შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თურქი(თავი 2)


8-07-2017, 02:02
ავტორი sophiaa
ნანახია 1 377

თავი 2
ამ წამს ცხოვრება თვალწინ დამენგრა. მამაჩემის განაჩენი სასტიკი იყო. დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს რომ მალე გამათხოვოს
-მამა! მამა! შენ ამას არ იზამ! შენ მე ამას არ გამიკეთებ. არა ეს სასაცილოა. ასე ვერ მომექცევი! ზურა შენ მაინც ამოიღე ხმა. არა! არა!
იატაკზე დავეცი და ავტირდი. ამას არ გამიკეთებენ. ჩემი მერთი, ჩემი მერთი მას ვეღარასდროს ვნახავ. ეს ხომ რეალობაა, ეს ხომ სერიალი არაა.
-ერეკლე
დედაჩემის გაბზარულ ხმაზე თავი წამოვწიე. იქნებ მან მაინც დამიცვას. იქნებ ის აღმოჩნდეს ჩემი და მერთის სიყვარულის გადამრჩენელი
-ერეკლე მგონი ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა
-ნინო სხვა გზა არ მაქვს, იძულებულს მხდის ასე მოვექცე
მე ქრისტინე გაბაშვილს 23წლის გოგოს, წარმატებულ სტუდენტს, გოგოს რომელსაც ცხოვრებაში ცუდი არაფერი ჩაუდენია იძულებით მათხოვებენ. მითხარით ვინმემ ეს დავიმსახურე? 23წლის მანძილზე ცხოვრების გზაზე ისე დავდიოდი რომ ფეხი არასდროს გადამბრუნებია, ახლა კი არჩევანის და სიყვარულის უფლებას მართმევენ. ფეხზე წამოვდექი და ჩემს ოთახში ავედი. ტელეფონი ავიღე და მერთა დარეკვა ვცადე. კიდევ კარგი ჯერ ტელეფონი არ წაურთმევიათ
-ქრისტინა?
ღმერთო როგორ მომნატრებია მისი ოდნავ ბოხი ხმა. ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე, ჩემი ტირილის ხმა რომ არ გაეგო. ვერ იტანს როდესაც ვტირი
-მერთ
ვერ ვსუნთქავ, ასე ვერ ვიცოცხლებ. მის გარეშე მე ვერ ვიცოცხლებ. მახსოვს ერთმანეთი როგორ გავიცანით. მისი კაფე სადაც ის მიმტანად მუშაობდა, ჩემს უნივერსიტეტთან იყო ძალიან ახლოს და ხშირად ვსტუმრობდი. არ გამომპარვია მერთის გარეგნობა. ის მაღალი დაკუნთული შავგვრემანი ბიჭია. გადაპარსული თავით და ტატუებით. გეფიცებით პირველად რომ დავინახე ტანში უცნაურმა შეგრძნებამ დამიარა. ფეხზე წამოვდექი მასთან მივედი და გავეცანი. საღამოს სასეირნოდ დამპატიჟა და მაკოცა. იმის შემდეგ 3 წელი გვიდა. სამი მშვიდი და იდეალური წელი. ახლა კი როდესაც საქართველოში დაბრუნება მომიწია მშობლებს იმ იმედით რომ ყველაფერს გამიგებდნენ სიმართლე მოვუყევი. და აი ახლა თქვენც ხედავთ რა ხდება
-ქრისტინე ტირიხარ?
-მერთ ცუდად ვარ, საშინელი რაღაც მოხდა. მამაჩემს ყველაფერი მოვუყევი და საშინლად გაბრაზდა. უნდა რომ იძულებით სხვა კაცს გავყვე ცოლად
სიჩუმე იყო.... მერთი ხმას ვერ იღებდა. არ ვიცი ეს შოკის ბრალი იყო თუ იმედგაცრუების. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყაით ჩუმად. მის სუნთქვას ვგრძნობდი. მიუხედავას ყველაფრისა ვიცოდი რომ რაიმე გამოსავალს იპოვიდა.
-ქრისტინე რა უნდა ვქნათ?
და აი კითხვაც რომელზე პასუხი არც არსებობდა. რა უნდა მექნა? სასოწარკვეთილი და გაუბედურებული ვარ
-არ ვიცი მერთ, ყველაფერი საშინლადაა
ოთახში დედა შემოვიდა. ტელეფონი შეგნებულად არ გავთიშე
-მერთ ოთახში დედა შემოვიდა, ახლა უნდა წავიდე და დაგირეკავ ღამე. მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ ქრის. არ იტირო გთხოვ
დედაჩემის უკმაყოფილო სახის დანახვაზე მინდოდა მეღრიალა. ისიც ხომ ქალია? ჩემი რატომ არ ესმის?
-იმ ბიჭს ელაპარაკე ხო?
-კი დედა მერთი იყო, შენ და მამა მოგიკითხათ
-ქრისტინე ირონია ცუდი რამაა, მამაშენმა რომ გაიგოს მაგ ბიჭს ელაპარაკე დამიჯერებ ცუდად წაგივა საქმე.
გამეცინა, ამაზე ცუდი რა ჯანდაბა უნდს იყოს? თავი ისედაც ჯულიეტა მგონია
-კარგი დედა აწი მერთს რომ დავურეკავ ჩემს ქმარს დავეკითხები
-სხვათაშორის აქ მამაშენმა გამომაგზავნა.
-ოჰ ახლა რა მოხდა?
-თუ არ გათხოვდები უნივერსიტეტიდან შენ თავს გამოაგდებინებს
-რააა?? ამას როგორ გააკეთებს? ჩემს კარიერას ხელ ვერ ახლებს. მე წარმატებული სტუდენტი ვარ. მე ვერ გამომაგდებენ
საკუთარ სიტყვებში ეჭვი შემეპარა. რათქმაუნდა თუ მოინდომა უნივერსიტეტსაც დამაკარგვინებს.
-დაფიქრდი ქრის ღირს თუ არა შენი მერთის გამო კარიერის და ოჯახის დაკარგვა
-ფეხებზე კარიერაც და ოჯახიც



№1 სტუმარი Guest milena

იმედია მალე დადებ ახლა თავს.ცოტა დიდი თავები დადე რა პატარაა

 


№2  offline წევრი თ.მ

კარგიაა❤ მაგრამ დიდი თავები დადე რაა

 


№3  offline წევრი bukako

გააგრძელე ოღონდ გაადიდე თავებიი

 


№4  offline წევრი sophiaa

პირობას გაძლევთ შემდეგი თავი უფრო დიდი იქნება ❤️
--------------------
ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო - სხვა ყველაფერი სიყალბეა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent