თემურ ელიავა - კაცი რომელმაც შეშალა პოეზია (2)
აჰა ძმაო გვეშველა როგორც იქნა დავმარცხდით და არ შეგვრჩა სხეულზე აღარცერთი ნაკაწრი ზეიმია მე კიდევ ლამის ყელში გადამცდე ლამის შენში ჩავსახლდე უსახელო ძმაკაცო რაა ფუთი მარილი როცა დაღამდება და ისეთ რამეს დავკარგავთ სხვას რომ არ აბადია ვისი გნოლი აფრინდა ვისი ყორღანებიდან არ გავარტყი სულ ყველას ძუ არი თუ ხვადია როგორც მინდვრის ყვავილებს ლამის პირზე მიდებით სიკვდილს გემო ავუღეთ დავმარცხდით და გვეშველა ვნახეთ სრუტე ბოსფორის ვნახეთ პირამიდები და არასდროს გინახავს ათონი და ეშერა ***** ***** **** **** **** ენგურის მინდვრებს ზეცას რომ დავუკოცნი რეჯეგეს მთის ქედებზე ნამად მოვედები იქაც ვითამადებ მედეას ქორწილს და თუ ასე კვდებიან პოეტები სული გამექცევა ღამის აჩრდილიდან ქალი აშარი და ბორია გალეშილი ოსერ დამასიზმრე ჩემი არჩილი და მერე თვალკაკაბა მისი ქალიშვილი მტერი მათრახის ქვეშ ატარა ლაჩარივით ციხესიმაგრენი რომელმან დააჩოქა ქართლს რომ ჩამოახიეს ჩოხა ქართლს რომ ჩამოახიეს ჩოხა ქართლს რომ ჩამოახიეს ჩოხა კოლხმა შემოისხა ლექსი აბჯარივით ჩანა სიმწრითა და ფანდურ ჩამომღერი ლერწამტანიან და ქალწულნამიანო წამო თავშლიანო სვანეთს წამომყევი იქა სათამადნო ვაჟნი არიანო სანამ ზეცის მინდვრებს ლოყებს დავუკოცნი მზე რომ დაადნება ზედა გმირთა მაჯებს მედეას კი არა ჩვენსა ქორწილს მთათა ბერიკაცი სუფრას გვითამადებს სიმღერა გაისმის ცრემლითა მლაშე დაიმსხვრა მცხეთა და გორის კარი მიაცილებდნენ ბრძოლაში ვაჟებს თავშლებს ატანდნენ ბრძოლაში ვაჟებს თან აბარებდნენ ქალწულნი ვაჟებს ან ხმლით სისხლისგან სხეული გაშრეს ან თავი თავშალში მოიკალი აი შენც ნახე ეს ჩემი ქოხი უჭერო ქოხი დამბების ნგრევა სანამ ოცნება არ ილევა სანამ ტკივილი არ ილევა სანამ ენგური არ ილევა ძარღვებში რომ ჩქებს კოლხის გაშლილი მიჯნურის ხვედრად აკა სერ ხოლო ქუგუმოთანე მივალ გერგეთის შესახვედრად მიდი თავშალი გამატანე და ზეცის მინდვრებს ლოყებს დავუკოცნი რეჯეგეს მთაზე ნამად მოვედები იქაც ვითამადებ მედეას ქორწილს ჩვენთან ასე კვდებიან პოეტები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.