მივედი, ვნახე, შევიყვარე (თავი მეცხრე)
ლანა კანდელაკი. დილიდანვე თუ მობილურის ზარი აღვიძებს, ის დღე უკვე საშინლად იწყება. ზმუილით მოავლო თვალი ოთახს, შემდეგ მაჯის საათს დახედა და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. - გისმენთ - ჯერ კიდევ ძილ ბურანში მყოფმა, თვალებ დახუჭულმა და უკმაყოფილომ უპასუხა - ლანა გძინაავს? - მობილურში გაისმა მისთვის ნაცნობი ხმა, თვალები უმალ გაახილა და ტელეფონს დახედა, გაკვირვების მიზნით ტუჩები გადმოაბრუნა და სწრაფად გასცა პასუხი - უკვე აღარ, ხო მშვიდობაა ლაშა? - კი მშვიდობაა, როგორ ხარ? - ჰკითხა უფროსმა მხიარული ხმით - კარგად, შენ როგორ ხარ? არამგონია მაინც და მაინც რვა საათზე ჩემს მოსაკითხად დაგერეკა - ჩაიცინა ტელეფონში და საწოლზე წამოჯდა. არა უფროსთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, უბრალოდ მოსაკითხად რვა საათს არ შეარჩევდა, მითუმეტეს იცის რომ დასასვენებლადაა - მშვიდობაა მაგრამ აუ ერთი თხოვნა მაქ მაგრად მერიდება მაგრამ შენს გარეშე არ გამოდის საქმე - მის პასუხს ლანას უჟმური სახე და ამოხვნეშა მოჰყვა - რა ხდება? ოღონდ არ მითხ - სიტყვა ვერ დაასრულა - იაპონელი ინვესტორები არიან, ახალი ქალაქის მშენებლობა დაასრულეს და სასწრაფოდ ივენთი სჭირდებათ წარსადგენად, საკმაოდ დიდ თანხას იხდიან, ჩვეულებრივზე სამჯერ მეტს. ავუხსენი რომ დასასვენებლად ხარ და შენს შეწუხებას აზრი არ აქვს, რომ ფულზე არ გაიყიდები - ფულის თემას ხაზი სიცილით გაუსვა - მაგრამ შენს გარეშე არაფერი არ უნდათ, მარტო შენს თავს ითხოვენ, სამჯერ მეტს იცოდე - გაიცინა ლაშამ და თან დარწმუნებული იყო, ლანა უარს ვერ იტყოდა - აუ კარგით რაა, ადამიანები არ ხართ? სამი დღე ვერ მოიცდიან? სამ დღეში ჩამოვალ ისედაც, გთხოოვ ლაშა - მუდარა აღმოხდა ლანას - აი ბავშვს გეფიცები თუ ყველაფერი არ გამეკეთებინოს მაგრამ არაო, დაჟე დღესვე უნდათ რომ დაიწყო მზადება. გეხვეწები ლანა მიშველე რა. თან სამჯერ მეტს იხდიან და უარი არ თქვა, გთხოვ - შეეხვეწა უფროსი ბავშვურად და ლანამაც თავი გვერდზე მომაკვდავი ძაღლივით გადააგდო - კარგი კარგი, მოვემზადები და შუადღეს თბილისში ვიქნები როგორმე, დაგირეკავ რომ ჩამოვალ მაგრამ იცოდე როცა მომინდება მაშინ ავიღებ შვებულებას, ვირივით დავრბივარ აქეთ იქით და ათი დღე არ დამასვენეთ - ბრაზმორეულმა ჩაილაპარაკა - ამდენ წუწუნს ახლა რომ ადგე და მოემზადო ურიგო არ იქნება, მადლობა შენ ჩემი გადამრჩენელი ხარ გაკოცე და წავედი, გელოდები მთელი დღე აქ ვარ, მეც მოგეხმარები ფართს ვაჩვენებ ამათ და მოკლედ დაგაზე და აქ მოდი პირდაპირ. შენი მონა ვარ ამიერიდან - მხიარულად ჩასძახა და გაუთიშა '' მასხარა '' გაიფიქრა ლანამ სიცილით და საწოლიდან წამოდგა. თავი მოიწესრიგა და სანაპიროზე გავიდა, ერთს გაიცურავებს და გადმოვა. ვინ იცის კიდევ როდის ეღირსება შვებულება?! სასტუმროში დაბრუნებულმა, ბარგის ჩალაგება დაიწყო. გოგოებს დაურეკა და აცნობა ახალი ამბავი მაქვს, მოდითო. - აუ კაი რაა, ჯერ იყო და ალექსანდრეს შეალიე ეს დღეები და ახლა კიდე მიდიხარ? რა უნამუსობაა პროსტა არ მესმის - გაბრაზებულმა იკივლა ირინკამ - აუ ჩვენც წამოვალთ, რა ვაკეთოთ? - დაამატა დიანამ, რომელიც აშკარად ნაწყენი იყო ნაადრევი წასვლისგან - რა უნდა აკეთო და ის რასაც აკეთებდი როცა მე ალექსანდრეს შევალიე დრო - მონოტონურად გაიმეორა ირინკას ნათქვამი და ენა გამოუყო - დარჩით თქვენ რატო უნდა წამოხვიდეთ? დაისვენეთ ისედაც რაღა დარჩა და რომ ჩამოხვალთ გნახავთ - აუ შენ არ გეწყინება? - ბავშვივით გაუხარდა ირინკას - არა გოგო რა უნდა მეწყინოს? უნდა ვიმუშავო და დავგეგმო ყველაფერი, დრო სად მექნება საერთოდ. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდნენ გოგონები, რომ კარზე კაკუნი გაისმა. კარებში ალექსანდრე შემოვიდა, გოგონებმა უცბად მიესალმეს, ლანას დაემშვიდობნენ და გავიდნენ. საყვარელი ქალის მოფერებით გული რომ იჯერა, საწოლზე ჩამოჯდა და ბარგს დააკვირდა. - რა ხდება ლანა? - ფანჯარასთან დადგა და სიგარეტს მოუკიდა - სამსახურიდან დამირეკეს, უჩემოდ არაფერი გამოსდით და უნდა წავიდე, ხომ იცი მე რა ყოვლის შემძლე ვარ, სადაც არ ვარ იქ ყველაფერი ირღვევა - გაეცინა ლანას და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. ამ ბოლო დროს თავს საერთოდ აღარ თვლის რამეში დამნაშავედ, პირიქით ძალიან გათამამებულია ალექსანდრესთან, არც გრძნობების გამოვლენა უჭირს და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს საყვარელი მამაკაცის გვერდით. - კარგი ავიღებ ჩემს ნივთებს, შაკოს გავაფრთხილებ და წაგიყვან - ცხვირი ყელში გაუხახუნა და უკნიდან მიეხუტა - აუ არა ალექს რა არ მინდა შენი შეწუხება, გთხოვ დარჩი რატომ უნდა დაკარგო დღეები ჩემს გამო? - გულწრფელად შეშფოთდა ლანა - მერე უშენოდ რომ აქ დავრჩე, შენ არ იეჭვიანებ? - გამომცდელი მზერით დააკვირდა ქალს და ბინგო, ასიანში გაარტყა. სახეზე ალმური მოედო ლანას - მაქვს საქმე საეჭვიანოდ? - მალევე მიუხვდა ალექსანდრეს და ვნებიანად ჩაილაპარაკა, ხელები ნაზად აათამაშა მის სხეულზე და პერანგის ღილები ოდნავ შეუხსნა. - პატარა მაიმუნი ხაარ - ჩაილაპარაკა ვნებამორეულმა და საყვარელი ქალის ყელს წაწვდა. სიცილით მოიშორა ლანამ ალექსანდრე და ცხვირზე წაეთამაშა. თან ანიშნა მაგვიანდებაო - მიდი ჩალაგდი და წავიდეთ. - უთხრა და გასვლა დააპირა - რაც შეეხება შენს კითხვას, საეჭვიანო არაფერი გაქვს, მთლიანად შენი ვარ - ჩაიილაპარაკა და სახელურს წაწვდა - ალექსანდრე - დაუძახა ჩუმად, მამაკაციც შედგა და უკან მხოლოდ თავი მოატრიალა - მიყვარხარ ძალიან - ტუჩებით კოცნა გაუგზავნა და გაიკრიჭა - მეც მიყვარხარ მომავალო მეუღლევ - სერიოზული სახით ჩაილაპარაკა და გაუჩინარდა. _____________________ მიუხედავად იმისა, რომ ლანა წინააღმდეგი იყო, მაინც მოახერხა ალექსანდრემ მისი დათანხმება და თბილისის გზას გაუდგნენ. მთელი გზა ელაპარაკებოდა თავის ისტორიებზე მაგრამ გრძნობდა რომ ალექსანდრე რაღაცნაირად მოღუშული იყო - რა გჭირს? - ჰკითხა და ხელის ზურგი ლოყაზე გაუსვა - ჩემს წინადადებაზე არც დაფიქრებულხარ არა? - კითხა ქალს ირონიულად - ვიფიქრე მაგრამ მინდა ყველაფერი ოფიციალურად მოხდეს, მარტო ჩემზე არ არის გადაწყვეტილება, ჩვენს უკან ჩვენი მშობლები და ახლობლები დგანან - ალექსანდრეს რეაქციას დააკვირდა, მამაკაცმა მობეზრებულად გადააქნია თავი - ალექსანდრე მე შენ ძალიან მიყვარხარ, რა თქმა უნდა მინდა რომ შენი ცოლი ვიყო, გვყავდეს შვილები და ვიყოთ ერთად, ზღაპრულად. გვქონდეს ბედნიერი დღეები როგორც აქ, უკან - ხელით ანიშნა ბათუმზე - უბრალოდ ნაადრევი გადაწყვეტილება არ მინდა მივიღოთ, არ მინდა ჩემებს ან შენებს გული დასწყდეთ, გავაკეთოთ ოფიციალურად ყველაფერი, ჩვენ ერთმანეთი ისედაც გვიყვარს და მაინც ერთად ვიქნებით, ვიღაც კი რატომ უნდა დავტოვოთ ნაწყენი? ასე რომ დაფიქრდი და დამიჯერე, თან მზად ხარ ჩემი გამუდმებული წუწუნი აიტანო და ჩემი საშინელი ხასიათი შეისისხლხორცო? - გაეცინა და მამაკაცის ხელს ნაზად შეეხო ბაგეებით - მე შენი ხასიათიდან დაწყებული, შენი ხალით დამთავრებული ყველაფერი მიყვარს. კარგი იყოს როგორც შენ გინდა მაგრამ მალევე მოვაბათ რა თავი - ჩაილაპარაკა პატარა ბავშვივით. თბილისში ჩასვლამდე ბევრ თემაზე ისაუბრეს, ალექსანდრეც მოხასიათდა, დარწმუნდა, რომ ქალი არა მხოლოდ უაღრესად კეთილი ბუნების იყო, არამედ ანგარიშიანიც. უფრო დააფასა მისი თავდადება და მოთმინება. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლიათ ახლავე დაიწყონ ერთიანი თანაცხოვრება, მაინც სცემს პატივს საკუთარ და ალექსანდრეს მშობლებსაც. გზა და გზა ერთმანეთს ეფერებოდნენ და სიყვარულ ჩამდგარი თვალებით უყურებდნენ. - ალექს, - ჩაილაპარაკა ლანამ მოულოდნელად - შენი აზრით რა ფერია სიყვარული? - ფერი? - გაიკვირვა მამაკაცმა - ხო, აი ყველაფერს ხომ რაღაც ფერი აქვს, ხოდა სიყვარული რა ფერია შენი აზრით? - ფანჯარაში გაიხედა და თვალები მინაბა - მწვანე ალბათ - გაეცინა ალექსანდრეს - შენ რას ფიქრობ? - სიყვარული ყველა ფერია! - პასუხობს ღიმილით. - სიყვარულს შეუძლია სიბრაზე, რაც ჩემი აზრით ნარინჯისფერია, სევდა როგორც ნაცრისფერი, ბედნიერება როგორც იისფერი, მოულოდნელობა როგორც მწვანე. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ იისფერია. სიყვარული ბედნიერება და დაუგეგმავი თავგადასავალია. - ჭკუიდან რომ გადაგყავარ და მაგიჟებ მითქვამს? - გრძნობით გამსჭვალულმა გადახედა ლანას და თითები დაუკოცნა - კი გითქვამს, გზას უყურე - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა - ჩემს საყურებლად დრო მთელი ცხოვრება გექნება თბილისში ჩასვლამდე ლანას ათჯერ მაინც ჩაეძინა და ალექსანდრემ ათივეჯერ გააღვიძა. არ შემიძლია უშენოდ და რა გავაკეთოვო. ლანაც მხიარული ხვდებოდა მამაკაცის პასუხებს და მთელი გზის მანძილზე არ აწყენდა. სახლში შესვლის დრო არ ჰქონია, პირდაპირ სამსახურში დაატოვებინა თავი. ალექსანდრეც შეპირდა ცოტას გამოვიძინებ, მანამდე შენ იმუშავე და საღამოს გნახავ აუცილებლადო. - ღმერთო რა ბედნიერებაა შენი ნახვა - მართლაც ბედნიერმა ჩაილაპარაკა ლაშამ და ქალი ისე ჩაიხუტა, ძვლების ხმაც კი გაიგო - უჩემოდ ვერაფერს აკეთებ ჰო? - გაიკრიჭა ლანა და მაგიდას მიუჯდა ლაშამ აჩვენა არჩეული ფართები, აუხსნა რომ უმეტესი საქმე მოგვარებული იყო. ლანაც მთელი საღამო კმაყოფილი აკეთებდა ყველაფერს, რადგან ძირითადი და მოსაბეზრებელი ლაშას უკვე გაკეთებული ჰქონდა, თვითონ ისღა დარჩენოდა მარტივით დამტკბარიყო და სიამოვნება მიეღო. საღამოს როგორც შეპირდა ალექსანდრემ დაურეკა. - მინდოდა დარეკვა მაგრამ ვიცოდი დაღლილი იქნებოდი, რას შვრები? - ბედნიერმა ჩაილაპარაკა და წასასვლელად მოემზადა - შენი სამსახურის ქვემოთ ვარ და შენ გელოდები, შენი ფანჯრიდან შუქი ჩაქრა ანუ გამოდიხარ. - იგრძნო როგორ ეღიმებოდა ალექსანდრეს და სიამოვნებისგან გააჟრიალა. გიჟივით გავარდა შენობიდან და მანქანაზე მიყუდებულ ალექსანდრეს მთელი სხეულით აეკრო. - ასე ძალიან მოგენატრე? - კითხა მამაკაცმა და მონატრებული ქალის სხეული უფრო ჩაიკრა - ძალიან, უზომოდ, ულიმიტოდ - გაკრეჭილმა ამოიყვირა და მანქანაში შეხტა - ოხ, მერე ეგ კარგია, ესე იგი საერთოდ ვეღარ ძლებ უჩემოდ - ნაზად წაეთამაშა ქალის თითებს - სად მივდივართ? - სახლში წავიდეთ, ხომ დარჩები? - საკუთარმა კითხვამ შეაცბუნა, როდის მოასწრო ასე უპირობოთ წამოყრანტალება რაღაცების ვერ მიხვდა - ჩემი მდგომარეობით სარგებლობ და სახლში გინდა შემიტყუო ხო? - კითხა ალექსანდრემ და ხმამაღლა გადაიხარხარა. - დიახ, მინდა რომ ძალიან ძალიან შეგაცდინო - ვნება მორეული ხმით ჩაილაპარაკა ლანამ და ალექსანდრეს თითი ტუჩებთან მიიტანა. - რა ცუღლუტი ქმნილება ხარ. სახლში შესვლისთანავე შუქის ანთებაც არ დასცალდა ლანას, როცა იგრძნო როგორ დაეტაკა ალექსი მის სხეულს. ტანსაცმელს გიჟივით ხდიდნენ ერთმანეთს, თან საძინებლისკენ მიდიოდნენ. წამებში ააფრიალა ქალის შიშველი სხეული და ფეხები წელზე შემოიდო. საჯდომზე ხელი ძლიერად მოუჭირა და იგრძნო როგორ შეხტა ლანას სხეული სიამოვნებისგან. საწოლზე ველურივით გადააწვინა, ზემოდან მოექცა და ქალის მკერდს ხარბად დაეწაფა. იგრძნო როგორ დაეჭიმა ლანას სხეული და მთლიანად მოემზადა სიამოვნებისთვის. ლანას გათამამებული ქცევა უფრო აგიჟებდა ალექსანდრეს, თავი ვეღარ შეიკავა და ყველანაირი სინაზე ჯანდაბაში მოისროლა. ახლა მხოლოდ დაუოკებელი სურვილი ჰქონდა საყვარელი ქალის მოფერების და მასში ნებივრობის. რამოდენიმე წუთში ოთახში ორი ადამიანის ხმამაღალი ხვნეშისა და სუნთქვის ხმა ისმოდა. დაღლილებს კი ერთმანეთზე ჩახუტებულებს მალევე ჩაეძინათ. მთელი სამი დღე მუშაობდა ლანა და საღამოს შესავლების გარეშე ალექსანდრესთან სიამოვნების მორევში შესვლით აგვირგვინებდა. შემდეგ სიამოვნებისგან მიბნედილებს ერთმანეთზე ჩახუტებულებსა და ახლართულებს ეძინებოდათ. იაპონელები აღფრთოვანებულები დარჩნენ ლანას გემოვნებით და სერიოზულობით. ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, შემდეგ ბარათი 5 ციფრიანი თანხით შეუვსეს და რა თქმა უნდა პირველი ორი მოსაწვევიც ლანას აჩუქეს. რადგან ორი დღე კიდევ ჰქონდა გადაწყვიტა ერთი დღე შოპინგისთვის მიეძღვნა, მეორე კი ალექსანდრესთვის. ივენთისთვის ძალიან ლამაზი კაბა შეარჩია. ფეხთან ჩახსნილი და წელ მოხსნილი. რადგან ფორმები საშუალებას აძლევდა ყველანაირი სტილი გაელამაზებინა, კაბაც ისეთი იყიდა, ყველას თვალი მასზე რომ დარჩენოდა. კმაყოფილი დარჩა საკუთარი არჩევნით და ნამუშევრით. - ლანა დავიგვიანებთ და ხომ არ გინდა მერე თქვან რა არაპუნქტუალურიაო? - ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და სიგარეტს მოუკიდა. მოულოდნელობისგან პირი გააღო და სიგარეტი ფანჯრიდან ისროლა. აჩქარებული ნაბიჯით წავიდა ქალისკენ და წამებში მკლავებში მოიქცია. - კარგია რომ ამ კაბაში არ მინახიხარ აქამდე, თორემ წამებში განადგურდებოდა - ვნებამორეულმა ჩაილაპარაკა და ქალის ტუჩებს დაეწაფა. - მოგწონს? - გრძნობები დაიოკა ლანამ და მამაკაცის ტუჩებისგან თავი გაითავისუფლა - მიყვარს. გიხდება, ლამაზი კი არა ულამაზესი ხარ. თან იმდენად სექსუალური, არ ვიცი თავს როგორ შევიკავებ - რამოდენიმე საათი შეიკავე და ღამით თუ გინდა სადარბაზოშივე გაანადგურე - გაეცინა ლანას და საპასუხოდ მხოლოდ უკანალზე მსუბუქი წამორტყმა მიიღო. მთელი ივენთის განმავლობაში ყველა აქებდა და ადიდებდა ლანას. ყველა კმაყოფილი იყო, ლანაც გაკრეჭილი და ნასიამოვნები მადლობებს იხდიდა. ბევრი სერიოზული კომპანიისგან მიიღო შეთავაზება, თუმცა საბოლოოდ მაინც ყველას უხსნიდა, რომ მისთვის მთავარი იყო ლაშა და ასე ვერ მოექცეოდა. ალექსანდრე კმაყოფილი ადევნებდა თვალს საყვარელ ქალს და გულში ღმერთს ათას მადლობას სწირავდა. არ შემცდარა არჩევანში! ლანა იყო გენიალური ქალი! სწორედ ისეთი, როგორიც ალექსანდრეს შეეფერებოდა. უხაროდა ქალის თითოეული წარმატება. საღამოს სახლში დაბრუნებულებმა რა თქმა უნდა სიყვარულით აღნიშნეს წარმატება, კაბა არ გახეულა და არ დაზიანებულა თუმცა ბევრიც არ ეკლდა მის განადგურებას. ლანამ მალევე მიიღო ახალი შეთავაზება, ალექსანდრეც დაუბრუნდა სამსახურს. გოგონებიც ჩამოვიდნენ, შაკო დარჩა რადგან ვიღაც გოგოსთან საზაფხულო რომანით იყო დაკავებული. ყველაფერი იმდენად ბედნიერად მიდიოდა, ლანას წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ მალე რადიკალურად შეიცვლებოდა სიტუაცია. სამსახურიდან გამოსვლისას, ალექსანდრე რა თქმა უნდა დახვდა და ერთმანეთს ისე მიეწებნენ, დანითაც ვერ გაჭრიდით. გადაწყვიტეს კლუბში წასულიყვნენ, გოგოები უკვე ელოდებოდნენ ამიტომ გეზი პირდაპირ დანიშნულების ადგილამდე აიღეს. შენობაში ხელგადახვეულები შევიდნენ, ირინკა და დიანა რა თქმა უნდა უკმაყოფილოდ წუწუნებდნენ, თქვენ სულ როგორ უნდა აგვიანებდეთო. მთელი საღამო ერთობოდნენ, შეამჩნია, რომ ალექსანდრეს ერთი და იგივე უცხო ნომერი ურეკავდა, შეწუხებულმა მამაკაცმაც ბოდიში მოიხადა და გარეთ გავიდა. ლანა ბართან სასმელის მოსატანად მივიდა და თან მეგობარი ბარმენიც მოინახულა მარტომ. - მიხარია, რომ შერიგდით - მოულოდნელად წამოროშა ბარმენმაც და ლანას ღიმილნარევ გაკვირვებულ სახეს წააწყდა - რაო? ვერ გავიგე - მართლა დაიბნა ლანამ. ბარმენმა ჩათვალა, რომ ელექტრონული მუსიკისა და ხმაურის ფონზე ვერ გაიგო მისი ნათქვამი და უფრო ხმამაღლა ყურთან გაუმეორა - მიხარია, რომ შერიგდით მეთქი. ეგ ხო ის ტიპია გაჩას ივენთზე რო იყავით ერთად, ეგეც მაგარია, ეთქვა რომ შეყვარებულები იყავით რაღას მიმალავდა რა - ჩაიცინა ბარმენმა და გულწრფელად გაუხარდა მათი ამბავი. ლანას სახეზე ათასი ფერი ერთად დაედო. მომენტალურად დაეხვა თავბრუ და თითქოს ურო ჩაარტყეს თავში, ყველანაირი ფიქრი აერია. გული გამალებით უცემდა, სადაც იყო უნდა გამსკდარიყო. - რას.. რასამბობ, რა გაჩას, პირველად მაშინ ვიყავით ერთად, კლასიკური მუსიკა რომ ჩართეს და ვიცეკვეთ - დენდარტყმულმა წამოროშა ლანამ და სცადა მოწოლილი სიბრაზე დაემალა - შენ გოგო მე მადებილებ თუ რა გჭირს, გაჩასთან მეთქი, რო იცეკვეთ მაშინაც ეგ იყო მთელი საღამო რო დაექსტაზებულები და დაბოლილები იყავით სასტავი, გადამრევთ, რა ფხიზელი მე ვარ და მე მაბოლებთ - გაბრაზდა ბარმენი, წარმოდგენა არ ჰქონდა რას ლაპარაკობდა ლანა. - დარწმუნებული ხარ რომ ეგ ტიპი იყო? - ცრემლებამდე მისულმა ჩაილაპარაკა ლანამ და მუშტი შეკრა - კი ასიანი, დაჟე მერე იყო მოსული და გეძებდა, მეგონა იცოდი შენ, აუ არადა გამაფრთხილა არ თქვაო. შენ გელოდებოდა ხოლმე სულ აქ სანამ არ გამოჩნდი. იმ ღამის მერე ხო არ მოდიოდი შენ ხოდა ყოველ საღამოს აქ იყო და გელოდებოდა რა, რავიცი მე მინდოდა მომელოცა და ვერ გავიგე რა ხდება - ჩაილაპარაკა და მომენტალურად ინანა, როგორც კი ლანას სახეს წააწყდა. ლანა ლამის მოკვდა. უსიამოვნო ტკივილი და ღებინების შეგრძნება მთლიანად მოედო მის ტანს. ლასლასით მივიდა გოგოებთან, ჩანთა და ტელეფონი აიღო და ხმა გამწყდარი, სრულიად შეცვლილმა ჩაილაპარაკა - მივდივარ - თან კარებში შემოსული ალექსანდრე დალანდა - იცოდე უკან არ გამომყვეთ - რა ხდება მშვიდობაა? - ფეხზე წამოდგა ირინკა - ეგ ამ ნაბიჭ*არს კითხეთ - ბრაზმორეულმა წამოიყვირა რომ ალექსანდრეს კარგად გაეგო. მამაკაცის გაცოფებულმა მზერამ ყველაფერი ნათელი გახადა, ლანა გაგიჟებული გავარდა კლუბიდან. გოგოები კი გაოგნებულები იდგნენ და ვერც გაეგოთ რა მოხდა. - ალექსანდრე რა ხდება? ბარმენს ელაპარაკებოდა და უცბად...- სიტყვის დასრულება არ დასცალდა დიანას ალექსანდრეც ზუსტად მიხვდა რაც მოხდა - მე ვარ ის ტიპი ვის გამოც ასეთ დღეში იყო მთელი ეს თვეები - ყველაფერს ნათელი მოჰფინა ალექსანდრემ და მშვიდი ნაბიჯებით გავიდა გასასვლელისკენ. ______________________ იმედია ხვდებით, რომ გაწელვას აზრი აღარ აქვს. ვფიქრობ, ორივეს გრძნობა ძალიან კარგად ჩანდა თითოეულ თავში, ამ თავის ჩათვლით. სჯობდა ალექსანდრეს სიმართლე თავისი პირით ეთქვა. დასასრულს თითქმის ერთი თავი გვაშორებს. უღრმესი მადლობა, რომ კითხულობთ და ალბათ თქვენი მოლოდინი გავამართლე. მაინტერესებს თქვენი აზრი, ზოგადად ამ ისტორიაზე და ამ თავზე, რას ფიქრობთ აპატიებს ლანა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.