შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუმსახურებელი უბედურება (2თავი)


15-07-2017, 19:38
ავტორი marishkka
ნანახია 1 495

თინის დაბადებისდღეზე შევიდნენ გოგონები, მათზე ულამაზესი მგონი არავინ იყო, უზომოდ მიყვარს ჩემი ისტორიის გმირები, შეიძლება ოდნავ ქედმაღლურად მოგეჩვენოთ მაგრამ მართლა უღმერთოდ ლამაზები იყვნენ...

-ლისაა, მარიშკაა Best couple as always ... ღიმილით და ჟრიამულით გამოემართა ოდნავ დაბალი ხორციანი გოგონა... თუმცა სახის ნაკვთები ულამაზესი ჰქონდა. შავგვრემანი გრძელი თმით და კურნოსა ცხვირით, მაყვლისფერი თვალბი ჰქონდა.
მალევე გაერკვნენ გოგონები სიტუაციაში. ბიჭებიც გაიცნეს, თინის ბიძაშვილი თოკა და მისი ძმაკაცი საბა. რაღაცნაირად თიტქოს უხილავი კონტაქტი ჩამოყალიბდა საბასა და ლისას შორის. მარიშკა ლისაზე ბევრად გახსნილი იყო, ამიტომ ბევრად დაუმალავად ეკეკლუცებოდა თოკას, თოკაც რათქმაუნდა არ იყო წინააღმდეგი ასეთი აშოტილი, ულამაზეს სახიანი და მხიარული მარიშკა სასწაულად შეეფერებოდა ასევე უსიმპათიურეს და უჭკვიანეს თოკას.
ლისა და საბა კი, თვალებით სჭამდნენ ერთმანეთს, კალათბურთელი დაკუნთული და ასევე საკმაოდ სიმპათიური საბა ძალიან შეეფერებოდა ლისას.
თუმცა ახლა როგორ ადვილადაც დავალაგე მე და შევუსაბამე მეწყვილეები ჩემს გოგონებს არ იყო. აქ ყველაფერი ბევრად რთული იყო, კეკლუცობის მომენტში შეიტყო მარიშკამ რომ თოკას საცოლე ჰყავდა და ისე დადუმდა თითქოს პირი ამოუკერესო, დანა პირს არ უხსნიდაო მასზეა ნათქვამი, თუმცა ყველასდა გასაკვირად საბამ და მარიამმა ერთმანეთს კარგად გაუგეს, დაჟე ფეისბუქზე დაასეარჩეს ერთურთი და თიტქოს ლისას იმედი გაუჩნდა რომ მის ცხოვრებაში პირველ ნორმალურ ურთიერთობას ააწყობდა.

საკმაოდ სასიამოვნოდ გაატარეს გოგონებმა საღამო და საბამ ლისა მიაცილა სახლამდე ხოლო მარიშკა თოკას გაჰყვა რადგან ერთი გზა ჰქონდათ.

23:10
მარიშკა და თოკა:
-წელს აბარებ ანუ ჰო?
-კი...მოკლედ და ლაკონურად პასუხობდა გოგონა
-ჰომ მე ბიზნესზე ვსწავლობ, შენ რაზე აბარებ.
-იურიდიულზე... მისი მწვანე თვალები შეანათა გოგონამ, თითქოს ბევრ რამეზე მეტყველებდა ეს თვალები პირველი კი მასში იმედგაცრუება ამოიკითხებოდა.
-ვაუ, კარგია, ჩემი შეყვარებულიც იურისტია
-ვაჰ, შეყვარებული თუ საცოლე? ფარული აგრესიით ჩაეკითხა გოგონა.
-აუ ისეთი ტონით მკიტხე რო ერთიდღის გაცნობილი რომ არ მყავდე მეგონებოდა შეგიყვარდი და ეჭვიანობ.... სიცილით შეხედა ბიჭმა და ისევ საქარე მინისკენ გაიხედა.
-ვაუ თოკკ, რა ამბიციური ხარ? ჩემს სიყვარულზე ხალხი ოცნებობს.
-არც მიკვირს... ვნებიანი მზერა ესროლა ვაჟმა
მარიშკას ეს არ გამოპარვია, აქაოდა დაგევასეო და შენ თუ მე დედა არ გიტ*** მე არ ვიყო ქალიო გულში ჩაეცინა და მინას თავი მიადო.
-მარიშ, სად ცხოვრობ შენ?
-ფალიაშვილის 74.
-მე აბაშიძეზე ახლოს ვყოფილვართ.
-ჰომ.
შემდეგ სიჩუმემ დაისადგურა, სახლში მისვლამდე ასე ერთმანეთს შორის გამეფებული სიჩუმით ტკბებოდნენ ახალგაზრდები.

23:10
ლისა და საბა

-ზოგადად მშვიდი ადამიანი ხარ ხო?
-კი... ისევ ჩვეულად ლოყებაწითლებულად უპასუხა ლისამ
-ზუსტად ეგ მომეწონა შენში.
-მართლა?...თვალები გაუბრწყინდა გოგონას.
-აჰამმ, წელს აბარებ ხო?
-კიი
-რაზე?
-ფსიქოლოგია
-ვაუუ მაგარია, მე კალათბურთელი ვარ.
-ეგეც მაგარია ძაალიან, თამაშებზე ხო წამიყვან? უჩვეულოდ თამამად ჰკითხა გოგომ.
-იასნიაა ტოო, ხვალაც გნახავ ოქეი?
-მასწავლებლების მერე გამომიარე მაშინ.
-კაი, უი, სად ცხოვრობ?
-ყაზბეგის 29... გაეცინა
-მე ნუცუბიძეზე ვარ, ხშირად გნახავ ხოლმე.
-არ სწავლობ შენ?
-კი ბიზნესზე თსუში, მე და თოკა კურსელები ვართ..
-ყოჩაღ თქვენ.
-აუ, ძაალიან ლამაზი ხარ რაა.... ვნებამორეული ხრინწიანი ხმით მიუგო ვაჟმა.
-მადლობა საბ.

რამოდენიმე წუთში სადარბაზოებთან იდგნენ გოგონები, ამჯერად ერთად კი არა. არამედ ცალ-ცალკე, თუმცა ერთი ბედნიერი მეორე კი იმედგაცრუებული.

საბა ლისას თბილად მოეხვია და სადარბაზოში შეაცილა. ბედნიერმა აირბინა გოგომ 6 სართული და თვალებგაბრწყინებული მოეხვია ინას.

ცივად დაემშვიდობა მარიშკა თოკას, არცთუ ისე ხალისიანად შეაბიჯა კვლავ ჩუმ და ცივ ოთახში. ენატრებოდა ხატია, თანაც ძალიან ენატრებოდა. ობლად გადმოგორებული ცრემლი მოიწმინდა, მძიმედ ამოიხვნეშა და სააბაზანოში შევიდა.

23:50

-კაი იყო დე თინის დააბადებისდღე?
-კიი დეედი
-რა კარგ ხასიათზეხარ რაიყო.
-უმმ, ერთი ბიჭი მომეწონა.
-რაა? სიცხე ხოარგაქ გოგო? ... სიცილით ჩამოუჯდა ინა სარეცელზე.
-არა დედ.
-მომიყევი აბაა.
ლისამ ყველაფერი ა-დან ჰ-მდე ჩაუკარკლა დედას, მის კერდზე მიხუტებული აღტაცებით უყვებოდა მის პირველ სიმპათიებს ბიჭის მიმართ და აბედნიერებდა ის ფაქტი რომ მამა თუ არა დედა მაინც ჰყავდა გვერდით. დედა კი ინას სახით იყო ადამიანი რომელიც ყველაფრის ფუნქციას ითავსებდა. ის იყო საუკეთესო, ყველაზე კარგი ქალი და მეგობარი ლისასთვის. ბედნიერებისგან სავსეს ისე მიეძინა დედის გულზე რომ ვერც გაიგო.


შხაპის ქვეშ იდგა, უემოციო სახით სველი ტანზე პირსახოცი შემოიხვია და საძინებელში გავიდა, სველი თმიდან წურწურით ჩამოსდიოდა წვეთები, თმაზე შემოიხვია პირსახოცი, თხელი ხალათი შემოიცვა და დაღლილი სახით ჩაეშვა ლოგინში. ფანჯარა გამოაღო და სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი ამოარტყა. თითქოს ამ ერთ ნაფაზში ჩაატია მთელი მისი ემოციები, მის წითელ და უნაკლო ღაწვებზე ცრემლები დაეშვა, სიმწრისგან ამოიკვნესა და ცრემლები ბღავილში და ისტერიკაში გადაუვიდა. მარიშკასთვის ხომ ასეთი ღამეები სულაც არ იყო უცხო, ენატრებოდა დედა ეს ის მომენტი იყო როცა უნდოდა დედასთვის მოეყოლა როგორ მოეწონა პირველად ბიჭი, მაგრამ როგორ გაუცრუვდა იმედები თუმცა ლისასგან განსხვავებით არ უმართლებდა მარიშკას. ტელეფონმა დაიწკრიალა, თვალებს ძლივს ახელდა გოგონა თუმცა როცა ხატიას ნომერი ნახა მაშინვე მოიწმინდა ცრემლები და ტელეფონს უპასუხა.
-ხო დე.
-მარიშ რას შვები დე?
-რავი შენ?
-არაფერს ეხლა მოვედი სამსახურიდან სახლში ხარ?
-კი დე აბა სად ვიქნები.
-რა ხმა გაქვს?... დედის გამოსახულებას უცქერდა გოგონა, თვითონ კამერა არ ჩაურთავს, უბრალოდ არ სურდა ასეთ მდგომარეობაში დაენახა ქალს.
-არაფერი დე დავიღალე.
-ეჰ კარგი კარგი, მალე მორჩება ყველაფერი.
-ვიცი ხატია. წავედი დავიძინებ
-დეე
-რაიყო
-მიყვარხარ მე შენ
-მეც ხატი ძალიან.
ტელეფონი გაუთიშა და საბნის ქვეშ შეიმალა, ის მაგრად შემოიხვია საბანი თითქოს, ასე გაექცეოდა პრობლემებსა და ტკივილს.


08:00

„დილამშვიდობისა“
ლისა აფხუკურდა ტელეფონის ხმის გაგებისას, გუშინ როდის და როგორ ჩაეძინა არც ახსოვდა, უცხო ნომერი იყო. მერე გაახსენდა რომ საბა ამ დროს ვარჯიშობდა ხოლმე და ის იქნებოდა, ღიმილიანი სახით გახსნა ესემესი და პასუხიც დაუბრუნა.
„დილამშვიდობისა“
„გღვიძავს?“
„უკვე კი“
„მე გაგაღვიძე?“
„ჰომ“
„ბოდიში რა.“
„არაუშავს“
„რას შვები დღეს?“
„მასწავლებლები მყავს.“
„მერე გამოგიარო?“
„რავი, კი“
„კაი, საღამომდე მაშინ“
„კარგი“

ბედნიერმა იცვალა გვერდი და ძილი გააგრძელა.


11:00

ისედაც გრძელი ფეხები უფრო გაჭიმა, და ზანტად წამოდგა ლოგინიდან. ტელეფონი არ ჩერდებოდა.
„სიყვარული“ ურეკავდა, ეს ლისა იყო. თუმცა მარიშკას აზრადაც არ მოსვლია რომ ეპასუხა. ეს ის დღე იყო რომ არავისთან ლაპარაკის ხასიათზე იყო. იმის მიუხედავად რომ მარტი იყო, თბილოდა. ამიტომ შორტები და დიდი ზომის მაისური ჩაიცვა სათვალე გაიკეთა და აკოსილი გაწეწილი თმით ფალიაშვილიდან აბაშიზისკენ წავიდა, აქ იყო მისი საყვარელი პაბი ბერნარდი ერქვა, ცეზარი და ხაჭაპური შეუკვეთა წასაღებად და იქვე ყავის ფინდანთან ერთად მორჩილად ელოდებოდა მის შეკვეთას. ტელეფონი ისევ არ ჩერდება, შეეცოდა ლისა და უპასუხა.
-ხო ლის
-გოგო შენ დაწყობილი ხარ?
-რაიყო?
-რატოარ პასუხობ აბა?
-რავი არმეცალა
-სად აგდიხარ
-ბერნარდში
-გამო ჩემთნ რა
-დღეს მარტო მინდა ლის ყოფნა.
კარგად იცოდა ლისამ ეს რასაც ნიშნავდა, დღეს განტვირთვის დღე ჰქონდა მარიშკას, დღე როცა მარტო იკედებოდა ოთახში ფარდებს ჩამოაფარებდა და ჩაბნელბულ საძინებელში უყურებდა ფილმს.
-კაი, რამე მოხდა თუ?
-არა ისე სიყვარულო, ხვალ დაგირეკავ ტელეფონს გავთიშავ.
-კაი მარ,
შეკვეთა აიღო, ღიმილით დაემშვიდობა პერსონალს და გასასვლელისკენ წავიდა. მარიშკას გასვლისას ზუსტად თოკა შემოდიოდა.
-ვაუ, შენ აქ საიდან?
-მომშივდა დაა..
-ჰომ, მეც მიყვარს აქაური საჭმელები
-კარგია, წავალმე ხო.
-ნომერს არ მომცემ?
-ჩემი ნომერი რად გინდა? ცალი წარბი აზიდა მარიშკამ
-რავი ისე დაგირეკავ ხოლმე და სადმე გავიდეტ გავერთოთ.
-მერე შენი საცოლე არ გაბრაზდეს
-არაა დაწყნარდი.
-ჰო რავი, კაი მოგწერ ფბზე.
-გელოდები ლამასო.
ისევ ვნებიანი მზერა ააყოლა ვაჟმა, თავმომწონედ კურტუმოს ქნევით დატოვა ბერნარდი მარიშკამ, გამარჯვებული ღიმილი მიაპყრო თორნიკემ.
-მაინც ჩემი გახდები ლაწირაკო...
მისთვის ჩაილაპარაკა და ბარისკენ წავიდა.

სათვალე მოიმარჯვა გოგონამ ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა, საქარე მინას თავი დაადო. სიამოვნებით იხეტიალებდა მთელი დღე უგზოუკვლოდ ასე მანქანით თუმცა, მძღოლმა მოვედითო ანიშნა. მანაც მადლიერი თვალები მიაპყრო და 5 ლარის ნაცვლად 20 ლარიანი მისცა მასზე ბევრად უფროს კაცს.
-შვილო ამის ხურდა მე არ მაქვს
-არაუშავს ბიძაჩემო დაიტოვეთ.
-არა შვილო როგორ გეკადრებათ. ნამდვილად შეწუხდა ასაკოვანი მძღოლი.
თბილი ღიმილით დააჯილდოვა გოგონამ და უხმოდ დატოვა მანქანა.


ესეც ასე, ჩემო ლამაზებო და ტკბილებო, ახალი ისტორიის მეორე თავიც <3 ველი თქვენს კომენტარებსა და შეფასებებს.

თოკო აქაც მყავს ;დდ აბა კაწიამ თოკო თუარ ჩააკვეტა სადმე ისე როგორ.

გკოცნით გეხვევით



№1 სტუმარი Guest bubu

ai eg toko ro ar momwons ravqnaa, bichs sacole hyavs da marishkastan unda gartoba

 


№2 სტუმარი Guest mariko

momdevno tavs rodis dadeb??zalian momewona <333

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

შემდეგი თავი მალე დადე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent