შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულით ლამაზებიც იბადებიან 3


9-07-2017, 09:56
ნანახია 1 230

დილით ნატალია ტელეფონის ზარმა გააღვიძა. უცხო ნომერი იყო . თავიდან შეკრთა და მერე მალევე მოეგო გონს და უპასუხა :
-გისმენთ -ჯერ კიდევ შერჩენოდა ხმაზე ძილის კვალი.
-გამარჯობა, ნატალია ჭინჭარაულს ვესაუბრები?
-დიახ რა ხდება ?-გაუკვირდა ნატალიას ასეთი ოფიციალურობა.
-მე თქვენს მიერ შემოტანილი განცხადების თაობაზე გაწუხებთ . მოთხოვნა დადასტურდა და შეგიძლიათ დღეს ორ საათზე მობრძანდეთ . ხელშეკრულება გააფორმოთ -როდესაც ქალის სიტყვები გაიგონა ნატალიას ფრთები შეესხა.
-დიახ, მადლობა . გასაგებია ქალბატონო- და კავშირი გაწყდა . აუხარდა ნატალიას დროა მშობლების ზარს დალოდებოდა, რომლებიც ღმერთმა უწყის როდის ჩავიდოდნენ ბარში .
ნატალია გარეთ გამოვიდა . სააბაზანოს ესტუმრა , წყალი გადაივლო და სამზარეულოში ყავა გაიმზადა. უხაროდა მოგვარებული სამსახურის ამბავი . ფიქრებში იყო როდესაც „ჩუსტების“ ფლატუნის ხმა გაიგო და გაეცინა . მიხვდა ნინო , რომ იქნებოდა და კარისკენ შებრუნდა .
-ოხ , პრინცესა , როგორ გეძინა პირველად თბილისში
-ძალიან კარგად . იცი ნინ , სამსახურში ამიყვანეს
-ყოჩაღ , რა ძალიან კარგი ამბავია .-ნინოს გულწრფელი სიხარული გამოესახა სახეზე და გადაეხვია- მიდი ახლა ყავა მეც გამიკეთე -მის ამ სიტყვებზე ორივეს გაეცინათ .
***
დრომ შეუმჩნევლად გაირბინა და ნატა სამსახურისკენ წავიდა . თან ნინოსთან კონსულტაციის გავლა არ დავიწყებია ,მგზავრობასთან დაკავშირებით . ნინომ მისი სამგზავრო ბარათიც კი დაუთმო , ძირითადად ძმა ან შეყვარებული მემსახურებაო და გაიცინა . შენობას , რომ მიაღწია არც უყოყმანია ისე შეაბიჯა შიგნით .
- გამარჯობა
- გაგიმარჯოს შვილო რით დაგეხმარო?/
- იცით დილით დამირეკეს განცხადების თაობაზე და ხელშეკრულების დასადებად დამიბარეს .
- მოდი შვილო , უფროსის კაბინეტი აი აქ არის . სავარაუდოდ უკვე გელოდება კიდეც .
- მადლობა დახმარებისთვის
ნატალია შემობრუნდა და მითითებული კარისკენ დაიძრა . კარში შესულს წინ ახალგაზრდა და სანდომიანი პიროვნება დაუხვდა . მოიხიბლა მისი თვალებით და პრის აპარატით .
-გამარჯობა -გაისმა ოთახში კაცის ხმა და ნატალიაც მონუსხული შესცქეროდა -ნატალია ჭინჭარაული , არა?
-დიახ , მე ვარ
-რას დგახარ ჩამოჯექი -ნატალიაც ნელა ჩამოჯდა სავარძლის კიდეზე -ესეიგი შენი სამუშაო დილით დაიწყება ექვს საათზე და გაგრძელდება იქამდე სანამ შენს სამუშაოს არ მორჩები . რომელ ტერიტორიაზე იქნები და რამდენი გექნება ხელფასი უკვე ხელშეკრულებაში წერია . გადახედე თუ თანახმა ხარ შეგიძლია ხელი მოაწერო , ფორმას მოგცემენ და ხვალიდან მუშაობას შეუდგებით .- დაამთავრა ბიჭმა და წვერზე ხელი ჩამოიტარა.
- დიახ ახლავე . - გაწოდებული ხელშეკრულება ჩამოართვა გოგონამ და გულმოდგინედ დაიწყო კითხვა . ბოლოს კი ხელი მოაწერა და უკანვე დაუბრუნა უფროსს.
- ძალიან კარგი , ესეიგი შევთანხმდით . ახლა გამომყევი ფორმას მოგცემენ და შემდეგ თავისუფალი ხარ
- დიდი მადლობა - ნატალიამ თბილად გაუღიმა .
-აი აქეთ მობრძანდი - და გზა დერეფნისკენ უჩვენა . შემდეგ კი ერთ-ერთ გოგონას რაღაც გადაულაპარაკა და ცოტა ხანში მისი ზომა ფორმით დაბრუნდა.
-აი ნატალია გამომართვი და ხვალ შეუდექი სამუშოს . ახლა თავისუფალი ხარ .
- ძალიან დიდი მადლობა -გაუღიმა გოგომ და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად . ბიჭმაც უმალ თავისი დიდი ტორი შეაგება და გოგოს ხელი თავისაში მოიქცია . ნატალიას სხეულში რაღაც უცნაურად გასცრა . შეშფოთებულმა უკან გაოწია ხელი და შენობა დატოვა .

***
ოთხი თვე სრულდებოდა რაც ნატალია თბილისში ცხოვრობდა . მშობლებს ახლა ხშირად ესაუბრებოდა რადგან, ზამთარი იყო და ბარში ჩამოსულიყვნენ . ყოველთვიურად ურიცხავდა მათ ხელფასის ნახევარს, ხან მეტსაც ბანკში . შემდეგ კი ელოდებოდა ესემესს, რომ ეს ფული მოხსნეს მისმა მშობლებმა . მერე კი მშვიდად იძინებდა. ამ პერიოდში ნინომ ბინა შეიძინა. შეძლო რადგან საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება ჰქონდა , ცოტას მშობლები წაეშველნენ ცოტას ძმა და ბოლოს ნატალიასაც მასთან ცხოვრება შესთვაზა . თავიდან გოგონა უარზე იყო . არ უნდოდა მისი შეწუხება , მაგრამ ბოლოს ნინო რომ აღარ გაჩერდა დათანხმდა. გიგაც გაიცნო. ვერც კი იფიქრებდა თუ მასზე უკეთეს ადამიანს სადმე შეხვდებოდა. უკვე ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ , ბევრ და-ძმას შეშურდებოდა. გაბრიელთანაც შესამჩნევად კარგი ურთიერთოა ჰქონდა .
ნატალიას დილაობით ვერ აეტანა ხალხის არიდებული თვალები , აბზუებული ცხვირი და შეურაცმყოფელი მზერები , თუმცა ატანის მეტი არაფერი შეეძლო . მაგრამ ბედნიერი იყო მისი სამსახურით . დილით შეეძლო ეყურებინა რგორ იღვიძებს ქალაქი , როგორ დარბიან ძაღლები აღმა-დაღმა, როგორ მიაცილებს დედა შვილს სკოლაში და შემდეგ ნაზად კოცნის ლოყებზე , შეეძლო ეყურებინა ბედნიერი ბავშვებისთვის , რომლებსაც ბაღში წასვლა უხაროდათ , ან ბედნიერი მოხუცებისთვის რომლებიც შვილიშვილების ცქერთ და ალერსით ტკბებოდნენ.
ხელფასისი დღე ახლოვდებოდა . ნატალია მშობლებს ესაუბრა . მათ ისევ მთაში დაბრუნება ჰქონდათ გადაწყვეტილი საშობაოდ და , ნატალიას ხლფასს აღარ ელოდებოდნენ. ასე თქვეს საკმაო თანხა გვაქვს უკვეო . ისინი მთაში დაბრუნდნენ მაგრამ ნატალიას დაჰპირდნენ , რომ შობის შემდეგ , როგორც კი ბარში ჩამოვიდოდნენ ფულსაც მოხსნიდენ . დღეები გავიდა შობამაც ჩაიარა , მაგრამ ნატალია შინაგან შფოთს გრძნობდა , თითქოს რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო . აღმოჩნდა , რომ არც მის შობლებს არ მოეხსნათ თანხა . ანერვიულდა , მაგრამ იქაც ვერ წავიდოდა.
***
კიდევ ორი დღე გავიდა და ნატალიას შფოთი უკვე ნინომაც შენიშნა :
-რა ხდება ნატა აღარ იტყვი ?
-ხო მართლა , საერთო აღარ იცინი ნაატ -ახლა გაბრიელმაც ამოიღო ხმა
-არაფერი ისეთი ბავშვებო
- გოგო თქვიი - ახლა გიგა ატყდა
-ჩემებს ვერ ვუკავშირდები . არც ბანკდან მოუხსნიათ ფული , არადა დამპირდნენ . მეშინია რამე არ მომხდარიყო . - ნატალიამ აქ ვეღარ გაძლო და ყელში გაჩხერილი ბურთი ცრემლებად გადმოუშა
-ჩუუ , ნუ ტირი სულელო - გაბრიელმა მკერდზე მიიკრა . -ხვალვე წავიდეთ თუ გინდა .- ეჩურჩულებოდა და თავზე ნაზად უსმევდა ხელს .
- ვერ წავალთ ახლა იქ . ზამთარია , თოვლია .
- რამე , რომ მომხდარიყო ნაატ ? გაზაფხულამდე მოვიცადოთ ? ეს ხომ აფსურდია . თან გაზაფხულზეც არ დნება იქ თოვლი .
-უნდა წავიდე , უნდა წავიდე . გული ცუდს მიგრძნობს ვიცი , ვხვდები . არ იცით თქვენ ეს რა საშინელი გრძნობაა . - აქეთ -იქით დადიოდა გიგას ხელეიდან გამსხლტარი ნატა და თან ცრემლები სცვიოა .
- არა , არა ჯერ უნდა დავრეკო . უნდა კიდევ ვცადო - მობილური ხელში აიღო და დარეკა . გადიოდა , მაგრამ არავინ პასუხობდა . მალევე ტელეფონში უცნობი კაცის ხმ გაისმა ....
-გისმენთ
- გისმენთ , გისმენთ ვის ვესაუბრები ?
- გამარჯობა , მე პოლიციის თანამშრომელი ვარ ..
-ჰააა? -შეჰკივლა ნატამ და იმის უნარიც აღარ ქონდა რაიმე ეპასუხა
-დამშვიდდით ქალბატონო და თუ შეგიძლიათ მითხარით ვისთან რეკავთ .
-მშობლებთა , მშობლებთან .
-სამწუხაროდ გოგონა გუშინ ზვავი ჩამოწვა . ახლა გაწმენდითი სამუშოები მიმდინარეობს , როგორც კი რამე სიახლე იქნება შეგატყობინებთ .
-არა არა ღვთის გულისთვის არ გათიშოთ , ჩემი მშობლეი როგორ არიან , სად არიან?
-თქვენი მშობლეი?
-დიახ ქაქია და ადუა ჭინჭარაულები
-ვწუხვარ ქალბატონო რეანომობილით თბილისში მიგვყავს .
ნატალიას ძალა დაეკარგა . გული ნაფლეთებად ექცა . თითქოს მისთვის ცხოვრება შეწყდა , თითქოს წამიტ დრო გაჩერდა და დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა . გოგონას ამ მდგომარეობაში დანახვამ მეგობრესაც გული ატკინა . მისცვივდნენ და დამშვიდება დაუწყეს .
-ნუ მანუგეშებთ , ნუ , ნუ გაიწიეთ . ისინი ცოცხლები არიან გესმით ? ხოდა ახლა არ ვიტირებ დავჯდები და დაველოდები როდის ჩამოვლენ თბილისში . შემატყობინებენ და წავალ . გესმით ? მომშორდით . -ნატალია დივანზე ჩამოჯდა , საათს თვალი გაუშტერა და იჯდა ასე . ერთი საათი .... ორი საათი..., მაგრამ არაფერი ისმოდა.



ესეც ახალი თავი . <3 ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ შეფასება რააა



№1 სტუმარი Shore shore

vaime sayvarelo zalian momcons iseti tbili da tkbili istoriaa ar myopnis ...patara iko ar meyo .yochag tkbilo

 


№2 სტუმარი ubralo mxatvari

Shore shore
vaime sayvarelo zalian momcons iseti tbili da tkbili istoriaa ar myopnis ...patara iko ar meyo .yochag tkbilo


იმედია შემდეგი თავიც არ გაგიცრუებთ იმედს . მადლობა შეფასებისთვის ძალიან მჭირდებოდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent