შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"აბსტრაქციაში მყოფი" (თავი 3)


12-07-2017, 22:39
ნანახია 1 172

რაღაც საშინელებას ვგრძნობ.ორი ადამიანი ვარ ხვდები რას ვამბობ?!ერთი არა ორი ვარ.გაორებაა თუ რა არის არ ვიცი.ყოფილა მომენტი როდესაც რაღაც საკითხში ორი აზრიი მქონია.ერთი მე მეორეს არ ეთანხმებოდეს ხდება ხოლმე,მაგრამ ახლა სხვანაირადაა საქმე.24 საათში ათასჯერ ვიცვლები,ხან ათი ვხდები ხან ოცი.სხვა მოთხოვნილებები მაქვს ხოლმე,ისეთი რაც არ მახასიათებს ან პირიქით ის ვარ რაც ნაცნობია,მაგრამ უკვე ვეღარ ვიგებ რა ვარ მე და რა არა.ორივე ერთად ვარ მე.დავიღალე,გამოვიფიტე.არარაფრის ძალა აღარ შემწევს.რისთვის ვიბრძვი?რა დამრჩენია?ან მაქვს კი იმის ძალა რომ ვიბრძოლო რამისთვის?!მეშინია.ძალიან მეშინია,მაგრამ რისი უკვე არც ეგ ვიცი.ვცდილობ საკუთარი თავის პოვნას მაგრამ უფრო და უფრო ვკარგავ ამ ძებნაში.მეშინია გაღვიძების და რატო იცი?!მეშინია ჩემი თავის რა ვიქნები და რა მენდომება.შეიძლება წინა ღამით გავანადგურო ყველაფერი რასაც სწორედ ჩავთვლი,მაგრამ მეშინია დილით რა აზრი მექნება.საათები ვფიქრობ და დაკარგული ვარ.უფსკრულში ჩავარდნილ პატარა არსებას ვგავარ,რომელსაც გზა ვერ გაუკვლევია სისუსტე კბილებში დამდის და მაჟრიალებს.
გათენდა,კი არა მალე დაღამებას დაიწყებს.საქმე რომ არ მაქვს ვიღვიძებ 4 საათზე.ავდექი,ყავა გავიკეთე და კალენდრის ერთი დღეც გადავხაზე.12 ივლისია 10 დღეში სვანეთში მივდივარ,რაც მთავარია მარტო.პირველ რიგში "Facebook" შევამოწმე,ახალ ფოტოზე დავუთაგივარ ლიზას Event-ზე ,რომ ვიყავით.მეგობრობის მოთხოვნა დამხვდა ალექსანდრე ყიფიანისგან.ნუ რა თქმა უნდა მიხვდებით ვინცაა.დავეთანხმე და გამოვედი ინტერნეტიდან.მაცივრიდან გაყინული ფრი გამოვიღე და შევწვი,რომ იცოდეთ ჩემს მაცივარში ხორცს ვერასდროს აღმოაჩენთ.4 წელია ხორცს არ ვჭამ.სერიალს ჩავუჯექი და დავიწყე ფრის ჭამა.ერთი შეხედვით რა უბრალოდ და უზრუნველად ვცხოვრობ არა?!თითქოს არაფერი მაინტერესებს.არადა ამყველაფრის გაკეთებით ვცდილობ ძალები აღვიდგინო და ყურადღება გადავიტანო.ზუსტად 5 წლის წინ გადავწყვიტე მეცხოვრა ყელამდე ნაგავში,ჩავმპალიყავი და არც მეარსება.არმინდოდა ვინმეს სცოდნოდა ჩემი არსებობის შესახებ მინდოდა ბებიაჩემთან ერთად მეც წავსულიყავი ამ წუთისოფლიდან.რაში მჭირდება ამ ნაბი***რ ქვეყანაზე,რა დამრჩენია ხალხთან.ეს ყველაფერი 1 წუთში გადავწყვიტე წლების წინ.შემდეგ ავდექი იმ წამსვე ჩავიხედე სარკეში საკუთარ თალს თვალებში ჩავხედე,კიდევ უფრო შემიყვარდა და ამავდროულად შემზიზღდა ჩემი სევდიანი თვალები,ჩემს თავს შევპირდი რომ გავაგრძელებდი ისე ცხოვრებას როგორიც ჩემს საყვარელ ბებოს გაუხარდებოდა და ვუტირებდი დედას ყველაფერს.მაშნ მაქცია ზურგი ყველა ჩემმა მეგობარმა,ან ასე არც იყო და მე გადავწყვიტე რომ ასე მომექცნენ.ნუ მოკლედ გავწვყვიტე კონტაქტი და გავაგრძელე ცხოვრება ახალი ცხოვრება,რომელსაც ბოლოს უღებს და ნელ-ნელა წვავს ძველი მოგონებები.
გავედი გვერძე ოთახშ კატას საჭმელი და წყალი გამოვუცვალე,მოვეფერე და წამოვედი წამოვწექი ისევ.ლეპტოპში წერა დავიწყე,უბრალოდ ვწერე ვწერე გამოვიფიტე და ისევ ჩამეძინა ჩართულ ლეპტოპთან.7ზე გამეღვიძა და გავედი გარეთ სასეირნოდ,ავიღე ყურსასმენები ტელეფონი და საფულე.ცოტახნით ჩემ სახლთან ვიჯექი მაღლა ჩემს კუთვნილ ადგილას მზის ჩასვლამდე ცოტაღა იყო დარჩენილი და ვიფიქრე დავლოდებოდი,როდის ჩაგორდებოდა ეს უზარმაზრი მხურვალე და ნარინჯისფერი ბურთულა.ცალი თვალი დავხუჭე და ეს 330 000-ჯერ დიდი ბურთი ჩვენს დედამიწაზე ორ თითს შორის მოვაქციე.
-თვალები დახუჭე და ერთი წინადადებით აღწერე ეს ხედი.
თითქოს მომესმა მაგრამ მალე გავაანალიზე დავხუჭე და დავფიქრდი:
-სამყაროს დასაწყისს შერწმული ნარინჯისფერი დასასრული.
-მე რომ ახლა ვერ ვხედავდე,ხელოვანის თვალით დავინახავდი.
-ანუ მე ხელოვანი ვარ?!
-ხელოვანზე მეტი.ნამდვილი შემოქმედი.
-არც კი მიცნობ.
-შესაძლოა.გავისეირნოთ?!
-ჩემს გეგმებში შემოჭრა გეხერეხება.წამო.
ვიგრძენი ჩემს თითებს შორის შემოცურებული 5 თითი რომელიც ძალიან ცხელიიყო და ჩემს ივლისის სიცხისგან გაყინულ თითებს ათბობდა.
-შენი ოცნება.მალე.არ დაფიქრდე.
-არაფერი.
-არ არსებობს!
-არსებობს.არ ვოცნებობ.მიზნებია ჩემი სტილი და არა ოცნება.
-ძილის წინ არ გიფიქრია რამეზე რაც გინდა?!
-კი ოღონდ არ მიოცნებია,არამედ მიფიქრია.ოცნება ილუზიაა,რომელიც მუდამ გვატყუებს,იმედებს გვიცრუებს.შეიძლება დიდი დრო დაუთმო ოცნებას და შენ სამაგიეროდ არაფერი მიიღო.მიზნებს კი დაისახავ და მოძებნი გზას მის მისაღწევად.ოცნება არის ფრენა,მიზანი კი პარაშუტით დაშვება.ჯობს რეალურზე დაეყრდნო.
-ანუ რეალისტი ხარ?!
-ეგ შენ გადაწყვიტე.
-შემიძლია საათები გისმინო.
-მაგრამ მე არ ვილაპარაკებ საათები.
-ანუ ფრენა გინდა?!
-კარგი იქნებოდა,რომ შემეძლოს.შევიგრძნობდი ამ ხალხისგან შორს მყოფ ჰაერს.რომელიც დაწმენდილია მათი ფიქრებისგან.
-საინტერესოა.
-შენ რაზე ოცნებობ?
-მწერლის ნიჭზე.რადგან ის რასაც ხატვით გადმოვცემ სხვა ენაზე მწერლის ენით გადმომეცა კალმით.
-ხატავ?
-კი.
-მაჩვენე.
-შენ წერ!ვიცი ვერ მომატყუებ.
-რა იცი
-ყველაფერი ვიცი რაც მაინტერესებს.წამაკითხე.
ამ დროს არ იყო საჭირო ბარბარეს ნაწერის თან ქონა,არც ალექსანდრეს ნახატის ადგილი იყო აქ.ბაგეების შერწმით მათ დაინახეს ერთმანეთის სამყარო,წამებში ჩავლილმა ორივეს რთულმა ცხოვრებამ და მცირე გავლილ ბედნიერებამ ერთად მოიყარეს თავი.მთელი მსოფლიოს ნაწერები და ნახატების გაერთიანება მოხდა და მათ შეძლეს ერთმანეთის თვალით მსოფლიოს დანახვა.ოცნება არ არის საჭირო,ეიფორიისთვის,არც ცალკე სამყაროს შექმნისთვის რომელ სამყაროშც მხოლოდ ორი ადამიანის ადგილია და არა მილიონობით არაადამიანების.



№1  offline წევრი Kalina

კარგიაააა...
მომწონსს. <3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


მარიკუნაა♥️
კარგიაააა...
მომწონსს. <3

მადლობა <3

 


№3  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

❤❤❤❤ რაღაც მაკლია, აი რაღაც.

 


s.a-cicinatela-m.m
❤❤❤❤ რაღაც მაკლია, აი რაღაც.

მითხარი რა და გავითვალისწინებ.

 


№5  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

ანასტასია_პირველი
s.a-cicinatela-m.m
❤❤❤❤ რაღაც მაკლია, აი რაღაც.

მითხარი რა და გავითვალისწინებ.
ანასტასია_პირველი
s.a-cicinatela-m.m
❤❤❤❤ რაღაც მაკლია, აი რაღაც.

მითხარი რა და გავითვალისწინებ.

ასე ზუსტად როგორ გითხრა, მე ალბათ რადგან ეგეთი ვარ, მხიარულება მაკლია, აი მინდა უფრო განავრცო სიტუაციები, და მინდა მეტი დრო დაუთმო წყვილის ურთიერთობას (ეს ისე) სხვამ შეიძლება სხვა რამე გირჩიოს ან უფრო უკეთ, ხო კიდევ როცა შეყვები წერას ალბათ მთლიანად იძირები მასში და გგონია რომ ისევ ჩანახატს ამზადებ?! ვიცი რომ ადვილი არა აერთიდან მეორეზე უცებ გადაერთო და ამას არც მოვითხოვ, ძალიან კარგია ჩანახატის ელემენტები, მაგრამ ძალიან ნუ დატვირთავ. ბევრი არ იფიქრო ახლა არ მოეწონაო უბრალოდ ძალიან ემოციური ვარ და როცა ემოციებს ეხება საქმე ძალიან მომთხოვნი. იმედია სწორად გამიგენ სიხარულო. ველი შემდეგს სულმოუთქმელად❤❤❤

 


№6  offline წევრი მენდეს

იცი რა მომწონს? აი პირდაპირ მკითხველს რომ გვეკომტაკტები შენი თითქოსდა რიტორიკული შეკითხვებით ასე გააგრძელე წარმატებები kissing_heart

 


მენდეს
იცი რა მომწონს? აი პირდაპირ მკითხველს რომ გვეკომტაკტები შენი თითქოსდა რიტორიკული შეკითხვებით ასე გააგრძელე წარმატებები kissing_heart

მადლობ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent