ბაბუაწვერა 8 (დასასრული)
-ასე რატომ მიყურებ? -მიყვარხარ,-მკლავებში მომიცქია და ღრმად ჩაისუნთქა -მერე ამას მიმალავდი?-ვიკითხე ოდნავი წყენით -სხვა გზა არ მქონდა ლილა მეგონა არასოდეს იქნებოდი ადამიანთან რომელსაც მომავალი არ ჰქონდა -რა სისულელეა,-მის ხელებს მოვეხვიე რომელიც ჩემს გარშემო იყო გადაჯვარედინებული -მაპატიე რომ გული გატკინე,-თავზე მაკოცა და ბალიშზე გასწორდა -რომელი საათია?-კისერი წავიგრძელე და იქვე საათს გავხედე,-სკოლაში ვიგვიანებთ -დაიკიდე,-მთელი ღამე ასე ვიყავით ჩახუტებულები და ვლაპარაკობდით ოღონდ მართლა -კარგი დავიკიდებ,-ავწრიალდი რომ მის მხარეს გადავბრუნებულიყავი -რატომ ვერ ისვენებ? -არვიცი,-ბავშურად გავიკრიჭე და ლავიწზე ვაკოცე (ლოყაზე ვერ მივწვდი) -ჩემი ბაბუაწვერა,-თქვა და უფრო მიმიხუტა მესმოდა როგორ ძიერად ცემდა მისი გული და მსიამოვნებდა ასე რომ რეაგირებდა ჩემს სიახლოვეზე -არ შეიძლებოდა რომ ის სიტყვები არ გეთქვა ჩემთვის? -მაპატიე ლილა მინდოდა ჩემგან შორს დაგეჭირა თავი არ შემეძლო იმაზე ფიქრი რომ მე სულელი და უმომავლო ვიყავი და შენი მომავალიც უნდა შთამენთქა -რა სისულელეა -მინდოდა შორს ყოფილიყავი და აღარ მომახლოებოდი ასე საკუთარი თავისგან გიცავდი -მაგრამ მეტისგან ვერ დამიცავი -მე ყოველთვის ახლოს ვიყავი ლილა. მოდი იცი რა დღეს ყველაფერი სხვანაირად იყოს -როგორ? -მარტო ჩემი იყავი დღს კარგი? -თანახმა ვარ,-ისევ მაკოცა შუბლზე და თმაზე მომეფერა. ღმერთო როგორ მიყვარდა ეს ადამიანი რანაირად ვუძლებდი მისგან შორს ყოფნას არა რაა ადამიანი უნივერსალური ცხოველია ხომ ვამბობ. -მიდი აბაზანაში წადი და მერე გავიდეთ სადმე,-თავი დავუქნიე და სააბაზანოს კარს უკან დავიმალე. აბაზანიდან რომ გამოვედი ჯარედს უკვე მოემზადებინა ყველაფერი და სამზარეულოში ფუს ფუსებდა მის ბინაში ვიყავით დედამისი მორიგე იყო ლუკი მეგობართან რჩებოდა. -უუმ რა სურნელია -უკვე მოხვედი? გოგოენებს ხომ დიდიხანი გჭირდებათ ბანაობისთვის -მე ყველაფერს განრიგის მიხედვით ვაკეთბ ხოლმე და ეგ არ მეხება მიჩვეული ვარ -მე რომ ვერაფერი მოვასწარი თითქმის -რაგინდა ყველაფერი გაგიმზადებია მიდი ახლა შენ შედი აბაზანაში მე ბლინების მომზადებას დავასრულებ და ვისაუზმოთ -ახლა იდეალური ცოლ-ქმრობისთვის მხოლოდ კოცნა გვაკლია,-ჩაიცინა და მთელი გრძნობით მომწვდა ტუჩებზე -წადი სანამ ყველაფერი დაიწვა,-ვუთხარი როცა ცხვირი დამწვარი ბლინის სუნმა ამწვა ჯარედს ტოსტები უკვე მომზადებული ჰქონდა ყავაც გაემზადებინა დასასხმელად და ჩაისთვის წყალიც დუღდა. მე ბლინების გამოცხობა დავამთავრე და ის იყო სუფრას უნდა მივსხდომოდით კარი გაიღო და შუახნის ქერა ქალი შემოვიდა სახლში. -ჯარედ?-უცნაურად შედგა მე კი საშინლად შემრცხვა იმ კაბით ხომ არ ვივლიდი მთელი დღე ჯარედის გრძელი პერანგი მეცვა რომელიც არც ისეთი გრძელი იყო -დედა მოდი ისაუზმე,-ჯარედი ღიმილით წავიდა დედას ჩანთები გამოართვა და ლოყაზე აკოცა -ახლავე ხელებს გადავიბან,-ქალი ვითომც არაფერიო სააბაზანოსკენ გაემართა -რა სირცხვილია ჯარედ წადი რამე შარვალი მომიტანე გთხოვ -გეყოფა ლილა აქამდე სახლში არც ერთი გოგო არ მომიყვანია იმიტომაც ჰქონდა ასეთ რეაქცია ნახავ მოეწონები -ასეთ ფორმაში საკუთარ დედასაც არ მოვეწონები -გეყოფა,-იმდენად ბავშვურად გაეღიმა მეც ავყევი -აბა მოვედი,-ქალი მაგიდასთან ჩამოჯდა და ჯარედის მოტანილ თეფშზე ტოსტი დაიდო,-ჩაის ვერ დამისხამთ?-ჰკითხა ჯარედს -მე დავასხამ,-ძალა მოვიკრიბე და ქურასთან მივედი ჯარედის დედას ჩაი დავუსხი და მივაწოდე -მადლობა შვილო,-შემომცინა და მივხვდი რომ ჯარედი მართალი იყო ეს ქალი არაჩვეულებრივად მექცეოდა. -მე ლილა პისი ვარ,-ვუთხარი როცა დავჯექი -მე ნატალი მქვია,-ხო ჯარედი დედას ჰგავს -სასიამოვნოა -აბა რახდება ვხედავ სერიოზული ურთიერთობა გაქვთ თორემ აქ არ მოგიყვანდა რამდენი ხანია ვთხოვ გამაცანი ლილა მეთქი -კი მაგრამ,-დავიბენი მე -საიდან ვიცი არა? მე სახლში გვიან ვბრუნდები ხომლე და ჩვევად მაქვს ისე ვერ ვიძინებ ჩემს ბიჭებს მშვიდობიანი ღამე თუ არ ვუსურვე ამიტომ მძინარე ჯარედს თავზე რომ დავადექი მაშნ ლუღლუღებდა „ლილა მაპატიე-ო“ -დედა,-ჯარედმა უხერხულად გადმომხედა -რაიყო შვილო -გეყოფა -არა კიდევ მომიყევით რამე მის შესახებ -იცი რა ლამაზი ბავშვი იყო?-დაიწყო ქალმა და საუზმის დასრულებამდე ყველაფერი გავიგე ჯარედის ბავშვობის შესახებ -ახლა მე ცოტას დავიძინებ და მერე აქაურობას მივხედავ დატოვეთ ასე -ძილინებისა დე -კარგი შვილო,-ნატალიმ ჯარედს შუბლზე აკოცა და ოთახში შევიდა -საოცრებააა,-ემოცია ვერ დავმალე ეს ქალი მაშინვე შემიყვარდა ოთახში რომ შემოვიდა -შვილს ჰგავს,-ისევ მაკოცა და თან ფხუკურებდა -კარგი ავალაგოთ ეს და წავიდეთ,-შეხმატკბილებულად ავალაგეთ, ჭურჭელი გავრეცხეთ და გავამშრალეთ -შენ ასე მოდიხარ? -ჰო რამოხდა მერე,-გავიოცე და დავტრიალდი -მაშინ ყინული წამომიღე -რატო? -იმ იდიოტებს რომ ვცემ ცუდად რომ შემოგხედავენ დამჭირდება -ჩხუბის თავი,-გადავიხარხარე მაგრამ მერე გაგვახსენდა ნატალი რომ დაძნებას აპირებდა პირზე ხელი მომაფარა და ჩუმი სიცილით იღლიაში ამოდებული წამიყვანა საძინებლისკენ. ჯარედს საკმაოდ მრავალფეროვანი გოგონების სამოსი აღმოაჩნდა -აბა გოგო არ ამომიყვანია აქო? -არც ამომიყვანია ეს ჩემი დის ტანსაცმელი აქ დარჩა -და გყავს? -და რა ნახევარ დაა მამაჩემის შვილი მამას ვერ ვიტან მაგრამ მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს -გასაგებია,-ჯინსი და უბრალო მაისური გადავიცვი და სააბაზანოდან რომ გამოვედი ჯარედი დავინახე ზურგით იდგა კარადასთან და არჩევდა რა ჩაეცვა ჩუმად მივუახლოვდი და ბაბუაწვერას სვირინგს კიდევ ერთხელ დავყევი ხელით მის კონტურებს ვხაზავდი -ლილა გეყოფა,-მითხრა მკაცრად -მაპატიე უბრალოდ შესანიშნავი ნამუშევარია -შორიდან უყურე ხოლმე კარგი თუ რათქმაუნდა.......... -დავხურეთ ეს თმა,-ვთვი ისე რომ ამის გარდა ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო,-აი ეს ჩაიცვი,-კარადიდან თეთრი მაისური გადმოვიღე ტანზე მომდგარი და რომ ჩაიცვა სარკეში დავაკვირდი -ეს ის არის,-მითხრა ღიმილით -მახსოვს რა დამავიწტებს იმ მაისურს მუტანტ ბიჭს რომ ეცვა და ცდილობდა ჩემზე შთაბეჭდილება მოეხდეინა -მაინც ხომ მოახდინა,-წარბები ამითამაშა -სულ მისი ლამაზი თვალების ხარჯზე -მაგას რა მნიშვნელობა აქვს,-მხრები აიჩეჩა და ხელები ჩემი სახის გასწვრივ დაიჭირა ისე რომ თალებში ეყურებინა ჩემთვის -ჩემი პატარა ბაბუაწვერა -ჩემი მუტანტი. გარეთ რომ გამოვედით უკვე კარგად ცხელოდა მანქანაში ჩავსხედით და სადღაც წავედით -სად მივდივართ? -უნდა მოგიტაცოო წაგიყვან სადმე შორს და ვიცხოვროთ ჩიტებივით -ნეტავ მართლა შეიძლებოდეს ჩიტებივით რომ ვიცხოვროთ -ყველაფერს შევძლებთ რასაც მიზნად დავისახავთ ლილა -მიყვარხარ,-გავუღიმე და მის ხელს რომელიც სიჩქარეების გადამრთველზე ედო თითები დავადე ეს რომ იგრძნო შეეშვა და თითები ჩემს თითებში ახლართა -მეც მიყვარხარ. ერიხ მარია რემარკმა თქვა „წამის სიხარული? აი,ცხოვრება! მხოლოდ ის არის მარადისობასთან ყველაზე ახლოს.“ ისეთი კარგი იყო მასთან ყოფნა მეგონა ყველა სანუკვარი სურვილი ერთდ ამიხდა არ მაღელვებდა არაფერი სხვა და ეს გრძნობა მომწონდა იმდენად რამდენადაც ამის უფლებას ჩემი გონება მაძლევდა -შენ რა მასთნ ხარ?-მე და ჯარედი პარკში ვისხედით ჩახუტებულები როცა უკნიდან სელენას კივილი გავიგონე -სელენა დამშვიდდი ჯერ კიდევ როდის გითხარი რომ ჩენს შორის ყველაფერი მორჩა -არა, არა ჯარედ მასთან არ უნდა იყო,-ასლუკუნდა სელენა ისე შემეცოდა -სელენა შენ იმაზე უკეთესს იმსახურებ ვიდრე მე ვარ -არ მინდა მე მინდა ჩემს გვერდით რომ იყო ჯარედ მინდა რომ ჩემთან იყო -სელენა არ მიყვარხარ შენთან მარტო იმიტომ არ ვიქნები რომ ლამაზი ხარ -გესმის შენი პირით თქვი ის ჩემი ფეხის ფრჩხილად არ ღირს რა გააჩნია? მხოლოდ მწვანე თალები და ჭკუა რომელიც არ გჭირდება ჯარედ გეხვეწები მე მინდა რომ ერთად ვიყოთ -სელენა გთხოვ ნუ მექცევი ასე წადი -ჯარედ ნაძირალა ხარ,-გოგონა ტირილით გაიქცა და მისი დაქალიც უკან გაჰყვა მაგრამ მე ისე მეწყინა მისი სიტყვები ლამის მოვკვდი -ლილა კარგად ხარ? -არა ჯარედ არ ვარ კარგად -სელენა სულელია ლილა გთხოვ შემომხედე რაა,-ნატანჯი ხმა ჰქონდა არა ხომ არაფერი მაგრამ ისე მეწყინა თითქმის უცნობი ადამიანისგან ასეთი რაღაცის მოსმენა ლამის გული გამისკდა -ლილა -ჯარედ მე,-შეტევა მქონდა გულში საშინელი შეგრძნება გამიჩნდა და ყელში ამომაჯდა თითქოს მახრჩობდა მეგონა მოვკვდებოდი. -წამოდი სახლში წადიყვან,-მთელი ღამის უძინარს გული წამივიდა და ჯარედის ხელებზე გადავესვენე მემგონი ეს უცაბედი ჩძინება უფრო იყო. -რა მოუვიდა,-ჯარედმა მანქანა რომ გააჩერა და გადმომიყვანა მეგონა ისევ მის სახლში მივყავდი და ხმას არ ვიღებდი მინდოდა აზრზე მოვსულიყავი -კარგადაა მისტერ პირს მგონი ჩაეძინა,-მამას ვერ ვხედავდი მაგრამ ვიცოდი რომ ჯარედს მკვლელივით უყურებდა -მომეცი მე წავიყვან -არა იყოს მითხარით სად მივიყვანო და მივიყვან მე,-არ დაანება ჯარედმა ბოლოს საწოლი ვიგრძენი ჩემს ქვემოთ -მისტერ პირს მე ჯარედი ვარ -სასიამოვნოა შვილი დარწმუნებული ხარ რომ ექიმი არაა საჭირო? -დიახ, დიახ უბრალოდ ცოტა ინერვიულა -რატომ? -პარკში ვისხედით ჩახუტებულები და ჩემმა ყოფილმა გაანერვიულა -მოიცა გინდა თქვა რომ სემს ტყუილად ვერჩოდი ამდენი ხანი -მგონი კი,-ჯარედს დაძაბულ ხმაში სიცილი შეეპარა -კარგია მომწონდა ის ბიჭი და არ მინდოდა გიჟი ვგონებოდი ახლა შენს მხარეს მივმართავ ჩემს აგრესიას -კარგი მისტერ პირს,-მამას სიცილში ჯარედიც აჰყვა -წამოდი ლუდი დავლიოთ,-დარტყმის ხმა რომ გავიგონე მივხვდი მამამ შემოჰკრა ჯარედს და კარიც დაიხურა. როგორც იქნა შევძელი საწოლზე წამოვჯექი და მათი დიალოგი გონებაში გადავიმეორე როგორც ჩანს მამას მართლაც მოეწონა ჯარედი. ერთი კვირის შემდეგ დამშვიდებული მე და ჯარედი მამამისის მეორე ცოლის და მისი შვილების გასაცნობად წავედით. ჯარედი ლათინო სერიალის გმირივით იყო მამამისს მრავალი ცოლი ჰყავდა და ასევე შვილებიც მაგრამ ისინი მხოლოდ მეორე ცოლთან მეგობრობდნენ. -ეს ჩემი მეორე დედაა,-შავგვრემანმა ქალმა გულზე მიმიკრა და ჩამიხუტა. ამის მერე გავიცანი ჯარედის ნახევარძმა რომელიც ლუკზე ორი წლით იყო პატარა და სადილობის შემდეგ ფანჯრიდან ქერა გოგოც დავინახე რომელიც მეცნო -ჯარედ ეს შენი დააა?-კისერი წავიგრძელე -ჰო -შეუძლებელია -რა არის შეუძლებელი? -ეს გოგო სემის შეყვარებულია -რაა,-ჯარედი სულ დაიძარღვა -ეს იმას ნიშნავს რომ განგება თქვენს დაშორებას არ უშვებს,-ვუთხარი მე და დავინახე როგორ მოეშვა ნელა მისი სხეული. ვიქტორიას ჯარედის გარეშეც მშვენივრად ვიცნობდი და ძალიან მიხაროდა სემის და ჯარედის გზები ისევ რომ გადაკვეთა ამ სიცოცხლით სავსე გოგონამ. ჩემი და ჯერედის ურთიერთობა შესანიშნავად მიდიოდა და იცით რაა? ვიცოდი ეს ყველაფერი კარგად დამთვრდებოდა. -სულაც არ ყოფილა ასე,-წამოიყვირა სემმა და ჯარედს გაბუტულმა გახედა -არა ასე იყო მეც კარგად მახსოვს,-ჩაერია საუბარში ნატელი რომელიც ახლად შერიგებულ მეგობრებს დიდი სიყვარულით უყურებდა -ასე დედა გაახსენე,-ჯარედმა დედას კოცნა გაუგზავნა და ხელი ძლიერად მომხვია -ეს უსამართლობაა,-აწუწუნდა ისევ სემი,-ლილა მიშველე -მაპატიე სემს მაგრამ ჩემი შეყვარებულის მხარეს ვარ -ასე ხომ,-სემს ბოლოს მაინც გაეცინა და ვიქტორიას აკოცა -აბა მოემზადეთ სურათს ვიღბ,-დედაჩემმა თითი დააჯირა გადასაღებ ღილაკს და ფოტოზე სამუდამოდ აღიბეჭდა სუფრასთან შემოკრებილი ბედნიერი სახეები. ლუკი შუაში იჯდა როგორც იუბილარს შეჰფერის მე და ჯარედი ჩახუტებულები ვისხედით მარცხნიდან. მარჯვნიდან ვიკი და სემი იყვნენ მათ გვერდით მეტი რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ულამაზესი გოგონა შეირთო ცოლად რომელსაც მეტის წონის ინტელექტი ჰქონდა საბოლოოდ იმაზე შევთანხმდით რომ მეტი დრო და დრო ჭედავს ხოლმა. ფოტოზე ასევე ჯერემი და ენი იყვნენ ისინიც ერთად იყვნენ მაშინ ჩემი მამიკო და ჯარედის ოჯახი ნატალი და სემის მშობლებიც კი. ასე და ამგვარად მე და ჯარედი სექტემბრის ქარიან საღმოს ყველასაგან მალულად პატარა ეკლესიაში დავქორწინდით და ................. ოჰ ოღონდ ეს არა ბავშვმა გაიღვიძა წავედი მიყვარხართ. დასასრული. ............ ესეც ასე საყვარლებო მადლობა რომ კითხულობდით და უცილებლად დამიწერეთ კომენტარებიც. მიყვარხააართ მპა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.