შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Iunae Lumen #1


15-07-2017, 11:55
ავტორი Kalina
ნანახია 1 885

იმ ღამით ბევრი დავლიე. რას სვამდი ისიც კი არ მახსოვს. რა ჯანდაბად წავედი მაინცდამაინც იქ, ბარში არც ეგ. მახსოვს, დაკარგული სიყვარულის სადღეგრძელო გადავკარი ბოლოს, მარტომ. ეულად.
არაფერი არ მახსოვს მანამდე...
გარდა სროლისა.
ეს ხმაური იყო.
მაგრამ...
ხმაური ორგვარია: ერთი, რომლის გამომწვევიც დაისჯება ან გაიკიცხება. რომელიც თითქოს წამიერია, რომელიც მომდევნო წუთს დავიწყებას მიეცემა და ალბათ ხუმრობითაც კი გაიხსენებენ ხოლმე ამ ხმაურის გამომწვევს.
და მეორე.
რომელიც არ მთავრდება.
ყველა სულიერი თუ უსულო უძლურია მის წინაშე.
ვერავინ ბედავს მის ახლოს ყოფნას.
მისი გახსენებისას კი, საზარელი ჟრუანტელი დაუვლით ტანში.
აი, ამ ხმაურმა გააყრუა კლუბის არეალი.
მერე ბევრი კივილი იყო.
ბევრი სისხლი.
ცრემლი.
ყვირილი.
ვედრება.
ხმაური.ხმაური.ხმაური.
არ მახსოვს, როდის შევვარდი საპირფარეშოში. ან როგორ. რანაირად. ფეხები საერთოდ თუ ფუნქციონირებდნენ, არ მეგონა. ნეტა მომტყდომოდა ფეხები, ქუსლიანები იმ დღეს რა ჯანდაბამ ჩამაცვა!
რა ვიგრძენი? დაღლილობა. მეტი მართლა არაფერი.
სულ მეკიდა, მსროლელი იყო, ტერორისტი, ფსიქოპათი, თუ ვინც იყო.
მიტყდებოდა ვიღაც ს*რიკოს გასროლილით სიკვდილი.
ტუალეტში მხოლოდ ერთი ნათურა ციმციმებდა. სლუკუნის ხმაც ისმოდა და ხშირი სუნთქვაც. მე, რომ თავდამსხმელი ვყოფილიყავი,
იმ მოსლუკუნეს პირველს დავახლიდი ტყვიას.
თუ იმალები, დაიმალე რა წესიერად!
ქალების ტუალეტი თუ იყო, ისიც არ მახსოვს.
თუმცა, რა მნიშვნელობა ჰქონდა.
მერე, სუყველაფერი ცხადად მეფინება გონებაში.
ნათლად მახსოვს, როგორ შევბანცალდი საპირფარეშოს ერთ-ერთ კაბინაში, რომელიც სულ არ იყო ცარიელი. იქ უკვე დაეკავებინა ადგილი სხვას. ვერაფერს ვხედავდი, გარდა მისი ოფლიანი სახისა.
შავი თვალები ჰქონდა.
ბნელი.
საშიში.
მიმზიდველი.
მოვკარი თუარა, თვალი მაშინვე ავარიდე მის მწველ მზერას და გაბმული სროლით დაფეთებული, მოწყვეტით დავეშვი იატაკზე.
გასაოცარი მოხერხებით, გალეწილი მთვრალი მე - ონკანის ქვეშ შევძვერი და სამივე (უკვე გავსებულ) კაბინაში მსხდომ ხალხს დავაკვირდი.
ორ მათგანში ბიჭები იმალებოდნენ.
ერთ-ერთში მჯდომ ბიჭს სათვალე ცხვირზე ჩამოსწეოდა. მუწუკებით დაფარულ სახეზე, შემაძრწუნებელი შიში აღბეჭვდოდა.
მეორეს აღელვებაც კი არ ეტყობოდა. არანაირი. არც ერთი კუნთი არ უთრთოდა.
შავი თვალებით ცნობისმოყვარედ გვათვალიერებდა.
მესამეში... ახალგაზრდა გოგონა იყო. თვალები სულ გაწითლებული ჰქონდა. პანკივით ეცვა. შავი თმები და უამრავი პირსინგი. ტატუები რატო გამომრჩა!
იატაკზე დაყრილ კოკაინს შევხედე და გოგონას ავხედე.
მერე სიჩუმე ჩამოწვა.
სიჩუმეც ორგვარია:
სიჩუმე, რომელიც სიმშვიდის, იდილიის მომტანია.
და სიჩუმე, რომელსაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის კივილი მოჰყვება.
სიჩუმე, რომლის დროსაც იმ სიჩუმეში მყოფი ყველა ადამიანის გული 140დარტყმით სცემს. როცა ყველა იქ მყოფის, მათ შორის შენი გულისცემაც გესმის. და ეს სულაც არ არის მშვიდი სიჩუმე.
სიჩუმე, რომლის დროსაც ადამიანი საბედისწერო განაჩენის მოლოდინშია.
სიჩუმე, როდესაც არ იცი, მომდევნო წამს ტყვია შუბლს გაგიხვრეტს თუ არა.
სიჩუმე, როდესაც არ იცი, მომდევნო წამს ცოცხალი იქნები თუ არა.
ხმაურიანი სიჩუმე.
აი, ეს მომაკვდინებელი სიჩუმე ჩამოწვა.
ვიყავით მე - მთვრალი, სათვალიანი, პირსინგიანი, და ჩრდილი.
ჩრდილი ცნობისმოყვარედ იკვლევდა ჩემს სახეს. მისი მზერა იარაღის გამაყრუებელ სროლაზე მეტად მაშინებდა. მეტიც, მხოლოდ მისი მზერა მაშინებდა. შიში მთელ სხეულში მომედო. ცივ იატაკზე მჯდომი ისედაც მობუზული, უფრო მეტად მივეყინე ადგილს და თავი მეორე მხარეს მივაბრუნე.
მერე ხმაურიანი სიჩუმე მისმა გამყინავმა ხმამ გააპო:
-არ ვიკბინები.
ამ ხმის გაგონებაზე პირსინგიანი ადგილზე შეხტა და ისედაც ასლუკუნებული, შედარებით ხმამაღლა აზლუქუნდა.
სათვალიანმა მისი დაწყნარება სცადა და მის კაბინაში მიხოხდა:
-ჩუმად, რა. არ იტირო. ხმას გაიგებენ და აქ შემოვლენ. ჩუმად, ჩუმად.
ამაოდ ცდილობდა (მგონი დაბოლილი) პირსინგიანის დამშვიდებას. ჩრდილი მზერით მბურღავდა. ვერ მოვითმინე:
-საერთოდ არ გეშინია?
ჩრდილმა გადაიხარხარა და პირსინგიანი ამის გაგონებაზე უფრო მეტად აღნავლდა და სათვალიანმაც უფრო ძლიერად მოხვია ხელები:
-ჩუმად, ჩუმად. ძმაო, გიჟი ხარ? ცოტა ჩუმად იყავი, სიკვდილი გინდა?
ჩრდილმა გამყინავი ხმით უპასუხა:
-რატო უნდა მეშინოდეს ამათი სათამაშოების. კაი რა!
უაზროდ ვუყურებდი იატაკზე მიმოფანტულ კოკაინს და ვფიქრობდი.
,,დამეძინა თუ მართლა ტერორისტულ თავდასხმას შევესწარი? ასე ძალიან დავთვერი? მოხდეს რაც მოსახდენია. არაფრის აღარ მეშინია. გული აღარაფერზე დამწყდება. "
-შენ გეშინია?
ისევ ის გამყინავი ხმა გავიგე და დაფეთებული შევხტი ადგილზე.
-მეტი საქმე არ მაქვს.
ჩრდილი საკმაოდ გაკვირვებული ჩანდა.
-სიკვდილისაც არ გეშინია?
-არა.
შავს გულწრფელად გაუკვირდა.
-ვააა, მართლა?
-ჰო. მართლა.
-რატო არ გეშინია.
-იმიტომ.
-ეგ პასუხი არარი.
-არ მეშინია და ვსიო.
-აბა, ეხა რისი გეშინია.
-ამ საცოდავმა რომ მომკლას, იმის.
პირსინგიანმა ხმა ამოიღო:
-რა უნდა ვქნათ?
სათვალიანი მხრებს იჩეჩდა:
-არვიციარვიციარვიცი.
ჩრდილი იცინოდა:
-ამ ნაბიჭვრების რანაირად გეშინიათ. არაფრის არ აქვთ.
მე-მთვრალი იდიოტივით ვუქნევდი თავს:
-მართალია.
ჩრდილმა მზერით გამხვრიტა.
-არაფრის არ გეშინია, ხო?
-არა.
-მაშინ, ეხა რაღაცას ავიღებ. და არ შეგეშინდეს, კაი?
კანიბიდან გამოხოხდა, ფეხზე წამოდგა, ერთი მოძრაობით იარაღი ამოიღო ჯიბიდან, და პირსინგიანის კივილმა იქაურობა გააყრუა.
სათვალიანმა უღონოდ ჩამოუშვა ხელები და რაღაც უცნობ ხმაზე აყმუვლდა.
-დავიღუპეთ, დავიღუპებით.
მე კი, სულელივით ვიღიმოდი. ჩრდილი დაკვირვებით მომაჩერდა:
-მაგრად ხალისობ ხო? ჯიგარი ხარ.
-ტეხავს ესე სიკვდილი.
თავს მოწონების ნიშნად მიქნევს.
-და შენ რა იცი, იქნებ, არ ვკვდებით. ჰმ?
გამეცინა და თავი გავაქნიე.
-რავი აბა. ვნახოთ, როგორ იყოჩაღებ.
ჩრდილს გაეღიმა და საშიში თვალები კვლავ მომაპყრო. ისევ შემეშინდა მისი თვალების.
ისევ ისე მოვიკუნტე იატაკზე, როგორც წეღან.
კარი უნდა გაეღო და მერე...
ან მოკვდებოდა, ან აქედან ყველას გაგვიყვანდა.
ავდექი და იქაურობა მოვათვალიერე.
პირსინგიანს მგონი გული მისდიოდა. სათვალიანი მის სხეულს რაღაცნაირად უყურებდა. მერე ლოყაზე შემოულაწუნა ერთი-ორჯერ.
-ეი... გაიღვიძე! მიდი რა!
ჩრდილი კართან იცდიდა და თან იარაღს ათამაშებდა.
ყელში ამომივიდა:
-ჰო, კარგი! გავიგეთ, რო იარაღი გაქ და ყველას მაგრად გვეშინია. ეხა მიხედე საქმეს რა!
ჩრდილი ხარხარებდა.
მერე რაღაც შევამჩნიე.
რაღაცის წკაპუნი.
წიპ. წიპ. წიპ.
კიარადა.
წიწინი.
-ყველა გაჩუმდით!
ჰო, რაღაც ეგეთი.
-რა მოხდა?
პირსინგიანი გონზე მოსულა და ცნობისმოყვარედ კითხულობს, ხმადაბლა.
სათვალიანი აქეთ-იქით იყურებოდა. მერე ჩრდილს სახეზე თითქოსდა შეშფოთების ტალღამ გადაუარა.
-ყველანი...
მდუმარედ ვიწყებ.
-აქ რაღაცაა.
ჩრდილი ამატებს.
წრიპინი არ წყდება.
წიიიიიიიიიიპ.
-დაწექ...
ეს წინადადება ვერ დავამთავრე. უცებ განათდა მთელი ოთახი.
აფეთქების ძალამ უახლოეს კაბინაში შემაგდო და ჯერ კიდევ გონზე მყოფმა ვიგრძენი ასევე ჩემ მხარეს შემოვარდნილი ჩრდილის სხეული ჩემსაზე.
იქ მომხდარიდან მოყვითალო წითელი ფერი ყველაზე კარგად მახსოვს. მანამდე ყველაფერი შავ-თეთრში.
ყურებში არაფერი მესმოდა. დაფის აპკში მხოლოდ ეს ბგერა აღწევდა:
პიიიიიიიიიიიიი!
ჩრდილმა სახე დამიჭირა და მთელი სხეული დამიფარა:
-ნუ გეშინია. არაფერია. ადექი, უნდა გავიდეთ. მალე. იმათ მოვიყვან.
რატომაა ასეთი მშვიდი?! რატომმ!
პირსინგიანი და სათვალიანი ჯერ კიდევ შოკირებულ მდგომარეობაში ცდილობდნენ მომხდარის გადახარშვას.
პირსინგიანს მარცხენა ლოყა გაკაწრული ჰქონდა. სათვალიანს კი ცხვირზე დაკოსებული სათვალე ჩამსხვრეული.
-წავედით. აქაურობას მალე ცეცხლი წაეკიდება. გარეთ უნდა გავიდეთ.
ისევ მისი ჩვეული სიმშვიდე! ღმერთო, როგორ მინდა გავულაწუნო!
-გავიდეთ!
ჩრდილმა სათვალიანს ხელი ჩაავლო და კარისკენ უბიძგა. მანიშნა მეც მასავით მოვქცეულიყავი. მეც, მორჩილად ჩავავლე ხელი პირსინგიანს და კარისკენ წავიყვანე.
-დაწყნარდი, კაი? გავალთ მალე და შენებთან წაგიყვანენ. პოლიცია აქ იქნება უკვე. არ ინერვიულო. დაიჭერდნენ იმას უკვე. წამო.
პირსინგიაბმა თავისკენ ჩამქაჩა და ყურში მიჩურჩულა:
-მე იმის მეშინია. სანამ შენ შემოხვიდოდი, მარტო მე ვიყავი. ტელეფონზე ვიღაცას უთხრა, რაც მალე დაიწყებთ მით უკეთესიო და გათიშა თუ არა, სროლა დაიწყო... მეშინია. იმასთან ფრთხილად იყავი.
თავს დაპროგრამებულივით ვუქნევ და ისევ მკლავში ვეჭიდები.
-წამო, წავიდეთ.
გარეთ როგორღაც გამყავს. გზა როგორ გავიარე, არაფერი არ მახსოვს, აბსოლიტურად არაფერი.
მახსოვს, ჩრდილის გზას მივყვებოდი.
მხოლოდ ეს.
მერე სიცივე და თბილი პლედის შემოხვევა მახსოვს. პოლიციელის ღიმილი, რომელმაც მარჯვეობისთვის შემაქო და დამამშვიდა, რომ სანერვიულო არაფერი იყო.
-ის ბიჭი დაიჭირეთ... მაგის გაკეთებულია... ჩრდილმა ააფეთქა... აი, შავთვალებიანი რომ იყო...
-ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო კარგო.
ჩრდილი...
გაუჩინარდა.
ამას ველოდი კიდეც.
აბა რას იზამდა.
მერე ფიქრისგან დამძიმებულო თავი მოდუნდა და გონებით სადღაც ჯანდაბაში წავედი.
გონზე საავადმყოფოში მოვედი. თავი ოდნავ დავხარე. მხოლოდ ორი შავი სფერო ვიგრძენი, რომლებიც მე მომჩერებოდნენ.
სკამში ჩაფლობილიყო და ჩემგან მოშორებით იჯდა.
მიყურებდა და მეც არაფერს ვამბობდი. ბოლოს უბოხესი ხმით დაიჩურჩულა:
-მხედავ?
ცრემლები თავისით წამომივიდა და საფეთქლებზე ჩამოსრიალდა.
თავი გავაქნიე.
ვერ ვლაპარაკობდი. კვამლით ავსებული ყელი სულ ჩამწვარი და ჩახლეჩილი მქონდა. ბგერის დაძვრაც არ შემეძლო.
მიყურებდა და მეც არაფერს(ვერაფერს) ვამბობდი.
მიყურებდა და მზერით მბურღავდა.
მიყურებდა და თვალებს ცრემლით მივსებდა.
მიყურებდა და სახეს მიწვავდა მისი მზერა.
მიყურებდა, მე კი ვერ ვხედავდი.
ვერა.
მიყურებდა და ვგრძნობდი, როგორი ჩამქვრალი ჰქონდა თვალები. სამწუხაროდ, მხოლოდ ვგრძნობდი.
ცრემლებმა სახე დამისველა.
მერე უცებ წამოიწყო ლაპარაკი და ადგილზე შემახტუნა:
-შოკისა და მოულოდნელი თავის დაზიანების გამო მხედველობა დაქვეითებული გაქვს. ვწუხვარ, მაგრამ ვერ იყოჩაღე. სულელი ხარ. გეგონა, ვერ გავიგონებდი?
ენა ჩავყლაპე და ცრემლებისგან ალბათ ტბა თუ არა, გუბე დავაყენე იატაკზე.
მერე ხმა გაიმკაცრა:
-მორჩი იატაკის მორწყვას. მაგას მერეც მოასწრებ. რას ფიქრობდი.
თავს ვაქნევდი იდიოტივით.
-რასთქო.
საუბრობდა, მხოლოდ მაგრამ, მე ყვირილად ჩამესმოდა.
-რატორატორატო...
გაეცინა. ან ჩემს ამოხრიალებაზე ან იმ პასუხზე, რომელიც უნდა ეთქვა.
-მართლა ვერაფერს მიხვდი?
ბრმად წამოვჯექი და ხელები ჩემი აზრით, კალთაში ჩავილაგე.
საინტერესოა, როცა ვერ ხედავ. როცა შოკის ფაზას გაივლი, საინტერესოა, როცა შენს ყველა ქმედებას ვარაუდით განსაზღვრავ.
-რაში დაგჭირდა...
ძლივს ამოვიჩურჩულე.
-როგორ უცებ შეგძულდი, ჰო? არადა, დავიგინებ, უკვე მაგრად გევასებოდი.
-სად არის...
-სხვაგან ახალი ვარაზი? თუ ჭაღარა მთაწმინდა?
გაეცინა. ჰო, მაგრად ხალისობდა.
-ის. იცი ვინც...
-აჰ, ის ტატუებიანი? გვერდით რეანიმაციაში სულს ღაფავს. რამე ხო არ გავაყოლო, შენგან იმქვეყნის გზაზე?
-იმქვეყნის გზაზე რომ დაგაყენებ...
-მერე?
-მერე... დაგახრჩობ...
-მერე?
-დაგწვავ...
-მერე?
-ყელს გამოგჭრი...
-ბოლოს?
-შენს დასახიჩრებულ ლეშს ყორნებს მივუგდებ.
-მაგ ოთხ ზმნას, ყველაზე ცოტა, მხედველობა უნდა, რომელიც დღეის მონაცემებით, დაქვეითებული, აჰ, პარდონ, საერთოდ არ გაქვს. ამიტომ, ტყუილად გაირჯები.
კარის გაღების ხმა მომესმა.
საინტერესოა, როცა ვერ ხედავ. როცა, მხოლოდ გესმის. და ბგერებით აღიქვამ სამყაროს.
-ჩემო ლამაზო! ეს რა დაგემართა... სესილი, აღარასოდეს აღარ მიგატოვებ, გეფიცები ყველაფერს. მაპატიე რა...
ამ გულისამრევი ხმის გაგონებაზე, მომინდა ისევ ბომბს ავეფეთქებინე, ვიდრე ამ ნაბი**რის ბოდიშებისთვის მესმინა.
-რეზი, აქედან გაეთრიე. მეზიზღები. მეზიზღები მთელი არსებით. მთელი სხეულით, მთლიანად.
ხელი ბრმად გავიშვირე იქვე მდგომი ჩრდილისკენ და შევევედრე:
-აქედან გაათრიე!
-სესილი, დაგპირდი, ასე აღარასოდეს მოგექცევი... მაპატიე რა... აღარასოდეს მიგატოვებ...
-გა-ე-თრი-ეეეეე!!!
აშკარად, ხელი ჩაავლო ჩრდილმა რეზის და პალატიდან გაათრია.
მეკი, ისტერიკის ზვავი დამეტაკა. ხელებს უაზროდ ვიქნებდი და ყურები მიწუოდა. თვალებიდან ცრემლების მდინარე მოედინებოდა.
თუმცა, არ ვიცი, დღემდე არ ვიცი რა ძალამ გამაწყვეტინა მაშინ პანიკური შეტევა, ცივი მკლავების შემოხვევა რომ ვიგრძენი, სუყველაფერი დამავიწყდა.
-არ წახვიდე... აქ იყავი... სულ აქ იყავი... ეგ აქ აღარ შემოვიდეს!
-ვინაა?
ცრემლები მის კისერში იკვლევდნენ გზას. ყოველი მომდევნო ცრემლის შეგრძნებაზე, მკლავებს უფრო ღონივრად მხვევდა. სიამოვნების ბურუსში ვტრიალებდი.
მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხედავდი.
-არავინ. საერთოდ არავინ.
-მაშინ, ვინ იყო?
-ყველაფერი იყო. სუყველაფერი. საერთოდ. მაგრამ ახლა მისგან, მხოლოდ ნარჩენებიღა შემორჩა.
ნეტავ საერთოდ როგორ შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში.
როგორ გამიმწარა სიცოცხლე.
როგორ მეზიზღება.
როგორ მძულს.
როგორ მესიკვდილება.
როგორ ვერ ვიტან მის მზერას.
ჩრდილი კი... მიუხედავად სიცივისა, მაინც თბილია, ნაზი.
მაგრამ მისი ისე მეშინია...
ეს ყველა მისდამი გრძნობებს ფარავს.
ახლა კი, როცა მისი ცივი თითები ზურგზე წრეებს მიხაზავენ და მისი სწორი ცხვირი ჩემი ყელის სურნელს სწავლობს, მაინც, სითბოს გარდა, გონებაში სხვა სიტყვა არ მომდის.
-არ წახვალ. არ გაგიშვებ... ვინც არ უნდა იყო, არსად წახვალ.
ჩემი ხმა ბრძანებასავით ისმის და ბრმად ვეძებ მის ხელს.
ხვდება, რაც მინდა.
ხელს დაუფიქრებლად მიწვდის და ჩემსას მაგრად იქცევს თავისაში.
გეფიცებით, ბოლო 22 წლის განმავლობაში, თავი ასე დაცულად არასოდეს, არასოდეს მიგრძვნია. არასოდეს.
თავი, ჩემი გათვლით თავზე მივადე და გავიტრუნე.
ვიგრძენი, რომ გაეღიმა.
-როგორ მეზიზღება...
-არც იმას უყვარხარ... ის მზერა მეცნო.
-ფეხებზე ვუყვარვარ თუ არა, მთავარია, რომ მე მეზიზღება.
-რა გააკეთა.
ყოველგვარი შეფარვის გარეშე გამოხატავს ინტერესს.
-ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა. რასაც, არასოდეს ვაპატიებ ადამიანს.
-დაკონკრეტდი.
-დამაღალატა.
-გიღალატა?
-ეგ ორი სხვა რაღაცაა.
-ანუ?
-დამპირდა.
-და არ აგისრულა?
-არა.
-აბა?
-დაიკიდა!
-რანაირად.
-დაიკარგა! დამტოვა! წავიდა!
აღარაფერი უპასუხია, ხელები უფრო მაგრად მომხვია.
ორი დღე ბრმად მყოფმა გავატარე. ცხოვრებაში ამაზე დიდი ტკივილი არ არსებობს. ჩრდილი გვერდიდან არ მშორდებოდა. მის არსებობას ნათლად ვგრძნობდი. არანაირი ფიზიკური შეხება, უბრალოდ ჩემს ტვინში დაძვრებოდა, რასაც უნდოდა იმას მიდებდა თავში.
მერე კოშმარები დაიწყო.
მანამდე წამლების რაოდენობის გამო, ღამით სიზმრებს ვეღარ ვხედავდი.
სახლში როგორც კი გამწერეს, იმ დილითვე გამოვიხედე თვალებში პირველად და პირველივე მისი შავი თვალები დავინახე. ბრაზით მომჩერებოდა.
-როგორ არის...
-ტატუიანი? გადარჩა. რაღაც სასწაულებრივად.
ეს იმედი იყო.
იმედი იმისა, რომ რამე ახალს ერთად აღმოვაჩენდით.


მოკლედ, ადმინისტრაციამ არ მომცა ფაქტების დადების უფლება,
ამიტომაც პირდაპირ ახალ ისტორიაზე გადავალ, რომელიც
შემთხვევით შემომეწერა გუშინ.
1998-ის მეორე ნაწილის წერას ამის დასრულების შემდეგ დავიწყებ.
ჯერ ამ ისტორიის მუზა ტრიალებს ჰაერში.
თქვენ მითხარით, გავარგძელო თუ არა
თქვენი მარიკუნა



№1  offline მოდერი Eleniko13

უმჯობესია,
დასასრულს რომ დადებ მერე
წავიკითხო.
თუ არა?
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2 სტუმარი Guest Japara

Gaaaaagrdzeleee

 


№3  offline წევრი Kalina

Eleniko13
უმჯობესია,
დასასრულს რომ დადებ მერე
წავიკითხო.
თუ არა?


აი, არ ვიცი.
ოღონდ მართლა.
როდის შემომეწერა დადების დროს ვერ გავიხსენე და როგორ მაგაზე აღარ ვამბობ არაფერს.
როგორც შენ გადაწყვეტ. ♥️

Guest Japara
Gaaaaagrdzeleee


მადლობა! აუცილებლად გავაგრძელებ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


მომეწონა რაღაც სასწაული ხარ!!!(უფროსწორად ვიღაც) flushed heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი Kalina

უბრალო ადამიანი
მომეწონა რაღაც სასწაული ხარ!!!(უფროსწორად ვიღაც) flushed heart_eyes heart_eyes


იყოს რაღაც, თუ შენ ასე გირჩევნია.

დიდი მადლობა, რომ სულ მამხნევებ!<3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent