შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულიდან დიდ ჟურნალისტიკაში. 2


7-07-2017, 20:22
ავტორი tuksi
ნანახია 1 207

სევდისფერმა და ფსიქიკაშერყეულმა მარიამმა შემართებით განაგრძო ცხოვრება. ალბათ შეუძლებელი იყო ამხელა ტკივილის შემდეგ ნორმალური ადამიანივით გეცხოვრა თუმცა მარიამმა ამას მშვენივრად გაართვა თავი. სევდისფერი გოგო სულ იღიმოდა და უდარდელას შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჰო მარიამი ყველზე დარდიანი უდარდელა იყო.
21 წლის იყო როდესაც უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა და რქებით მიაწვა ცხოვრებას. ერთხელაც არ დავიწყებია თავის ფიცი, ერთხელაც არ დავიწყება თავის მისია და ჰო კიდე ის არ დავიწყებია, თავის მოკლული შვილი, თუმცა ეს ,,მკვლელი’’ ექიმის და მარიამის გარდა არავინ იცოდა. ყოველდღე იცინოდა მარიამი, ყველას უყვარდა უდარდელა, რომელიც არასდროს სტუმრობდა წვეულებებს და თავშეყრის ადგილებს, მაგრამ ისე გულიანად იცინოდა ხოლმე, ყველა მის ცხოვრებას შენატროდა. წარმატებული სტუდენტი, სტიპენდიანტი, პარალელურ რეჟიმში ერთ-ერთ დიდ მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობდა და ამით დამატებითი შემოსვალი ჰქონდა. მოკლედ არც მატერიალურად უჭირდა და არც სულიერად. ყველა მის ცხოვრებას შენატროდა, ყველას მისი შურდა და არავინ იცოდა რომ მარიამის ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.
ლაშა?! ლაშას შესახებ 3 წელი არაფერი სმნია, 3 წლი არც ლაშას ფოტო უნახავს და არც ხალხში უხსენებია მისი სახელი, თუმცა დღე არ გასულა არ გახსენებოდა, დღე არ გასულა გულში რაღაც საშინელება არ ეგრძნო, დღე არ გასულა, ის ვერდაბადებული ანგელოზი არ ეტირა.
ოჯახი ამაყობდა წარმატებული ,,ქალიშვილით’’. ნინო დილიდან საღამომდე მარიამის ქებაში იყო და მარიამსაც ხშირად ეტყოდა ხოლმე: ,,აი რა კარგია ლაშა რომ წავიდა შენგან, სანამ ლაშასთან იყავი წინ და უკან დადიოდი, არაფერი გადარდებდა, ცხოვრების არაფერი გაგეგებოდა ახლა კი მგონი მადლობელიც უნდა ვიყო მაგ ბიჭის რომ დაშორდით და ასეთი წარმატებული გოგო გახდიო.’’
ყოველი ამ და სხვა სიტყვების მოსმენისას მარიამი სიმწრისგან იღიმოდა, ახსენდებოდა ლაშას გამო მომხდარი კომფლიქტი ოჯახში, ახსენდებოდა, როგორ იბრძოდა მისი სახელის დასაცავად, როგორ ამტკიცებდა, რომ ლაშა სულაც არიყო ისეთი, როგორიც ხალხს ეგონა, რომ ლაშა ერთი პერსპექტიიული ბიჭი იყო დიდი მომავლით. მაგრამ ლაშამ ეს სიტყვები გაანადგურა, მაგრამ ლაშა წავიდა და მარიამს ყოველი მის დასაცავად ნათქვამი სიტყვა იარებად დაეტყო გულზე.
ერთ საღამოს მარიამი, როგორც წარმატებული სტუდენტი ერთ-ერთ წამყვან ტელევიზიაში გაუშვეს ტრენინგებზე, თუმცა იმ დღესვე მოხიბლა ტელევიზიის მმართველები და მარიამმა სტაჟიორის ადგილიც მიიღო, ტელევიზიაში, სადაც მოხვედარზეც ყველა ოცნებობდა.
იმ დღეს ალბათ პირველად იღიმოდა ასე გულწრფელად და მხიარულად მოუყვებოდა ქუჩას, იმ დღეს პირველი ნაბიჯი გადადგაა დიდი საქმეებისკენ და პირველად ამაყობდა საკუთარი თავით,
3 ოქტომბერი იყო, მაშინ არც ამ თარიღისთვის მიუქცევია ყურადღება, თუმცა გასახსენებელი ბევრი ქონდა. ქუჩაში პირველად მოაბიჯებდა ასე იმედიანად, პირველად მოდიოდა სოლიდურად გამოწყობილი, მოდიოდა ქალი, რომლსაც ქალაქი თვალს აყოლობდა და ქალაქის ფეხისხმას აყვა გიორგიც.
-მარიამ?!
-გიორგი?!
-ვაუ მარაიმ, როგორ შეცვლილხარ, როგორ მომენატრე იცი?!
-ჰო გიორგი მოგენატრე  თუმოგენატრე სად იყავი მთელი ეს წლები?! სად იყავი? რატომ არ გაგახსენდი? დაახლოებით 4 წელია არ გინახივარ და ახლა მოგენატრე?
-კარგი რა მარიამ ხომ იცი ეს მოუცლელობა.
-ჰო გიორგი მე ყველაფერი ვიცი.
-გინდა სადმე დავსხდეთ და ბავშვობა გავიხსენოთ?
-არა, ახლა ნამდვილად არ მცალია, ხვალიდან ტელვიზიაში ვიწყებ მუშაობას რაღაც სიუჟეტებზე უნდა ვიფიქრო და დავგეგმო, სხვა დროს იყოს.
-კარგი მომეცი შენი ნომერი.
-ისევ ის ნომერი მაქვს.
-მერე ჩამაწერინე.
-აი ჩემი ნომერიც წაგიშლია და ამბობ მომენატრეო. მეკიდე ისევ მაქვს შენი ნომერი.
-მარიამ რაგჭირს?!
-არაფერი სიმართლეს ვამბობ, რომლისიც ყველას ეშინია. შემდეგ ნომერი მისცა და გაეცალა.
სულაც არ იყო მარიამისთვის სასიამოვნო გიორგის ნახვა, თუმცა ვეღარაფერს შეცვლიდა ფაქტია-ნახა. გიორგი მარიამის და ლაშას ბავშვობის მეგობარი იყო, თუმცა როგორცკი ლაშამ ცოლი მოიყვანა გიორგიც მომენტალურად გაქრა მარიამის ცხოვრებიდან. მას შემდეგ 4 წელი გავიდა და ერთხელაც არ უნახავს, ერთხელაც არ უკითხავს როგორ იყო სასტავის ,,რძალი’’.
ყველაფერი თანმიმდევრულად და სასტიკად ამოუტრიალდა მარიამს გონებაში, გაახსენდა გიორგი, რომელიც ყველაზე მეტად ეიმედეობდა და რომელმაც ისე მიატოვა თითქოს არც არსებობდა, გაახსენდა სვანეთი, გაახსენდა ბათუმი და ჰო ბოლოს ისევ თავისი ვერდაბადებული ანგელოზი გაახსენდა. პირველად გააიაზრა: ყველაფერი ისე რომ ყოფილიყო, როგორც ბავშვობაში ლაშა უხატავდა ახლა გიოორგი მისი პატარას ნათლია იქნებოდა, ახლა გიორგის გვერდი 4 წლის გოგო ან ბიჭი იქნებოდა, მარიამივით მხიარული და ლაშასავით ცელქი.
პარკში ისევ ძველი სკამი იდგა, ლაშას და მარიამის სკამი და იქ ჩამოჯდა, ჩამოჯდა და საკუთარ თავს დაუწყო საუბარი: მარიამ აი ხომ ხედავ დღეს დიდი ჟურნალისტიკისკენ მიმავალ გზას დაადექი, თუმცა წარსულმა ხელი ჩაგავლო, მარიამ მისმინე: არ დაივიწყო ფიცი? ახლაც ძლიერად უნდა დადგე, იმედი მაქვს გიორგი აღარ შემოგეხმიანება, თუმცა თუ შემოგეხიმიანება ისე უნდა შეხვდე თითქოს არაფერი. მარიამ შენ ხომ არასდროს ტეხდი ფიცს?! ჰოდა ახლაც არ გატეხო და მიხედე საქმეს, რომელსაც ჯერ მხოლოდ იწყებ, მარიამ ახლა ისეთი ძლიერი უნდა იყო როგორც არასდროს, არ ღირს ახლა გიორგიზე და მის აფერისტულ ,,დაძმობაზე’’ ფიქრი.

**************************************
პირველივე დღესვე მოუწია სიუჟეტის გაკეთება და ერთ-ერთი პოლიტიკოსის ჩაწერა, მართალია ეს არ იყო უმაღლეს დონეზე შესრულებული სამუშაო, თუმცა დამწყები ჟურნალისტის ნამუშევრის პირობაზე კარგი იყო. იმ დღეს აღმოოაჩინა, რომ სულაც არ აირჩია მარტივი პროფესია და იმაზე მეტი უნდა გაეკეთებინა ვიდრე შეეძლო, მაქსიმალურად უნდა ეცადა და ადგილი დაემკვიდრებინა ოცნების ტელევიზიაში, დღე და ღამე უნდა გაესწორებინა, რომ სტაჟიორიდან თანამშრომლის პოზიციასე გადასულიყო და ნაბიჯ-ნაბიჯ შეესრულებინა თავის ყველა გეგმა.
მარიამისთვის შეუძლებელი არაფერი იყო გარდა წარსულის დავიწყების. 6 თვეში გახდა საიმფორმაციო გადაცემის ჟურნალისტი და თავიდან ბოლომდე ჩაერთო აქტიურ ჟურნალისტიკაში, აღარ არსეობობდა მისთვის დღე და ღამე, თუმცა ეს აფსოლუტურ ბედინერებას ანიჭებდა, რადგან თითქმის აღარ ფიქრობდა იმაზე რაც იყო, თუმცა ახლა მისი საფიქრალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები იყო.
ეღირსა, კვირა დღეს ნაკლები საქმე იყო და დაისვენა, თუმცა ერთ-ერთი პოლიტიკოსის დათანხმებას ცდილობდა სიუჟეტზე და ამისთვის მის ყველა ჟურნალისტურ ხრიკსა და მეთოდს იყენებდა, საბოლოო ჯამში პასუხად დავფიქდები მიიღო და ისიც მოუთმენლად ელოდა ზარს.
საღამოს 6 სრულდებოდა, სახლში მარტო იყო და ფანჯრიდან იყურებოდა, ხელში ისევ ისე ეჭირა ყავის ჭიქა, როგორც ბავშვობაში, როცა ამ ფანჯრიდან იყურებოდა და მოუთმენლად ელოდა ლაშას მანქანას, თვეების მანძილზე მინიმალურად ფიქრობდა ლაშაზე, თუმცა იმ საღამოს ნათლად გაახსენდა თავის ეზოში, როგორ ჩაეხუტა უკანასკნელად ჯერ კიდევ თავი ლაშას, ყველაფერი კადრებად ამოუტრიალდა გონებაში და ისევ გაუჩნდა ის საშინელი კითხვა რატომ? არავის ეგონა თუ მარიამი და ლაშა ოდესმე ერთმანეთს დაკარგავდნენ, ყველაფერი გამოიარეს ერთად, საზოგადოების, ოჯახის, მეგობრების, ნაცნობების ყველას დაპირისპირება და ბოლოს ყველა შეაგუეს იმ აზრს, რომ ლაშა და მაირიამი ერთმანეთისთვის იყვნენ და მერე......
როცა ორივე წამოიზარდა და სერიოზულად უნდა დაეწყოთ ფიქრი მომავალზე მაშინ ჩაითრია ლაშა კაზინოებმა და მაშინ დაიწყო მარიამის ცხოვრებაში ნამდვილი ჯოჯოხეთი. ყველაფერი ერთიანად აერია იმ წამს გონებაში, თუმცა სატელეფონო ზარმა მარტივად გამოიყვანა ფიქრებიდან...
უცხო ნომერი რეკავდა..... რესპოდენტი უნდა ყოფილიყო და მარიამმაც სერიოზული ხმით უპასუხა (მაშინ ვინ იფიქრებდა თუ წამების წინ ამ გოგოს სამყარო ემხობოდა მოგოენებებში) თუმცა...
რესპოდენტის არა მაგრამ გიორგის ხმა კი მკაფიოდ გასიმა.
მცირეოდენი საუბრის შემდეგ მარიამი შეხვედრაზე დათანხმდა, თუმცა თვითონაც ვერ ხვდებოდა რა ესაქმებოდა ადამიანთან, რომელმაც ყველაზე რთულ პერიოდში მიატოვა.
ფაქტია შეხვედრაზე წავიდა.
-ვახ ქალბატონო მარიამ რა ლამაზად გამოიყურებით, წარმატებული ქალი, დამწყები მაგრამ უკვე წარმატებული ჟურნალისტი და თანაც საოცრად ლამაზი.
-მადლობა გიორგი! მე ზუსტად ვიცი ვინ უნდა გავხდე.
-იცი მომენატრა შენთან საუბარი.
-არ ვიცი.
-მარიამ ის გახსოვს პირველად სვანეთში რომ ჩამოხვედი?
-კი მახოვს, მაშინ 17 წლის ვიყავი.... მაგრამ აქ მაგის გასახსენებლად დამიბარე?!
-არა, ისე მინდოდა მენახე.
-ჰოდა სხვა თემაზე ვისაუბროთ, აღარ მაინტერესებს წარსული, როდესაც მთელი ცხოვრება წინ მაქვს.
-გიორგი დადუმდა, თითქოს მის წინ მჯდომი ქალის ეშინოდა კიდეც. არ იცოდა რა უნდა ეთქვა ქალისთვის, რომელიც სულ იცინოდა. მის წინ ახლა ხომ ის გოგო იჯდა, რომელთანაც მთელი ბავშვობა გაატარა... მარიამი ახლა წარმატებული ქალბატონია გიორი კი ლაშას გზას გაყვა. წარმოგიდგენიათ როგორი რთულია ახლა გიორგისთვის საუბრის დაწყება, როცა ამდენი ხნის უნახავ ,,მეგობარს’’ მხოლოდ იმის გამო ნახულობ, რომ რაღაც თხოვო. თუმცა შესაძლოა იმ კატეგორიის ადამიანისთვის, რომელსაც გიორგი მიეკუთნება, რთული სულაც არაა რადგან ნამუსი მათთვის უცხო რამეა. მიატოვო მეგობარი და ახლა უტიფრად უყურებდე თვალებში?! ეს უკვე უნამუსობაა და მითუმეტეს, როცა ბედავ და მისგან დახმარებას მოელი?



№1  offline წევრი სოფიკუნა

ისევე მომეწონა როგორც წინა ^^ წარმატებები ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent