იასამნისფრად მიყვარხარ (თავი 2)
...ფანჯარასთან მივედი, ფარდა გავწიე და გავოცდი... -თორნიკეე?? -ფანჯარა გამოვაღე. -აქ რა გინდა შე იდიოტო? ან ჩემი მისამართი საიდან გაიგე?? -მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ჩემს გამო რამის რაღაც მოგივიდა და ძაან ვინერვიულე. კარგად ხარ? რამე ხომ არ გჭირდება? -შენ ბიჭო ვერ ხარ? საერთოდ გიცნობ? წადი, თავი დამანებე რა, შენს გამო რამის ცხირი გავიტეხე, ეგ არგეყო, თავხედურად მოდიხარ და კიდევ რაღაცეებს მელაპარაკები -ბოდიში რა, არმინდოდა მართლა. მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე მისი ლურჯი თვალები. შავგვრემანი იყო და ლურჯი ფერის თვალები უზომოდ უხდებოდა. მაღალი იყო, ტანზე ეტყობოდა რომ ბევრს ვარჯიშობდა. ყელთან ტატუ შევამჩიე. რასაყვარელია თქო და თან რა საზიზღარი, გავიფიქრე. სახეში შევხედე. მივხვდი რომ ნანობდა. თვალებშიც ვერ მიყურებდა წესიერად, დაბლა დაიხედა და ბოდიში მომიხადა კიდევ ერთხელ. ამან თითქოს გული მომილბო. გაურკვევლობაში ვიყავი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბიჭი, რომელიც ყველა გოგოს დასცინის და აგდებულად ექცევა, ჩემთან მოვიდოდა და ბოდიშს მომიხდიდა. გაოგნებული ვიდექი. მივხვდი რომ ჩხუბი უკვე უადგილო იქნებოდა აქ... და ცოტა ხანი პაუზის შემდეგ წყნარად ლაპარაკი დავუწყე -არ ვიცი ახლა აქ რატომ ვდგევარ და რატომ ვუსმენ ბიჭს, რომლის გამოც დაახლოებით ერთი საათის წინ რამის ცხვირი გამიტყდა, არც ის ვიცი როგორ ვახერხებ ნერვების მოთოკვას და ახლა წყნარად როგორ გელაპარაკები, უბრალოდ ერთს გეტყვი და დავამთავროთ.. შენი მაგ საქციელის გამო შეიძლება მე რამე მომსვლოდა იცი? -ვიცი. თავს არ წევდა ისევ დაბლა იყურებოდა მორცხვი ბავშვივით. -უბრალოდ ასე აღარმოიქცე. - წყნარად ვუთხარი მე. -და გოგონების დაცინვასაც მოეშვი. ჩემს მეგობრებს მეორედ ცუდად აღარ შეეხო თორემ რაცმოგივა მერე შენს თავს დააბრალე. შემდეგ უკვე წყნარად აღარ დაგელაპარაკები. ახლა წადი. - ანუ მაპატიე?- და თვალებში შემომხედა. - ხოო, გაპატიე. რამოდენიმე წამი ისევ მიყურებდა თვალებში და არაფერს ამბობდა. მეც ვუყურებდი და იმდენად დაბნეული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა. შემდეგ ისევ ძირს დაიხედა, უკან მიტრიალდა მოტოზე დაჯდა და წავიდა. გაოგნებული ვიდექი ფანჯარასთან. მისი წასვლის შემდეგ პირველი რაც გავიფიქრე ის იყო, რომ მეთქი ეს ბიჭი ვერ არის? ვერ ვიჯერებდი, მიკვირდა ასე რატომ მოიქცა, ან რატომ ნანობდა ასე ძალიან თავის საქციელს. რათქმაუნდა ცუდად მოიქცა მაგრამ ასეთი ბიჭისაგან არ მოველოდი ბოდიშის მოხდას. ჩემი ნომერი ან მისამართი საიდანღა გაიგო? ძალიან დაბნეული ვიყავი. ფიქრებიდან მალე გამოვერკვიე, ფანჯარა დავხურე და დავწექი. გადავწყვიტე რომ ამაზე აღარ მეფიქრა, რაც იყო იყო, იმედია ტკივილიც მალე გამივლის....ისევ გუგაზე დავიწყე ფიქრი. ნეტა ეხლა რას აკეთებს? ამბათ სძინავს, ან გარეთაა... მალევე ჩამეძინა. 10:43 ვიღვიძებ, ძალიან მეძინებოდა, მაგრამ ვერარ დავიძინე და ავდექი. მაშინვე სარკეში ჩავიხედე. ცხვირის ქვემოთა ნაწილში ოდნავი ჩალურჯება მქონდა. ხელი რომ შევახე მეტკინა. სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად. სახლი საშინლად არეული იყო. იმედია ნინი სახლშია თორემ ამდენი რამის დალაგება მარტოს მომიწევს -გავიფიქრე და ნინის ოთახის კარის სახელური ფრთხილად ჩამოვწიე, რომ გამეგო, სახლში იყო თუ არა. მისი გაღვიძება არ მინდოდა. სწორედ მივხვდი, სახლში იყო და ეძინა. ოთახი ძალიან სუფთა და დალაგებული ჰქონდა. საერთოდ ასეა, ჩემი დის ოთახი არეული ძალიან იშვიათადაა, ჩემი კი თითქმის ყოველთვის. აბიტურიენტი იყო, ძალიან ბევრს მეცადინეობდა და ვხვდებოდი ამდენ რანეს როგორ ასწრებდა. მეც არ ვსწავლობდი ცუდად მაგრამ ის ყოველთვის მჯობნიდა. ეს ძალიან მეამაყებოდა ყოველთვის. კარის ფრთხილად მივხურე, მისაღებ ოთახში გავედი და სახლის დალაგება დავიწყე. 12:32. -აუუ კრისწ რაკაი გოგო ხარ რომ მიალაგე აქაურობაა... -ყავას დალევ? - ვკითხე მე -ხოო დავლევ. სამზარეულოში გავედი და ყავის გაკეთება დავიწყე ნინიც გამოვიდა და სამზარეულოს მაგიდაზე შემოჯდა. -სად იყავი გუშინ ქალბატონო? - მკითხა ირონიული ღიმილით. ჩემსა და ნინის შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ 2 წელი წელი იყო, თან მის ნაირად არავინ მიგებდა, არც დედა, არც მეგობრები, არავინ, ამიტომაც მასთან საუბარი ყოველთვის მიყვარდა. ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევდა. მისთვის რომ დამეჯერებინა, ალბათ დღეს ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა... მახსოვს გუგაზე მეუბნეოდა ხოლმე, ეგ ბიჭი შენ არ შეგეფერებაო, მაგრამ არდავუჯერე. ახლა რჩევა ნამდვილად მჭირდებოდა და ნინის ყველაფერი მოვუყევი. გუგაზე, ფოტზე, თორნიკეზეც...გუგას ამბავი არც გაკვივებია. -ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, გაფრთხილებდი კიდეც მარა რა.. არაუშავს საყვარელო ამის მერე ისწავლი ჭკუას. მე აღარაფერუ მითქვამს. -და ეგ თორნიკე სიმპათიურია? -მკითხა ღიმილით. -ხო, ძალიან. მაგრამ საიდან გამოჩნდა საერთოდ? ადრე არასდროს მინახავს არც ამ ბიჭებთან ერთად და არც ისე. ჩვენი სკოლელიც არაა. თან ბოდიში მომიხადა... რაღაც უცნაური ამბავია... -გოგო რა თავს იდებილეებ? მოსწონხარ და ბოდიშიც მაგიტომ მოგიხადა. -რა მოვწონვარ, ფეხი წამომიდო რამის ტვინი დავასხიი. თან გუშინ პირველად ვნახე რა მოვწონვარ... -ეგ იმიტომ გააკეთა რომ შენი ყურადღება მიექცია, ნუ ხარ სულელი -კაი რა. შანსი არაა, მასეთი ბიჭი მე როგორშემომხედავს? რომც მოვწონდე რა? მე ისევ გუგა მიყვარს -რას უწუნებ შენს თავს გოგო? იმ დებილ ნანკას აღარ ჯობიხარ? მარა ვერ ხედავ? ყველა მაგას უძვრება. -ეგ ა და იმიტო. -შენი ტელეფონია? ავდექი და ჩემს ოთახში გავედი რომ ტელეფონისთვის მეპასუხა. -ხოო დე -რას შვრებით კრისწინა? ნინი სახლშია? -ყავას ვსვავთ დე, ხოო სახლშია. -კარადაზე დაგიტოვეთ ფული. თუ რამე დაგჭირდათ იყიდეთ. ჭკვიანად იყავით. -აჰაამ კაი. -დედამ ფული კარადასზე დევს და თუ რამე დაგჭირდათ ჩემს მოსვლამდე, იყიდეთო. -კაი. მე ხმა აღარ გამიცია. -საღამოსთვის რა გეგმები გაქვს? -არანაირი. სკეიტით გავალ და ვისეირნებ. შენ? -მე რაღაცეები მაქ სასწავლი... უზომოდ მეშინია... სასწავლო წლის დასრულებამდე და საატესტატო გამოცდების დაწყებამდე 2თვეღა იყო დარჩენილი ამიტომ ნინი ძალიან ბევრს მეცადინეობდა. მე ეჭვიც არ მეპარებოდა მასში. ვიცოდი რომ აუცილებლად ჩააბარებდა. ჩვენი სკოლის ერთ ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო, როგორ ჩაიჭრებოდა?! -ნუ მაგიჟებ, რისი გეშინია?ჩააბარებ აბა რას იზავ!- ვუთხარი მე და სააბაზანოში გავედი. წყალი გადავივლე. რომ გამოვედი ნინის უკვე სუფრა ჰქონდა გაშლილი. საჭმლის დანახვაზე მივხვდი, რომ ძალიან მშიოდა. ვჭამეთ, რაღაცეებზე კიდე ვილაპარაკეთ, შემდევ ჩავიცვი, ყურსასმენები გავიკეთე, სკეიტი ავიღე და გარეთ გავედი. გადავწყვიტე სკეიტ პარკში წავსულიყავი და იქ ვყოფილიყავი. მიკვირდა, მთელი დღეა არც ლანას და არც მარიშკას არ დაურეკავთ.ნეტა სად არიან? გავიფიქრე. ცხრის ნახევარი იყო სახლში რომ მივედი. დედა და მამა სახლში იყვნენ. მივედი და ორივე გადავკოცნე. შემდეგ მთელმა ოჯახმა ერთად ვივახშმეთ და ჩემს ოთახში შევედი. ლეპტოპი ჩავრთე. ორი დღეა ფეისბუქზე არ შევსულვარ. მიკვირს როგორ გავძელი. არც კი გამხსენებია. 15 შეტყობინება მქონდა გაუხსნელი. რა უბედურებაა გავიფიქრე და გამეცინა. მეგობრების მოთხოვნებს რომ დავაწკაპე, გამეცინა.. თორნიკე? ეს ის იდიოტია? გვარი რატომ არ უწერია? ასე, მხოლდ თორნიკე? მის პროფილზე გადავედი და ფოტოები დავათვალიერე. უმეტესი ფოტოები ძმაკაცებთან ერთად ჰქონდა გადაღებული. რამოდენიმე ფოტოში ნაცნობი ბიჭებიც ვიპოვე. გოგოებთანაც საკმაოდ ბევრი ფოტო ჰქონია გადაღებული...რა იდიოტია, გავიფიქრე გულში, მაგრამ მეგობრობის მოთხოვნას მაინც დავთანხმდი. არ ვიცი რატომ დავთანხმდი მართლა არ ვიცი, უბრალოდ გულმა ასე მიკარნახა. 5 წუთი არ იყო გასული რომ ფეისბუქზე შეტყობინება მომივიდა. -სკეიტით ხშირად სეირნობ? აუ ეხლა რაუნდააა...ნეტავ როდის დამინახა..არაფერს არ მივწერ მერე ამეკიდება და სად მაქ ამის ნერვები, ისედაც ყველა დებილს მე ვიკრავ მაგნიტივით. ცოტა ხანში კიდევ მომწერა. -რაიყო ტო, ხომ მოგიხადე ბოდიში, კიდევ რა გავაკეთო? -და რამის გაკეთება გთხოვა ვინმემ? -არ ვიკბინები ნუ გეშინია, არც შეგჭამ რომ მომწერო. -შენ სად დამინახე? -მეგობარან ერთად ვიყავი მანდეთ და მაგ დროს დაგინახე. ვიფიქრე მივწერთქო მარა რავი, გადავიფიქრე -ჩემი ნომერი ან მისამართი საიდან გაიგე ვინ მოგცა? -მაგას ვერ გეტყვი -მადებილებ? რას ქვია ვერ მეტყვი? მითხარი სწრაფად -უკვე გვიანია, დაიძინე, ხვალ ვეღარ გაიღვიძებ და დაგაგვიანდება სკოლაში. -ეგ შენი საქმე არაა, კითხვა დავისვიი -ძილინების რამის გავგიჟდი. რა დონის საზიზღარი არსებააა.. არ მითხრა მაინც საიდან გაიგო. ალბათ მარიშკამ უთხრა, ეგ ხო პირში ენას ვერ იჩერებს. საერთოდ რატომ დავუბრუნე პასუხი ან რატო დავამატე? ჩემს თავზე ნერვები მეშლებოდა. ბილოს ლეპტოპი დავხურე და დავიძინე. დილით მაღვიძარას ზარმა გამაღვიძა. თვალდახუჭულმა მოვძებნე ტელეფონი და საათს დავხედე. 8 იყო. დილით ადრე ადგომა იყო ის რაც ყველაზე მეტად მძულდა. მაგრამ სხვა რა გზა იყო, ავდექი, მოვწესრიგდი, ჩავიცვი, ვჭამე, ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი. უმეტესად ნინისთან ერთად მივდივარ ხოლმე სკოლაში მაგრამ მას დღეს გვიან გაეღვიძა და რომ დავლოდებოდი, დამაგვიანდებოდა, ამიტომ მარტო წავედი. გზაში გამახსენდა რომ არაფერში მიმეცადინია. იმედია როგორმე გამოვძვრები დღეს და ცუდ ნიშანს არ მივიღებ. კლაში რომ შევედი პირველი მარიშკასთან მივედი, გადავკოცნე და მაშინვე ვუთხარი: -თორნიკეს შენ მიეცი ჩემი მისამართი, -ჰოო უცოდველი ბავშვივით მიყურებდა, თითქოს ვერ ხვდებოდა, რა დააშავა. რამის მოვკალი. -შენ გოგო ვერ ხარ? უცხო ტიპს აძლევ ჩემს მისამართს? ალბათ გავწეწავდი მასწავლებელი რომ არ შემოსულიყო... სკოლაში დრომ უცებ გაირბინა. ბოლო გაკვეთილი დამთავრდა თუარა, ზარის დარეკვისთანავე ჩანთა ავიღე და სწრაფად გავედი კლასიდან. უკან მარიშკა გამომედევნა -კაი რა, რა ბავშვივით იქცევი რას მებუტები -ამხელა გოგო ხარ და დავიჯერო, ოდნავი ტვინიც არ გაქ თავში? -კაი ბოდიში არმეგონა რომ გაბრაზდებოდი. -ხვალ გნახავ. გადავკოცნე და სკოლის შენობიდან გავედი. სკოლის წინ თორნიკე იდგა ბაიკით და სიგარეტს ეწეოდა. აქ რაღა უნდა ამ იდიოტს? რატომ მოვიდა? უცებ დავინახე რომ ერთ ერთი ჩემი სკოლელი მეთორმეტე კლასელი მივიდა თორნიკესთან და ჩაეხუტა. თან რაღაცას ლაპარაკობდნენ.!შემდეგ ორივე მოტოზე დაჯდა და წავიდნენ. არვიცი რატომ, მაგრამ საშინლად გავბრაზდი. რა ხდებოდა ჩემს თავს? ნუთუ თორნიკე მომწონდა? და გუგა? უკვე ერთი წელი იყო გუგას მეტს ვეღარავის ვერ ვხედავდიც და ახლა ვიღაც იდიოტი მომწონდა, რომელიც გოგოების დაცინვის მეტს არაფერს აკეთებს? არა შანსი არაა, მე ისევ გუგა მიყვარს... მაგრამ თუ ასეა რატომ გავბრაზდი მათი დანახვისას? ნუთუ ეს გოგო თორნიკეს შეყვარებული იყო? ამის წარმოდგენა არ მინდოდა.. დიდი ფიქრის მერე მივხვდი, რომ თორნიკე მომწონდა. იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.