შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იასამნისფრად მიყვარხარ (თავი 3)


13-07-2017, 19:48
ნანახია 1 595

ცუდ ხასიათზე ვიყავი... სახლში მივედი, ვჭამე და გაკვეთილები ვისწავლე. შვიდი იქნებოდა მარი რომ მოვიდა ჩემთან. მოვწესრიგდი, ჩავიცვი და გარეთ გავედით. ჩვენი სკოლის უკან მივედით. მეთორმეტე კლასელებიც იქ იყვნენ თორნიკეც სკამზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ზოგი რაზე ლაპარაკობდა ზოგი რაზე. ყველა თავის პონტში ერთობოდა. მე თორნიკეს და ლაშას პირდაპირ ვიჯექი და ფეისბუქზე სიახლეებს ვათვალიერებდი. თავიდან არ ვუსმენდი რას ლაპარაკობდნენ, მერე კი დავინტერესდი და
მოსმენა დავუწყე. ისევ ტელეფონში ვიყურებოდი რომ არ შეემჩნიათ. ლაშა ჯერ რაღაც დებილობებს უყვებოდა თორნიკეს, როგორ მოუვიდათ სხვა სკოლელ ბიჭებთან ჩხუბი. მერე კი სხვა თემაზე დაიწყო ლაპარაკი:
-ბიჭო იმდღეს ერთი გოგო გავიცანი რა, ჩემი დის დაქალია. მაგარი საყვარელი გოგოა შენს ძმობას ვფიცავარ. მამა არ ჰყავს, ამ გოგოზე ყოფილა დედამისი ორსულად, მაშინ დაეღუპა. იცი რა თბილი გოგოა? აი რავიცი ესეთი თბილი გოგოები ძაან იშვიათობაა დღეს.
-ფოტო მანახე აბა. - უთხრა თორნიკემ.

მე ჩუმად ვუსმენდი მათ. ძაან შემეცოდა ის გოგო... არავინ არ იმსახურებს ასეთ ტანჯვას...

-აი ბიჭო ეს გოგოა.
-აუ ჩემი ასეთი გოგოები რატო მოგწონს ტო? ან რა იყო, ეზიზღებოდა დედამისს, ასეთი სახელი რომ დაარქვა?- და გაეცინა

აი ამაზე კი რამის გავჭედე. ყველაზე მეტად მეზიღება როცა ვინმეს დასცინიანნ ან ვინმეზე ღადაობენ. საშინლად მძულს. ასეთ რაღაცეებს რომ ლაპარაკობდა ეს იდიოტი, ვერ მოვითმინე და გამწარებულმა ხმამაღალი ტონით დავუწყე ლაპარაკი:
-სხვის გარეგნობაზე რატო ღადაობ? ან სხვის სახელზე? შენ ადამიანს სახელით აფასებ? საღოლ. რასაც უნდა იმას დაარქმევდა დედამისი ეგ შენი საქმე არაა. მეზიზღებიან შენნაირი ამპარტავანი ბიჭები. იმ გოგოს დედას მაგრად გაუმართლა მასეთი შვილი რომ ყავს, მაგრამ დედაშენი რომ ვიყო ეგრევე თავს მოვიკლლავდი შენნაირი შვილი რომ მეყოლებოდა.

ყველა გაშტერებული მიყურებდა. მე ჩემს ნათქვამ არც ერთ სიტყვას არ ვნანობდი. იმსახურებდა და იმიტომ ვუთხარი. არ მინდოდა რომ დედამისს შევხებოდი, მაგრამ ვერ ავიტანე ის რომ თითონ იმ გოგოს დედას შეეხო და მე ამით ასე ვთქვათ, სამაგიერო გადავუხადე. მერე რა, რომ საერთოდ წარმოდგენაც არ მაქვს, ვინაა ეგ გოგო, ვერ ვიტან დაცინვასც სულ ესაა.
უცებ სიჩუმე ჩამოვარდა. არავინ არაფერს იძახდა, აღარც აღარავინ იცინოდა. ყველა ჩვენ გვიყურებდა. ცოტა ხანში კი რამის შოკში ჩავვარდი. ველოდებოდი, რომ თორნიკე ამის საპასუხოდ რამეს მეტყოდა და ჩხუბს დავიწყებდით, მაგრამ ძალიან შევცდი. თორნიკემ თვალებში შემომხედა. თვალები აცრემლიანებული ქონდა. ამის დანახვაზე გავოგნდი. არ ველოდი მის ასეთ რეაქციას. თავი დაბლა დახარა, ალბათ არ უნდოდა რომ შეგვემჩნია მისი აცრემლიანებული თვალები. ხმა არამოუღია, ადგა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. მე ისევ შოკში ვიყავი. ვერ მივხვდი რა დაემართა. ბავშვები რაღაც ზიზღიანი თვალებით მიყურებდნენ, ვერ მივხვდი რატომ. იმიტომ რომ გოგო დავიცავი, რომელსაც დასცინოდნენნ? ვერ გავიგე, ცუდი რამე გავაკეთე? ყველა ასე რატომ მიყურებდა? ბოლოს გადავწყვიტე რომ წამოვსულიყავი. ავდექი და მეც სწრაფად მოვცილდი იქაურობას. იმ ღამეს კარგად არ მძინებია. სულ მომხდარზე ვფიქრობდი. რა უცნაური ბიჭია... მის ასეთ საქციელებს ახსნას ვერ ვუძებნიდი. რატომ მოადგა თვალებზე ცრემლები? რატომ?


მეორე დღეს სკოლიდან რომ მოვედი ნინი სახლში დამხვდა.
-აუ კრისწ რაღაცას გთხოვ რა..
-რახდება?
-აუ გოგო მიდი ჩემს უნარების მასწავლებელთან გადი, ხომ იციი სახლი და ჩემი უნარების წიგნი წამოიღე რა, ძალიან გთხოვ, მე ინგლისურზე მივდივარ. დამეხმარე რა ვეღარაფერს ვასწრეებბ..
-ხოო, კაი გავალ რა პრობლემაა.

სწრაფად შევჭამე საჭმელი და გარეთ გავედი. ავტობუსის მოსაცდელთან დაახლოებით 10 წუთი ვიდექი. ბოლოს როგორც იქნა ავტობუსი მოვიდა, ავედი და უკანა სკამზე დავჯექი. ცოტა ხალხი იყი. რამოდენიმე გაჩერების შემდეგ ფანჯრიდან ვიღაც ბიჭს მოვკარი თვალი, თორნიკეს ძალიან ჰგავდა, მაგრამ გავიფიქრე, თორნიკე არ იქნება თქო. მაგრამ შევცდი ავტობუსში წინა კარებიდან თორნიკე ამოვიდა. ვიღაც ქალი მოჰყავდა ინვალიდთა ეტლით. მე გაოცებული ვუყურებდი მას. მივხვდი, რომ ვერ დამინახა. ეს ქალი ვინაა?? ვიძახდი გულში.. სხეულში სიმხურვალე ვიგრძენი, გულის ფეთქვა გამიძლიერდა და ახლა უკვე ჩემივე გულის ფეთქვა მესმოდა.
თორნიკე ამ ქალისაკენ გადაიხარა და უთხრა:
-დე, რამე ხომ არ გინდა?

ღმერთს ვევედრებოდი რომ იქვე მოვეკალი... ნუთუ ეს ქალი თორნიკეს დედა იყოოო?? აი თურმე რატომ მოადგა გუშინ თორნიკეს თვალებზე ცრემლები... მე ხომ მას ყველაზე სუსტ ადგილას დავაჭირე ფეხიი. ყურში სულ ჩემი სიტყვები მესმოდა და თორნიკეს ცრემლიანი თვალები მახსენდებოდა... "იმ გოგოს დედას მაგრად გაუმართლდა მასეთი შვილი რომ ჰყავს, მაგრამ დედაშენი რომ ვიყო ეგრევე თავს მოვიკლავდი შენნაირი შვილი რომ მეყოლებოდა". ღმერთო ჩემო, ეს როგორ ვუთხარი.. ამიტომ აუცრემლიანდა თვალებიი...ამიტომ მიყურებდა ყველა ზიზღის თვალებით... ყველამ იცოდა დედამისის შესახებ. მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი... რომ მცოდნოდა ხომ არ ვეტყოდი ასეთ რამეს... ალბათ როგორ ეტკინა გული.. რა ადამიანი ვარ , ყველას ზიანს ვაყენებ.
ნეტავ იქ მოვმკვდარიყავი.. ცრემლები წამომივიდა. თირნიკემ ჩემსკენ მოიხედა და შემამჩია. სახეზე გაკვირვება ეტყობოდა. აქ არ მელოდებოდა. აღარ იღიმოდა, აღარც ვინმეზე ღადაობდა. სევდიანი თვალებით უყურებდა ხანშიშესულ დედამისს, რომელიც უძრავად იჯდა ეტლში. ჩემდეგ ისევ ისევ მე შემოხედა. ცრემლები სწრაფად მომიწემინდე და გააჩერა თუ არა ავტობუსმა გაჩერებაზე, მაშინვე ჩამოვედი. ამ დღეს ყველაზე მეტად მეზიზღებოდა ჩემი თავი მთელს ცხოვრებაში. მთელი დღე ვერ მივისვენე. სულ ამაზე ვფიქრობდი. არ მაინტერესებდა, შეყვარებული ჰყავდა თუ არა საღამოს ფეისბუქზე შევედი და მივწერე
-უნდა გნახო !



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი ეს მომწონს აშკარა წინსვლა გაქვს ყოველ ახალ ატვირთულ თავში... მომეწონა ასე რომ განვითარდა მოვლენები. სიტუაციებიც უფრო საინტერესო გახდა. ყოჩაღ...

 


№2  offline წევრი Kalina

მომწონსს... კარგი გოგო ხარრ<3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


[quote=უცნობი ქ]
მადლობაა

[quote=მარიკუნაა♥️]
მადლობა მარიკუნაა ❤️

 


№4 სტუმარი Guest ქეთუსა

სიტუაცია ძალიან განვითარდა რამაც ინტერესი უფრო გამიღვივა მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

 


[quote=Guest ქეთუსა]
ხვალ ავტვირთავ შემდეგ თავს.. მადლიბთ რომ კითხულობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent