1998 #ფსკერზე
-ალექს, არ იღვიძებს. როდის გაიღვიძებს. არ გაუღვიძია. ვიცი, რო მალე გაიღვიძებს. რო იცოდეს, რო აქ ვარ, უკვე გაიღვიძებდა. ნიკუშა ერთი თვის განმავლობაში სიტყვა ,,გაღვიძებას" ყველა მწკრივსა და სერიაში ამბობდა. მაგრამ, ანასტასიას ისევ ეძინა. თავიდან, როცა გაიგო, რომ ცოცხალი იყო... თავიდან დაიბადა. მერე ისევ გაითიშა, რომ ისევ თავიდან დაბადებულიყო. თუმცა, ერთ თვეს, გაშეშებულ, უსულო ტასოს რომ უყურა, დაასკვნა, რომ ტასო უფრო წვალობდა. ერთი თვის შემდეგ, სახლში ძალით წაიყვანეს. ცოცხალი თავით არ მიდიოდა იქ, საიდანაც ბოლოს გიჟივით გამოვარდა. მაშინვე აბაზანაში შევარდა და ეცადა მთელი იმ დროის ჭუჭყი და სიბინძურე ჩამოერეცხა. როგორმე. თითქოს მის კანს შესისხლხორცებოდნენ, იარები, ჭრილობები არა და არ ქრებოდნენ. ბოლოს მოეშვა და იქვე ჩაჯდა. დაძინება რამდენჯერაც სცადა, იმდენჯერ დაჭრილი ტასო დაესიზმრა, რომელსაც გასროლი ტყვიის დარტყმის ძალა მთელი სიმძლავრით ისროდა უკან. ბოლოს გადაწყვიტა, რომ ძილი აღარ უნდოდა და თითქმის ერთი თვე ძილის გარეშე გაატარა. -არა, ალექს. არ მშია. -არა, ალექს, არაფერი არ მინდა. წყალი მომიტანე. -მეტი არაფერი არ მინდა, მართლა. სარკეში, საკუთარ სახეს რომ შეხედა, მიხვდა, სწორი უთხრა ალექსმა. ანასტასია რომ გაიღვიძებს, ასეთს ვერ გიცნობსო. ადამიანის სახე აღარ ჰქონდა. თავი მეტნაკლებად მოიწესრიგა. საძინებელში რომ შევიდა, ისე უცხოდ ეჩვენა იქაურობა, რომ უკან გამოვიდა და შეცბუნებული კარის უკან დაახლოვებით 5 წუთი იდგა. მერე მხნეობა მოიკრიბა და შიგნით ისევ შევიდა. პირველი რაც თვალში მოხვდა, დიდი დაფა იყო, რომელზეც თავისი და თავისი მეგობრების ფოტოები იყო გაკრული. მაშინვე მოხვდა თვალში ე.წ პოლაროიდის ფოტო, რომელშიც ის და ანასტასია სასაცილოდ იჭყანებოდნენ. გაეღიმა და უაზროდ ჩაილაპარაკა: -როგორ მენატრები. მერე მეორე ფოტო, რომელშიც მხოლოდ ანასტასია იჭყანებოდა და ნიკუშა სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა პატარა ბავშვივით მხიარულ ანასტასიას. ამოიხვნეშა. მესამე ფოტო ჩუმად გადაღებული იყო. როცა ანასტასია ნიკუშას გაებუტა. *** -ტასო... არ მელაპარაკები? ანასტასიამ თავი გააქნია. -მე რომ ძალიან მიყვარხარ? ანასტასიამ ისევ გააქნია თავი. -ძალიან... -ნწუ. ტასო თავს აქნევდა. -ტასი, რაზე მებუტები, ეგ მაინც მითხარი. -არა, ვერც კი ხვდება! სულელი! დამანებე თავი! თავისი დივანი ზურგით მიატრიალა(გაჭირვებით). ნიკუშა მაშინვე წამოხტა თავისი სავარძლიდან(ჩუმად) და უკნიდან მიეპარა ტასოს. ყურთან უჩურჩულა: -მიყვარხარმიყვარხარმიყვარხარ. ყურის ძირში ნაზად, მაგრამ მაინც გემრიელად აკოცა. ანასტასიამ ტანში ერთიანად დავლილი ჟრუანტელი დააიგნორა და ვითომ მკაცრად გასცა პასუხი მის ყელში ტუჩებით მობოდიალე ნიკუშას, თუმცა ამოკნავლება უფრო გამოუვიდა: -ეგ ვერ გიშველის. ნიკუშამ ხელის ერთი მოძრაობით მოატრიალა ანასტასია თავისი დივნიანად თავისკენ და მის წინ ჩაიმუხლა. -აბა, რა უნდა ანასტასიას... ანასტასიამ მზერა აარიდა. -არაფერი. უკვე. უკვე სულერთია. ნიკუშამ თითები ლოყაზე მოუსვა. ტასოს მთელ სახეზე ეკლებმა დააყარეს. ნიკუშას გაეღიმა. -შენივე სხეულმა რო ჩაგიშვა იცი? ანასტასიას გაეცინა. ნიკუშამ ძლიერად ჩაიხუტა. -აუ, რა შტერი მყევხარ. -არა, საიდან მოიტანე, რო შეგირიგდი ერთი! აბა კი! ანასტასია ცოტა უხერხულად წამოხტა დივნიდან, ნიკუშა ისევ მის მუხლებთან იყო ჩაცუცქული. უცებ ჩამოჯდა დივანზე ფალავანდიშვილი და უკვე ფეხზე წამომხტარ ჯაფარიძეს წელზე ხელი მოხვია, თავისკენ მიიზიდა მარტივი მოძრაობით ჩაისვა კალთაში. ანასტასია სულ გაწითლდა. თვალები მთლიანად უკაშკაშებდა. ნიკუშამ თავზე აკოცა და თვალებში ჩახედა. -ჩემი ციმციმა გოგო ხარ შენ. ვსიო, დღეიდან ჩემი ციმციმა გოგო ხარ. როგორ ამბობენ? ოფიციალურად. ჰო. ოფიციალურად ჩემი ხარ. *** მოგონების გახსენებაზე სევდიანად გაეღიმა და საწოლზე დაემხო. სურათები გულზე მტკივნეულად მიიკრო. თუმცა, რა დროს ტკივილი იყო. სული სტკიოდა. შიგნიდან ყველაფერი ეწვოდა. თავისი თითოეული სუნთქვაც კი ახრჩობდა, თითქოს ისტერიკულად იტირაო, ძლივსძლივობით სუნთქავდა. არ ახსოვს, როგორ, როდის ჩაეძინა. რომ გაეღვიძა, თითები იგრძნო თმაზე, რომლებიც ნაზად ეფერებოდნენ. -ტასო... ლამის უგონოდ მყოფმა ამოთქვა და თითებს ნაზად შეეხო. ეს არ იყო ტასოს თითები. ამოიხედა და დედამისი, ნანა შერჩა ხელში, რომელიც ნაზად უღიმოდა. ნიკომაც გაუღიმა პასუხად და თავი ისევ კალთაში ჩაუდო. ამაზე ისევ მორიგი მოგონება ამოუტივტივდა გონებაში. *** -ტასი, სახლში ხარ? -კი, ნიკუშ. მოხვალ? -ჰოო. ძაან დავიღალე და ეხა წყნეთში ასვლის თავი არ მაქ. მოვალ, ხო? ანასტასიას გაეცინა. -მოდი, აბა რა უნდა ქნა, სულელო. გაეცინა ნიკუშასაც. -სულელს განახებ შენ, კოცნაში რო დაგახრჩობ. ანასტასიამ მაცდური ხმით უთხრა: -ვნახოთ, ვნახოთ. ორ წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა და ანასტასიამაც ბედნიერმა გააღო კარები. მისი ოჯახი რამდენიმე დღით სვანეთში იმყოფებოდა და ანასტასია ეს დღეები სახლში მარტო იყო. -ნიკუშ. ანასტასია კისერზე მოეხვია და იქვე აკოცა. -ტასასო... ჩემო ციმციმა. შემომიშვა, იქნებ. ბოლოს გაეცინა ნიკუშას. ტასოსაც. -მოდი. -მარტო ხარ, ტასო? ანასტასიამ თავი დაუქნია. -ჰო... ჩემები სამი დღით არიან წასულები ბეჩოში. ალაგებენ იქაურობას. წელს წასვლა გვინდა და. ლუკაჩო და ანანო ვერ დატოვეს და წაიყვანეს თან. -ლამაზო, შენ რატო არ გაყევი. სვანეთი ხო გიყვარს შენ. ანასტასიას თვალები გაუბრწყინდა. ამაზე ჭკუას კარგავდა ნიკუშა. უცებ რომ უციმციმდებოდა თვალები. ეს დამაბნევლად მიმზიდველად მიაჩნდა. -ვგიჟდები! უბრალოდ ბევრი სამეცადინო მქონდა და ვერაფრით ვერ მოვახერხე. ნიკუშას ჩაეცინა. -რათ გინდა შენ მეცადინეობა, ისედაც ყველაფერი იცი! ანატასიას გაეღიმა. -ვიღაც აფერისტის სუნი მცემს. ნიკუშას გაეცინა და ანასტასიას გვერდით მიუჯდა. ტასოს ისევ უცებ გაუბრწყინდა თვალები: -გინდა ჩემი გაკეთებული ნამცხვარი გაჭამო? ნიკუშას გაეღიმა მის ბავშვურობაზე. -იჭმევა? ტასოს გულწრფელად ეწყინა. -თუ არ გინდა, მითხარი... გულუბრყვილოდ აიჩეჩა მხრები. ნიკუშამ ვერ მოითმინა და ტუჩებზე ეცა. ისე საყვარლად ბურცავდა ხოლმე ტუჩებს, რაღაცაზე ნაწყენი რომ იყო, ნიკო თავს ძლივს იკავებდა. ნუ, ხშირ შემთხვევაში, თავის შეკავებით თავს არ იწუხებდა და მაშინვე კოცნით უწითლებდა ისედაც წითელ ტუჩებს. ახლაც. ხმაურით მოშორდა და აჭარხლებულ ანასტასიაზე გაეცინა. ანასტასიასაც გაეცინა. -ნახე, კიდევაც რომ დამცინის! მართლა მოგიტან რა. ნიკუშამ თავი დაუქნია. ანასტასიამ ნამცხვარი თავისი ხელით აჭამა. მაშინ, ახალი ხილი იყო ეს ,,ჯარისკაცები" , ,,თვითმფრინავები" და ასე შ. სწორედ ასე აჭამა მთელი ულუფა და ნიკუშას სიცილისგან მუცელი სტკიოდა. -ტასი, მეძინება. ანასტასიამ ხელი ჩასჭიდა და ოთახში შეიყვანა. თავისაში, რა თქმა უნდა. საწოლზე ჩამოსვა და თვითონაც გვერდით დაუჯდა. -აქ იყავი რა, დღეს. ნიკუშამ თავი ღიმილით დაუქნია და ყელში აკოცა. ანასტასია გაწითლდა. საწოლის საზურგეს მიეყრდნო და ამოიოხრა. ნიკუშამ თავი კალთაში ჩაუდო და ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით სთხოვა: -მომეფერე რა... ანასტასიას გაეღიმა. -შენ რომ არ გეთქვა, ისედაც მოგეფერებოდი... ნიკუშას ცალყბად ჩაეღიმა. -ტასოოო... -ასე რაღაცის თხოვნა რომ გინდა, მაშინ მეძახი. ნიკუშას გაეცინა. -არაა. იმის თქმა მინდოდა რო მიყვარხარ. ანასტასიას სულ უჩქარდებოდა გული ამ სიტყვაზე. თან ნიკუშა რომ ეუბნებოდა? ლამის გული მისდიოდა სიხარულისგან. -მეც ძალიან მიყვარხარ. დაიძინე. რომ გაიღვიძა, ისევ ისე ეჯდა ანასტასია თავთან და თმაზე ეფერებოდა. იმ ღამით საერთოდ არ დაეძინა ტასოს. მთელი ღამე ეფერებოდა თმებზე ნიკუშას. მერე იყო ბევრი ბოდიში ნიკუშასგან. რომ არ დააძინა, იმიტომ. ამის გახსენებაზე, ანასტასია ბევრს იცინოდა ხოლმე. *** ისე როგორც, ცნობილი ფალავნდიშვილის ცოლს შეეფერებოდა, მედიდურად შეაღო ანასტასიას პალატის კარი ნანა ჩალაძე-ფალავანდიშვილმა. დილით ნანახმა თავისი შვილის შემზარავმა სურათმა აიძულა, თავისი მომავალი სარძლო მოენახულებინა. კარი კი შეაღო მედიდურად, მაგრამ ცარცივით თეთრი, უღონოდ მყოფი ულამაზესი გოგონას დანახვაზე კინაღამ ყბა ჩამოუვარდა. ზაალი მთელი თვე უყვებოდა, ყველა დეტალს, ყველა წვრილმანს რაც მთელი ეს დრო ხდებოდა. ვერ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი მის წინ ხდებოდა და ამას ვერ ამჩნევდა. თუმცა, როგორ შეამჩნევდა. მისი ქმრის ,,გმირობები" ხომ საგულდაგულოდ იფარცხებოდა. და მაინც, ვერაფრით იჯერებდა, რომ ეს გოგო ნიკუშასთვის გამიზნულ ტყვიას გადაეფარა. იქვე სკამზე დაჯდა და გოგონასთან ახლოს დაჯდა, მისი ხელი თავისაში მოიქცია და დაბალ ხმაზე დაუწყო ლაპარაკი: -ლამაზო ფერია... შენ როგორი ლამაზი ყოფილხარ, ანასტასია... როგორი ნაზი. როგორი ფითქინა. ხელის ზურგზე ნაზად ეფერებოდა და ცრემლებს ზედ აფრქვევდა. -როგორი კარგი, უნაკლო ყოფილხარ, დედი. რამდენი რაღაც გადაგიტანია, შე პატარა ანგელოზო, შენ. მართლა გადამირჩინე შვილი? შენ იცი მაინც, რა გააკეთე? მე შენ მადლობა როგორ უნდა გითხრა... როგორ შემოგკადრო რამე... ყველაფერი გავიგე, ტასო, დედი. მე შენ საერთოდ სიტყვის თქმა როგორ უნდა გაგიბედო... პატიებაც როგორ უნდა გთხოვო... ფურთხის ღირსნიც არ ვართ, ანასტასია. შენ ჩვენი ოჯახისთვის ზედმეტად კარგი ხარ, დედი. ვიცი, რომ ოჯახი... აღარ გყავს... მაგრამ, თუ გენდომება... მე შემიძლია დედობა გაგიწიო... მე უკვე საკუთარი შვილივით შეგიყვარე დედი... შეიძლება ოჯახისთვის არ მემეტები მაგრამ, ნიკოს... იცი, რა სჭირს? ცოცხალია თუ მკვდარი ვერ გაიგებ, ტასო... მოდი, ნუღარ აწვალებ, კარგი? გთხოვ რა, გაიღვიძე... კარგად დამენახვე. მაგრამ, ტასო. ჩვენს შორის დარჩეს... თუ წასვლა გენდომება... გეფიცები, ყველაფერ ღირებულს გეფიცები ამ ცხოვრებაში, არც ერთი წამით არ გაგამტყუნებ. თუმცა, კი. მხოლოდ იმ წამს გაგამტყუნებ, ჩემი ნიკოს ჩამქვრალ თვალებს რომ დავინახავ. თუმცა, მეორე წამს გამახსენდება, რა ტკივილიც მოგიტანეთ და არა, აღარ გაგამტყუნებ. მაგრამ, თუ გიყვარს ჩემი ნიკო... მოდი, შენ გეძინოს მის გვერდით და არა შენს სურათებს. შენ გიყუროს მთელი დღე და არა შენს სურათებს. შენ გელაპარაკოს დილიდან საღამომდე და არა შენს სურათებს. გული მიკვდება, დედი. ასე ცოცხალ-მკვდარს რომ ვუყურებ. არ წახვიდე რა. ვხედავ, მხოლოდ ერთი რაღაც სჭირდება, რომ მანაც დამტოვოს. ქმარი დიდი ხნის წინ დავკარგე. ჩემს ნიკოს ნუ წამართმევ. მხოლოდ შენს წასვლას ელოდება, რომ მეორე წამს უკან წამოგყვეს, ტასო. ჰოდა, არც შენ არ წახვიდე რა. ყოველ დღე მხოლოდ ნიკოს გამო ვიღვიძებ. ღმერთმა იცის, შენნაირი გოგო რამდენჯერ მინატრია ნიკოსთვის. შენ კი, შენი ფეხით მოხვედი ჩემთან. მე კი, ვერც შეგამჩნიე. ისე გაგანადგურე, ვერც დაგინახეე... ქალი პატარა ბავშვივით ქვითინებდა, როცა იქვე მდგარი აპარატის გაბმული წრიპინი გაიგონა. -ვაიმე, დედა! ვაიმე!! ტასო, დედი! ანასტასია... ტასო... ქალი პანიკურად კიოდა და ექიმებს უხმობდა. ერთ წამში გაცამტვერდა მისი ყველა სიტყვა. ტასოს წასვლა უნდოდა. ან დარჩენა და საამისოდ ძალა არ ყოფნიდა. ნანა გიჟივით კრეფდა ერთადერთი შვილის ნომერს და შეშლილივით კიოდა ტელეფონზე. ნიკუშა უკვე იქ იყო. ოთხ საფეხურს ერთად ახტებოდა, რომ მიესწრო. მეხდაცემულივით მირბოდა. გრძნობდა, მის ცხოვრებაში რაღაც გარდამტეხი უნდა მომხდარიყო, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ გააფერადებდა, ან სიკვდილის ტოლფასად დაუჯდებოდა. პალატის ფანჯარასთან დადგა და მინას ორივე ხელი მიაყრდნო. ექიმის ხელში მომარჯვებული დეფიბრილატორი რომ დაინახა, ვერც კი მიხვდა ყვირილი ისე ატეხა. შემდეგ არც კი ახსოვდა, რას ყვიროდა. -არა!! არ ატკინონ! უთხარი, ხომ არ ეტკინება?! დედა! დე, უთხარი, არ ატკინონ, დე... შემიშვან... ხო არ ატკენენ? ნანა ამაოდ ეჭიდებოდა მკლავზე. ერთი დარტყმა. ანასტასიას უგონო სხეული საკაცეზე შეხტა. ნიკუშა გიჟივით იქცეოდა. -რას აკეთებენ, დედა! უთხარი, ნუ ტკენენ! არ ატკინონ, დეე... უთხარი, რა... შემიშვან... მეორე დარტყმა. უსიცოცხლო სხეული. ნიკუშა ადგილზე ჩაიკეცა. ,,არ წახვიდე, ანასტასია, არ გაბედო დანებება... არ დამტოვო..." სული ეწურებოდა. გრძნობდა, მეტს ვეღარ გაუძლებდა. მესამე. ,,ნუ მიდიხარ.ნუ მიდიხარ.ნუ მიდიხარ." მეოთხე. ,,უნდა გაუძლო... ცოტაც უნდა გაუძლო, ჩემო პატარა..." უკვე ღრიალებდა. -ტასო! ტასო! ნუ მიდიხარ, ტასო! ჯერ არ არის შენი დრო! არა ტასო, არა! ტასო, თუ გიყვარვარ! ნუ მიდიხარ! მეხუთე. ნიკუშამ თვალები დახუჭა და კედლის კუთხეში მიესვენა. მალევე იგრძნო ხელები მხრებზე. დედამისმა მთელი ძალით ჩაიკრა გულში. *** ფსკერისკენ რომ მიდიხარ... ამოსუნთქვა რომ არ შეგიძლია... როცა გრძნობ, რომ ეს დასასრულია... ფილტვები რომ უკვე დაიცალა ჯანგბადისგან... იგრძნო, რომ რაღაც ძალამ ზემოთ ასტყორცნა. მხოლოდ ესაა ფსკერზე ყოფნის ერთადერთი დადებითი მხარე: მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობ - ზემოთ. ის უხილავი ძალა ხელს არ უშვებდა... ესმოდა ყვირილი... ბუნდოვნად ესმოდა სამყაროში არსებული ყველა ხმა ერთად. სულ ცოტა იყო დარჩენილი მზემდე. უკვე მის შუქს ხედავდა. ცდილობდა ემოძრავა, რომ ზედაპირზე ამოტივტივებულიყო. მაგრამ, ხელები არ ემორჩილებოდნენ. ან ვერ. მხოლოდ რაღაც ძალას აჰყავდა ზევით. მაგრამ ძალიან ნელა. ასე ხომ დიდხანს ვერ გაძლებდა... მაგრამ მერე მისი ყვირილის ხმა გაიგონა... მისი ხვეწნა, მუდარა. ერთიც გაიბრძოლა, ზედაპირზე ამოყვინთა და ჟანგბადი ხარბად ჩაისუნთქა. *** გრძნობდა, ქალი ტიროდა. კისერში მის ცრემლებს გრძნობდა. შვილის სახე ხელებში მოიქცია და გაუცინა. -ნიკო, ამ ერთხელაც გადავრჩით, დე... გამლანძღეთ, გამთათხეთ... ვერ გავიმეტე. მაპატიეთ, ესეთი გაგრძელება. მაინც მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.