დაუმორჩილებელი (თავი 18 )
ყვლა გაერთო ,მის გარდა უკვე კარგად შეზარხოშებული მისი მეგობრები აღარც კი ერიდებოდნენ და ეხუმრებოდნენ კიდეც ,ეღიმებოდა უკვე აღარც კი ბრაზდებოდა მისი ცოლის ასეთ გიჟობაზე,ღრმად იყო იმაში დარწმუნებული რომ სპეციალურად აკეთებდა მისი ყურადღების მისაქცევად და ღმერთმა იცის რად უჯდებოდა თავის შეკავება როცა დარწმუნებული იყო რიმ არც თავად ლიზა იტყოდა მის ნახვაზე უარს, ორ დღეში რა შეიცვალა ვერ მიხვდა ,ნუთუ იმისთვის იყო ამდენი ხანი წასული რომ ყველა გრძნობა ასე მალე გახსენებოდა ? თნაც ვისადმი ,ერთი ჩამოუყალიბებელი გოგოს მიმართ რომელმაც ისოც კი არ იცის საკუთარი აზი როგორ გამოხატოს,როგორ თქვას რომ გაბრაზებული,ნაწყენი ან გახარებულია ? როგორი ძნელია აღიაროს ამხელა კაცმა ,კაცმა რომელმაც თითქმის ყოველთვის იცის რა უნდა რომ ასეთმა გიგომ აურია თავგზა. რატომ არასდტოსაა მარტივი მისთვის ურთიერთიბები , ალბათ მარტივი იქნებოდა იმ კაცის შვილი რომ არ იყოს ყველაზე მეტად რომ ეჯავრება ამქვეყნად. რა მოხდება , თუ ერთ დღეს მმის მიმართ გული მოულბება ? ერთ დღეს კი არა აუცილებლად მოხდებოდა და როგორც ახლა ექცევა მარყივად ველას ზეგავლენის ქვეშ ,ისევე მოიქცევს ამირანი თავის ფრთის ქვეშ და მერე რა უნდა ქნას ? რა უნდა გააკეთოს თუ არჩევნის გაკეთება მოუწევს საკუთარ გრძნიბებს ლიზას მიმართ და საკუთარ სახელს შორის ? რას იტყვიან საკუთარი ცოლი გაწირა ისეთი ამაყიაო თუ პირიქით ისეთი სუსტი ყოფილა ერთ გოგოს გაადაყოლა თავისი სახელიო. ორივე შემთხვევაში თვითონა აგებს საკუთარ თავს და არჩევანიც მხოლოდ მის პიროვნებაზეა დამოკიდებული , ყველაფერი მარტივი იქნებოდა ერთი ვერსია რომ იყოს მტკივნეული და სწორი . მაგრამ სხვის თვალში ორივე არასწორი იქნება და მტკივნეული მხოლოდ მისთვის. ზუსტად იცის არ უნა და ვერ გაადაყოლებს ამ გოგოს ვერაფერს და არააფერს მაგრამ არც მისი დატანჯვის იდია ხიბლავს .პრობლემას ზუსტად და ნათლად ხედავდა თუმცა გადაჭრის გზა ვერაფრით აურჩევია . ორი ვარიანტი აქვს ან ისე უნდა დაიმორჩილოს ,რომ ვრასდოს გაბედოს მისი შიშით ვერაფერი ან ასე დროს და დინებას უნდა მიჰყვეს და ვინ იცის იქნებ თავადვე მოინდომოს მისმა ჭირვეულმა ქალბატონმა რომ არავის და არაფრისკენ გახედვა არ უნდა მის გამო. სანამ ამირანი დასუსტებულია და ვალებში იხრჩობა ზსტად იცის იქამდე შეუძლია მიყვეს დროს ,მაგრამ საკმარისი რომ არაა ამ გოგოსთვის ეს დრო ,მასთან ნორმალური ურთიერთიბა უსასრულობის ბოლოში რომ ეჩვენება ეგაა პრობლემა და ხელის შეწყობაც რომ არ უნდა ამ კარგი ურთიერთობისთვის საკუთარ თავს ვერ დააბალებს არ შეუძლია გამუდმებით იტანოს გაუთავებელი ისტერიკა და კონცერტები , როდემდე გაძლებს ? დღეში ნახევარ საათსაც ვერ აიტანს და ბოლოს ნერვები უმტყუნებს . შეუძლია სცადოს ,სიამოვნებითაც იზამს ,მაგრამ სურვილი რომ ორმხრივი უნდა იყოს კარგად ესმის ,ძალით ვერ გააჩერებს გააჩერებს და დაუშრეტელი ფანტაზია რომ აქვს ლიზას კარგად გაიგო ,ყოველ ჯერზე საცრებებს აკეთებს. მთელი მისი დღე უაზრო ფიქრებში მიილია, უფრო დიდია ,მაგამ თავს დიდად თითქმის სტუდენტობის დროიდან გრძნობს ,მაშინაც ასეატი ამბიციური და ცივი გონებით მოაზროვნე იყო. ერთადერთი ამ ველურთან ვერ ფიქრობს კარგად. კიდევ ერთი წელი მიემატა მის მრგვალ ციფრს და კაყოფილმა გაადავლო თვალი თავის ცხოვრებას და ერთადერთი რაც რიგზე ვერ აქვს პირადი ცხოვრებაა ,სახლი აქვს მაგრამ არ აქვს, ცოლი ყავს მაგრამ არ ყავს და შვილი ,რაომაც არა შეუძლია ყავდეს მაგრამ იმდენი ესმის რომ ნორმალურ ოჯახში უნდა გაიზარდოს მისი შვილი და ვერა ვერ იყოლიებს ვერცერთი საყვარლისგან სანამ მისი ცოლის სტატუსი სანამ ლიზასია. აი მათი შვილი ხომ წარმოუდგენელი თემაა ,მხოლოდ მისთვის თორემ კარგად იცის როგორ უჭედავენ ტვინს მის ცოლს რომ შვილი დააწყნარებს . სნამდვილეში არავის არ აწყნარებს გარდა მისი ოჯახისა ,რომ მათი განქორწინების შემთხვევაში სამუდამო ფარი რომ ეყოლებათ. სასტუმროში დაბუნებულმა ნხატი შეათვალიერა და ჯარგა ხანს უყურა თავის თვალებს . დაიჯეროს ასეთად ხედავს და მეტი არაფერი? სანამ ასე ხედავს ვერც ნორმალური ურთიერთობა ექნებათ და ცდას ხომ საერთოდ აზრი არ აქვს . თუმცა დააცდის ,ცოტახანსაც და დიდხანს ვეღარ მოჭრის თავს იმით რომ ცალცალკე ცხოვრობენ ,ხვდება როგორ უცნაურად ათვალიერებენ ღამე აქ დაბრუნებულს და ზურგს უკან ჭორაობენ. აქამდეც უნდა ექნა ,ჯერ კიდევ მაშინ უნდა გადაბარგებულიყვნენ ერთ სახლში რომ დაქორწინდნენ მაგრამ ისეთები ჩაუტარა ერთ სახლში კი არაა ერთ ქვეყანაში რომ იცხოვრეს რამოდენიმე ხანი ეგაც გასაკვირი იყო. თვითონ დამშვიდდა იმედი ქონა დამშვიდებული დახვდებოდა მაგრამ ფქტი წინ ედო ,თავისივე პორტრეტი. ჯერ ჩამოსვლა არ უნდოდა ,ახლა წასვლა არ უნდა . რა უცნაურად დასჩემდა აზრების ყოველ საათში შეცვლა? აღიზიანებდა მაგრამ არაფერი უკვირს იმის ცოდნაც რომ რამოდენიმე წუთი აშორებს საკმარისია მისი ცხოვრება ამოყირავდეს. ცოტახანიც წავა,როგორ არ უნადა მაგრამ რამდენ ხანს გაძლებს? არა ერთი გაკვეთილი უნდა ჩაუტაროს რომ მის ხუშტურებზე არ ივლის და ნამდვილად ჭირდება აქედან ისე წასვლა რომ არ ნახოს . მტკიცედ გადაწყვიტა “-ერთი დღეც რომ იყოს , მაინც წავალ” მუქარასავით ჟღერდა მისი ხმა თუმცა ვის ემუქრებოდა ცარიელ ოთახში ვერ გაიგო. გულდაწყვეტილი დარჩა დემნა ,მეორე დილას . არანაკლებ მოღუშული გამოიყურებოდა თვიონაც. -ჩამოვალ დემნა , მაქსიმუმ ერთ კვირაში ჩამოვალ . -ვიცი შნი ერთი კვირა .პატარა ბავშვივით დუდღუნებდა დემნა . -არა , დემნა უნდა ჩამოვიდე და საქმეს მივედო . -რა საქმეს ? -აი იმას რომ აქ დაბრუნებულს უცნაურად მიყურებენ და ვერ ხსნიან რატომ ვცხოვრობ კოდევ აქ. -ხუმრობ არა? იქ აპირებ გადასვლას ? -აჰამ . -მერე ფსიქოლოგიც აღარ უშველის შენს ცოლს . რიგორც იქნა ჩააკვეხა თავის წუხილი დემნამ. -არ მაინტერესებს. ჩვეულებრივი ტონით ამოილაპარაკა ცოტახანი დადუმდა და თვალები ჭყიტა.-რა ფსიქოლოგი? -ხო ფსიქოლოგი ყავს , ვერ გაიგო როგორ ეთქვა რომ კაგად არიან ერთმანეთთანო ,მაგრამ დრო იყო მიეხვედრებინა რომ წასვლით მდგომარეობას აუარესებდა.-ახალგაზრდა და სიმპატიური თანაც. მშრალად მაგრამ მაინც თქვა . -მერე ,შენ რას მიკეთებ? ხმაში ეჭვი შეერია . -მე რა ვქნა ? ავუკრძალო ფსიქოლოგთან ნუ დადიხარ ვინმე მახინჯი იპოვეთქო ? -არა დემნა ,რამდენადაც მახსოვს სახლიდან არ უნდა გამოსულიყო. -შენ გიჟი ხო არ ხარ ? გაგიჟდი სახლში ექიმთაან არ იაროთქო? -ფსიქოლოგი ექიმია? თავის გართობისთვის დადის რომ დრო გაიყვანოს . თითქმის ყვირილი დაიწყო. -რა ეტყობა მაგას დაწყნარების ? პორტრეტისკენ გაიშვირა თითი.-ოხ როგორ დამღალა. -დაგღალა თუ ეჭვიანობ ? -ორივე. თავქარიანი და უტვინოა რამ გაზარდა ასეთი ტუტუცი,რკინის ხელი უნდა მაგას ფსიქოლოგი კი არა , საიდან მოათრია ? -დედაშენმა იპოვა . -თან ყველა რომ ეფერება ,ანგელოზი რომ გონიათ ანგელოზი და სასწაული კი არაა ღვთის წყევლაა. გამწარებული ცდილობდა შეეკრა პერანგის სახელირები .- ორი ,ორი წყეული თვე დამჭირდა დასამშვიდებლად და წამში შეუძლია გამაგიჟოს თან ისე რომ თვალით არ დამენახოს . საცოდავად ამოიოხრა და საცოდავად ჩაეხეთქა.-გალიის ჩიტზე მეტად უნდა მოვანატრო თავისუფლება და ვინმე მიუჩინე რომ იგრძნოს კონტროლი აი ისეთი თავის კივილით რომ ვერ გაიტანს ვერაფერს. -არის შეფ. დემნამ სცადა შეემზადებინა ლიზა და ერთი ორჯერ ჩააწვეთა კიდეც რომ მალე აქ მოუწევდა მუშაობა , უცნაურად უყრუვებდა ყურს ლიზა ,ვერ იჯერებდა რომ მართლა აპირევბდა მასთან ერთად ცხოვრებას ,როცა უნდა მოდის როცა უნდა მიდის და თანაც ერთადაც უნდა იცხოვრონ? ვერაფერი გაიგო რაში ჭირდებოდა ეს უეცარი გადმობარგება ,რა თამაშს ეთამაშებოდა. არ შეუძლია ამ კაცთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება , ათი წუთიც ვერ გაუძლებს მის დამცინავ მზერას . რამე უნდა მოეფიქრებინა და ერთადერთი რაც იფიქრა მამამისთან წასვლა იყო. ბევრი არწმუნა დემნამ რომ ძალიან გაბრაზდებოდა ლევანი ,ბოლოს იძულებული გახდა მართლაც გაორმაგებინა ხალხი რომ არგაპარვოდა ,მაგრამ ერთ დღეს ჯერ მაღაზიებში წასვლა მოიმიზეზა და გგზაში მძღოლიმანაც დააჯერა რომ სტუმრად შეივლიდა დედამისთან. შეიარა და აღარც წამოსულა , ძალით ვინ წამათრევს ? არა იცოდა არ გაუჭირდებოდა მისი წაყვანა ,მაგრამ სანამ აქ არაა შეუძლია გაამწაროს იმის ცოდნით რომ მამამისთანაა, მერე ისედაც დაბრუნდებოდა სულ არ აპირებდა პრობლემა შეექმნა ისევ მამამისსა და ლევანს შორის და თანაც უჭირდა ამირანისა და ივანეს ყურება ,მთელი დღე ოთახში იჯდა და ყველა ნივთს ეხებოდა ,მთელი ბავშვობა ინახებოდა ამ ოთახში და მინც სხვანაირად ეჩვენებოდა ,უცხოდ ,უცნაურად ახლა მისი ის სახლი უფრო იყო ,მიუხედავად იმისა რომ იმ სახლში მყოფი ამ სახლს მოსტიროდა. ვერარით დააჯერა თავი რომ შესაძლებელი იყო რომ ერთ დილას ერთ სახლში გაეღვიძათ “რა ამაზრზენია “ იმეორებდა გაუთავებლად და მაინც სულმოუთქმელად ელოდებოდა მის გამოჩენას. არ ამბობდა , არ იმჩნევდა და უჭირდა საკუთარ თავთან აღიარება ,მაგრამ წამით იმასაც უშვებდა რომ რაღაც უცხო იქნებოდა მასთან ერთად ცხოვრება , იქნებ უფრო გაუგონ ერთმანეთს ? აბა ყოველდღე ხომ არ იჩხუბებენ ? განა შეუძლია ყოველდღე მართოს ისტერიკა ? მაგრამ გიჟივით რომ ზემოქმედებს მაინც ეგაა პრობლემა . ყოველ მანქანის გაჩერებაზე ფარდის უკან აიტუზებოდა და ინტერესით აკვირდებოდა ვინ მოვიდა და ყველა ჯერზე უცნაურად სწყდებოდა გული. შეიძლება ვინმეს მაზოხისტად ჩაეთვალა და თავადაც ასე ფიქრობდა მაგრამ ერჩივნა მოვარდნილიყო და ეჩხუბა ,მაგრამ მოსულიყო. ბოლოს დაიღალა აღარც ფარდასთან დგებოდა,მობეზრდა ივანესთან გამუდმებული კამათი,ყოველი ვახშამს რომ უმწარებდა და მისდა გასაოცრად ამირანი თავგამეტებით იცავდა თავის ქალიშვილს,მაგრამ ვერა გულს ვერ უღებდა ,რამდენჯერ სცადა რომ დლაპარაკებოდა მაგრამ სხარტად პოულობდა მიზეზს რიმ გასხლტომოდა ხელიდან . ნათქვამია როცა არ ფიქრობ მაშინ ხდება ის რაც ყველაზე მეტად გინდაო და ზუსტად ასე მოხდა , სტუმრად მოსულ დედამისის ბიძაშვილს შესციცინებდა თვალებში , ყურს ჯერ ხმაური რომ მისწვდა მერე კარიც გაიღო და ყოველგვაი ცერემონიების გარეშე შემოაბიჯა მისმა ძვირფასმა ქმარმა ,დაინახა სერიოზული სახე როგორ შცვალა დამცინავმა ღიმილმა და როგორ უცნაურად აკიაფებოდა თვალები , ისევ ისეთი იყო,რატომ ეგონა რომ შეცვლილი იქნებოდა ვერ გაიგო მაგრამ გული ყელთან რომ მიებჯინა , მერე დაიწყო ფიქრი რატომ ,უხაროდა უბრალოდ დაძაბული იყო თუ ეშინოდა? არა ვერცერთი ვერ აარჩია ყველა გრძნობა ერეოდა ერთმანეთში და თვალს ვერ უსწორებდა. -საღამომშვიდობისა.გაისმა ხავერდოვანი ხმა. რამდენი ხანია არ მოუსმენია ? ყურში უცნაურად მოხვდა და როგირც მაშინ პირველად რომ საჩუქარი შესთავაზა და სასიამოვნოდ მოეჩვენა ,იგივე გრძნობა დაეუფლა . “რა უნამუსო ხარ, იმის მაგივრად გეზიზღებოდეს გსიამოვნებს ?” გაკიცხა თავის თავი და თავი ამაყად აწია . თან უცნაურად რომ უღიმის ? ოღონდ ეს არა ,ნუთუ დეიდამისთანაც თამაში მოუწევს რომ ბედნიერი ცოლია ? -გამარჯობა . თითქმის ერთიანად მიესალმა სუყველა. ამირანმა ხელიც კი გაუწოდა და უკან მალევე წაიღო რადგან არც უფიქრია თავის ხელი გაეწოდებინა. -მობრძანდი. მაინც მშვიდად შემოიპატიჟა სახლში. დინჯად შეაბიჯა და თვალი მოავლო .”ბედნიერი აფერისტების ოჯახი “ იქვე დალანდა კუთხისკენ უფრო და უფრო რომ იპარებოდა მისი მოსვლის მიზეზი და პირდაპირ მისკენ წავიდა . -ლიზ, რამ გაგაკვირვა ? კარგად ჩააფრინდა მხრებში და ხელები მოხვია .-ასე ხვდები შენს ქმარს ? თითქმის დაიჩურჩულა . -ჰჰ ,არ გელოდი . უცნაურად ამოილაპარაკა . - არც მე გელოდი აქ. ხელი შეუშვა თუმცა არ მოშორებია კისერზე მოხვია და უკვე ხმმამაღლა დაიწყო ლაპარაკი- მეგონა სახლში დამხვდებოდა,მაგრამ არაუშავს ვფიქრობ მიზეზი ქონდა . ლიზას დეიდასკენ გაიხედა და მომნუსხველად გაუღიმა . -ეს დეიდაჩემია. სწრაფად გაუსხლტა ხელიდან ლიზა და დეიდამისისკენ წავიდა . -ნათია . გაუღიმა საკმაოდ ახალგაზრდა ქალმა -ლევანი . კიდევ ერთხელ გაუღიმა და ხელზეც კი ეამბორა. -ამირან არ ვიცი რა წამალი იციან შენი ოჯახის ქალებმა ,მაგრამ ყველა რომ ძალიან ლამაზია უდავოაა . ნატალიასაც გაუღიმა. -როგორი გალანტური ხარ. ჩაილაპარაკა ლიზამ . -სულაც არაა, უბრალოდ სიმართლეს ვამბობ. შემიძლია არ მეშინოდეს ისეთი დედა და დეიდა გყავს ვფიქრობ ასაკშიც ულამაზესი ცოლი მეყოლება . თამამად მოხვია წელზე ხელები. რამ გაათამამა , ბევრი არ დაულევია გიგისთან მაგრამ რათ უნდა სიმთვრალე იმის დანახვას რომ ყველაზე ლამაზია უბრალო სარაფანშიც კი. -დალევ რამეს? უხერხულად ჩაახველა ამირანმა ,მის ქალიშვილზე მიწებებული ლევანი რომ გამოეფხიზლებინა. -არა, ცხელა წყალს სიამოვნებით, რაც შეიძლება ცივს. -მე მოვიტან ცივად შეაშვებინა ხელი და რაკეტასავით გავარდა სამზარეულოში. -რა ხდება ლევან საზღვარგარეთ? რიგზე გაქვს ყველაფერი? ამირანი უცნაურად ათვალერებდა სიძეს. -როგორც ყოველთვის. არ ესიამოვნა მისი ტონი. -კარგია . გიმართლებს . -არა, არ მწამს გამართლებების რასაც ვთესავთ იმას ვიმკით ჩემი აზრით ამირან . -ხო ეგეც მართალია ,სულ კარგი უნდა თესო ადამიანმა . ნიშნის მოგებით გადახედა ლევანს. -აჰამ,მაგრამ ხშირად ხდება რომ შენზე არაა დამოკიდებული რას დათესავ ხან სხვის დათესილს იმკი ხან კიდევ.. . გაგრძელებას აპირებდა წინადადების მაგრამ ორივემ ერთდროულად მოკრეს თვალი ლიზას და გაჩუმდნენ. -დაამთავრეთ რემონტი ? ნათია გამოელაპარაკა . -რა რემონტი ? გაუკვირდა და იქვე მათ მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა. -ლიზამ თქვა რომ სახლში რემონტია. -აჰ, არ ვიცი ახლახანს დავბრუნდი ,შეიძლება სიყრპრიზს მახვედრებდი არაა ? ეშმაკურად ახედა ლიზას წყლის ჭიქა რომ დაუდგა წინ და გაბრუნება დააპირა. ჯერ ათი წუთია მოვიდა და თითქმის ათჯერ სცადა ხელიდან გასხლტომოდა არა ასე ადვილად ვერ გაექცევა და თან დენად სიამოვნებს ამირანის სახის ყურება როცა ლიზას ეხება უარს ვერ იტყვის ამ სიამოვნებაზე. სწრაფად წაწვდა ხელში და ნაზად მოქაჩა. ბევრი არ შეწინააღმდეგებია მორჩილად ჩამოუჯდა გვერდით და თითების მტვრევა დაიწყო დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით .-აბა რა შეღებე ? კალთაში დაწყობილ ხელებს წასწვდა და მისი მარჯვენა ხელი მუჭში მოიქცია , რომ როგორმე არ მოემტვრია. -ოთახები. საცოდავად ამოიკნავლა . -სუნი იდგა და აქ წამივედი ცოტახანს. თავი იმართლადა ბოლო სიტყვა ძლივს გასაგონად თქვა . -მართლა ? რა ფრად ? -სხვადასხვა ფრად. -მაინც ? არ ეშვებოდა თითქმის დარწმუნებული რომ სასწაულ ფერს ეტყოდა. - ხომ ნახავ არა ? უფრო და უფრო საწყალ სახეს იებდა და ხელს ჭიმავდა .-შავად. ბოლოს გაბედა და თქვა. -შავად. მშვენიერია ვგიჟდები შავ ფერზე,მხიარულად შესძახა და სახეზე ხელაფარებულ ნატოს გაუღიმა . -ვიფიქრე მოეწინებათქო. ლევანის პასუხით გათამამებულმა უფრო ამოიდგა ხმა . -შენ ყოველთვის სწორად ფიქრობ, რათქმაუნდა მომეწონება , მიყვარს შავი ფერი ,რატომ არ უნდა მიყვარდეს? შავი თმა , შავი თავაალები . ახლა თმაზე წაეთამაშა .-ცოტა გახდი არა? - ცოტა . -დიდი ხნით არ უნდა დაგტოვო ხოლმე , უცნაურად ნერვიულობ არა ? გაუცინა . -ასეა , გაუღიმა ნათიამ.-ძნელია როცა გიყვარს და ვერ ხედავ ახლა უნდა გაატაროთ ბევრი დრო ერთმანეთთან სანამ ახალგაზრდები ხართ და ასეთი შეყვაებულები. -ძალიან შეყვარებულები . ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა და წყალი მოსვა.ასჯერ დაპატარავდა და გაიზარდა ,რა სიამოვნებით გაექცეოდა ახლა და არ მოისმენდა ამ სიყალბეს, ასე ურცხვად რომ ლაპარაკობს და თან გამეტებით ეფერება ხელზე . -ანახე შენი ლეკვი ? გაუღიმა ისევ ნათიამ. -რა ლეკვი ? გაიკვირვა ლევანმა . “მალე ზოოპარკს გავხსნით “ თავისივე ფიქრზე გაეცინა. -კავკასიური ნაგაზი მყავს ,სულ ვპირდებოდი რომ ეყოლება ლეკვები გაჩუქებთქო და აი მოვაბი თავი. - სძინავს ,გინდა ნახვა ? ლეკვის გახსენებაზე სწრაფად დაავიწყდა დაძაბულობაც და ისე მხიარულად შესციცინა თვალებში ,გულით რომ დომნოდა უარს ვერ ეტყოდა .-მოვიყვან . პატარა ბავშვივით წამოხტა და გაუხარდა კიდეც ხელის გასათავისუფლებელი მიზეზი რომ იპოვა. -წამოვალ. რატომ უნდა გავაღვიძოთ? მძიმედ წამოდგა და უხალისოდა აყვა კიბეზე. ღიმილი ვერ შეიკავა ვარდისფერი ოთახის დანახვაზე ,არც უფიქრია რომ სხვა ფერი დახვდებოდა . -საყვარელია ,ადვილი შესამჩნევი იყო საწოლზე მოკალათებული ფუმფულა ლეკვი თათები რომ უდარდელად ამოედო და ქოშინით სუნთქავდა.- აბა კიდევ ვინ გვეყოლება სახლში ? გამაფრთხილე რომ ექიმთან გავარკვიო ალერგიული ხომ არ ვარ ცხოველებზე. -ის კატა აღარ მყავს . ნაწყენმა გახედა.-გაიპარა. -დედა ეს რა დაგმართნია . სწრაფად გაქრა ხუთი წუთის წინანდელი ლევანი მომნუსხველად რომ უღიმოდა.მარტონი იყვნენ რათქმაუნდა აღარ ჭირდებოდა შეყვარებული ქმრის როლი,გულიც კი დაწყდა ლიზას რომ მარტო დარჩენილიც ასე არ ექცეოდა. - აქ რას აკეთებ ? ხმა გაიმკაცრა.-ვინ მოგცა ნებართვა შენს ნებაზე რომ დაყიალობ სახლიდან სახლებში ? -ნებართვა არ მჭირდება . ჯიქურად შეხედა და ხელები გადაიჯვარედინა. - შენ ვინ მოგცა ნება რომ ჩემთან მოდიხარ საცხოვრებლად. -შენთან არა ,ჩემს ცოლთან მოვდივარ. -შენი ცოლი მე ვარ. -ხაარ კიი? მტერი ხარ თუ ცოლი ვეღარ ვიგებ . -მაგიტომ წახვედი ? ცუდად რომ ვიქცეოდი ? ამდენი ხანი აწვალებდა ეს კითხვა და ბოლოს გაბედა ეკითხა. -აჰამ ,გამაქციე და დაამაბრუნე მაგ შენი ცუდად მოქცევით . ისეთი ირონიით თქვა ვერ გაარკვია სიმართლე იყი თუ ტყუილი .ცხვირი აიბზუა და გევრდით გაიხედა . -მოკრიბე შენი ნივთები და წავედით. -არა , სუნია ,იქ ვერ გავჩერდები . გაჯიუტდა -მერე ვისი ბრალია? როდის შეუშვებ მაგ უტვინო თავში რომ მაგ შენს სიგიჟეებზე რეაქცია არ მაქვს . -უტვინო შენ ხარ. მეტი სიტყვები ვერ იპოვა შესაპასუხებლად -ნუ მაცინებ , მე ვარ უტვინო ? დროზე წავედით . -არა,მართლა სუნია იცი რა სუნია ? თვალები დაგეწვება. სიმართლეს ამბობდა და სახეზეც კი ეტყობოდა. - კარგი ,შევამოწმებ და როგორ არ მინდა მატყუებდე . მუქარასავით ჟღერდა მისი სიტყვები. -არ გატყუებ ,მართლა. თავი დაუქნია . -რა პატარა ხარ ლიზა უკმაყოფილოდ გაქნია თავი და გაუღიმა . -ნუ გამაბრაზებ თორემ ეს სახლი ვერ დაგიცავს ხომ იცი? - ვიცი . -ამიტომ რამდენიმე დღეში სახლში დაბრუნდები და ცხვირს არ გამოყოფ. გასაგებია ? -არა. -კი , კი ლიზა. იმას იზამ რასაც გეტყვი. -მაგასაც ვნახავთ. -ვნახავთ . არ მოგენატრე ? მოულოდნელად დასვა კითხვა რმწლიც ცოტახნის წინანდელ საუბართან საერთოდ არ იყო შუაში. -არა! არ დაიბნა ლიზა. -ვითომ ? ჩაიცინა და მისკენ მიწია. -ანუ ახლა რომ გაკოცო , საერთოდ ვერ ვიგრძნობ მონატრებას ? -ვერა! და რამოდენიმე ნაბიჯი გადაგა უკან -შევამოწმო ? უკან გაწეულ ლიზას წაწვდა . რომელმაც უარის ნიშნად თავი გაუქნია .-კარგი ,არ შევამოწმებ ,შეიძლება მერე თავი ვერშევიკავო. შუბლზე შეახო ტუჩები . -შენ მოგენატრე ? მაინც იკითხა. - არ მიპასუხო , დიდად მოსანატრებელი არ ვარ არა ,ჩემი ფაანტაზიის პატრონი .გულდაწყვეტილი ხმა ქონდა. -შეამოწმებ ? ვნებამორეული ხმა და თვალები ქონდა. -არა! მტკიცედ გადაქნია თავი. -შენი ნებაა. სრულიად უბრალოდ შეუშვა ხელი და უკან გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი.-არ ღირს შემოწმება, ვფიქრობ ჩვენთვის პატარაა ეს საწოლი. მიხვდა როგორ აუწითლდა ლოყები , ღიმილი მოადგა თვალი ჩაუკრა და კარი გამოაღო -იდიოტი ხარ. დააწია კარში გასულს ,მაგრამ გაიგო თუ ვერა არ იცოდა. უკან მიჰყვა. უკვე ემშვიდობებოდა ნათიას და სახეზე ისევ ის მომნუსხველი ღიმილი ქონდა აკრული. -გამაცილებ? კიბეზე მდგარ ლიზას ახედა. უხმოდ დაიძრა კარისკენ და ლევანსაც კი გაასწრო. -თუ არ გაჩერდები მემგონი შენ წახვალ და მე დავრჩები , ნელა ,ცოტა ნელა თუ ასე სწრაფად მიხვალ მანქანასთან გგონია უფრო მალე გამისტუმრებ? არ ჩუმდებოდა ლიზს უკან მიმავალი ლევანი . გაჩერდითქო გოგო. ბოლოს სიბრაზე მოერია უკვე მანქანასთან მისულს და მკლავში წაწვდა. -რა დაგემართა ? -გაცილებ. მხრები აიჩეჩა. -მაცილებ ? გამცილებელი უკანაა ხოლმე ან გვერდით . -ბოდიში. -ლიზ, აი ეს მღლის მარტივით რომ ცვლი ხასიათს. -მე კიდე ის მღლის ხან ბედნიერი ცოლქმრის როლს რომ ვთამაშობთ და.. სიტყვა გაწყვიტა და ხელი აიქნია , მკლავი გაითავისუფლა ,-ნახვამდის. ცივად მიაძახა და თითქმის სირბილით შებრუნდა სახლში. რას გაუგებს ? არა არ შეუძლია გაგება ,უბრალოდ სიტყუაციის მიხედვით უნდა იმოქმედოს ყოველ დღე ,თორემ წინასწარ აზრი არ აქვს ამ გოგოსთან მოქცევის დაგეგმვას. მოენატრა ? ეღიმებოდა უაზროდ მთელი გზა , მოენატა და თან როგორ უკვირს კიდეც როგორ გაძლო ამ სულელი გოგოს გარეშე ამდენ ხანს . სიცილს უფრო უმატა შავი კედლები რომ გაახსენდა .-ნეტავ კიდე რა დაგრჩა გასაკეთებელი? ხმამაღლა მოუვიდა ფიქრი და დაბნეულ მძღოლს უცნაურად რომ უყურებდა თავისთავთან მოლაპარაკე უფროსს წამიერად გაუღიმა და ისევ ფიქრებს დაუბრუნდა . უცნაურად უღრღნიდა გულს ეჭვი და ამირანის ქარაგმებით ლაპარაკს იხსენებდა. ცხოვრებაში პირველად ეშინოდა მტრის იმიტომ კი არა რომ ვერ მოერეოდა , გამარჯვება რომ ლიზად დაუჯდებოდა ეს აწუხებდა გაუჭირდა დაძინება ,თუმცა ბოლოს მოახერხა , კარგა ხანს არ ადგებოდა თავზე გიგი რომ არ წამოდგომოდა. გულწრფელად კმაყოფილი იყო მისი ბედნიერებით ლევანი , ბოლოს და ბოლოს იმ გოგოსთან ერთად რომ ნახა და თანაც ეუცნაურა მაგრამ არაჩვეულებრივი ამბავით დახვდა . გააზრებაც ვერ მოასწრო რომ შვილი უნდა ყოლოდა მის მეგობარს რომ ახლა წინ უზის და ეუბნება ტყუილიაო? თანაც რა დღეში? ჭიქას ჭიქაზე რომ ცლის და ადამიანს არ გავს . ვერაფერი მოიფიქრა რით დაემშვიდებინა ? დაბნეული უვსებდა ჭიქებს და ვერ ახსნა იმ გოგოს საქციელი. რაც უფრო მეტად ისმენა ამ შეყვარებული ადამიანების ისტორიებს მით უფრო რწმუნდება რომ ტანჯვის და სისულელების მეტი არაფერი მოაქვს ამ სიყვარულს . ცოცხალი მაგალითი ახლა წინ უზის და ვერავინ შეედავება რომ ტყუის . თუ მაგრად არ დადგა არ აცდება ასეთი დღე ,იმ სხვაობით რომ მისი საქმე უარესად იქნება ,რადგან მისი განადგურების მიზეზი მისი მტრის ქალიშვილი იქნება. კიდევ კარგი ბავშვივით გულუბრყვილოა ლიზა და ბევრი ნერვები არ აქვს სერიოული რაღაცეების მოსაფიქრებლად , ახლა გიგის რომ უყურებს ურჩევნია კედლები უღებოს ,ვიდრე ასე ფეხბურთის მსგავსი თამაში ითამაშოს მისი გულით. მტკიცედ ქონდა გადაწყვეტილი,რომ სახლში უნდა გადაბარგებულიყო ,თუმცა რატომღაც დროს წელავდა , ფეხს ითრევდა,წამში ცვლიდა გადაწყვეტილებას და შეშინებული ბიჭივით უფრთხოდა რეალიბას . არადა რამდენი დრო დაკარგა? თან ეს ამირანიც რომ უცნაურად მიჩუმებული იყო უფრო მეტად აწუხებდა ის ფაქტი რომ თავის მშობლებთან უფრო მეტ დროს ატარებდა მისი ცოლი. თითქმის აგვისტო მოადგა კარზე და ამ სასტუმროს ბოლო სართულზე იხუთავდა სულს ,ისე გავიდა დრო ერთხელაც არ მოუკრავს თვალი და სიამაყეც არ უშვებდა რომ კითხვები დაესვა ,დემნამაც მის ჯიბრზე ამოიკერა პირი,მშრალად ეტყოდა რომ პრობლემებს არ უქმნიდა და ამით მთავრდებოდა. არა რა დღეშია? მისი სიგიჟეც რომ სანატრელი გაუხდა. ერთ დილას სერიოზულად შეუდგა თავისი საბუთების დახარისხებას და გადარჩევას დრო იყო ემოქმედა -რა იყო დემნა რანაირად მიყურებ? -როდის აქეთ ალაგებ შენთვითონ? -ესენი მე უნდა დავალაგო . ჰაერში ააფრიალა ფურცლები . -გასაგებია , შენი ცოდვებია მაგ ფურცლებზე ? -დაახლოვებით. თითქმის ნახევარი დღე მოანდომა და კიდევ გააგრძელებდა კარში გიჟივით რომ არ შემოვარდნილიყო თითქმის ნახევრად შიშველი ლიზა. უცნაურად შეათვალიერა გოგო და მაგიდას დაეყრდნო -მითხარი რომ პლიაჟიდან მოდიხარ და ასე უბრალოდ არ დადიხარ ქუჩაში. ნიშნის მოგებით დახედა თავის თავს რა არ მოეწონა მის შორტებსა და ტოპში ვერ გაიგო და ყურადღება არ მიაქცია .ნატვრაც აუხდა ხომ ინატრა ერთი სიგიჟე რომ მაინც ექნა ,საკუთარი სურვილებთან უფრო ფრთხილად უნდა იყოს. -შენთან საქმე მაქვს . თავისთავთან შეუფერებლად სერიოზული ეჩვენა. -ხო ? აბა დაიწყე დაგრჩა რამე დასამტვრევი აქ ? მშვიდად მოკალათდა სავარძელში და კიდევ ერთხელ შეათვალიერა. - არაფრის დამტვრევას არ ვაპირებ . ნაწყენმა ჩაილაპარაკა და მის წინ მიუჯდა მაგიდას . უხერხულად შეიშმუშნა და შეუმჩნევლად მაგრამ ხელით მაინც ჩამოიქაჩა მაისური ქვემოთ. - თუ იცმევ უნდა ჩაიცვა და შეირგო . შეგამჩნიო ანიშნა და გაუღიმა . -კარგი რაა, ამოიკვნესა და თითების მტვრევა დაიწყო რაც იმის ნიშანი იყო რომ ნერვიულობდა ,მოკლე ხანში ყველა მისი მოძრაობა ზეპირად ისწავლა ლევანმა. -გისმენ. დასერიოზლდა თავადაც . -რაღაც უნდა გთხოვო . -რათქმაუნდა აბა ჩემთან ორი მიზეზის გამო თუ მოვა ვინმე ან რაღაც უნდა მთხოვოს ან თავზე დამამტვრიოს ყველაფერი. ხმაში ირონია გაურია. -არც ვიცი რატომ მოვედი , ხომ ვიცოდი რომ ასე დამხვდებოდი ? გაღიზიანდა ლიზა და ფეხზე წამოდგა. - დაჯექი . -იყოს წავალ . მაგრამ არსადაც არ იყო წამსვლელი ლიცულიბდა კიდეც კიდევ ერთხელ თქვა დაჯექიო. -კარგი ,შენი ნებაა თხოვნა შენ გაქვს რიგორც ჩანს ძალიან მნიშვნელივანი არაა . ზუსტად იცის რიმ ვერსად წავა, წასვლა რომ დიმნოდა ისე გაიქცეოდა უკან არც მოხედავდა და არა ასე ზლაზვნით. -მნიშვნელივანია . მობრუნდა და კარს აეყუდა . -ხო და მითუმეტეს . სკამისკენ ანიშნა დაბრუნდიო. სიამაყის დრო არ ჰქონდა სიამაყისთვის რომ ეცალოს საერთოდ არ მოვიდოდა გაუბედავად ჩამოუჯდა ისევ წინ და თვალი წამით გაუსწორა მერე ისევ დახარა და ხელით გაინიავა . -გცხელა ? საერთოდ არ ცხელოდა მის კაბინეტში პირიკით ისე უბერავდა კონდიციონერი დაუწევდა კიდეც სიამოვნებით. -არა , კი , წყალს დავლევ . მაგიდას ეცა გამწარებული და წყლის ბოთლს თავი გაჭირვებით მოხსნა ,ჭიქაში დასხმა არც უფიქრია ისე მოიყუდა და ამოისუნთქა. -რა ხდება ? ზედმეტად სერიოზული ხარ , არა სხვაზე არ გამაკვირვებდა ,მაგრამ შენ ? ცოტა შესაფერისადაც რომ გეცვას ვიფიქრებდი საქმიან წინადადებას მთავაზობსთქო , რას გადაეკიდა მის ჩაცმულობას ,იქნებ იმას რომ მკერდს ძლივს უფარავს ტოპი? -დრო არ მქონდა შენთვის შესაფერისად რომ ჩამეცვა . ნეტა თუ ამოღერღავს დღეს და გაბედავს რამის თქმას ? ინანა ამირანთან რომ არ წავიდა , მაგრამ ლევანისთვის თხოვნა უფრო ეადვილებოდა . -გისმენ. უფრო კარგად გადაწვა და ხელები ერთმანეთს მიადო -ყურადღებით. პირის გაღება ვერ მოასწრო რომ კარზე კაკუნმა შეაჩერა ,თვალები აატრიალა და კარს გახედა ,გაუბედავად რომ იდგა მარიამი აჯერად შედარებით გრძელ კაბაში. -ხელი უნდა მოაწეროთ ,ქაღალდებს ნერვიულად დახედა ლიზას დანახვაზე. -მერე მარიამ ,მერეეეე -დაგელოდებით . გაღიზიანებულმა შეათვალიერა ლიზამ მარიამი , ნეტა რა ფუნქცია აკისრია ,მარტო საბუთებს და ყავას უკეთებს თუ სხვა რაამებსაც ? წარბი აწია და ხელები გადაიჯვარედინა . ინტერესეით უყურებდა როგორ გაკვრით მოაწერა ხელი და ღიმილით გადაუხადა მადლობა . -რამეს ხომ არ ინებებთ? სასიამივნოდ გაუღიმა უფროსის მეულეს “კი შენს თმას ,გაპუწულს” -არა . უხალისოდ უპასუხა . - ცოტახანი არავინ შეგვაწუხოს . სასიამივნოდ მიმართა ისევ ლევანმა და ლიზას შეხედა ნერვიულად რომ გადაეჯვარედინებინა ხელები და ფეხს ატყაპუნებდა უხმოდ.-რა უხეში ხარ ლიზა. - უკაცრავად ,შენს ყველა ქალს ვერ გავუღიმებ. - ჩემს ყველა ქალს? კარგი ნუ გაუღიმებ ისიც მაკმაყოფილებს თმით რომ არ თრევ იმის გამო რომ თვითონ გაგიღიმეს. -უნიჭო ხარ ,ხუმრობებში. -ვინ გითხრა რომ ვხუმრობ . კარგი , მოდი შენ ის მითხარი რამ შეგაწუხა და მოგიყვანა ჩემთან. - სადმე გადადიხარ? ჩალაგებულ ყუთებზე გადაიტანა მზერა. -კი -სად? -შენთან. -არაა? ამოიოხრა და მოწყვეტით დაჯდა.-რატო? რა გინდა? არ გეშინია რომ სუ ვიჩხუბებთ და მერე სისულელებს გავაკეთებ და მერე შენ სულ გაბრაზე.. -ნელა ნელაააა , ამოისუნთქე, შენი არ მეშინია ჩემო საყვარელო . ფეხზე წამოდგა და მის გვერდით მდგარ სკამს მიაშურა ,ერთი ხელის მძრაობით მოაბრუნა სკამიანად თავისკენ და გაუღიმა - მოდი საქმეზე გადადი , არც ისეთი რთულია რამე მთხოვო , მთავარი ნაბიჯი გადადგი და აქ ხარ უკვე , აბა რა სურს ქალბატონ ელიზაბედს ? - ფული. წამოიძახა და რექციას დააკვირდა როგორ აწია წარბი და გაიცინა. -რათქმაუნდა . აბა სხვა რა. -მართლა მჭირდება , შენ გგონია ადვილია შენ გთხოვო? -და თუ ადვილი არაა მე რატომ მთხოვ? რატომ არ გაიქეცი მამიკოსთან? -იმიტომ რომ არ ველაპარაკები და მას რომ ფული ვთხოვო გამოდის ვრიგდები და თანაც მერე შენ მომკლავ. -ვაიჰ რა კარგად გამაცინე, მარტო იმიტომ არ წახვედი მამაშენთან რომ ჩემი გეშინია ? -არ გაბრაზდებოდი? ხო და წავალ ნეტა რა აზრი აქვს შენთან ლაპარაკს ? ისევ წამიხტა . -დაჯექი, მასთან ერთად წამოხტა და უკან დააბრუნა . -მიხარია ჯერ მე რომ გაგახსენდი , არ ვკითხულობ რამდენი გინდა ,მარტო ის მითხარი რათ გინდა? -სოფოს უნდა მივცე. ტუჩი მოიკვნიტა - შენს სოფოს ? და რაში ჭირდება სოფოს ? -სოფოს შვილია ავად, ხმა მოისაწყლა.-ხო და რაც ჭირდება აქ არ აკეთებენ და.. -კარგი ,გინდა რომ სოფოს მისცე ფული იმიტომ რომ მის შვილს უმკურნალონ და ასე უნდა გენდო ? ეჭვნარევი მზერა მიაპყრო -არ გატყუებ , გეფიცები . -რას მეფიცები ჩემს თავს ? სცილი ვერშეიკავა -დამცინი ? მოიღრუბლა ლიზა -არა , არ დაგცინი ოღონდ ეხლა არ იტირო . ცოტახანის დუმილის შემდეგ ამოიხვნეშა- კარგი , მივცეთ ფული შენს სოფოს .გაარკვიე რამდენი უნდა და მითხარი. ფეხზე წამოდგა მკაცრი სახით მოუარა მაგიდას , თითქოს ცოტახნის უკან ის არ იცინოდა გულიანად . ვერ გაიგო როდის წამიხტა ლიზა და როდის შემოურბინა წინ და კარგად მიეწება მკერდზე. -მადლობა . -არაფერს. რობოტივით გაშეშდა ერთ ადგილას და ზემოდან გადმოხედა, მაშინ არ დაბნეულა ესე ქანცი რომ გააძრო ფერებით.-კარგი , გეყოფა . ზურგზე მოუთათუნა ხელი ძმაკაცივით. -ხომ არ გადაიფიქრებ სანამ ,გავარკვევ? -ლიზას ვგავარ? თუმცა არც შენ გავხარ დღეს ლიზას , არ გადავიფიქრებ . უკვე თავადაც კარგად მოხვია ხელი . -წადი გაიქეცი, იქნებ საჩქაროა ? წესით ბედნიერი თუ არა კმაყოფილი მაინც უნდა ყოფილიყო გულწრფელი მადლობით ,მაგრამ მხოლოდ უცნაურად უჩქეფდა სისხლი და მართლაც რომ დაბნეული იყო. - მალე მოვალ არსად წახვიდე . ეჭვნარევი მზერა რომ მიაპყრო თან . -არსად მივდივარ . დაამშვიდა და კარში გაქცეულს თვალი ძლივს მოკრა. -ჰმ რა უცნაური ვინმე ხარ ლიზა . ამოილაპარაკა თავისთვის და ისევ კარში დალანდა გამწარებული რომ შემოვარდა . -ჩანთა დამრჩა . ჩანთისკენ დაბნეულმა გაიშვირა თითი სწრაფად დაწვდა პატარა ჩანთას და ისევ გაიქცა. ისე გაეპარა ერთი საათი უაზროდ ჯდომაში სახეზე ღიმილ მომდგარს სანმა , ისევ არ დაბრუნდა მისი ღიმილის ობიექტი ფურცლებით ხელში და წინ დაულაგა . ინტერესით მიაჩერდა მამაკაცის სერიოზულ სახეს ფურცლებს რომ ჩაჰყურებდა -ბევრია ? გაუბედავად იკითხა . - არა , არაა ბევრი . თავი გაუქნია და გაუღიმა -შენ უფრო მეტი ღირდი . წამოროშა და შეშინებულმა ახედა ,სულ როგორ უნდა გააფუჭოს მისმა ირონიამ კარგი მომენტი ? რით ვერ ისწავლა რომ არ შეიძლება გამუდმებით ყველაფერი თქვას ამ გოგოსთან რაც კი პირზე მოადგება . მიხვდა როგორ შეეკრა შუბლი და როგორ გაუცივდა სახე . მაშინაც ასე დაემართა სასტუმროს გახსნაზე , ესღა აკლდაა . ეხლა უხსნას და სდიოს რომ არ უნდოდა თქმა და შეირიგოს კიდევ ერთხელ და ისევ თავის ფეხით ძლუვს მოსული აქამდე. -ლიზ .ადგილზე გაქვავებულმა ძლივს წარმოთქვა მისი სახელი და ეჭვიც არ შეპარვია რომ მის წინ იდგა ჯერ კიდევ მაგრამ უკვე გაქცეული ყავდა. -რატომ ხარ ასეთი ? გულდაწყეტილმა გადაიკიდა ისევ ჩანთა და ნაწყენმა გაუღიმა -მაგრამ რა კითხვაა რატომ ,უბრალოდ ასეთი ხარ. რაც არ უნდა ვცადო და ვიფიქრო რომ სხვანაირი ხარ,შანსაც კი არ ტოვებ რომ .. მოკლედ , ყველაფერი გაქვს .ფურცლებზე ანიშნა და ნელნელა გაუყვა კარისკენ მიმავალ გზას . -რა ჯანდაბა გჭირს ? საკუთარ თავს გაუჯავრად და ცარიელ კარს გახედა . უხმოდ მოაწერა ხელი , მკაცრად გააფრთხილა მარიამი რომ სასწრაფო იყო და პირველ რიგში გადარიცხვა უნდა გაეკეთებინა და სხვა ყველაფერი მერე მოეგვარებინა . მდუმარედ ჩავიდა ქვემოთ და მანქნაში უძრავად მჯდარს ძლივს მისწვდა დემნას ხმა რამოდენიმეჯერ უშედეგოდ რომ ეკითხებოდა სად წავიდეთო ? -არ ვიცი დემნა , სალში მივდივარ. -შენებთან თუ ლიზასთან ? ვერ გაერკვია დემნა . -ლიზასთან . მშრალად ამოილაპარაკა და უსასრულოდ გაწელილ გზას ინტერესით აკვირდებოდა . გზაც რა დიდი და დაუმთავრებელი გამხდარა რომ იქამდე მისულიყო. მთელი სამყარო და მისი ენაც კი მის წინააღმდეგ მუშაობდა . გაბედულად შეაბიჯა და ცარიელი სახლი ისე ეტკინა ,ნაბიჯის გადადგმის სურვილიც არ გასჩენია . გულმოდგინედ ათვალიერებდა ერთ დროს საკუთარ სახლს რომ უწოდება , რა შეიცვალა ? ვერაფერს ამჩნევდა გარდა ყვავილებისა რომლებიც უკვე ნელ ნელა ჭკნებოდნენ და უწყლოობისგან დასუსტებულებს მხრები ჩამოეყარათ .ზუსტად ასეთი მხრებ ჩამოყრილი გაუშვა დღეს და იგივე შეცდომა დაუშვა რაც მაშინ წასვლის წინ ,იმ განსხვავებით რომ ამჯერად ხელგაშლილმა არ მიიღი ,არც ვნებიანი კოცნა აჩუქა ,სახლშიც კი არ დახვდა .სად შეუძლია მედგრად შეხვდეს ? ყოველთვის გარბის და იმედი აქვს რომ გაეკიდებიან , ეს კიდევ იმდენად ამაყი და ჯიუტია ვერ მისდევს და თან რაც უფრო მეტად იცნიბს მით უფრო მეტად თვლის თავს არაკაცად ერთი სიტყვით რომ სტკენს გულს .თავის ბრალია ,აბა სხვას ვის დააბრალოს რომ გამუდმებით გაურბის ? რომ ერთ ადგილას ვერ დაუდია ბინა ვერ უპოვია და გაურკვევია სადაა,ვისია და დკარგულივით ჰაერშია ჩამოკიდებული. საკუთარ თავსაც აწვალებს და ამ ცხოვრებაში გაურკვეველ გოგოსაც . მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს აკუთარ თავზე თავის თავს თუ ვერა ამ გოგოს მაინც უნდა დაეხმაროს რომ უსაფრთხოდ მაინც იგრძნოს თავი ერთ ადგილას. დაჯერება უჭირს ,მაგრამ გაჭირვებაში დარჩენილი მასთან მორბის, მაგრამ რომ არ შეარგო თავის დახმარება ეგაა პრობლემა . რა უშლის ხელს რომ ბოლომდე კეთილი იყოს , ამირანის შვილი რომაა ? უსუსრი მიზეზია , ეგ რომ ყოფილიყო ხელის შემშლელი მიზეზი საერთოდ არც კი ინერვიულებდა . რანდენი ხანი ვერ ნახავს კიდევ ? ისევ სანატრელი უნდა გაუხდეს მასთან ჩხუბიც. ეჭვიც არ ეპარება რომ ასე იქნება , ზედმეტად ამაყია თავად რომ მიაკითხოს კიდევ ერთხელ ამირანთან და თანაც ხელცარიელი რომ წამოვა ზუსტად იცის . -დემნა აქ დავრჩები . ხმა გატეხილი და დასუსტებულიყო . -ხვალ მინდა რომ ყველაფერი აქ გადმოიტანო. -მარტო აპირებ ცხოვრებას ? -დაბრუნდება აბა სად წავა? თუ არა და მომიწევს დავაბრუნო . -სად იძინებ შავ ოთახში ? დასცინა დემნამ. -ჯერ არ მინახავს ,უმისამართოდ გაიიმა და სახლს ახედა. -რათ მინდოდა ამხელა სახლი ? -იქნებ გაივსოს . მხრებჩამოყრილ ლევანს მხარზე დაკრა ხელი. -ხო , დაველოდები შემდეგ ცხივრებას. უცნაურად დაღლილი იყო,შავი კედლების დანახვამ სულ გაუშვაბნელა ფიქრები, გაბრაზდა ,სიმწრისგან გაეცინა და ბოლოს ოხვრით დახუჭა თვალები , მერე ისევ გაახილა ბევრი სხვაიბა მაინც არ იყო დახუჭულ და ღია თვალებს შორის ისე ბნელოდა. როცა გაანალიზა რომ მაინც ვერაფერს არკვევდა თვალგახელილი სიცილი აუტყდა .შეიძლება ვერ ერეიდა ,მაგრამ მიზანს მიაღწია მისმა ჭირვეულმა ცოლმა , თვალთ მაინც დაუბნელა და და ან ისე რომ ვეღარ არკვევდა ნამდვილად დახუჭული ქონდა თვალი თუ ღიაა. ახლა თავად ელოდებოდა მის დაბრუნებას ,რომ რიგორმე გაეტანა სახლის სიდიდე , მაგრამ ისე გაუარა დრომ , კარგად მიხვდა არ დაბრუნდებოდა, ან ბოდიში უნდა მიეხადა ,მაგრამ მისი ბოდიში გარანტია არ იყო ან უნდა წამოეყვანა და ამირნის სახლში კიდევ ერთხელ მივარდნა და იქიდან წამოყვანა სულ არ ემარტივებოდა. ბევრი იყოყმანა და გადაწყვიტა ხვალ წავა და წამოიყვანს. უკვე წარმოიდგინა რა სცენები ელოდა თუ გაიგებდა რომ იმ სახლში დააბრუნებდა სადაც ერთად მოუწევდა ცხივრება გიგიმ რომ დაურეკა ,შენი ცოლი მოდის ჩემთანო . თან გააფრთხილა არ მოხვიდე თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე აქვს დაგირეკავო ,მაგრამ რა გააძლებინებდა? ინტერესით უყურა მისი სახის ცვალებადობას მთელი საღამო ,თავიდან რიმ დაიბნა,მერე გაბრაზდა და ბოლოს ორი ჭიქით შემთვრალი როგორ გაუთამამდა . როგორი ბედნიერი შეჰყურებდა მომავალ მშობლებს და უცბად რომ გაშინაურდა მათთან. დაეწუნებოდა მის ცოლს ამ საღამოს ,შავგვრემანი ბარბივით რომ იყო გამოწყობილი . ერთი კითხვა უღრღნიდა ტვინს თუ მისმა ყველა მეგიბამა მოახერხა ბედნიერების პოვნა მას რა უშლიდა ხელს? გახსენდა რაც ,ბოლომდე მივყვებიო მედგარი ხმით რომ ამბიბდა გიგი ზუსტად ეგ აკლდა . ბოლომდე კი არა ნახევარზეც არ მიყვებოდა ის თავის მომავალ ბედნიერებას ,იმით გათამამებული რომ ყოველთვის ყველაფერი თავისით მოდიოდა მის ცხოვრებაში. სინამდვილეში ყველაზე მეტად წამოსვლა უხაროდა ისე რომ მოიგდო ხელში არც კი დაჭირვებია ძალის გამოყენება .არც კი შეიმჩნია რომ აქამდე მხოლოდ ამ შეხვედრას ელოდებოდა და ხვალიდან ყოველ წუთას ერთმანეთის ყურება მოუწევდათ . ყურადღებით აკვირდებოდა როგორ მიყვებოდა ოდნავ ფეხარევით და უხმოდ რომ მოუსკუპდა გვერდით. გაჭირვებით ჩადო ქუდი თავის და ლევანის შუაში და თვალებაჟუჟუნებულმა კმაყოფილად გაიძრო ფეხზე ფეხსაცმელები. -მხოლოდ იმიტომ იკლავ თავს რომ რამოდენიმე სანტიმეტრით მაღალი გამოჩნდე? -ხოო. უხეში ეჩვენა პასუხი. -გაბრაზებული ხარ? - კი. -აქ რა გინდოდა? მთელი ტანიტ შებრუნდა . -არაფერი. -მატყუებ . თქვი რა საქმე გქონდა? -აზრი არ აქვს . ხელი აუქნია და მინა ჩაწია ჰაერს შეუშვირა ცხვირი და ღრმად შეისუნთქა. -იქნებ აქვს . -რომ გითხრა საკუთარ თავს აუკრძალავ ქალებში სიარულს თუ იმათ აუკრძალავ ენის ტლიკინს? ყვირილზე გადავიდა პირდაპირ იმის გახსენებაზე რა ამაყად შეაბიჯა სავაჭრო ცენტრში და როგორი დამცირებული წამოვიდა. -ვერ გავიგე. -რათქმაუნდა ვერ გაიგე ,შენ კი არ გლანძღავენ ჩემი საყვარლები საქვეყნოდ. -ეგღა მაკლია აი . ჩაიცინა ლევანმა და ნაწყენ სახეს მომღიმარი მიაჩერდა თითქოს ეხლა გაანალიზა რა უთხრა და უცბად დასერიოზულდა უხერხულად ჩაახველა.-შენ გეჩხუბა ვინმე ? -არ გინდა ეს ვითომ გულიშეგტკივა ხმა რა ? -ვინ იყო ? -შენი საქმე არაა, მე თვითინ მივხედავ. -შენ თვითონ თუ გიგი ? -აბა შენ ხომ არ შეგაწუხებდი , მეშინია ისეთი რთული არ აღმოჩნდეს ჩემი თხოვნა რომ ჩემზე მეტი ღირდეს . -კარგი ეხლა ,ნუ იბუტები . -არ ვიბუტები ,სიმართლეს ვამბობ . -რომ გითხრა რომ ნებისმიერ თხოვნაზე მეტი ხარ? -მითხარი , მეც შემიძლია გითხრა რომ მოგკალვ ,მაგამ ცარიელ სიტყვებს რა აზრი აქვს ? -კარგი ,ნუ მეტყვი თვითონ გავარკვევ. -ხო და გაარკვიე . -მთვრალი და გაბრაზებული . გაუღიმა და ლოყაზე მოჩმიტა , თავი აუქნია ხელი გამიშვიო მაგრამ მაინც მოასწრო. -არ ვარ მთვრალი. -არა? ანუ ეხლა რომ შემოგთავაზო გავისეირნოთთქო,მანქანიდან გადმოხვალ და სწორად ივლი ? -რატომ უნდა შემომთავაზო? -ჩავთვალოთ რომ დანაშაულს ვისყიდი. -არ მჭირდება შენი დანაშაულის გამოსყიდვა ,მაინც ვერასდროს გამოისყიდი . -მაინც ვცდი ,ხომ მითხარი მიყვარს ღამე სეირნობაო. -მარტოს მიყვარს მე აბეზრებთან ერთად კი არა. არ უცხრებოდა ნაწყენი ხმა . -ხო და ცალცალკე ვიაროთ ან გზის სხვადასხვა მხარეს . -და არ მითხრა რომ ნერვები გეყოფა . ეშმაკურად მოუჭუტა თვალები და გზას გახედა თითქოს ზომავდა რამდენად ფართე იყო. -გამოვცადოთ ჩემი ნერვები . არანაკლებ ეშმაკურად გაუღიმა და მძღოლს ანიშნა გააჩერეო. მანქანიდან გადავიდა -მოდიხარ ? დახურული კარიდან მიაძახა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას . კარგახანს იჯდა მოღუშული და ვრაფრით გადაწყვიტა გადასულიყო თუ არა -რა მოიგონე ეხლა ეს სეირნიბა ? ცოტახანში ზურგს უკან დაეწია მისი ხმა . ტყაპუნით მიუახლოვდა და წინ შემიურბინა . ფეხები ერთმანეთს გაუსვა ფეხის გულზე აკრული კენჭები რომ მოეშორებინა და უცნაურად დაიკლაკნა. - მორჩი წუწუნს ნახე რა ლამაზი მთვარეა,არც მანქანები ხმაურბენ და ვარსკვლავებიც კარგად ჩანს . -რა რომანიკოსი ხარ. -რომანტიკოსი კი არა რეალისტი , ჩიტის ხმასაც ვერ გაიგებ თბილისში იმდენი მანქნა დადის . -ხო ეგ მართალია. . ისე მართლა ლამაზია . თვალები გაუთბა და მთვარეს რომ ახედა. -აბა ჩამოყალიბდი რომელი უფრო ლამაზი ხართ. -რათქმაუნდა მე . ამაყად აწია თავი და გაიცინა . -ხო რათქმაუნდა შენ . ღიმილითვე უპასუხა და თავი გააქნია.- წარმოიდგინე მართლა ლამაზი რომ იყო ალბათ მზესაც კი შეედარებოდი არა? ენა გამოუყო ვხუმრობო -კი ,მაგრამ ჯერ მთვარეც მეყოფა. მზე რომ ვიყო ქერა უნდა ვიყო. -აბა ,შენ კიდე ისეთი შავგვრემანი ხარ,მაგრამ არაა არ გეთქმის შენ შავგვრემანი თეთრი კანი გაქვს. ლოყაზე მოხრლი საჩვენებელი თითი ჩამოუსვა . -მოდი გული რომ არ გეტკინოს მზეც იყავი და მთვარეც,ორივეს ერგები . დამაჯეებელი ხმა ქონდა. -მეღადავები ? იწყინა -სულაც არა , თუ ჩემი არ გჯერა სარკეს მაინც ხომ უჯერებ? უკვე გაბედულად მოიქცია მისი სახე ხელისგულებში,რომ განზე გახტა და ხელიდან გაუძვრა. არგაბრაზებულა და არც გაკვირვებია პირიქით ის უფრო გაუკვირდებოდა რომ გაჩერებულიყო . უკან მიყვა მომღიმარი.-გაქცევების ოსტატი ხარ. -შენ კიდე გამოკიდების არა? დაუფიქრებლად და სწრაფად უპასუხა. -ესეგი გწყინს რომ არ გეკიდები? მკლავში წაავლო ხელი და შემოაბრუნა -ცოტა. გულწრფელი იყო და საკუთარი ენის ძირში ამოჭრაზე ოცნებობდა -აღარ გამექცე მერე შენც ,დარჩი ერთ ადგილას და რომ მეცოდინება იქ მეგულები იქნებ გამოვიქცე კიდეც? -კარგად ძლებ უჩემოდაც მე კიდე უშენოდ ,და საერთოდ მემგონი მზე და მთვარე ვართ. -თუ მზე და მთვარე ვართ როგორ დგახარ ახლა ჩემს წინ? როგორ გხედავ და როგორ შემიძლია შეგეხო , თუ მზე და მთვარე ვართ როგორ გაკოცებ ახლა . -ხო დასაქმეც ეგაა ვერ მაკოცებ მხიარულად ჩაიკისკისა და ისევ უკან გაიწია ოღინდ ამჯერად შორს და სწრაფი ნაბიჯებით დაიწყო უკან სვლა თან ისე რომ თვლებიდან ეშმაკური გამიხედვა არ მოუშორებია. -გინდა რომ გამოგეკიდო? ხელი და თავი გააქნია უარყოფის ნიშნა თუმცა მაინც გადადგა რამოდენმე ნაბიჯი . -წაიქცევი იცოდეე . მზრუნველი ტონით აცნობა საფრთხის შესახებ . -არ წავიქცევი. -უკან ქვაა. დამაჯერებლად თქვა და დაელოდა,ინტერესით დააკვირდა უკან სივრცეს და წამით შეჩერდა რომ ქვა გაერჩია სად იყო , მაგრამ ქვა არ ჩანდა სამაგიეროდ წელზე იგრძნო ლევანის ხელები და ცხვირს რომ უხახუნებდა კისერში.-დაგიჭირე თან ისე რომ საერთოდ არ გამოგკიდებივარ. საკუთარ თავში დარწმუნებული ხმა ჰქონდა. -მომატყუე. ნაწყენი შეუბრუნდა და ტუჩები გაბერა უკმაყოფილების ნიშნად. -რა მნიშვნელობა აქვს ,როგორ მთავარია რომ დაგიჭირე. -შენ ცხოვრებაშიც მასე ხარ არა? გულდაწყვეტილმა დაალაგა ხელები მხრებზე. -დაახლოვებით მაგრამ ხანდახან ვნანობ .აი დღეს გამიმართლა და დაგიჭირე ,ხვალ შეიძლება აღარ გამიმართლოს ,მემგონი ჯობია მომენტით ვისარგებლო. რაღაცის თქმა დააპირა ლიზამ მაგრამ ბგერაც ვერ ამოუშვა ,ისე სწრაფად აღმოჩნდა მისი ტუჩები კოცნით დაკავებული. ბოდიში შეცდომებისთვის და დაგვიანებისთვის . მაქსიმალურად ვეცადე ერთ თავში ჩამეტია ყველაფერი ამიტომ ვფიქრობ რომ ცოტა ზერელედაა დაწერილი .,მაგრამ ვითვალისწინებ რა თქვენს აზრსაც რომ გნდოდათ მალე გასულიყო დრო ცოტა ავაჩქარე მივლენები . მაპატიეთ თუ რამე ისე ვერაა და ველოდები თქვენს აზრს ,კრიტიკას და ასე შემდეგ. მადლობა რომ მელოდებით და კითხულოოოოობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.