სანშაინ (თავი 1)
,,სან, გირეკავენ“ ეს-ესაა გავცდი მარსს, აქ კიდევ მირეკავენ. ჰაერი ისედაც არასაკმარისი მაქვს, ლაპარაკისთვის ნამდვილად ვერ დავხარჯავ. ახლა კიდევ, აი იმ პლანეტის ჯერია, რა საინტერესოა, რომ ,,გაიღვიძე, გირეკავენ“ რას ვამბობდი?! ჰო, რა საინტერესოა, რომ დედამიწიდან დანახული კაშკაშა მოთეთრო პლანეტები, კოსმოსში სულ სხვნაირები არიან, ჩემი რჩეული მწვანე, ან უფრო მეტად ზურმუხტისფერია. ჩემი თვალები ,,ან გათიშე, ან უპასუხე, ტვინი წაიღო“ ასე აზრები მეკარგება. სად ვიყავი?! ჰო, ჩემი თვალები მიუჩვეველია ამ სივრცეს, ამიტომ აღქმას ვერ ვახერხებ, რამხელაა ან როგორი ფერია. ,,სან, აიღე ან გამორთე!“ -ჯანდაბა! -თვალები ძლივს გავახილე და ინსტიქტურად წავიღე ხელი ტუმბოსკენ, რომელზეც ტელეფონი მეგულებოდა. ნახევარი ტანით წამოვიწიე, ეკრანს დავხედე და ბალიშზე ისევ მოწყვეტით დავეშვი. -ამას რაღა უნდა, რა მოელანდა?! -ჩემი კლასელის სახელის წაკითხვამ მარტივად გამომაფხიზლა. -ვაა, მაკუნა?! -მხიარულად ვუპასუხე და თვალების ფშვნეტა და მთქნარება ერთდროულად დავიწყე. ,,რა გაყვირებს?“ -მტკივნეულად მომხვდა წვივზე დეიდაჩემის ქუსლი. რასაც ჩემი საცოდავი ,,აუ, მტკივა“ და საწოლიდან წამოდგომა მოყვა. -სანი, როგორ ხარ? -კარგად, შენ? -მეც, რას შვრები? -რავი, აი გამაღვიძე და ნელ-ნელა ვდგები -არ დავუმალე დანაშაული და სარკის წინ დავდექი. დეიდაჩემი ისე წრიალებდა ბრაზისგან, ლამის ნაწილებად დაშალა საწოლი. -უი ბოდიში, იცი რისთვის გირეკავ? დღეს კლასელები მივდივართ მცხეთაში, დიდი ხანია უკვე აღარ გვინახავს ერთმანეთი და ხო წამოხვალ? -აუცილებლად დღეს? სტატია მაქვს დასაწერი, ისედაც იმდენი ხანი ვწელავდი. -ჰო, დღეს. კვირაა და ყველას გვცალია, მიდი რა წამო. -ვერანაირად, გამომაგდებენ დღესაც რომ არ მივიტანო სტატია. -აუ კაი რა, გთხოოვ -იწელებოდა მაკუნა. -ხო იცი, მინდა, მაგრამ ვერ გამოვა, მაშინ უსამსახუროდ დავრჩები. -ეე, კაი, თუ რამეს მოახერხებ დამირეკე. -კაი. -გავუთიშე და სარკის წინ დავტრიალდი. -რა სიზმარი გამაწყვეტინა ამ იდიოტკამ, რეებს ვხედავდი, ღმერთო -ჭერს ავხედე მე. -რამდენჯერ გითხარი, როცა იძინებ ტელეფონს ხმა გაუთიშე-მეთქი?! -გაბრაზებული წამოდგა დეიდაჩემი და ჩემკენ წამოვიდა. -ვაი, ნატა? -თვალები გამიფართოვდა მე და მოსალოდნელი შტორმის თავიდან ასაცილებლად მისაღებისკენ გავიქეცი. -სად გაიქცევი? -იცინოდა უკვე ნატა. -ყავას გაგიკეთებ, ოღონდ შემეშვი! -ვთხოვე სიცილით მეც. -კაი. -ღია ფანჯრებთან სავარძელში ჩაეშვა, ფეხები რაფაზე შემოალაგა და ვაზიდან ვაშლი აიღო. ესეც ჩემი დეიდა-ნატა. 4 წელია ერთად ვცხოვრობთ. 4 წლის წინ, ქმარს რომ გაშორდა, მარტო ცხოვრება ძალიან აშინებდა. მერე ჩემი თავი ,,ითხოვა“ ცოტა ხნით და რამდენიმე კვირის მერე, მივხვდით რომ მე და ნატა ერთად საცხოვრებლად ვიყავით შექმნილები. მიუხედავად დაჟინებული თხოვნებისა, ამ სახლში გადმოსვლის მერე, საკუთარ სახლში არც ერთი ღამე აღარ გამითევია. ასეთი კომფორტული რუმმეითი არავის ყავს, დარწმუნებული ვარ. თან ერთმანეთს არ ვინდობთ. სულ 5 წლითაა ჩემზე დიდი, ნანატრი ნაბოლარა შვილია, ჰოდა, ჩათვალეთ ერთად გავიზარდეთ. პრინციპში, რა ჩათვლა მაგას უნდა, მართლა ერთად გავიზარდეთ. ამიტომ, დეიდის სტატუსი, არასდროს ქონია. რომ გითხრათ, განიცდის-მეთქი, ძალიან დიდი ტყუილი იქნება. რაც შეეხება ყოფილ ქმარს, ისეთი მადლობელი ვარ მისი. ის რომ არა, მე და ნატა ერთად ცხოვრების ამ კომფორტს ვერასოდეს გავიგებდით. * * * სტატიების წერა ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, სანამ დედლაინი ცხვირწინ არ ამეფარება, ვერაფერს ვწერ და როცა ეს ხდება, ექსტრემალურ სიტუაციაში ვიწყებ მასალის გადახარისხებას, ფიქრს, სტილის შერჩევას, წერას და საბოლოოდ, პროდუქტის შექმნას. ცუდად არ გამომდის, მაგრამ ჩემი საქმე მაინც რეპორტაჟებია, ასე მგონია. მაგრამ ასე მიბრძანეს, ჯერ ამით დავიწყოთო. მეც სხვა გზა არ მრჩება და ვეგუები იმ აზრს რომ მთავარი სურვილისთვის ბევრი არასასურველი საქმის კეთება აუცილებლად მომიწევს. * * * /სანდრა/ დედაჩემი, უცნაური გოგო იყო. ჯერ კიდევ მე-9 კლასში გადაწყვიტა რომ თავისი შვილი მზე უნდა ყოფილიყო. სიმღერებს წერდა. ამერიკაში წავიდა 16 წლის რომ იყო. იქ კარიერას ზედმეტად კარგად მიხედა. თავისი ჩაფიქრებული შვილისთვის სიმღერაც კი დაწერა, სათაურით- Sunshine. მალევე გახდა ძალიან პოპულარული. ჰოდა, ამ პოპულარობამაც არ დააყოვნა მის პირად ცხოვრებაში და 17 წლის გათხოვდა. ხომ წარმოგიდგენიათ დედა, რომელიც მე-9 კლასში თავის არ არსებულ შვილს მზეს არქმევს და 16 წლის ასაკში სიმღერას უწერს, როგორია? ჰოდა მეც მალე გავჩნდი, და დედაჩემმა, ახდენილი ოცნების ბავშვს სანდრა დამარქვა. სანდრა, მაგრამ ყველა მაინც ასე მეძახდა -სან ან-სანი. ესეც მზე, დედაჩემი-ეკა. * * * არ დააყოვნა-მეთქი დედაჩემის პირადშიც პოპულარობამ და გამოჩნდა ყველაზე მაგარი ბიჭი მთელს დედამიწაზე, რომელიც დედაჩემის რჩეული რომ არ გამხდარიყო და მათი გზები რომ არ გადაკვეთილიყო, ოდესმე რამენაირად, სადაც არ უნდა დავბადებულიყავი მაინც ვიპოვიდი და ჩემი რჩეული იქნებოდა, ანუ ალბათ ხვდებით, რომ მამაჩემზე მაგარი თუ ვერა, მამაჩემზე ერთი მემილიონედი პროცენტითაც ნაკლები არ უნდა იყოს ჩემი რჩეული, იმიტომ რომ მამაჩემი სუპერმენია. ყველაზე საოცარი ადამიანი ჩემ ცხოვრებაში. მისი სულ ყველაფერი მიყვარს და მომწონს, მგონია რომ ასეთები იქნებოდნენ საუკუნეების წინანდელი რაინდები. რაინდი არა, მაგრამ ეს მამაჩემია-ირაკლი. * * * ტკბილი ლუკმა რა თქმა უნდა ბოლოს. რაც შეეხება შესწორებას-ტკბილი ლუკმები. ტყუპი ძმები. მათზე ლაპარაკს უბრალოდ ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ ისინი ჩემი ცხოვრების აქციების 90%ს ფლობენ. ჯერ მხოლოდ 11 წლის არიან. არ ვიცი რა გავაკეთე ცხოვრებაში ასეთი რომ, ამათი არსებობა დავიმსახურე. ყველაზე, სულ ყველაზე საყვარელი ძმები არიან მთელ მსოფლიოში, რომელთა გარეშეც სიცოცხლე ვერც ერთი წამით კი არა, საერთოდ ვერ წარმომიდგენია. შოკოლადის დონატები და საუკეთესო ტყუპი ძმები - ვატო და ვაკო. * * * რაც შემეხება მე. მე ვარ 25 წლის, ჯერ კიდევ შეუმდგარი ჟურნალისტი, უამრავი უცნაური თავისებურების პატრონი და ასევე ძალიან უცნაური ადამიანი. ვცხოვრობ მშობლებისგან 2 კვარტლის დაშორებით და ვარ ყველაზე დამოუკიდებელი დამოკიდებული ადამიანი. ვცდილობ დედაჩემის მზის შუქს როგორმე სადმე დავემალო და თვითონ მოვაწყო საკუთარი ცხოვრება, ამიტომაც, ყველგან სირთულეს ვაწყდები, სადაც სადმე ვინმე დედაჩემის არსებობას ახსენებს, მაშინვე გავრბივარ და ისევ ნულიდან ვიწყებ. ასე გრძელდება უკვე რამდენიმე წელია, მაგრამ რას ვიზამ-შევეგუე. ესეც მე- სანდრა. * * * -როგორ ცხელა არა? -ძალიან -ყავა დავასხი ჭიქებში და მეც ნატას მივბაძე, სავარძელში ჩავჯექი და ფეხები რაფაზე შემოვალაგე. -აუზზე ხო არ წავიდეთ? -რა აუზი, სტატია მაქვს დასაწერი. -ვითო არ იცი რო საღამომდე არაფერს დაწერ -გამომააშკარავა ნატამ -ფსიქოლოგიურად ვემზადები დილიდან -თავი გავიმართლე მე და ყავა მოვსვი. -გუშინ ნიკამ დამირეკა. -ამ სახელის ხსენებაზე, პირველივე ყლუპი გადამცდა. ნიკა ნატას ყოფილი ქმარია. -რა? როდის? -შენ რო დაიძინე. -სიმშვიდეს ინარჩუნებდა ის. -მერე რაო? -ბანძი ტექსტები, ,,შენი ხმის გაგონება“ და ასე შემდეგ... -თავი გადააქნია და თვითონაც მოსვა ყავა -ოჰ, მოენატრე? -რა ვიცი. -მაგის მეტი რა იცი. კიდევ? -ისეთი არაფერი, ბევრი არც გვილაპარაკია, შევხვდეთო. -დათანხმდი? -დებილს ვგავარ? -რა ვიცი, შეიძლება გაგიჟდი. -გამეცინა მე. -არა რა ნიკა, რაღა დროს ნიკაა. -ყოჩაღ ნატ -მომეწონა ნატას გადაწყვეტილება და კმაყოფილმა განვაგრძე ყავის დალევა. -ისე, რით ვერ დამივიწყა? -ისევ ვიღაცას დაშორდა ალბათ, ყოველ ჯერზე ასე აკეთებს. ხვდება, შენზე მაგარი ცხოვრებაში რომ აღარავინ ეყოლება და რეკავს, ტირის, მოთქვამს. -მეცოდება, იცი? -ბიჭი რომ გეცოდება, უკვე განაჩენია -თავი გავაქნიე მე. -ზუსტად. -ფეხებს თანაბარი სიხშირით აჯვარედინებდა. -ეკასთან მივდივარ დღეს, ტყუპები მომენატრა, არ წამოხვალ? -დავწერ სტატიას და გადავიდეთ. -რომელზე მორჩები? -10-ისთვის. -კაი, მანამდე აუზზე წავალ მაშინ. -ვისთან ერთად? -ვეტყვი გოგოებს და ვისაც ეცლება. -ჰო იარე ჩემ გარეშე. -სახე ამაყად გავწიე გვერდით. -მაიმუნი გოგო ხარ! -მხარზე მიბწკინა და ისევ ფეხები გადააჯვარედინა. ღმერთო სტატია! ისე მეზარება! * * * სტატიის გაგზავნიდან ნახევარ საათში, ჩემი ბოსის მეილი მომივიდა. როგორც ყოველთვის აღფრთოვანებულია, ვერ ვხვდები რატომ. ზღაპრებს რომ ვწერ, ალბათ ეგ მოწონს. რომ იცოდეს 1 საათის ნაჯღაბნი რომ არის, კინწისკვრით გამომაგდებს სამსახურიდან. მომწონს ეს ფაქტი, თვითშეფასებას ერთი-ორად მიმაღლებს და მოწოდების სიმაღლეზე ვდგები, იმის გამო რომ, ასე ერთ საათში დაწერილი სტატიით, ჩემი ბოსი, როგორც ყოველთვის აღფრთოვანებულია. * * * ჩაის თემები ერთი-მეორის მიყოლებით განვიხილეთ მშობლებთან, ვატო-ვაკოს მალევე ჩაეძინათ. მიყვარს მათი ყურება როცა ძინავთ, მგონი ტყუპურად სინქრონში სუნთქავენ კიდეც, ნეტა ერთნაირ სიზმრებსაც ხომ არ ნახულობენ?! ისე ისეთი მგრძნობიარეები არიან, ერთდროულად ხდებიან ავად, ერთნაირ მეგობრებს ირჩევენ, ერთნაირად უხარიათ, მოკლედ ვიზუალური იდენტურობა ხასიათშიც დაყვებათ. როგორ მაინტერესებს როდის დაიწყებენ გაყოფას, რა ინტერესები გაუჩნდებათ, რა ცხოვრება ექნებათ, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ მათი დამშიდებული სახეების ყურება შემიძლია და მეტი არაფერი. ოთახიდან ჩუმად გამოვედი და ისევ ჩაის თემას შევუერთდი ვერანდაზე, ეკას მინი ბოტანიკურ ბაღში. -სანი, შენთვის რაღაც გვაქვს. -თქვა ირაკლიმ და ალუბლის ტარტი ჩაკბიჩა. -აბა? -საჩუქრის მოლოდინში სიხარულისგან სახე ამითამაშდა მე. -გვაქვს არა, აქვს. მე წინააღმდეგი ვარ. -კატეგორიული ჩანდა ეკა. -რა არის? მითხარით -ეკას რეაქციამ ცოტა არ იყოს დამაბნია. -ეკა კარგი რა -დედაჩემზე გადაერთო ირაკლი. აშკარად ჩემი ნერვების მოშლას აპირებენ. -აღარ იტყვით? -სული მხდებოდა მე. -მოიცადე. -საჩვენებელი თითი ამიწია ირაკლიმ და მაგიდიდან წამოდგა. -წამოდი. -აუ მამა, მითხარი! -ვეღარ ვითმენდი მე -მოითმინე და ნახავ! სანამ ეკას მინი ბოტანიკური ბაღი გავიარეთ, ნაწყვეტად მესმოდა ეკას წუწუნი, მაგრამ ჯერ კიდევ ინტერესით გონებადახშულს ლოგიკური ბმის გაკეთება არ შემეძლო და როცა მამაჩემმა სათბურთან მდგარ რაღაც არც თუ ისე მცირე მოცულობის საგანს, მონაცრისფრო ნაჭერი გადააძრო, გაოცებისგან, სიხარულისგან, სიყვარულისგან და ბედნიერებისგან თვალები შუბლზე ამივიდა, ფერი დავკარგე, კივილი ავტეხე-მინები დაიმსხვრა, ყვავილები დავაჭკნე და ყველა არადედამიწიური საშუალებით შევძელი ჩემი აღფრთოვანების გამოხატვა. -მოპედი! -ვკიოდი გაუჩერებლად -მოპედი! არ მჯერა! -ვეფერებოდი, ჩემ ახალ მეგობარს და დამავიწყდა იმ წამს ადამიანების არსებობა, რომლებიც იქ იყვნენ და ასეთ არაადეკვატურ 25 წლის გოგოს მიყურებდნენ. -მამა არ მჯერა! მოპედი მიყიდეთ? -ვჯებოდი და ვდგებოდი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და ბოლოს სიხარულის ცრემლებიც კი წამომივიდა. -არ გეგონოს რომ მე თანახმა ვარ, მაგით იარო! -არ ცვლიდა კატეგორიულ ტონს ეკა. -არავითარ შემთხვევაში! მოპედიდან მამაჩემზე გადავედი და ახლა მის სხეულზე დავიწყე ჩახუტებით ძვლების დათვლა. ეცინებოდა და მთხოვდა ცოტა ფრთხილად გამხარებოდა, იმიტომ რომ ძვლები ეტკინა. -საუკეთესო ხარ მამა! -ვაკოცე და ეკას ჯერიც მოვიდა. -დე, ხომ იცი რა ფრთხილიც ვარ! -გავეპრანჭე მე და ნაზად ვცადე ჩავხუტებოდი. -არა-მეთქი! -ისევ ისე გაჯიუტდა ეკა. -დაჯდები თუ არა, 15 წუთში ტრავმატოლოგიურში დაგვიბარებენ! -ამ იდეაზე ყველას გაგვეცინა. -კარგი რა დედა -ვეპრანჭებოდი ისევ და ჩემ ულამაზესს ჟოლოსფერ მოპედს თვალს მაინც ვერ ვწყვეტდი. -გილოცავ სანი -ჩამეხუტა ნატა და თვითონაც გასინჯა მოპედი -აუ რა მაგარია, ამით წავიდეთ რა სახლში. -შემეხვეწა ის. -აბა რა! -ვუთხარი და უკან მოვუჯექი, დროებით!!!! -ჭკუიდან არ გადამიყვანოთ! -თვალები გაუფართოვდა ეკას. -დამშვიდდი დედა, უნელესად ვივლი, 7ით. -ვიცინოდით მე და ნატა და უთქმელად ვაწყობდით უკვე გეგმებს, ჩვენ პირველ გასეირნებაზე. -კაი რა ეკა, ნახე რა ბედნიერია. -ხელი გადახვია ირაკლიმ და თავზე აკოცა. -მეც ბედნიერი ვარ რომ მთელი შვილი მყავს და არ მინდა ნაწილებად დაშლილი იყოს. მკერდზე მიეკრო მამას. -დედა რა სისულელეებს იძახი რა -ცოტა მეწყინა კიდეც მე, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ამას სპეციალურად ამბობდა. -სანი შენ არ გესმის! -მკაცრი ტონი მუდარაში გადაუვიდა ეკას. -მესმის და გპირდები, უფრთხილესი ვიქნები, არც მე მინდა ნაწილებად დავიშალო -იუმორისკენ გავიწიე მე. აღარაფერი მიპასუხა, იმიტომ რომ ფაქტი იყო, მე და ეკა, ვერასოდეს შევთანხმდებოდით. ჩაის თემის სავანე, მე და ნატამ ჩემი ახალი მოპედით დავტოვეთ. ამ დღეს ამიხდა ჩემი წლების ოცნება-10.07.17. და ვინაიდან ჩემი ჟოლოსფერი მოპედი საოცრად ჟოლოსფერია, გაიცანით ჩემი მოპედი - ჟოლო. __________________ პამ პააამ, ჩემი დაბრუნებით გამოწვეულ შოკს თავს რომ დააღწევთ ამის მერე წასაკითხი- გამარჯობათ, პირველ რიგში მინდა გითხრათ როგორ მომენატრა აქაურობა და როგორ მომენატრეთ თქვენ ყველა. მოკლედ, ეს იქნება ისტორია, რომელიც დაიდება კვირაში ერთხელ (მაქსიმალურად ვეცდები), იქნება რამდენიმე თავი (ჯერ არ ვიცი ზუსტად რამდენი) და არ შეწყდება (თავს არ დავდებ მაინც, მაგრამ 90%ით ბოლომდე მივიყვან). მინდა რომ ასე ნელ-ნელა გამომყვეთ და როგორც ყოველთვის მოვისმინო თქვენი აზრები. ახლა კი, თუ ჯერ კიდევ არ გჯერათ რომ ეს ნამდვილად მე ვარ, შეგიძლიათ გადაიკითხოთ კიდევ ერთხელ ეს თავი და გაიცნოთ ნატა, ეკა, ირაკლი, ტყუპები და რა თქმა უნდა, ამ თავის და ისტორიის მთავარი გმირი-ჟოლოსფერი ჟოლო! დიდი სიყვარულით, ნიუ იორკერი (ან ელენიკო სიხარულიძე, რომელიც გაგიხარდებათ). |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.