ოცნებებში დაკარგული (2 თავი)
ისე დავიღალე თვალის გახელა არ მინდოდა მაგრამ რას ვიზამდი, შიმშილმა შემაწუხა, უკვე საღამოს 10 საათი იყო, ვერანდაზე გავედი და თბილისის სურნელი შევისუნთქე რომელიც ძალიან დამძიმებულიყო, დამძიმებულიყო თითოეული ადამიანის გრძნობებით, ფიქრებით და ოცნებებით... გავემზადე და რესტორანში ჩავედი, საჭმელი შევუკვეთე, ერთი ბოკალი ღვინო და ჭამას შევუდექი. მალევე გაისმა მობილურის ხმა, დავხედე თუ არა ნომერს მივხვდი ვინც იყო და სიხარულით ვუპასუხე -დედიკო, დე, ძალიან მომენატრე, რატომ წახვედი? ყურმილში გაისმა ჩემი სიხარულის ხმა, რომელიც სიყვარულით იყო სავსე, მაგრამ, ამავე დროს მასში კრთოდა წყენა, წყენა რომელიც ჩემი წასვლით გამოვიწვიე... გული დამეწვა მისი ხმის გაგონებაზე, ხმის ამოღება მიჭირდა, ყელში ბურთი გამეჩხირა, აი ახლა ვიგრძენი საშინელი მონატრება, ჩემი შვილის მონატრება. -ჩემო საყვარელო, მეც ძალიან მომენატრე... აქ საქმეზე ჩამოვედი და მალე შენც ჩამოგიყვან. -მართლა? მართლა ჩამომიყვან? აუუუ რა მაგარიააა... ვიგრძენი რომ სიხარულით ოთახში დახტოდა და მეც გული საიხარულით ამევსო. მას ყოველთვის უნდოდა საქართველოს ნახვა და აქ ცხოვრება, ყოველთვის მეკითხებოდა საქართველოზე, ბებია-ბაბუაზე და მე დღეს აქ მხოლოდ მისი სურვილის ასასრულებლად ვარ. -კი, ანაბელ, მართლა ჩამოგიყვან. შენც აქ უნდა იყო რადგან ეს ჩვენი, ორივეს სამშობლოა და იქ უნდა ვიყოთ სადაც ჩვენი ფესვებია -დედიკო, როდის ჩამომიყვან?- მის ხმაში მოუთმენლობა ვიგრძენ -რამდენიმე დღე ისევ მანდ უნდა იყო, სანამ სწავლა დაგიმთავრდება! -კარგი ხო... ბოლომდე არაფერი შემარგო რა- ჩაიბუტბუტა თავისთვის. დავემშვიდობე ჩემს საყვარელ გოგონას და რესტორნიდან გავედი, ცოტა გასეირნება გადავწყვიტე. თბილისის ქუჩებში დავსეირნობდი როდესაც დავინახე კაცმა ხელი როგორ დაარტყა გოგონას ის კი დაბლა დავარდა, მივუახლოვდი და დავინახე რომ ამ გოგონას ტანსაცმელი შემოხეული ქონდა და ტიროდა, დახმარებას ითხოვდა. პოლიციაში დარეკვა გადავწყვიტე როდესაც შევამჩნიე რომ კიდევ ერთი ადამიანის სილუეტი მიუახლოვდა და ამ ქალისაკენ დაიხარა რომ აეყენებინა, მაგრამ, გოგონა ვერ დგებოდა როგორც ჩანს ფეხი იღრძო. ამას რომ მიხვდა მამაკაცი ძალიან გაბრაზდა და იმ კაცს შეხედა და მუშტი დაარტყა, კაცი დაბლა დავარდა, ადგომას ლამობდა მაგრამ ვერ მოახერხა რადგან, მეორე კაცმა ფეხი მუცელში ჩაარტყა და თან უყვიროდა -შე ნა***რო, ქალთან ასე მოგცევა როგორ გაბედე. შე არაკაცო- კიდევ ერთი დარტყმა -გთხოვთ მაპატიე- ამოიკვნესა კაცმა, ის ამაზე უფრო გამწარდა და კიდევ ერთი დარტყმა ამჯერად ყბაში -გაპატიო?! შენ მე მიხდი ბოდიშს?! შეხედე ამ გოგონას რა დღეშია, ფეხზე ვეღარ დადის შე კრ***ო- კიდევ ერთხელ დარტყმას აპირებდა როდესაც გოგონამ შეაჩერა -გთხოვთ, გჩერდით, ის ამად არ ღირს- თქვა და გონება დაკარგად... მამაკაცმა ვეღარ გაიგო რა ექნა გოგონასთვის მიეხედა თუ დაწყებული დაესრულებინა იმ ნა***რთან. მუშტი დაარტყა სახეში, მამაკაცი გაითიშა, ის კი გოგონასკენ წავიდა ხელში აიყვანა და მანქანისკენ გაემართა... მე კი გაშტერებული ვიდექი მთელი ამ დროის მანძილზე არ ვიცოდი რა მომემოქმედებინა და გულის ფანცქალით ვადევნებდი ამ ყველაფერს შორიდან თვალს, მამაკაცი ჩქარი ნაბიჯით მიაბიჯებდა ლამპიონების განათების ქვეშ და მე მკაფიოდ დავინახე მისი სახე... ეს... ეს შეუძლებელია... „ეს ის ვერ იქნება, ეს შეუძლებელია“ გონებაში გაუჩერებლად ეს ფრაზა მეორდებოდა და სუნთქვა მეკვროდა... ის კაცი რომელიც დღემდე თავხედად მიმაჩნდა და ადამიანად რომელიც ქალს პატივს არ ცემდა, რამდენიმე წუთის წინ ჩემს თვალწინ იცავდა გოგონას, რომლის გამო ლამის კაცი სიცოცხლეს გამოასალმა... სასტუმროსკენ წავედი... პირდაპირ ჩემი ნომრისკენ გავემართე და ჯერაც ვერ ვიჯერებდი რომ ის, ის თავხედი იყო... მთელი ღამე ამ ფიქრებში გავატარე, ვიხსენებდი ჩვენს ინციდენტს და ვიხსენებდი დღევანდელ ამბავს. როგორ არის შესაძლებელი ეს ორი პიროვნება ერთი მთლიანობა იყოს, ნუთუ მართალია როდესაც ამბობენ „ადამიანს ორი სახე აქვსო“... გამთენიისას ჩამეძინა, მთელი ძილის პერიოდში, სიზმარში, მომხდარი ამბავს ვხედავდი და შიშით მეღვიძებოდა... _________________________ შემიფასეთ იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ მადლობა ყველას ვინც კითხულობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.