სკოლა (თავი 8)
დღეს 7 ივლისია. ამდღეს ჩემი ახლო მეგობრის ლანას დაბადების დღეა. ბავშვობიდან ვიცნობ მას და შესაბამისად ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქ. სკოლაში ერთ-ერთი ცნობილი გოგოა, თითქმის ყველას იცნობს. დაბადებისდღესაც გრანდიოზულად აღნიშნავს, წელს 17ის ხდება. წკრრრრ!წკრრრ!წკრრ! - დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს. - ნიტა როგორ ხარ? ლანა ვარ. გოგო ხომგახსოვს დღეს ჩემი დაბადების დღე როა? -შენ რაშვები? ჰო რადამავიწყებს. უი რა ბოთე ვარ, გილოცავ საყვარელო დაბადების დღეს. მიხარია რომ ბავშვობიდან გიცნობ და შენთან არაერთი გიჟური დღე მაკავშირებს. ბევრი რომარ ვისაუბრო ძალან მიყვარხარ! - მადლობა ნიიტ მეც ძაან მიყვარხარ. ჰოდა რასვამბობდი, ანუ დღეს მოდი 7ზე ჩემთან სახლში. მშობლები არ არიან და ვიმხობთ ყველაფერს თავზე, მთელი სახლი ჩვენს ხელშია. ძაან კაი სიტუაცია იქნება. მოკლედ გელი რა <3 - აჰაამ, აუცილებლად! მთელი დღე თავში ერთადერთი კითხვა მიტრიალებს. "რა ჩავიცვა?" ყველა გოგოს თავსატეხი. თან ლანას დაბადების დღეზე იმდენი ხალხი იქნება აუცილებლად ლამაზად უნდა მივიდე. გამოვაღე კარადა და ვდგავარ თითქმის ერთი საათია წელზე დოინჯ შემორტყმული და ვაკვირდები ტანსაცმელებს. თავი პოდიუმზე მგონია იმდენჯერ გამოვიცვალე თუმცა არაფერი არ მომწონდა მაინც!!! არვიცი რამ მომაფიქრა მაგრამ უცებ დედას ოთახში შევედი. პირველად ამ უკანასკნელი 3 წლის მანძილზე. ნეტაც დედა აქ იყოს, ჩემთან იყოს, ალბათ ის დამეხმარებოდა და ამარჩევინებდა ტანსაცმელს. მისი კარადა გამოვაღე, ტანსაცმელზე უკვე მტვერი იდო. ერთი კაბა ავარჩიე. შავი ფერის, სადა, მუხლზე ცოტათი ზემოთ, ბრეტელებით, ზურგი ოდნავ მოღებული, აქა-იქ ულამაზესი, ძალიან პატარა, ბრილიანტებით. გავიზომე და ზუსტად ჩემი ზომა იყო. საოცარი განცდა დამეუფლა დედას ტანსაცმელი რომ მეცვა. გავრეცხე, გავაუთოვე. უკვე ხუთი საათი სრულდებოდა და მომზადება დავიწყე. ჯერ კაბა ჩავიცვი, შემდეგ ძალიან მოდური, საშუალო ზომის ქუსლიანი შავი ფეხსაცმელი. ერთმანეთს ძალიან უხდებოდა. სახეზე მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თმები დავისწორე და ლაქიც წავისვი. სარკეში ჩავიხედე და საკუთარი თავი ცხოვრებაში მგონი პირველად მომეწონა. წკრრრრრრ! - კარზე ზარია. ჩემი დაქალი მარიამი და მე ერთად მივდიოდით წვეულებაზე. - არასებობს! რალამაზი ხარ ჩემო შხვართალა! რაკაი კაბაა, ფეხსაცმელი, მაკიაჟი, თმაც როგორ გიხდება, ლაქიც რომ შესაფერისი წაგისვამს! - ამოისუნთქე მარ! :D მადლობა სიხარულო შენც ძაან ლამაზად გამოიყურები. უი უკვე 7-ს უკლია 5 წუთი. რავი მგონი მზად ვართ ხო უკვე? - კი კიი, წამო წავიდეთ თორე გადაჭამეს უკვე რაც კი იყო საჭმელი. - როგორ შეიძლება ადამიანი სულ ჭამასე ფიქრობდეს, რამე მაინც გეტყობოდეს :D - წამოხვალ ეხლა და მაღირსებ თუუუ? - ჰო კაი კაიიი მოვდივარ :D ტაქსიში ჩავჯექით და 20 წუთში ლანას სახლთან ვიყავით. ბავშვების დიდი ნაწილი უკვე შეკრებილიყო. ეზოში აქა-იქ რამდენიმე წყვილებად დაყიფილიყვნენ და სასმელებით ხელში რაღაცაზე საუბროდნენ. კართან ლანა შემოგვეგება, გადაგვეხვია და საჩუქრები გადავეცით. სახლის კარი გავაღეთ და ბავშვებში გავერიეთ. ჩვენ თითქმის არავის ვიცნობდით. ყველა თავის ამპულაში იყო, საღამო ხმაურიანი მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა... ------------------------------ ესეც ასეეე!!! არდაიშუროთ კომენტარები და შემდეგ თავში სასწაულს ამბებს დავატრიალეეებ! მიყვარხართ!!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.