შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ სიყვარულთან ბრძოლაში დავმარცხდით(2 თავი)


8-07-2017, 07:09
ავტორი დაშა
ნანახია 1 303

პარიზი ისევე როგორც თითქმის ყველა დედაქალაქები მსოფლიოში, ღამის ქალაქია.ხალხი დამქანცველი სამუშაო დღის შემდეგ ხსნას ბარებში და ღამის კლუბებში ეძებენ, ან უბრალოდ წყნარი საღამოების მოყვარულები ქალაქის ყველაზე ლამაზ, ლამპიონებით განათებულ ქუჩებში დასეირნობენ. ამიტომ არ არის გასაკვირი რომ ტაქსის დაჭერა ამ დროს ოცნებაა და მეტი არაფერი.თუმცა მე და სალის ნაირი იღბლიანები, ფეხით მივდივართ ხოლმე დანიშნულების ადგილისკენ.
ერთმანეთზე გადაფსკვნილებმა, იმის იმედით, რომ ასე ნაკლები შანსი იყო რომელიმეს ფეხი გადაგვეტრიალებინა,ლაუნჯისკენ გულის ფრიალით წავედით. ზუსტად ვიცოდი რომ კიდევ ერთ იდიოტურ ინციდენტს დღეს ცოცხალი და უვნებელი ვერ გადავურჩებოდი.
-აფსუს სად არიან ახლა ქართველი ტაქსისტები.ამბობს გამწარებული სალომე, რომელიც ისე მეკრობა თითქოს რკინის ვიყო და წაქცევის შემთხვევაში მეც ზედ არ დავეცემი.და მაინც რას ნიშნავს როცა ვიღაცის იმედი გაქვს ცხოვრებაში.
-აბა, ადრე მეგონა მეძვირეები იყვნენ, თუმცა გამოდის რომ მსოფლიოში მათზე იაფი ტარიფეფი არავის არ აქვთ. ორივეს გაგვეცინა ჩემს ნათქვამზე.რა კარგია,როცა მარტო შენ არ გეცინება შენივე ხუმრობაზე, თუმცა ეს წყალგაუვალი სიმართლე იყო.ამ ქალაქში ტაქსებით სიარული საკმაო ფუფუნებაა, რომლითაც ჩვენნაირები დიდად ვერ სარგებლობენ.ლაპარაკში როკგორც იქნა მივაღწიეთ ლაუნჯამდე, რომლის წინაც უამრავი მანქანა იდგა და მხოლოდ ახლა გამიხარდა, რომ ჩემი ერთადერთი ტრანსპორტი ჩემივე ფეხებია, თორემ სად გავაჩერებდი მანქანას?! დაცვამ აგვათვალიერა და გზა დაგვითმო.ალბათ ორ სიფრიფანა გოგოს შორის ტერორისტი ვერ ამოიცნო.მას შემდეგ რაც თანამედროვე განგსტერებს დავაღწიეთ თავი,ფერად და ხმაურიან სამყაროში ავღმოჩნდით. დიდად ღამის გართობის მოყვარული არ ვარ, თუმცე დღეს ჩვენი აქ მოსვლა აუცილებელიც კი იყო, ამიტომ ამ ერთხელ გავწირავ თავს და ყურებს დის გამო.
სალიმ გაიკვლია გზა ბრბოში და ბარმენისკენ გამიძღვა.
-რას დალევ? მკითხა თითქოს გამოცდილი ალკოგოლის მოყვარული ვიყო.თვალები მობეზრების ნიშნად გადავატრიალე და ის მაშინვე მიხვდა რომ უკვე თავს მაბეზრებდნენ ყველა და ყველაფერი.საბოლოოდ ორი კოქტეილი შეუკვეათა და მეც იძულებული გავხდი იანსამნისფერი სასმელი გადამეკრა,რომელიც ისეთი ტკბილი აღმოჩნდა რომ ლამის იქვე ვაღებინე.
-მე საცეკვაოდ წავედი. დამემშვიდობა სალი და მოცეკვავე ხალხის ბრბოში გაუჩინარდა.მძულს ასეთი მომენტები, თავი ნამდვილი ერთი ღამის ნაშა მგონია როცა მარტო ვზივარ ბარის დახლათან.ამ დროს ყველაზე კარგი საშუალება და ხსნა მობილურია.ხოდა მეც პატარა კლატჩის ჩანთიდან დავაძრე ჩემი ფეშენ აიფონი და ესკიზების ახალ მოდელებს დავუწყე თგვალიერება ფინზე.კონცენტრაციას ვერაფერზე ვერ ვახხენდკი ისე ამხადა თავი აქ გამეფებულმა ხმაურმა.წამოდგომა და გარეთ გასვლა დავაპირე.თვალებით სალის დავუწყე ძებნა,რომელიც ვიღაც ტიპს ეტმასნებოდა.მასთან ძლივს მივედი და ვიღაც ახმახის წინ ავისვეტე, რომელიც იმდენად მაღალი იყო, რომ ალბათ ერთი ნაბიჯი მაინც რომ გადმოედგა ჩემსკენ ადგილზე გამსრესდა პატარა თაგვივით.როგორ ვერ ვიტან ჩემზე ბევრად მაღლებს, ეიფელის კოშკივით რომ დამცქერიან თავზე.სალომეს დავუყვირე რომ გარეთ გავდიოდი, თუმცა ალბათ იმ ხმაურში ვერაფერიც ვერ გაიგო და თავიდან რომ მოვეშორებინე უბრალოდ თავი დამიქნია.მეც მაშინვე გავეცალე ამ "წყვილს" და გასასვლელისკენ აივიღე გეზი. გზად სუფთა ჰაერისკენ იმდენმა მკრა გვერდი, რომ ბოლოს სანატრელ ადგილას ვიღაცას ვწარედ შევეჯახე.ბოდიშის მოხდა არც მიფიქრია მაშინვე გავეცალე მსხვერპლს და გარეთ გამოსულს თავი გმირი მეგონა.ბედნიერი დავდიოდი ლაუნჯის ტერიტორიაზე, რომ უცებ ვერც მოვედი გონს ისე აღმოჩნდი ცივ ასფალტზე.თვალი რომ გავახილე უზარმაზარი ბორბალი დავინახე, რომელიც მეგონა თავს გამიკსმრესდა. ღმერთო ნეტა რისვის მცდი?!
წამებში დეგენერატი მძღოლი ჩემთან გაჩნდა.ისევ ის რეგვენი რომ ამოვიცანი, მეგონა ტვინის შერყევა მაქვს და გალუცინაციები დამეწყოთქო. მან ხელში ამიტაცა და მანქანაში რასაც ქვია ჩამაგდო. რა უხეშია! სავარაუდოდ ციდან ჩამოვარდა და არ იცის ქალს როგორ უნდა მოექცეს!!! მანქანა დაძრა და თვალებში დამიბნელდა.
საშინელმა წრიპინმა გამომაღვიძა.თავი თეთრ კედლებიან პალატაში აღმოვაჩინე და ყველაზე საშინელება რაც გავიფიქრე, იყო ის რომ საგიჟეთში მეგონა თავი.
უცებ ხელებზე დავიხედე და რადგანაც საწოლზე მიჯაჭვული არ ვიყავი ეს საშინელი ვარიანტი თავიდან ამოვარდა.მბჟუტავი სინათლე ნერვებს მიშლიდა და მინდოდა ამ ნათურასთვის რამე გამექანებინა და ჩამემტვრია, თუმცა როგორც კი პალატაში ქერათმიანი ექთანი შემოვიდა მაშინვე გადავიფიქრე.
-თავს როგორ გრძნობთ?მითხრა თავაზიანად და წვეთოვანი გაასწორა.
-თავი მისკდება, მაგრამ თუ მეტყვით აქ რატომ ვარ, სავარაუდოდ ტკივილი შემიწყდება.
-გული წაგივიდათ ქუჩაში და აქ რომ მოგიყვნეს....
-რა?აღშფოთებას ვერ ვმალავდი.გული კი არ წამივიდა,როგორც მახსოვს ვიღაცამ მანქანით გამიტანა.
-არაფერი არ გახსოვთ ალბათ, თუმცა ნუღელავთ. ალბათ სტრესის ბრალია. დამამშვიდებელს გაგიკეთებთ.მითხრა და ჩემ სიგრძე ნემსით მომიახლოვა.წყლიდან ამოვარდნილი თევზივით დავიწყე ფართხალი.ნემსებს ბავშვობიდან ვერ ვიტან.უცებ ცივმა ოფლმა დამასხა, თუმცა როდესაც წამალი წვეთოვანში შეუშვა შვებით ამოვისუნთქე. ძალიან კარგად მეძინა, შეიძლება ითქვას, რომ ასე კარგად დიდი ხანია არ მძინებია.ბებიაჩემი დამესიზმრა.სოფელში ვიყავი და ეზოში ვთამაშობდი.ის კი ცეცხლზე დამდგარ ქვაბში ღომს ურევდა.თითქოას სუნიც კი მეცა და უცებ თავი ისევ 10 წლის მეგონა. ვიცოდი, რომ ეს ილუზია იყო, რომელიც ძალიან გავდა სიმართლეს.ჩემი ბებო ხომ რვა წლის წინ დაიღუპა და შესაბამისად მონატრებულს არ მინდოდა სიზმარი დამთავრებულიყო.ბედნიერი წუთები სამწუხაროდ დიდხანს არ გრძელდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში და ისევ ი მ საძაგელმა სინათლემ გამომაფხიზლა, რომელიც გუშინ სასწაულად გადაურჩა განადგურებას. თვალი გავახილე და იმ დეგენერატის სახის დანახვისას საბოლოოდ გამოვფხიზლდი.შეამჩნია რომ მეღვიძა და თავის ჭკუით მზრუნველად გამიღიმა.
-როგორ ხარ ვერონიკა? ვაჰ, ჩემი სახელი საიდან იცის?თუ ეგონა რომ მოვკვდი და გადაწყვიტა ჩემი სახელის გაგება და ხსოვნისადმი საპატივსაცემოდ ჩემი სახელის ტატუს გაკეთება?!თუმცა ასეთ რეგვენს ჩემ ჩანთაში ხელის ჩაყოფა ნაღდად არ გაუჭირდებოდა.
-შენი წყალობით და ჩემი კეთილი გულის დამსახურებით ცუდათ.ვUტხარი რაც შემეძლო მშვიდად და თვალი ავარიდე.
-არ ვიცი ჩემ გზაზე სულ შენ რატომ ჩნდები,.
-იცი რა, მგონი პირველ ცდაზე რომ არ გამოგივიდა ჩემი გაბრტყელება ცომივით, დამედევნე და ხელმეორედ სცადე.ჩემ სიტყვებს მისგან როხროხი მოყვა.რამდენს ბედავს ეს დეგენერატი.
-არა რამე ვთქვი სასაცილო?მაშინვე დადუმდა ჩემს სახეს რომ გადააწყდა.სავარაუდოდ ახლად მოყვანილ პომიდორს ვგავდი გაჩეჩილ თმებში, თუმცა ახლა ნაკლებად მადარდებდა ეს ფსიქოპატი ჩემზე რას ფიქრობდა.
-და საერთოდ აქ რატომ ხარ? პოლიციის განყოფილებაში უნდა იჯდე და ფიქრობდე ჯარიმის გადახდაზე ან გეგმავდე მომავალ ხუთ წელს, რომელსაც ციხეში გაატარებ!
ყელში ამომივიდა ამ თავდაჯერებული სახის ყურება.
-სულ ტყუილად გგონია, რომ მაგ მუქარით რამეს შეცვლი.ამბობს უდარდელად და ზემოდან ისე დამყურებს თითქოს მისი ვალი მქონდეს.თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ გამელანძღა.
-მისმინე, აქედან აორთქლდი და თავი არ მაგინებინო!
-მადლობას ასე მიხდი საავადმყოფოში მოყვანისთვის?გამიბრაზდა და ნაწყენი მზერა მომარიდა.ღმერთო რა ცოდვა მაქვს ასეთი, ამ ადამიანს რომ გადავეყარე.
-დიდი მადლობა, რომ არ გამიტანე და 20 წლის ასაკში სიცოცხლეს არ გამომასალმე. შევუბღვირე და გვერდი ვიცვალე.ღრმად ჩაისუნთქა და პირი გააღო რაღაცის სათქმელად, პალატის კარი ვიღაცამ რომ შემოანგრია.



№1  offline წევრი londoni

Male dade raa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent