შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის არომატი


11-12-2016, 19:59
ავტორი იგი
ნანახია 1 915

ვარსკვლავების მტვერი
ახალი წლის არომატი ღმერთია
ახალ წელს ღმერთის სუნი აქვს
ქალაქს კი გოგირდის ..
შენ ხარ სახელი
ვაარსკვლავური მტვერის
შენ არსებობ
და შენ იბადები,
იბადები ჩემს სულში
და მე შენ მიყვარხარ!
ახალი წლის არომატი ღმერთია
ღმერთი, რომელიც ყველა ჩემი ოცნებისგან იშვა
ჩემგან დამოუკიდებლად
მე ვაღწევ სიზმრებს თავს
ჩემი წარმოსახვა კი ივსება
ვარსკვლავური მტვერით ..
მინაზე მცოცავი ცრემლებით
და თოვლის ფანტელებად მფეთქავი ქუჩის განათებით
მიწა და იმედი
სხეულის მდებარეობა
ჩემგან 2 წამიან რადიუსზე ..
ხელებში მეხსიერება
შიშის თვალი , დედამიწაზე ...
ჩემი მგრძნობი უსასრულო მოლოდინი
უსასრულო მოლოდინი სისველის და ცარიელი მხრების
ათბობს
ათრობობს..
ცხენები
შავები , ლურჯები და თეთრები
მწვანე დათოვლილ ჰორიზონტზე
მიქრიან
მელოდებიან
და სჯერათ
რომ მათ სისველეს
ვიგრძნობ...
ახალი წელი, ჩემს გულში იბადება
და ზამთარი იცლება
ახალი წელი იბადება და კვდება
კვდება მხოლოდ იმიტომ რომ
მე ხელახლა დავიბადო ..
სუნთქავს
იცმევს
ცას ..
მზე ადის და ჩადის
მზე კვდება
ჩასვლით
მე ვკვდები
ჩასვლით
მზე აადის
მე ავდივარ
ის ვერა
რჩება
ცოდვებს ვერ
დაბან ..
მე ვარ მძინარე
ცარიელი გონება და ცარიელი იმედი
სავსე გული და თვალები
სავსე ხელები და ბეჭდები
რითმები და ემოციები
ცა ლურჯი და ცისფერი
მარგალიტები ცაში
და ბრილიანტები გულში
ახალი წელლი დგება..
მაგიდაზე რძე და მანდარინები
განათება და შაქარი
ხელებში იმპულსები და არომატი
ღმერთის
ღრმად ისუნთქავ და ფილტვებში
გოგირს უშვებ ..
წარმოსახვა უკანასკნელ წერტილს ეკონება
ბოლოსწინა
აქტით კავდება და მიდის
ვითომ და
ახდა
ვითომ და
გამომადგა
არა მე არ შეგე*ი შენ
ეს შენ ...
ღამდება და თენდება
სიბნელე არ ბადებს წყდიადს
მას ხომ ღმერთი სუნი აქვს
მე შენ ძალიან მიყვარხარ
ხელები კი ზურგს უკან
შალის ნაჭერზე
გამხნევება
იმედი
და დარდი ..
ახალს იცით ვისი სუნიც აქვს
კატის სუნი აქვს
ოდნავ ღია და წარმავალი ..
აღქმა მხოლოდ მე შემიძლლია
და წელს, გულის სუნი აქვს
გაუგებარის და მუდმივის
მე ვიბადები
ხელახლა მეხსნება ფილტვები
წყლით სავსე
შიშით სავსე
ტანჯვით და ცრემლით სავსე ფილტვები
ოდნავ შეფერადებული ფილტვები
იცვლებაა
მის ადგილს სისხლივით წითელი
კაპილარები იკავებს
ღრმად და ცბიერად ვყლაპავ
პირველი ჰაერის ყლუპს
ისე როგორც, წინათ
ისე როგორც ადრე
ყველაფერი იგივე
მხოლოდ
ღია მუქს
წითელი ანაცვლებს
თვალებს კი კიდევ ერთი
ფერი ემატება
ხაკისფერი
ისე როგორც წლევანდელი წელი
ყველაფერი იცვლება
ყველაფერი
მხოლოდ ვარკვლავური მტვრის
ერთი ფერი
ბუდდება შენს თვალებში
არა
წლით,
არამედ მუდდმივი დროით
არ გეგონოთ მდგმური
ჩვეულებრივი მდგმური
ახალ წელს , სიცოცხლის სუნი აქვს
სიცოცხლეს კი
ღმერთის
ჩემი საკუთარი
სუნთქვის.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

შოკში ვარ... ძალიან მაგარი იყო... მართლა ძალიან მომეწონა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent