ფერები ?! ...12...
ნიკასთვის უნდა მეთქვა, არ მქონდა უფლება ცუდად მოვქცეოდი, მაგრამ ჯერ ჩემს გრძნობებში უნდა გავრკვეულიყავი, სწორად და უშეცდომოდ... თვალებშეხვეული გავემართე სასაფლაოზე, ერთადერთი ადგილი იყო სადაც რატომღაც მჯეროდა რომ მისმენდნენ, მაგრამ არაფერს მსაყვედურობდნენ, მშობლებისთვის არაფერი უნდა დამემალა, ყველაფერი უნდა მომეყოლა მაგრამ... მათთან ყოველთვის მახსენდებოდა მათი ღიმილი და გამგებიანი მზერა... არ შემეძლო უბრალოდ მივსულიყავი, მომეყოლა და წამოვსულიყავი. გული მეწურებოდა, მინდოდა მოვხვეოდი თითოეულს, გულში ჩამეკრა და აღარასოდეს დამეტოვებია. სანაცვლოდ კი ცივი მიწა მხვდებოდა. ერთადერთი გამოსავალი ცრემლებიღა მრჩებოდა, მაგრამ ალბათ მათაც ისე მიმიჩვიეს, უკვე ვეღარ მამშვიდებდნენ. მეგონა თითქოს ერთ დიდ და ხანგრძლივ სიზმარში ვიყავი და ყველაფერი მალე თავის ადგილზე დალაგდებოდა, თვალებს გავახელდი და ყველა ჩემს საყვარელ ადამიანს, ჩემ საყვარელ ფერებთან ერთად დავინახავდი, მაგრამ რატომღაც არ მეღვიძებოდა, არც არავინ მაღვიძებდა... ისევ უხმოდ წამოვედი სასაფლაოდან... ვიტირე? კი. მაგრამ მაინც დამძიმებული გულით და უზომოდ სევდიანი წამოვედი. ნელი ნაბიჯებით მივედი სახლამდე, სუსტი სხეული ისე დამძიმებოდა რომ ვერ ვერეოდი... საერთოდ რა აზრი ქონდა ჩემს ცხოვრებას? მაგრამ ყველაზე დიდი ეგოისტი მაინც ადამიანია... მაინც არ მემეტებოდა ჩემი თავი ამ უპატიებელი ცოდვისთვის. ჩემს ოთახში შევლასლასდი, საწოლზე წამოვწექი და ვეცადე აღარ მეფიქრა. არ მეფიქრა მშობლებზე... ნიკაზე.... ფერებზე... და ალექსიზე... როგორ დამეძინა არ მახსოვს, არც ის მახსოვს სიზმარი თუ ვნახე... ლელას შეხებამ გამომაფხიზლა, ლოყაზე მკოცნიდა და ადგილზე ცქმუტავდა. გულით გამეღიმა, მისი სახე მოვძებნე და ძლიერად ვაკოცე. -აბაა.... მოსაყოლი არაფერი გაქვს?- ინტერესიანი ხმით ვკითხე და მანაც დაიწყო -იცი რა სიმპატიურია იზიი? აი ალექსივით-გულში ცოტა უცნაურად გამკრა ალექსის ხსენებაზე და რატომღაც ცოტა მოვიღრუბლე-თუმცა არც შენ ნიკოს არაუშავს-შეცვლილი ტონით ჩაილაპარაკა და გადაიკისკისა -ნიკო... გაგიგოს-ოდნავ გავიღიმე და ვეცადე კითხვა სწორად დამესვა -ლელ... ალექსი... მართლა მოგწონს? -აუ კიი იზი... ვაიმე იცი რა ბიჭია... მკაცრი... ორიგინალური... და ცოტა უცნაური... უზომოდ სიმპატიური და კიდევ საყვარელი... თვალები იციი? -გეყოფა-შევაწყვეტინე მაშინვე-არ მინდა რომ ამიღწერო... ალექსი უფრო მოგწონს თუ ის... რა ქვია?-ვეცადე უცხო, უდარდელი ხმით მეკითხა -რაო?-ისე გაიკვირვა, ჩემ თავში ეჭვი შემეპარა, ზედმეტი ხომ არაფერი ვთქვითქო-იზი სიცხე გაქვს შენ მგონი... ალექსი შენთვის მომწონდა...ისეთივე იდუმალია როგორც შენ... აბა მე მაგის ნათქვამიდან მარტო გამარჯობა და ნახვამდის მესმის-ბოლო სიტყვები შეეცადა ალექსის ხმით ეთქვა და გადაიკისკისა. ისევ არვიცი რატომ მაგრამ გულში სიამოვნება ვიგრძენი, ოდნავ გამეღიმა მაგრამ მალევე დავსერიოზულდი. -მე... ნიკას უნდა ველაპარაკო-ჩუმი ხმით წარმოვთქვი -უი წეღან დაგირეკა და ისე კარგად გეძინა ვეღარ გაგაღვიძე-ისე ამბობს თითქოს რამდენიმე წუთის წინ ჩემით გავიღვიძე-ხოდა მე ვუპასუხე, მოგიკითხა და დაგიბარა რომ ენატრები, კიდევ ის რომ რამოდენიმე დღე ვერ გნახავს, საქმეების გამო ქალაქგარედ გადის და კიდევ რაღაც მითხრა მაგრამ დამავიწყდა-აბუზღუნდა, მე კი არ მესიამოვნა, მინდოდა მენახა, დალაპარაკება მინდოდა მაგრამ ისიც ვიფიქრე რომ ჯობდა ორშაბათს დავლოდებოდი. -უი გამახსენდა. მთავარი დამვიწყებია, მიყვარხარო...ანუ შენ უყვარხარ რა-ენა ებმება და სათქმელს თავს ძლივს უყრის-აუ ხომ მიხვდი რა, მეტკინა ენა -კარგი... ლელ მითხარი რაო იმ უსახელომ?-მხიარულად ვეკითხები -რაო და სასიამოვნო გოგო ხარ და მინდა დავმეგობრდეთო. -და შენ რა უთხარი? -არ დამცინებ? -დაგცინებ? რატომ უნდა დაგცინო?-გაკვირვებული ვეკითხები -მასეთი ფრაზა ბებიაჩემისთვის მიწერილ ბაბუაჩემის წერილში წავიკითხე-მეთქი -თავიდან ვცდილობ სიცილი შევიკავო და ეს შეკავება მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება, დავიწყებული ძლიერი სიცილით ვიცინი ისე,რომ უკვე მოსულიერება მჭირდება -და იმან რაო?-სიცილით ვეკითხები და ვცდილობ დავსერიოზულდე, არ მინდა თვალებზე რაიმემ იმოქმედოს -იმან უფრო ცოტა იცინა, შენ არ გეცოდები?!-გაბუტული ხმით ამბობს და ნათლად წარმოვიდგენ როგორ ილაგებს ხელებს მკერდთან თავჩაღუნული. ხელით ვეძებ და გულში ძლიერად ვიკრავ -სახელი მართლა არ აქვს?-სერიოზულად ვეკითხები -კი... ნუგო ქვია -რა ქვია?-რატომღაც სხვა სახელს ველოდი -ოოო აბა ყველას ალექსი და ნიკო ხომ არ ერქმევათ? უკაცრავად ალექსანდრე-გაწელვით სასაცილოდ წარმოთქვა და სიცილის ახალი ტალღა ვიგრძენი. -იზი ისე არ გიკითხავს ასე ძალიან რატომაა ჩაციკლული ამ სახელზე? რა მნიშვნელობა აქვს ალექსის დავუძახებ, ალეკოს, ალექსანდრეს თუ ვაბშე სანდროს?! -არ მიფიქრია მეკითხა ლელ... ვკითხავ აუცილებლად-დავპირდი და გადავწვყვიტე მართლა მეკითხა... კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, ბავშვობაც გავიხსენეც, სკოლის დამთავრებაც და უნივერსიტეტში ჩარიცხვის ციებ-ცხელებაც... ვატყობდი რომ ნუგო მოწონდა თან ძალიან, ასეთი აჟიტირებული არასდროს მენახა. მისი სიხარული კი მე მახარებდა... წინა ოპერაციის კვირასთან შედარებით, უფრო თითქოს მალე გავიდა დრო. ოდნავ მოწყენილსაც თუ დამინახავდა "ჩემი თვალები" ისევ ჩემ გამხიარულებას ცდილობდა და გამოდიოდა კიდეც...ყოველდღე ველოდებოდი ალექსის მოკითხვას, ნიკას ზარსაც სხვათაშორის. მხოლოდ ღამე ვერ მშველოდა ვერავინ. ისევ მახსენდებოდნენ მშობლები, ისევ ისე მიკრავდნენ გულში, თავიანთ გვერდით დგომას მახსენებდნენ და ისევ მტოვებდნენ, ისევ მეღვრებოდა გულში სევდა, ისევ ეფარებოდა ჩემი გონების თვალს ბინდი და ისევ მინდოდა ტირილი, მაგრამ ყველანაირად, ძილშიც კი ვგრძნობდი რომ უნდა გავფრთხილებოდი, გულშიც და გონებაშიც მქონდა ჩაყოლილი იმედი, იმედი და რწმენა რომელსაც მე ალექსი დავარქვი, ჩემი იმედი ქონდა და მეც ვალდებული ვიყავი მისი დამეჯერებია. ორშაბათს დილით უკვე მის კაბინეტთან ვიდექით, ხვალ ჩამოდიოდა ნიკა, მოგვიანებით, ვერ მისწრებდა მაგრამ დამპირდა მაინც მოვალ შენთანო... კარზე დავაკაკუნე და სახელური დაბლა დავწიე. -იზ ფანჯარასთან დგას, მგონი ფიქრობს. მე გარეთ დაგიცდი სანამ ისაუბრებთ და მერე დამიძახე. ორი-სამი ნაბიჯი წინ და შემდეგ ერთი ნაბიჯი ოდნავ ხელმარცხნივ. შემდეგ წინ-ჩამესმის ლელას ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები და თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.ყოველთვის უსიტყვოდაც იცის რა უნდა გააკეთოს. ოთახში შევდივარ და სავარაუდოდ ფანჯრისკენ მივდივარ. ხელს ოდნავ წინ ვწევ და მის მხარსაც ვეხები. ოდნავ კრთება და ბრუნდება. ოდნავ ვუღიმი და ვგრძნობ რომ ხელი მითრთის. რა მჭირს პირველად ხომ არ შევხებივარ. -იზი- ჩუმად ამბობს ჩემს სახელს და ხელს ხელში იჭერს. ერთ ხელს სახეზე მკიდებს და ვგრძნობ თვალზე გადაკრულ ბინტს უსვამს. ნერვიულობს, პირველზე უარესად, მაშინდელზე ძალიან ნერვიულობს. ვეღარ მალავს -მე დაგინახავ-მეც ჩუმად ვჩურჩულებ და მის სუნთქვას ახლოს ვგრძნობ, ერთიანად ვკანკალებ და არვიცი რა ვქნა, ხელს ვითავისუფლებ და მხარზე ვკიდებ, მხრიდან ყელზე გადავდივარ და სახესაც ვუახლოვდები. ორივე ხელს ისევ მისი სახის შესასწავლად ვიწვდი მისკენ, ოღონდ უფრო თამამად და ვცდილობ დავხატო... მინდა დავხატო... უნდა გამომივიდეს, უნდა წარმოვიდგინო... სევდიანი თვალები... სწორი ცხვირი... ისევ დაბალი წვერი და ტუჩები -დამინახე-მეჩურჩულება, ჩემს ხელ იჭერს და ძლიერად მკოცნის.ორივე ხელს ისევ სახეზე ვკიდებ და ერთმანეთს ვეხუტებით... ისე, როგორც არასდროს... ამ ჩახუტებითაც რომ მამშვიდებს... თითქოს სხვაგან ვართ... მარტო მე და ის... და ის... თეთრია... ნოდარის და ლელას ხმა გვესმის და მალე ოთახშიც შემოდიან -იზი როგორ ხარ შვილო?-მესმის მზრუნველი ხმა -ნორმალურად...თქვენ?-პასუხს ვუბრუნებ და მოსალოდნელი დაძაბულობით კანკალს ვიწყებ, გული კი უფრო გაორმაგებული სისწრაფით იწყებს მოძრაობას. ალექსი ფრთხილად მკიდებს ხელს და საწოლთან მივყავარ,ღრმად ვისუნთქავ და ველოდები -მზად ხარ?-მეჩურჩულება და თანხმობის ნიშნად თავს ოდნავ ვუკრავ, სიტყვის სათქმელად ძალა აღარ მყოფნის. სახეზე ვგრძნობ მის ხელების მოძრაობას. გახშირებულად და ძლიერად ვსუნთქავ. ვგრძნობ რომ უკვე ვეღარ ვძლებ -ნელა გაახილე-ისევ ისეთი ჩუმი ხმით მეუბნევა და ვგრძნობ მშორდება, წარბებს ვკრავ და მინდა გავახილო მაგრამ მეშინია, ხელს გაუაზრებლად ვიწვდი წინ, მაშინვე ვგრძნობ ლელას ხელს, ხელზე მკოცნის და მიშვებს, გვერდით მიდგას და მამხნევებს. მაგრამ მე ლელასთან ერთად ალექსი მინდა. როგორც ყოველთვის ლელა მიხვდება სურვილს -ალექსანდრე-ცოტა დაბალი მაგრამ მკაცრი ხმით მიმართავს. -არ შემიძლია-ცოტახნის დუმილის შემდეგ ამბობს დანაღვლიანებული. მე კი გულში რაღაც მწყდება, ვიცი რომ უნდა ვისუნთქო მაგრამ რატომღაც არ მახსოვს. ღრმად ვისუნთქავ და თვალებს ნელ-ნელა ვახელ...რამდენჯერმე კიდევ ნელა ვახამხამებ და ვახელ -იზი ემოციებს არ აყვე-მესმის ნოდარის ხმა-დამშვიდდი და გვითხარი ხედავ რაიმეს? -არა-მაშინვე ვუპასუხე... ვიგრძენილელას ხელის მოჭერა და მინდოდა მის ხელზე დამეხედა მაგრამ ალექსის მომღიმარ ოდნავ დაბურულ სახეს ვიმახსოვრებდი, ვიმახსოვრებდი რადგან ვიცოდი შეიძლება ვეღარ მენახა, არა ვთქვი იმიტომ რომ ასეთ ალექსს ვერ წარმოვიდგენდი. საოცრად ეშხიანი თვალები და გამყინავი მზერა. საოცრად აციმციმებული თვალები... უეცრად მომინდა სულ ასე მეყურებია მისთვის. ნელ-ნელა უკან დაიხია და კართან მივიდა, კიდევ ერთხელ შემომხედა, ისევ გამიღიმა და კარი გააღო. მინდოდა მეთქვა არ წახვიდე-თქო მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. ბინდ გადაკრულ სილუეტებს ვხედავდი მაგრამ ისეთი... უზომო კმაყოფილი ვიყავი რომ მეტს არც ვითხოვდი. ნელა მოვატარე მზერა და ლელას აწყლიანებულ თვალებს შევხედე, დაბნეულმა შემომხედა. დამაკვირდა -არ იტირო ლელ-ჩუმი ხმით ვუთხარი და მეც ავტირდი. ემოციების სიმძლავრეს ვერ გავუძელი და ავტირდი, მარტო არა, მე და ლელა ვტიროდით... ერთად... -გოგონებო... გოგონებო-მხიარული ხმა მოგვესმა და ორივე გავიტრუნეთ-მესმის გიხარიათ. გილოცავ შვილო, მეც მოზიარე ვარ შენი სიხარულის. მაგრამ ეცადე ემოციები აკონტროლო, თვალები არ დაღალო და ხშირად დაახამხამო, გარსი თუნდაც წუთითაც რომ არ გამოშრეს. მედიკამენტებს ალექსანდრე გამოგიწერთ. ახლა დაგტოვებთ გოგონებო. ორივეს თავზე გვაკოცა და გავიდა. ალექსანდრე არ მინახავს, რეცეპტი ექთანს გამოატანა. გული დამწყდა, არა უფრო მეტკინა... მინდოდა ბოლოს მენახა, დავმშვიდობებოდი მაგრამ არა, არ მოისურვა... არ უნდოდა... პატარა ბავშვივით ყველაფერს დაკვირვებით ვუყურებდი, ყველა ფერის სიხალისე მომწონდა მაჯადოებდა. მე შევძელი ... ჩვენ შევძელით.... ფერებმა მიმიღეს... დედას და მამას ვახარე, მიწას მრავალჯერ ვაკოცე, წარმოვიდგინე რომ მათ ვკოცნიდი, ცრემლების ტალღა ვიგრძენი და ვეცადე თავი შემეკავებინა. ცრემლები მოვიწმინდე და გონებაში უცბად ავარიის სცენა გამიცოცხლდა, მამას დაყვირებული გამაგრდით, დედასთვის ჩაჭიდებული ხელი. მათი მზერა... ერთად დამტოვეს, ერთად წავიდნენ, მათ ჩემს გამო თავი ერთად შეწირეს. სწრაფად ავდექი და წამოვედი. გამახსენდა მამას ნათქვამი "იზი, შენ ძლიერი უნდა იყო" "ძლიერი უნდა იყო" რამდენჯერმე განმეორდა მამას ხმა, ცრემლიან თვალებს ვიწმენდდი და ისევ ვასველებდი "ძლიერი ვარ მამა, შენი გოგო ძლიერია" წარმოვთქვი და კაფესაც მივუახლოვდი, მოყავისფრო ტონალობები ლამაზად შერწყმოდა კრემისფერს, შავი კი თეთრს. შავ-თეთრი... ერთად... გადაწყვეტილება მივიღე, ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და ნიკას დავურეკე. -იზი როგორ ხარ? რა ხდება? მოვდივარ გზაში ვარ. სახლში მოვიდე შენთან ხომ? წამოხვედი უკვე? გემრიელო ხედავ?-მოუთმენლად მაყრის კითხვებს, როგორც ჩვევია, ოდნავ მეღიმება და კაფეში შესასვლელ კარსაც ვაღებ. ისაა პირი უნდა გავაღო და შედეგი ვუთხრა,მაგრამ თავს ვიკავებ -რომ მნახავ გაიგებ-ვეუბნევი ჩვეულებრივი დინჯი ხმით. -კარგი მაშ,დროებით-უცერემონიოდ მითიშავს. მე კი ეჭვები მიპყრობს, ნუთუ არ დააინტერესდა. ალბათ საქმე ქონდა, ჩემივე ფიქრებს ვეპასუხები და შუაგულში მსხდარი წყვილის გვერდით მაგიდასთან ვიკავებ ადგილს. წამით ვავლებ თვალს, გოგონა ლამაზია, ბიჭი კი ჩემსკენ ზურგით ზის, შეკვეთილი არ მაქვს ისე მოაქვს მიმტან გოგოს ჩემთვის ყავა და ვხვდები რომ ის უნდა იყოს. თაკო. -ეს შენ.-მეუბნევა ლაღი ხმით და ოდნავ მაკვირდება-შენ რა ხედავ?- თანხმობის ნიშნად თავს ოდნავ ვუქნევ და ვიღიმები. ინსტიქტურად მხვევს ხელს და ლოყაზე მკოცნის -მიხარია ძალიან-გულწრფელად მეუბნევა და სერიოზულდება.-მარტო რატომ ხარ?რატომ ერთად არ ხართ?-უჩვეულო კითხვას მისვამს და მეც ვიბნევი. შეუმჩნეველი არ რჩება თუმცა აღარაფერს მეუბნევა ისე მიდის. მე კი საფიქრალს მიტოვებს. საოცრად ნაცნობი ხმა მესმის თუმცა ვერ ვხვდები ვისია. ტელეფონს ვიღებ და ისევ ნიკას ვურეკავ -ხო იზი, მოხდა რამე?- მეკითხება თუმცა მისი ხმა რატომღაც ახლოდან და თან გაორებულად მესმის. თავიდან მიკვირს, შემდეგ კი ერთიანად ვშეშდები, ისე ვარ რომ ახლად ნათელჩადგმულ თვალებს უკვე აღარ ვუჯერებ, ვეღარც ყურებს. ვეღარ ვფიქრობ რა გავაკეთო. -ნიკა,დაახლოებით რამდენ ხანში მოხვალ?-ვეკითხები ხმით რომელიც ჩემი არაა -აუ არვიცი ასე ერთ საათში.-ისევ ორად გამეორებული ხმა... -კარგი-მხოლოდ ამას ვეუბნევი და ვუთიშავ. წყვილის საუბარს ვუსმენ და გულში ჩემს თავს დავცინი, წარსულში განცდილი გრძნობების გამო. იმ ბრმა გოგოს დავცინი ყველაფრის მიუხედავად მაინც რომ ჯეროდა და ენდობოდა. ყელში დიდი ბურთის მოწოლას ვგრძნობ და სადაცაა ტირილს დავიწყებ. მათი დიალოდი მტკენს, პირდაპირ გულში მირტყავს, მაგრამ სუნთქვას ვახერხებ. "შენ ძლიერი უნდა იყო იზი" მკარნახობს მამა, და მეც ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. -ვინ იყო?-წკრიალა ხმით ეკითხება გოგონა ბიჭს რომელმაც ახლახანს გათიშა ტელეფონი -ამას წინათ რომ გითხარი ერთი გოგოათქო, ბრმაა და მეცოდება -აუ თავი დაანებე რა ნიკა. . . -უბრაზდება გოგონა -ეკა ხომ იცი რომ მიყვარხარ, ნუ ბავშვობ-ისმის თბილი,ბოხი ხმა ______________ არ ვიცი რა გამოვიდა, შეფასება თქვენთვის მომინდია ჩემო საყვარლებო... მადლობა უღრმესი და ბოდიშით შეცდომებისთვის. მიყვარხართ და მიხარიხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.