შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1998 #დასაწყისი


7-07-2017, 01:05
ავტორი Kalina
ნანახია 1 768

-კარგად მომისმინე. ეს გაფრთხილებაა. ისევ შენსავე საკეთილდღეოდ. ეს ძალიან, ძალიან ბინძური საქმეა და თუ ამ ჩანაწერის მოსმენა დაიწყე, ჯობია ახლავე გათიშო, ფირი სადმე მოფარებულ ადგილას დაწვა და ცხოვრება ისე გააგრძელო, თითქოს არაფერი მომხდარა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუდამოდ ჩაერთვები ამ თამაშში.
აქ მშიშრების ადგილი არ არის. თამაშში სამი მხარეა. პირველში და მეორეში ერთმანეთს გადამტერებული ორი კლანია, მესამეში კი...
ჰო, არ გაგეცინოს. მხოლოდ ერთი გოგოა. ორივე კლანის ჩაუმქრალი ინტერესეი. უფრო პირველის. ვიწყებთ თავიდან. რაკი, გადაწყვიტე, რომ ჩანაწერს ბოლომდე მოუსმინო.
მე ახლა შიდსის მწველი, მტანჯველი ტკივილით ვიწვი. ჰო, 1999 წელია. რთული დროა, არა? არ ვიცი ამას როდის მოუსმენ, მაგრამ როცა ეს დრო დადგება, მე უკვე დიდი ხნის ჩაძაღლებული ვიქნები(მადლობა კოკაინის მარაგისთვის სტელას).
შიშინი.
ყველაფერი შარშან დაიწყო. ანუ 1998 წელს. ალბათ მაგდროინდელი ამბები ჩემზე კარგად არავინ იცის. გამოსირებულ მთავრობას (მაგათაც თუ მთავრობა ერქვათ) ეგონათ, რომ ეს ამბები მოხდენისთანავე ჩაიფარცხებოდა. ჰაჰ! მაგათ გავახარებდი? ჰოდა, ახლა ყურადღებით მისმინე.
1998 წელი. 13 მარტი.
ნიკოლოზ ფალავანდიშვილი არხეინად მისეირნობდა მელიქიშვილის ქუჩაზე.
არხეინად ივლიდა, მთელი თბილისის ახალაზრდობა 17 წლის ღლაპის ხუშტურებზე დადიოდა. ჰოდა, მისეირნობდა და გამვლელებიც თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ და თავჩახრილები მიდიოდნენ, რომ ცნობილ ფალავანდიშვილს თვალში არ მოხვედროდნენ.
ვინ იყო ფალავანდიშვილი?
დიდი არავინ. უბრალოდ თავადური წარმოშობის გვარის მატარებელი. მეტი... არა როგორ არა, მამამისი მთავრობის კაცი იყო. ისეთივე ნამუსგარეცხილი, როგორიც დანარჩენები. ჰმ, თავიანთ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდათ, ძალიან დიდი!
გზად ეს ფალავანდიშვილი თავის მეგობარს, რას ეძახიან? ჰო, ტრუსიკის მეგობარსო. ალექსანდრე ამირეჯიბს შეხვდა.
ამირეჯიბები პატივსაცემი, ჰაჰ, პატივსაცემი ხალხი გახლდათ. რუსეთში ბრძანდებოდნენ და ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ მამა-შვილი. ამ ამბებში იყვნენ, მხოლოდ 97-ში რომ გაახსენდათ, სამშობლო რომ სხვაგან ჰქონდათ და ჩამობრძანდნენ უკან. ამბობენ, უფროსი ამირეჯიბი გაკოტრებულაო და ნამდვილი მიზეზი ეს იყოო. მე არ მჯერა. მაგან, კარიერის აწყობისთანავე ცუდი ხალხი აიკიდა, და ეტყობა თავის დროზე მიხვდა, რა შარშიც ყოფდა თავს და გამოგაზა ,,გრუზიაში".
ახლა ორმა გააგრძელა გზა.
,,სემიჩკას" ცეცხლავდნენ ის ორნი, გასროლის ხმა რომ გაისმა. ხალხის კივილი კოსტავას ბოლოშიც კი ისმოდა.
ფალავანდიშვილს და ამირეჯიბს უბრალოდ გაეცინათ.
საბედნიეროდ იმ ტყვიას არავინ უმსხვერპლია, თორე ჩოლოყაშვილს ციხეში ამოალპობდნენ.
ჰო, იარაღი გიგა ჩოლოყაშვილმა ისროლა. ტყუპისცალიც გვერდით ჰყავდა, რო რამე, დასახმარებლად.
ფალავანდიშვილმა ერთი შეიგინა და გაიქცა.
51-ემდე ირბინა. ნეტა რატო არ მოსტყდა ის ფეხები.
ამირეჯიბი კიდე, დოყლაპიასავით, იდგა და იდგებოდა კიდეც დიდხანს, გაგის(მეორე ტყუპისცალს) მკლავში ტყვიით რომ არ შეეხსენებინა მათი იქ ყოფნა. ან ააცილა ან აუცდა. ამბობდნენ, ტყუპ ჩოლოყაშვილებს არასოდეს აუცდენიათო.
ისე, ეს ტყუპებიც მაგარი უცნაური ტიპები იყვნენ. თუ აშინებ, ისე შეაშინე, რომ მეორედ აღარ დაგჭირდეს!
კარგი, კარგი. მოკლედ, ამირეჯიბიც და ფალავანდიშვილიც 51-ეს წინ აღმოჩდნენ. ასე და ამგვარად.
იმ დროს გაკვეთილები მთავრდებოდა თურმე, და გარეთ გამოსულმა ბავშვებმა ოფლში გაწურული ფალავანდიშვილი და სისხლში მობანავე ამირეჯიბი რომ დაინახეს, გასუსულან თურმე.
იქ მყოფი 51-ე სკოლელი მოსწავლე ამბობს:
,,ფალავანდიშვილი და ამირეჯიბი ამ სკოლაში ირიცხებოდნენ, მაგრამ მათი იქვე გამოჩენა იშვიათ მოვლენად ითვლებოდა."
იმ დროს გამოსულა სკოლიდან ანასტასია ჯაფარიძეც.
ეს გოგო იყო მესამე მხარე.
ეხ, როგორ უღმერთოდ უყვარდა ფალავანდიშვილს ჯაფარიძე. არადა, მტრები იყვნენ, ასე თუ ისე.
აბა, მოემზადე:
ფალავანდიშვილის მამას მოუკლავს ჯაფარიძის მშობლები, და-ძმა, ყველა ახლო ნათესავი.
რატომ?
მიზეზი უფრო საინტერესოა.
ამბობდნენ, რომეო და ჯულიეტას ახლებური ვერსიააო. უფროს ფალავანდიშვილს ჯაფარიძის გოგო რძლად არ უნდოდა.
ყველაზე საინტერესო:
ანასტასიამ იცოდა ნიკოლოზის გრძნობების შესახებ და თვითონაც ამ გრძნობით პასუხს აპირებდა, როცა ეს საზარელი ამბავი დაატყდა თავს.
უკვე ნიშნობის ამბებში იყვნენ, ფალავანდიშვილის მამას რომ გაუგია, არც ისე შეძლებული ოჯახიდან ყოფილან ჯაფარიძეები.
ეს იყო და, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით დაუქუხია ზაალს.
ფალავანდიშვილების მეზობელი დაკითხვაზე იხსენებს: ,,წყნარი ღამე იყო, არადა. უცებ, ფალავანდიშვილების სახლიდან ისეთი ღრიალის ხმა გამოვიდა, გვეგონა, ბატონ ზაალს რამე სჭირდა. არასოდეს მინახავს ბატონი ზაალი ასეთი გაბრაზებული. მისგან ერთი უწმაწური სიტყვაც კი არ ახსოვს არავის. თავის შვილს ეჩხუბებოდა როგორც ვიცი. მგონი ნიკო გეგმავდა ნიშნობას და ჯაფარიძეების გოგოს მოყვანას. ზაალს რომ გაუგია, რომ გოგო საეჭვო რეპუტაციის მქონე ოჯახიდან იყო, თურმე მამა-შვილს ძალიან უჩხუბიათ. მეორე დღეს ნიკო სახლიდან წავიდა და კარგა ხანს არ მობრუნებულა უკან. "
ჰო, მამამისთან არასოდეს უჩხუბია და წავიდოდა, აბა რას იზამდა.
მერე თურმე მამისს მისთვის შეუთვლია, რაც უნდა ის უქნია, ვინც უნდა ის მოიყვანოს ცოლად, მე არ მაინტერესებსო.
თუმცა რა იცოდა, ნიკოლოზმა, მამამისი ორმაგ თამაშს რომ თამაშობდა. ქორწილამდე 1 კვირით ადრე, მთელი ოჯახი ამოუხოცა საწყალ გოგოს.
მთელი ის სილამაზე რაც ამ გოგოს გააჩნდა, ერთიანად ჩაკლა ზაალმა მასში.
ანასტასიას ერთ-ერთი მეგობარი იხსენებს:
,,ანასტასიას თვალები სულ ვარსკვლავებივით უკაშკაშებდა. ნიკოც სულ ასე ეძახდა, ჩემი ციმციმა გოგოო. მორიდებული და მორცხვი იყო მანამდეც, და მერეც. ფალავანდიშვილს სულ ნიკუშას ეძახდა. ნიკო მხოლოდ მას აძლევდა ამის უფლებას. ნიკო შეცვალა ანასტასიასთან ურთიერთობამ. აღარ ეწეოდა, აღარ სვამდა, არავის არაფერს უშავებდა. სკოლაში სიარულსაც მოუმატა. ყველა ამჩნევდა, ანასტასია დერეფანში რომ გაივლიდა, ორ ნაბიჯში მოყვებოდა ნიკოც უკან. მისი დაცვის ინსტიქტი მუდამ თან სდევდა. ორი ბიჭი მხოლოდ იმიტომ გადაიმტერა, რომ ანასტასიას ცუდი თვალით შეხედეს. ძალიან, ძალიან უყვარდა. ანასტასია რომ ვერც კი წარმოიდგენდა, ისე.
ერთხელ (იცინის), ანასტასია კიბეზე დაეცა, ჰო, სულ ბევრი წიგნით დადიოდა და არასოდეს აძლევდა ნიკოს იმის უფლებას, რომ მისი წიგნები მას წამოეღო.
ხოდა, წაიქცა. ხელები სულ გადაისერა. წიგნების ნაწილი ირგვლივ მიმოიფანტა.
იქ მყოფმა იდიოტებმა სიცილი დაიწყეს. ნიკო მშვიდად მიტრიალდა უკან და წყნარად თქვა: ,,კიდევ ერთი თქვენგანი გაიცინებს, და ანასტასიას თავს ვფიცავარ, ვერც ერთი თქვენგანი მზის შუქს ვეღარასოდეს ნახავსო."
მერე ანასტასია წამოაყენა და სისხლიანი ხელისგულები დაუკოცნა.
ძალიან, ძალიან უყვარდა. (იღიმის) ანასტასია რომ ვერც კი წარმოიდგენდა, ისე. "



№1  offline წევრი Kalina

იმდენად სულელურია, ალბათ არც უნდა დამედო, მაგრამ, ვცადოთ... პირველია და შეიძლება ისეთი სულელურიც არ იყოს.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2  offline წევრი ki si

Suleluri ki ara imdenad sainteresoa wnevam amiwia tavi ro damtavrda gaagrdzele aucileblad <3

 


№3  offline წევრი Kalina

ki si
Suleluri ki ara imdenad sainteresoa wnevam amiwia tavi ro damtavrda gaagrdzele aucileblad <3

დიდი მადლობა♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline წევრი სოფიკუნა

მომეწონა

 


№5  offline წევრი Kalina

სოფიკუნა
მომეწონა

მადლობა♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№6 სტუმარი Guest everything

umagresiaaa win kidev otxi tavi maqvs uhuuu

 


№7 სტუმარი სტუმარი კატო

კარგიაააა მომეწონააა იმედია კარგად გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent