შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლემ სიბნელეში ჩამკარგა (1)


13-07-2017, 02:16
ავტორი სათვალიანი
ნანახია 1 249

არაფერს აქვს აზრი. ალბათ არც ამ მოუხერხებელ ცხოვრებას, რომლის აზრზე დღესაც ვერ ჩავწვდი. ვცხოვრობთ. მერე რა? აზრი, მიზეზი, მიზანი, შედეგი? რა? იბადები, ცხოვრობ, იტანჯები, კვდები. რატომ უნდა დახარჯჯო შენი ძალა და ენერგია რაიმეს კეთებაში, როცა იცი რომ წარმავალი ხარ. იბადები, იზრდები, ბედნიერი ხარ და მარტო იმაზე ბრაზდები რომ მეგობარმა სათამაშო წაგართვა ან დედამ გითხრა რომ მეტი შოკოლადის ჭამა არ შეიძლება, ან მამამ კისერზე აღარ შეგისვა, იცუღლუტე წინა ჯერზე და მიტომ. ხო რა ბედნიერ წარმოასადგენია ყველაფერი? ბედნიერებაა ზუსტად ესაა, მეტი არაფერი გადარდებს და ამასაც ნაკლებად შეიძლება დარდი დაარქვა, იმიტომ რომ ამ წამს გაბრაზებული ხარ შეიძლება მეგობრის, დედის ან მამის საქციელის გამო, მაგრამ საკმარისია რომელიმემ ლოყები დაგიკოცნოს და აბა სად არის წყენა? არც კი იცი საერთოდ რა წყენაზე საუბარი. კარგი იქნებოდა ეს თვისება დიდობაშიც გადაგვყოლოდა, მაგრამ მერე რითი დაგვტანჯოს ცხოვრებამ? უფრო მეტიც, იმითაც გვსჯის, რომ არც კი გვახსოვს 90% ჩვენი ბავშვობის, აი იმ ღრმა ბავშვობის და არა უკვე “ზრდასრული” ბავშვობის. აი ნამდვილ დარდზე მე მოგიყვებით და იმაზეც თუ რა მწარე და სასტიკია ცხოვრება და როგორ ვებრძვი მე მას. ალბათ ბოლოს რიტორიკულ შეკითხვას დაუსვამთ საკუთარ თავს- იბრძვის კი ეს გოგო?!

მშვენიერი დღე გათენდა.მშვენიერში ზაფხულის უბრალო ერთ დღეს ვგულისხმობ. წინა ღამით ჩემი დაბადების დღე იყო, საკმაოდ დავლიეთ, ნუ გავერთეთ ძალიან. მე და ჩემი მეგობრები ვიყავით მხოლოდ, მოკლედ, ალექსანდრემ, დემეტრემ, ძიმკამ, ლაშამ, კახუჩამ, ელენემ და თამარმა ბოლომდე გავატრაკეთ და ჩვენი წავიღეთ იმ დღიდან. ეს იყო დღე, რომელიც მუდამ დამრჩება გონებაში, როგორც ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე, ყველაზე ნათელი დღე. 
მოკლედ, ვიღვიძებ ძალიან ძალიან არეულ ოთახში. თვალებს ძლივს ვახელ, ვიზმორები და ვიყურები აქეთ-იქით, აბა ნაცნობს თუ მოვკრავდი ვინმეს თვალს. საბედნიეროდ, ოთახების განწილება მოგვისწრია გათიშვამდე და ყველას ერთ ოთახში ერთმანეთზე არ გვძინავს (რაც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე). შევედი აბაზანაში, წყალი რომ არ გადამევლო, ალბათ, ვერც ერთი ვერ მიცნობდა, როგორც ბებო მეტყვის ხოლმე- რუს ბრაძიაგას ვგავდი. ჩაშვებული უპეები, აბურძგნული თმები და რაც მთავარია 3 ზომით დიდი პიჯამოთი დავბოდიალობდი. არ მიყვარს ტანზე რომ რაღაც მეწებება მთელი ღამე, ასე მგონია ვერ ვსუნთქავ. ისე, ისიც გამიკვირდა პიჟამას ჩაცმაც რომ მომიფიქრებია და ტანსაცმლით არ გავიშხლართე საწოლზე. ბუნებრივია ფიქრობთ, ასე რამ გაგიჟდა და რა დალიე ამდენიო. ვსვამ წელიწადში რამოდენიმეჯერ, ეს არის ჩემი დაბადებისდღე, ახალი წელი, შობა, და ზაფხულის რომელიმე დღე, როცა აი ძააან მომაწვება ნოსტალგიები, რაღაც გაურკვეველი გრძნობები და უბრალოდ გათიშვა მინდა ხოლე და აქედან მხოლოდ ამ უკანასკნელისას და ჩემი დაბადების დღეზე ვითიშები, იმიტომ რომ ორივე ჯერზე სახლში ვარ და ვიცი რომ სახლში ვარ, წასასვლელი არსად მექნება, სახლიდან არცერთ ვარიანტში არ გავალ და რა მიდგება წინ? 
სულ, რაც თავი მახსოვს დაბადების დღეს ჩემს უზარმაზარ აგარკზე ვიხდიდი, ამ წელსაც ასე მოვიქეცი. ავედით მხოლოდ ჩვენ, ეს ვიწრო სამეგობრო რომელიც უკვე ჩამოგითვალეთ ვისგან შედგებოდა. მოკლედ, წყალი გადავივლე, გამოვიცვალე და ჩავივარ კიბეებზე. წარმოდგენაც კი არ მინდა ჩვენი ოჯახის ერთგული თანამშრომლის, ქალბატონი ნანაკას გარეშე როგორ შეიძლებოდა ეს სახლი ისევ ნორმალურ კოხტა სახლს დამსგავსებოდა. ნანა დეიდა უვლის ამ სახლს, და საჭიროებისამებრ ჩვენ სახლშიც მოდის თუ რაღაც პატარა წვეულებას ვაწყობთ იქ. 
ისე, გუშინ 21 წელი დავამთავრე, მე ქალბატონმა ნინო ავალიშვილმა. მოკლედ ერთადერთი ქალიშვილი ვარ ბატონი ზურაბ ავალიშვილის და ქალბატონ ნატალი დევდარიანის, მყავს ძმა, რომელიც ჩემზე უფროსია, თორნიკე 27 წლისაა. არ იყო ქალაქში, სასწრაფო საქმეზე იყო წასული, თორემ ეგეც ჩვენს დღეში იქნებოდა ახლა აქ. არქიტექტორია და რაღაც პრობლემები შეიქმნა მშენებლობაზე და ჩასვლა ჩაუწია, ცოტა ცუდ კლიენტები შეხვდა ამჯერად. მოკლედ, პირველ სართულზე ჩავაღწიე და რას ვხედავ, აბსოლუტურად ყველა იატაკზე წევს და ძინავს. ისეთი უაზრო სიცილი ამიტყდა ამათ შემხედვარე , რომ ჩემს ხარხარზე ყველას გაეღვიძა მეტ-ნაკლებად.
- აუ ძმობას გაფიცებ, გაჩერდი ერთ წამს. შენ რატომ არ გძინავს აქ? - მკითხა, ჯერ კიდევ ნახევრადმძინარე ძიმკამ. 
- როგორც ჩანს თქვენზე კარგად დავუდექი სასმელს წინ და ელემენტარული აზროვნებისათვის დროც მომრჩა, ენერგიაც და გონებაც.- ახლა ჩემს ხელში იყვნენ, ვერ ამოვლენ ჩემი ყბიდან. აწი მე ვიცი და ჩემმა ქალობამ. ეშმაკურად ჩამეღიმა და ალექსანდრესაც რა თქმა უნდა არ გამოეპარა ეს
-ვსო, წასულია ჩვენი საქმე. აწი რა ატანს ამას ტო, ვსო , მე პას, აღარ ვსვამ ამასთან- ალექსანდრეც დანებდა უკვე
- სულ ასე როგორ ამბობ რაიყო აწი შენც, მოემზადე, დიდი დროა მომავალ ამ დრომდე,მთელი 12 თვე. დიდი დროა ძეტკა- უთხრა კახამ ლექსოს და თვალი გამომწვევად ჩაუკრა. არადა ხომ იცოდა, რომ მოხვდებოდა ამ ჟესტისთვისაც და ამ სიტყვისთვისაც.
- აარა რა, ხომ ვამბობ ჭკუას ვერ ისწავლისთქო. 12 თვეში სხვა რამის მომზადებაც შემიძლია შენი დახმარებით და ნინო ჩემი ბავშვის მონათვლა ხომ გინდოდა, ჰოდა მომავალ ამ დროს კახუჩელა უკვე მორჩენილი იქნება ყველაფერს- თქვა ბედნიერმა და პულტი გაუქანა, კახამაც ზურგი აქცია და მუცელში მოსახვედრი ზურგზე მოიხვედრა. მობრუნდა, მაგრამ მისთვის სჯობდა არ მობრუნებულიყო.
- ლეეექს, საყვარელო, ახლავე დავიწყოთ მაშინ, როგორმე მეცხრე თვე ზაფხულს არ დავამთხვიოთ, თორემ გაგიჭირდება მშობიარობა ამ პაპანაქება სიცხეში.- ესეც ასე, ახტა ალექსანდრე და ისე სწრაფად გაექანა კახასკენ, კახას რომ არ ცოდნოდა რასაც გააკეთებდა ლექსო, ვერცერთ ვარიანტში ვერ გაექცეოდა, მაგრამ უკვე მომზადებული კახაც უცებ ახტა ვაი დედა წელის ძახილით (აბა რა ეგონა იატაკზე რომ ეძინა) გაიქცა გარეთ, ბევრი ირბინეს თუ ცოტა ირბინეს კახა თავისივე ნებით ჩახტა აუზში ტანსაცმლიანად. ყველა, უკვე გამოფხიზლებულები, დიდი სიამოვნებით ვადევნებდით თვალს ორ დიდ ბავშვს. 
- ნინო, მითხარი რომ წინათ აქ რომ დავრჩი რაღაც ტანსაცმელი მაინც დავტოვე, ყოველი შემთხვევისთვის.- გადმომძახა სასოწარკვეთილმა კახამ
- კი კახუ, რომ მითხარი ორსულობის ბოლო თვეს შენთან მინდა დარჩენა, ალექსანდრესთან ვერ გავჩერდებიო, იმის გამო წინათ რაღაცეები დატოვე, მეორე სართულზეა შენს ოთახში, გაიმშრალე და ადი - მეც ავყევი რა ამხელა ქალი ამათ ლაზღანდარობას, გულიანად კი მეცინებოდა. სიცილისგან გაწითლებული სახით ალექსანდრე მოდიოდა ჩემკენ
- საღოოოლ ბრატსკი ჩაარტყიი, რა გაუჩალიჩააა ტო- ძლივს თქვა ლექსომ და ხელი გამომიშვირა დაარტყიო, მეც არ დავაყოვნე. კახას საცოდავ სახეს რომ შევხედე თავი ვეღარ შევიკავე და უარესად ავხარხარდი. უცებ მიწას მოვწყდი, ალექსანდრეს ვყავდი ხელში. ვერ მივხვდი.
- რას აკეთებს, არა ლექსო, მე ხომ შენკენ ვიყავი, არა რას მიკეთებ უკვე დავიბანე და გამოვიცვალე მე, აუ არ ჩამგდო, არ ქნა რა - ვეხვეწებოდი საცოდავი თვლაებით ლექსოს, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ჩემიანად ისკუპა აუზში. რაღაც ანიშნა ბიჭებს და წამში ლაშამ და ძიმკამაც იგივე გაიმეორეს და აკივებული ელენე და თამარიც წყალში აღმოჩნდა. დიდხანს ვიცინეთ და მალევე ამოვედით წყლიდან. საკმაო ხანი წავიდა თავის მოწესრიგებაში, შემდეგ საუზმობაში (აწ უკვე სადილობაში), მოკლედ ასე შევთანხმდით რომ დაგვეძინა ნორმალურად ცოტა ხანი და საღამოს კლუბში წავსულიყავით, აი ხვალიდან კი ისევ იწყებოდა სამსახურიც, ინსტიტუტიც და ყველაფერი. 
მშვიდად დავიძინე, გაღვიძების კი რა გითხრათ. ძალიან აფორიაქებული გავიღვიძე. ძლივს ავწიე ტანი, რომ მოვმზადებულიყავი და ბავშვები არ შემეფერხებინა, დროულად ვყოფილიყავი მეც მზად. მოკლედ, მზად ვიყავით ყველა მისაღებში მარტო ლაშას ვუცდიდით, როგორც ყოველთვის. აი არ უყვარდა ჩვენს სვანს კლუბებში სიარული და მოგეკლა თუ გინდა, მაგრამ აბა ჩვენთან თუ არ იქნებოდა უკეთეს ადგილას სად წავიდოდა? ჰოდა სულ დაგვყვებოდა ლაშაც ჩვენ. 
ორი მანქანით წავედით, ჩემს მანქანაში საჭესთან ალექსანდრე იჯდა, მეორე მანქანაში ძიმკა, მოუსვენარი და ცანცარა ძიმკა. თითქოს გავიბრძოლე ბოლოჯერ ჩემს ფიქრებთან და შევეცადე გამერკვია რატომ არ მინდოდა მანქანასი ჩაჯდომა და ამ საღამოს სადმე საერთოდ წასვლა. უკვე გვიანი იყო. ჩავჯექი წინ. უკან ლაშა, კახუჩა და დემეტრე ზის. უცებ მომინდა რომ მეთქვა და ენას კბილი ვერ დავაჭირე.
- ბიჭებო, ხომ იცით თორნიკესგან არაფრით განსხვავებთ და იმაზე მეტად მიყვარხართ და მეჯიგრებით, ვიდრე გგონიათ. არ ვიცი და უბრალოდ წარმოადგენაც მანადგურებს როგორი იქნებოდა ნინო და ზოგადად ცხოვრება უთქვენოთ. - ისე ვთქვი თვალებში არცერთს ვუყურებდი, მე, ნინო ავალიშვილი, ასეთ სიტყვებს არასდროს ვლაპარაკობდი, არასდროს,არ მიყვარს გრძნობების სიტყვებით გამოახტვა. დღეს ასეჩავთვალე უბრალოდ საჭიროდ. ისე. უმიზეზოდ. ბიჭები მიყურებდნენ, რაღცას ვერ ხვდებოდნენ, ამ რაღაცას მეც ვერ ვხვდებოდი და ისინი როგრო მიხვდებოდნენ. 
-შენ იცი რომ ყოველთვის ჩვენი ამომავალი წერტილი ხარ, იყაავი და მუდამ იქნები. ჩვენი მზე ხარ, არ მოიწყინო, თორემ ვერ გაგვათბობ და ჩვენ შენ სითბოს გარეშე ვერ ვცოცხლობთ.
- ახლა უბრალოდ წავიდეთ -გავუღიმე ჩემებს. ისინი და მეორე მანქანაში მჯდომი გიჟები არიან ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილები. ერთიც რომ ჩაქვრეს, მე სამუდამოდ ჩავქრები.
- უბრალოდ მითხარი კარგი?-მითხრა დემნამ
-როცა გავარკვევ გეტყვი დემე ხომ იცი ვერ დავმალავ- მიხვდნენ რაღაც რომ მჭირდა.მაგრამ რა?!
- აბა ჰე ახლა, რა სახეები ჩამოგტირით, მოვიხოდეთ.- შემოგვხედა ეჭვის თვალით ძიმკამ ფანჯრიდან, მაგრამ არ შეიმჩნია დაძაბული სიტუაცია.
- აბა წავედიტ სასტავიიიიი - იყვირა ლექსომ. ძიმკამ თვალი ჩამიკრა და ტუჩების მოძრაობით მივხვდი რაც მითხრა : “მიყვარხარ”. როგორ შეიძლება ესენი სისხლით ძმისგან გაარჩიო ამის მერე? უბრალოდ უუნდა განიცადო ამხელა სიყვარული. თითქოს ავივსე ყველა მათგანის სიყვარულით და მეც მოვედი ვითომ ხასიათზე.
- აბა, წავედით.
შევდიოდით არც ისე გადატვირთულ ქალაქში. როგორც კი შევედით, რაღაც გულმა სხვანაირად დაიწყო ფეთქვა.
- ლექსო, ნელა, გთხოვ ფრთხილად, არ ვარ კარგად. ფრთხილად... ვიმეორებდი და ძლივს ვსუნთქვდი, თითქოს ვიღაცამ კისერში ხელი წამიჭირა.
-ვიცით პრინცესა, რომ ვერ იტან ამ ქალაქს, არ ინერვიულო ჩვენ რისთ... და ლექსოს ენა დაება რომ შემომხედა. წამით მიყურებდა თვალებში, არ ვიცი რა დაინახა, მაგრამ ფაქტია რომ წამის მეასედებში სახე გაუქვავდა, და ისეთი სახე ქონდა, ვერც კი აღვწერ სიტყვბით. აქ მივხვდი ყველაფერს. ვიგრძენი.სიცივე. სიბნელე. სიცარიელე. წინ გავიხედეთ და მხოლოდ ჩვენს სამოძრაო ზოლში გადმოსული ტრაილერის ფარებიდან მოკაშკაშე თეთრ სინათლეს ვხედავდი... ეს იყო სინათლე,რომელმაც სიბნელეში ჩამკარგა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent