შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰო, მე მინდა შენთან..!! - თავი 1


15-07-2017, 00:42
ავტორი mettew
ნანახია 1 749

დილით ადრე გავიღვიძე, როგორც ყოველთვის, ხელები განზე გავშალე, გემრიელად გავიზმორე და შემდეგ წამოვჯექი ლოგინზე. იქვე დადებულ ჟაკეტს დავწვდი, რომელიც კაბასავით მქონდა როდესაც ელვას შევიკრავდი, ელვაც შევიკარი და ჩუსტებში გავუყარე შიშველი ფეხი. სააბაზანოში შევედი და დილის პროცედურები ღიღინით ჩავიტარე, იქედან გამოსულმა კი კარადასთან მივედი და მუქი ლურჯი ყოველდღიური ჯინსი, უბრალო ნაცრისფერი მაისური და ლურჯი ოლსთარები ჩავიცვი, მოკლე თმა უბრალოდ სავარცხლით ჩამოვივარცხნე, რადგან თმა ისეთი სწორი მაქვს დასწორება არასდროს მჭირდება. გვერდზე ნივთებით გატენილი შავი ტყავის ჩანთა გადავიკიდე და გარეთ გავედი, სახლის კარი ჩავკეტე და ყურსასმენების თანხლებით ჩავირბინე კიბეები, ეზოში ავტოფარეხთან გავჩერდი და კარი გასაღებით გავაღე, ჯერ თავზე ჩაფხუტი ჩამოვიცვი და ველოსიპედით გავედი გარეთ, სამსახურამდე გზა მოულოდნელი ინციდენტების გარეშე დავფარე, ჩემი საყვარელი გადაადგილების საშუალებაა ველოსიპედი, ამიტომ სამსახურში ძირითადად ამით დავდივარ, თავიდან "სერიოზული" და "სვეცკი" თანამშრომლები ცოტა "ისე" მიყურებდნენ თუმცა მალე შეეჩვივნენ.
-გამარჯობა უფროსო-მივესალმე ჩემს უფროსს და ჩანთა ჩემს სამუშაო მაგიდაზე დავდე
-ანიკა ერთი საქმე უნდა დაგავალო, იცოდე მნიშვნელოვანია, სხვას ვერავის გავაგზავნი, რათქმაუნდა დამატებითი ანაზღაურება იქნება, ამიტომ მოემზადე, 1 კვირით მიდიხარ იმერეთის ერთ-ერთ სოფელში.
-მაჩვენე რა საქმეა, იმედია რამე ნორმალურია და უცხოპლანეტელებზე და სულებზე არაა-გავიცინე მე და საბუთები გამოვართვი, ჩემს მაგიდაზე დავაწყვე და პირდაპირ სამზარეულოსკენ ავიღე გეზი
-შენ დილიდან აქ როგორ უნდა იყო-სამზარეულოში შესულმა ნიტამ გაცინებულმა გამომხედა
-ნუ ჩემზე რას ამბობ შენც აქ ხარ და-გამეცინა მეც, სწრაფად გამოვიღე ჩემი ყავის ჭიქა კარადიდან რომელსაც ჩემი სახელი ეწერა და ყავა გავიკეთე
-წავედი სამუშაო მაქვს-გავუცინე ნიტას და სამზარეულო დავტოვე. კვლავ ჩემს მაგიდას დავუბრუნდი და საქმე გავხსენი
"მხეიძე გიორგი
დაბადების წელი/თარიღი: 03/04/1990
დაბადების ადგილი: ქალაქი ქუთაისი
მამა: დავით მხეიძე
დედა: ნინო კაპანაძე
ძმა: ზურა მხეიძე
გარდაცვალების მიზეზი: დაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღით.
გარდაცვალების წელი:2009 წელი.
დამატებითი ინფორმაცია: გავრცელებული ვარიანტით, 2009 წლის 3 აპრილს, გარდაცვლილი და მისი ტყუპისცალი ძმა აღნიშნავდნენ 19 წლის იუბილეს, რა დროსაც სახლს თავს დაესხა მძარცველთა ბანდა, სახლში იმყოფებოდა 20ამდე ადამიანი, მათ შორის გარდაცვლილის დედა და მამა, მისი მამიდაშვილები სოფო და პაატა იაშვილები, და ტყუპების ახლო მეგობრები. მძარცველებმა ადვილად დაიმორჩილეს მძევლები, იმის გამო რომ ოჯახი საკმაოდ (ძალიან) მდიდარი იყო მძარცველები სახლში მიმოიფანტნენ და მძევლებთან მხოლოდ 2 მათგანი დარჩა, ამით ისარგებლა ტყუპებიდან ერთ-ერთმა ანუ მოკლულმა პიროვნებამ, იქვე უჯრიდან ჩუმად იარაღი ამოიღო და ერთ-ერთ მძარცველს ესროლა, რის შედეგადაც ადგილზევე დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა, მისი გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ამაოდ. სანამ დანარცენი მძარცველები სხვა ოთახიდან გამოცვივდებოდნენ ხალხის ნახევარმა ოთახიდან გასვლა მოასწრო, და გარეთ გაიქცა, ზარი თითქმის 6 ტელეფონიდან შემოვიდა პოლიციაში. იარაღი მოიმარჯვა ოჯახის უფროსმაც დავით მხეიძემ და მისმა მეორე შვილმა ზურამ. როდესაც მძარცველები კვლავ შემოიჭრნენ ოთახში ისინი გადატენილი იარაღებით დახვდათ, ოთახში კი მხოლოდ მხეიძეები და 3 შეიარაღებული პირი დარჩა, ამჟამადაც უცნობია რა მოხდა შიგნით, მხოლოდ იყო 3 გასროლის ხმა, შემდეგ კი მინის ჩალეწვის და 3 დამნაშავიდან მხოლოდ 1 გამოვიდა გარეთ ცოცხალი, ორი ადგილზევე დაიღუპა, ერთი კი როგორც ჩანს იყო გიორგი, რომელიც როგორც ზემოთ ავღნიშნედ დაიღუპა საავადმყოფოში მისვლამდე. დიდხანს არ უცოცხლია არც ცოცხლად დარცენილ ორად ორ მძარცველს, რომელლებიც გიორგის დაკრძალვიდან რამოდენიმე დღის თავზე, მოკლული იპოვეს. სავარაუდოა ის რომ ისინი რომელიმე მხეიძემ მოკლა თუმცა, ვერც ერთს ვერ დაუმტკიცეს დანაშაული, ამიტომაც მკვლელები დაუსჯელები დარჩნენ. დადგენილია რომ სახლში შეიჭრნენ ძარცვისთვის. ამჟამად მეტი არაფერია ცნობილი."
სტატიის კითხვა როგორც კი დავამთავრე სურათების თვალიერება დავიწყე
ჯერ გიორგი მხეიძის ფოტო იყო, შემდეგ კი ზუსტად იდენტური ბიჭების, ვერც კი გაარჩევდი რომელი რომელი იყო. შემდეგ ფოტოზე კი მთელი ოჯახი იყო გამოსახული.
ფოტოებს დაკვირვებით ვათვალიერებდი, თვალიერებას როგორც კი მოვრჩი ფეხზე ავდექი და სალომეს კაბინეტს მივაშურე
-საქმე საინტერესოა მაგრამ ერთი კითხვა მაწუხებს-დავუჯექი სალომეს სამუშაო მაგიდასთან და ინტერესით მივაჩერდი
-გისმენ-არდააყოვნა სალომემაც პასუხი
-რატომ გავიხსენეთ ეს საქმე დაახლოებით 8 წლის შემდეგ?-წარბები ავწრიპე მე გაკვირვებულმა
-რატომ და მამამისი დავით მხეიძე ჭკუიდან გადავიდა, მან რამოდენიმეჯერ ცადა და ამის მოტივად მის გარდაცვლილ შვილს ასახელებს, ნინო კაპანაძე გარდაცვლილის დედა ძლივს დავითანხმეთ რომ სტატია დაგვეწერა, და მინდა რომ ეს შენ გააკეთო. კიდევ გაქვს კითხვები?-გამომხედა მან სერიოზული სახით
-მაინტერესებს როდის შევძლებ წასვლას ზუსტი მისამართი სად დავბინავდები და სად ცხოვრობენ ჩვენი კლევის ობიექტები.
----
მანქანის საჭესთან თვითონ ვზივარ, ბარგი უკანა სავარძელზე დევს, ჩემს გვერდით კი საჭმლით სავსე პარკია რომელსაც გზაში გემრიელად მივირთმევ. თან ყავას ვსვავ და მანქანაში სიმღერები მაქვს ჩართული. უბრალოდ ვგიჟდები როდესაც მარტო მგზავრობ. ტანზე სპორტულები მაცვია და ფეხზე ისევ ოლსთარები.
---
როდესაც მანქანა ჭიშკართან გავაჩერე ცოტა გაკვირვებული დავრჩი, მიყრუებული სოფელია, თითქმის ერთი საათის სავალია ქალაქიდან, თანაც გზაც ცუდია. მე კი სახლს მივადექი რომელსაც უზარმაზარი გალავანი აქვს შემორტყმული. მდიდრული ჭიშკრით, შიგნით ვერ ვხედავ რა სიტუაციაა, ამიტომაც იქვე დამონტაჟებულ ზარს ვაჭერ ხელს და ველოდები როდის გააღებენ ჭიშკარს. თუ ეს 8 წლისწინაც ასე იყო, როგორ მოახერხეს და როგორ შეიპარნენ შიგნით? თუმცა ერთი უბრალო ღობის გადაკვეთა რა არის, როდესაც მსოფლიოში ისეთ სახლებს და დაწესებულებებს ტეხენ, რომელიც თითქმის შეუძლებელია.
კარები ჭაღარაშეპარულმა ქალმა გააღო, ცალი ხელით ჯოხს დაყრდნობოდა, ცალი კი კარზე ეკიდა
-მე თქვენ ცოტა ხნის წინ გესაუბრეთ, სტატიის თაობაზე ვარ მოსული-ვუთხარი მორიდებულად ქალს და თვალები მის უკან აღმართულ ორ უზარმაზარ სახლს მივაბყარი.
ერთი სახლი შედარებით ახლოს იდნა შესასვლელთან. როგორც კი შეხვიდოდი კიბეზე უნდა ასულიყავი, მეტი ჯიბე არსად ჩანდა, როგორც ჩანს შიგნიდან აქვთ კიბე, რადგან სახლი სამსართულიანი იყო. თეთრი აგურით ნაშენები ხის ფანჯრებით და მდიდრული შეხედულებით. მის უკან კი უფრო დიდი, თუმცა ისევ 3 სართულიანი სახლი იდგა უზარმაზარი ვერანდებით. თუ წინა სახლში ფანჯრები ღია იყო ის სულ ჩარაზული იყო, დარაბებიც ჯი არ იყო ღია. და მივხვდი რომ ეს ის სახლი იყო. სადაც გარდაიცვალა გიორგი მხეიძე.
და მე ვიცოდი რომ წინ იმაზე საინტერესო ამბავი მელოდა ვიდრე წარმოვიდგენდი..........




რას ფიქრობთ? პირველი ისტორიაა და მინდა რომ შემიფასოთ. მგონი ცუდი არ უნდა იყოს არა? <3



კარგი იყო მომეწონა გააგრძელე flushed heart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

დამაინტერესა ძალიან, ველოდები ახალ თავს❤

 


№3  offline წევრი მთვარეულა ❤

უმარილო და არეული ნაწერია.

 


№4  offline წევრი Imagination

ბევრი შეცდომაა და ტექსტი ცოტა დასალაგებელია. ყველა დეტალის აღწერა ზოგჯერ არაა საჭირო. მაგ:ელვას როცა ვიკრავდი და ელვაც შევიკარი და ა.შ
იმედია გაითვალისწინებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent