როცა თვალებში ჩაგხედე
ბნელოდა. მე კი გავრბოდი, გავურბოდი რაღაცას ან ვიღაცას. თან უკან ვიხედებოდი , არაფერი ჩანდა და ვწყნარდებოდი. სირბილს ვანელებდი, მერე ისევ ვიყურებოდი და ჩემს უკან მოძრავ სილუეტს ვხედავდი, გულგახეთქილი ისევ წინ მივრბოდი. რამდენჯერმე განმეორდა ეს სურათი, მერე ძახილი მომესმა: - ემა! ემა! - ყველაფერი რეალურს გავდა, მაგრამ რამდენიმე წუთში გამეღვიძა. სიბნელე კაშკაშა მზის სხივებმა შეცვალა, შავი სილუეტი დედის თბილმა ღიმილმა. - დილამშიდობის ძილისგუდავ, როგორ გეძინა? -დედა ჩემკენ დაიხარა ხელი მზრუნველად გადამისვა თავზე და თბილი კოცნითაც დამასაჩუქრა. -დილამშვიდობის, არ მგონია კარგად მძინებოდა, -საპასუხოდ მეც გავუღიმე. -კარგი არაუშავს, სწრაფად ადექი, ტანსაცმელი ჩასალაგებელი გაქვს ჩვენ კი 2 საათში გავდივართ. დედა ოთახიდან გავიდა. თავი წამოვწიე და ახლაღა გამახსენდა რომ დღეს სოფელში მივდიოდით. როგორ ვნატრობდი წვიმიანი დღე ყოფილიყო, მაგრამ არა. მე ხომ სურვილები არასდროს მისრულდება. ამ სიცხეში უნდა გავიარო კილომეტრები და ჩავიდე იქ სადაც არავის ვიცნობ. მართალია წლებია იქ დავდივარ, მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი ვინმე გამეცნო და დავახლოებოდი. იქ არც ინტერნეტია, არც მეგობრები. ბავშვობაში კი მყავდა ერთი მეგობარი, მაგრაამ წესიერდ აღარც მე მახსოვს და ალბათ მასაც აღარ ვემახსოვრები. მხოლოდ მთები და ტყეები. თან რამდენიმე წელია იქ აღარ ჩავსულვარ. ყოველი იქ გატარებული დღე ერთმანეთს გავს. მთელი დღე ჭამისა და ძილის მეტს არაფერს ვაკეთებ. ჰო წიგნებს ვკითხულობ და დღიურს ვავსებ, თუმცა ამ დღიურში ხშირ შემთხვევებში მხოლოდ თარიღები შემაქვს, გამომდინარე იქედან რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება... ახლა კი ამ დღიურს კიდევ სამი თვის უაზრო დღეები დაემატება. -ემა! დაუჩქარე, -შემომესმა ქვემოდან მამაჩემის მოუთმენელი ხმა, -უკვე ნახევარი საათის წასულები უნდა ვიყოთ,- ბუზღუნებს თავისთვის,- წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. -ახლავე, უკვე მოვდივარ,- დავიძახე და ბოლო მაისური ,,ჩავტენე'' ჩემოდანში. უკვე გზაში ვართ, საშინლად ცხელა. ზუსტად ამის გამო მინდოდა წვიმიანი ამინდი.ვიჯდებოდი ჩემთვის მანქანაში და თვალს ვადევნებდი წვიმის წვეთებს, აღარც სიცხე შემაწუხებდა და აღარც მზის სხივები. სოფელში წასვლა მიყვარს, მუხედავად ყველაფრისა, თუმცა მაღიზიანებს მოხუცი ქალების უაზრო კომენტარები, მაშინ როცა ბებია ჩემ თავს აცნობს მათ და ჩემი სახელი ესმით. ,,ემა ეს რანაირი სახელია?'' ამბობს ერთი ,,ნეტავ ქართული სახელები გამოილია?'' უმატებს მეორე და ასე გრძელდება კარგახანს, მანამ სანამ ჩემს გაბრაზებულ სახეს შენიშნავენ, მაშინ კი შეცბუნებულნი წყვეტენ საუბარს. სხვადასხვა ხედები ენაცვლება ერთმანეთს, ხან ტყეები, ხან უზარმაზარი მთები, რამდენიმე ქალაქსაც ავუარეთ გვერდი. მამა სწრაფად მიდის და ვგრძნობ როგორ ,,ეხეთქება'' თბილი ჰაერი ჩემს სახეს. საათები გადის და როგორც იქნა სიცხისგან გათანგულ სხეულს გრილი ჰაერი ხვდება და შვებას მგვრის. მანქანა გაჩერდა და მეც სასწრაფოდ გადმოვედი, ეზოში შევირბინე. ბებია, ჩემი საყვარელი ბებო, რამდენი ხანია არ მინახავს. ხელებგაშლილი მორბის ჩემკენ, სახეს მშვიდი და თბილი ღიმილი უმშვენებს. მეც სულმოუთქმელად გავიქეცი და ის იყო უნდა ჩავხუტებოდი, რომ უეცრად გაქრა. ხელები ჰაერში გამიშეშდა და გავაცნობიერე რომ ამ ეზოში და საერთოდ ამ სახლსა და სოფელში ბებიას ვეღარასდროს ვნახავდი. დამტოვა და დაუმშვიდობებლად წავიდა, მაგრამ ვიცი, ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება. სახლის კარი შევაღეთ და ჩამავალ მზის სხივებს საშუალება მიეცათ ოთახის ყველა კუთხეში შეჭრილიყვნენ, თუმცა ძალა არ ეყოთ რომ მტვრით გაჟღენთილი სახლი გაენათებინათ. მამამ სინათლე აანთო და ირგვლივ მიმოვიხედე. თითქმის არაფერი შეცვლილიყო. ყველაფერი თავის ადგილას იდგა, მხოლოდ სქლად დაფენილი მტვერი და აბლაბუდები იყო უადგილოდ. დაღლილი ჩემს საყვარელ სავარძელში ჩავესვენე. ჩემი დაჯდომა და მტვრის ნაკადის წამოსვლა ერთი იყო, თუმცა იმდენად ძალაგამოცლილი ვიყავი წამოდგომა ვეღარ მოვახერხე. თავი სავარძლის ზურგს მივაბჯინე და მალე ღრმა ძილში ჩავიძირე. შორიდან მამლის ყივილი მესმის, მაგრამ ვერ ვარჩევ მესიზმრება თუ ცხადში ხდება, ბოლოს როგორც იქნა ძილიდან ვერჩევი. ცხადი ყოფილა, გავიფიქრე ჩემთვის და გამეღიმა. -დილამშვიდობის, მა, დედა სადაა? -ზემოთაა, სახლის დალაგებას იწყებს, გთხოვა როცა გაიღვიძებ ამოდი და დამეხმარეო. -კარგი, უკვე მივდივარ. -ეზოში გავედი კიბე სწრაფად ავირბინე და ჩემთვის განკუთვნილი საძინებელში შევედი. -დილამშვიდობის, დედა. -საწოლის ქვეშიდან თავი გამოყო და დედაც მომესალმა,- რითი დაგეხმარო? -პირველ რიგში მამასთან ჩადი და უთხარი ბოთლი მოგცეს, წადი და წყაროს წყალი მოიტანე, მერე კი დაგასაქმებ. რამდენიმე წუთში უკვე ბოთლით ხელში წყაროსკენ მივდიოდი. წყარო პირდაპირ ჩვენს სახლთან გადმოდის ამიტომ შორს წასვლა არ დამჭირდა. მზიანი დღეა ცაზე ღრუბლის ნასახიც კი არ ჩანს. მშვენიერი, წყნარი და თბილი დილაა. შესაფერისი ამინდია განტვირთვისა და დასვენებისთვის. სადღაც შორიდან მდინარის ხმაც ისმის რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის დღეს.წყაროსთან ახლოს ხისგან გაკეთებული მაგიდა დგას თავისი არც თუ ისე უმარჯვოდ გაკეთებული სკამებით. ალბად საღამოობით იკრიბება ხალხი აქ. წყალი სწრაფად ავავსე და სახლში დავბრუნდი. მოწყურებულმა დედამ თითქმის მთელი ბოთლი გამოცალა, შემდეგ კი ერთობლივი ძალებით შევუტიეთ მტვრით სავსე ოთახებს. იმ დღეს საშინლად დავიღალე, მაგრამ როცა შედეგი დავინახე თავმომწონედ გავიღიმე, თუმცა ამის თავიც აღარ მქონდა, უსულოდ დავემხე საწოლზე და გავითიშე. ბავშვებო, მე ახალი ვარ და ეს ჩემი პირველი ისტორიაა ამ საიტზე. შესავალი ძალიან გაიწელა, მაგრამ იმედია წაკითხვის სურვილს არ გაგიქრობთ. გამიხარდება თუ ბოლომდე წაიკითხავთ ამ ისტორიას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.