგაა ამდენი კამათი წარმოუდგენლად მეჩვენება!
-სოფოოო,-ბუღასავით ვბღავი.-სად წავიდა ჩემი ყვითელი მაისური?!
-რა ჯანდაბად გინდა გაგანია ივლისში, ზღვაზე ზამთრის მაისური?!
-შენი საქმე არაა, მინდა!
-ღრმერთოო, დაეხმარე ამ გაჭირვებულს!
-შენ ხო არ მოითენთე გოგო!-თვაში საფირმო ტყაპუნით ვუმასპინძლდები.
ბარგის ჩაჭყუნვის პროცესი კვლავ გრძელდება, ბოლოსდაბოლოს ოთხი გაძეძგილი ჩანთა მანქანაში თავსდება და გეზს ბათუმისაკენ ვიღებთ. ჩვენივე გადაწყვეტილებით დაწესბული მორიგეობის მიხედვით, პირველი ნიკა იკავებს მძღოლის გვერდით სავარძელზე ადგილს, შემდეგ მე. ბათუმიდან წამოსვლისას კი ნიკა იქნება ჩვენი ტაქსის „შოფერი“, ვატოს კი კვლავ მე შევენაცვლები. სოფოკლეს პროტესტის მიუხედავად, სამ ხმაში შევუტიეთ მას რადგან ძილისგუდობის საქვეყნოდ ცნობილი წარმომადგენელია.
-ჩვენი კლასიდან სხვებიც მოდიან არა?!-მხიარულად ვჟღურტულებ.
-აუ მაგაზე უნდა მეთქვა.-უკმაყოფილო ხმა აქვს ვატოს.-ბიჭებმა უარი თქვეს, გოგოებიდანაც მარტო ელე დარჩა.
მოიცაა, რაოო?
-რას ქვია ელე დარჩა?-მომენტალურად მერთვება ზიზღის ფორმულა.
-სხვები არ მოდიან, საწყალი გოგო. მეც არ წამოვალო მარა „ტეხავს“ კლასელია და ჩავისვათ რა.-მხრებს იჩეჩს ვატო.
-გაგილეწო ყბა თუ წაიღებ შენ სიტყვებს უკან?!
-სალომე, ელე ჩვენი მეგობარია, იმდენი წელი არ ექიშპებოდი და არ გინდოდა დამპალ გოგოდ ქცეულიყავი, რაღა ახლა მოგინდა გველობა. ხოარ შეგვჭამს რაიყო?-თვალებ მიქაჩავს სოფო.
-კარგით ჰო.
მანქანაში არც მეტი, არც ნაკლები ელე ჩნდება. ჩვეულებრივი გარეგნობის, კარგი აღნაგობის გოგოა. ჩემთვის ოდნავ ცანცარა და ხელოვნური მაგრამ მაინც საყვარელი. გადაკოცვნის ჩვეული სეანსის შემდეგ უკვე ღია ტრასაზე მივრივართ.
ნერვები თანდათან მეჭიმება.
* * * * * * * *
შხამიანი ობობასავით ვახეთქებ ჩემოდანს. გოგოების ტახის ფანჯარას ვაღებ და საწოლზე გამწარებული ვებრეხვები.
ელესთვის ჯერ კიდევ არსებობს იმედი. ადრე ვფიქრობდი თუ მართლა უყვართ ერთმანეთი ხელს არ შევუშლი მეთქი, თუმცა მხოლოდ მე ვყოფილვარ ლოიალური. პრანჭვა-გრეხვის სერიის ხილვის ხასიათზე აღარ ვარ!
გემრიელი გამოძინება ნამდვილი მისწრებაა. თავის მოწესრიგება და ზღვაზე გავარდნა ერთია.
ელეს ჭყანვის ყურებაში დაბოღმილი ვიხდი სარაფანს. მიკვირს როგორ არ დამავიწყდა ჩემი საყვარელი,შავი საცურაო კოსტუმის მორგება!
-სალოო.-ჩემკენ მორბის ნიკოლოზი.
-გაგახსენდა შეყვარებული?!
-ნუ ხარ შხამიანი!
-აა, შხამიანიც ვარ, იცი რას გეტყვი მე...-თუმცა დაბოლოებას ვეღარ ვასწრებ, ისე მიმათრევს და წყალში მაგდებს.
-იდიოტო, საცოდავად ვფართხალებ.-ცურვა არ ვიცი!
-კებნჭებზე გდიხარ!-დაცინნვით მიჩეჩავს თმას.
წყლიდან გადის და ელესთან ჯდება.
ასე ხომ?!
ბრაზმორეული, მაქსიმალურად ნელა, თმების სწორებიტა და ტანის რხევით მოვაპობ ტალღებს.
აი მესმის შედეგი!
ვერ ჩამოგაგდებინე ყბა!
ვაღიარებ, ელეს შურიანი თვალები და ნიკას ნერწყვის ყლაპვები გულზე სალბუნად მედება!
საკმაოდ ბევრი ბიწის ყურადღებას ვიპყრობ. ნიკოლოზი პირსახოცით მორბის.
-კარგი ეხლა, უუუულამაზესი ხარ ,მარა არ გაცივდე.-თან ერთიანად მფუთავს პირსახოცში.
იმდენი შენ რა გითხარი!
* * * * * * * *
ულვარში ჯლიგინით დაღლილი ძლივს მივბრაცუნებ.
-მოდი აქ!-ხვივხვინით მიყვანს ხელში ნიკა.
არარეალურად ვფართხალებ და იდიოტურ მოძრაობებს ვაკეთებ.
ხელზე მაგრად ვწკმენტ და ძირს პიმპოკის ბურთივით ვეცემი.
ძვლის საზარელი ტკაცუნი მესმის. კოჭზე თითქოს ცეცხლი მედება.
* * * * * * * *
-მოტეხილია.-თბილი ღიმილთ გვეუბნება ტრამვატოლოგი.
-არ გინდოდა ხელში აყვანა?! ახლა სულ მასე მომიწევს შენი ტარება.
გაუგებრად ვფრუტუნებ და ტუჩს ვკნებ ხარხარის შესაკავებლად.
არ გამომდის.
თაბაშირში ჩაჭყუნულ ფეხს ვუყურებ. არა, რა აბა წარმოიდგინეთ კიდევ რამდენი გოგოა ისეთი დებილი, რომ ძლივს ნაღირსებმა შეყვარებულმა ხელში აიყვანოს და ამან ქარიყლაპიასავით იფართხალოს. პლუს ძირს დაბრეხვოს და თანი ისე დაებერტყოს, რომ ფეხი მოიტეხოს. მგონი ზედმეტად უნიკალური შემთხვევა ვარ დედამიწისათვის.
-აქ ხარ?-თავს ყოფს ელე ოთახში. არა, უბრალოდ სხეული საწოლზე დავაგდე! რა შტერია ეს გოგო! მოჩლეხილი ფეხით სად წავიდოდი?!
-ჰო.-ვბურტყუნებ ჩემთვის.
-კაია, მეგონა ბაღში იქნებოდი.-საწოლზე ჭრაჭუნით ჯდება ელე.
-ბაღში არა, სირბილში შეჯიბრი იყო და იქ მივიღე მონაწილეობა, ამ წუთას მოვედი, იქ ტურნირის გამარჯვებულის მედალიც უნდა იყოს.-სარკასტულად ვკაკანებ.
-კარგი რა, როდის მორჩები დებილურ ხუმრობებს?!-თავში მიტყაპუნებს. ეს მოთენთილი ხომ არ არის?! ქალი საწოლიდან ვერ ვდგები თუ ნიკოლოზმა არ ამიჩარა იღლიაში და ხუმრობაც არ შეიძლება?!
-ელე, გითხრა, რომ ტვინს მიჭამ თუ ბევრი ფიქრის შემდგომ შენითაც დაასკვნი?!-თვალებს „სოჩიკივით“ ვატრიალებ.
-მაგისთვის არ შემოვსულვარ,-სახეს ასერიოზულებს. ეჟმოტე ბებიაშენს! ამან ლექცია უნდა წამიკითხოს?! ვინმემ ტაფა მომეცით, ჯანდაბას იყოს ქვაბი! ნებისმიერ ბლაგვ, მძიმე საგანზე თანახმა ვარ!
-მითხარი მერე, რისთვისაც შემოხვედი, ნუ გეშინია არსად არ გავიქცევი, იძლებული ვარ ნებისმიერ სიტყვაზე გულისყურით გისმინო.-მხრებს ვიჩეჩ და ბალიშს ვისწორებ.
-ნიკოლოზზე მინდოდა საუბარი სალომე.
მომესმაა?!
ამა ორუჯრედიან ცანცარას ნიიკოლოზზე უნდა საუბარი?! რაიყო ჩამოვებლეყვეთ დიდიების კვარცხლბეკიდან და გესლის უნდა ვაფრქვიოთ?!
-რას გულისხმობ?!-თვალს ამაყად ვუსწორებ და „ ამ შტერს მზერით გავანადგურებ“ ფუნქციას ვრთავ.
-კარგად იცი, რომ მეგობრისთვის ბიჭის წართმევა უნამუსობაა.-ისე მიყურებს თითქოს დამნაშავე ვიყო.
-ვიცი.-თვალებს ვხრი, და ღრმად ვსუნთქავ, სიტყვები გულზე მცვდება.-რაა საჭირო ბოდიში მოხდა ელე, ნუ გეშინია მესმის, რომ თავს ვერ ერევი, დამიჯერე შემიძლია დავივიწყო, რომ ასე უნამუსოდ იქცევი და ყველა შანსის გამოყენებას ცდილობ.-აი აქ კი ვიცინი გველურად.
ამას მართლა ეგონა, რომ მე მას „ბიჭს“ ვართმევდი და ამის გამო ვწუხდი?!
სახიდან ცინიკური გამარჯვების ღიმილი შარშანდელი თოვლივით ერეცხება.
-რა?!-თვალებს გუბის ბაყაყივით კარკლავს.
-გადი ჩემი ოთახიდან, თორემ ვიკივლებ და ნიკოლოზს ვეტყვი, რომ მახრჩობდი.-ისევ ცალყბად ვიღიმი..
-მოატყუებ?! -რა იყო, არ დამიჯერებს თუ რა?!
-დამპალო!-ქვითინით გარბის ოთახიდან.
ღმერთო რადმენი დებილია ამ ქვეყანაზე!
* * * * * * *
-ექიმო, არ შეიძლება ტაბაშირი მომხსნათ?! ხომ, თქვით ისე მოტეხილი გაბზარული უფრო ეთქმისო, უბრალოდ მაინც სჭირდება თაბაშირიო. გთხოვთ რა!-ვეღრიჯები ტრავმატოლოგს.
-კარგით, მაგრამ ფეხს ძალა არ დაატანოთ და წყალში ძალიან ღრ,ად არ შეხვიდეთ, ცურვისას ზედმეტი ენერგია დაგეხარჯებათ.
-ცურვა არც ვიცი, უბრალოდ მომწყინდა სახლში ამოხრჩობა!
-კარგით!
-არისსს!!! სოფოკლეეე! შემო, თაბშირს ვიხსნი, აქედან სახლში ჩემით მოვდივარ, სიურპრიზს გავუკეთებ ნიკოლოზს!
-რა მოზვერივით ღრიალებ გოგო!-თვალებს მიკარკლავს სოფო.-სიურპრიზი კი არა, ამიფეთქა ნიკოლოზმა ტელეფონი, ახლა ვატოს ურეკავს სად წახვედით უჩემოდო?!
- ვაიმეე, ავყრუვდი, ნუ მიყვირი!-არც მრ ჩამოვრჩები და გახარებუ ვაფართხალებ ცალ ფეხს.
* * * * * * * *
სახლში ანაშლაგით შესვლის ნაცვლად ფეხის წვერებზე მივიპარები. დიახ, არ მოგესმათ, ორივე ფეხი ჩემ განკარგულებაშია და ფუნქციონირებს!
ნიკოლოზის ოტახის კარი შეღებულია, გული უცნაურად მირტყამს, გაოცებისაგან ყბა მივარდება და ვშეშდები.
ელე მხედავს და იმას ვერ ხვდება, რომ მეც ვამჩნევ. სუფთა სისხლის დეგენერატი!
ნიკოლოზს ბურასავით ეძგერება ტუჩებზე ა ლამის ზედ ჩამოეკიდოს.
ვეჭვობ ყურებიდან ორთქმავალივით გავუშვებ კვამლს, გამწარებული, ღუმელივით ვვარვარებ.

-აქ რა ხდება?!-პარანორმალური ხმით ვკივი.
-მე, ეს, ისა, ელამ, მიკლედ, აუუ, გეფიცები ჩემი ბრალი არ ყოფილა სალომე!-კალმახივით იქნევს თავს, დასაკლავად აჭყივლებული გოჭივით წითლდება.
-ააა, ახლა არ არის შენი ბრალი ხომ?!-მოიცა შენი ჭირიმე? კაი ელე, ვითომ არ ვიცი რა წუნკალა და მათხოვარი ხარ! მატყარა, ბრუციანობის საფრთხე, რომ შემაწუხებს გეტყვი, ან სკლეროზი, რომ დამეწყება და მერე დადგი ეს სცენები!
-აბა აქეთ შემომხედე.-ახლოს მივდივარ, თმებზე ვქაჩავ და მაისურში ვავლებ ხელს, ცოტაც და ჰაერშიი ავწევ.
-ვეერ ხარ!
-ნუ წიკვინებ! მეორედ ნიკოლოზს შეეხები და იცოდე ინდაურივით გაგპტყვნი, არ დაგინდობ ისე წაგაჭრი კისერს გილიოტინით! მზემ დაგარტყა თუ საიდან მოგდის ასეთი აზრები! აღარ დაგინახო ახლოს მიხვიდე, თეატრალური სპექტაკლი გამიმართო, თორემ გეფიცები გაჩენის დღეს გაწყევლინებ და ერთს, რომ აგწევ ჰაერშივე გადაგხსნი შუაზე, მერე ნაწლავებს ამოგაცლი და ხელოვნურ ნაწნავებს დავწნავ რომ მკვდარს ზედ გამოგაბა!
კმაყოფილი ვასრულებ მცხავანა მონოლოგს და ხელს ვუშვებ. იატაკს სიფათით ეხეთქება.
ახლა ნიკოლოზს ვუბრუნდები და უსასტიკეს სილას ვაწნი.
-რას აკეთებ, გადაირიე?!-აწითლებულ ლოყაზე იდებს ხელს.
-ეს იმისთვის, რომ ეს ძროხა ოთახში შემოუშვი! მეორედ ამასტან დაგინახავ და გპირდები გადაგკვანძავთ ერთმანეთზე, გამოგაბამთ ატომურ ბომბს და ოკეანეში გადაგყრით. მიზეზს არარ ვიკითხავ!
-გიჟი ხარ!-აზრზე ვერ მოდის ნიკოლოზი.
-ასეთი გიჟი შემიყვარე.
მედიდურად ვტოვებ.
* * * * * * * *
სანამ ასლუკუნებული წუნკალი ობიექტი სახლს ვერ ტოვებს, მე და ნიკა მთელ ბულვარს ვუვლით და ხელჩაკიდებული მივდივართ სანაპიროზე. ეს ბათუმის ბოლო დღეა და მზის ჩასვლის ყურება გვინდა.
-რა დღეში ჩააგდე საწყალი.-სიცილით მახსენებს.
-მასზე აპირებბ ლაპარაკს?! გადაკვანძის გეგმა ისევ ძალაშია.
-ნუ იღრინები.
-ნუ პროფესორობ.
-შენ ნუ მეტიჩრობ.
-ჩვენ, ხომ პროფესორი მეტიჩარები ვართ?! ესაა ჩვენი საქმე.
-ცოლად, რომ გამომყვები მერეც იგივეს ვაპირებთ?!-თვალები უცისკროვნდება ნიკას.
-აბა ბეჭედი არსად არის და...-მზის ანარკელისგან გაჩენილ, ოქროსფრად მოციმციმე ბილიკს შევყურებ.
-ასე გგონია?!-თან ჯიბიდან შავ კოლოფს აძრობს.
-არ არსებობს!
-„რსებობს“!-ტუჩებს ბუშტავს.-გამომყევი ცოლად...
-სამწუხაროდ...-სხვა მხარეს ვიყურები და შემოთავაზების გადახარშვას ვცდილობ, შეუძლებელია! არ გამოვა, წინ უამრავი ბარიერია.-კარგიიიიი!-ფეხზე ვხტები და სიე ვხავი.-ოღონდ ჯერ არა, შეინახე ეგ ბეჭედი და მერე მომეცი.
-შენ ხომ არ გაახარებ ადამიანს, რატო ვითომ?!-მიბღვერს.
-ჯერ შენი გამოსაცდელი ვადა არ ამოწურულა, მაინტერესებს კიდევ რას მოიფიქრებ.
-შე მართლა პროფესორო მეტიჩარა!
-ჩემო პროფესორო მეტიჩარა!-გულში მიკრავს.
პ.ს ჩემი ერთადერთი დასრულებული ისტორია ამ საიტზე. ვინც კიტხულობდით იმედია სრულად ნახვა გაგახარებთ, ვისაც არ წაგიკითხავთ ახლა შეგიძლიათ გამოხატოთ საკუთარი აზრი "პროფესორ მეტიჩარასთან" დაკავშირებით. (კიდევ ვისაც მითოლოგიური ისტორიები უყვარს, ფენტეზის ჟანრის პატარა ნაწარმოები გელოდებათ, თუ რათქმაუნდა მსურველი იქნება და მეცოდინებ, საერთოდ ვინმეს თუ მოსწონს ჩემი ნამუშევრები).



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

გამიშვით სახლში მინდა
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2 სტუმარი Guest BiBi

me vkitxulob yvelas da dzalian miyvarxar ai su su dzalian ^_^ yvela sheni motxroba momwons sul yvelaze dzalian dzalian ^_^ miyvars personajebis naazrevs rom avrcob da 2sityvashi ar tev.. miyvars sheni iumori, sarkazmi, chxubi bagabugi da sul sul yvelaferi saertod ^_^ beuvri beuvri were ra <3

 


№3  offline წევრი blue witch

Guest BiBi
me vkitxulob yvelas da dzalian miyvarxar ai su su dzalian ^_^ yvela sheni motxroba momwons sul yvelaze dzalian dzalian ^_^ miyvars personajebis naazrevs rom avrcob da 2sityvashi ar tev.. miyvars sheni iumori, sarkazmi, chxubi bagabugi da sul sul yvelaferi saertod ^_^ beuvri beuvri were ra <3

უღრმესიი მადლობა! არც კი იცი როგორ გამახარა შენმა კომენტარმა! მადლობა, რომ მომყვები! <3 <3

 


№4 სტუმარი სტუმარი bibi

ai naxe ramdeni xnis win damikomentarebia :D ramdenjerme maqvs es wakitxuli da exlac didi xalisit da siamovnebit vkitxulobdi.. dzalian miyvars sheni wikvina gogoebi sul chemi tavi warmomidgeba xolme mat adgilas :D shenc miyvarxar tan pirvel rigshi,shen rom ara arc es gijebi iarsebebdnen. mokled did madlobas gixdi ramdenimesaatiani mxiaruli ganwyobistvis titqmis yvela istoriaze... da isev getyvi bevri were da yvela daamtavre aucileblad rogorc da rroca shedzleb.chemi saxit namdvilad gyavs ertguli da gulshematkivari mkitxveli.. warmatebebi sayvarelo <3

 


№5  offline წევრი blue witch

სტუმარი bibi
ai naxe ramdeni xnis win damikomentarebia :D ramdenjerme maqvs es wakitxuli da exlac didi xalisit da siamovnebit vkitxulobdi.. dzalian miyvars sheni wikvina gogoebi sul chemi tavi warmomidgeba xolme mat adgilas :D shenc miyvarxar tan pirvel rigshi,shen rom ara arc es gijebi iarsebebdnen. mokled did madlobas gixdi ramdenimesaatiani mxiaruli ganwyobistvis titqmis yvela istoriaze... da isev getyvi bevri were da yvela daamtavre aucileblad rogorc da rroca shedzleb.chemi saxit namdvilad gyavs ertguli da gulshematkivari mkitxveli.. warmatebebi sayvarelo <3

არც კი ვიცი რა ვთქვა, შენნაირ მკითხველს არც კი ვიმსახურებ <3 დავმუნჯდი და გავშტერდი. საოცრებები ხართ თქ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent