მოსწავლის ნათლია (თავი 4)
თავი 4 შიო ყაზბეგი ახალგაზრდა ინჟინერი გახლდათ. საკმაოდ დიდი შრომა დასჭირდა იმისთვის, რომ 30 წლის ასაკში სახელი დაემკვიდრებინა თავის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები 13 წლის ასაკში დაკარგა, არასდროს შეუქმნია გამზრდელი ბებიისთვის პრობლემა. სწავლობდა და მუშაობდა დაუღალავად. ყველანაირად ცდლობდა, ბებიისთვის სამუშაო შეემსუბუქებინა და თვითონაც შეეტანა წვლილი თავისი და თავისი ძმის წესიერად აღზრდაში. მართალია, ბებია პატარა სტომატოლოგიურ საავადმყოფოში მუშაობდა, მაგრამ იმ დროს დანტისტის შემოსავალი მაინც არ იყო საკმარისი ორი ბიჭის სრულფასოვნად აღზრდისთვის. არც ველოსიპედები ჰქონიათ, არც ცურვაზე, ფეხბურთზე ან კალათბურთზე უტარებია ვინმეს, არც ზღვაზე უვლიათ დასასვენებლად, მაგრამ მეგობრების ველოსიპედებით, ეზოში ფეხბურთის და კალათბურთის თამაშით, ყაზბეგში ცხენებზე ჯირითით და სხვადასხვა მდინარეებში დაუღალავად ცურვით, ყველაფერი იცოდნენ და იცოდნენ უფრო კარგად, ვიდრე სპეციალურად მომზადებულმა ბავშვებმა. ამ მოხუცმა ქალმა პატარა შემოსავლით, შეძლო ის, რომ აღზარდა ორი არაჩვეულებრივი ბიჭი. არაჩვეულებრივი განათლებით და ხასიათით. ორივეს ჰქონდა წინსვლის და წარმატების მიღწევის შანსი და იმედი. უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, შიომ ლექტორის რეკომენდაციით, კანადის უნივერსიტეტში გადაგზავნა საბუთები სწავლის გასაგრძელებლად. რამდენიმე წარმატებული გამოცდის შემდგომ კი სასიხარულო ამბავი დაატყდა ყაზბეგების ოჯახს თავს. 22 წლის შიო კანადაში მიიწვიეს სწავლის სრული დაფინანსებით. უნივერსიტეტის დაწყებიდან 2 წელში კი ერთ-ერთ ინჟინერულ კომპანიაში მოეწყო სამუშაოდ, მართალია, ანაზღაურება საკმაოდ დაბალი იყო, თუმცა მისი პროფესიული ზრდისთვის ზედგამოჭრილი, ამიტომ დღესადაღამეს ასწორებდა, რომ დაწინაურების პროცესი დაეჩქარებინა. ასეც მოხდა, 26 წლის შიო ყაზბეგი კანადის ერთ-ერთი ინჟინერული კომპანიის მთავარი ინჟინერი გახდა უკვე დოქტორის ხარისხზე დაიწყო ფიქრი. ამ პერიოდში პირველად მოახერხა გარკვეული პერიოდით საქართველოში დაბრუნება. ბებიის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ძველი თითქმის დანგრეული სახლი გარეუბანში გასარემონტებლად დატოვა, თვითონ კი ახალი სახლი შეიძინა ბახტრიონზე მშენებარე კორპუსში და იქ გადაასახლა ბებო ძმასთან ერთად. საქართველოში დაახლოებით 3 თვე გაჩერდა, მონათლა 3 წლის ანდრია და უამრავი ცრემლის თანხლებით ისევ კანადაში გაფრინდა. მისი წასვლიდან მალევე ილია ყაზბეგმა, რომელიც ჯერ 23 წლისაც არ იყო, გაიცნო გვერდით კორპუსში მცხოვრები გელა ხორავა და მის საადვოკატო კომპანიაში დაიწყო მუშაობა. თუმცა, ერთი კვირაც არ დასჭირდა იმის გასარკვევად, რომ გელა არც თუ ისე პატიოსნი შრომით შოულობდა ფულს. თუმცა, საკმაოდ მაღალმა შემოსავალმა და პრივილეგიებმა, 23 წლის ყაზბეგს თვალები დაუბრმავეს და მაინც გააგრძელა ყველასთვის საძულველ პიროვნებასთან მუშაობა. მიუხედავად ბებიის ცრემლისა და შიოს ლანძღვა-გინებისა, მაინც არ წამოვიდა. დღეები ერთმანეთს მიყვებოდა, წლები-წლებს. შიო უფრო მეტად წარმატებული ხდებოდა და იკიდებდა ფეხს თავის სფეროში. ილია კი ისე შეესისხლხორცა გელა ხორავას საადვლოკატო ფირმას, რომ უკვე დაცვას ცდილობდა, თვითონ გელასგანაც კი... ცდილობდა, როგორმე ჩაძირვას გადაეჩინა... მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. თითქოს ცხოვრებას მობეზრდა ყოვედღღიური რუტინა, ყაზბეგების და ხორავების თითქმის დალაგებული ცხოვრება და მათი გამოცდა განიზრახა. თავდაპირველად დაიწყო იმით, რომ ხორავას უფროსი ძმა დაეღუპა, თუმცა ამაზე დიდად არ უნაღვლია, რადგან ვერასდროს უგებდნენ ის და გიორგი ერთმანეთს, გიორგი მუდამ პატიოსნად, მუხლჩაუხრელი შრომით შოულობდა თითოეულ თეთრს და არასდროს მოსწონდა ძმის საქმიანობა, მათი ყოველი შეხვედრა ხელჩართული ჩხუბით მთავრდებოდა, ამიტომ ორივე არიდებდა თავს შეხვედრას. თუმცა გიორგის გარდაცვალება გარკვეულწილად ავალდებულებდა, რომ ძმის ოჯახისთვის მიეხედა, რადგანაც ფული მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, თავისი სახლი თავის რძალს გადაუფორმა, თვითონ კი ახალ აშენებულ კერძო სახლში გადაბარგდა ლისზე. მიუხედავად ძმებს შორის დაძაბული ურთიერთობისა, არც გიორგის მეუღლემ იცოდა რამე, არც მისმა შვილმა, ანალოგიურად გელას ოჯახმაც არაფერი იცოდა, თუმცა ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ მისი ოჯახი რუსეთში ცხოვრობდა. გიორგის მეუღლემაც უამრავი ცრემლის და მადლობის მერე მოკიდა თავის ერთადერთ შვილს ხელი და ერთოთახიანი ბინიდან გადასახლდა უკვე მის განკარგულებაში მყოფ ბინაში. ქმრის საპატივცემულოდ კი პატარა ოთახი მის სამუშაო ოთახადაც გადააკეთა. გელა კი თითქოს ხვდებოდა, რომ ცხოვრება რაღაც სიურპრიზს უმზადებდა და საბუთების მოგროვება დაიწყო, რომ ოჯახთან წასულიყო რუსეთში. მანამდე კი ყველა მინდობილობა სამსახურში, ილიას სახელზე გადაიტანა. ფაქტიურად კომპანიის მმართველი ილია ხდებოდა, თუმცა უმცროსმა ყაზბეგმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. გელა ხორავას ქვეყნიდან ჩუმად გასვლა და მის საადვოკატო ფირმაში პროკურატურის შესვლა ერთი იყო. ამოქექეს ყველანაირი საბუთები და თავისთავად, ბევრი კანონდარღვევა აღმოაჩინეს და ვინაიდან და რადგანაც კომპანიის მმართველი ილია ბრძანდებოდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა მას დაეკისრა, უამრავი სასამართლო პროცესების შემდგომ კი 15 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება გელა ხორავას- მისი ბრალი დადასტურებულ არ იქნა, რადგან მისი სახელი არსად არ ფიგურირებდა. როდესაც ილიას დაპატიმრება შეატყობინეს, ყაზბეგების ბებიას გულმა დაარტყა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შიო ბებიის საავამყოფოში გადაყვანიდან მეორე დღესვე დაბრუნდა საქართველოში. არანორმალურივით დარბოდა წინ და უკან. ორი კვირის თავზე ბებია გონზე მოვიდა და გამოკეთდა კიდეც, მაგრამ ილიას ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ, არაფერი არ იცოდა მომხდარი საქმის შესახებ, გარდა იმისა, რომ ყველაფერი გელა ხორავას ბრალი იყო და ის მის მოპირდაპირე კორპუსში, ზუსტად მისი აივნის მოპირდაპირედ ცხოვრობდა. თუმცა ანდრიას მამის თავისი საუკეთესო მეგობრის წყალობით, დაადგინა, რომ ხორავა საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა არაფერი იცოდა მისი ოჯახის ადგილმდებარეობის შესახებ. ილიასგან მოსმენილი ჰქონდა, რომ მისი ოჯახი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და პერიოდულად ჩამოდიოდნენ თბილისში, იცოდა ისიც, რომ მას ორი შვილი ჰყავდა, უფროსი გოგო სადღაც 25 წლამდე და უმცროსი ბიჭი-20 წლამდე... წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა დახმარეობოდა ძმას, მისი ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ, რომ დეტალები დაედგინა, ადვოკატისგან კი მხოლოდ ის შეიტყო, რომ საბუთებში ხორავა არსად ფიგურირებდა, ერთადერთი რაც მათ იხსნიდა, თავად გელას აღიარება იყო, მაგრამ რანაირად, რა ხერხით უნდა მოეხერხებინა ამ ეშმაკის ალაპარაკება ეგ კი არ იცოდა. შემაწუხებელი ფიქრებისგან აღარც ძილი ეკარებოდა. კიდევ ერთი თეთრად გათენებული ღამის შემდეგ ლასლასით წამოდგა ფეხზე და მაისურის გადაუცმელად გავიდა აივანზე. -სად ხარ ხორავა, სად?! მიწიდან ამოგთხრი, მაგრამ მაინც გამოვიყვან ილიას, მანამდე კი ისე გაგამწარებ, როგორც შენ ჩემი ოჯახი გაამწარე. -კბილებში გამოსცრა შიომ და თვალი ხორავების აივანს გაუსწორა. მთელი ორი კვირის მანძილზე, არავინ შეუნიშნავს ამ სახლში, იფიქრა, რომ მისი ოჯახი ისევ საზღვარგარეთ იყო წასული. ფიქრებში გართულმა, ვერც კი დაინახა როდის გამოჩნდა აივანზე ნახევრად შიშველი გოგონა. გონს მისმა ყვირილმა მოიყვანა, რომელიც დედას კარის გაღებას სთხოვდა. წამით თვალი გაუშტერა ბავშვივით მობურდღუნე, მაგრამ არაბავშვივით სექსუალურ ქალს და ისიც კი დაივიწყა, ვინ ცხოვრობა მოპირდაპირე სახლში. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა გოგონას მზერა დააფიქსირა. რამდენიმე წამი გაშტერებული უყურებდა თვალებში, მერე კი თითქოს იდეალური გეგმა დასახა გონებაში. -გამოგიჭირე ხორავა. -ჩაილაპარაკა ცინიკური ღიმილით და კიდევ ერთხელ გადახედა უკვე დაცარიელებულ აივანს. სწრაფად გადაიცვა ტანსაცმელი. ჯერ ბებიასთან წავიდა საავადმყოფოში, მერე კი დიდი ხნის უნახავი დათო მოიკითხა. გოგონას გამოჩენამ შიოს ილიას გადარჩენისკენ მიმავალი გზა გაუხსნა და ამას არაფრის დიდებით არ გაუშვებდა ხელიდან. ფრთაშესხმული დადიოდა და გაოცებული დათოს კითხვებს ყურადღებას არ აქცევდა, რადგან იცოდა, რომ მეგობარი, არაფრის დიდებით არ დაანებებდა იმის გაკეთებას,რაც განეზრახა. გეგმის განცორხილებემდე კი ანდრიას ნახვა გადაწყვიტა, რომელიც თითქმის ორიწელი არ ჰყავდა ნანახი, დათოს თავისი ნათლულის სკოლის მისამართი გამოართვა და იქითკენ გაეშურა. გადაწყვიტა, რომ ისსაღამო ნათლულთან ერთად გაეტარებინა, რადგან, მისი გეგმის მერე, დარწმუნებული არ იყო, ოდესმე კიდევ ნახავდა თუ არა იმ პატარამოუსვენარ არსებას. უპრობლემოდ მიაგნო ანდრიას სკოლას და კაბინეტს, მაგრამ სახტად დარჩა, როცა დაინახა, როგორ ეხვეოდა ანდრია მისთვის იმ მომენტში ყველაზე საზიზღარ არსებას. იცოდა, კარგად იცოდა, რომ მამის შეცდომების გამო შვილს არ უნდა ეგო პასუხი და ის საწყალი გოგო არაფერ შუაში არ იყო ხორავას საქმეებთან, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა, სძულდა... ისევე სძულდა, როგორც თვითონ გელა... რამდენჯერ ჰქონდა ანდრიასგან მოსმენილი მის საყვარელ დამრიგებელზე, მის ნენეზე, მაგრამ რას წარმოიდგენდა, რომ ეს საყვარელი ნენე, გელა ხორავას ქალიშვილი იქნებოდა. რომ არ სცოდნოდა, რომ ნენე მისი მტრის შვილი იყო, შეუყვარებოდა მისი ბავშვური ტიტინი და დიდი მწვანე თვალები, მაგრამ იმ წამს შიო ქალში მხოლოდ ამაზრზენ, საძაგელ არსებას ხედავდა, რომელიც სიცოცხლესაც კი არ იმსახურებდა, მისიოჯახის ასე გამწარებისთვის. ცოტა არ იყოს გაოცებულმა დატოვა სკოლა. ანდრიასთან ერთად ცოტა ისეირნა. ნენეზე რაღაც-რაღაცებიც გამოკითხა, შემდეგ ნათლული სახლში დააბრუნა, თვითონ კი ისევსკოლისკენ გაეშურა და გეგმის განხორციელებას შეუდგა. ლოდინი დიხანს დასჭირდა, რადგან, უკვე ღამდებოდა, როცა ნენე სკოლიდან გამოვიდა. წამში გადახტა მანქანიდან, ნენე გათიშა და თავისი სახლისკენ გასწია, რომელიც ჯუთაში ჰქონდა. მისი მიუვალობის და გარე სამყაროდან და ცივილიზაციიდან შორს ყოფნის გამო, ის ადგილი იმ წამს ყველაზე კარგი გამოსავალი იყო შიოსთვის... ადგილზე მისულმა ჯერკიდევ მძინარე ნენე საწოლზე მიაბა და მოთმინებით დაელოდა მის გამოფხიზლებას... ..... -სულელი, უტვინო, გატუტუცებული ბავშვი. -ჩხუბს არ წყვეტდა შიო და უფრო ძლიერად იკრავდა ნენეს აცახცახებულ სხეულს გულზე. გოგონა კი ისე გაბრუვდა, სასიამოვნოდ გრილი სურნელით და მამაკაცისგან წამოსუხლი მხურვალე სხეულის სითბოთი, რომ ვერც კი გაიგო, როდის მივიდნენ სახლში. -ხორავა, გაიღვიძე... ხორავა...- სიზმრებში უკვე ღრმადწასული შიოს ხმამ გამოაფხიზლა. -ჰო.. რა ხდება? თავი უცებ წამოყო შეშინებულმა და თვალები მოისრისა, მაგრამ მწვავე ტკივილისგან საშინლად დაიგმინა. -არა, არ მოკიდო ხელი, უარესად გეტკინება. -ხელი გაუკავა შიომ. ნენემ კი ამ დროისგანმავლობაში პირველად შეხედა მამაკაცს თვალებში. -არ გაინძრე კარგი? ახლა ავდგები, რომ შუქი ავანთო და ისევ უკან დავბრუნდები, შენ მანამდე არ ადგე ხომ? -ისეთი შეცვლილი ტემბრით ესაუბრებოდა მამაკაცი, კიდევ ერთხელ შეეპარა ეჭვი, ნამდვილად შიო იყო თუ არა. -კარგი. -ხრიალით ამოთქვა ნენემ და ისევ სავარძელს მიაყრდნო თავი. შიო სწრაფად წამოდგა ფეხზე და შუქის ჩამრთველს ეცა და იმ წამსვე ინანა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ფანრის და ელვის შუქზე საკმაოდ კარგად ხედავდა დასისხლიანებულ-დალურჯებულ ნენეს, კარგ შუქზე ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, გოგონას მთელს სახეზე სისხლჩაქცევები, ჩალურჯებები, კოპები ჰქონდა, მოკლე შორტიდან კარგად ჩანდა მისი დასისხლიანებული ფეხის გულები, ნაკაწრები... ყველაზე უარესი კი მისი შეშინებული თვალების დანახვა იყო... თვალების, რომელიც არაფრით გავდა იმ ჭაობისფერ სილაღით სავსე თვალებს დილით და მერე სკოლაში რომ ნახა. -ნენე... ეს რა დღეში ჩაგაგდე ნენე... -ჩაილაპარაკა გულში და ისე მომუშტა ხელები, რომ ყველა ძარღვი და კაპილარი დაეტყო. უნდოდა მივარდნოდა და გულში ჩაეკრა, იქამდე ეთხოვა პატიება სანამ ეს სიტყვა შედეგს არ გამოიღებდა.. მაგრამ....... მაგრამ.... მასში ორი პიროვნება ებრძოდა ერთმანეთს და ერთ-ერთი დანებებას არ აპირებდა. -ეე სულელო ბავშვო, ნახე, რა დღეში ჩაიგდე თავი. დავიჯერო, ამაზე უარესს გიკეთებდი რამეს?! რომ ჩემთან ყოფნას უკუნეთ სიბნელეში სირბილი არჩიე? -ორ ნაბიჯში ისევ გოგონასთან გაჩნდა და ახლოდან დააკვირდა. უფრო მეტაც მოეწურა გული, როცა მისი ჭრილობები ასეთი მანძილიდან დაინახა. -იცი.. შენი თვალებისფერი იყო ის უკუნეთი სიბნელე და მერე გავბრაზდი, რომ უღრან ტყეში, უკუნეთ სიბნელეში შენს თვალებზე ვფქირობდი, მაგრამ რა ჩემი ბრალია, მართლა ეგეთი თვალები გაქვს, დედას გეფიცები აი სულ ეგეთი შავი, სულ ეგეთი, უფსკრულივით. სულ მართლა სულ.. არ გატყუებ დედას გეფიცები.- ბავშვივით ტიტინებდა ნენე და უცნაურად მომზირალ ყაზბეგს თვალს არ აშორებდა. -მაგრამ ახლა რატომ არ გაქვს ეგეთი თვალები? ახლა იცი რა ფერი გაქვს? აი აქედან რომ გავრბოდი და სავსე მთვარის სხივები მინათებდა გზას ეგეთი, თითქოს აღარაა უფსკრულები და თითქოს სხივი გაჩნდა, მთვარის სხივი გაჩნდა თვალუწვდენელ უფსკრულში. ცუდი ბიჭი ხარ შენ კორლეონე, საშინელი, ბოროტი და კიდევ ვერ გიტან და კიდევ, რომ მოვკეთდები უნდა გცემო, გგონია ვერ მოგერევი? აბა კი?! მე მამიკომ მასწავლა ჯიუ-ჯიტსუ და კუნფუ და ნახავ თუ არ მოგერიო. -შიოს წამში გაუქრა სხივი თვალებში, როცა ნენემ მამა ახსენა და ძველი უფსკრულები დაუბრუნდა. -ჰო, დარწმუნებული ვარ, რომ გელა ნამდვილად გასწავლიდა, იცოდა მისი ქცევების გამო შვილს აშკარად დასჭირდებოდა თავდაცვა. -ჩაილაპარაკა სიმწრით . -გელა? გელა რა შუაშია? -ოდნავ წინ წამოიწია დაბნეული ნენე. -მამაჩემმა მასწავლა ბრძოლაო და.. -მხრები აიჩეჩა ყაზბეგმა. -კი მერე მამამ მასწავლა, გელა რა შუაშია ეგ არ მესმის?! -მოიცა, გელა მამაშენი არაა? გელა ხორავა?- მთელი სხეული დაეჭიმა შიოს. -არა.. გელა ბიძაჩემია. მამას ძმა. მამაჩემი ორი წლის წინ დაიღუპა ავარიაში.-ყაზბეგს თვბრუ დაეხვა და ნენეს ფეხებთან ჩამოჩჯა სავარძელზე. თავი ხელებში ჩარგო და რადენიმე წამი ხმა ვეღარ ამოიღო. -და... გელას სახლში რატომ ცხოვრობ აბა? -შეეცადა მშვიდი ტონი შეენარჩუნებინა. -მმ.. ეგ ცოტა გრძელი ამბავია. -სავარძელზე ოდნავ აიწია ნენე. -მართალია, მამას ამ თემაზე საუბარი არ უყვარდა და არც არასდროს იმჩნევდა ჩვენთან, მაგრამ მე მაინც შევესწარი რამდენჯერმე ჩუმად, როგორ ჩხუბობდნენ ის და ბიძია, ჩემი ვარაუდით, გელა რაღაც საბუთებს კანონდარღვევებით აკეთებდა და ამის გამო ის და მამა სულ ჩხუბობდნენ და ფაქტიურად არ გვქონდა არანაირი ურთიერთობა, წლები ისე გადიოდა არ ვნახულობდით. მამა ფიზიკოსი იყო და არც თუ ისე დიდი შემოსავალი ჰქონდა, მართალია ბედნიერი ოჯახი ვიყავით, მაგრამ მატერიალურად ყოველთვის გვიჭირდა, თუმცა მამა არასდროს მისულა გელასთან დახმარების სათხოვნელად. ერთ ოთახიან პატარა ბინაში ვცხოვრობდით, მაგრამ მერე მოხდა საშინელება, მამა დაიღუპა და მე და დედა ფაქტიურად უსახსროდ დავრჩით. გელამ კი მარტივად მოგვიშორა, იფიქრა, მას დაეკისრებოდა ჩვენზე პასუხისმგებლობა და ამიტომ თავისი სახლი ბახტრიონზე დედიკოს გადაუფორმა, ჩვენი სახლი კი გაგვაქირავებინა, რომ ყოველთვიური შემოსავალი გვქონოდა. ისე მოხდა ამ საბუთების გადაფორმება და სახლის ჩუქება, რომ მე არაფერი გამიგია, დედა არც კი ეჭვობდა, რომ მამას და გელას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, ამიტომ დასთანხმდა შემოთავაზებას, იმდენი მადლობა უხადა, მთელი ცხოვრება ეყოფა. -ზიზღით ჩაილაპარაკა ნენემ. -სიმართლე გითხრა, ატანა არ მაქვს ბიძაჩემის... მისი თვალებიც კი შიშს მგვრიდა ხოლმე, გამჭვირვალე , თევზივით თვალები ჰქონდა და ყოველთვის ზემოდან უყურებდა მამას საქმიანობას. ასე ამბობდა, წიგნის ჭია ხარ, სულ რაღაცას კითხულობ, სწავლობ, სულ რაღაცის გამოკვლევაში და გამოგონებაში ხარ, მაგრამ მაინც არაფერი გამოგდისო, რამდენჯერ შეუთავაზებია, რომ მასთან ერთად ეკეთებინა საქმე, ამგრამ ამაზე ისევ ჩხუბს იწყებდნენ და ისევ წლები იყვნენ მერე გაბუტულები... აი ასე. ნებით თუ უნებლიედ, მე და დედა ვცხოვრობთ ბიძაჩემის ნაჩუქარ სახლში, დედას ვერაფერს ვეუბნები, რადგან, ეს ყველაფერი რომ გაიგოს, ქუჩაში წავა საცხოვრებლად და ბიძაჩემის სახლში არ იცხოვრებს. ამიტომ, მოთმინებით ველოდები რაღაც დროის გასვლას, ჩემს ხელფასს ფაქტიურად არ ვხარჯავ, მინდა, რომ ბიძაჩემთან ვალში არ ვგრძნობდე თავს. მინდა თითოეული თეთრი დავუბრუნო. -დაასრულა ნენემ თხრობა და მზერა ჩაფიქრებულ შიოზე გადაიტანა, რომელიც იმ წამს მომაკვდავს გავდა. -გასაგებია... -ჩაილაპარაკა ხმაჩაწყვეტილმა.-წავალ ახლა სველ საფენებს მოვიტან, რომ ჭრილობების დამუშავება დავიწყოთ.- შიო ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ გაემართა. უკან კი სამედიცინო ყუითით და სველი ნაჭრით დაბრუნდა. -კორლეონე, ისე შენ საიდან იცნობ ბიძაჩემს? ან იქნებ??? იქნებ ბიძაჩემია იმაში დამნაშავე, რომ მე ახლა აქ ვიმყოფები? -თითქოს რაღაც გააცნობიერა, ეჭვიანი მზერა მიაპყრო შიოს, მაგრამ როცა მისი სევდიანი თვალები დაინახა, მაშინვე დარწმუნდა თავისი ვარაუდის სისწორეში. -ისევ ალაპარაკდი ხომ? რა მინდოდა, რას გეძებდი, დამეტოვებინე გარეთ, ხომ იქნებოდა ახლა სიწყნარე. -ჩაიბურდღუნა შიომ და წველი ნაჭერი გახეთქილ წარბზე ფრთხილად დაადო გოგონას. -მაგრამ... ჩემი გარეთ დატოვებით ვერ იძებდი შურს ბიძაჩემზე არა? -სიმწრით ჩაილაპარაკა ნენემ, მუშტით მოიშორა მოღალატე ცრემლები და ჯერ კიდევ მის წარბთან მიწებებულ შიოს თითებს ხელი აკრა. -არ მჭირდება შენი დახმარება, იმ ბოროტი სეტყვასავით ხარ, ჯერ რომ დამასისხლიანა, მერე გაწვიმდა, რომ წვიმის წვეთებს ჩემთვის სისხლი და ტალახი ჩამოერეცხა, როგორც კი დავმშვიდდი, მერე გაქუხდა და სული მატკინა. შენც ასე ხარ ზუსტად... შენც სეტყვასავით ჯერ დამტანჯე, მომიტაცე, საწოლზე მიმაბი, შენ გამო ფეხშიშველი გავვარდი გარეთ, მთელი სხეული დავისახიჩრე... მაგრამ მერე წვიმასავით მშველელად მომევლინე, ხელში აყვანილი მატარე სახლამდე, ამ საშინელ ამინდში დადიოდი და მეძებდი, მერე ჭრილობების დამუშავება დამიწყე, როგორც წვიმის წვეთებმა... მაგრამ მერე სული მატკინე, როგორც ქუხილმა, მერჩივნა იქ ბოლომდე ჩავექოლე სეტყვას, ვიდრე ასეთი ტკივილი მეგრძნო... ვიდრე გამეგო, რომ ვიღაცამ ბიძაჩემზე შურისაძიებლად მომიტაცა... მაგრამ არ გაგიმართლა... როგორც ვიცი, გელა საქართველოდან წავიდა, მაგრამ აქ რომც ყოფილიყო, ჩემ გამო არც ერთ თეთრს არ გამოიმეტებდა, ვერც დააშანტაჟებდი, ასე რომ ტყუილად შეიწუხე თავი. -ნენე ხმას ვეღარ აკონტორელბდა, გულამოსკვნილი ქვითინებდა და ხრიალით ამოთქმულ სიტყვებს დაუფიქრებლად ისროდა. შიო კი... შიო კი მკვდარი იყო... შიოს იმ წამს ნენეს ყოველი სიტყვა თავიდან კლავდა, მერე აცოცხლებდა და ახლიდან კლავდა.. ასე არასდროს არ შეზიზღებია საკუთარი თავი... ბოდიშის მოხდის ღირსადაც კი არ თვლიდა თავს... -ნენე...-ხმა საერთოდ აღარ ჰქონდა ყაზბეგს... -გეხვეწები, ახლა მოგივლი და ცოტა რომ მოკეთდები, მერე მეჩხუბე კარგი? არც თავის მართლებას დავიწყებ, არც თავის შეცოდებას, უბრალოდ ახლა მომეცი საშუალება, რომ მოგიარო. -შიომ ისევ თითებში მოიქცია სველი ნაჭერი და როცა ნენესგან პასუხი ვერ მიიღო, ეს თანხმობად ჩათვალა და ფრთხილად წაიღო თითები ამჯერად დასისხლიანებული ტუჩისკენ. -მეზიზღები, საზიზღარო, მძულხარ, მეშინია შენი... ვერ გიტან, ნახავ, თუ სამაგიერო არ გადაგიხადო, შენ შენ... შენ ქუხა შენ... ბოროტო, ბრაზიანო ქუხა... ჩემი მოკვლა გინდა ხომ? თავი გინდა მომაჭრა ხომ და ბიძაჩემს გაუგზავნო, როგორც შაჰ-ააბასამა გაუგზავნა სააკაძეს პაატას თავი, ეგრე აპირებ ხომ? საზიზღარო..-ნენეს ტირილი ისტერიკის ფაზაში გადადიოდა. შიოს კი სულ ოდნავ, სულ შეუმჩნევლად გაეპარა მის ბავშვურ ტირილზე ტუჩის კუთხეში ღიმილი და უფრო გაბედულად განაგრძო მისი ჭრილობების დამუშავება. -საზიზღარო, მართლა უფსკრული ხარ. როგორც კი გამოჩნდი, ჩემი ცხოვრება მართლა უფსკრულისკენ მიექანება, შენი უფსკრულისკენ. ახლა კიდევ ჩემი მოკვლაც გინდა, რომ ბიძაჩემს ჩემი თავი გაუგზავნო, უნდა მომკლა ხომ? იმიტომ გაქვს ის დამპალი იარაღიც ხომ? მითხარი, უნდა მომკლა? მართლა მითხარი რა, მაშინ რატომ გარეთ არ დამტოვე სასიკვდილოდ, თუ ჯერ ადრეა..-უკვე ხმამაღლა ბღაოდა ნენე და ვერაფრით ახერხებდა დამშიდებას. -კარგი ხორავა რა, რა სისულელებს ლაპარაკობ, აბა საიდან მოიტანე ეგეთი რამე, როგორ მოგკლავ. რა სისულელეა. აი ნახავ, როგორც კი გამოკეთდები ჩემი ხელით ჩაგიყვან თბილისში, აღარ იტირო რა, ნუღარ ტირი, შენი ტავი მაინც არ გეცოდება? ისედაც რა დღეში გქონდა სახე და ახლა თვალებიც სულ დაგიწითლდა, გარეთ რომ დაგდგა, ეზოში საფრთხობელის ფუნქციას შეასრულებ. კარგი რა, აბა რა გატირებს.-ათასნაირ დამამშვიდებელ სიტყვას ამბობდა შიო და ცდილობდა , როგორმე დაემშვიდებინა გოგონა, რომლის ტირილზე ვერაფრით იკავებდა ღიმილს. -ცუდო, საზიზღარო, შენ ქუხა შენ. -მაინც არ წყვეტდა ბუზღუნს ნენე, მაგრამ ტირილით აღარ ტიროდა. -კარგი, ცუდიც ვარ, საზიზღარიც, მაგრამ ეს ქუხა რას ნიშნავს? -ჰკითხა შიომ და ამჯერად დახოკილი ფეხების გასუფთავებას შეუდგა. -ქუხა არ იცი? რომ გრუხუნებს, ჭექა-ქუხილი. ბავშვობაში ქუხას ვეძახდი ხოლმე და ახლაც ასე ვარ, ხოლმე ხოლმე მავიწყდება და ბავშვებთან რომ ვარ მაშინაც ქუხას ვამბობ ქუხილის ნაცვლად. -შიომ ამის მოსმენისას უკვე ვეღარ შეიკავა ღიმილი, ისე საყვარლად ისე ბავშვივით ტიტინებდა, წამის წინ ტირილით კვდებოდა, ახლა კი 2 წლის ბავშვივით ბურდღუნებდა და ისე უხსნიდა სისულელეებს. -ბავშვებთან რომ ხარ? შენ თვითონ ბავშვი რომ ხარ? -მაინც დაასერიოზულა სახე ყაზბეგმა. -არ ვარ მე ბავშვი, დიდი ვარ დიდი. -ჩაიბუზღუნა ნენემ. -კი, ხოლმე ხოლმე ხარ. -გამოაჯავრა შიომ და ქვემოდან ამოხედა გაბუსხულ ნენეს. -განსაკუთრებით დილაობით, საცვლების ამარა რომ დარბიხარ. -დაამთვრა წინადადება და სანამ ნენე ისტერიკის ახალ სერიას მოუწყობდა, სინათლის სიჩქარიტ გავარდა სააბაზანოში ახალი, სუფთა ნაჭრების მოსატანად. ლამის ნახევარი საათი მოუნდა გოგონას გასუფთავებას, მისი ჭრილობების შეხვევას და დამუშავებას და როცა საქმე დაასრულა, მხოლოდ მაშინღა შენიშნა, რომ ნენეს ჩასძინებოდა. ფრთხილად წამოდგა ფეხზე. გოგონა ხელში აიყვანა და თავისი ოთახისკენ გაეშურა. ნენე საწოლზე დააწვინა და მერეღა შეამჩნია ჯერ ისევ სველი შორტი და თვისივე ჟაკეტი. -ფუ ამის... კაი დროს ჩაგეძინა ჭინკა რა.. -ნერვიულად დაიწყო ოთახში სიარული, მაგრამ ბოლოს მაინც პირვანდელ ვარიანტს დასჯერდა, სწრაფად მივიდა კარადასთან, თვისი გრძელმკლავიანი, თხელი მაისური გამოიღო და ნენეს მიუახლოვდა. -სავარაუდოდ ამის გამო ხვალ სიკვდილს მომანატრებ, მაგრამ ახლა რომ არ გამოგიცვალო, შენ თვითონ შეიძლება რამე დაგემართოს და ისევ მირჩევნია, რომ მე მომკლა. -თავისთვის ჩაიბურტყუნა შიომ და თავის ჟაკეტის ელვა გახსნა, უკვე მესამეჯერ უყურებდა იმ დღეს ნენეს მადისაღმძვრელ სხეულს, მაგრამ ამჯერად გული უკვდებოდა გოგონას ჩალურჯებული მკლავების და მხრების დანახვაზე. ჯერ თავისი მაისური გადააცვა და ფაქტიურად მუხლებამდე ჩამოუწია, მხოლოდ ამის შემდეგ გახადა შორტი. ჯერ ისევ ნესტიანი თმა პირსახოცით კარგად გაუმშრალა და ოთხიდან გასვლა დააპირა, მაგრამ ამ დროს ისეთ ხმაზე დაიქუხა, რომ ნენეს შიშიგან გამოეღვიძა და ახლიდან დაიწყო ტირილი. -რა ხდება? წარმოთქვა შეშინებულმა და საბანი ცხვირამდე დაიფარა. -ისევ ქუხილი დაიწყო ნენე. -უპასუხა შიომ და თმაზე ფრთხილად მიეფერა. -არ წახვიდე რა.-მის თმაში ახლართული ხელი დაუჭირა შიოს და მუდარის თვალებით ახედა. -აქ ვიქნები, არსად არ წავალ, აი სკამს მოვწევ და მოვალ ახლავე. -უთხრა შიომ და შეეცადა თითები ფრთხილად გაეთავისუფლებინა, მაგრამ ნენემ უფრო მეტად მოუჭირა. -არაა.. აქ დაწექი რა , ჩემ გვერდზე.. აქ....-სიტყვის დამთავრება არ დასცალდა, ისეთ ხმაზე დაიქუხა, შიშისგან ფეხზე წამოხტა და შიოს კისერზე ჩამოეკიდა. -გეხვეწები, არ წახვიდე რა, აქ დაწექი რა, გთხოვ.-უკვე სლუკუნით ლაპარაკობდა და ისეთი ძალით უჭერდა შიოს ხელებს, ცოტაც და ნეკნებს ჩაუმტვრევდა. -სულელო, სულელო ბავშვო. აქ ვარ, არ წავალ არსად, შენთან დავიძინებ. ნუ ღელავ.- შიომ წამში აიყვანა გოგონა ხელში და ისევ საწოლში ჩააწვინა, თვითონ კი სველი მაისური გადაიძრო, სველი შარვალიც მის გზას გაუყენა. კარადიდან სპორტული შარვალი გამოიღო და ნენეს მიუწვა გვერდით, ცალ ხელზე ნენეს თავი დაადებინა, მეორე კი წელზე შემოხვია და ჯერ ისეც მოცახცახე გულში ჩაიკრა. გოგონამ კი მეორედ იგრძნო თავი დაცულად და უსაფრთხოდ, გაყინული ცხვირი ისევ მამაკაცის ყელში ჩარგო, ღრმად ჩაისუნთქა მისი სასიამოვნო სუნი და ყოველ დაქუხებაზე უფრო და უფრო მეტად ეკვრებოდა ნახევრად შიშველ მამაკაცს. რაც შიოსთვის კიდევ ერთხელ აფორიაქების გამომწვევი მიზეზი აღმოჩნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.