შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილის დღიური


15-07-2017, 02:01
ავტორი Katherine Linton
ნანახია 1 417

1/09/2002
არ ვიცი რითი დავიწყო წერა. გეტყვით რომ მე ლილი მქვია და 8 წლის ვარ. ვსწავლობ სკოლაში და მყავს ძალიან კარგი მშობლები, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ. მამა არქიტექტორია, დედა კი-დიასახლისი. ჩვენ გვყავს კატა-ჯინევრა. ის მსუქანაა და ფუმფულა. სულ თეთრია, ფითქინა. პატარა რომ იყო ყელზე წითელ ბაფთას ვუკეთებდი და ის ისე ლამაზად გამოიყურებოდა. თან თითქოს თავადაც გრძნობდა და იპრანჭებოდა.

ასეე მინდა დავწერო ჩემს ბავშვობის მეგობარ ვილიამზე. რაც თავი მახსოვს ის სულ ჩემთანაა. დაბადების მომენტიდან. არა, ის ჩემი ძმა არაა. არც ნათესავი. უბრალოდ ჩემი საუკეთესო მეგობარია. ვილიამს მშობლები არ ყავს. უფრო სწორედ ყავს, მაგრამ მისგან ძალიან შორს არიან ისინი. როგორც თვითონ ამბობს სხვა სამყაროში. ის თავი მშობლებზე ძალიან გაბრაზებულია რომ მიატოვეს.
აი ვილიამიც მოვიდა. წავალ მასთან სათამაშოდ და მალე დავბრუნდები.
5/09/2002
გამარჯობა!
დიდი ხანია არ დამიწერია. იმიტომ რომ თამაშის დროს ხიდან ჩამოვვარდი და კომაში ვიყავი. ახლა კარგად ვარ. ვილიც კარგადაა. დედა ამბობს რომ მისი ბრალია რომ გადმოვარდი, მაგრამ მე არ მჯერა.
6/07/2002
ვილიამმა მომინახულა დღეს. მას არ ვუნახივარ საავადმყოფოში. ძალიან გამეხარდა მისი ნახვა. მან ყვავილების გვირგვინი გამიკეთა მინდვრის ყვავილებისგან. ის ისეთი ლამაზია და ფერადი. ჩვენ დღეს ბევრი ვითამაშეთ და ვირბინეთ. მერე ვილი მამიდასთან წავიდა. მე კი წერის დრო დამრჩა და გადავწყვიტე მომეყოლა ამ დღის შესახებ.
დედას ისევ არ მოსწონს ვილთან ერთად რომ დავდივარ. უკვე მამაც დაარწმუნა რომ ვილი ცუდია. არადა მას არაფერი დაუშავებია.
8/07/2002
მე ვილიამი ვარ! მე ვილიამი ვარ! მე ვილიამი ვარ! მე ვილიამი ვარ!
ახლა შევამჩნიე ვილს ეს გვერდი რომ დაუჯღაბნია. ისე საინტერესო დღეს მაინც არაფერი მომხდარა და დასაწერიც არაფერი მაქვს.
10/09/2002
ჯინა დაიკარგა. ორი დღეა ვერ ვპოულობ. სადმე შეძვრებოდა ალბათ და ვეღარ გამოდის. ჩემი საწყალი ფისო. იმედია მალე გამოჩნდება.
11/09/2002
დღეს ბებიასთან მივდივარ. მიყვარს მასთან შაბათ-კვირაობით სიარული. ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. ჩემი ბიძაშვილებიც მოდიან. ენჯელა, ტომი, ვანესა, სესილია, ლეო.
ვანესა და სესილია ტყუპები არიან და ბიძია ლესლის და მისი მეორე ცოლის ბიცოლა კასანდრას შვილები არიან. ბიძია ლესლის პირველი ცოლი ვერონიკასგან ყავს უფროსი ბიჭი ლეო, რომელიც სულ გვაბრაზებს და ხელს გვიშლის. ის 19 წლისაა სულ ეწევა და მერე დებილივით იყურება ხოლმე. ბიძია სულ ეჩხუბება მას. მე ლეო მეცოდება, რადგან პატარა იყო დედა რომ დაეღუპა.
ენჯი და ტომი კი და ძმა არიან და მამიდა ლაიზას და ალფრედის შვილები არიან.
ლაიზა და ლესლი მამაჩემის და-ძმა არიან. ისინი არასოდეს ჩხუბობენ. იმიტომ რომ დიდები არიან უკვე.
როცა ვიკრიბებით მამა და ბიძია ლესლი ალფრედთან ერთად ლუდს სვავენ და სპორტზე საუბრობენ.
დედა და მამიდა სულ ბებიას ეხმარებიან.
ვერონიკა არავის მოსწონს. შვილებსაც კი.
კინაღამ მთავარი დამავიწყდა. ვილიამი ჩვენთან ერთად მოდის.

10/09/2002
სოფელში წერისთვის არ მეცალა. ისეთი ამბები მოხდა არც ი ვიცი საიდან დავიწყო.
მამიდა ლაიზა სულ ტიროდა, ბიძია ალფრედომ მიატოვა ის. მე პატარა კი ვარ და ზუსტად არ ვიცი რა და როგორ, მაგრამ ვიცი რომ მამიდას ის ძალიან უყვარს.
ლეო სადღაც დავკარგეთ და მგონი ჯერ კიდევ არ გამოჩენილა. თუმცა არავინ ნერვიულობს, რადგან ხანდახან ის რამდენიმე დღით იკარგება.
ვერონიკას თავში სახურავიდან ჩამოვარდნილი კრამიტი დაეცა როდესაც ტერასაზე იჯდა და იმდენი სისხლი იყო, რომ ცუდად გავხდი. მაგის გამო სახლში ადრე დაბრუნება მოგვიწია. ის ჯერ კიდევ საავადმყოფოშია.
არც კი ვიცი ეს როგორ მოხდა. სახურავი ბებიამ ახლახანს შეაკეთებინა.
ყველაზე მეტად გული იმაზე დამწყდა რომ ვილიამი არავის მოეწონა.

11/09/2002
ვილიამი აქ არის! ვილიამი იქ იყო! ვილიამს არ მოსწონს ვერონიკა! ვილიამს არ მოსწონს ლეო! ვილიამი ბედნიერია!

12/09/2002
მე ვარ ვილიამი! მე ვარ ვილიამი! მე ვარ ვილიამი! მე ვარ ვილიამი!



№1  offline წევრი მთვარეულა ❤

უზუსტობებია.
ატვირთვამდე გადაიკითხე.

 


№2  offline წევრი Katherine Linton

მთვარეულა ❤
უზუსტობებია.
ატვირთვამდე გადაიკითხე.


სახელი მიწერია შეცდომით კასანდრას მაგივრად ვერონიკა მიწერია, რაც მექანიკურად მომივიდა და სხვა უზუსტობას აქ ვერ ვხედავ.

 


№3 სტუმარი Guest Ela

თარიღებიც არეულია. 5/09/2002 -ს მერე 6/07/2002 გიწერია. ასევე 11/09/2002-ს მერე 10/09/2002. გადახედე ხოლმე ატვირთვამდე თარიღებს.

 


№4  offline წევრი Katherine Linton

Guest Ela
თარიღებიც არეულია. 5/09/2002 -ს მერე 6/07/2002 გიწერია. ასევე 11/09/2002-ს მერე 10/09/2002. გადახედე ხოლმე ატვირთვამდე თარიღებს.



მაფლობა რომ გამაგებინეთ უზუსტობის შესახებ, მექანიკურია და 09 უნდა იყოს და რიცხვებიც ამერია ჩამატების დროს. იქნებ შინაარსზე და ზოგადად ისტორიაზე გამოგეთქვათ აზრი.
უზუსტობებს მეც კარგად აღმოვაჩენ ხოლმე უბრალოდ გვიან ვწერდი და გამეპარა.

 


№5  offline წევრი ნეპტუნიელი

ხოო... რაღაც საინტერესო უნდა გამოვიდეს საერთო ჯამში.... მგონი. ნუ ასე ვფიქრობ! როგორც ვხვდები უილიამი ლილის წარმოსახვითი მეგობარია. დამაინტერესა. თუ შემდეგში საინტერესო თავს შემოგვთავაზებ აუცილებლად გავაგრძელებ წაკითხვას.

 


№6  offline წევრი Katherine Linton

ნეპტუნიელი
ხოო... რაღაც საინტერესო უნდა გამოვიდეს საერთო ჯამში.... მგონი. ნუ ასე ვფიქრობ! როგორც ვხვდები უილიამი ლილის წარმოსახვითი მეგობარია. დამაინტერესა. თუ შემდეგში საინტერესო თავს შემოგვთავაზებ აუცილებლად გავაგრძელებ წაკითხვას.



შევეცდები უფრო საინტერესო და გამართული თავი დავდო. <3

 


კარგი იყო მე მომეწონა blush

 


№8 სტუმარი მოცინარი

Dzaaaaaaaaaaaaaaaaaaaaalian gtxoooooooooooov gaagrdzele ra <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent