შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნობი (7)


11-03-2017, 03:09
ავტორი gano
ნანახია 1 403

 მე ის მიყვარს, ისე როგორც არავინ არასდროს მყვარებია, მე ვგრძნობ მის სურნელს, მის ყოველ შეხებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის, მის დანახვაზე ჩემი თვალები ინთება და ბრწყინავს, მისი თითები მიყვარს ის გრძელი თითები რომელსაც მანქანაში ათამაშებდა, მე ის მიყვარს მისი ყველაფერი მიყვარს.
 თეკლა
 რა
 მემგონი მართლა გიყვარს? ესეთ რაღაცეებს პირველად ამბობ, ადრე როდესაც ესეთ სიტყვებს გაიგებდი ნერვები გეშლებოდა ეხლა კი...
მთელი დღე მარიამის სიტყვებზე ვფიქრობდი და მემგონი ეს ის შემთხვევაა როდესაც ის აბსოლუტურად მართალია.
სახლში მივედი და დედაჩემი რაღაცეებს მელაპარაკებოდა მაგრამ, მე საერთოდ არაფერი მესმოდა, დავფრინავდი, ფიქრებით მიშოსთან ვიყავი და ამ დროს მამაჩემი მაფხიზლებს:
 თეკლა არ მისმენ?
 კი როგორარა
 მოკლედ ხვალ დილით მივდივართ და ჩანთა ჩამილაგეთ რა
 რაა? სად მიდიხართ?
 უკრაინაში თეკლა ხო გითხარი, არ მისმენ?
 ვინები მიდიხართ?
 მე, გიო, იკა, ლაშა და მიშო
 მიშო?
 ხო რაიყო არ გითხრა?
 არა
მაშინვე გამოდვივარ სამზარეულოდან, ჩემს ოთახში შევდივარ და მიშოს ვურეკავ:
 მიშოო
 ხო ჩემო სიყვარულოო, მეუბნება ძალიან მხიარული ხმით
 უკრაინაში მართლა მიდიხარ?
 აა ხოო ერთი კვირით
 მერე მამაჩემისგან უნდა გავიგო?
 მეც ეხლა გავიგეე
 და ესეთი მხიარული ხმით მეუბნები ხო?
 აუუ არა ვაფშე არ ვარ მხიარულად
 გეტყობა?
 აუ შენ რა გჭირს?
 ვერ ხვდები?
 გიტყდება რომ მივდივარ?
 კი ძაან
 კაი გამოგივლი რა ცოტახანში ტელეფონზე არ მინდა ლაპარაკი
სანამ მოვიდოდა ოთახში დავდიოდი აქეთ იქით და ნერვები მეშლებოდა, მამაჩემს რომ არ ეთქვა ვერც გავიგებდი რომ წასვლას აპირებდა ამ დროს ოთახში სალომე შემოდის:
 გოგო ხვალ მივდივარ?
 რაა სად?
 სად წავალ ნიუ-იორკში
 გაგიჟდი?
 რატომ
 აუუ რა ყველა მიდიხართ ხოო
 არა მე მარტო
 აუ გაჩუმდი რა
 შენ მემგონი სულ გააფრინე
მიშო მირეკავს:
 ხოო, ვპასუხობ ძალიან გაღიზიანებული ხმით
 ჩამოდი
ჩავდივარ მანქანაში ვჯდები და კარებს ძალიან მაგრად ვკეტავ:
 რა გჭირს
 აჰაა ესეიგი რა მჭირს, რა მჭირსდა ხვალ შენ, მამაჩემი და სალომე მიდიხართ, მაგრამ შენგან განსხვავებით იმათმა მითხრეს მაინც რომ მიდიოდნენ და ჩემთვის მამაჩემს რომ არ ეთქვა ვერ გავიგებდი რომ წასვლას აპირებდი.
 კაი მოდი ჩემთან მოდი
მეუბნება და ხელებს ჩემსკენ იწევს მე კი ჯიუტად ვეუბნები
 არა დამანებე თავი
მიშო არ მეშვება და მეხუტება
 ერთ კვირაში ხო ჩამოხვალ
 აბა რას ვიზამ, ისე შენ სულ ესე ბრაზდები ხოლმე?
 ხო რაიყო არ მოგწონს?
 არაა
 ხოდა არ გამაბრაზო
ის იცინის და შუბლზე მკოცნის, მე კი ამ დროს ყველანაირი ბრაზი მივლის.
 მოდი ეხლა იცი რა ვქნათ
 რაა? ვეკითხები მე
 წავიდეთ და რამეს გიყიდი
 რას მიყიდი
 რამეს რომ, რომ მოგენატრებუ გქონდეს
 აჰაა ესეიგი აპირებ რომ თავი მომანატრო?
 შენ ესე აპირებ ყოველ სიტყვაზე გამოკიდებას?
 კაი ხო
 მოვიფიქრე
 რა მოიფიქრე?
 რა უნდა ვქნათ
 აუუ რაა? მითხარიი
 მივალთ და გაიგებ.
მთელი გზა ვეხვეწებოდი რომ ეთქვა მაგრამ არაფერი უთქვამს.
 მოვედით, გადმოდი
მეც გადმოვედი მაგრამ ვერ მივხვდი რას აპირებდა
 აქ რა გვინდა?
 ტატუს გავიკეთებთ, ორივე ერთნაირს
 აჰაჰა არასებობს, მე ვერ გავიკეთებ
 გაიკეთებ
 ვერა ვერ გავიკეთებ
 კარგი რაა გთხოვ წამოდი
 მიშო ვერ გავიკეთებ მამაჩემი მომკლავს
 კაი რა საიდან გაიგებს
 მიშო არა
ბოლოს მაინც დამითანხმა, გადავწყვიტე ტატუ არა თითზე გამეკეთებინა რადგან ბეჭედს ყველაზე ხშირად ამ თითზე ვხმარობ და შევძლებდი ბეჭდვით დაფარვას, მაგრამ ვერ მოვიფიქრეთ რა გაგვეკეთებინა, ბოლოს კი გადავწყვიტეთ ერთმანეთის ინიციალები დაგვეწერა. მიშომ დაიწერა T.D (თეკლა დადიანი) მე კი M.R (მიშო რობაქიძე). ძალიან პატარები იყო მაგრამ მაინც ძალიან მეტკინა ძლივს მოვიმინე. მაგრამ ღირდა ძალიან მომწონს.
 იმედია არასდროს ვინანებ ამ ტატუს გაკეთებას
 რატომ უნდა ინანო?
 რავიცი იქნებ რამე ძალიან მაწყენიინო, დაგშორდე და ვინანო
 მერე მოიშორებ ძალიან პატარა ნაიარევი დაგრჩება
 აჰაა ესეიგი აპირებ რომ მაწყენინო
 თეკლა
 რაა
 უკვე ნერვებს მიშლი
 მეც
 მოდი აქ
მეუბნება და მკოცნის, მთელი დღე მიშოსთან ერთად გავატარე საღამოს სახლში მიმიყვანა, სალომე ბარგს ალაგებდა, მამაჩემიც.
დილით ადრე გავიღვიძე მიშოს და მამაჩემს ფრენა თერთმეტზე ქონდათ, აეროპორტში მამას გავყევი, მიშო და მამამისი იქ დაგვხვდნენ, რეგისტრაცია გაიარეს უკვე როდესაც უნდა წასულიყვნენ მიშოს ძალიან მაგრად მოვეხვიე ამ დროს დედაჩემმა მანიშნა რომ ზედმეტი არ მომსვლოდა.
 ხოიცი რომ ძალიან მიყვარხარ
 ვიცი
 ძალიან კარგი.
მეუბნება და მიდის. მე მამაჩემისკენ მივდივარ და ვეხვევი ის კი ყურში მეუბნება:
 ნუ გეშინია მალე გამოვუშვებთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent