რატომ გადავეყარეთ ასეთ იდიოტებს 7
შენ გააკეთე არაა. - არა რა მე მეზობელი იყო აშკარად-გავეკრიჭე მე. - მე შენ გაჩვენებ მეზობელს.-მითხრა და ზურგზე მომიგდო. -ოუუ მე კრავი ხომ არ გგონივარ ახლავე დამსვი. - რა კრავი მასეთი საყავრელი და უცოდველი რომ იყო დამშვიდდებოდა დედამიწა. - მოკეტე და დამსვი ახლავეს. - არაფერსაც არ დაგსვამ და ჯობს გაჩუმდე. რათქმაუნდა ყვირილი არ შემიწყვეტია, აი ჩემს ხმას სხვა პლანეტებზე მცხოვრები ამოუცნობი ობიექტებიც კი გაიგებდნენ, როცა დავინახე და ამასთანავე გავაცნობიერე, რომ აუზისკენ მივყავდი. -იდიოტო დამსვი ცურვა არ ვიცი- შევაცოდე თავი, მაგრამ გაგივაა? . მართლა ლუციფერია ეს უნამუსო მგონი. -ხო რათქმაუნდა დაგიჯერე. - გეუბნები არ ვიცითქო ველურო-ტყიურო-მუტანტოოო. -ნუ წიოკობ მაინც ვერ შემაცოდებ თავს ალქაჯო. -მაგასაც ვნახავ.-დავემუქრე გულში. სიტყვა დასრულებული არ მქონდა ტანზე ცივი სითხე რომ ვიგრძენი და წუთით სუნთქვაც შემიწყდა. ახლა ჩემი დროა. თავიდან ფართხალი დავიწყე მერე კი ერთბაშად მოვდუნდი და ფსკერისკენ წავედი. თვალები ოდნავ გახელილი მქონდა და ვხედავდო როგორი დაედო შეშინებული თაგვის ფერი გორილას და წყალში ისკუპა. -ესმა, ესმა გამოფხიზლდი გთხოვ.-მთხოვდა, როცა წყლიდან ამომიყვანა და აუზის კიდესთან მიმასვენა. ამასობაში ბავშვებიც მოგვიახლოვდნენ. -რა ხდება ხომ მშვიდობაა-მოვარდა ალე. -წყალში ჩავაგდე მეგონა ცურვა იცოდა. - ამოიკნავლა ლუციუსმა . გოგონებმა კარგად იცოდნენ რომ ცურვა მშვენივრად ვიცოდი მაგრამ ალბათ ჩემს ჩანაფიქრს მიხვდნენ და ხმა არ ამოიღეს. - მერე მიდი ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარე- თქვა ბარბარემ და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხედავდი მივხვდი, როგორ უჭირდა სსიცილის შეკავება. - ხო მართალი ხარ.-ისევ შეშინებული ხმით გადმოიხარა გორილა ჩემსკენ. - არ მომეკაროო. -წამოვიყვირე მე. - მოიცა შენ რა მომატყუეე- გაოგნებულმა შემომხედა ლუციფერმა. - მართლა გეგონა რომ ცურვა არ ვიცოდი?- შევიცხადე მე.- ვაიმე ვიმე მოდით და ახიკეთ ეს თვალები რა- ვანიშნე არარსებულ თვალებზე რომელიც ფიქტიურად გორილას საკუთრებას წარმოადგენდა. -ოხ ესმა მართლა ალქაჯი ხარ.- ფდხზე წამოიმართა ეს ტყიური და ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი. - აბა ოქში აქედან.- დავუცაცხანე და ხელით ვანიშნე გაწეულიყო. -ერთხელაც თავს ვერ შევიკავებ და კაცობრიობას შენგან გავათავისუფლებ. -დაველოდები მაგ დღეს.- ვავეკრიჭე და ისე წავედი სახლისკენ ეჭვი მაქვს თეძოები ვიღრძე. მალევე გამოვიცვალე და დაბლა ჩავედი სადაც უკვე ყველა შეკრებილიყო. - აბა გოგოებო მიდთ რა დატრიალდით მოსამსახურეები ორისთვის მოვლენ და მანამდე სულს გავაცხებ შიმშილისგან.- ამოიკრუსუნა ალემ. -ხო მიდით მიდით გოგოებო.-მხარი ავუბი ალეს. -ხო შენ თვითონ არ იკადრო.- გამოყო კუმ ფეხი. - არა კიარ მეზარება მაგრამ ახალი მოსახლეა მაინც ალე და ასე უცებ სახლის გამოცვლა არ მინდა მოუწიოს- გავეკრიჭე ალეს და სავარძელში ჩავესვენე. გოგონები სამზარეულოში გავიდნენ. -რაო ლაშ გევასა ლიზიი?- თვალი ჩავუკარი ლაშას,რომელიც სამზარეულოსკენ მიმავალ ლიზას თვალს ვერ აცილებდა. - ჰაა? რაა?- გადმომხედა ლაშამ. - რა და მწერები დაფრინავენ პირო დამუწე.- გადავიხარხარე მე. -ოოო კაი რა.- ხელი აიქნია ლაშამ. -როდის უნდა უთხრაა?- თავს არ ვანებებ ისევ. - რა უნდა ვუთხრა?. - რა და გეი რომ ხარ. რა უნდა უთხრა ადამიანო, ის რომ გუყვარს.- ხელი დემონსტრირებულად მივირტყი შუბლზე. - ნუ სულელობ მიყვარს არა ის.- ხელი აიქნია ლაშამაც. - მე მატყუებ?.- ხელით მივითითე საკუთარ თავზე. -შეეშვი ადამიანს გოგო რა მანიაკი ხარ- სიცილით მითხრა იკამ. - შენ ხმა არ გაქვს ამოსაღები ვიკას როდის უნდა უთხრა?- გადავხედე დაბღვერილმა. - რა ვუთხრა გოგო გაგიჟდიი.- შეიცხადა იკამაც. -როცა უნდათ კარგი მსახიობები არიან- ცხვირი ავიბზუე მე. -ოხ ესმა ესმა- ამოიგმინა ალემაც . ამას რაღა უნდა, ეს ამათზე ვარესია. -შენს საერთოდ იყუჩე. წლებია ბაბი გიყვარს და თქმას ვერ მოაბი- შევუბღვირე ალესაც და ხელები გადავაჯვარედინე. - აუ შენი თავი მანახა შეყვარებული როცა იქნები და დავინახავ მერე თუ იჭიკჭიკებ ეგრე-შემომიბღვირა ალემ. -მართალი ხარ ალე მე არ ვიჭიკჭიკებ პირდაპირ საქმეზე გადავალ.- გავეკრიჭე. - ანუ?- გადმომხედეს ბიჭებმა. - ანუ აიღე წაიღე რაა - გადავიხარხარე მე. -და აზრს არ ეკითხები? მეეჭვება ვინმეს შეუყვარდეს შენისთანა ალქაჯი.-გადმომხედა ირონიით ლუციფერმა. -მომხედე ძმაო მე ხო მიყვარს, ხოდა გადაწყდა მოვიტაცებ ერთი- ორი დღე ჩავკეტავ სადმე და მერე მშობლებც აღარ მიიღებენ ორი დღე სხვაგან გათეულს-ხელები შემოვკარი ერთმანეთს. ჩემი აზრით კმაყოფილმა. - ვერ ხარ შვილო.-ამოიოხრა ვითომ დამწუხრებულმა ლუციფერმა. -ვინაა შენი შვილი შენხელა მეზობლები მყავს -შევუბღვირე მე. -მზადაა ყველაფერი, მოდით- გამოგვძახეს გოგონებმა. ყველა ჭამით ვიყავით გართული როცა ლაშამ წამოიძახა. -ბავშვებო მაგრი აზრი მაქვს. -განგვანათლე- წაკბინა ლიზიმ. - მოკლედ უკვე ზაფხულია, მალე ქალაქსაც ბუღი აუვა და აქ გაჩერება გაუსაძლისი გახდება, ამიტომ სვანეთში ხომ არ წავსულიყავით? -ვაიმე სვანეთი მაგაირიააა, აუ კი რააა,სულ მინდოდა სვანეთში წასვლა- ემოციებს ვეღარ ვფარავდი მე. -უჰ სვანეთი უყვარს გოგოს და სვანს ვერ მიტანს-შემომიბღვირა მუტანტმა. -გამონაკლისებიც არსებობენ- გადავხედე მე. - კარგი გვეყო როდის წავიდეთ?-სიტიაცია განმუხტა იკამ. -ერთ კვირაში გვეცლება მე და ბაბის, ფინალურები გავქვს ჯერ-ვუთხაეი სიხარულით. -ხო ერთ კვირაში ჩვენს საქმეებსაც მოვაგვარებთ და ეგაა- თქვა იკამ. -ანუ გადაწდა ერთ კვირაში მივდივართ.- დაასკვნა ბაბიმ. ერთი კვირა მალე გავიდა ფინალურებიც მშვიდობიანად ჩავატარეთ და ახლა სამ მანქანაში გადანაწილებულები სვანეთის გზას ვადგავართ. მთელი გზა ფანჯრიდან თავ გადაწეული ვაკვირდებოდი ამ შესანიშნავ ბუნებას და თვალიც კი ვეღარ ახეეხებდა აღქმას იმდენად მშვენიერი იყო. დიდ ხნიანი მგზავრობის შემდეგ უკვე საღამო იყო, როცა მივაღწიეთ ერთ დიდ ეზოს, რომელიც მწვანეში იყო ჩაფლული და ამ სიმწვანესთან პატარა კოხტა სახლი საოცარ კონტრასტს ქმნიდა. სახლის უკან უზარმაზარი სვანური კოშკი იდგა. ვგიჟდები სვანეთზე და რა ვქნა. როგორც კი მანქანები ეზოში შევიდნენ სახლიდან მოხუცი ქალი გამოვიდა და მანქანიდან ახლახანს გადმოსული მაკაკასკენ გაემართა. -დედა შვილო მეჩვენები თუ რაია მართლა შენახარ ლექსო?-ხელებ გაშლილი მიუახლოვდა ქალი. -ხო ბებია მე ვარ -გაეციანა მუტანტსაც. ვერ მივხვდი რა ხდებდოდა და გაკვირვებულმა გადავხედე გვერდით მდგარ იკას. - ეს სახლი ლექსოსია ეს ქალიც ლექსოს ბებიაა.- გამარკვია უცებ. მოიცა რაოო ამ ტირანის სახლში წამოვეიდ ჩემივე ინიციატივით? ესმა რატო ფეხები არ მოგტყდა? არა არა ფეხები რომ მოგტყდომოდა სვანეთს ვერ ნახავდი. კარგი ხო სვანეთის გამო წავალ ამ დათმობაზეც ჯანდაბას. - დედა ბებია ესენი ვინები არიენ არ უნდა გამაცნო კაცოო- ჩვენ გადმოგვხედა ქალმა, მას შემდეგ, რაც შვილიშვილის ფერებით გული იჯერა. -კარგი ბებია, ბავშვებო ეს ბებიაჩემია ლამარა ეს კიდე ლაშაა, ისედაც იცნობ, ეს ლიზია - უთხრა და ჩვენთვის უცნობ ენაზე დააყოლა რაღაც- იკასაც იცნობ ეს ვიკაა- ამის თქმის დროსაც ისევ ის ისტყვები გაიმეორა- ეს ლექსოა, ვიკას ძმა, ეს ბარბარეა- ისევ ის უცხო სიტყვები. -ხო ეს კიდევ ალქა... ეს კიდევ ესმაა- უთხრა და თუ წინა ჯერზე ერთიდაიგივე რამეს ეუბნებოდა უცხო ენაზე ამჯერად სულ სხვა რამ უთხრა და ქალის კომენტარიც იმავე ენაზე გაისმა. - დედა შველო რა კაი ბოვში ხარ შენ გენაცვალე მე- როცა საუბარს მორჩნენ მაშინვე გადამეხვაი ქალი და თბიალად ჩამიხუტა. - გამარჯობა ქალბატონო ლამარა, ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა- დავითბე ხმა მეც. -რას ქვია ქალბატონო ლამარა, ლამრო ბებო დამიძახე თუ გინდა მარატო ლამრო, როგორც გაგიხარდება შვილო, მაგრამ ქალბატინი არ გვიგონო, რაღა დროს ჩემი ქალბატონობაა ცალი ფეხი სამარეში მაქ.- ხელი აიქნია ქალმა. - რას ბრძანებთ მშვენივრად გამოიყურებით- გავაპროტესტე მე. -ბებო თომა ბაბუ სად არის?- საუბარსაც რომ არ გაცდის რა ეს მართლა და მართლა მუტანტი. - სად იქნება ბებია გორაზე წევიდა ცხენების მოსაყვანად. მალე მოვა ალბათ. დედა აქ რო დაგაყენეთ სულ გამოვჩერჩეტდი ამ სიბერეში წამოით ბებია დეისვენეთ მე ხაჭაპირებს დავაცხობ- სახლისკენ გაგვიძღვა მოხუცი. მეორე სართულზე ყველა მოვკალათდით მე და ლიზი ერთ ოთახში, ბაბი და ვიკა ერთად, იკა და ალე ერთად, ლაშა და მუტანტი ერათად. ტანსაცმელები ამოვალაგეთ და მალევე გავიგონეთ ლამრო ბებოს ხმაც. -ჩამოით შვილებო ხაჭაპური გამოვაცხვე გამისინჯეთ ერთი. ყველანი ქვევით ჩავედით. -ლამრო ბებო ოქროს ხელები გაქვთ უგემრიელესია- ვუთხარი როცა მესამე ნაჭერ ხაჭაპურს დავწვდი. - ჭამე ბებია ჭამე აბა ისენი იმგენს რა უბედურება აცოცხლებთ ტელევიზორში ბალახს რო იკირკნებიენ.- დანანებით გააქნია თავი. - ბალახი კიარა სალათია ბებია ის - გადაიხარხარა ლაშამ. - რაცხაა ბალახს კი გავს და.-თავი იმართლა ქალმა. - რატომ არის მერე ცუდი ფიგურას უფრთხილდებიან, აბა ამ ალქაჯს სულ არ ადარდებს ფიგურა და მაგიტომაც არის გადაფუებული- თქვა გორილამ. მოიცა რაოო ამაან ახლა ჩემზე თქვა ესს? - ვინაა შვილო გადაფუებული გვერდიდან რომ შეხედო ვერ დაინახავ ისეა გამხდარი. ჭამე ბებია ნუ მიაქცევ ამ გიჟებს ყურადღებას.- გამამხნევა ქალმა. მეც ისე ვიყავი გართული ჭამაში პასუხის გაცემაც დამეზარა თუმცა სამაგიეროს აუცილებლად გადავუხდი. ამ ფიქრებიდან კარის ხმაურით გაღებამ გამომიყვანა. კარში გაჭაღარავებული თბილი გამოხედვის მქონე მოხუცი კაცი იდგა, რომელსაც ამ მაკაკასნაირი თვალები ჰქონდა. ალბათ ეს არის თომა ბაბუ. - რა ამბავია ქალო? - შეშინებულმა იკითხა შემოსვლისთანავე. -რა ამბავია და შენმა შვილიშვილმა გვიკადრა.- გახარებულლმა უთხრა ქალმა. - ლექსო ჩამოვიდა?- სიხარულის ნოტები შეერია ხმაში კაცს. - ხო ბაბუვა ჩამოვედი და მეგობრებიც ჩამოგიყვანე.-მისკენ გაემართა სანდრო და ჩახუტების შემდეგ ხელით ჩვენზე ანიშნა. -მეგობრები კაია ბაბუა მარა ერთი ცოლი როის უნდა ჩამეიყვანო შვილოო?- კითხა ინტერესით შვილიშვილს. - მაგისთანა ტირანი იარაღის ძალით თუ მიიყვანს ვინმეს საკურთხეველთან, თორე თავის ნებით მაგას ვინ გამოყვება -გადავიხარხარე მე და ბავშვებიც და მოხუცებიც ავიყოლიე. მხოლოდ გორილა იდგა დაბღვერილი. -იგივე შემიძლია ვთქვა შენზეც. - მე კი მეშველა შენ იკითხე თორე- არ ვიცი საიდან მოვიფიქრე მაგრამ მონდოდა ჩამედუმებინა. - ანუუ?- კითხვის ნიშნით სავსე თვალებით გადმომხედეს ბავშვებმა. - გუშინ ლუკამ სიყვარული ამიხსნა-ისევ წამოვაყრანტალე მე და გოგოებს ბიჭებისგან უჩუმრად თვალი ჩავუკარი. -ჩვენმა ლუკამმ? ვიცოდი აი ხომ გეუბნებოდი- ამყვა ვიკაც. -აღარ არის საინტერესო შენი პირადის განხილვა.-შემომიბღვირა ლუციფერმა და ისევ დაიწყო ბავშვების გაცნობა ამჯერად ბაბუსთვის.ისევ ერთი და იმავე წინადადებას იმეორებდა წყვილების გაცნობისას მაგრამ როცა ჯერი ჩემზე მოვიდა აღარაფერი უთქვამს უცხო ენაზე. -კარგით ბაშვებო უკვე გვიანია დაღლილებიც ვართ ნე წავალ დავიძინრბ და ხვალ შევუდგეთ სვანეთის დალაშქვრას.- წამოვდექი მე. სხვებიც დასაძინრბლად წამოვიდნენ. მუტანტი, ლაშა და ალე ქვევით დარჩნენ სანამ ოთახში შევიდოდი იკა გავაჩერე. - იკკ თუ იცი ლუციფერი თმის გასაშრობად თმის საშრობს იყენებს?- მუდარით სავსე თვალები მივანათე იკას. - ძირითადად როცა სადმე ეჩქარება მაშინ მაგრამ ისედაც ხმარობს. - მითხრა დაეჭვებულმა. -კარგი მადლობა დიდი- ვუთხარი გახარებულმა. ისევ პირველ სართულზე დავბრუნდი და სამზარეულოში შევიპარე. ლამრო ბებო მაგიდას ალაგებდა მაგიდაზე, ჯამში ფქვილი იყო მეც მისკენ გავემართე ჭიქა ავიღე ფქვილი შიგნით ჩავყარე და მუტანტის ოთახისკენ გავემართე. ჩუმად შევიპარე აბაზანაში და ფენის ძებნა დავიწყე. ალილუია, დიდი გათხრების შემდეგ ვიპოვე კიდეც. გავხსენი და ერთი ჭიქა ფქვილი შიგნით ჩავყარე თავი ისევ დავახურე და ოთახიდან გამოვედი. ჩემს ოთახში შევედი სადაც ლიზი უკვე დასაძინებლად მოკალათებულიყო. - რა გააფუჭე? - დაეჭვებულმა მკითხა. -ვანგა ხარ?- გავოცდი მე. - არა სახეზე გაწერია- გადაიკისკისა ლიზიმ. - თუ გაგვიმართლა ხვალ დილით გაიგებ - გადავიხარხარე ბოროტულად.-აბა შენ და ლაშა რას შვრებით?- ლოგინს მივაშურე მეც. - ისევ იგივე და მგონი ახლა უფრო მიშლის ნერვებს. გახსოვს ის კაცი საცეკვაოდ რომ გამიწვია. ეგ იყო ჩვენს კომპანიაში მოსული და ლაშამ მაშინ გაგვიარა გვერდი, როცა ლექსოს ადგილ-სამყოფელს მეკითხებოდა. არ ვიცი რა იფიქა მაგრმა მას შემდეგ აკვიატებული ჰყავს და ყოველ მეორე წინადადებაში იმ კაცს ახსენებს.- ამოიოხრა ლიზიმ. -ეჭვიანობს ალბათ- გადავიხარხარე მე. - ეჭვიანობს არა ის. ეგ კიარა ლუკა ვინ არის? არა იმას კი მივხვდი, რომ მოიტყუე მაგრამ- გაეცინა ლიზისაც. -ჩემი ძველი მეგობარია, კლასელები ვართ, სკოლაში ყველას შეყვარებულები ვეგონეთ და ხლაც მაგიტომ გამახსენდა. ბატონ ლუციფერსაც თუ შეყვარებულები ვეგონებით არაფერი დაშავდება - ბოროტულად გადავიხარხარე მე. -ოხ ესმა ესმა მტერი ჩავარდეს შენს ყბაში.-დანანებით ამოილაპარაკა სიზმრებში წასულმა ლიზიმ.დაღლილობამ მალე თავისი ქნა და მორფეოსთან ყავის დასალევად გავემართე. ბოდიში მადენ ხანს ვერ მოვახერხე ახალი თავოს დადება, ეროვნულების ციებ-ცხელება მქონდა და ამიტომ. საპატიო მიზეზია მგონი მადლობა ვინც კითხულობდა.იმედია ისევ გააგრძელებთ ჩემი ნაჯღაპნის წალითხვას <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.