შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თურქი (თავი 1)


7-07-2017, 00:03
ავტორი sophiaa
ნანახია 1 756

ოთახის შუაგულში ვიჯექი, ტირილისგან სუნთქვა მიჭირდა. ჩემი პატარა და ცდილობდა დამხმარებოდა მაგრამ ჩემს პრობლემას ვერავინ უშველიდა. როდესაც მამის ნათქვამი სიტყვები მახსენდება გული მეფლითება. თურმე რადგან მე თურქი ბიჭი შევიყვარე ამით გაბაშვილების დიდებულ გვარს ჩირქი მოვცხე. როგორ გავბედე და მე ქრისტინე გაბაშვილმა ერეკლე გაბაშვილის ქალიშვილმა ვიღაც თურქი მიმტანი ბიჭი შევიყვარე. ამას სიტყვებს მთელი ერთი კვირის მანძილზე ვისმენდი და ვერაფერს ვაკეთებდი. ვიცოდი რომ ჩემი სიყვარულიც რამდენიმე ათასი კილომეტრის იქით ზუსტად ასე იტანჯებოდა
-ქრისტინე ახლავე ჩამოდი ქვემოთ
მამაჩემის ცივმა და ამაყმა ტონმა სრულიად შემძრა. ისევ ახლიდან უნდა მომესმინა ყველაფერი, ისევ უნდა დავემცირებინე
-რა ხდება მამა?
მაინც ამაყი ტონით ვუპასუხე. მიუხედავად ამდენი ტირილისა, დამცირებისა და გულის ტკივილისა მაინც ძლიერი ვიყავი. ჩემი სიყვარული მაძლიერებდა.
-მოკლედ ქრისტინე ბიძაშენს აინტერესებს რამ გამოიწვია ეს შენი ამბოხი?
ღმერთო ისევ ეს ოჯახური გარჩევები, ვერავინ მიხვდება იმას თუ რას ვგრძნობ ახლა. 23წლის გოგოს სიყვარულს მთელი ოჯახი განიხილავს. მხოლოდ იმიტომ ექცევიან სასტიკად რომ მისი რჩეული სხვა რელიგიის წარმომადგენელია
-შვილო ქრისტინე მაინტერესებს რა ხდება? ერეკლე გადარეულია, მე ჩემი ძმა ასეთი აღშფოთებული არასდროს არ მინახავს
-ბიძია შალვა ერთი ბიჭი შემიყვარდა....
-მერე შვილო?
-მუსლიმია და თან ცოლს გაშორებული... 32წლისაა. მაგრამ მე მიყვარს, მე ის ყველას მირჩევნია
დედაჩემი ფეხზე წამოდგა და ჩემთან მოვიდა. ნამტირალევი თვალები ჰქონდა მაგრამ მაინც ეტყობოდა მის შუშის თვალებს სიძულვილი
-ამიხსენი ქრისტინე რამ შეგაყვარა? ამდენი ნაკლი აქვს ამ ბიჭს და შენ ის მაინც გიყვარს?
-დედა ნაკლს რას ეძახი? მის რელიგიას თუ მის ასაკს?
-ტონს დაუწიე
ისევ და ისევ მამაჩემის ხმა. ჩემ ძმას გავხედე რომელიც კუთხეში იჯდა და ხმას არ იღებდა. ეტყობოდა რომ რაღაცის თქმას აპირებდა. დარწმუნებული ვარ როგორც უფროსი ისიც მათსავით იფიქრებდა
-მოკლედ ქრისტინე მე ჩემს ძმას დაველაპარაკები და თუ ასე ძალიან გინდა გათხოვება შესაფერის კანდიდატს გიშოვით
ბიძაჩემის სიტყვები რომ გავიაზრე მინდოდა მივსულიყავი და იქვე მიმეხრჩო. სიბრაზისგან ლამის ავფეთქდი
-მე თქვენ ვინ გგონივართ? ერთი აცეტებული გოგო რომელსაც გათხოვება უნდა? რათქმაუნდა თქვენ ხომ სიყვარული არ იცით რა არის. არცერთმა არ იცით ნამდვილი გრძნობა რა არის. თქვენ ყველანი ხელოვნური ადამიანები ხართ. რობოტები! მეგონა საამაყო ოჯახი მყავდა, თურმე სახლში მონსტრები მყოლია
მამაჩემი მომვარდა უნდოდა სილა გაეწნა მაგრამ აღმართული ხელი უკან დაუშვა. რათქმაუნდა ეს ხომ დიდებულების ოჯახია, აქ ქალზე ხელს არ წევენ. მხოლოდ სიტყვებით ცდილობენ მის მოკვლას და გაუბედურებას
-მამა!
ჩავახველე და მკაცრი ტონით მიმართე. ახლა რომ დავნებებულიყავი ჩემს მერთს ვერასდროს ვნახავდი. ბოლომდე უნდა მებრძოლა, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ჩემი სიყვარულისთვის ვიბრძოლებ
-მითხარი დედა გიყვარდა რომ მოიყვანე ცოლად? როგორც მე ვიცი ნიშნობის დღეს ნახე პირველად. ამიტომაც არის თქვენს შორის შუშის კედელი. ორივე გაყინულები დადიხართ. და ბიძია შენ? შენ საერთოდ ისე დაგაქორწინეს არ იცოდი. შენ მაგივრად მოაწერეს ხელი. განა ასეთი რამ გაგონილა? ჩემი დაც გარიგებით გაათხოვეთ.ალბათ ზურასაც(ძმას) მსგავსი რამ ელის და მე? მე არ მინდა დიდება ფული და სახელი. მე თბილი ოჯახი მინდა, სიყვარულით და სითბოთი სავსე
სახეზე მამაჩემს რომ შევხედე თითქოს მოლბა მაგრამ მის თვალებს სისასტიკე არცერთი წვეთით არ მოშორებია. ახლავე შემიძლია დავიფიცო , შანსი და უფლება რომ ჰქონოდა ამ წამსვე მომკლავდა.
-ქრისტინე ამ თემაზე საუბარი დასრულებულია! დღესვე გადავწყვიტან შენი გათხოვების საკითხს



№1  offline წევრი D-I-A-N-A

უბრალოდ ვგიჟდები ასეთ ისტორიებზე . ყოჩაღ <3 მე მომწონს და იმედია გააგრძელებ <3 წარმატებები <3

 


№2 სტუმარი Guest sophiaa

D-I-A-N-A
უბრალოდ ვგიჟდები ასეთ ისტორიებზე . ყოჩაღ <3 მე მომწონს და იმედია გააგრძელებ <3 წარმატებები <3

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent