შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1998 #სიმშვიდე (დასასრული)


13-07-2017, 21:38
ავტორი Kalina
ნანახია 1 795

მისი პალატის კარის შეღებაზე მეტად, ცხოვრებაში სხვა არაფერი გასჭირვებია.
ვერ შევიდა.
რა ექნა, სირცხვილის გრძნობა ჭამდა.
თუმცა, ნანა ეუბნებოდა, რომ მისი ბრალი არაფერი იყო...
მაინც ვერ.
თითქოს პალატის კარი რაღაც გადაულახავ ბარიერს წარმოადგენდა.
თითქოს მისი გადალახვა არ შეეძლო.
თითქოს კარი ფიზიურ ზღუდესთან ერთად აბსტრაქტულ სივრცესაც წარმოადგენდა, რომელთან შეხებასაც ვერ ბედავდა.
რამდენჯერაც შესვლა სცადა, იმდენჯერ ის კადრი წარმოუდგა თვალწინ, გვერდით რომ გადააგდო ანასტასიამ.
მხოლოდ ნანამ შეძლო ამ ბარიერის გარღვევა და პალატის კარი შეაღო.
დაინახა, ლამაზი მოშავო ყავისფერი თვალები და თაფლისფერი თმები...
მიხვდა.
თავის შვილს ტყუილად არ შეყვარებია ეს გოგო ერთი დანახვით.
ლამაზი იყო.
განსაკუთრებული გარეგნობა არ ჰქონდა, მაგრამ
თავს დაგამახსოვრებდა.
თან ისე,
მერე რომ ვეღარ დაივიწყებდი.
ვერასდროს.
-ანასტასია...
ანასტასია გაკვირვებული უყურებდა.
ყოველ შემთხვევაში ცდილობდა.
ისეთი გაბრუებული იყო, ვერაფერს აღიქვამდა რეალურად.
-ნი-კუშა სად...
ნანამ თავი ჩახარა.
-გარეთაა, ტასი. ვერ შემოდის. არ ვიცი, რაღაც აკავებს.
-არა...არა...
თავს გამწარებული აქნევდა და თავის ჯოჯოხეთურ ტკივილს განუწყვეტლივ აიგნორებდა.
-არა, ანასტასია, უნდა დამშვიდდე...
-არა...არა...
იმეორებდა დამთხვეულივით.
-დავუძახო?
ტასომ თავის ქნევა დაიწყო. გიჟივით უქნევდა თავს, ალბათ გულისხმობდა, მალე დაუძახეო...
ნანა კარში გავარდა.
ანასტასია იცდიდა.
ერთი წუთი.
ორი.
სამი.
ოთხი.
ხუთი...
-ტასო...
კარში ახალი შემოსული ნიკუშა დაბნეული იყურებოდა.
ტასოს გაეღიმა.
-მოდი...
ღონემიხდილი ხმით დაუძახა და ნიკუშაც მორჩილად ჩამოჯდა მის თავთან. ხელები მის თავთან ახლოს დადო და თითების მტვრევა დაიწყო.
ანასტასია მიუცუცქდა და თავი ხელებთან დაუდო.
ნიკუშა მიხვდა და გაეღიმა.
,,ახლა ჩემი ჯერია. მე უნდა მოვეფერო თმაზე..."
-როგორ მომენატრე. ჩემი პატარა.
ანასტასია ხმამაღლა სუნთქავდა. ვენებში, ცხვირში, ყველგან მილები ჰქონდა შერჭობილი და თავს აშკარად არაკომფორტულად გრძნობდა.
ნიკუშა კი, ნაზად ეფერებოდა თმებზე და დროდადრო თავზე კოცნიდა.
-მე ხო ვიცი, ჩემი ბრალი როა. მე ხო ვიცი, ჩემ გამო რო მოკვდი. ჰო, მოკვდი ტასო. იცი, რა დამემართა? იცი, ის ორი წუთი რა იყო? ხვდები მაინც? ის ორი წუთი მე დედამიწაზე ისე გავატარე, რომ შენ არ მყავდი...
იცი, ეგ რა იყო?
საერთოდ, როგორ აგიხსნა.
მე ხო ვიცი, ჩემი ბრალი როა. ყველაფერი საერთოდ.
იმას მაინც გეუბნები, რო უნდა გტოვებდე.
მივდიოდე.
მე შენ არ გიმსახურებ.
მაგრამ... -თვალები მოისრისა.
-ისეთი ეგოისტი ვარ...
ვერ დაგტოვებ, არ შემიძლია. წესით აქაც არ უნდა ვიყო.
ნეტავ შემეძლოს უშენოდ ყოფნა...
შენ ახლა შენს მშობლებთან ერთად სვანეთში იქნებოდი ალბათ...
ანასტასიამ თავი ამოწია.
-ჩუმად იყავი. მეორედ აღარ გაიმეორო არაფერი ეგეთი. თორემ მოგკლავ. გეფიცები.
შენ რა, გეგონა იმ შეშლილს შენი მოკვლის საშუალებას მივცემდი?
-ანასტასია... წერილი?
-ვიცოდი, რომ გაიგებდა. ვიცოდი გაიგებდა, რომ წავედით და რამეს იზამდა. ვთხოვე, არაფერი ექნა. მოკლედ ავუხსენი ვითარება.
მე სულელს კი...
მართლა მეგონა, რომ მართლა დამიჯერებდა.
ნიკუშა ამაოდ აწყნარებდა ანასტასიას:
-ჩშ... ტასი, არ შეიძლება ნერვიულობა... ჩუ... თორე აღარ შემომიშვებენ. ჰო?
ანასტასია უბრალოდ თავს აქნევდა.
ნიკომ მხრებზე მოხვია ხელები და მაგრად ჩაიხუტა.
ანასტასიამ მოგუდული ხმით ამოისლუკუნა:
-მთელი ცხოვრება, რომ შენ გიცავდე, არ მომბეზრდება. შენს თავს ნურაფერს ნუ აბრალებ. იმდენ ტყვიას გადავეფარები, რამდენიც საჭირო იქნება, რომ შენ კარგად იყო, ნიკუშ... დამიჯერე. ხელი მომკიდე რა.
ნიკუშამ ხელი მაგრად ჩასჭიდა და
აღარც გაუშვიათ არასოდეს.

***
-დღეს სახლში წავალთ, ტასო.
ანასტასიამ გაუღიმა.
კარგად ვერ მოძრაობდა, ამიტომ ტანსაცმელი ნანამ გამოუცვალა.
ანასტასიას ბინაში მივიდნენ, ნივთები წამოიღეს და ნიკოს სახლში წავიდნენ.
მთელი დღე ალაგებდა სახლს ანასტასია და ნიკუშა ეხმარებოდა.
ბოლოს, დაქანცული მიესვენა ჯაფარიძე დივანზე და ნიკუშაც მაშინვე მასთან გაჩნდა.
წელზე მოხვია ხელები და უკნიდან მაგრად ჩაეხუტა.
ანასტასიას გაეცინა.
-რა საყვარელი ხარ.
-მიყვარხარ.
-მეც.
ნიკუშამ ყელში აკოცა.
-არ გეძინება?
-დღეს შენ მეფერები თმებზე თუ მე შენ?
ნიკუშამ სამხედრო სალამით ანიშნა, მეო.
ანასტასიას თავი კალთაში ჩაიდო და ნაზად მოეფერა თმაზე.
როცა იგრძნო, რომ ჩაეძინა, წელზე ხელები მოხვია და თავი მის თმებში ჩარგო, მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა და თვითონაც ძილს მიეცა.

***
ანასტასიას გამუდმებული კოშმარული სიზმრები ტანჯავდა.
ნიკუშა საგონებელში იყო ჩავარდნილი. ვერაფრით შველოდა.
ოფლში გაწურული იღვიძებდა შუაღამით და ასეთივე მდგომარეობაში მიეძინებოდა ისევ ძლივსძლივობით.
ანასტასია და ნიკუშა დამამშვიდებლების წყალობით ერთად იძინებდნენ ხოლმე ჩახუტებულები.
მალევე, როცა უკვე დამამშვიდებლებიც არ მოქმედებდა, ნიკუშას უწევდა ღამეების თენება, თუმცა ამაზე არასოდეს ლაპარაკობდა.
მისთვის, ეს მოვალეობა იყო.
ანასტასია დაეცვა ყველაფრისგან, რაც მას აწუხებდა.
მათ შორის,
კოშმარებისგანაც.

***
იყო მომენტიც, როცა ანასტასიამ და ნიკუშამ სერიოზულად იჩხუბეს.
ნიკუშა ანასტასიას სთხოვდა, რომ მასთან და მის მეგობრებთან წამოსულიყო საგურამოში.
-ტასო, რატო მახვეწნინებ ამდენს?
-ნიკუშ, შემეშვი. ბევრი, ძალიან ბევრი მაქვს სამეცადინო. ყველაფერს ჩამოვრჩი. შენ წადი, მე არაფერი მომივა.
-წამოხვალ!
-რატო მიყვირი?! ვერ წამოვალ, არ მინდა ვახსენე?
-ანასტასია, ნუ მაბრაზებ ეხა. აქ რო მარტო არ დაგტოვებ არ იცი? თუ მოიცა... ჩემთან ერთად არ გინდა? რამე მოხდა?
მოულოდნელი კითხვისგან ანასტასია ადგილზე გახევდა.
-ნიკუშ, რა ჯანდაბას ამბობ...
-ჰო, ჰო! ჩემთან ერთად წამოსვლის გრცხვენია!
-შენ ცუდ ხასიათზე ხარ ეხლა. წადი. არ მინდა, შენგან რამე მეწყინოს. მერე დამირეკე. საღ გონებას რომ დაუბრუნდები.
ნიკუშა სახლიდან გიჟივით გავარდა.

მეორე წამსვე მიხვდა, რომ შეცდა და ტყუილად აწყენინა ანასტასიას, მაგრამ მართლა ცუდ ხასიათზე იყო და სხვა ვერაფერი მოიფიქრა.

ანასტასია ვერაზე იყო, ნიკუშა კი წყნეთში, როცა გაიგო, რომ მთელ ვერაზე შუქი არ იქნებოდა.
ზამთრის ყინვებში კი, გათბობის გარეშე დარჩენილი ანასტასია საცოდავად კანკალებდა პლედში გახვეული.
ჯერ დაურეკა.
-ალიო.
ტასოს აკანკალებულ ხმაზე მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
ხმაზე ეტყობოდა, რომ მთელი დღე ტიროდა. ნიკომ სიმწრისგან თვალები დახუჭა.
,,რა ჯანდაბა გავაკეთე."
-ტასო.
ტასოს აჩქარებული სუნთქვა ყურმილის მიღმაც ესმოდა.
-ჰო, ნიკუშ...
-მომენატრე.
-ჰო, მეც.
ამის მეტი არაფერი უთქვამთ.
ნიკუშა ბუხარში ანთებული ცეცხლის ტკაცუნის ფონზე ანასტასიას სუნთქვას უსმენდა, რომელიც საოცრად აჩქარებულიყო და სუნთქვაც კი უკანკალებდა.
ანასტასია კი, ცრემლებს ჩუმად იწმენდდა. ნიკუშას ღრმა ოხვრას უსმენდა და ცდილობდა ძალიან არ ეკანკალა, რომ ფალავანდიშვილს მისი კბილების კაწკაწის ხმა არ გაეგონა.
მაგრამ გაიგო.
-ტასი, გცივა?
-მცივა.
-გეშინია?
-რისი უნდა მეშინოდეს?
-მარტოს.
-რა მნიშვნელობა აქვს.
-ჩემთვის აქვს. მითხარი.
-ჰო.
ნიკუშამ ისევ ამოიოხრა. თვალები დახუჭა.
სწრაფად წამოხტა და ტანსაცმლის ჩაცმას შეუდგა.
-მოვდივარ. თუ გინდა დაიძინე. კარი ღია დატოვე. მე წამოგიყვან.
-სად მოდიხარ, არ გამაგიჟო! დაეტიე მანდ, სადაც ხარ. ნიკუშ, ნუ მალაპარაკებ. ხვალ
ვილაპარაკოთ.
-მე ეხლავე მინდა ლაპარაკი.
ლაპარაკი კი არა, შენი ჩახუტება.
-ნიკუშ...
-გზაში ვარ უკვე, ტასი.
-ნელა იარე რა.
ნიკუშამ სიჩქარე შეანელა.
ანასტასიამ ყურმილი გაუთიშა.
ვერც კი მიხვდა, ათ წუთში ისე აღმოჩნდა ანასტასიას ბინასთან.
კარი მართლაც ღია დახვდა.
-ტასი... ჩემი ტასი. მოდი ჩემთან.
ანასტასიამ თავი ლეკვივით წამოყო და უკვე დივანთან მისულ ნიკუშას მთელი ძალით მოეხვია.
-ჩემი პატარა. ჩემი ფერია. როგორ გაგაბრაზე. ტასო, ჩამეხუტე, მაგრად ჩამეხუტე.
ანასტასიამაც უმწეო ხელები მაგრად შემოხვია ნიკუშას კისერზე და გაყინული ცხვირი კისერზე გაუხახუნა.
ნიკუშა გაითიშა.
მთელ სხეულში დაუარეს სასიამოვნო იმპულსებმა.
ნიკუშამ ტუჩებით გაიკვალა გზა ტასოს ყბის ხაზიდან მის წითელ, გაყინულ ტუჩებამდე.
ნაზი და თბილი კოცნა აჩუქა და უფრო მაგრად ჩაეხუტა.
-ბოდიში. დიდი ბოდიში.
ნაზად ჩასჩურჩულა ყურში და ყელზე აკოცა. მერე ყურის ძირში.
ანასტასია გათბა.
ყველა ასპექტით.
ყველა გაგებით.
ყველანაირად.
ნიკუშას თმებში შეუცურა ხელი და თავისკენ უფრო მაგრად მოიზიდა.
-მიყვარხარ...
-მეც ძალიან მიყვარხარ. აღარასდროს აღარ ვიჩხუბოთ.
ანასტასიას გაეცინა.
-პატარა ბავშვებივით ვართ.
სიბნელეშიც დაინახა, თვალები როგორ უკაშკაშებდა. მთვარის შუქზე.
-ჩემი ციმციმა. შენ ისედაც პატარა ბავშვი მყევხარ. უნდა გაგზარდო ჯერ. და მერე...
ანასტასიას გაეღიმა.
-მერე?
-მერე ცოლად უნდა მოგიყვანო.
ანასტასიამ სიცილით ჰკითხა:
-იქნებ, არ დაგთანხმდე?
ნიკუშა მოიღუშა.
-რატო არ უნდა დამთანხმდე...
ანასტასიას გაეცინა, ორივე ხელი მის ლოყებზე მოათავსა და გაუღიმა. თვალებზე აკოცა და მოეხვია:
-ცოლადაც გამოგყვები და ყველგან გამოგყვები. ყოველთვის.
ნიკუშას გაეცინა.
-წავედით ეხლა.
ანასტასიამ გაიკვირვა.
-სად?
-წყნეთში.
ტასოს გაეღიმა.
-აქ დათბა უკვე. შენ უკვე აქ ხარ.
ნიკომ გაუღიმა და ლოყაზე აკოცა.
-წამო, ადე.
-ჰოო, ჰოო... დამაცადე, ვახ!
-მიდი, ჩემი პატარა.
ანასტასია პლედიანად გამოცხადდა კართან.
ნიკუშას გაეცინა.
-ეს სად მოგაქ?
-წყნეთში. მე ჩემი საბანი მინდაა...
ფალავანდიშვილი გულიანად ხარხარებდა.
-აუ, რა პატარა ბავშვი მყავხარ...
მთელი სურვილით დააცხრა ტასოს ტუჩებზე.
ანასტასიამ გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო, ნიკუშას თავისი გავარვარებული ხელი უკვე წელზე ჰქონდა შეცურებული. მთელ სხეულზე ეფერებოდა და ცხელ ნაკვალევს უტოვებდა ყველგან.
მთლიანად გახურდა ანასტასია. თვალები მთლიანად აუკაშკაშდა.
ცივი კანი კარგად რომ იგრძნო, ნიკუშა ანასტასიას სხეულს მაშინვე მოშორდა.
-რას მიშვები... წავიდეთ, თორე გაიყინე.
წყნეთში ასე ფერებ-ფერებით ავიდნენ.
მანქანის კარს არ უღებდა სანამ არ აკოცებდა.
-ნიკუშ, გამიღე. რა არის ეს, რას ცანცარებ!
-ჯერ მაკოცე.
ანასტასიას გაეცინა.
-პატარა ლეკვი ხარ. ხო მიხვდი. მოფერება რომ უნდა და პატრონს სახლში არ უშვებს.
ნიკომ გადაიხარხარა.
-ჰოო, აი ყეფას დავიწყებ, მოიცა.
სიცილისგან ცუდად იყო. ანასტასიას გაკვირვებულ სახეზე უფრო ეცინებოდა. კარი გაუღო.
ანასტასია გაშტერებული გადმოვიდა მანქანიდან და ახარხარებულ ნიკუშას ფანჯარაზე დაუკაკუნა.
-ნიკუშ, წამოდი!
ნიკუშაც უკვე დამშვიდებული გადმოვიდა მანქანიდან და ტასოს ხელი გადახვია.
-წავედიიით.
ანასტასიამ კარი გააღო და სახლში შევიდნენ.
სახლში ისე თბილოდა, ანასტასიამ უნებურად დააგდო მხრებზე შემოხვეული
პლედი და ისედაც გაშტერებული ნიკუშას წინაშე მოკლე შორტისა და მაისურისამარა დარჩა.
დაინახა, ნიკუშამ იმხელა ნერწყვი გადაყლაპა მის დანახვაზე, ლამის დაიხრჩო.
-მოდი ჩემთან...
ძლივს ამოიხრიალა და ხელები გაშალა.
ანასტასიაც ღიმილით ჩაუვარდა მკლავებში.
ნიკუშა მაგრად მოეხვია და დივანზე წამოწვა. ჯაფარიძეც გაიყოლა.
ანასტასიამ სუსტად წამოიკივლა და თან გაეცინა.
ნიკუშამ ის თავისი ცხელი სხეულის ქვეშ მოაქცია და ერთი ხელი წელზე შეუცურა.
ტუჩებით კი მისი ყელის შესწავლას შეუდგა.
სიამოვნებისგან აკანკალებული ანასტასია ჩუმად კრუსუნებდა.
-ჩშშ... ტასი... ხო იცი... არაფერს... არ გატკენ...
-ნიკუშ... არა, დღეს არა... დღეს არ გვინდა... გთხოვ...
ნიკუშაც ღიმილით მოშორდა.
-როგორც შენ გინდა, ლამაზო. მოდი აქ, ჩამეხუტე. სად წაიღე ის საბანი.
იატაკზე დაგდებულ საბანს დაწვდა და ანასტასიას გადააფარა. თვითონაც გვერდით მიუწვა და წელზე ხელი მოხვია.
ანასტასია მხარზე მიეყუდა.
-მიყვარხარ.
-მეც ძალიან.
შეეძლოთ ეს სიტყვები ცხოვრების ბოლომდე ემეორებინათ ერთმანეთისთვის, რადგან ეს ის წყვილი იყო, რომელიც ტყვიას დაუფიქრებლად შეუშვერდა მკერდს. ეს ის წყვილი იყო, რომელიც ყველას უყვარდა. ეს ის წყვილი იყო, რომელსაც ქუჩაში გავლისთანავე ყველა სცნობდა.
ეს ის წყვილი იყო, რომელსაც მთელი თბილისი სცნობდა.
ეს ის წყვილი იყო, რომელმაც ყველას დაუმტკიცა, რომ შეიძლება გრძელი, ბნელი გვირაბის შემდეგ დაინახო სინათლე, გიყვარდეს უგონოდ მყოფსაც კი, გადააბიჯო ყველა პრინციპს, შეგეძლოს დათმობა და ყველაზე მთავარი...
იყო სიცოცხლის ბოლომდე ერთგული.
თუ ბოლოს
რამემ ხელი არ შეგიშალა...


დასასრულები არ გამომდის.
ზოგადი სენია ჩემი.
ბოლო ფრაზა ტყუილად არ წერია.
აუ, არ ვიცი ოღონდ მართლა.
ხვალ დავდებ რაღაც ფაქტებს ამ ისტორიასთან დაკავშირებით.
შემდეგ კი, მეორე ნაწილის წერას დავიწყებ.
უღრმესი მადლობა ყველას.
ძალიან მიყვარხართ...



№1  offline წევრი Kalina

დასასრულად არ ვარგა, იმდენად სუსტია.
თავიდან გადავხედე და ნეტავ, სულ არ დამედო.
ცხარე, სიმწრის ცრემლები მომდის ახლა, ოღონდ მართლა.
ეს ორი ასეთ დასასრულს არ იმსახურებდა.
ბოლო ფრაზას არ ვგულისხმობ.
ეს მგონი ერთადერთია, რასაც არ შევცვლიდი.
დასასრული კი, თქვენზეა დამოკიდებული.
რატომღაც,
სიცარიელის შეგრძნება მაქვს და თუ უკმაყოფილო დარჩებით,
აუცილებლად უნდა ვიცოდე.
დაწერეთ, და გამაკრიტიკეთ.
მე კრიტიკას არ გავურბივარ.
მაინც ძალიან მიყვარხართ და მეყვარებით <3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2  offline წევრი Indigo

მარიკუნაა♥️
დასასრულად არ ვარგა, იმდენად სუსტია.
თავიდან გადავხედე და ნეტავ, სულ არ დამედო.
ცხარე, სიმწრის ცრემლები მომდის ახლა, ოღონდ მართლა.
ეს ორი ასეთ დასასრულს არ იმსახურებდა.
ბოლო ფრაზას არ ვგულისხმობ.
ეს მგონი ერთადერთია, რასაც არ შევცვლიდი.
დასასრული კი, თქვენზეა დამოკიდებული.
რატომღაც,
სიცარიელის შეგრძნება მაქვს და თუ უკმაყოფილო დარჩებით,
აუცილებლად უნდა ვიცოდე.
დაწერეთ, და გამაკრიტიკეთ.
მე კრიტიკას არ გავურბივარ.
მაინც ძალიან მიყვარხართ და მეყვარებით <3


ეხა ისე ვარ ემოციებისგან დაცლილი, წინასწარ გიხდი ბოდიშს გრძნობებს თუ სათანადოდ ვერ გამოვხატავ და სათანადო შეფასებას ვერ მოგცემ.

არ დააკლდა არაფერი!
იყო ზუსტაად ის რაც საჭირო იყო, არც მეტი, არც ნაკლები.
რათქმაუნდა უამრავი შესაძლო ვარიანტი არსებობს, როგორ შეგეძლო დასასრული დაგეწერა, მაგრამ ეს რაც წავიკითხე, მე ეს ძალიან მომეწონა!

ბოლო ფრაზამ შემაშინა, ძალიან შემაშინა, მაგრამ საჭირო იყო.
არ შევცვლიდი არაფერს.

მადლობა და კიდევ ერთხელ ბოდიში თუ ძაან მშრალი და უემოციო შეფასებ გამომივიდა, უბრალოდ ახლა ემოციები საერთოდ არ მაქვს, მთლიანად დაცლილი ვარ და საოცრად გადაღლილი. ბოდიში.
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№3  offline წევრი Kalina

Indigo
მარიკუნაა♥️
დასასრულად არ ვარგა, იმდენად სუსტია.
თავიდან გადავხედე და ნეტავ, სულ არ დამედო.
ცხარე, სიმწრის ცრემლები მომდის ახლა, ოღონდ მართლა.
ეს ორი ასეთ დასასრულს არ იმსახურებდა.
ბოლო ფრაზას არ ვგულისხმობ.
ეს მგონი ერთადერთია, რასაც არ შევცვლიდი.
დასასრული კი, თქვენზეა დამოკიდებული.
რატომღაც,
სიცარიელის შეგრძნება მაქვს და თუ უკმაყოფილო დარჩებით,
აუცილებლად უნდა ვიცოდე.
დაწერეთ, და გამაკრიტიკეთ.
მე კრიტიკას არ გავურბივარ.
მაინც ძალიან მიყვარხართ და მეყვარებით <3


ეხა ისე ვარ ემოციებისგან დაცლილი, წინასწარ გიხდი ბოდიშს გრძნობებს თუ სათანადოდ ვერ გამოვხატავ და სათანადო შეფასებას ვერ მოგცემ.

არ დააკლდა არაფერი!
იყო ზუსტაად ის რაც საჭირო იყო, არც მეტი, არც ნაკლები.
რათქმაუნდა უამრავი შესაძლო ვარიანტი არსებობს, როგორ შეგეძლო დასასრული დაგეწერა, მაგრამ ეს რაც წავიკითხე, მე ეს ძალიან მომეწონა!

ბოლო ფრაზამ შემაშინა, ძალიან შემაშინა, მაგრამ საჭირო იყო.
არ შევცვლიდი არაფერს.

მადლობა და კიდევ ერთხელ ბოდიში თუ ძაან მშრალი და უემოციო შეფასებ გამომივიდა, უბრალოდ ახლა ემოციები საერთოდ არ მაქვს, მთლიანად დაცლილი ვარ და საოცრად გადაღლილი. ბოდიში.


არა, მე რა უნდა დაგიწერო ამ დროს...
როცა ჩემს ისტორიაზე ასე იცლები ემოციებისგან, ინდიგო.
მე რა უნდა დავწერო.
მადლობაც მეუბრალოება.
ხო ხვდები.
უბრალოდ, მიხარიხარ და მიყვარხარ.
heart_eyes
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline წევრი Indigo

მართლა მარიამი გქვია? ჩემი სეხნია ხარ?

არა, აშკარად მეტყობა ძაან გათიშული რო ვარ ხო? რა შუაში იყო ეხა ეს საერთოდ?
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№5  offline წევრი Kalina

Indigo
მართლა მარიამი გქვია? ჩემი სეხნია ხარ?

არა, აშკარად მეტყობა ძაან გათიშული რო ვარ ხო? რა შუაში იყო ეხა ეს საერთოდ?

კიი, მართლა შენი სეხნია ვარ და ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე(აღიარება)

არაუშავს, მარი, მეც გათიშული ვარ. ალბათ გონს, კიდევ დიდხანს ვერ მოვალ...
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№6  offline მოდერი Eleniko13

არა,
ნუ ნერვიულობ ეგეთ
ბანძობებზე.
მშვენიერი დასასრული ჰქონდა,
მიუხედავად იმისა რომ
ეს პირველი ისტორიაა რომელიც
არ მეყო,
კიდევ მინდოდა.
ამის გამო არ ღირს ტირილი,
კარგად დაასრულე და
ისევ ისეა ყველაფერი, როგორც უნდა
იყოს.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


ვაიმეეე მეორე ნაწილიო თუ მომესმაა??? scream flushed საოცრება ხარ heart_eyes kissing_closed_eyes

 


№8  offline წევრი Kalina

Eleniko13
არა,
ნუ ნერვიულობ ეგეთ
ბანძობებზე.
მშვენიერი დასასრული ჰქონდა,
მიუხედავად იმისა რომ
ეს პირველი ისტორიაა რომელიც
არ მეყო,
კიდევ მინდოდა.
ამის გამო არ ღირს ტირილი,
კარგად დაასრულე და
ისევ ისეა ყველაფერი, როგორც უნდა
იყოს.


ყველაზე მეტად კიდე, შენს კომენტარზე ვნერვიულობდი.
იმიტომ, რომ რაღაც მეტს ელოდი ჩემგან.
და ეს მეტი სადღაც ჯანდაბაში დაბოდიალობს.
ბოდიში, რომ ის მეტი ვერ დაგანახვე.
მომავალში ყველანაირად ვეცდები. <3


უბრალო ადამიანი
ვაიმეეე მეორე ნაწილიო თუ მომესმაა??? scream flushed საოცრება ხარ heart_eyes kissing_closed_eyes


უღრმესი მადლობა, ჩემო უსაყვარლესო ადამიანო!
ჰო, გეგმაში მაქვს. ოღონდ ცოტა გონზე უნდა მოვიდე, თორე
ეს მუზა ხან აქეთ გამოფრინდება,
ხან იქით(სხვისკენ)
სანამ ვიჭერ, რამეს ღირებულს დავწერ.
არ ჯობია?
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


მარიკუნაა♥️
Eleniko13
არა,
ნუ ნერვიულობ ეგეთ
ბანძობებზე.
მშვენიერი დასასრული ჰქონდა,
მიუხედავად იმისა რომ
ეს პირველი ისტორიაა რომელიც
არ მეყო,
კიდევ მინდოდა.
ამის გამო არ ღირს ტირილი,
კარგად დაასრულე და
ისევ ისეა ყველაფერი, როგორც უნდა
იყოს.


ყველაზე მეტად კიდე, შენს კომენტარზე ვნერვიულობდი.
იმიტომ, რომ რაღაც მეტს ელოდი ჩემგან.
და ეს მეტი სადღაც ჯანდაბაში დაბოდიალობს.
ბოდიში, რომ ის მეტი ვერ დაგანახვე.
მომავალში ყველანაირად ვეცდები. <3


უბრალო ადამიანი
ვაიმეეე მეორე ნაწილიო თუ მომესმაა??? scream flushed საოცრება ხარ heart_eyes kissing_closed_eyes


უღრმესი მადლობა, ჩემო უსაყვარლესო ადამიანო!
ჰო, გეგმაში მაქვს. ოღონდ ცოტა გონზე უნდა მოვიდე, თორე
ეს მუზა ხან აქეთ გამოფრინდება,
ხან იქით(სხვისკენ)
სანამ ვიჭერ, რამეს ღირებულს დავწერ.
არ ჯობია?

კი კი ეგრე ჯობიაა blush შეიძლება ცოტა გვიან მოვიდეს ეგ მუზა მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს kissing_heart wink kissing_heart

 


№10 სტუმარი Guest Everything

გელოდები მეორე ნაწილიით <3

 


№11  offline წევრი Kalina

Guest Everything
გელოდები მეორე ნაწილიით <3

მადლობა, რომ მამხნევებ!!<3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№12  offline წევრი ki si

Uime chemi oqros gogo

 


№13  offline წევრი Kalina

ki si
Uime chemi oqros gogo

მიყვარხააარ!♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№14 სტუმარი მოცინარი

დღეს რაღაც ხარისხიანის და გულში ჩამწვდომის წაკითხვა მომინდა. შენ გამახსენდი. 1998 დაწყებული მქონდა, მაგრამ არ დამიმთავრებია. ბოლოს სულ კანკალით გავხსენი დასასრული. ძალიან მეშინოდა, ტასასოს ან ნიკუშას რამე არ მოსვლოდათ.
წავუტირესავით. იდეალური იყო. ძალიან კარგი. შენ კი, უკეთესი!

 


№15  offline წევრი Kalina

მოცინარი
დღეს რაღაც ხარისხიანის და გულში ჩამწვდომის წაკითხვა მომინდა. შენ გამახსენდი. 1998 დაწყებული მქონდა, მაგრამ არ დამიმთავრებია. ბოლოს სულ კანკალით გავხსენი დასასრული. ძალიან მეშინოდა, ტასასოს ან ნიკუშას რამე არ მოსვლოდათ.
წავუტირესავით. იდეალური იყო. ძალიან კარგი. შენ კი, უკეთესი!

უღრმესი მადლობა! ♥️♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№16 სტუმარი სტუმარი კატო

მიყვარხარ ძალიან მაგარი ხარ იმედი ცუდად არ გრძელდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent