სულით ლამაზებიც იბადებიან 2
*** დილით უჩვეულო შფოთით გაეღვიძა ნატალიას . გარეთ გამოვიდა , დედას კი საქმიანობაში დაეხმარა . გოგონას ვერ გაებედა დედისთვის რამე ეკითხა გუშინდელზე და ელოდა როდის დაიწყებდა ლაპარაკს , თვითონ . -ნატა , ალბათ გაინტერესებს გუშინ მე და მამამ რა გადწყვეტილება მივიღეთ . -არაფერი უპასუხია ნატალიას უბრალოდ სმენად გადაიქცა .- გადაწყვიტეთ გაგიშვათ ქალაქში ცოტა ხნით შვილო. ხომ ხედავ მამაშენს უკვე აღარაფრის თავი აღარ აქვს . თუ გაჭირდება იქ საქმე ,აუცილებლად დაბრუნდები . -კარგია დედა , კარგია დროა დამოუკიდებლად ცხოვრება ვისწვლო . გეფიცები ხშირ ხშირად ჩამოვალ თქვენთან . ნატალია ახლა სულ აღარ იყო დარწმუნებული თავისი გადაწყვეტილების სისწორეში , მუდმივად მამის კალთის ქბვეშ შეფარებულს , გაურკვეველი მომავალი აშინებდა .თუმცა მიანც მხნედ ჩაალაგა ჩემოდანი და მშობლებთან გამომშვიდობების შემდეგ , ჯერ სალოცავში შეიარა შემდეგ კი სამარშუტო ტაქსით ქალაქისკენ გაემართა. გამოსახულებები ერთმანეთს ცვლიდნენ , როგორც ნატალიას გონებაში ქაოტური ფიქრები . არ იცოდა თბილიში ჩასულს რით უნდა დაეწყო პირველი . არც ის იცოდა ეყოფოდა თუ არა ის მცირე დანაზოგი რაც მამამ გამოაყოლა. მისი სიმშვიდე წამებში დაირღვა , როდესაც ხმაურიან ქალაქში შევიდნენ. სიმწვანეს და ბუნებას შეჩვეულ ნატალიას ეუცხოებოდა მუდმივი სინაცრისფრე ჰაერში . გარშემო არეულობა იყო . ყველას სადღაცას მიეჩქარებოდა , ქუჩაში ძაღლები აქეთ-იქით დაწანწალებდნენ . მრავლად შეამჩნევდით სიცოცხლედაკარგულ მცენარეებს . ადამიანებს, რომლებსაც თითქოს ცხოვრების მძიმე ტვირთი ეწვათ მხრებზე და მოხუცებს , რომლებიც ქუჩაში ისხდნენ და წვრილმანებს ჰყიდიდნებ . „ესეც შენი სანაქებო ქალაქი“ თავისთვის ჩაიბურთყუნა ნატალიამ და სამარშუტო ტაქსიდან ჩამოვიდა . სწორედ აქედან დაიწყო მისი ცხოვრების ახალი ეტაპი. *** იქვე ჯიხურში გაზეთი შეიძინა და იმედოვნებდა აქ მაინც აღმოაჩენდა რაიმე შესაფერის ვაკანსიას. იმედი ეწურებოდა როდესაც ყველა ოც წელს გადაცილებულ ხალხს ითხოვდა . ასევე უცხო ენების ცოდნას რისი შესწალის ფუფუნებაც არ ჰქონია ნატალიას. ბოლოს დასუფთავების ცენტრიდან, რაღაც რეკლამა შეაჩეჩა მეტროსთან გოგონამ . მეეზოვეებს ეძებდნენ და ნატალიას ბევრი არ უყოყმანია . კითხვა-კითხვით მიაგნო შენობას და განცხადების შესატანად შიგნით შევიდა . უკვე გარეთ გამოსულს წვიმამ მოუსწრო და ახლა ახალი თავსატეხი გაუჩნდა . როგორ ეპოვნა თავშესაფარი. ისევ იმ ძველ გაზეთს დახედა და ერთი ოთახიი ნახა , რომელსაც აქირავებნენ თვეში ორას ორმოცდაათ ლარად . მართალია დიდად არ ხიბლავდა ერთ სახლში რამდენიმე პიროვნების ცხოვრების პერსპექტივა , მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. სამწუხაროდ არ იცოდა მალევე დაიწყებდა თუ არა მუშაობას . ასე , რომ დანაზოგს უნდა გაფრთხილებოდა . პირველი რაც გააკეთა ბინის მეპატრონეს შეხვდა . საბედნიეროდ ამაში მაიც გაუმართლა და ხელში სათნო მოხუცი შერჩა : -ამარჯობა ქალბატონო -გაუღიმა ნატალიამ - მე ბინის თაობაზე გაწუხებთ . ოთახის ქირაობა მინდა .- დუმილის შემდეგ ნატალიას შერცხვა, გული ყელში მოებჯინა არ იცოდა მეტი რა უნდა ეთქვა ქალისთვის . -გაგიმარჯოს შვილო- ნატალიას სიწითლემ მაშინვე გადაუარა , როდესაც მოხუცის თბილი ხმა გაიგო და ხელზე მოხუცის დანაოჭებული თითები იგრძნო. -მობრძანდი სახლს დაგათვალიერებინებ . ხომ ხედავ უკვე მოვტყდი , მარტო არაფრის კეთება აღარ შემიძლია და მე შვილთან ვცხოვრობ . ამიტომ გადავწყვიე ამ სახლის გაქირვება. -მოხუცი წინ გაუძღვა ნატალიას - აი შვილო შეხედე ეს სააბაზანოა , ეს სამზარეულო . მართალია დიდად კეთილმოწყობილი არაა , მაგრამ რა ვქნა შვილო თუ არ მოგწონს...... -არა რას ამბობთ ქალბატონო ... -ნატალია დაიბნა ქალის სახელი არ იცოდა . -ნათელა შვილო, ნათელა მქვია -ფრთხილად მოუთათუნა გოგონას მკლავზე ხელი - არა რას ამბობთ ქალბატონო ნათელა. ჩემთვის ესეც ფუფუნებაა . ძალიან დიდი მადლობა . -არაფერს შვილო . შენთან ერთად ერთი გოგო იცხოვრებს მხოლოდ . ნინო ქვია. ახლა სამსახურშია საყვარელო და როდესაც გაბრუნდება აუცილებლად გაიცნობთ ერთმანეთს.-თბილად გაუღიმა გოგონას . - მე წავალ შვილო . ხალ უწევს ნინოს ქირის გადახდა და ერთად მომიტანეთ , ახლა ნუ მომცემ. აი გასაღები , მოისვენე . აბა შენ იცი -ნათელა ბებომ კარი გახურა და წავიდა. ნატალია კი საოცრად კმაყოფილი ჩამოჯდა დივანზე .დადებითით აავსო ამ ქალმა და მოხარული იყო რომ ასეთი კეთილი ადამიანი გაიცნო. ნატალია დივანზე ჩამოჯდა და აქეთ-იქით ყურება დაიწყო . ეუცნაურებოდა თავისი ახლანდელი ცხოვრება . არც ის იცოდა როგორც შეძებდა ამხელა ქალაქში გადაადგილებას . მან ხომ ჯერ არაფერი იცოდა. ფიქრისა და მგზავრობისგან დაღლილს დივანზევე მიეძინა . საღამო ხანს კი ხელის ნაზმა შეხებამ და ძახილმა შეაკრთო : -ლამაზო -გოგონას ტკბილი ხმა ჩაესმოდა ყურში -გაიღვიძე, შენ ალბათ ჩემი ახალი მეზობელი ხარ . -ნატალია შეშფოთეული წამოჯდა დივანზე-მაპატიე თუ შეგაშინე . მე ნინო ვარ შენი თანამცხოვრები . -გამარჯობა . ცოტა კი შემაშინე , მაგრამ არაფერია . მე ნატალია ვარ .-ასევე თბილად გაუღიმა მანაც , -წამოდი შენი საძინებელი გაჩვენო და იქ დაიძინე . ან ჯერ მოიცა . არ გშია ? ფერმკრთალი ხარ . -ნინო მისკენ შემობრუნდა და თან ქოთქოთს არ წყვეტდა -არა , არა რას გეკითხები წამოდი ვჭამოთ -ნატალიას უკვირდა სად ჰქონდა ამ გოგოს ამდენი ლაპარაკის ძალა. უხმოდ დაჯდა სამზარეულოში მაგიდასთან და უყურებდა როგორ შლიდა ნინო სუფრას . -მოდი მოგეხმარები -გაეცინა ნატალიას-თან მომიყევი რაღაცეები შენზე -ესეიგი ნინო მქვია მე -თან სასაცილოდ მიიდო გულზე ხელი -მშობლები აქ ცხოვრობენ თბილისში , მაგრამ იქიდან ჩემი სამსახური და სასწავლებელი ძალიან შორია. ამიტომ გადავწყვიტე მექირავებინა ერთი ოთახი და იქ მეცხოვრა . ასე გადაწყდა ყველანაირი პრობლემა . ხო კიდევ დიდი ბეგემოტი ძმა მყავს და თუ მოვიდა ხოლმე არ შეგეშინდეს. ასევე შეყვარებული გიგა . ახლა შენი ჯერია .-ლაპარაკობდა ნინო და სულელივით სიცილს არ სწყვეტდა . -მე ნატალია ვარ . თბლისში არავინ მყავს . ბარისახოში ვცხორობდი. დღეს ჩამოვედი სამსახურის თაობაზე განცხადება შევიტანე და ეს ბინაც ვიპოვე. ასე , რომ მოგიწევს ცოტა რამ მასწავლო ქალაქზე. იმით დავიწყოთ , თუ , როგორ გადავაადგილდე -ნატალიას გაეცინა-დავიღალე ამდენი ადანიანისთვის გზების შეკითხვით . -რა პრობლემაა ნატა . ამის მერე ჩვენ ვიმეგობრებთ და ყველაფერი მოგვარდება - ამასობაში ვახშამიც დაასრულეს და მისაღებში დივანზე ჩამოსხდნენ , როდესაც კარზე ბრახუნი ატყდა . -არ შეგეშინდეს , ალბატთ ჩემი ნეარდენტანელი ძმაა ნატალიაც მოუთმენლად ელოდა როდის შემოვიდოდნენ მისაღებში და-ძმა . მართლაც არ გასულა დიდი ხანი როდესაც ოთახში ორმა იდენტურმა , მაგრამ გოგო-და ბიჭმა , შემოაბჯეს. ნატალია გაოცდა . ასეთი მსგავსება და-ძმას შორის არასდროს ენახა .ნინო მას ფიქრებს მიუხვდა . -უი ნატა , დამავიწყდა შენთვის მეთქვა გაბრიელი ჩემი ტყუპისცალია -გამარჯობა -ალაპარაკდა გაბრიელიც -გამარჯობა-მისალმებაზე მისალმებით უპასუხა ნატამ , გაუღიმა და თმა ხელით შეისწორა . -დასხედით რას დგახართ -ისევ ნინომ გამოარკვია ერთმანეთის ყურებაში გართული წყვილი,-რამეს დალევთ ? -მე ჩაის ნინა რა - მუდარით შეხედა გაბიმ -შეენ ნატა ? -მე არაფერს -ღიმილით უპასუხა გოგონას . -კარგი გავედი მე სამზარეულოში და გაბი ნუ შეაშინებ გოგოს-ენ გამოუყო ნინომ ტყუპისცალს. -ენა გოგო. და ხოო , მონსტრს არ ვგავარ -ნატას გაეცინა მის ამ პასუხზე და გაბრიელიც აიყოლია . -აბა ნატა გავიცნოთ ერთმანეთი . მე გაბრიელ ტვილდიანი ვარ . -ხელი გაუწოა ჩამოსართმეად. -ახ სვანი ყოფილხართ , მე ნატალია ჭინჭარაული ვარ . -უთხრა გოგონამ და გამოწვდილ ხელს თავისი მარჯვენა შეაგება . -სასიამოვნოა -ორივემ ერთხმად თქვეს და გაეცინათ . ცოტა ხანში ნინო ლანგრით ხელში გამოვიდა სამზარეულოდან და მაგიდაზე დადგა . ყველაფერი სტანდარტულად გაგრძელდა . ნატა მაინც უხერულად გრძნობდა უცხო გარემოში თავს და ბევრს არ საუბრობდა , თუმცა გაბრიელი იმდენ სასაცილო ამბავს ჰყვებოდა , შეუძლებელი იყო სიცილის შეჩერება. ბიჭი მალევე წავიდა გოგოებმა სამზარეულო მიალაგეს, თუმცა დიდი არაეფრი იყო დასალაგებელი. შემდეგ კი საძინებლებში გავიდნენ . ნატალია ორად მოკეცილი იწვა საწოლზე. უკვე გრძნობდა , რომ ახალი ცხოვრება ბევრ სიურპრიზებს უმზადებდა . მშობლებიც უკვე ენატრებოდნენ . იცოდა იქ მაღლა, სახლში არ იჭერა და ამიტომ ვერ ეკონტაქტებოდა მათ . ნატალიას ხვალინდელი ნათელი დღის იმედით ჩასთვლიმა . იქნებ სამსახურიც ეპოვნა . მადლობა ვინც კითხულობთ და გაინტერესებთ (ან არ გაინტერესებთ ). ძალიან გთხოვთ შემიფასეთ . დამწყებებს შენიშვნები ძალიან გვჭირდება. მადლობა ყველას , მიყვარხართ . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.