შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მამიკოს ფულებით განებივრებული გოგონა.. დასასრული


9-03-2016, 22:39
ავტორი mimimimo
ნანახია 3 782

მამიკოს ფულებით განებივრებული გოგონა 9
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა, დაბლა ჩავიდა და ნაბეღლავი აიღო.. დამიანეც შევიდა სამზარეულოში..
ჩაწითლებული თვალებით შეხედა სანდრომ..
-ბიჭო რა დღეში ხარ შენ! -გაბრაზებულმა უთხრა დამიანემ..
-მტკივა! - ხრიწიანი ჩუმი ხმით თქვა.. - ხომ იცი სადაცაა? მითხარი, რა.. 1 კვირა ვეძებდი.. ვერსად ვნახე, ხედავ რას დავემსგავსე? - თვალებჩაწითლებული და ძარღვებდაბერილი საუბრობდა..- მითხარი - საყელოში სწვდა და ხმას აუწია.
-ის.. -თქმა დააპირა, მაგრამ ტელეფონმა დარეკა..
-ჯანდაბა - მაგიდაზე ხელი დაჰკრა სანდრომ..
-გისმენთ - უპასუხა დამიანემ.. - დიახ, მე ვარ.. რა მოხდა? სად? როგორ? კი, მაგრამ.. მოვდივარ - სასოწარკვეთილმა გაითაშა.. - მმე..მე.. მერე ვისაუბროთ - უცებ მიაყარა და უკან მოუხედავად გაიქცა...
საავადმყოფოში შესული ექთანს მივარდა..
-ახლა შემოიყვანეს გოგონა.. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდა..
-სახელი და გვარი მითხარით - უთხრა გოგონამ..
-ლილა.. ლილა ონიანი..
-დიახ, ახლა ოპერაციას უკეთებენ, მეორე სართულზე აბრძანდით და იქ დაელოდეთ - უთხრა გოგონამ და გაეცალა იქაურობას, დამიანე ერთხანს გაქვავებული იდგა, სანდრომ დაინახა და მისკენ წავიდა, მაგრამ უცებ ავარდა მეორე სართულზე და სანდროც მას აჰყვა..
-გამაგრდი! - მხარზე ხელი მოუჭირა, როგორ უჭირდა ახლა სანდროსაც, მაგრამ მეგობარს სჭირდებოდა!
-ცუდადაა, გესმის?! ვერ ვშველი - სახე ხელებში ჩამალა და ნელა დაუნამა სახე ცრემლმა..
ექიმი გამოვვიდა, სანდრომ ხელი გაჰკრა და ანიშნა თან წამოდგა და ექიმთან მივარდა..
-ექიმო, როგორაა? - ჰკითხეს ერთფროულად..
-მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჯერ ნარკოზშია.. ხვალ დილამდე გონზე არ მოვა.. - უთხრა და ისიც წავიდა..
ლილამ ნელა გაახილა თვალები და სილუეტს მოჰკრა თვალი.. რამდენიმეჯერ დაახამხამა თვალები და შემდეგ კარგად გაარჩია მასთან მჯდარი დამიანე, რომელსაც ლილას ხელზე ხელი ჰგონდა ჩაკიდებული და ეძინა.. მეორე ხელით მოეფერა.. ოდნავ შეიშმუშნა და ხელი უკან წაიღო, თვალები კი ისევ მიელულა.. საკმაოდ სუსტად იყო..
დამიანემ თვალები გაახილა, მაგრამ ისევ მძინარე ლილა დაინახა, როგორ მოენატრა მისი დიდრონი თვალები.. მისი წკრიალა ხმა.
-ლილ, გთხო გაახილე, რა თვალები.. ისევ დამელაპარაკე, რა.. მომენატრე - თქვა და მის ხელს აკოცა..
-წ..წყა.. წყალი - ამოიხრიალა ლილამ, მაგრამ თვალები მამინც დახუჭული ჰქონდა..
-ლილა, გაიღვიძე.. ჩემო სიცოცხლე.. ახლავე.. - თავი წამოაწევინა და თავისი ხელით დაალევინა წყალი.. ნელა ახელდა თვალებს, მაგრამ ისევ ხუჭავდა, ბოლოს კი მაინც შეძლო და გაახილა..
დამიანეს ჩაშავებული უპეები, რომ დაინახა გული მიეწურა..
-ჩემი პრინცესა.. ჩემი სიცოცხლე, - თმაზე ეფერებოდა..
-მიყვარხარ! - ჩუმად უთხრა და როგორც შეეძლო გულწრფელად გაუღიმა.. დამიანეს გული უფრო ძლიერად აუძგერდა.. ნელა დაიხარა და ნაზად შეეხო ლილას ბაგეებს..
ლილა, როგორც კი გამოწერეს, შედარებით მომჯობინებული იყო.. სიარულიც შეეძლო უკვე..
გამოწერიდან მეორე დღეს დამიანემ ლილა წაიყვანა..
მანქანა გააჩერა ეკლესიის კართან.. ყველა იქ ელოდა..
გაოცებული ლილა ყველაზე ბედნიერი იყო..
დამიანემ დაუჩოქა და..
-ლილა, ჩემო სიხარულო, ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო.. მინდა, რომ სამუდამოდ ჩემთან ერთად იყო და ყოველთვის შენ გხედავდე.. გამომყვები ცოლად?
-რა თქმა უნდა - გახარებულმა თქვა და ჩაეხუტა საყვარელ მამაკაცს..
სანდრო მივიდა იმ იმედითაც, რომ მარიამს ნახავდა, მაგრამ ამაოდ..
ცოტა ხანს გაჩერდა, წყვილს მიულოცა და დამიანესთან წავიდა სახლში..
სიჩუმე იყო, ვისკი დაისხა და მარიამის ოთახში ავიდა..
ოთახს თვალი მოავლო და მისი კარადა გამოაღო.. მაისური გამოიღო და მისი სურნელი ხარბად შეიგრძნო..
ოთახს თვალი მოავლო და ფურცლები შენიშნა, დაიხარა და აიღო..
ნელა გახსნა და სურათების დათვალიერება დაიწყო..
ყველაფერი ნათელი გახდა.. ჭიქა კედელს გაუქანა და ნაფხშვენებად აქცია...
იცოდა, რომ ახლა დამიანე რესტორანში იქნებოდა იქით წავიდა..
‘გამოდი, რა’ - მისწერა ტელეფონზე..
2 წუთში დამიანე მის წინ იდგა..
-რა მოხდა? - ჰკითხა გაკვირვებულმა..სურათები მიაჩეჩა .
-სადაა? - ჰკითხა.
-სვანეთშია - უთხრა და სურათები გადახია.. - ეს აღარ დაგჭირდება - მხარზე ხელი დაჰკრა.. - შენი ჯერია - გაუღიმა და უკან შევიდა..
როგორც შეეძლო სწრაფად მიდიოდა..
მინიმალურ დროში ჩავიდა და სახლთან მივიდა..
მარიამი ზურგით იდგა და სარეცხს ფენდა.. შემდეგ სახლში შევიდა..
ფანჯრიდან ხედავდა, როგორ ამზადებდა საჭმელს და თან აგემოვნებდა..
გაეღიმა..
მონატრებამ შეიპყრო..
ნელა შევიდა სახლში და სამზარეულოს ზღურბლთან დადგა..
მარიამი გართული იყო და ვერც შენიშნა სანდრო..
შემობრუნებას აპირებდა, როცა შეეჯახა მკვრივ სხეულს..
იცნო სურნელი..
იცნო..
ნაცნობმა სურნელმა კვლავ აუძგერა გული..
ნაცნობ სხეულს ეკვროდა და ორმაგად უძგერდა გული..
თვალებს ერთმანეთს აჭერდა.. სიზმარი ეგონა და არ უნდოდა რეალობას დაბრუნებოდა..
-მარიამ - ჩუმი ხმით ამოსთქვა სანდრომ.. ცრემლები წამოუვიდა მარიამს - არ იტირო, გთხოვ.. შემომხედე მარიამ! - ნელა გაახილა თვალები და შეხედა მონატრებულს..
-ალექსანდრე - ცრემლები წასკდა.. - არა, გთხოვ წადი! - ტიროდა, მის სხეულს ეკვროდა, თან წასვლას სთხოვდა..
-მარიამ! მომისმინე! - სანდრომ მკლავებში მოკიდა ძლიერად ხელი და თვალებში ჩახედა.. ყველაფერი მოუყვა და თან მის ემოციებს აკვირდებოდა.. გაქვავებული იჯდა თან ცრემლები სდიოდა.. თავს ილანძღავდა, რომ მასში ეჭვი შეეპარა..
-ალექსანდრე.. მე.. მაპატიე, გთხოვ.. მე.. მაპატიე.. მაპატიე - ქვითინებდა..
-მარიამ, დაწყნარდი გთხოვ.. -გვიანობამდე იჯდნენ ერთმანეთზე მიხუტებულები.. ბოლოს მარიამიც დაწყნარდა..
-მიყვარხარ! - ჩუმად ამოსთქვა და ჩაეხუტა..
-მარიამ..
-გისმენ..
-იცოდი, თუ პინგვინმა პარა იპოვა მას არასოდეს მიატოვებს..
-ჰმმ..
-გახდები ჩემი პინგვინი? - ღიმილით უთხრა და ჯიბიდან წითელი ბახტრის ყუთი ამოიღო..
-ალექსანდრე.. - ღიმილმა გადაურბინა სახეზე და სიხარულის ცრემლები წამოუვიდა.. - რა თქმა უნდა გავხდები - უთხრა, სანდროც მონატრებული დაეწაფა მის ბაგეებს..

არ ვიცი, რა გამომივიდა და ელოდით, თუ არა ასეთ დასასრულს.. იმედია იმედები არ გაგიცრუეთ.. დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობდა..



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Vaimee rakargiii da tbili tkbili taviii iyooo yochaggg <3
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი mimimimo

gvanciii kereselidze
Vaimee rakargiii da tbili tkbili taviii iyooo yochaggg <3

გმადლობ feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent