შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულით ლამაზებიც იბადებიან


7-07-2017, 01:18
ნანახია 1 397

„როდესაც ბედნიერებისკენ მიმავალი ერთი კარი იხურება , აუცილებლად იღება მეორე , მაგრამ ხანდახან იმდენად ხშირად ვუყურებთ დახურულ კარს , რომ ვერც კი ვამჩნევთ ახალ შანსს“.....
***
ხშირად არ ჰყვებიან ხოლმე ამბებს საშვალო ფენის ადამიანებზე . მარშუტკის მძღოლებზე და მათ ოჯახებზე , ან სულაც მეეზოვეებზე და მათ მუხლჩაუხრელ შრომაზე. ამბავს რაც მე უნდა მოგითხროთ არც თუ ისე ხშირად მოისმენთ პრესტიჟულ კაფეებსა და ბარებში . მოგიწევთ ,ცოტა ხნით იმ ხალხის ცხოვრებით იცხოვროთ, ვინც ეს ყველაფერი გამოიარა, ერთი ბედნიერების კარი დახურა და მეორეში გადაინაცვლა, რადგან ცხოვრება ყოველთვის გვაძლევს მეორე შანსს..

***
ნატალია ჭინჭარაული ბარისახოში დაიბადა და გაიზარდა . სწორედ იქ შედგა სრულყოფილ ქალად . ბევრი იტყვის „მიყვარს მთა და იქ სიამოვნებით ვიცხოვრებდიო“, მაგრამ არამგონია კომფორტს შეჩვეულმა ადამიანებმა ასე იოლად დათმონ იგი. ნატალიას საჭმელ-სასმელი და სამოსელი არასდროს აკლდა , მაგრამ როგორც საშვალო ფენის ოჯახებს ჩვევია, მას არ ჰქონდა ბოლო გამოშვების მანქანა , მოდური ტანისამოსი, თუმცა თავისი ტალავარი სიცოცხლეს ერჩივნა, ბინა თბილისში და აგარაკები . თუმცა იცით ? მას სოციალური ცხოვრება ჰქონდა , იცოდა რას ნიშნავს დაზოგო სადილზე პური , რომ საღამოს დაბრუნებულ მამასაც ეყოს . მამა დურგალი ჰყავდა , დედა უბრალოდ დიასახლისი , მაგრამ ცდებით თუ ფიქრობთ, რომ ეს პატარა საქმეა და არ ფასდება მთაში. იქ მრავლად არ ცხოვრობენ წაბილწული ადამიანები , თუმცა გამოერევიან ხოლმე . მთის ღირსება ისაა , რომ რაც არ უნდა ძლიერად უბერავდეს ქარი მთა მის წინაშ ქედს არ მოიხრის. სწორედ ასეთი ხასიათის იყო ნატალიაც . ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა , მაგრამ ცხოვრებამ ირც ის დაინდო. მამამისი ადუა ჭინჭარაული მალევე მოტყდა , ცხოვრების მძიმე ჯაბანმა მასაც მალევე დარია ხელი. დედა ქაქია კი ამდენ საქმეს ვეღარ აუდიოდა. ამასთან ერთად ოჯახს ფინანსები სჭირდდებოდა . სწორედ ეს გახდა ნატალიას გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი , რომელიც ქალაქში გადასვლას გეგმავდა . მამას პატარა ქალი სულაც აღარ იყო ისეთი პატარა , როგორიც ეგონათ , საკმაოდ სრიოზული შეხედულებები და მიღწვები ჰქონდა ცხოვრებაში . ერთ დღეს კი მოახლოვდა წამი , როდესაც მშობლებთან უნდა ესაუბრა თავის გადაწყვეტილებაზე და ასეც მოიქცა ....
-წელს უკიდურესად გაჭირდა ცხოვრება მამა. ხომ ხედავ პატარა აღარ ვარ და რაღაცეებს ვხვდები უკვე. დედაქალაქში უნდა გადავიდე მა - დაიწყო ნატალიამ საუბარი და როდესაც მამას გაღებულ პირს ჰკიდა თვალი , რომელიც შეწინააღმდეგებას უქადდა მალევე მიაყარა -არ შემეწინააღმდეგო რა .... ჩავალ მა ცოტას ვისწავლი , ცოტას ვიმუშავებ და არასდ გაგექცევა შენი ნარჩიტა . ახლა არაფერი მითხრა , ილაპარაკეთ შენ და დედამ , პასუხი ხვალ მითხარით .-დაასრულა საუბარი და თავის ოთახისკენ გაემართა.

***
ნატალია არასდროს აჩვენებდა თავის ოჯახს , თუ რამდენს იაზრებდა და ხვდებოდა უკვე . ეტკივილებოდა მამის სევდისფერი თვალები და გამოხედვა . თუმცა ოდესღაც მთის არწივებიც ასრულებენ სიცოცხლეს . არა? ყველა ხდება უძლური დედაბუნების და დაუწერელი კანონების წინაშე . ნათალია ოცი წლის იყო უკვე. გაინტერესებთ მისი გარეგნობა? სულაც არ იყო სიფრიფანა და ფარატინა. პირიქით , შესაშური ძალა ქონდა მკლავში . არც ცისფერი თავლები ჰქონდა და არც გასაოცებელი თავლის ჭრილი . არ იყო უშნო , მაგრამ არც სხვებისგან გამორჩეული . არც ქერა თმები ქონდა და არც სტანდარტული აღნაგობა . ერთი ჩვეულებრივი მთის შვილი იყო , მაგრამ სული ქონდა ლამაზი . თუ ოდესმე ვინმე შეძლებდა მის შესწავლას , მონუსხული დარჩებოდა . სპეტაკი იყო, სულით ლამაზი ნატალია ჭინჭარაული.

***
ვიდრე ნატალია სამომავლო გეგმებზე ფიქრობდა დედ-მამა მას მომავალს უწყვეტდა . ფაქტობრივად მათ უნდა მიეღოთ გოგონასთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
-რას იტყვი ადუ? მე ძალიან მაშინებს მომავალი , თავს განსხვავებულად ვგრძნობ - საოწარკვეთილი მზერით შესცქეროდა ადუას ქაქია.
-არ ვიცი საყვარელო , მართლა არ ვიცი როგორ მოვიქცე -თავზე გადაიტარა ოჯახის უფროსმა ხელი და ხევსურული ქუდი მოიხსნა, მერე ჭაღარაშეპარულ თმას დაუწყო ჭიდილი .
-იქნებ ჯობდეს გავუშვათ , ვერ ხედავ როგორ იცვლება ცხოვრება? იქნებ რამეს მიაღწიოს ჩვენმა ნარჩიტამ ქალაქში.
_არ ვიცი ქალაუ არ ვიცი , შანსი მივცეთ წავიდეს ცოტა ხნით და მერე თავადვე მიიღოს გადაწყვეტილება . თვალსა და ხელსშუა გაიზრდა ჩემი ნარჩიტა .
-დაიძინე კაცო , დაიძინე . ვუთხრათ ხვალე ეს ამბავი ბავშვს , მაგრამ მაინც არ მეთმობა ქალაქისთვის . ბევრად მეტი სიბინძურის გადატანა მოუწევს .- დანანებით ჩაილაპარაკა ქაქიამ და ქმარს ზურგი აქცია , რომ მისი ანცი ცრემლები არ დაენახა .
-ძილინებისა პატარავ - ადუა გადმობრუნდა და ცოლს შუბლზე ნაზად აკოცა .
ქაქიას და ადუას ახლგაზრდობაშივე გაგიჟებით უყვარდათ ერთმნეთი . ალბათ ისე , როგორც რომეოს ჯულიეტა , ან აბესალომს ეთერი. მშვენიერი ქალი იყო ქაქია წლები მის უჭკნობ სილამაზეს ვერაფერს აკლებდა . მაგრამ არავინ არ იცის რა გველის წინ . როდის დაგვიგებს ცხოვრებაზე მონადირე მახეს და როდის გაგვაბამს მასში. არავინ იცის როდის წაგაქცევს ცხოვრების ქარტეხილი.


ჩემი პირველი ისტორიაა და წერის პირველი მცდელობა . მაპატიეთ თუ უბრალოდ ძალიან ხშირია პუნქტუაციური და მორფოლოგიური შეცდომები, უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი .



№1 სტუმარი შორთ აუსტი

სად გაიგე,ხევსური ცოლს საყვარელოთი რომ მიმართავდეს?

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

ჰმჰმჰმჰმჰმჰმ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3 სტუმარი Guest Lia

Saintereso dasawkisia
Gaagrdzele
Patara tavia gaadide

 


Guest Lia
Saintereso dasawkisia
Gaagrdzele
Patara tavia gaadide

გავითვალისწინებ , დიდი მადლობა ახალი თავი დღEს იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent