სიყვარულიდან დიდ ჟურნალისტიკაში. 1
,,სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს მაინც მოვიგებ ამ ომს’’ ეს იყო ბოლო სიტყვები ვარდისფერ ბლოკნოტში და ეს იყო ნამდვილი ტრაგედია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც საქართველო ქვია. ვერავინ წარმოიდგენდა, ყველაზე ცუდ ფიქრებშიც ვერ დაუშვებდა, რომ ბავშვობაში დაწყებული ლამაზი ზღაპარი ერთ დღეს ქალაქს შეძრავდა. ამბიციურად ჟღერდა 17 წლის გოგოსთვის მისი სიყვარული შექსპირის პიესას და კონკრეტულად რომეოს და ჯულიეტას შეედარებინა თუმცა... რეალური იყო წლების წინ ის რომ მთელ სამყაროსთან ბრძოლა მოუწევდათ, მაგრამ გამარჯვება არც ისე რთული იყო, ვერ იტყვი რომელიმე კაპულეტი ან მონტეგი იყოო, მაგრამ ფაქტია სიყვარული რომელიც უამრავ საიდუმლოს მალავდა შეიძლება ერთ დღეს სწორედაც რომ რომეოს და ჯულიეტას დამსგავსებოდნენ. თითქოს ყველაფერი ბანალურად იყო, მაგრამ გაითვალისწინეთ თითქოს! ყველაფერი მარტივად დაიწყო, ისე როგორც 17-18 წლის გოგო ბიჭები იწყებენ ხოლმე, მაგრამ თურმე ყველაფერი შუიადნ იწყება, ნამდვილი დასაწყისის გახსენებაც კი შეუძლებელია. ბანალურად იწყებათქო ტყუილად არ მითქვამს, ზაფხულის არდადგებეს როგორც წესი სასიყვარულო ისტორიები მოყვება და ესეც დაიწყო, დაიწყო ის რაც არ უნდა დაწყებულიყო, ის რაც განწირული იყო, ის რაც სიკვდილამდე მიდის. ახლა ისევ ძველებურად ვზივარ პარკში და ყველაფერი: ჩემი ჩანთით, ჩემი კედებით, იმ ტანსაცმლით და უამრავი წერილით... არ მინდა გავიხსენო ბოლოს როდის ვიჯექი ამ სკამზე, მაგრამ ყველაფერი წუთებით, წამებით და საათებით მახსოვს. ყველაფერი მარტივად იყო იმ დღეს, ყველა გზა ბედნიერებასთან მიდიოდა მაშინ. ყველაფერი წლების წინ დაიწყო და იყო, ის რაც, ალბათ რეალობაში არ ხდება და ალბათ ესეც დიდი ტყუილის, პატარა ნაწილი იყო. ყველაფერი ხელჩაკიდებულობით დაიწო და ვერდაჯერებით, რომ ეს რეალობაში მართლა ხდება... წლების წინ ეს იყო ზუსტი, ეს იყო რეალურია... პარკში ისევ ისე გაწვიმდა, როგორც ადრე, როგორც მაშინ სამუდამო სიყვარულს, რომ დაპირდა ლაშა მარიამს თუმცა... მაშინ ალბათ სმუდამო იყო ეს სიყვარული და იქნებ დღესაც არსებობს მისგან რაღაც, რაღაც რისი დავიწყებაც შეუძლებელია, რაღაც რაც არც ცოლიან ლაშას ასვნებს და არც წარმატებულ ჟურნალისტს. რთულია ამ ქვეყანაში გახდე წარმატებული ჟურნალისტი, თუმცა მარიამმა მთელი თავის შრომა და რესურსი ჩადო, რადგან იმ დაწყევლილ ღამეს დადებული ფიცი შეესრულებინა. 21 წლის იყო, როცა სამყარომ პირველი სილა გააწნა, სამყარომ, რომელიც ერთ ადამიანში ყავდა მოქცეული. ლაშა დემეტრაშვილი. ჰო სწორედ მისმა სამყარომ, მისმა ლაშამ დაარღვია ფიცი და ცოლად მის ნაცვლად სხვა შეირთო. შენ ხომ გესმის ეს რასაც ნიშნავდა?! მარიამმა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზა გაიარა, არჩევანი მალევე გააკეთა და ცრემლიანი თვალებით დაიფიცა, რომ იბრძოლებდა სამყაროს გადასარჩენად, იბრძოლებდა ყველა გზააცდენილი ახალგაზრდის სახელით, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას და ბედნიერებას ყიდიან, ყიდიან და მიდიან. ჟურნალისტიკა ერთადერთი იყო, რაც მარიამს გადაარჩენდა და მარიამმაც არ დააყოვნა ისევ მყარად დადგა თავის პოზიაციაზე, ზუსტად ისე მყარად, როგორც იმ ღამით, როცა ლაშას სამუდამო სიყვარულს და ერთგულებას დაპირდა, ან თუნდაც მაშინ, როცა ლაშას გზააცდენილობის შესახებ გაიგო, ან თუნდაც მაშინ, როცა ლაშამ ცოლი მოიყვანა და მარიამმა მყარად გადაწყვიტა, რომ ცოლიან კაცს არასოდეს შეეხმიანებოდა, არასოდეს დაუძახებდა და მუხლებშიც რომ ჩავარდნოდა მაინც კარს მიუხურავდა, იმას, ვინც ყველაფერს ერჩია და ვის გამოც მუდამ იბრძოდა. ჰო ერთ წვიმიან ღამეს შეატყობინეს, რომ მისმა ლაშამ ცოლი მოიყვანა. 3 დღის წინ იჩხუბეს და უცებ ჰოპ და ცოლი მოიყვანა. არ უყვირია, არ უტირია, თითქმის არავის უნახავს მისი ტკივილი, თუმცა მარიამმა კარგად იცოდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც სამყაროს პასუხს გასცემდა ამ ბოროტებაზე, დადგებოდა დრო როდესაც ლაშასნაირებს გადაარჩენდა და იყვირებდა ყველა ლაშასნაირის სახელით. დიდი გზა იყო სიყვარულიდან დიდ ჟრნალისტიკამდე, თუმცა ყველაფერი მიხწევადია, ყველაფერი გარდა სრულყოფილი ბედნიერების. ჟურნალისტობა მყარად გადაწყვიტდა და მაშინვე დაისახა მიზნად, რომ არასოდეს გაჩუმდებოდა, რომ იყვირებდა ლაშასნაირი გზააცდენილი ბიჭების და მარიამისნაირი გულნატკენი გოგოების სახელით. დიდი ტკივილით დახედა და ხელი მოუსვა მუცელზე სადაც არავინ აღარ იყო, თუმცა თვეების წინ მასში ლაშას და მარიამის პატარა ნაწილი სუნთქავდა. შვილი მოკლა მარიამმა, საკუთარი შვილი. იქნებ ეს ბავშვი სიყვარულის ნაყოფი იყო?! თუმცა არშეიძლება ლაშასნაირ ადამიანს სიყვარული შესძლებოდა. მაგრამ ახლა იმის განხილვას რა შეეძლო და რა არა ლაშას აზრი აღარ ქონდა. 6 კვირის ნაყოფი მოიშორა და ახლაც მას ესაუბრებოდა: ,, ჩემო პატარავ, დედაშენი მკვლელია, დედაშენმა შენ მოგკლა, დედაშენია დამნაშავე, რომ ვერ მოევლინე. ჩემო პატარავ, ვიცი მე ჯოჯოხეთში მოვხვდები და ვიცი, რომ სანამ ჯოჯოხეთამდე მივალ სადმე ზეცაში სიკვდილის შემდეგ შენ შემხვდები და არასოდეს მაპატიებ ვერ დაბადებას, ჩემო პატარავ ვიცი ახლა ანგელოზი ხარ, ანგელოზი, რომელიც შენმა უგულო დედამ მოკლა. დედიკო, ვიცი, როდესაც გნახავ შენ არ მომისმენ, ისიც ვიცი ღმერთი არასოდეს მაპატიებს შენთვის სიცოცხლის წართმევას, ვერც მამაშენს აპატიებ თუმცა ვიცი აქ უგულო დედა უფროა დამნაშავე, ვიდრე მოღალატე მამა. ჰო ჩემო პატარავ, დედაშენს პირველად შეეშინდა საზოგადოების და ამის ხარჯზე შენ მოგკლა, მამაშენმა ისე დაგვტოვა არც იცოდა, რომ შენი გული ცემდა, არც დაინტერესებულა როგორ იყო შენი დედიკო, დედიკო, რომელმაც სიცოცხლე წაგართვვა და იმ დაწყევლილ ოთახში სიკვდილი მოგისაჯა. დეე, ვიცი ამას არ მაპატიებ, მე უკანასკნელი ქალი ვარ. დე ეს არუნდა დამეშვა 21 წლის გოგო არ უნდა შევცდენილიყავი, თუმცა სულელი ვიყავი, მჯეროდა მამაშენის, კაცის, რომელიც მარადიულ სიყვარულს მპირდებოდა, ჰო დე ეს ის კაცია, რომელმაც ფულიანი ცოლი არჩია პატარა მარიამ, რომელსაც წლების მანძილზე თავის ცხოვრების ქალს ეძახდა. დეე, ყოველ ღამე გეძახეი და გესაუბრები, გესაუბრება თავი ტკივილზე შენი უგულო, მშიშარა დედა. დე ახლა აქ წვიმს, მე ფანჯრიდან ვიყურები და მამაშენზე ვფიქრობ, შენს მამიკოს ახლა სხვა ქალთან ძინავს, სხვა ქალს ეფერება თმებზე და ახალ მგონია ისიც ფანჯრიდან უყირებს წვიმიან ქალაქს და უბედური დედაშენი ახსენდება, ოღონს არა სიყვარულისთვის, არა მონატრებისთვის, უბრალოდ ახსენდება უბედური დედაშენი. მაშინაც წვიმდა, როცა ლაშამ სხვის ხელს ბეჭედი მოარგო, მაშინ ჩემი დაბადბის დღე იყო დედი, მაშინ შენზე ვფიქრობდი დედი, ჩემს დაბადების დღეს მოიყვანა მამაშენმა ცოლი, მე შენ მოგკალი. საზიზღარი დედაშენი. არა ჩემო პატარა მე არ უნდა დავბადებულიყავი.’’ მუცელზე ხელები ისე ედო მარიამ, თითქოს ვიღაც, რაღცის წართმევას ცდილობდა. იქვე იატაკზე ჩამოჯდა, შემდეგ-წამოწვა და ფანჯრის ქვეშ დაიძნა. იქნებ ლაშაც უყურებდა წვიმიან ქალაქს და მარიამზე ფიქრობდა. იქნებ ეჭვი ეპარობდა არჩევანში, იქნებ ფულს მართლაც სიყვარული ჯობდა, იქნებ მარიამის თხოვნა შეეწყვიტა კაზინოებში სიარული, შეეწყვიტა ფულთან თამაში სულაც არ იყო ტყუილი? იქნებ მარიამი სულაც არც ცდებოდა და ლაშა ამას ხვდებოდა?! თუმცა ეს მოსაზრების დონეზეა, შენ ვერ გაიგებ ადამიანის ფიქრებს, შენ ვერ გაიგებ როდის რას გრძნობს, შენ ვერასოდეს გაიგებ ზუსტად რას რატომ აკეთებს, შენ ვერ გაიგებ როდის რა სტკივა. შენ ვერაფერს გაიგებ! ვერც მარიამი გაიგებს რას ფიქრობს ლაშა, მაგრამ ლაშაზე ამბობენ ცოლი სიგიჟემდე უყვარსო. მარიამი?! მარიამი არავის გახსენებია, არც იმ ლაშას ძმაკაცებ ,,რძალი’’ რომ სიგიჟემდე უყვარდათ, თუმცა ახლა ახალ რძალზე გიჟდებიან. დიდიად არც მარიამის დაქალებს მოუკლავთ თავი მასზე ზრუნვით, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც. ბევრს არაფრს იმჩნევდა მარიამი, ყველაფერს გულში იკლავდა და დიდი გზაზე მიდიოდა, გზაზე სადაც შეძლებდა იმ უბედურებისგან დაეხსნა სხვები და აეცილებინა სხვებისთვის ის ჯოჯოხეთი, რაც თავად განვლო. პ.ს ბავშვებო ველოდები თქვენს შეფასებებს, დიდი ხანია რამე საინტერესო ისტორიის დაწერა მინდა და ახლა დავიწყე ჰოდა მაინტერესბს რამდენად არის ეს თქვენთვის საინტერესო და ღირს თუ არა წერა? ასევე ველოდები თქვენგან კრიტიკას და შენიშვნებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.