შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუმჩნეველი (სრულად)


9-07-2017, 21:52
ავტორი DarkRoses
ნანახია 6 185

საწოლში შიშველი ვწევარ, ხელში სიგარეტი მიჭირავს და მას ვუყურებ.
კულულები სახეზე აქვს ჩამოყრილი და ყოველ წამს ყურს იქეთ იწევს, თუმცა თმებს მაინც ვერ იმორჩილებს. დიდი, ვარდისფერი ტუჩები ჩვეულებრივზე მეტად დაბერილი აქვს, ალბათ სუსხიანი ამინდების ბრალია. მკრთალი ღიმილით მიყურებს, წაბლისფერ, თბილ თვალებს აქეთ-იქით აცეცებს და მზერას იატაკზე დაგდებულ ტანსაცმელზე აჩერებს. ჩქარა დგება, როდესაც ხვდება რომ უკვე საღამოა და შეიძლება დააგვიანდეს. ტანსაცმლის ჩაცმის შემდეგ, გასვლამდე ტუჩებზე კოცნას მიტოვებს. ისევ ვგრძნობ ლუდის გემოს, რომელიც რატომღაც ძალიან მომწონს, ვერ ვძღები. უკვე წასვლას აპირებს, როდესაც ხელს ვკიდებ, უკან ვაბრუნებ და კიდევ ერთხელ ვკოცნი. ვიცი, ეჩქარება, ცოლთან დროზე უნდა მივიდეს, არ უნდა რომ ქალმა რამე იეჭვოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ თუნდაც ალექსანდრემ უამბოს ყველაფერი და აღიაროს, რომ მას ჩემთან ღალატობდა ის მაინც მასთან დარჩება და ყველაფერს აპატიებს. ელენეს პირადად არ ვიცნობ, თუმცა ალექსანდრეს მონაყოლიდან შთაბეჭდილება უკვე შექმნილი მაქვს: ისიც ქერაა, თუმცა ჩემგან განსხვავებით ცისფერი, ღია თვალები აქვს, რამდენიმე ნაოჭი სახეზე, საშუალო ზომის წამწამები და კეხიანი ცხვირი. ჩემსავით ფეთხუმი არ არის, ყოველთვის ყველაფერი მოწესრიგებული აქვს, იცის რა სად დევს და საჭირო ნივთების ძებნაში ორ საათს არ ხარჯავს. ქმარზე შეყვარებული ქალია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მისი ერთგული დარჩება. ჩემგან ყველაფრით განსხვავდება, თითქოს მე სულ სხვა სამყაროში ვცხოვრობდე, ის კი - სხვა. ალბათ ზუსტად ეს მოსწონს ელექსანდრეს.
მისი წასვლის შემდეგ მეც სწრაფად ვტოვებ სასტუმროს, ტაქსს ეგრევე ვაჩერებ და მძღოლს ჩემი სახლის მისამართს ვეუბნები. ფულზე ეგრევე ვუთანხმდები და კურტკის ჯიბიდან ხურდებს ვაცურებ, ვაწვდი და მანქანაში კომფორტულად ვთავსდები. საკმაოდ ნორმალური სიჩქარით ვიწყებთ ქალაქში გადაადგილებას. მაღაზია მაღაზიას ენაცვლება, ხე - ხეს, ქუჩა - ქუჩას, მე კი არაფრის მთქმელი გამომეტყველებით ვიყურები ტაქსიდან. სხვადასხვა ფერის მანქანაში მოთავსებული ხალხის მოქმედებების შესწავლას ვცდილობ, მაგრამ, როდესაც ვხვდები რომ ეს უბრალოდ მომაბეზრებელია, მზერა ღია, ცისფერ ცაზე გადამაქვს. გაშტერებული ვუყურებ, მანამ სანამ არ ვხვდები რომ მოვედით. უკმაყოფილო სახით გადმოვდივარ მანქანიდან, სახლში შესვლა არ მინდა, თუმცა სხვაგან დასარჩენი არც მაქვს. ჩუმად ვაღებ კარს და მიმართულებას ეგრევე სამზარეულოსკენ ვიღებ. მაცივრიდან უკვე გახსნილი ღვინის ბოთლი გამომაქვს და ბოკალში ვისხამ.
ცუდად ვარ, ყველაზე მეტად იმიტომ რომ ვხვდები ჩემი საქციელები აღარ მაწუხებს, უკვე შევეგუე იმ ფაქტს, რომ ცოლიან კაცთან დავდივარ, იმასაც რომ ჩემს შეყვარებულს ყოველ დღე ვატყუებ და ათას სისულელეს ვეუბნები, ყველას ჯერა ჩემი, რატომ არც მე ვიცი. არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ვარ, საკმაოდ ბევრი ადამიანი აკეთებს ამას რომ თავი დამნაშავედ ვიგრძნო. ჩემმა მეგობარმა ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ფსიქოლოგთან წასვლაც მირჩია, ვუთხარი რომ დავფიქრდებოდი, თუმცა დარწმუნებული ვარ ისიც კი მიხვდა რომ ამის გამკეთებელი არ ვიყავი.
სამზარეულოს ფანჯრიდან ბატონ ერეკლეს ვხედავ, კაცს, რომელიც ყოველ დღე და ღამე დარბის და ვარჯიშობს, მიუხედავად მისი ასაკისა. ტანზე როგორც ყოველთვის მუქი ნაცრისფერი სპორტულები აცვია, ფეხზე შავი ბოტასები. არც ისე ჩქარა დარბის, როდესაც მის სახეს ვხედავ ვხვდები რომ ძალიან დაღლილია.
ნეტავ მეც შემეძლოს ასე უბრალოდ სირბილი და არაფერზე ფიქრი. ის უსასრულო გზა მინდა, რომელიც არასდროს არ დასრულდება და არასდროს არსად მიმიყვანს. მარტო ყოფნა მენატრება, ხანდახან ვფიქრობ, თუ როგორი ვიქნებოდი გარშემო არავინ რომ არ იყოს. ალბათ მარტოსული და საცოდავი გოგონა, რომელსაც ყურადღება ენატრება, რომელიც ვერავის ვერ ჩაეხუტება, აკოცებს და მასთან სიყვარულით დაკავდება. მე ხომ ასეთი რეალობაში ბევრი მყავს, შესაბამისად ვერც მივხვდები თუ რას ვიგრძნობდი ასეთ მდგომარეობაში.
ოთახში თორნიკე შემოდის, უკნიდან ხელებს წელზე მხვევს და კისერში ნაზ კოცნას მიტოვებს. ხელს ხელზე ვადებ, მისკენ სწრაფად ვტრიალდები და ვუღიმი. ვერასდროს ვერაფერს ვერ ხვდება, ხანდახან მართლა მგონია რომ სულელია და ცხოვრებაში არაფრის გაგება შეუძლია. მწყინს, ის ფაქტი რომ ჩემი შეყვარებულია, ვერასდროს ვერ ხვდება რა მაწუხებს, ჩემი ყალბი ღიმილის, სიცილის ამოცნობა არ შეუძლია, ან მე ვარ ამ საქმეში პროფესიონალი ან ის მართლაც სულელი. უკვე ცარიელ ბოკალს ისევ მაგიდაზე ვაბრუნებ და მოსალოდნელი კონფლიქტისთვის ვემზადები.
- ძალიან დაღლილი ვარ. - ჩახლეჩილი ხმით ვეუბნები და ყელში კოცნას ვუტოვებ. თავს ნელა მიქნევს და ისევ მიღიმის.
- სად იყავი? - მეკითხება, როდესაც რამდენიმე მეტრით ვშორდები და ისევ ღვინოს ვისხამ.
- სამსახურში, შემდეგ კატომ დამირეკა, შეხვედრა მთხოვა, მეც დავთანხმდი და მასთან ერთად კაფეში წავედი. - ისევ ვიტყუები.
- გასაგებია.
- შენ? - ვცდილობ მოვაჩვენო, რომ მაინტერესებს არადა მისი ტექსტი უკვე დაზეპირებული მაქვს, ვიცი რას რა დროს მეტყვის, ვიცი რას მიპასუხებს, თითქოს მე განვსაზღვრავ თუ რა უნდა გააკეთოს, რა რა დროს უნდა თქვას. დაინტერესებული თვალებით ვუყურებ სინამდვილეში კი არც ვუსმენ.
ალექსანდრეზე ვფიქრობ, ნეტავ ახლა რას აკეთებს? შვილს ეთამაშება, თუ ვახშამს მიირთმევს? ცოლს ეხუტება, თუ უკვე დასაძინებლად დაწვა? ეს კითვები სულ თავში მიტრიალებს და ვერანაირად ვერ ვიგდებ თავიდან. სულ ალექსანდრე, ყველაფერი უკვე ალექსანდრეა. მის გარეშე სიცარიელეა, თუმცა როდესაც მასთან ერთად ვარ თავს კომფორტულად მაინც ვერ ვგრძნობ. მინდა ვაჩვენო თუ როგორი სრულყოფილი ვარ, მინდა ნახოს თუ როგორი ლამაზი სახე და ტანი მაქვს. მინდა მის წინაშე მაინც ვიყო უზადო, მინდა ჩემით ამაყობდეს.
თორნიკე მეორეხარისხოვანია. საახალწლო ნაძვის ხეს გავს, რომელსაც მხოლოდ გარკვეულ სეზონზე აწყობ შემდეგ კი ისევ შლი და მთელი წლის განმავლობაში ყურადღებასაც კი არ აქცევ, მეტიც საერთოდ არ გახსენდება. ის გადანახული ნივთია, რომელსაც მარტო ყოფნისას ვიყენებ, თან დაზღვეული არაფრისგან არ ვარ, ვიცი შეიძლება ალექსანდრემ ვეღარ გაუძლოს იმ ფაქტს რომ ცოლს ღალატობს და ერთ დღეს ურთიერთობის გაწყვეტა მომთხოვოს. შემდეგ სრულიად მარტო დავრჩები ოთხ კედელში და თავს კიდევ უფრო შებოჭილად ვიგრძნობ ვიდრე ვარ. ასეთ დროს სულ მინდება არსაიდან გამოჩენილი გრდემლი დამეცეს და მიწას მიმაწებოს, აი, ზუსტად ისე როგორც მულთფილმებში ხდება, თუმცა მულთფილმების პერსონაჟების მსგავსად ისევ ადგომა და ძველი ფორმის დაბრუნდება არ მინდება ხოლმე. კარგი იქნება ადამიანს გაქრობა, გაუჩინარება რომ შეეძლოს იმ მომენტში, როდესაც ეს მოუნდება. უცბათ გახდება შეუმჩნეველი არსება, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს. იქცევა იმად ვინც არავის აინტერესებს, იმად ვისაც არავინ ეძებს.
- როგორ ფიქრობ ჰოლანდიაში წასვლა კარგი იდეაა? - მეკითხება თორნიკე. თავს მისკენ ვატრიალებ და რამდენიმე წამი უბრალოდ მის სახეს ვაკვირდები. შემდეგ თავს ნელა ვუქნებ და ვეუბნები: - თუ შენ გინდა, რა თქმა უნდა.
- მინდა, მაგრამ უფრო მომინდება თუ შენც წამომყვები. - მიახლოვდება და ჩემს გვერდით თავსდება.
- ხომ იცი, რომ არ მინდა. შენ სამსახურის გამო მიდიხარ, მე იქ არაფერი მესაქმება. უბრალოდ თუ წახვალ აუცილებლად გადაუღე ფოტოები ტიტების მინდორს, მაინტერესებს, მართლა ისეთია როგორიც ფოტოებში ჩანს, თუ არა.
- საყვარელო, იმ კადრის დაფიქსირება მხოლოდ გაზაფხულშია შესაძლებელი. - ეს ძალიან კარგად ვიცი, თუმცა თემის შეცვლა აუცილებელი იყო, ამავდროულად კი ადვილიც, როდესაც საქმე თორნიკესთან გაქვს.
- კარგი, ბარგს ჩავალაგებ. - თავზე მკოცნის და ჩვენს ოთახში შედის. ისევ მარტო ვრჩები, ღვინის ბოთლთან ერთად. კიდევ ერთი ჭიქის დალევის შემდეგ კი დასაძინებლად მივდივარ, თორნიკეს გვერდს ვუვლი და საწოლში კომფორტულად ვკალათდები.
მომწონს ეს ოთახი, ჩემი საყვარელი ოთახია ამ სახლში, სადაც არც მანქანების და არც ეზოში მოსიარულე ადამიანების ხმა ისმის. ისეთი წყნარი და მყუდროა ზოგჯერ მთელ დღეს აქ ვატარებ, ვისვენებ და მარტოობით ვტკბები. თორნიკე არასდროს არ მიშლის ხელს, ალბათ ეს ფაქტი განაპირობებს იმას რომ მასთან ცხოვრება შემიძლია. როდესაც სამსახურში მიდის მე მძინავს, როდესაც მოდის - დაღლილი ვარ და მას ყურადღებას ვერ ვაქცევ.
ცოტა ხნის შემდეგ ვგრძნობ თუ როგორ იზნიქება საწოლის მეორე ნაწილი, ვხვდები რომ თორნიკემ ბარგის ჩალაგება დაასრულა და ისიც დაძინებას აპირებს. რამდენიმე წამში მის ხელებს ჩემს წელზე ვგრძნობ. ნელა, ნაზად მიზიდავს მისკენ და დაკუნთულ ხელებს მხვევს. ვერ ვიტან ასეთ ჩახუტებებს. ყოველთვის, როდესაც ასე აკეთებს ვგრძნობ თუ როგორ მიძნელდება სუნთქვა, როგორ ვიწყებ კანკალს, როგორ მინდა რომ ხელი გამიშვას და ნორმალური ადამიანივით დაიძინოს თავისთვის, მაგრამ ვცდილობ თავი დავიმორჩლო, რომ მან ეს ვერ იგრძნოს. სუნთქვაშეკრული ველოდები, თუ როდის დაიძინებს, რომ მისი ხელებიდან გამოვძვრე და დაძინება და დასვენება შევძლო. როდესაც უფრო ღრმად იწყებს სუნთქვას ნელა ვიშორებ მის ხელებს და ჩემს ბალიშს ძლიერად ვეხუტები.
ფანჯრიდან ნახევრად განათებული კორპუსი ჩანს, მიუხედავად სხვადასხვა ფერის ფარდებისა, მაინც შემიძლია ადამიანების მოქმედებების დანახვა. ნელ-ნელა ძილი მერევა, თუმცა გვერდზე დადებული ტელეფონი ბზუილს მალევე იწყებს და დიდი ხნით დაძინების უფლებას არ მაძლევს. თვალებს ეგრევე ვახელ და აიფონს ხელებში ვიქცევ. შეტყობინება ალექსანდრესგანაა, მწერს რომ ხვალ აუცილებლად უნდა ვნახოთ ერთმანეთი და ერთ-ერთი სასტუმროს მისამართს მიგზავნის. პასუხს ვუბრუნებ და ისევ ფიქრს ვიწყებ.
- რატომ არ გძინავს? - თორნიკესკენ ვტრიალდები და ვუღიმი, ისე თითქოს ამის დანახვა ამ სიბნელეში შეეძლოს.
- არ ვიცი, ვერ ვიძინებ. - ვეუბნები და ხელებით მისი ტუჩების პოვნას ვცდილობ, რომ ვაკოცო.
ხმას აღარ იღებს და ისევ მიხუტებს. როგორ მინდა ახლა გავქრე და სადღაც სულ სხვა ადგილას აღმოვჩნდე სადაც ყველაფერი სხვანაირად იქნება. საინტერესოა, ამის შანსი რომ მომეცეს იქაც იგივე შეცდომებს დავუშვებ?
***
სასტუმროს ოთახში ვარ და მას ველოდები. წესით წუთი-წუთზე უნდა გააღოს კარი და შემოვიდეს. ისევ საწოლზე ვარ წამოწოლილი და ჩვენს შეხვედრას წარმოვიდგენ. დაუჯერებელია, უკვე ამდენი ხანია ერთმანეთს ვხვდებით, თუმცა მაინც ჟრუანტელი მივლის, როდესაც მას ვხედავ. ალბათ ზუსტად ეს მაკლია ჩემი და თორნიკეს ურთიერთობაში. მის დანახვაზე უკვე აღარანაირი რეაქცია აღარ მაქვს, თითქოს ჩემს წინ ადამიანი კი არა სტატუეტი იდგეს, რომელსაც გრძნობები არ აქვს. საბოლოოდ ყველაფერს რომ კარგად ვიაზრებ ვხვდები რომ თორნიკე უბრალო, საცოდავი მამაკაცია, რომელსაც სიყვარულში არ გაუმართლა, ეს კი თვითონ ჯერ კიდევ არ იცის, რადგან მის თვალში ის ადამიანი ვარ, რომელიც ყოველთვის მის გვერდში იდგება.
ოთახის კარი ნელა, უხმაუროდ იღება. ჩემს დანახვაზე ეღიმება, პიჯაკს იხდის და იქვე სკამზე კიდებს. მევ ვდგები და მას ვუახლოვდები, დისტანცია ჩვენს შორის უფრო ადვილად მცირდება. მისი სუნთქვა უკვე სახეზე მეფეთქება, ხელებს ძლიერად მხვევს და ჰაერში მატრიალებს. უნებურად მეღიმება, ხელებს მეც სწრაფად ვხვევ და ამ მომენტს თავში სამუდამოდ ვიბეჭდავ. დანაშაულია მისი სიყვარული, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. როდესაც ვშორდები მენატრება, ძალიან, ძალიან მენატრება, ისე სიტყვებითაც რომ ვერ აღწერ. მისი კოცნა, ჩახუტება, სურნელი, მის გვერდზე ჯდომაც კი ცუდად მხდის.
ჰაერში იმდენს მატრიალებს საბოლოოდ თავბრუ ორივეს გვეხვევა, საწოლზე სიცილით ვვარდებით და ერთმანეთით ვტკბებით. აი, ეს მომენტი მიყვარს ყველაზე მეტად, როდესაც მართლა ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს ნიღაბს არ ვატარებ და გულრწფელად ვიღიმი, ვიცინი. ისევ ისეთი სურნელი აქვს. ძვირიანი ადიკოლონი ასხია, შერწყმული, მის ნამდვილ რაღაც ამოუცნობ, არაამქცეყნიურ სურნელთან. აბსოლიტურად ყველაფერს ვივიწყებ, ამ მომენტში ვარსებობთ მხოლოდ ჩვენ, მე და ის, მეტი არავინ.
უბრალოდ გვერდიგვერდ ვწევართ და ერთმანეთს ხმის ამოუღებლად ვუყურებთ. ისევ მის სახეს ვაკვირდები, რომელიც მგონი დღითი-დღე იცვლება. როგორც ყოველთვის მიღიმის, არც კი ვიცი გაბრაზება შეუძლია თუ არა, ჩემს გვერდით მხოლოდ პოზიტიურ ალექსანდრეს ვხედავ, რომელიც არასდროს არ ფიქრობს ცუდზე. ხანდხან მინდა მეც გადმომედოს ეს პოზიტიურობა, ვხვდები, რომ ყველაფერი გაცილებით იოლი იქნებოდა ცხოვრებას სხვა თვალით რომ ვუყურებდე.
***
მე და თორნიკე საკმაოდ ძვირიანი რესტორნის წინ ვდგავართ. ცოტა ხანი მხოლოდ გარედან ვათვალიერებ იქაურობას, ფერდაკარგულ აგურის კედლებს, ძველ საათებს და უბრალოდ ბუტაფორიად დადებულ ძველ ტელეფონებს, რომელიც ალბათ სახლში აღარავის უდევს. მძიმე კარებს თორნიკე აღებს და პირველად შიგნით მე მატარებს. სიტუაცია ძალიან მომწონს, დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკა ჟღერს, საშინლად სასიამოვნო სურნელი ტრიალებს და ცხვირში მიღუტუნებს. თორნიკე ეგრევე მისი პარტნიორის მაგიდასთან მიდის, მეც დამჯერი ძაღლივით მიყვები, რომელიც პატრონს ვერ სცილდება. ხელს ართმევს და ყალბად უღიმის. კაცი ჩემსკენ ტრიალდება და თავიდან ბოლომდე მათვალიერებს. თორნიკეს ხათრით ვცდილობ ამ საქციელზე თვალები დავხუჭო და ჩხუბი არ დავუწყო.
თავს საშინლად ვგრძნობ, ნორმალურად, გაწონასწორებულად ვერ ვსუნთქავ. ტანზე Dolce & Gabbana-ს თეთრი, ორნამენტებიანი კაბა მაცვია, რომელიც მგონი მართლაც ძალიან პატარა მაქვს. მიუხედავად იმისა რომ უკვე ორი კვირაა სავარჯიშო დარბაზში დავდივარ, როგორც ჩანს საკმარისად მაინც ვერ დავიკელი. როდესაც პირველად ეს კაბა თორნიკემ მაჩუქა აღშფოთებული ვიყავი მისი ფასით, თუმცა ნამდვილად მსურდა ის ჩემს ტანზე მენახა. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან მომიხდებოდა. როდესაც ბატონი კონსტანტინესგან არც ისე მნიშვნელოვან კონპლიმეტს ვიღებ ამაში კიდევ ერთხელ ვრწმუნდები. თან ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ მისი კავალერისგან განსხვავებით ერთი შეხედვით არაჩვეულებრივად გამოვიყურები, ნორმალური ზომის მაკიაჟი, თეთრი ულამაზესი, უძვირფასესი კაბა, რომლის შიგნით Victoria’s Secret-ის საკმაოდ სექსუალური, შავი საცვლები მაცვია და ასევე თეთრი Michael Antonio-ს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. ალბათ ასე ძალიან რომ არ მიჭირდეს ამ კაბაში მოძრაობა ყველაფრით კმაყოფილი ვიქნებოდი და ჩემს ანარეკლს სარკეში თვალსაც კი ვერ მოვაშორებდი.
- მართა, მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ ულამაზესი ბრძანდებით, - მიღიმის მე კი გულის რევის შეგრძნება კიდევ ერთხელ მეუფლება, ამავდროულად კი ვერ ხვდები რატომ მომმართავს თქვენობით, როდესაც მასჯერ ალბათ ორჯერ პატარა ვარ, - თორნიკეს ბევრი რამ აქვს თქვენზე მოყოლილი, სიმართლეს გეტყვით და ასეთი ლამაზი თუ იქნებოდით მართლა არ მეგონა.
ძალიან მკრთალად ვიღიმი, ისე რომ შეიძლება ვერც კი მიხვდეთ სინმადვილეში ვიღიმი თუ არა. არ მინდა იფიქროს რომ მის ყოველ ნათქვამზე ვაპირებ გაღიმებას, რადგან ამის გაკეთებას არ ვაპირებ.
- სრული სერიოზულობით გეუბნებით. - აგრძელებს ის, თუმცა აინუნშიც კი აღარ ვაგდებ.
როგორც კი შეხედავთ ეგრევე მიხვდებით თუ როგორი მომაბეზრებელი ადამიანია. თორნიკეს სახეს რომ ვუყურებ ვხვდები, რომ ეს არც მას არ სიამოვნებს და ყველანაირად სცდილობს მისი ყურადღება ჩემიდან სხვა რამეზე გადიატანოს. როგორ მინდა ახლა მარტო ვიყო რომ ბოლო ხმაზე გავიცინო და ხარხარი ავტეხო. როგორი პათეთიკურია ეს სიტუაცია, ჩემი თავი მეცოდება საღამოს ამ ადამიანებთან გატარება რომ მიწევს.
- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? - ვხვდები რომ ამ კითხვას ორივეს გვისვამს - მეც და თორნიკესაც. ამ ვახშმის აზრს ჯერ კიდევ ვერ ვხვდები.
- არაფერი ისეთი, ჯერჯერობით მხოლოდ ერთად ვცხოვრობთ. - უხსნის თორნიკე, როდესაც ხვდება რომ მე ხმის ამომღები აღარ ვარ.
- დღეს მიფრინავ, არა? იმედი მაქვს დიდად არ მოგაცდინე.
- არა, რას ამბობ. ყველაფერი კარგადაა, - იღიმის თორნიკე და ხელს მხარზე მადებს. უსიამოვნოდ ვიშმუშნები, ისევ შებოჭილი ვარ, თავს კიდევ უფრო ცუდად ვგრძნობ ვიდრე რამდენიმე წუთის წინ.
ვცდილობ მზერა კონსტანტინეს ავარიდო და თორნიკეს ვუყურო. მზერას სპეციალურად მის ტუჩებზე ვაჩერებ და მთელ ჩემს არსებულ სიძლიერეს ვიყენებ რომ სხვების თვალში მაინც გავიღიმო გულრწფელად. თორნიკე ეგერევე ტყუვდება, მაგიდის ქვემოდან ხელს მუხლზე მადებს და ნაზად მიჭერს. ხელს ქვემოთ ვაცურებ და მისი ხელის ზემოთ ვათავსებ. მართლა მსიამოვნებს, მისი შეხება ამდენი თვის შემდეგ მგონი პირველად მომწონს. იდილიას რატომღაც აღარავინ გვირღვევს, კონსტანტინე და ქეთი თავისთვის სხედან და რაღაც სისულელეს განიხილავენ, როდესაც ყურს ვუგდებ ვხვდები რომ ხელფასის დაგვიანებაზე საუბრობენ. თორნიკეს სახლში სამსახურზე იმდენს ლაპარაკობს უკვე მეც ვიცი რომ ხელფასის დაგვიანება მათ სამსახურში ნორმალურად ითვლება. დარწმუნებული ვარ სიყვარულით დაბრმავებული ქალი რომ ვიყო, ძალიან მეწყინებოდა თორნიკესგან ამდენი ლაყბობა სამსახურზე, მაგრამ ამჯერად ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
დრო ნელა გადის, როგორც ყოველთვის ისევ ცუდად ვარ. კონსტანტინე კიდევ უფრო მაღიზიანებს, ალბათ ჩემი თანამშრომლები ასეთი აუტანლები რომ იყვნენ სამსახურს ეგერევე დავტოვებდი და საერთოდ არაფერზე არ ვიფიქრებდი, როგორ სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს მართლა ასე ვიმოქმედებდი. ვერ ვიტან აუტანელ ადამიანებს. უაზრო ისტორიებით სავსე, თავისთავზე შეყვარებულ არსებებს, რომლებმაც თვითონაც კი არ იციან თუ რისთვის გაჩნდნენ, რა უნდა გააკეთონ მომავალში.
თორნიკე და კონსტანტინე ისევ სამსახურზე აგრძელებენ საუბარს, მე კი ქეთისთან ერთად რესტორანში მსხდომ ახალგაზრდებს გავნიხილავ. როგორი საშინელი და ამაზრზენი საქციელიც არ უნდა იყოს სხვებზე ჭორაობა, ვხვდები რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ექნებოდა. ვერ ვიტყვი რომ მასთან ყოფნა მომწონს, არა პირიქით ალბათ უფრო მაღიზიანებს. სხვებს სხეულს უწუნებს, თვითონ კი წარსულში ანორეექსიით დაავადებულ ქალს ჰგავს, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მოახერხა წონაში მომატება. სახეზეც ისეთი დასუსტებულია სავარაუდოდ ათ წამზე მეტი ვერც შეხედავ. ვფიქრობ, წონის პრობლემები რომ არ ჰქონდეს ლამაზი, მომხიბვლელი ქალი იქნებოდა, კარგი მომავლით. როდესაც მასთან ყოფნით ვიღლები თორნიკეს წასვლას ვთხოვ, ვამბობ რომ თავი ძალიან მტკივა და წასვლა მინდა. დაუფიქრებლად მთანხმდება და კონსტანტინეს და ქეთის ემშვიდობება.
- ხომ არ ჯობია, გარეთ გავისეირნოთ? - მეკითხება, როდესაც რესტორნიდან გამოვდივართ. შაკიკის გამო იცის, რომ ამ დროს სახლში ყოფნას გარეთ, სუფთა ჰაერზე სეირნობა მირჩევნია. თავს ვაქნევ და ვეუბნები რომ ღამე აეროპორტშია წასასვლელი და ჯობია სახლში დავბრუნდეთ, რომ დასვენება მოასწროს. მოკლეხნიანი წუწუნის შემდეგ მთანხმდება. მის შავ ჯიპში ვთავსდებით და სახლში ნელა მივდივართ.
ახლა მის გვერდით ვწევარ, ზუსტად ისე როგორც გუშინ, ბალიში ჩახუტებული მაქვს და დაძინებას ვცდილობ. ტელეფონი ისევ ბზუილს იწყებს, თუმცა აღებას აღარ ვაპირებ, თითქოს უკვე ძალიან დაღლილი ვარ იმისთვის რომ ხელი ავწიო და შემდეგ ტელეფონის დაკავება შევძლო. ბოლოს მაინც ვერ ვითმენ და ახალ მოსულ შეტყობინებას ვკითხულობ, პასუხს აღარ ვაბრუნებ.
თორნიკესკენ ვიხედები და ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვგრძნობ თავს ისევ დამნაშავედ, იმას რასაც ამდენი ხანი გავურბოდი, მაინც ვგრძნობ. როდესაც იცი რომ დამნაშავე ხარ, მაგრამ ამავდროულად დანებება არ გინდა, რადგან სურვილს ვერ ეწინააღმდეგები. საშინელებაა, თავს ამაზრზენად ვგრძნობ, საკუთარ თავს ადამიანსაც კი ვეღარ ვუწოდებ. ეს ხომ უბრალოდ ღალატი და ტყუილია მეტი არაფერი, მაგრამ მაინც ცუდად ვარ. მას ვუყურებ და ვხვდები რომ ამის ღირსი არ არის.
მისკენ ვტრიალდები, თავს შიშველ მკერდზე ვადებ და დაძინებამდე კისერში ნაზად ვკოცნი. ალექსანდრეზე ფიქრს მაინც ვერ ვწყვეტ, მაგრამ მაინც ყველანაირად ვცდილობ მთლიანად თორნიკეზე გადავერთო, რომელსაც საყვარლად სძინავს და წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რას ვაკეთებ მის ზურგს უკან.
***
ამჯერად ფსიქოლოგის თეთრ, უაზრო კაბინეტში ვარ. ჭარბწონიანი ქალის წინ ვზივარ და ვცდილობ თავი დავიმორჩილო, რომ არანორმალურივით ყვირილი არ დავიწყო. საშინლად მაღიზიანებს ეს სიტუაცია, ადგომა და ამ ადგილის განადგურება მინდა. ყოველი სულელური ნახატის თუ ნივთის დაწვა მსურს, რომელიც აქ დევს. მგონია რომ ჩემს ტანზე უჩინარი არსებები დაცოცავენ და ჩემს დახრჩობას აპირებენ, გული მერევა, თავი მტკივა, ვკანკალებ, ვერ ვსუნთქავ, მცხელა. მგონი ცხოვრებაში თავი ასე ცუდად არ მიგრძვნია. მხოლოდ აქ ყოფნით ვიტანჯები და თავი ჯოჯოხეთში მგონია. გაუაზრებლად ვდგები და ფანჯარას წვალებით ვაღებ. ვგრძნობ რომ მიყურებს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. უკვე მთელს ოთახში შემოსულ იასამნის სურნელს ღრმად ჩავისუნთქავ და ოდნავ ვეშვები. თავს უკეთესად ვგრძნობ, მაგრამ მაინც საშინლად მინდა აქედან უკანმოუხედავად გაქცევა, ალბათ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს შურდულივით სწრაფად გავვარდებოდი და სირბილს იქამდე არ შევწყვეტდი სანამ სიმშვიდეს ვიპოვიდი.
ხმას არ ვიღებ, ამ ქალის მოთმინება კი მაოცებს. სადამდე შეუძლია ასე უბრალოდ ჩემს წინ ჩუმად ჯდომა და არაფრის კეთება? როდესაც მეთვითონვე უკვე დაღლილი ვარ ამით. ძალით ვახველებ, მაგრამ ის მაინც არაფერს არ ამბობს, ისევ ჩუმად არის თავისთვის.
ფანჯრიდან ვიყურები, ვხვდები, რომ ნელ-ნელა მელანქოლია მეძალება, აღარ შემიძლია ასე ყოფნა. უფრო ვწამდები და ვგიჟდები. თითებს შეუჩერებლად ვათამაშებ, საკუთარი თავის დაწყნარებას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. ქალბატონი დეა ნელა იხრება ჩემსკენ, შავ სათვალეს იხსნის და იქვე დადებული ტყავის ბლოკნოტის გვერდზე დებს, რომელშიც ჯერჯერობით ვერაფრის ჩაწერა მოახერხა.
- სადამდე აპირებთ ასე უბრალოდ აქ ჯდომას? იცით, დროს ტყუილად უბრალოდ მაკარგვინებთ, საკმაოდ ბევრ კლიენტს ვუთხარი უარი, რადგან თქვენ მყავდით ჩაწერილი, ამიტომ ან ლაპარაკი დავიწყოთ, ან ჩემი კაბინეტი დატოვეთ! - მესმის მისი ხმა, მზერას ვუსწორებ, მის უბრალო, შავ თვალებს ვუმზერ და ვხვდები თუ რამდენად დაღლილი და გამოფიტულია, მიუხედავად იმისა რომ ჯერ მხოლოდ დილაა. გაღიზიანებაც ეტყობა, ალბათ ამდენი ხანი თავს იკავებდა და არაფერს მეუბნებოდა.
ხმას მაინც არ ვიღებ, მინდა, მაგრამ არ გამომდის, მაინც ერთ ადგილზე გაშეშებული, დამუნჯებული არსება ვარ.
- გესმით ჩემი? - იქვე დადებულ ფურცლებს სახის წინ მიფრიალებს. ტუჩების მოძრაობით ვხვდები რომ საუბარს აგრძელებ, მაგრამ ვეღარც ვუსმენ. - გაბრძანდით. - მხოლოდ ეს სიტყვაღა მესმის, შემდეგ მაჯაში ხელს უხეშად მავლებს და კაბინეტიდან ძალით მაგდებს.
ასე მოქცევა შეიძლება? ბიბლიოთეკაში ყოველდღე აუტანელი მომხმარებლების მოსმენა მიწევს, რომლებსაც ჩემი შეთავაზებული არც ერთი წიგნი არ მოსწონთ, უაზროდ მეჩხუბებიან და ხმას ისეთ ადგილას უწევენ, სადაც ამის უფლება არ ააქვთ, მე ამ ყველაფრის ატანა მიწევს ამ ქალმა კი უბრალოდ ხელი დამავლო და იქიდან გამომათრია?
ქუჩაში გავდივარ, გაზაფხულის არც ისე თბილი ამინდი სიამოვნებას მანიჭებს, ამიტომ სახლში წასვლას და მარტო ყოფნას გარეთ სეირნობას ვამჯობინებ. ქალაქს ვაკვირდები და ვხვდები რომ ნელ-ნელა თავისუფალი ადგილი აღარ რჩება. სადაც არ უნდა გაიხედო დიდ, ახალ აშენებულ შენობებს დაინახავ, რომელიც ყველას ხიბლავს და მოსწონს, სინამდვილეში კი საერთოდ არ იციან რა როგორ არის აშენებული. რას გაუძლებს კატასტროფის დროს. მიუხედავად იმისა რომ ეს გამაღიზიანებელია, მაინც მომწონს რომ ადგილი არ რჩება სადაც მოწმენდილი ადგილის, ცის დანახვას შეძლებ. არ მიყვარს ასე უბრალოდ ცის ყურება და ფიქრი. თავს ისევ მარტოსულად ვგრძნობ, როდესაც ვხვდები რომ ერთი შეხედვით ყველაფერი უსასრულო ჩანს. ამიტომ არც ზღვა მიყვარს. როდესაც მე და თორნიკე დასასვენებლად ბათუმში ვიყავით მას სანაპიროზე მარტო ვუშვებდი, თვითონ კი უკვე მეასეჯერ დათვალიერებულ ქალაქს ახლიდან, კიდევ ერთხელ ვათვალიერებდი. ახალ პუნქტებს ვიმახსოვრებდი და შემდეგ თორნიკეს სხვა, განსხვავებულ ადგილებში წასვლას ვთავაზობდი. ყოველდღე სხვადასხვა ადგილას მივირთმევდით და ცხელი ამინდებით ვტკბებოდით. გვიანობამდე არ ვიძინებდით, დილით კი მაინც ადრე ვდგებოდით რომ სასტუმროში გვესაუზმა, შემდეგ კი გვესეირნა. აი, ზუსტად ისე უაზრო სასიყვარულო ფილმებში რომ აკეთებენ. მართლაც ერთმანეთზე ჩახუტებულები ვსეირნობდით დიდ ქალაქში და უაზროდ ვიღიმოდით, ერთმანეთს ხუთ წამში ერთხელ, ზუსტად გათვლილად ვკოცნიდით და ხელებს ერთმანეთს არ ვუშვებდით. ხალხს მზერას მაინც ვაფიქსირებდი, ზოგი იღიმოდა, გეგონება მათი ნაცნობები ვყოფილიყავით, ზოგი - იბოღმებოდა, ზოგი - კი თორნიკეს სიმპათიურობით იხიბლებოდა და მას თვალს ვერ აცილებდა. მე მგონი შეუმჩნეველი ვრჩებოდი, დიდად არავინ მაქცევდა ყურადღებას ან უბრალოდ მე ვფიქრობდი ასე.
- სხვებს ნუ უყურებ, მე შემომხედე. - მითხრა, როდესაც ხალხის თვალიერებამ ის სულ გადამავიწყა. ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და ცხვირზე მაკოცა. მიყვარდა, როდესაც ამას აკეთებდა. პირველივე პაემანზეც ამით მომხიბლა, ტუჩებში კოცნის მაგივრად ცხვირზე რბილი კოცნა დამიტოვა და სწრაფადვე გამეცალა.
ალექსანდრე უფრო სხვანაირია. მასთან სითბოსთან ერთად ვნებაც მაკავშირებს. რაღაც განსხვავებული სიყვარული. ასეთ გრძნობას მხოლოდ ათეულები თუ გრძნობენ. აღტაცება, შიში, ამავდროულად კი ის რადიკალურად ყველასგან განსხვავებული შეგრძნება, რომელიც დღითიდღე უფრო ცუდად მხდის. მინდა დავივიწყო, მაგრამ არ გამომდის, როგორც ბევრი რამ ცხოვრებაში, ზუსტად ეს მაიძულებს და უფრო მიჩენს მასთან ყოფნის სურვილს.
მირეკავს, ვუთიშავ.
მირეკავს, ვუთიშავ.
მირეკავს, ვეღარ ვითმენ და ვპასუხობ.
მისი გახშირებული სუნთქვის ხმა მესმის, ტელეფონი მის ხმას უფრო აბოხებს და ალბათ უფრო სექსუალურსაც ხდის. როგორ მინდა ახლა მის გვერდზე ვიყო, მნიშვნელობა არ აქვს სად ან როგორ უბრალოდ ამის სურვილი საშინლად მაქვს. თორნიკე გუშინ წავიდა, ისე რომ ჩემთვის არც არაფერი უთქვამს, არ გავუღვიძებივარ, უბრალოდ ადგა, ბარგს ხელი დაავლო და ჰოლანდიაში სამი დღით გაფრინდა, რაც უფრო მეტ დროს და შანს მოგვცემს. თუ ის მის ცოლს ერთ უბრალო ტყუილს ეტყვის ახლა მხოლოდ ერთი ადამიანი მოტყუვდება ორის მაგივრად და მეც თავს ისე დამნაშავედ აღარ ვიგრძნობ, როგორც ადრე ვგრძნობდი. ამჯერად კაფეში წასვლაზე მითანხმებს, მეც მხოლოდ იმიტომ ვეუბნები კის რომ ვიცი კაფეში წასვლით სერიოზული არაფერი მოხდება.
სახლში ტანსაცმლის გამოსაცვლელად მივდივარ. ცისფერი, დახეული ჯინსის მაგივრად ნაცრისფერ, მოტკეცილ შარვალს ვიცვავ, თეთრ, უბრალო მაისურს კი სადა, მუქი ლურჯი ჯემპრით ვანაცვლებ. სახლიდან გასვლას ვაპირებ, როდესაც ტელეფონი ბზუილს იწყებს. შარვლის უკანა ჯიბიდან ვიღებ და ეკრანს ვაკვირდები.
- ბატონო. - მიუხედავად იმისა რომ ვიცი უცხოური ნომრით ახლა მხოლოდ თორნიკე დამირეკავდა, მაინც ოფიციალურად ვპასუხობ ტელეფონს.
- როგორ ხარ, საყვარელო? - მესმის მისი ჩახლეჩილი ხმა. ვცდილობ ჩემს თავს დავაძალო და გავიღიმო, ისე თითქოს ამას დაინახავს.
- ბიბლიოთეკაში უნდა გავიდე, თამუნამ დახმარება მთხოვა და ხათრი ვერ გავუტეხე. შენ როგორ ხარ? კარგად მოეწყვე?
- კი, ყველაფერი კარგადაა. დღეს საღამოს მისტერ ლორდჯერს ვხვდები, იმედი მაქვს ყველაფერი წარმატებით ჩაივლის. მაქამდე ცოტას დავიძინებ, შემდეგ კი ვეცდები არ ვინერვიულო. - იცინის.
- ხო, ეგრე აჯობებს. - ვეუბნები დაუფიქრებლად და იქვე დადებულ ფურცელზე უაზრო ფიგურების ხაზვას და გაფერადებას ვიწყებ. როდესაც ვერაფერ ნორმალურს ვერ ვხაზავ გაბრაზებული და გაღიზიანებული მთელს ფურცელს ხაზებს ვუსმევ და იქვე ნაგავში ვაგდებ.
- უკვე მომენატრე.
- მეც, ძალიან.
- წამომყოლოდი და არ მოგენატრებოდი.
- მერამდენეჯერ? - გაღიზიანება მეტყობა. ხმას ვეღარ ვაკონტროლებ, კიდევ ერთხელ რამეს იტყვის ამ თემასთან დაკავშირებით და მზად ვიქნები სამუდამოდ გავაჩუმო. ამის შემდეგ აღარაფერს მეუბნება. ვიცი, ასეთი სისულელეებიც კი სწყინს. ზუსტად ამის გამო აღვიქვამ 37 წლის კაცს ისევ იმ ადამიანად, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის რა უნდა. ბოდიშის მოხდით უკვე დაღლილი ვუთიშავ და თავს ხელებში ვრგავ. მართლაც რა პატარა ბავშვივით იქცევა, რომელიც იმაზე ბრაზდება მის დაუკითხავად მაღაზიაში რომ წახვედი. ზოგჯერ ისეთი აუტანელია, მის სიკვდილზეც კი ვფიქრობ ხოლმე, რაც შემდეგ მანადგურებს. მხოლოდ მერე ვხვდები თუ როგორი უგულო ვარ ხანდახან, როგორი ეგოისტი და თავისთავზე შეყვარებული. მაგრამ ეს ბოლომდე სიმართლე არ არის, ჩემი თავის გარდა ბევრი სხვაც მიყვარს. ალბათ ჩემს თავზე გაცილებით ნაკლებად, მაგრამ მაინც.
ვცდილობ ჩქარა მივიდე დანიშნულ ადგილამდე. უკვე ნახევარი საათით დავიგვიანე, მაგრამ ალექსანდრეს არ დაურეკავს და არც უკითხავს სად ვარ ან რატომ არ მივსულვარ. ეს მანერვიულებს, ტაქსის მძღოლს ყოველ ორ წამს შენიშვნას ვაძლევ რომ ნელა დადის, მე კი ძალიან, ძალიან მეჩქარება. ის სარკიდან მობეზრებული თვალებით მიყურებს, დროდადრო კი თავს აქნევს, ჩემით დაღლილი. ეგრევე ვხტები ავტომობილიდან, როდესაც ჩემი საყვარელი კაფის წინ აჩერებს. ისე სწრაფად, რომ მადლობის და ნახვამდის თქმაც მავიწყდება, ამას კი გვიან ვიაზრებ. რატომღაც არ მინდა ასე უაზროდ მოქცევა, ამიტომ უკან ვბრუნდები რომ ფანჯრიდან მაინც გადავუხადო მადლობა, მაგრამ უკვე წასული მხვდება, ამიტომ ეგრევე კაფეში შევდივარ, ოღონდ უკვე გაწონასწორებული ნაბიჯებით.
ალექსანდრეს ვხედავ. ცისფერი პერანგი და ისევ შავი შარვალი აცვია. განერვიულებული ჩანს, ამიტომ მის გვერდზე ვთავსდები და ჩემს ხელს მისას ვადებ და ოდნავ ვუჭერ. მიშორებს და ტუჩის წვალებას იწყებს. მისი განწყობა ჩემზეც მოქმედებს.
- როგორ ხარ? - ვეკითხები და პასუხის მოლოდინში ფრჩხილების წვალებას ვიწყებ. ვგრძნობ, როგორ მცილდება შავი ფერის ლაქი. მას ვუყურებ. ხმას არ იღებს. მის სახეს ვუყურებ და თითქმის ვხვდები რა ხდება, მაგრამ არ მინდა ამის ბოლომდე მჯეროდეს. მოსალოდნელი დარტყმისთვის ვემზადები. ჰაერს ხარბად ჩავისუნთქავ.
- რა ხდება? - ვეკითხები რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც მისი დუმილი აუტანელი ხდება. რაღაცის თქმა უნდა, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თვითონაც არ სურს ამის აღიარება. ხელზე ვეჯაჯგურები, ისევ მიშორებს და ხმადაბლა ამბობს: - ელენემ ყველაფერი გაიგო.
თავს ქვემოთ დამნაშავესავით სწევს.
ამის გაგონების შემდეგ ვხვდები რა მოხდება მომავალში. ეგოისტურად მეტყვის რომ აღარ სურს ასე ცხოვრება. ოჯახს ვერ მიატოვებს, რადგან ისინი მის გარეშე არაფერს ნიშნავენ. პატარა ლუკას მარტო ვერ დატოვებს და ბავშვს მომავალში ვერ დატანჯავს იმით, რომ მისი მშობლები გაშორებულები იქნებიან. მას კი ხან მამასთან მოუწევს ყოფნა, ხან - დედასთან, ორივესთან ერთად ვერასდროს ვერ გაატარებს დროს. მე კი ეს ყველაფერი ჩუმად უნდა ვისმინო, ამავდროულად კი უნდა შევეცადო და გავუგო, რადგან მისი თქმით მაინც ყველაზე მეტად ვუყვარვარ და სულ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ასე ვეყვარები.
***
- არ მენდობი? - თავს ღიმილით ვუქნევ, ჩემს სახეს ხელებში იქცევს და ზეთისხილივით შავი თვალებით მაკვირდება. - მაშინ რატომ არ მეუბნები? - მეკითხება და ნაზად მკოცნის ტუჩის კუთხესთან - ხომ იცი, როგორ ვნერვიულობ შენს გამო, ახლა სამსახურში ვეღარ მოვისვენებ და სულ შენზე ვიფიქრებ.
- ყველაფერი კარგადაა, მართლა, გთხოვ წადი, ისედაც დააგვიანე უკვე. - ვეუბნები და ძალით ვუღიმი.
- ჯერ მითხარი და მერე წავალ. რა გაწუხებს?
- თორნიკე, გთხოვ წადი. კარგად ვარ, უბრალოდ თავი მტკივა, ბიბლიოთეკაში დავრეკავ და ვეტყვი რომ ცუდად ვგრძობ თავს. რომ წახვალ ცხელ ჩაის დავლევ და მერე დავიძინებ, სავარაუდოდ გამოვკეთდები ამიტომ არ ინერვიულო. - ისევ ვუღიმი. თავს აქნევს და ისევ ტუჩს კუთხესთან მკოცნის.
- ასე ადვილად ვეღარ მომიშორებ, პატარავ, - საყვარლად მიცინის. - სამსახურში დავრეკავ და ვეტყვი რომ დღეს ვერც მე მივალ, არაფერი მოხდება თუ ერთ დღეს გავაცდენ, ისედაც ძალიან ცოტა საქმეა.
- ამ სისულელის გამო სამსახურს არ გაგაცდენინებ, თან ვიცი მაკა გაგიჟდება. - მისი უფროსის გახსენებაზე ვიჯღანები და ენას ვუყოფ, რომ ვაჩვენო რომ ისე ცუდად არ ვარ, როგორც მას ჰგონია, მაგრამ ისევ თავს აქნევს.
- არა, ხომ გითხარი, უკვე გადავწყვიტე, თან დიდი ხანია ერთად სახლში აღარ ვყოფილვართ. ადრე წასვლა და გვიან დაბრუნება მიწევს და შენთან დროს თითქმის ვეღარ ვატარებ, - ამჯერად ცხვირზე მკოცნის.
- დარწმუნებული ხარ, რომ პრობლემები არ შეგექმნება?
- კი, შენ ამაზე ნუ ინერვიულებ, ყველაფერს ძალიან სწრაფად მოვაგვარებ. - ნელა მშორდება და სხვა ოთახში გადის რომ მის უფროსს დაურეკოს და შეატყობინოს რომ დღეს სამსახურში ვერ მივა.
მის მზრუნველობაზე მეღიმება, მაგრამ თავს ისევ ცუდად ვგრძნობ. იქნებ მართლაც კარგი იდეაა მასთან ერთად დღის გატარება? ერთად ვიქნებით და მეც შევძლებ ალექსანდრედან ისევ თორნიკეზე გადავერთო და ჩვენს სიყვარულს ის დავუბრუნო, რაც ჩემს გამო დავკარგეთ.
თორნიკე არაჩვეულებრივი მამაკაცია, ზუსტად ისეთი მამაკაცია, ვისთანაც ბავშვობაში მინდოდა მომავლის გატარება. ისევე როგორც ვიზუალით, მისი პიროვნებაც საოცრად თბილია, სულ იცის ადამიანი როგორ უნდა დაამშვიდოს. ალბათ ზუსტად ამ მისი თვისებების გამო ვერ ხვდება თუ რა აწუხებს ჩემს შენიღბულ მხარეს. ხშირად მხოლოდ კარგი ფიქრები უტრიალებს თავში, ყველა ადამიანში იმ დადებით მხარეს ეძებს, რომელიც ბევრს საერთოდ არ აქვს და შემდეგ, როდესაც ამას თვითონაც ხვდება თავში მათ უკეთეს ვერსიას ქმნის და არარსებულს იჯერებს. ამას თვითონ მეუბნება ხოლმე და თავს ძლივს ვიკავებ რომ სისულელეები არ წამომცდეს, რომ არ ვაწყენინო.
ზოგადად არასდროს არ მომწონდა მისი დამოკიდებულება ხალხის მიმართ, როდესაც ყველაფერს ასეთი თვალით უყურებ ალბათ ხმას არც ტყუილზე და ღალატზე ამოიღებ. წარმომიდგენია, თუ რამდენმა მოატყუა უკვე სამსახურში და ათასი უაზრო რაღაც უთხრა, რაც უმანკო თორნიკემ სავარაუდოდ ეგრევე დაიჯერა.
ჩემი ხასიათი უკვე შესწავლილი აქვს, ამიტომ იცის როგორ უნდა მოიქცეს რომ არ გამაღიზიანოს, ჩემს გამო მის თავმოყვარეობას სიყვარულზე უკან აყენებს და საკუთარ თავს ხშირად ჩაგრავს. სულ ცდილობს მაგრძნობინოს რომ კონფლიქტის დრო მე მართალი ვარ, ის კი - დამნაშავე, როდესაც უმეტეს შემთხვევაში მე ვეჩხუბები სისულელის გამო. ყველანაირად სცდილობს ჩვენი დაშორება თავიდან აიცილოს, სამწუხაროა რომ ამაში ხელის შეწყობა მე აღარ შემიძლია.
- აბა, რა გავაკეთოთ? - ოთახში ბრუნდება, კლასიკურ, შავ ფეხსაცმელს იხდის და საწოლზე ჩემს გვერდით წვება. მის შავ თვალებს ვუყურებ და მხრებს ღიმილით ვიჩეჩავ.
- რაც შენ გინდა. - ვეუბნები ჩახლეჩილი ხმით.
- დაძინებას აღარ აპირებ?
- არამგონია გამომივიდეს, ისედაც უკვე გამოვფხიზლდი.
- მაშინ, უბრალოდ ჩამეხუტე, თუ საღამოს სადმე გასვლა მოგინდება ერთად გავიდეთ, სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ და ისე მოვიქცეთ როგორც რამდენიმე წლის წინ. წესით, ამდენი რაღაც არ უნდა შეცვლილიყო, ყველაფერი თავდაყირა დგას, დრო საერთოდ აღარ გვაქვს ერთმანეთისთვის.
- გეთანხმები, მაგრამ მთვარია რომ ამდენი ხნის შემდეგ მე და შენ მაინც ერთად ვართ. - მიჭირს ამ სიტყვების თქმა, ალბათ ყველაზე მეტად მიჭირს, მაგრამ მინდა ჩემი გულრწფელობა დავანახო, ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ ჩემი დანაშაულის აღიარებას შევძლებ. თავს მიქნევს და შუბლზე მკოცნის, გული მეკუმშება, ჩხვლეტას ვგრძნობ, მაგრამ ვცდილობ კონცენტრაცია ნებისმიერ რამეზე მოვახდინო, ოღონდ ამ საშინელებ გრძნობაზე არა.
- შენი სურნელი ყველაზე მეტად მიყვარს. სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა გამოიყურებოდე ყოველთვის ამოვიცნობ. - ჩურჩულებს და ჩემი თმის სურნელს კიდევ ერთხელ, ღრმად ისუნთქავს. უნებურად მეღიმება. - ლავანდის სურნელი, შერეული დიორის სუნამოსთან, საოცრებაა. როგორ ხარ ასეთი განსხვავებული? ათას ქალთან ვყოფილვარ, მაგრამ არც ერთი არ გგავს. ისეთი იდუმალი, საინტერესო და ლამაზი ხარ, ვერავინ გაგიტოლდება, ვერასდროს. სულ ის ერთი იქნები, რომელიც სულ მენდომება, რომელიც სულ ჩემს გულში იქნება.
უფრო ფართოდ ვიღიმი და ჭერს თვალს არ ვაშორებ. მისი სიტყვები უსაზღვრო სიამოვნებას მანიჭებს, არ ვიცი შემდეგ როგორ გადავეჩვევი ამ სითბოს, რომელიც მისგან მოდის.
რაც შეეხება ალექსანდრეს, მასთან ყველაფერი დამთავრდა, აი, ასე უბრალოდ და ბანალურად დამთავრდა. ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივა მხოლოდ რამდენიმე თვეში, ესეც იმიტომ რომ ელენემ მომხდარი დაივიწყოს ნამდვილად არ მხიბლავს. მხოლოდ ახლა მივხვდი თუ რამდენინად უთავმოყვარეო ქალი ვგონივარ, აქამდეც ვიცოდი რომ ასე ფიქრობდა, მაგრამ რატომღაც მისი მხოლოდ კარგი მხარეების დანახვა უფრო მსურდა. როგორი საცოდაობაა, ელენეს დავცინოდი არადა დარწმუნებული ვარ უკან რომ დაბრუნდეს დაუფიქრებლად გავყვები ყველგან, იმ უსასრულ ადგილებშიც კი, რომლებიც ასე ძალიან მეზიზღება. მისი სიყვარული არ შეიძლებოდა, მასთან ურთიერთობა იმ დღეს უნდა გამეწყვიტა, როდესაც მის თითზე სადა, ვერცხლის ბეჭედი დავინახე. მაგრამ მასთან ყოფნა ისეთი სასიამოვნო იყო, რომ უარი ვერ ვთქვი, ამით კი ჩემს თავს და ჩემს პრინციპებს საბოლოოდ ვუღალატე. ვერც იმის შემდეგ, როდესაც მითხრა რომ მისი ცოლის ზურგს უკან შეხვედრა მოგვიწევდა, რადგან ოჯახს ასე ადვილად ვერ დააგრევდა. მე მაინც მასთან ვიყავი, მიუხედავად ყველაფრისა. ისიც ვიცოდი თუ როგორი მტკინვეული იქნებოდა მასთან განშორება, როდესაც ამას თვითონ მოინდომებდა, მაგრამ მაინც ვერ შევეშვი. ჩემთვის ის მიუღწეველი ადამიანი იყო, რომლის დაპატრონებაც ყველაზე მეტად მსურდა. ეგრევე მოიცვა ჩემი ფიქრები, მალევე გაბატონდა ჩემს თავში, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი და სულ ვოცნებობდი რომ ბიბლიოთეკაში კიდევ ერთხელ შემოსულიყო, თუნდაც უმიზეზოდ, თუნდაც იმისთვის რომ შორიდან მეყურებინა მისთვის, თუ როგორ ისვამდა ნიკაპზე ხელს და ჩაფიქრებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. როგორ იწევდა სახეზე ჩამოყრილ კულულებს უკან, როგორ დაუსრულებლად ეძებდა მისთვის სასურველ წიგნს უზარმაზარ ბიბლიოთეკაში.
თანამედროვე ლიტერატურა არ მოსწონდა, კლასიკის მოყვარული კაცი იყო, ამიტომ, როდესაც უკვე ხშირად დაიწყო ბიბლიოთეკაში სიარული, ჩემი გემოვნებით ვურჩევდი ჩემს საყვარელ წიგნებს. უმეტესობა მოსწონდა და ზუსტად ამ წიგნებმა დაგვაახლოვა, ამ წიგნებზე საუბარმა, პერსონაჟების და სიუჟეტის განხილვამ. წიგნის წაღების შემდეგ ერთ კვირაში აბრუნებდა და თავის შთაბეჭდილებებს მიზიარებდა. ყველაფერს მიყვებოდა, პერსონაჟების რა საქციელი მოეწონა, რამ გააღიზიანა და რამ მიიქცია ყველაზე მეტად მისი ყურადღება. მეც დინჯად ვუსმენდი და მის აზრს პატივს ვცემდი, მაგრამ აბსურდულ რაღაცეებზე აუცილებლად ვეკამათებოდი. ისიც მისმენდა და თან ღიმილს სახიდან არ იშორებდა. მომწონდა, ამავდროულად კი ვხვდებოდი რომ ეს პატარა მოწონებაც ჩემი მხრიდან თორნიკეს შეურაცხყოფას ნიშნავდა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი, მასზე უნებურად ვფიქრობდი.
ნელ-ნელა ბიბლიოთეკის გვერდზე გახსნილ კაფეში სიარულს მოვუხშირეთ. თითქმის კვირაში ორჯერ ან სამჯერ ვხვდებოდით ერთმანეთს, თუმცა წიგნების მაგივრად უკვე ჩვენს პირად ცხოვრებაზე ვსაუბრობდით, მიყვებოდა მის ოჯახზე, მის მეგობრებზე, სამსახურზე, ალბათ უკეთესი იქნება თუ ვიტყვი რომ ერთმანეთს არაფერს არ ვუმალავდით, ვიყავით ერთმანეთისთვის ის ადამიანები, რომლებთანაც თქვენც კი თავს ძალიან კომფორტულად და კარგად გრძნობთ.

***
- ვიცი რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ ეს უსამართლობაა. აგიხსენი თუ რა რთულადა არის საქმე, მეგონა მიხვდებოდი და გამიგებდი, თუმცა როგორც ჩანს შევცდი, მართა.
- არაფერი არ მითქვამს, მგონი გადავწყვიტეთ რომ ერთმანეთს აღარ შევხმიანებოდით, შენ კი ისევ მირეკავ. ასე არაფერი გამოვა, გთხოვ თავი დამანებე. - ყველანაირად ვცდილობ სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ მეთვითონვე ვიცი რომ არ გამომდის. მხოლოდ ახლა, როდესაც მისი ხმა მესმის კიდევ ერთხელ ვანალიზებ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ის ჩემთის. მისი ხმა, თვალები... როდესაც ვხვდები, რომ მისი ყველა ნაწილი მიყვარს ისევ კანკალს ვიწყებ, მცივა, ძალიან მცივა, მაგრამ ფეხზე ვერ ვდგები რომ რამე მოვიხვიო და ჩემი სხეული გაყინვას გადავარჩნო.
- ბევრ დროს არ წაგართმევ, არც მე მცალია. - სწრაფად მეუბნება, მისი ხმა ისევ ისეთი თბილი აღარ არის.
- რა გინდა?
- ნუ ჩერდები, ხმა ამოიღე, მიდი, თქვი ის რისი თქმაც გინდა. ილაპარაკე ჩემზე ისე როგორც საჭიროა. არ ვუარყოფ, არ უნდა გამოგლაპარაკებოდი, მომეწონე და უნდა მივმხვდარიყავი რომ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა, მაგრამ, როდესაც შენი მარწყვივით მუქი, ვარდისფერი ტუჩები და თითქმის ყველაფრის მთქმელი ჭაობისფერი თვალები დავინახე თავი ვეღარ შევიკავე. რომ გამომელაპარაკე ეგრევე მივხვდი თუ როგორი განათლებული იყავი, საოცრად ლამაზი და ჭკვიანი, წიგნების მოყვარული ადამიანი გავიცანი, რომელიც მალევე შემიყვარდა. გახსოვს, კაფეში შენს საყვარელ წიგნს რომ გავნიხილავდით? სახელი არ მახსოვს, არ მომეწონა, მაგრამ სპეციალურად ის გითხარი, რაც ვიცოდი რომ გესიამოვნებოდა, მინდოდა შენს სახეზე ის ღიმილი დამენახა, რომელსაც ბოლო დროის განმავლობაში მიმალავდი, მგონი ზუსტად იმ მომენტში შემიყვარდი, როდესაც კმაყოფილმა გამიღიმე. შენმა ერთმა უბრალო ღიმილმა ჩემთვის ყველაფერს არსებობა შეაწყვეტინა, ყველა ადამიანმა ჩემს გარშემო არსებობა შეწყვიტა, ყველა ნივთი გაქრა, გხედავდი მხოლოდ შენ და შენს ლამაზ თვალებს. ახლაც ასე მიყვარხარ და დარწმუნებული ვარ სიცოცხლის ბოლომდე ასე მეყვარები. ზუსტად შენმა შერჩეულმა წიგნებმა მასწავლეს რომ ასე ადამიანს მხოლოდ ერთხელ უყვარდება. ერთხელ და უკანასკნელად. გთხოვ გამიგე, მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ერთად ვერ ვიქნებით და ეს შენც უნდა იცოდე. საკმაოდ ბევრი პრობლემა არსებობს, ათასი დაბრკოლება, რომელსაც ერთად ვერც გადავლახავთ. იყავი გამგები, სხვა თვალით შეხედე შექმნილ სიტუაციას და შენც მიხვდები. დარეკვას აღარ ვაპირებ, მართალი ხარ, ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. - ხმას არ ვიღებ, არაფერს ვამბობ ის კი რამდენიმე წამში მითიშავს და მეც თითქოს დედამიწაზე ვბრუნდები. ვხვდები რომ ნარკომანს დავემსგავსე, რომელიც ნარკოტიკის გარეშე ვეღარ ძლებს. ალექსანდრეზე ჩემდა უნებურად გავხდი დამოკიდებული, მისთვის უფრო ადვილია, ამას დაფიქრებაც არ სჭირდება, მე კი ცოტაღა მაკლია, მგონი ნელ-ნელ გაგიჟებას ვიწყებ...
***
იმ ღამეს დამესიზმრა რომ თბილისის ყველაზე მაღალ ადგილას მდგარი ქანდაკება ვიყავი. მთლიანად გაშეშებულს ხელები ჰაერში მქონდა აღმართული და თბილისს ზემოდან დავჰყურებდი. ვხედავდი ხეებს, ძველ და ახალ შენობებს, ზოგჯერ გადატენილ ზოგჯერ კი - ცარიელ ქუჩებს, ამწვანებულ ბაღებს და ამ ყველაფერს ჩუმად ვადევნებდი თვალს. გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას, ვერ ვინძრეოდი, ვერ ვლაპარაკობდი, ვერ ვსუნთქავდი. უსულო არსება ვიყავი, მაგრამ მაინც ყველაფერს ვხედავდი. თვალების დახუჭვაც კი არ შემეძლო, რომ თბილისის ხედი ცოტა ხნით მაინც ჩამენაცვლებინა იმ შავი ფერით, რომელიც ყველაზე ძალიან მომწონს.
როდესაც სახლიდან გამოვიდა ეგრევე გამეპარა თვალი მისკენ, ამდენ ადამიანში მაინც დავინახე და გავარჩიე მისი სახე. როგორც ყოველთვის კლასიკურად იყო გამოწყობილი სამსახურისთვის, თუმცა მის გარეგნობაში მაინც იყო რაღაც სხვა, რაც არ მეცნობოდა. კარგად რომ დავაკვირდი მივხვდი, რომ თმები შეჭრილი ჰქონდა. ის ლამაზი კულულები, რომლებიც ადრე სახეზე ეყრებოდა აღარ არსებობდნენ, თითქოს მის თმას ხიბლი დაეკარგა. სულ სხვანაირი გამოჩნდა, მაგრამ მის მიმართ მაინც ვგრძნობდი რაღაცას.
უსულო არსება ვიყავი, მაგრამ მაინც ვგრძნობდი.
მეორე ღამეს უკვე წყალში ჩაძირული ვიყავი. ყველანაირად ვცდილობდი ფსკერზე ამოსული მცენარეებისგან თავის დაღწევას, თუმცა ჩემი ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო. ნელ-ნელა ვკარგავდი გონებას, ვითიშებოდი და ვერაფრის გააზრებას ვახერხებდი. ერთადერთი რაც ბოლოს დავინახე მისი სახე იყო,იქ იყო, ჩემს გვერდით, თავისუფალი და მიყურებდა. ჩემს გადასარჩენად არაფერს აკეთებდა, მხოლოდ მკაცრი სახით მაკვირდებოდა და ჩემს უკვე შესწავლილ სხეულს კიდევ ერთხელ, ახლიდან შეისწავლიდა.
ზუსტად ამ ღამეს მისი მოკვლის სურვილი გამიჩნდა.
მესამე ღამეს ჩემთვის უცხო ადგილას ვიმყოფებოდი, კლდის თავზე, იმ ამაღლებულ ადგილზე, რომლის ყოველთვის მეშინოდა. სადაც მხოლოდ მდინარის ჩხრიალი, ქარის ძლივს შესამჩნევი ბზუილი და წვიმის წევეთების ქვებზე დაცემის ხმა ისმოდა. იქიდან დათოვლილ მთებს და მათთან შერწყმულ კუპრივით შავ ღრუბლებს ვხედავდი. მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაშორებდა არაფერს. იმ არაფერს, რომელიც ალბათ რეალობაზე გაცილებით უკეთესი იყო, უფრო ბედნიერი და კარგის მომტანი. მხოლოდ ერთი, სულ ერთი ნაბიჯის გადადგმას ვაპირებდი, როდესაც უკნიდან ვიღაცამ ხელი დამიჭირა და ჩემი შიშველი სხეული მისსას ააკრა. მისმა შეხებამ საშინელი გრძნობა განმაცდევინა, ერთიანად გააღვიძა ჩემში სიძულვილი და სიბოროტე. ლამის ხელები დავუშინე და ჩემთან ერთად გადავაგდე კლდიდან, თუმცა ჩემზე გაცილებით ძლიერი იყო, ვიცოდი რომ მას წინააღმდეგობას ვერაფრით გავუწევდი. შემდეგ ჩემი დასუსტებული სხეული ხელში აიყვანა და ყველაფერი გაუჩინარდა, ჩვენი ჩათვლით.
დღესაც ზუსტად იგივე სიზმარი ვნახე, ისევე როგორც გუშინწინ. უკვე ჩემი და მისი ყოველი მოქმედება დაზეპირებული მაქვს და ველოდები იმ საბოლოო მომენტს, როდესაც ეს სიზმარი ძლივს შეიცვლება, ან ყველაფერი მართლაც დასრულდება. ეს კვირაა ღამე გაოფლიანებული ვიღვიძებ და შემდეგ ძილს ვეღარ ვიბრუნებ. მთელი ღამე ფანჯარაში ყურებით გამყავს.
ორი საათის წინ მძინარე თორნიკე სახლში დავტოვე, თვითონ კი სარბენად წავედი. იქამდე ვირბინე სანამ არ ვიგრძენი რომ ფეხებს ვეღარ ვამოძრავებდი. მიუხედავად დაღლილობისა თავს მაინც ძალიან კარგად ვგრძნობდი, თითქოს ყველაფერი ამოვყარე და ძლივს დავისვენე იმ დარდისგან, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩემში ვინახავდი. ახლა კი აბაზანაში ვარ, ცივ წყალში გაუნძრევლად ვწევარ და ჭერს ვუყურებ. არ ვიცი, რას ველოდები, არც ის ვიცი რის გავაკეთებ ვაპირებ მომავალში, მაგრამ ამ ყველაფრით ისეთი დაღლილი ვარ ნებისმიერ წუთში შემიძლია თამაშზე უარი ეგრევე ვთქვა, როგორც კი ამის შესაძლებლობა გამოჩნდება.
ქვემოთ ვცურდები, სახის ყოველ ნაწილს წყალში ვყოფ, ცხვირის გარდა რომ სუნთქვა შევძლო. ვცდილობ ამ ყველაფრისთვის ფსიქოლოგიურად მოვემზადო. არც კი ვიცი რა უნდა ვუთხრა, როგორ უნდა დავიწყო ჩვენი საუბარი, როგორ შევაპარო, როგორ დავაჯერო რომ ეს ხუმრობა არ არის. დარწმუნებული ვარ ეწყინება, პირველად გაბრაზდება ჩემს წინაშე ისე როგორც არასდროს, ალბათ ყველაფერს დალეწავს სახლში, ბოლოს კი მისთვის შეუფერებელ სიტყვებს მომაძახებს და ჩვენი სახლიდან ცხოველივით გავარდება. შემდეგ ჩვენს მეზობლებს ახალი საჭორაო თემა გამოუჩნდებათ. გამკიცხავენ, გამაკრიტიკებენ, გაიცინებენ და ჩუმად, ჩემს ზურგს უკან ათას შეურაცხყოფას მომაყენებებენ, როცა თორნიკე ნივთების წასაღებად მოვა, როგორც მაინც პატიოსანი მამაკაცი, ისეთ მომენტს დაიჭერენ რომ სადარბაზოში შეაჩერონ და უთხრან თუ როგორ წუხან რომ სიყვარულში არ გაუმართლა და როგორ ღელავენ მასზე.


- იფიქრე? - მესმის თორნიკეს ხმა, როდესაც სახლიდან ერთად გავდივართ და სკვერში სასეირნოდ მივდივართ. მის ხმაში ცინიზმი იგრძნობა, გაოცებული ვატრიალებ თავს მისკენ, როდესაც მის სახეს თვალს ვუსწორებ მზერა პატარა სკვერში მოთამაშე ბავშვებისკენ გადამაქვს. ვერ ვუყურებ, არ შემიძლია. პასუხის მოლოდინში მამამისის ნაჩუქარ ვერცხლის ბეჭდის წვალებას იწყებს.
- ჯერ არა, მაპატიე, ვიცი ეს ის არ არის რისი გაგონებაც გინდოდა, მაგრამ დრო მჭირდება.
- ჰო, მესმის შენი, უბრალოდ ეს უკვე მეორე მცდელობაა, წინაზეც იგივე პასუხი გამეცი, შემდეგ კი როგორც აღმოჩნდა საერთოდ არ გიფიქრია, - მხრებს იჩეჩავს და ცდილობს დამაჯეროს, რომ დიდად არ აინტერესებს ეს საკითხი. ნაღვლიანად ვუღიმი, მაგრამ არც მიყურებს. - არ ინერვიულო, მე შემიძლია დაგელოდო, თუ მომცემ იმის გარანტიას რომ ლოდინს აზრი ექნება.
ბეჭდის წვალებას აგრძელებს. მისკენ ვიხედები, მიუხედავად იმისა რომ ბეჭედს უყურებს, მაინც ვხედავ თუ როგორი ნაწყენი სახე აქვს. აქ აღიარება არ ღირს, აქ უამრავი მშობელი და ბავშვია, რომლებიც გაკვირვებით და ინტერესით შემოგვხედავენ ამ საქმის გარჩევას თუ დავიწყებთ.
- რა თქმა უნდა, აქვს, - ცოტა ხნით ვჩუმდები. ისიც დუმს და არაფერს მეუბნება. - უბრალოდ, მგონი ჯერ ადრეა, რა საჭიროა ქორწილი? ისედაც კარგად ვართ.
- შენს აზრს ალბათ გავითვალისწინებდი და არაფერს გეტყოდი უფრო პატარები რომ ვიყოთ, უკვე 37 წლის ვარ და ნამდვილად არ მსურს ასე უბრალოდ დაბერება, ჯერ მაქამდე ბევრი მაკლია, მაგრამ უნდა მივხედოთ ჩვენს ცხოვრებას. შვილი არ გინდა? პატარა ბავშვს რა ჯობია? ის ჩვენ ურთიერთობასაც უფრო გაამყარებს და ჩვენს ოჯახსაც ახალი სიცოცხლე შეემატება. არც კი მახსოვს როდის მინდოდა ბავშვი, მგონი ადრეული ასაკიდან, როდესაც დეა გაჩნდა და მეც შევიტყვე რომ და მეყოლებოდა და კარგი ძმა უნდა ვყოფილიყავი. - აღტაცებული მელაპარაკებოდა, თან სკვერში მოთამაშე ბავშვებს აკვირდებოდა. მათ თვალს არ აცილებდა, ჩემკენ გამოხედვაზე არც უფიქრია.
- ბავშვზე საუბარი მაინც ადრეა. - ჩემსას არ ვეშვები და ისევ მას ვუყურებ. არ მჭირდება ბავშვი, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, როდესაც მეთვითონვე არ ვარ ჩამოყალიბებული და ყველაფერში გარკვეული. ბავშვის ყოლა ოჯახში უდაოდ კარგია, მაგრამ მას მოვლა სჭირდება, ყურადღება და ის სიყვარული, რომელსაც მე სავარაუდოდ ვერ ვიგრძნობ. ბავშვს პატიოსანი და გულრწფელი დედა სურს და არა ის ქალი, რომელიც ყველას ატყუებს და შემდეგ უკვე მისივე მოფიქრებულ ტყუილებს იჯერებს. ალბათ ელენესნაირი ქალი გამოდგებოდა, ლამაზი, მიმზიდველი და მზრუნველი ქალი. მისთვის ოჯახი მართლა ბევრს ნიშნავს, ყოველთვის მაინტერესებდა მეც დავმალავდი თუ არა ცრემლებს და განცდებს ოჯახის გამო თუ - არა. პასუხი ახლა უკვე ვიცი. დარწმუნებული ვარ რომ სულ ჩემს თავს დავაყენებ პირველ ადგილას. ამ ეგოისტი ადამიანის ფიქრებს თავიდან ვერ ვიშორებ, მაგრამ ამის დამალვას უკვე არანაირი აზრი აქვს. ისედაც ყველა ყველაფერს ხვდება.
- ისევ შენსას იმეორებ.
- ხო, აზრს იმიტომ ვერ შევიცვლი რომ შენ ფიქრობ სხვანაირად. ამას ვერ მომთხოვ. თორნიკე, უკვე ოთხი წელია ერთმანეთს ვხვდებით, მაგრამ მაინც არ არის ჩვენი ურთიერთობა ისეთი მყარი რომ ამ ყველაფერს გაუძლოს. ბავშვის ამბავს თუ გადავწყვიტავ იმ ბავშვსაც გააწვალებ და მეც დამტანჯავ. არ მინდა დედობა, ჯერ არა. - ხმას ვეღარ ვიმორჩილებ. ხალხის რაღაც ნაწილი უკვე ჩვენ გვიყურებს, ბევრის მზერას ვგრძნობ, ვიცი რომ გვაკვირდებიან და ყველანაირად ცდილობენ საუბარი უფრო კარგად მოისმინონ. თორნიკეს ბრაზი ერევა, მაგრამ მაინც ხმას არ იღებს. ნერვები კიდევ უფრო მეშლება, ასე ადამიანს ყველაფერი როგორ უნდა დაუთმო? რა უნდა ვაკადრო ისეთი რომ ბოლოს და ბოლოს ვათქმევინო ის, რასაც სინამდვილეში, გულის სიღრმეში გრძნობს? მინდა გავარტყა, ის ტკივილი მივაყენო რისი ღირსიც არის, თუმცა ამას ვერ ან არ ვაკეთებ. ამის მაგივრად გაცეცხლებული თვალებით ვუყურებ, რომელიც მას ასე ძალიან ეზიზღება.
ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ მომენტს, რომლის დადგომაც არაფრის დიდებით არ მინდა, მაგრამ ვიცი რომ მომიწევს. ამაზე პირიქით - ღიად უნდა დაველაპარაკო, ალბათ ყველაფერი, ეს საშინელება რომ ჩამოვირეცხო ყველა დეტალი უნდა მოვუყვე, ვუამბო ის რაც ჯერ არავისთვის მითქვამს, ვისაუბრო მასზე, იმაზე თუ როგორ მიყვარს, თუ როგორ შემიყვარდა, როდის, რა დროს. როგორ გამოიყურება, რითი ჯობია და რა უპირატესობები აქვს.
ჰაერს ღრმად ჩავისუნთქავ, სპეციალურად ვამზადებ უკვე ტექსტს, რომელიც დარწმუნებული ვარ როგორც კი ხმას ამოვიღებ ეგრევე დამავიწყდება. სახლში დაბრუნებას ვთავაზობ და მისი სახის შესწავლას ვიწყებ, მინდა ყველა ემოცია დავინახო, არ მინდა არც ერთი გამომეპაროს. მინდა ვიცოდე თუ რა გაუხარდა ამ საუბრამდე, რა ეწყინა და რამ გააბრაზა.
ჩემს გონებაში მაინც ის თორნიკე იქნება. ის კეთილი, საყვარელი და პოზიტიური თორნიკე, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემთვის არ მემეტება.
***
მე ვიცინოდი, თავი ოდნავ ზევით მქონდა აწეული, ის კი თავზე მკოცნიდა და გვერდულად მიღიმოდა
ამ ფოტოს თავს ვერ ვანებებდი ერთი პერიოდი, სულ მინდოდა მეყურებინა და მეყურებინა და ამას ვერაფერს ვუხერხებდი. მხოლოდ დაშორების შემდეგ მომინდა ყველაფერზე მეტად მასთან ყოფნა, მხოლოდ დაშორების შემდეგ მომინდა მასთან მარტო დარჩენა, მისი ჩახუტება, კოცნა. მინდოდა რომ ისევ ისეთი ყოფილიყო ჩემს გვერდზე, როგორც ყოველთვის. ისევ ისეთი მზრუნველი, მაგრამ აუტანელი. ისევ ისეთი მიამიტი, მაგრამ საყვარელი და თბილი. მაინც მასთან ვიყავი, სულ მასზე ვფიქრობდი და ვწუხდი რომ ასეთი ვიყავი. ალბათ მისი ცხოვრება გაცილებით იოლი და ლამაზი იქნებოდა მე რომ არ შევხვედრილიყავი. მე რომ არ გავეცანი და მე რომ არ შევყვარებოდი.
ახლა მგონი მართლაც ასეთი უზრუნველყოფილი ცხოვრება აქვს. ჩვენი დაშორების შემდეგ ზუსტად ერთი წლის და ხუთი თვის შემდეგ გავიგე რომ ცოლი მოიყვანა. ხანში შესული, უსაქმური ქალების ნათქვამს თუ გავიმეორებთ თორნიკესთვის შექმნილი ანგელოზი, მისთვის შესაფერისი ქალი, ისეთი, როგორიც ჯაფარიძეების ოჯახს შეეფერებოდა. სასიამოვნო გარეგნობის მქონე და კარგად განათლებული ყოფილა, თორნიკეზე სადღაც 4-5 წლით პატარა. ერთმანეთი ოფისში გაუცნიათ, როდესაც თორნიკეს უფროსმა თან ქალიშვილიც მიიყვანა სამსახურში, თურმე გულში ეგრევე ჩაუვარდათ ერთმანეთი. როცა თორნიკეს დედა მაღაზიაში შემხვდა ყველაფერს ისე მიყვებოდა თითქოს თორნიკეს ძველი მეზობელი ან მივიწყებული მეგობარი ვყოფილიყავი, რომელსაც აინტერესებს რას აკეთებს დავიწყებული თორნიკე. თავი საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი, მინდოდა მისთვის გამერტყა და ჩემს წინ გამენადგურებინა, მაგრამ ვხვდებოდი რომ ამის გაკეთება არაფრით შეიძლებოდა. ლაპარაკის დასრულების შემდეგ ირონიულად გამიღიმა და მხრებში გამართული მომცილდა, ალბათ ისიც საშინლად ბედნიერი იყო ჩვენი დაშორებით, მეთვითონაც ვხვდები, რომ ჩემნაირი რძალი არავის არაფრად სჭირდება.
ალექსანდრე, როგორც შევიტყვე მალევე გაემგზავრა უცხოეთში, ცოლთან კიდევ ერთხელ ჩხუბის შემდეგ. არ ვიცი შვილს რა მომავალს სთავაზობდა ამით, თუმცა რატომღაც ამ ისტორიას აღარ ჩავღრმავებულვარ. მხოლოდ ის გავიგე, რომ იქ აპირებდა დარჩენას და ახლო მომავალში ჩამოსვლას და უკან დაბრუნებას არ გეგმავდა. მისი ბიზნესი იქ გაცილებით წარმატებული ყოფილა ვიდრე აქ, საქართველოში. თვეში ერთხელ ელენეს და მის შვილს საკმაოდ ნორმალურ თანხას უგზავნიდა და ამით თავს იმართლებდა, რომ ასე მათვისაც უკეთესი იყო და მისთვისაც.
მე წავედი. სახლი, რომელიც მე მემკვიდრეობით მერგო დედასგან ძალიან ჰგავდა იმ სახლს, სადაც ბავშვობის წლები გავატარე, თითქმის ყველაფრით, იგივენაირად იყო მოწყობილი, იგივე ფერები ჭარბობდა ოთახებში, იგივე აურა ტრიალებდა, მიუხედავად იმისა რომ იქ უკვე წლების განმავლობაში არავინ შესულა საცხოვრებლად, მხოლოდ მოსავლელად და ჭუჭყის გასაწმენდად, ამიტომ ახალ სახლთან შეგუება დიდად არ გამჭირვებია. რაღაცეები შევცვალე, ავეჯი გადავაადგილე და ჩემი გემოვნებით დავალაგე. საბოლოოდ, როდესაც ოთახებს თვალი მოვავლე, მივხვდი, რომ ზუსტად ჩემთვის იყო შექმნილი ეს ტერიტორია.
ერთადერთი მინუსი რაც ამ სახლს ჰქონდა იყო ის, რომ ბათუმში მდებარეობდა. ზღვასთან საკმაოდ ახლოს, თბილისის დატოვება არ წარმოადგენდა ჩემთვის პრობლემას, თუმცა ბათუმთან შეგუება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ რადგან თბილისში დარჩენას იმ წუთში ყველაფერი მერჩივნა მალევე გავიქეცი, ამას თუ გაქცევა ერქვა, ყველა ადგილი ან ერთზე აღვიძებდა მოგონებებს, ან - მეორეზე. თავი შეშლილი მეგონა, არც კი ვიცოდი ასეთი ფიქრები რატომ მაწუხებდა. დაშორების შემდეგ, რამდენიმე კვირა მქონდა ვიზიტები ფლიქოლოგთან, თბილისიდან წამოსვლამდე. ვერ ვიტყვი რომ დამეხმარა, საბოლოოდ მივხვდი რომ დროის და ფულის ტყუილად უბრალოდ ფლანგვა უფრო იყო იმ ქალთან სიარული, ვიდრე ჩემი დახმრება.
ახლაც აქ ვარ, სანაპიროზე, მიუხედავად იმისა რომ ეს ადგილი ყოველთვის მეზიზღებოდა ბოლოს ისე მივეჩვიე რომ აქ სისტემატურად დავიწყე სიარული. ცივ ქვებზე ჯდომისგან საჯდომი მტკივა, თუმცა ამ ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევ და ისევ ზღვის ყურებას გავნაგრძნობ. გვერდზე რატი მიზის, ისიც ჩემსავით ხმას არ იღებს, უბრალოდ ლუდს სვამს თავისთვის და ცაზე გამოჭიმულ ვარსკვლავებს თვალს არ აშორებს. ისე აკვირდება ცას თითქოს ახალი აღმოჩენა იყოს. ბოლოს ყურადღებას მეც მაქცევს, ახლა ჩემს შესწავლას იწყებს. ჯერ ჩემს თვალებს აშტერდება, მერე მზერა ცხვირზე გადააქვს, შემდეგ ოდნავ დაღებულ ტუჩებზე, საბოლოოდ კი ყელზე. ჩემკენ ნელა იხრება, მის ცხელ სუნთქვას ყელზე ვგრძნობ. სასიამოვნოდ მკოცნის, მსიამოვნებს, საშინლად მსიამოვნებს მისი შეხება.
- საოცარი ხარ! - თავს ჩემი ყელიდან სწევს და ძლივს გასარჩევად ჩურჩულებს. შეუმჩნევლად მეღიმება და ოდნავ უკან ვიწევი. მიუხედავად სიბნელისა მაინც ვხედავ, თუ როგორ ბრწყინავს მისი ღია, ცისფერი თვალები. მაცდურად ვუღიმი, რომ მასში რაღაც სხვა გრძნობა გავაღვიძო, ის, რომელიც მის სახეზე არ არის გამოხატული. ხმას არ ვიღებ, ჩუმად ვარ. ისიც დუმს, უბრალოდ მიყურებს და აუჩქარებლად მოიწევს ჩემსკენ. ზოგჯერ კი თვალს ტუჩებისკენ გააპარებს ხოლმე.
- შეიძლება გაკოცო? - მეკითება ბოლოს. ძალიან მინდა, ალბათ ახლა, ამ მომენტში ყველაფერზე მეტადაც კი, მაგრამ თავს უარის ნიშნად ვაქნევ და ხელში ლუდით სწრაფად ვდგები. ზღვას უფრო ვუახლოვდები და ნახევრად ცარიელ ბოთლს ვისვრი.
საერთოდ არ ვფიქრობ არაფერზე, არც ამ სულელურ და არაკულტურულ საქციელზე, არც იმაზე თუ როგორი შეურაცხყოფილი გამომეტყველება აქვს ახლა რატის სახეზე და არც ალექსანდრეზე და თორნიკეზე, რომლებმაც ცხოვრების ისე წარმართვა შეძლეს, რომ მეც კი გამაკვირვეს. მათი ბედნიერი სახეები მე მბოღმავს. საშინელ გრძნობებს, არაადამიანობას აღვიძებს ჩემში.
პირველად ისიც უბრალო გასართობი იყო, მისი გამოყენება მინდოდა, ისე როგორც ყველასი, მაგრამ შემდეგ, როდესაც შეხვედრა ისევ შემომთავაზა რატომღაც უარი არ მითქვამს, დავთანხმდი და რესტორანში სავახშმოდ წავყევი. კარგი დრო გავატარეთ, საინტერესო პიროვნება ჩანდა, განსხვავებული წარსულით და სასიამოვნო ისტორიებით და ხუმრობებით. იყო მასში რაღაც რაც მომეწონა, მისმა შარმმა და ლაპარაკის სტილმა მომხიბვლა. პირველად, როდესაც შევხვდი უცნაური ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა, რაც მასთან სიახლოვის სურვილს უფრო მიჩენდა. პირველად ყველანაირად ვცდილობდი ამ გრძნობის უარყოფას, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი რომ ეს შეუძლებელი იყო. არ მიყვარდა, მაგრამ ძალიან, ძალიან მომწონდა.
მაგრამ რატი არც პირველი და არც უკანასკნელია. კიდევ ბევრი მოვა და წავა, უბრალოდ არ მინდა ყველა მათგანს გული ეტკინოს. ვისაც ვუყვარდები, დაშორების შემდეგ საშინლად გრძნობს თავს, რამდენიმე თვის შემდეგ კი წარმოუდგენელ წარმატებას აღწევს, პოულობს უკვე მისი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს და მოცემულ წლებს ისე იყენებს, როგორც საჭიროა. მე კი ერთიდაიგივე ადგილას ვარ გამოკეტილი, თითქოს ჩემს ცხოვრებაში არაფერი ახალი არ ხდებოდეს, დილით, როდესაც ვიღვიძებ სხვებისთვის ახალი დილა თენდება, ჩემთვის კი ზუსტად ისეთი როგორიც წარსულში. მომაბეზრებელია ეს სიტუაცია, თუმცა უკვე მისაღებიც, ნელ-ნელა ვეჩვევი ყველაფერს და ვხვდები რომ ამის რადიკალურად შეცვლა კიდევ უფრო ცუდ შედეგს მომიტანს.
მშურს მათი, სასტიკად მშურს, რადგან ვიცი, რომ რაც არ უნდა გავაკეთო იმას მაინც ვერ მივაღწევ რისი მიღწევაც მინდა, ვერ ვიქნები ისეთი ბედნიერი, როგორიც მინდა რომ ვიყო, ვერ მოვახერხებ იმ ოცნებების ახდენას, რომელიც ბავშვობაში მქონდა. ყველა ოცნება სამუდამოდ გახდება აუხდენელი, ვერასდროს იქცევა რეალობად და ჩემი ბედნიერების მიზეზად.
ბოლოს მაინც ალბათ ყველაფერი დამთავრდება, ისევე როგორც სიკეთე და ბედნიერება, ასევე ჩემი მწუხარება და ტკივილი. სულ მაინტერესებდა თუ როგორი იქნებოდა ჩემი ბოლო ამოსუნთქვა, თუ სად და როდის დატოვებდა ჩემი სული ჩემს არავისთვის საჭირო, მახინჯ სხეულს, რომელსაც ჩემი ცხოვრების განმავლობაში ალბათ ათასი კაცი მაინც შეხებია. გამოყენებული ვარ, ისევე როგორც მე ვიყენებდი სხვებს, მეც მიყენებდნენ, ისე თითქოს ნივთი ვყოფილიყავი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში გჭირდება. ერთჯერადი ვიყავი, მიყენებდნენ და შემდეგ მეც ნაგავში მაგდებდნენ და ზიზღით მიყურებდნენ, რადგან ჩემი მეორეჯერ გამოყენება სასირცხვილო იყო.
საინტერესოა, ვინმეს გავახსენდები? ვინმე მომინახულებს? სინამდვილეში უკვე დამჭკნარ და შეუხედავ ყვავილებს მეც ამომიტანენ და წასვლამდე აუცილებლად გადმოყრიან ცრემლებს? ამაზე ფიქრი სამუდამოდ შემიძლია, იქამდე სანამ ეს დრო მართლაც არ დადგება, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არაფრის მომცემია.
უკან ვიხედები, რატი წასული მხვდება, ისევ მარტო ვარ, როგორც ხშირ შემთხვევაში. უეცრად სიცილი მიტყდება და ვერაფრით ვახერხებ გაჩერებას. ნერვულად ვიცინი, ვინმე რომ მიყურებდეს დარწმუნებული ვარ გიჟი ვეგონებოდი.
ასე თუ გავაგრძელებ ალბათ მართლაც ის შეუმჩნეველი არსება გავხდები, რომელიც მინდოდა რომ ადრე ვყოფილიყავი. მალე ყველა დამივიწყებს, ჩემთვის ნაცნობი ადამიანებისთვის უბრალო მოგონებად ვიქცები, რომლის გახსენებაც კი არ მოჰგვირს მათ წამიან ღიმილს, სავარაუდოდ, უფრო წარსულში დაბრუნება და ჩემი სამუდამოდ ამოშლა მოუნდებათ, რომ მაქციონ არარსებულ ადამიანად, შავ წერტილად, რომელიც ჩემს სახეს მაინც არ გაახსენებთ.
მეც დავიმალები, გავქრები და გავუჩინარდები, ისევე როგორც მათთვის, ასევე ჩემთვისაც.
ისედაც არავის სჭირდება გამოყენებული მართა. რატომ უნდა ვიწვალო?
ჩემს ტყუილებში დღითიდღე უფრო ვიძირები, ყველასთან ერთად ვიზიზღებ საკუთარ თავს და იმ უბედურების მარწუხებში ვექცევი, რომლისგან გაქცევაც უნდა მინდოდეს.
მინდა კიდეც, მაგრამ ამის თავი უბრალოდ არ მაქვს.
ისეთი დაღლილი და დაქანცული ვარ, თითქოს მთელი ცხოვრება შეუჩერებლად ვმუშაობდი და დასვენებას ვნატრობდი.
ჩემი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ყოველდღე უფრო ცუდად ვარ. წარუმატებლობა სულ გვერდში დამსდევს და თავს არ მანებებს. საბოლოოდ კი მთლიანად მშთანთქავს. შემდეგ მეჩვენება რომ ყველა თავს მარიდებს, არავის არ უნდა ჩემთან დალაპარაკება, არავის სურს ჩემს გვერდით დაჯდომა, ჩემთან ერთად რამის განიხილვა, არავის უნდა ჩემი შეყვარება.
როგორც ჩანს ჩემს მიზანს მაინც მივაღწიე - გავხდი შეუმჩნეველი.
აღარავის ვახსოვარ, აღარავის ვუყვარხარ, ყველამ უკვე დამივიწყა, ალბათ მათთვის ეს სულაც არ იყო რთული.
მე რომ მათ ადგილას ვყოფილიყავი, მეც აუცილებლად დავივიწყებდი ჩემნაირ არარაობას.

დასასრული



№1  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

ძალიან გამიკვირდა რომ დავინახე შენი ნამუშევარი, თუ არ ვცდები დიდი ხანია არ გამოჩენილხარ, მომენატრე სიხარულო, ❤ ძალიიიააან, ძააალიან მომეწონა საშუალება მიეცი ყველას დაინახოს ისეთი ადამიანი თავის გადმოსახედიდან როგორიც მართაა, ყველამ დაინახა რომ მართა საკუთარ თავზე ღიზიანდება და ასე შემდეგ, ამიტომ არ ღირს ასეთების ყველას გაკრიტიკება, ისინი ხომ ასეთი უბედურები არიან და ჰყოფნით ის განსაცდელი რაც აქვთ. არ ვიცი შეიძლება ვიღაც სხვანაირად ფიქრობდეს. დამერწმუნეთ ძალიან არ მომწონს ისეთი ცხოვრება როგორიც მართას ჰქონდა, მაგრამ...

 


№2  offline წევრი DarkRoses

BlondeCandy
ზოგადად ზედმეტად კრიტიკული ვარ როდესაც საქმე ასეთი ტიპის მოთხრობებს ეხება
ალბათ დასაწყის რომ არ დავეინტერესებინე არც არასდროს წავიკითხავდი და ალბად ბევრსაც დავიკლებდი.
ძალიან მომეწონა! ოღონდ სერიოზულად! არ იყო უაზრო! რაც ალბად ყველაზე მთავარია
ატარებდა აზრს, ატარებდა ნამდვილი მოღალატის ფიქრებს.
კითხვა ღამე დავიწყე და ღამევე დავამთავრე და ნამდვილი ეფექტი მოახდინა ჩემზე!
აუცილებლად წერე და სულ ვეცდები შენი მოთხრობები წავიკითხოო heart_eyes

მადლობა, მიხარია თუ მოგეწონა heart_eyes

s.a-cicinatela-m.m
ძალიან გამიკვირდა რომ დავინახე შენი ნამუშევარი, თუ არ ვცდები დიდი ხანია არ გამოჩენილხარ, მომენატრე სიხარულო, ❤ ძალიიიააან, ძააალიან მომეწონა საშუალება მიეცი ყველას დაინახოს ისეთი ადამიანი თავის გადმოსახედიდან როგორიც მართაა, ყველამ დაინახა რომ მართა საკუთარ თავზე ღიზიანდება და ასე შემდეგ, ამიტომ არ ღირს ასეთების ყველას გაკრიტიკება, ისინი ხომ ასეთი უბედურები არიან და ჰყოფნით ის განსაცდელი რაც აქვთ. არ ვიცი შეიძლება ვიღაც სხვანაირად ფიქრობდეს. დამერწმუნეთ ძალიან არ მომწონს ისეთი ცხოვრება როგორიც მართას ჰქონდა, მაგრამ...

ხო... დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ, ამიტომ შენს მოთხრობასაც ვეღარ ვკითხულობდი, რაზეც სხვათა შორის გული მწყდება, მაგრამ როგორც კი დრო გამოჩნდება მაშინვე წავიკითხავ.
რაც შეეხება მოთხრობას, მიხარია, რომ წაიკითხე და შემიფასე. heart_eyes

 


№3  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

DarkRoses
BlondeCandy
ზოგადად ზედმეტად კრიტიკული ვარ როდესაც საქმე ასეთი ტიპის მოთხრობებს ეხება
ალბათ დასაწყის რომ არ დავეინტერესებინე არც არასდროს წავიკითხავდი და ალბად ბევრსაც დავიკლებდი.
ძალიან მომეწონა! ოღონდ სერიოზულად! არ იყო უაზრო! რაც ალბად ყველაზე მთავარია
ატარებდა აზრს, ატარებდა ნამდვილი მოღალატის ფიქრებს.
კითხვა ღამე დავიწყე და ღამევე დავამთავრე და ნამდვილი ეფექტი მოახდინა ჩემზე!
აუცილებლად წერე და სულ ვეცდები შენი მოთხრობები წავიკითხოო heart_eyes

მადლობა, მიხარია თუ მოგეწონა heart_eyes

s.a-cicinatela-m.m
ძალიან გამიკვირდა რომ დავინახე შენი ნამუშევარი, თუ არ ვცდები დიდი ხანია არ გამოჩენილხარ, მომენატრე სიხარულო, ❤ ძალიიიააან, ძააალიან მომეწონა საშუალება მიეცი ყველას დაინახოს ისეთი ადამიანი თავის გადმოსახედიდან როგორიც მართაა, ყველამ დაინახა რომ მართა საკუთარ თავზე ღიზიანდება და ასე შემდეგ, ამიტომ არ ღირს ასეთების ყველას გაკრიტიკება, ისინი ხომ ასეთი უბედურები არიან და ჰყოფნით ის განსაცდელი რაც აქვთ. არ ვიცი შეიძლება ვიღაც სხვანაირად ფიქრობდეს. დამერწმუნეთ ძალიან არ მომწონს ისეთი ცხოვრება როგორიც მართას ჰქონდა, მაგრამ...

ხო... დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ, ამიტომ შენს მოთხრობასაც ვეღარ ვკითხულობდი, რაზეც სხვათა შორის გული მწყდება, მაგრამ როგორც კი დრო გამოჩნდება მაშინვე წავიკითხავ.
რაც შეეხება მოთხრობას, მიხარია, რომ წაიკითხე და შემიფასე. heart_eyes

აქ იშვიათად ხარ შემოსული, ის კიდე გავაუქმე, ამიტომ ვეღარ შეგეხმიანე. იმედია აღარ დაიკარგები და კიდევ ბევრ ახალ სიახლეს ვნახავ.❤ ჰო მართლა მეც არ გამიკვირდა რა მაკლია რა, თურმე შენი შენიშვნები და რჩევები, იმედია მალე დამიბრუნდები, თან არამგონია დიდი ხანი გავაგრძელო, ხოდა რჩევები მჭირდება, ძაან გთხოვ შეეცადე მალე წაიკითხო ❤❤❤❤

 


№4  offline წევრი DarkRoses

s.a-cicinatela-m.m
DarkRoses
BlondeCandy
ზოგადად ზედმეტად კრიტიკული ვარ როდესაც საქმე ასეთი ტიპის მოთხრობებს ეხება
ალბათ დასაწყის რომ არ დავეინტერესებინე არც არასდროს წავიკითხავდი და ალბად ბევრსაც დავიკლებდი.
ძალიან მომეწონა! ოღონდ სერიოზულად! არ იყო უაზრო! რაც ალბად ყველაზე მთავარია
ატარებდა აზრს, ატარებდა ნამდვილი მოღალატის ფიქრებს.
კითხვა ღამე დავიწყე და ღამევე დავამთავრე და ნამდვილი ეფექტი მოახდინა ჩემზე!
აუცილებლად წერე და სულ ვეცდები შენი მოთხრობები წავიკითხოო heart_eyes

მადლობა, მიხარია თუ მოგეწონა heart_eyes

s.a-cicinatela-m.m
ძალიან გამიკვირდა რომ დავინახე შენი ნამუშევარი, თუ არ ვცდები დიდი ხანია არ გამოჩენილხარ, მომენატრე სიხარულო, ❤ ძალიიიააან, ძააალიან მომეწონა საშუალება მიეცი ყველას დაინახოს ისეთი ადამიანი თავის გადმოსახედიდან როგორიც მართაა, ყველამ დაინახა რომ მართა საკუთარ თავზე ღიზიანდება და ასე შემდეგ, ამიტომ არ ღირს ასეთების ყველას გაკრიტიკება, ისინი ხომ ასეთი უბედურები არიან და ჰყოფნით ის განსაცდელი რაც აქვთ. არ ვიცი შეიძლება ვიღაც სხვანაირად ფიქრობდეს. დამერწმუნეთ ძალიან არ მომწონს ისეთი ცხოვრება როგორიც მართას ჰქონდა, მაგრამ...

ხო... დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ, ამიტომ შენს მოთხრობასაც ვეღარ ვკითხულობდი, რაზეც სხვათა შორის გული მწყდება, მაგრამ როგორც კი დრო გამოჩნდება მაშინვე წავიკითხავ.
რაც შეეხება მოთხრობას, მიხარია, რომ წაიკითხე და შემიფასე. heart_eyes

აქ იშვიათად ხარ შემოსული, ის კიდე გავაუქმე, ამიტომ ვეღარ შეგეხმიანე. იმედია აღარ დაიკარგები და კიდევ ბევრ ახალ სიახლეს ვნახავ.❤ ჰო მართლა მეც არ გამიკვირდა რა მაკლია რა, თურმე შენი შენიშვნები და რჩევები, იმედია მალე დამიბრუნდები, თან არამგონია დიდი ხანი გავაგრძელო, ხოდა რჩევები მჭირდება, ძაან გთხოვ შეეცადე მალე წაიკითხო ❤❤❤❤

ხო, მეცდიდი იმედი მაქვს ახალი სიახლეებით მართლა მალე დავბრუნდები❤️ხოლო რაც შეეხება მოთხრობას ყველანაირად ვეცდები ჩემო საყვარელო❤️❤️

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ertianobashi kargii iyo magram msgavs qalebs organulad vervitaan

 


№6  offline წევრი DarkRoses

uchveulo
ertianobashi kargii iyo magram msgavs qalebs organulad vervitaan

მოღალატე ადამიანებს პატივს ვერც მე ვცემ, ალბათ ზუსტად ეს გახდა იმის მიზეზი რომ უცბად მოთხრობის დაწერა დავიწყე ასეთ ადამიანზე. დარწმუნებული არ ვარ, რომ თქვენ ნამდვილი მოღალატეს ფიქრები წაიკითხეთ, მოღალატე არასდროს ვყოფილვარ არც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში(რა დროს ჩემი ურთიერთობებია, მაგრამ მაინც) და არც ოჯახთან და მეგობრებთან მიმართებაში, შესაბამისად ზუსტად არც მე ვიცი ისინი რას განიცდიან, უბრალოდ ყველანაირად ვცდილობდი თავი მთავარი პერსონაჟის ადგილას დამეყენებინა და საბოლოოდ ეს გამოვიდა.
ამიტომ მიხარია, თუ მაინც შეიძლება ამ პატარა მოთხრობაზე თუნდაც სიტყვა "კარგი" ითქვას. ❤️

 


№7 სტუმარი lamazi gogonaa

momewona prosta bolo nawils cota shevcvlidi dasasruli aqvs cota sawyeni nu saerto jamshi mainc kargimotxrobaa sxvebsac velodebi

 


№8  offline წევრი DarkRoses

lamazi gogonaa
momewona prosta bolo nawils cota shevcvlidi dasasruli aqvs cota sawyeni nu saerto jamshi mainc kargimotxrobaa sxvebsac velodebi

ამ მოთხრობისთვის სხვანაირი დასასრული პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია.
მგონი ზუსტად ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო.
მიხარია, თუ მაინც მოგეწონა❤️

 


№9 სტუმარი თიკა

არ მიყვარს კომენტარების წერა, მაგრამ ძალიან მომეწონა!!!
ყოჩაღ

 


№10  offline წევრი DarkRoses

თიკა
არ მიყვარს კომენტარების წერა, მაგრამ ძალიან მომეწონა!!!
ყოჩაღ

მიხარია, რომ მოგეწონა❤

 


№11 სტუმარი სტუმარი Indira

Very good write-up. I definitely love this website. Keep writing!


my web page; vpn special
code

 


№12 სტუმარი Salvador

Normally I don't learn article on blogs, but I wish to say that this write-up very forced
me to take a look at and what does vpn do so!
Your writing st has been surprised me. Thank you, quite
nice post.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent