შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხელი სუნთქვა...


15-07-2017, 04:32
ავტორი Frigga
ნანახია 2 211

გამიშვი, გამიშვი გთხოვ, მე არაფერი დამიშავებია, არ ვიცცი რა გინდა ჩემგან, გთხოვ გამიშვი, ვერ გხედავ, გეფიცები არ ვიცი ვინ ხარ...
უსასრულო სიბნელეში უმისამართოდ ვკივი და ვკანკალებ, ვგრძნობ უეცრად როგორ მეხება ყინულივით ცივი თითები, მერე კი უეცრად ისევ მშორდება, ტანში ჟრუანტელი მივლის...
- ვსო, ვსო ყველაფერი დამთავრდა, შენთან ვარ ლიზა....
საშინლად ოფლიანს და შიშისგან გაცივებულს მეღვიძება, აუტანელ ემოციათა მოზღვავებას ვგრძნობ, გვერდით დედაჩემი მზის და მამშვიდებს...
- ისევ ეს წყეული კოშმარები....
- ხვალ ისევ იმ ექიმთან წავიდეთ, ვუთხრათ რომ შედეგი არარის....
- კარგი რა დედა... უკვე მე ამომივიდა ყელში და შენ ნუთუ არ მოგბეზრდა უაზროდ ფულის ყრა? ალბათ უბრალოდ სტრესია.
ტონს ვუმატებ და დედას დაბღვერილი შევცქერი.
- იცი რას გეტყვი? ჩემი შვილისთვის ფული არასდროს დამნენებია და არც ახლა მენანება...
მეხუტება და თავზე მკოცნის...
- კაი ადექი ყავა სამზარეულოშია, მე სამსახურში მაგვიანდება.
- კაი დე...
დედა ოთახიდან გადის, რაღაცნაირად მშვიდად ვგრძნობ თავს, არ ვიცი რატომ,
მაგრამ ვერაფრით ვუშველე ამ ჩემს სიზმრებს, სულ კოშმარი მესიზმრება...
საწოლიდან ნელ-ნელა ვდგები და სააბაზანოსკენ გაწეწილი, ნელი ნაბიჯებით მივდვარ. ცხელი წყალი მამშვიდებს, ჩემი ვარდის არომატი მახსენებს რომადამიანი ვარ და არა რომელიმე საშინელებათა ფილმის გმირი. სააბაზანოში დაახლოებით ერთ საათს ვრჩები, შემდეგ ხალათში გახვეული გამოვდივარ და ტელეფონს ვიღებ ტუმბოდან, უკვე რვის ნახევარია, ცხრასაათზე სკოლაში უნდა ვიყო, სწრაფად ვიცმევ შავ ზედას და დახეულ ჯინსს, თმებს ვიშრობ, პირველ სართულზე თავქუდმოგლეჯილი ჩავრბივარ და ყავას სწრაფად ვსვამ. გასასვლელთან მივედი, ტაქსი გავაჩერე და სკოლისკენ წავედი... საშინელი გრძნობაა როცა რღაც მთელი ცხოვრებაა გტანჯავს და ვერ იშორებ, როცა ყოველ ღამით დაძინება არ გინდა, იმიტომ რომ მაინც ვერ დაიძინებ მშვიდად და გეშინია ისეთი რამ არ ნაო რომ გული გაგისკდეს, დილით კი მარტო გაღვიძების გეშინია... ნუთუ მართლა ასე ძნელია ჩვეულებრივი ადამიანი გერქვას? ასე ძნელია რომ დილით იღვიძებდე და არა გაღვიძებდნენ, რადგან ეშინიათ არ ჩარჩე იქ სადაც ძილში ხარ? არ ვიცი...
ამ ფიქრებში გართულმა ისე მივაღწიე სკოლამდე ვერც კი გავიგე...
- მადლობთ. ფული გავუწოდე ტაქსის მძღოლს და სკოლის კარი შევაღე, როგორც ყოველთვის საშინელი ხმაური იყო, სწრაფად მინდოდა თავი დამეღწია და ვეცადე ხალხით გაჭედილ კიბეზე სწრაფად ავსულიყავი, ასე თუ ისე გამომივიდა...
კლასში ჩემი მეგობარი ნინა დამხვდა.
- ხომ კარგად ხარ? ფერი არ გადევს...
- სიმართლე გითხრა არა, ისევ იგივე მეორდენა ნინა, აღარ შემიძლია, ისევ კოშმარები, კოშმარები და კოშმარები, ეს უკვე აუტანელი ხდება...
ნინა ჩემს გვერდით მერხე გადმოდის და მხარზე ხელს მისვამს...
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნენა, ფსიქოლოგთან იყავი?
- იმდენთან ვიყავი რომ მგონი აღარავინ დარჩა ქალაქში ვისთანაც ე არ მივსულვარ...
- მერე რას გეუბნებიან?
- მეუბნებიან, რომ სტრესით გამოწვეული ნერვიულობის ბრაილია...
აღელვებული თითებზე თამაშს ვიწყებ, ნინას ისევ მხარზე უდევს ხელი და თვალებში გაუგებრად მომშტერებია...
- ყველაფერი კარგად იქნება...
სახლში დაბრუნებულს უცნაური შეგრძნება მქონდა, თითქოს ღია სივრცეში ვიდექი, არა და კარგად მახსოვს, როგორ დავხურე კარი და ვიცი რომ ფანჯარაც არსადაა ღია, ღია სივრცეს ვერ ვიტან, საშინლად მაშინებს, ისეთი შეგრძნება მაქვს თიტქოს იმ ღია ადგილიდან ვინმე შემოვა და რამეს დამიშავებს, სუნთქვა მეკვრის, მაგრამ მალევე ვგრძნობ, რომ უკეთ ვარ...
დედა სახლში ჯერ არაა დაბრუნებული, სამზარეულოში შევდივარ, ისევ ყავას ვისხამ და ოთახში ავდივარ, ჩემი ოთახის მუქი ლურჯი კედლები თითქოს ჩემში სადღაც რაღაც გრძნობებს აღვიძებენ, მიყვარს მარტო ყოფნა, მიყვარს როცა საკუთარი სუნთქვა მესმის და ვგრძნობ ყავის ორთქლს ჩემს სახეზე, მის არომატს, მიყვარს, როცა შემიძლია ის ვიყო ვინც ვარ, თუმცა მეც არ ვიცი ვინ ვარ, უკვე აღარ ვიცი...
არავის, არასდროს, და არსად არ ქონია ჩემს გარშემო ასეთი უცნაური ასეთი საშინელი ღამეები, ასეთი გულისამრევი და საშინელი სიზმრები რომლებიც თითქოს შენში რაღაც სხვას აღვიძებენ, თითქოს რაღაც მონსტრს რომელიც ცდილობს ჩაგითრიოს....
აშკარად ვგიჟდები, აშკარად მინადგურებს სამყაროს ეს რაღაც უცნაური სიზმარი, რაღაც უცნაური რაც ჩემში არ ზის, არასდროს იჯდა, და ვერც ვერასდროს იქნება ჩემში.... ახლაც ვგრძნობ წუხელ როგორ მეხებოდა მისი ცივი თითები ტანზე და ჟრუანტელი მივლის, ზიზღის ჟრუანტელი და ლამის გული ამირიოს იმაზე ფიქრმა რომ საერთოდ ვნახე თითები, თითქოს სსხლი არ უმოძრავებდა თითეში, თუმცა ეს ხომ უბრალოდ სიზმარია, რა გასაკვირია...
კარის ხმამ გამომაფხზლა, გამომიყვანა მდგომარეობიდან.
- ალბათ დედაა....
წინდებისამარა ჩავედი პირველ სართულზე, იქ არავინ დამხვდა, საერთოდ არ იყო კარი გაღებული, საერთოდ არავინ შემოსულა.
ახლა უკვე ხმებიც გელანდება? გავიფიქრე და სიმწრით ჩავიცინე...
სამზარეულოში შევედი და წყალი დავლიე შიშის გასანეიტრალებლად...
ტელეფონზე ზარია...
ღმერთო ახლა ესეც თუ მელანდება, თავს მოვიკლავ თქო ვთქვი და სასწრაფოდ ავირბინე ოთახში, ტელეფონი მართლაც მირეკავდა...
ნინა...
- გიმენ ნინა..
- ლიზა დღეს წვეულებას ვმართავთ და ხომ მოხვალ?
- აუ იცი არამგონია...
- იცოდე არ გაპატიებ...
აუ ახლა რომ წავიდე, მერე იქ რომ დამემართოს რამე...
- ნინა გთხოვ..
- მეც...
იქნებ უბრალოდ ვინმე მაშინებს?
- კარგი რომელზე?
- თორმეტის ნახევარზე ჩენთან...
- კარგი...
გადავწყვიტე სანამ წავიდოდი ცოტა დამესვენა და წიგნის კითხვა დავიწყე, ისე გავიდა დრო რომ ვერც კი შევამჩნიე, ამ დროში სამი წიგნი შემომეკითხა, უკვე ათი იყო, სასწრაფოდ გამოვაღე ჩემი გარდერობი, გამოვიღე თეთრი ტოპი მაიკა და შავი მაღალწელიანი შარვალი, სწრაფად დავივარცხნე შავი გრძელი მუხლებამდე თმა და აბაზანაშ შევედი, დიდხანს არ გავჩერებულვარ, თხუთმეტ წუთში უკვე მზად ვიყავი...
ძალიან მშინოდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე წასვლა, იქ ხომ მაინც არ დამეძინება მეთქი ვიფიქრე და გაბედულად გავედი სახლიდან..
- გამარჯობა, როგორ მიხარია, რომ მოხვედი...
- გამარჯობა ნინა, მეც მიხარია შენი ნახვა...
მუსიკა ხმამაღალია, საკმაოდ ბევრი ხალხია, ფანჯარა ღიაა, მაგრამ ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო, შევდივარ ხალხში და ბარიკენ მივდივარ, ვჯდები და წითელ ბურბონ ვუკვეთავ, ალბათ გიკვირთ, აბა ნინას სახლში იყო წვეულებაო?/ ჩვენ ამ ბარს ნინას სახლს ვეძახით სულ აქაა აქ მუშაობს, რამოდენიმე წელია უკვე.
სამი ჭიქა ბურბონის მერე მშვენიერ ხასიათზე ვდგები, ცეკვა მინდება და ხალხში ვერევი... თვალები მეხუჭება, ბურუსის მეტს ვერაფერს ვხედავ, მერე ვაანალიზებ ფაქტს რომ ბევრი ხალხი, მაღალი მუსიკა და ღია ფანჯრებია... ამის მერე აღარაფერი მახსოვს, გარდა ძლიერი მკლავებისა...



№1  offline წევრი Peoplefallformysmile

ცუდი არაა ,უბრალოდ უფრო ცხოვრებისეული და რეალური ფაქტები დაწერე. წვრილმანია ეს , თუმცა სამი წიგნი რამდენიმე საათში და მუხლამდე თმა სისულელეა . უფრო მეტი დიალოგები წერე, უფრო საინტერესოა.

 


№2 სტუმარი Guest nanka

http://geosociali.ru/index.php

 


№3  offline წევრი Frigga

Peoplefallformysmile
ცუდი არაა ,უბრალოდ უფრო ცხოვრებისეული და რეალური ფაქტები დაწერე. წვრილმანია ეს , თუმცა სამი წიგნი რამდენიმე საათში და მუხლამდე თმა სისულელეა . უფრო მეტი დიალოგები წერე, უფრო საინტერესოა.

მადლობა რჩევისთვის =)

 


№4 სტუმარი Tiko

Etkoba 50 gverdiani wignebi iko da sami shemoekitxa ra

 


№5  offline წევრი Frigga

Tiko
Etkoba 50 gverdiani wignebi iko da sami shemoekitxa ra

გავითვალისწინებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent