საწოლში მტერთან(ნაწილი 7)
მანქანა ორსართულიან სახლთან გააჩერა, გადავიდა და კარი გამიღო. -მადამ-თეატრალური ჟესტით ხელი გამომიწოდა თან ეშმაკურად მიღიმოდა, გადასვლაში მომეხმარა.ხელი წელზე ძლიერად მომიჭირა და კარებისკენ წამიყვანა. სახლში შესვლისთანავე კარები მიკეტა და კედელს მიმაყუდა. თვალებში გამომცდელად ჩამხედა თითქოს უნდოდა ჩემს თვალებში ამოეკითხა რას ვფიქრობდი. თვალებს დაბნეულად ვაცეცებდი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ტუჩები ფრთხილად შემახო და ვნებიანად მაკოცა. მის მკლავებში გავირინდე და არც კი ვფიქრობდი შემეჩერებინა. ნაზად ჩაუყვა ყელს და მეც მაშინვე გამეთიშა გონება. ხელები კოსერზე შემოვხვიე, ხელი საჯდომზე მომიჭირა და ხელში ამიტაცა. ხელში აყვანილი შემიყვანა საძინებელში და საწოლზე ფრთხილად მიმაწვინა. ნერწყვი გაჭირვებით გადავყლაპე როცა მაისური გაიხადა ჩუმად ჩაიღიმა და ისევ ტუჩებზე დამაცხრა. ტუჩებს, ყელს, მკერდს გაცხარებით მიკოცნიდა და მსუბუქად მკბენდა. თვალები მივლულე და ვერც კი მივხვდი როდის გაქრა ჩემი სხეულიდან ბოლო ნაჭერი, მერე უკვე სიამოვნების ხმებით ვაყრუებდი ოთახს... დილით საწოლში მარტოს გამეღვიძა და შიშმა ამიტანა. მოიცა წავიდა? ასე უბრალოდ წავიდა? მაკას ნათქვამი ამომითივტივდა გონებაში. თავი ბალიშში ჩავრგე და ავტირდი ,,ასე როგორ მომექცა''გაუჩერებლად ვბუტბუტებდი ჩემთვის და ჩუმად ვტიროდი. -ლილე, რა მოხდა?-მხრებზე შეხება ვიგრძენი და თავი წამოვწიე.ცრემლიანი თვალებით ვუყურებდი ალექსს.-ოღონდ არ მითხრა რომ ნანობ.-სერიოზული სახით მიყურებდა. -ალექს-მთელი ძალით ვეხუტებოდი მამაკაცს.-მეგონა დამტოვე და წახვედი. -რა სულელი ხარ ტო-გაეცინა.-სად უნდა დამეტოვებინე და წავსულიყავი. ჩემი სულელი გოგო.-ყელში მაკოცა და ისევ საწოლში შემაძვრინა. -უბრალოდ რომ ვერ დაგინახე გავნერვიულდი.-ვუთხარი მოგუდული ხმით. -ჩემი ფისო-ხრიწიანი ხმით მიჩურჩულა და კოცნა გააღრმავა. ხელი ფეხზე აასრიალა, მისი ცხელი ხელების შეხებაზე მეც დამებინდა გონება. -ფუ შენი-შეიკურთხა ჩუმად და სწრაფად მომშორდა. უცებ ვერც გავაცნობიერე რა მოხდა. -ვინმეს ელოდები? -ირაკლი იქნება, ყოველთვის უდროო დროს მოდის ხოლმე რა-ჩაიფრუტუნა და იქვე მიგდებული შარვალი ჩაიცვა.-შენი ტანსაცმელი მოიტანა ალბათ გამოვართმევ და გავუშვებ მაშინვე.-ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და გარეთ გავიდა. საწოლში გემრიელად გავიზმორე და თვალები დავხუჭე. რა უცებ შეიცვალა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, ზედმეტად ბევრი სიახლეა ამ ერთი თვის განმავლობაში თანაც ძალიან ბევრი..ფეხზე წამოვდექი. ცივი იატაკის შეხება მესიამოვნა გახურებულ სხეულზე. ტანსაცმლის მოძებნა დამეზარა და ალექსის პერანგი მოვიცვი პირდაპირ. რამდენიმე ღილი შეხსნილი დავიტოვე და გარეთ გავედი. ფეხაკრეფით ჩავიარე კიბის საფეხურები და მისაღებისკენ წავედი. -კარგად დაფიქრდი იცოდე-გავიგონე ირაკლის ხმა.-დაკარგვად არ ღირს, მაგარი ქალია. -ხომ გითხარი მიყვარს, გესმის? მიყვარს. სხვა აღარ მჭირდება დამთავრდა უკვე ჩემი პარპაში ძმაო.-სუნთქვა შემეკვრა და კარებს ავეკარი. ,,ნუთუ ჩემზე ამბობს მაგას?''გამიელვა თავში. -აუ თქვენ სუ გამო*ირდით ხო? ცალკე იგორი ახლა შენ რა ერთგულობა მომინდომეთ ჰა? -შწგიყვარდება შენც და ვნახავთ როგორ იჭიკჭიკებ მერე.-უთხრა სიცილით ალექსმა. -აუ წავედი მე თორე ცუდად ვარ უკვე, ამდენი რომანტიკის ერთად ატანა არ შემიძლია მე-სიცილით თქვა ირაკლიმ და კარებისკენ წამოვიდა. სწრაფად გამოვარდი და სამზარეულოში შევედი რომ არ შევემჩნიე. -ისე თუ რამეა და მეგისთან საქმე გაქვს მითხარი და მივალ კიდე. -დამეკარგე ახლა აქედან და ჩემმა თვალებმა აღარ გნახოს იცოდე.-თავზე ხელი მსუბუქად წამოარტყა და გააცილა. ჩუმად ავედი კიბეებზე და ალექსი შემოტრიალდა თუ არა მაშინვე ჩამოვედი მეც. თვალებმოჭუტულმა შემომხედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -ეს პერანგი მგონი შენ უფრო გიხდება.-ხელები ძლიერად მომხვია წელზე და ხელში ამიტაცა.-რა გემრიელი ხარ, მაგიჟებ-მითხრა სუნთქვაგახშირებულმა და იქვე ტუმბოზე ჩამომსვა... -რაა? მოიცა ანუ თქვენ, უკვე ა?-სიცილით მეკითხებოდა მეგი. -ხო, მეგი. გეყოფა ახლა.-ვუთხარი აწითლებულმა. -კარგი, ხო.-ხელები აწია-და ისე არ ფიქრობ რომ იჩქარე? -არვიცი, ისე უცებ მოხდა ყველაფერი..მოკლედ აღარ გვინდა მაგაზე რა. თან გავიგონე ირაკლის ეუბნებოდა მიყვარს და სხვა აღარ მჭირდებაო. -ყველა ბიჭი ეგრე ამბობს, საყვარელო, თანაც ალექსზე ამბობენ მექალთანეაო-მითხრა შეპარვით-ფრთხილად იყავი იცოდე. -ნუ მეუბნები ეგეთ რამეებს.-შევუბღვირე მაშინვე.-ალექსისთვის ჩვეულებრივი, ,,ნაშა'' არ ვარ ვიცი მე ეს, ვგრძნობ.-ვუთხარი მტკიცედ და პიცა უგემურად ჩავკბიჩე. -ხოიცი რო ალექსი მომწონს, უბრალოდ შენთვის გეუბნები. არმინდა გული გეტკინოს.-ხასიათი გამიფუჭდა. ერთი შეხედვით მართალიცაა, ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ერთი თვის გაცნობილ ბიჭთან დავწვებოდი საერთოდაც ბიჭებს არც კი ვიკარებდი ახლა კი..როგორ შემცვალა ალექსმა, მთელი ცხოვრება შემიცვალა, თავი შემაყვარა და ახლა მიმატოვოს? გამორიცხულია. -ალექსი მიყვარს, მეგი. რომც მიმატოვოს არ ვინანებ იცი? არ ვინანებ რომ მისი გავხდი. მის მკლავებში თავი ბედნიერად ვიგრძენი.-ასე გულახდილად პირველად ველაპარაკებოდი ვიღაცას, ასე თამამად არასდროს მისაუბრია ჩემს გრძნობებზე.-გახსოვს კოცონთან? ჩვენზე ვსაუბრობდით, ვიხსენებდით ჩვენს ყველაზე ბედნიერ და უბედურ დღეებს, გახსოვს? იცი, მაშინ უბედური მომენტი ბევრი გავიხსენე, მამაჩემის წასვლა, მარის სიკვდილი და კიდევ ბევრი, მაგრამ ბედნიერი დღე ვერ გავიხსენე, მეგი. ვიჯექი და ვცდილობდი ერთი ბედნიერი წუთი მაინც მომენახა, მაგრამ ვერ გავიხსენე..ახლა კი ბედნიერი ვარ. რომც მიმატოვოს ამ დღედ მაინც ღირდა. ჩემი გესმის?-ვიგრძენი როგორ დამისველა ლოყა ცრემლებმა. წარსულის გახსენება არასდროს მსიამოვნებდა. -მესმის.-გვერდით მომიჯდა. თავი მის კალთაში ჩავრგე ის კი თმებზე მეფერებოდა. -ქალბატონო, ინებე სახლში მობრძანება?-კარებში შკუპა იდგა. ცრემლები შეუმჩნევლად მოვიწმინდე და გავუღიმე. -ვიფიქრე მოგენატრებოდი და შემოგირბინეთ. -აჰამ, ანუ შემოგვირბინე არა? და წუხელ სად ბრძანდებოდი -მეგობართან.-მოვუჭერი მოკლედ და ბავშვს რომ დატუქსავ აი ისეთი სახე მივიღე ზუსტად. -ალექსანდრესთან იყავი? -კი. -მერე ჩვენთვის არ უნდა გეთქვა? რა წესია ეგრე ჩუმად გაპარვა. -გიორგი, ისე ნუ იქცევი თითქოს მამაჩემი იყო. ხომ იცი არ მიყვარს ასეთი რაღაცეები როგორც მინდა ისე მოვიქცევი.-შევუტიე მეც. -მე არაფერს გიშლი, ისე მოიქეცი როგორც გინდა. უბრალოდ ეს მაკას უნდა უთხრა.-ცივად მითხრა და გატრიალდა.-ხო და კიდევ, ალექსს დაურეკე მოვიდეს. ჩვენი მომავალი სიძეა და ხომ უნდა ავღნიშნოთ.-თვალი ჩამიკრა და გავიდა. გულზე მომეშვა. -ეს ნახე რა-გაბრაზებული ხმით თქვა წიკლაურმა.-მე რომ ვყოფილიყავი შენს ადგილას ალბათ მომკლავდა, ახლა კი უნდა ავღნიშნოთო ტიპმა. -ალექსს დავურეკავ.-აივანზე გავედი. ალექსს ველაპარაკებოდი როცა ნაბიჯების ხმა გავიგონე. -კაი, ალექს, საღამოს გელოდებით.-გავუთიშე. მოვტრიალდი და ცოტნეს შევეჩეხე. მოულოდნელობისგან შევკივლე, უცნაურად მიყურებდა. -მგონი შეგაშინე, მაპატიე.-მისი ხმის გაგონებაზე გააცია და უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. -არაუშავს.-ვუთხარი ცივად და გვერდის ავლა ვცადე, მაგრამ წინ გადამეღობა. -სად გეჩქარება, ვისაუბროთ. -რა გვაქვს სალაპარაკო? გამატარე.-ისევ გადამეღობა და მოაჯირს დაეჯრდნო ორივე ხელით ისე რომ მის მკლავებში მომამწყვდია. -ალექსთან მიდიხარ? -რა შენი საქმეა გამატარე.-უხეშობაზე გადავედი. -ალექსანდრეს კარგად ვიცნობ, შენისთანა გოგოები მოუტყუებია? შენთან იქნება სანამ არ მობეზრდები და მერე სხვას იპოვის.-მითხრა დაცინვით. საშინლად გავმწარდი და ხელი ვკარი. -გაჩუმდი!შენი აზრი არ მაინტერესებს, ალექსის გშურს რადგან ის ნამდვილი მამაკაცია შენგან განსხვავებით. მის დონემდე ვერასდროს მიხვალ გესმის? არარაობა ხარ მასთან შედარებით.-ნერვებისგან მთელი სხეული მიკანკალებდა, ვცდილობდი მისთვის მტკივნეული სიტყვები მეთქვა და ბოლომდე გამემწარებინა, მაგრამ ჩემს სიტყვებზე ირონიულად გაიცინა მხოლოდ. -მაგ სიტყვებს ინანებ, იცოდე.-გამაფრთხილებლად მითხრა და გამეცალა. ღრმად ამოვისუნთქე და შევეცადე დავწყნარებულიყავი. -ლილე, კარგად ხარ? -კი, მეგ, წავალ კარებს გავაღებ. ალექსი მოვიდა ალბათ.-სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი და კარებისკენ წავედი. კარებში გაკრეჭილი ირაკლის და ალექსის დანახვაზე მეც გამეღიმა. ალექსს მთელი ძალით ჩავეხუტე და ტუჩებში მოწყვეტით ვაკოცე. -მომენატრე, ფისო.-მიჩურჩულა ჩუმად. -იქნებ მეც მომაქციოთ ყურადღება ჰა? კოცნაობას მერეც მოასწრებთ.-გავიგონე ირაკლის შეწუხებული ხმა და გველნაკბენივით მოვშორდი საყვარელი ადამიანის ტუჩებს. -ერთხელაც იქნება შემომაკვდები და მერე იქნება შენს დაკრძალვაზეც მოვასწროთ მოსვლა-შეუღრინა ალექსმა და სახლში შემოვიდა. -რძალო, როგორ ხარ? ხოარ მოგაბეზრა თავი ამ ურჯულომ..ისე ჯერ სად ხარ-დაამატა ჩუმად და ალექსის სახის დანახვაზე უცებ დასერიოზულდა. -იგორი არ მოვიდა? -თბილისში წავიდა, საცოლე მოენატრა. ესეც მის ძველ სახლში გადასახლდა და მარტო დავრჩი. -მერე რა არ მოგწონს?-ირაკლიმ მხრები აიჩეჩა მხოლოდ. -ოჰ, ალექსანდრე.-გიო შემოვიდა და ბიჭებს ხელი ჩამოართვა. -შემოდით, გოგოები ახლავე მაგიდას გააწყობენ.-სამზარეულოში ძალით შემაგდო და თვითონ მისაღებისკენ წავიდა. -რა იდიოტია ეს შენი ძმა, ხელი დამილურჯა მგონი. -წუწუნს გირჩევნია დამეხმარო შენ-მითხრა გაბრაზებული სახით. -რა გჭირს შენ?-თავიდან არაფერიო დაიჟინა, მაგრამ ბოლოს მაინც ვათქმევინე. -მიშკას ვეჩხუბე.-ჩუმად მითხრა თან ხახვს ჭრიდა. -რატომ? -სისულელის გამო, ესაო და შენი დაქალები არმომწონსო, ბიჭებთან ერთად რატომ ხარო.-იფეთქა უცებ.-ჯერ შეყვარებულებიც არ ვართ და უკვე რამდენს ბედავს და მერე რას იზამს? ხო და დავშორდი. -ვინ შენი დაქალები არ მოსწონს, გადაირია? -ანკა ხო გახსოვს? ჩემზე გაიკითხა თურმე და უთქვამთ კარგი გოგოა მაგრამ ერთი დაქალი ყავს სახელი აქვს გატეხილიო. მერე მე მეუბნება არ მინდა ჩემმა შეყვარებულმა ასეთ გოგოსთან იმეგობროსო.-სულმოუთქმელად მიყვებოდა. -მერე შენც რა გინდა ანკასთან? -ლილე, ანკა ჩემი ბავშვობის მეგობარია როგორიც არ უნდა იყოს არ დავშორდები. თანაც იშვიათად ვხედავთ ერთმანეთს. -მიშკას აღარ შეურიგდები? -არვიცი, არ დაურეკია საერთოდ. ან იქნებ ასე უკეთესიცაა, მერე უფრო მეტკინებოდა მასთან დაშორება. მე თავისუფლება მიყვარს, ლილე, ვერ შევეგუები ვინმემ ასე შემზღუდოს. ანკასთან მეგობრობას რა უფლებით ამიკრძალავს ან ბიჭებთან მეგობრობას თუნდაც. -მიშკა მომწონს, კარგი ბიჭია. ხოიცი დღეს ეგეთ ჭკვიან და მზრუნველ ბიჭს ვეღარ იპოვი და კარგად დაფიქრდი. თან უნაკლო არავინაა.- ვუთხარი და გარეთ გამოვედი რომ ეფიქრა. ბიჭი ეჭვიანიც უნდა იყოს, მაგრამ ზომიერად. რომელი გოგო აიტანს მისმა შეყვარებულმა მეგობრები შეურჩიოს? მიშკას უნდა დაველაპარაკო აუცილებლად. ,,კიდევ კარგი ჩემი ალექსი ასეთი არ არის, განსაკუთრებული ბიჭია'' გამეფიქრა და ალექსს ჩამოვუჯექი გვერდით გაღიმებული სახით. რა თქმა უნდა აჩი სადაც არის იქ ღრეობა და ქეიფი დილამდე არ შეწყდება. უკვე შუაღამეა ესენი კი კიდევ არ აპირებენ დაშლას, სადღეგრძელო სადღეგრძელოზე მიდის. უკვე მერამდენედ ადღეგრძელეს ჩემი და ალექსის წყვილი. -დაიღალე, ლილე?-თბილი ხმით მიჩურჩულა ალექსმა და ხელი გადამხვია. -კი, თან ძალიან. -მერე წავიდეთ. -შენთან? -ხო. დროა მიეჩვიო რომ სულ ჩემთან იცხოვრებ და ნუღარ მეკითხები. -მგონი ჯობს დღეს აქ დავრჩე, ხვალ მაკა ჩამოდის და-ტუჩი მოვიკვნიტე. -ხვალ ჩამოდიან? -კი. -მერე ერთმანეთს ვეღარ ვნახავთ? -მაკასგან თავს როგორც კი დავაღწევ მაშინვე გნახავ, გპირდები.-ტუჩთან ახლოს ნაზად ვაკოცე. ჩაიღიმა და ტუჩებში ნაზად მაკოცა. -არა ისე ხელს თუ გიშლით გავალთ ჩვენ, არ არის პრობლემა.-ფხუკუნით თქვა ირაკლიმ. -დედა, მიშველეთ-სწრაფად გავარდა ოთახიდან, როგორც კი ალექსი წამოდგა. -ეს შემომაკვდება დღეს ვატყობ.-ჩაიფრუტუნა ალექსმა. -თავი გაანებე, ძალიან საყვარელია. -მე და იგორი სადაც არ უნდა წავსულიყავით ყველგან მოგვყვებოდა. ბავშვობიდან ნერვებს მიშლის მაგრამ მაინც მიყვარს. ბოლო სადღეგრძელოც დალიეს და დაიშალნენ, ალექსი გავაცილე და მაგიდის ალაგება დავიწყე. -გიორგი ფეხზე ვეღარ დგას, ამდენი არასდროს დაულევია მგონი. -აჩიც მაგ დღეშია, გაითიშა. -ხო მართლა, ცოტნე არ გამოჩენილა საერთოდ, სად არის? -საერთოდაც ნუ მოვა, იდიოტი. -რამე დაგიშავა?-ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, რაც ალექსისგან ვიცოდი და რაც დღეს აივანზე მითხრა. -ეს ნახე რა, დამპალი.-წამოიყვირა მეგიმ. -ხვალ გიორგის დაველაპარაკები, როგორც უნდა მომაშოროს ჩემი სახლიდან. -წამოდი დავიძინოთ, ხვალ ავალაგებ მაგას.-უკან გავყევი მართლაც ისე მეძინებოდა ვერაფერს ავალაგებდი. -ნეტა სახლში როგორ მივიდა? -უკვე სანერვიულოც გაგიჩნდა. -მსიამოვნებს ვიღაცაზე რომ ვზრუნავ და ვნერვიულობ. -მგონი ალექსი შეგიყვარდა შენ. -კი.-ვუპასუხე მტკიცედ.-შემიყვარდა პ.ს ვიცი ძალიან დავაგვიანე და უპასუხისმგებლო ვარ, მაგრამ უნდა მაპატიოთ:)) ისევ და ისევ ავად ვარ. სიცხე მქონდა ამას რო ვწერდი და იმედია ძაან არ დაეტყო:დ როგორც კი დავამთავრებ დავარედაქტირებ და სრულად დავდებ შეცდომების გამო. ველოდები თქვენს კომენტარებს და რაც მთავარია კრიტიკა არ დაიშუროთ, მეგობრებო:)თქვენი სალი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.