შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუმსახურებელი უბედურება 1 თავი.


10-07-2017, 23:16
ავტორი marishkka
ნანახია 1 741

დაუმსახურებელი უბედურება (1 თავი)

07:30

ზლაზვნით წამოდგა საწოლიდან და მაღვიძარა გათიშა, სააბაზანოში შევიდა თავი მოიწესრიგა და კარადასთან დადგა. გამოპრანჭვა არასოდეს უყვარდა, ამიტომ ისევ ჩვეულებრივი სპორტული სტილის მაისური და ჯინსები გადმოიღო კედები ამოიცვა ჩანთას ხელი დაავლო და სკოლისკენ გასწია.

ეს ელისაბეთია, 17წლის. უკვე 12 კლასშია. სად აბარებო რომ ჰკითხოთ აზრზე არ ვარ რა მინდაო გიპასუხებთ. თუმცა მაინც, სამედიცინო უნივერსიტეტი ჩაწერა პირველად, შემდეგ ფსიქოლოგიაზეც დაფიქრდა. გამიკვირდებოდა ფსიქოლოგია რომ არ აერჩიია, თითონაც ხომ საკმაოდ ღრმა ფსიქოლოგია აქვს, ვერასდროს მიხვდები რა უნდა. არც ძალიან კარგ ხასიათზეა და არც ძალიან ცუდზე. მეგობრების სიუხვით არ გამოირჩევა, განსაკუთრებით ნამდვილი მეგობრების. ერთად-ერთი დაქალი ჰყავს მარიშკა რომელიც სულ მასთანაა. ელისაბეთი დედის ერთაა, დედა მარტო ზრდის, მამა პატარა ასაკში გარდაეცვალა.

კვლავ უაზროდ გაიარა 4მა გაკვეთილმა და სკოლიდან გამოვიდა. ისევ წვიმა, ოჰ როგორ უყვარდა, პლუვეოფილი იყო ლისა. ხშირად ეტყოდა ხოლმე სიცილით მარიშკას: ზოგი ადამიანი წვიმაში მხოლოდ სველდება, ზოგი კი ღრმად შეიგრძნობს მასო.

-ლის, ლიის... თითქმის მორბოდა მარიშკა, ძლივს წამოეწია ლისას
-რაიყო გოგო?
-ჩემთან ავიდეთ რა
-კაი ... უყოყმანოდ დათანხმდა ლისაც

ვარაზისხევს აუყვნე გოგონები ავტობუსით, ისევ სიამოვნებით შესცქეროდა წვიმისაგან დასველებულ თბილისს.
-აუ მარიშ, აივანზე ყავას ხო დამალევინებ.
-არა.. ენა გამოუყო დაქალმა
-აუფ
-აბა რა კითხვებით მოძრაობ შვილო?

იცით როგორ უყვარდათ ამ ორ გოგონას ერთმანეთი? ალბათ, ამაზე მეტად არც კი შეიძლებოდა, 5კლასიდან ერთად მოდიოდნენ. ლისას ისე კარგად არავინ იცნობდა როგორც მარიშკა. ხანდახან ტყუპები ეგონათ ხოლმე, ორივე სასწაულად გავდნენ ერთმანეთს როგორც ხასიათებით ასევე გარეგნულად, ორივე მაღალი და სუსტი იყო, ლისას მწვანე თვალები და გრძელი ღია წაბლისფერი თმა ჰქონდა, მარიშკაც ზუსტად იდენტური იყო. უბრალოდ მარიშკას მუქი ჭაობისფერი თვალები ჰქონდა.

იჯდა აივანზე, ორი ერთმანეთის მსგავსი ადამიანი მშვიდად ეწეოდნენ სიგარეტს და სვავდნენ ყავას. ამ წუთს მათთვის რომ გეკითხათ ბედნიერება რა არისო რას გიპასუხებდნენ იცით?
ლისა: -წვიმა ყავა და მარიშკა
მარიშკა:-წვიმა ყავა და ლისა.

ორი ერთნაირი ადამიანი ერთმანეთისთვის გაჩენილი გოგონები. 17წლამდე ისე მიაღწიეს რომ არცკი უფიქრიათ შეყვარებულზე. ორივე კარგად სწავლობდა თუმცა მარიშკას მიზნები ჰქონდა, იცოდა რომ უნდა ყოფილიყო აუცილებლად იურისტი და ბაბუის და მამის პროფესიას გაყჰოლოდა. ლისა განსაკუთრებული მოსწავლე იყო მაგრამ საკუთარ მიზნებზე არაფერი იცოდა. რატომ სწავლობ კარგადო რომ გეკითხათ დედაჩემს უნდაო გიპასუხებდათ. მოსიარულე გაუგებრობა იყო ადამიანი. არასოდეს არაფერი იცოდა, გარშემო ყველაფერი აღიზიანებდა, თუმცა ძალიან მგრძნობიარე და ემოციური იყო. ერთი შეხედვით გვაზე მტკიცე და უძლიერესი გოგო იყო თუმცა მხოლოდ მარიშკამ იცოდა ღამე მარტო დარჩენილი ლისას ფიქრები. ეს ორი გოგონა უხილავი ჯაჭვით იყო დაკავშირებული და ამ ჯაჭვს ვერაფერი გაწყვეტდა.

-დედაჩემმა ბათუმში უნდა გადაგიყვანოო
-რააა?... კინაღამ ცხელი ყავა გადაექცა ზედ მარიშკას.
-ჰო, ჰოიცი ინა არ მუშაობს და ბებიაჩემი კიდე ჭედავს მე გაჭმევთ და აქეთ გადმოდითო, აშკარად ბერდება ეგ უპატრონო და მომვლელი უნდა.
-აუ ჩემი, არ გადახვიდე რა ლის, ჩემთან დარჩი გთხოვ.
-ბათუმში? მე? მეღადავები, და თან შენ გარეშე? შანსი არაა!
-წამო უნარები დავწეროთ რა.


ღამის 4 საათამდე მეცადინეობდნენ, ერთად ყოფნისას არაფერი ბეზრდებოდათ, სულ ცოტა იყო დარჩენილი საატესტატოებამდე და ეროვნულებამდე. ამიტომ გაათმაგებული ძალებით მეცადინეობდნენ.

-მარიშ ყავა გინდა?
-რომელი საათია გოგო?
-5ის ნახევარია...თქვა სიცილით და მადუღარისკენ გასწია
-მიდი მიდი გააკეთე.

მარიშკას 2 ოთახიანი სტუდიოს ტიპის ბინა ჰქონდა, მარტო ცხოვრობდა. ლისას მსგავსად მამა ადრე გარდაეცვალა და დედა კი, საზღვარგარეთ იყო წასული რომ ერთადერთი შვილისთვის უეთესი მომავალი შეექმნა, პროფესიით ექიმი გახლდათ ხატია. შვეიცარიაში წითელ ჯვარში მუშაობდა. და საკმაოდ კარგი ანაზღაურება ჰქონდა, ამის გამო იშვიათად ნახულობდა შვილს, მარიშკა რათქმაუნდა დედას უფრო არ უმძიმებდა მდგომარეობას და ცდილობდა ყველანაირად გაეგო მისთვის, მისი მარტო ცხოვრებიდან გამომდინარე საკმაოდ კარგი კულინარიც დადგა მისგან. ლისას ძალიან უყვარდა მასთან დარჩენა და ინაც არ უშლიდა ამაში ხელს.
ინა კოსმეტოლოგი იყო, საკმაოდ კარგი თუმცა ხდება ხოლმე რომ ზოგჯერ შენი პროფესიონალიზმი არ ამართლებს და ამ დაწყევლილ ქვეყანაში გასაქანს ვერ პოულობ. ახლა კი ლისას ბებიაზე იყვნენ დამოკიდებულები, რომლის მოგდებული გროშებიც ცხვირში ედინებოდათ, წამდაუწუმ ახსენებდა თია რომ მისი ფულით ცხოვრობდნენ და ბათუმში თუ არ გადავიდოდნენ ერთადერთ საარსებო წყაროსაც დაემშვიდობებოდნენ.

წარმოგიდგენიათ ამ სიფრიფანა ერთიშეხედვით უდარდელ და ჩვეულებრივ გოგონებს რამდენი გასაჭირი აქვთ? ორი მამის გარეშე დარჩენილი და წვალებით გამოზრდილი გოგონა, ორი ერთნაირი სულის მატარებელი.

-მარიშ, ზეგ თინის დაბადებისდღეა და წავიდეთ?
-გოგო რავი სად იხდის?
-არტ ჰაუს -ში
-წავიდეთ, ვინები ეყოლება?
-რავი თქვენო და კიდე ერთიორი ძმაკაციო
-ისე ბიჭებზე ფიქრის დროც კი არი მგონი უკვე.
-შენ უკვე გეძინება მგონი წამო დავწვეთ...სიცილით უთხრა ლისამ და უსაყვარლეს მეგობარს საძინებლისკენ გაუძღვა.


08:00

-ააააააა
-რა გაკივლებს ლიზა?
-დაგვაგვიანდა მარიშ სკოლაში.
-გოგო, შაბათია.
-აუუ, სუ დამავიწყდა რააა, გადავიწვი უკვე.
-ხვალ თინის დაბდღეა და წამო რა დღეს რამე ვუყიდოთ.
-წამო ჰო, ცოტა განვიტვირთოთ თორე უკვე მართლა გადავიწვი.
-ცოტახანი იწექი
-აუ მარიშ, რამეს ვუყუროთ
-კაიმ, ოღონდ ყავა დააადგი

მათი უსაყვარლესი ფილმი, ნიკოლას სპარქსის „არჩევანი“ ჩართეს, ერთმანეთზე ჩახუტებულები უყურებდნენ საყვარელ ფილმს, ისევ ისეთი შთაბეჭდილებებით როგორც ადრე.

-აუ, არ შემილია უკვ ეს ფილმი...ატირებული მარიშკა ცრემლებს იწმენდდა.
-აღარც მე, მარა დებილი ბავშვივით ნუ ტირიხარ ადექი წავიდეთ.


სულ რაღაც 15 წუთში გაჩერებაზე იდგნენ გოგონები, არცერთს უყვარდა გადაპრანჭვ, გადმოპრანჭვა ამიტომ მალევე ემზადებოდნენ, ტაქსიგააჩერეს და ისთ ფოინთისკენ გასწიეს.

-აუ რა ვუყიდოთ?
-რავი ლის, რამე ტანსაცმელი.

3საათი დაბოდიალობდნენ, ბოლოს გადაწყვიტეს რომ, თავიანთთვისაც ეყიდათ რამე, ლისამ შავი მთლიანი კაბა იყიდა, მარიშკამ მოკლე კაბა და ტოპი. დაღლილები წავიდნენ სახლისკენ.

-აუ წამო რა ინასთან ავიდეთ მარტოა უკვე მესამე დღეა... მარიშკას გახედა ლისამ.
-კაი წამო, გზად რაღაცეები ვიყიდოთ, საჭმელი რა.
-კაი.

დატვირთულები ავიდნენ ინასთან, თითქოს ეს ქალი უვსებდა დედის არ ყოფნისგან გამოწვეულ სიცარიელეს მარიშკას, ქერა მოხდენილი სუსტი ცისფერთვალება და ახალგაზრდულად გამოწკეპილი ინაჩკა ღიმილით შეეგება გოგონებს.
-ოჰ, დედას სიხარულები მოსულან
-დღეს შენთან ვრჩებით იინ... მხიარულად მოეხვია მარიშკა ქალს
-მეც მიმიშვა იქნებ დედაჩემთან... ტუჩები პატარა ბავშვივით გამობუსხა ლისამ
სიცილით საყვარელი შვილი გულში ჩაიკრა ინამ და სამზარეულოსკენ შეუძღვა, ინას ბედნეირი თვალების ყურებისას მარიშკას სასწაულად მოენატრა ხატია, რას არ იზავდა ახლა დედის გვერდზე ყოფნისთვის.

-აუ იდეა მაქ ერთი, და ინაჩკა უნდა დამეხმარო...
-აბა გისმენ.
-ესეიგი, 1 კვირით ხატიასთან მინდა რო გადავფრინდე და შენხო გყავს ვიღაც ავია კომპანიაში?
-კი მაგის პრობლემა არ იქნება, მოგიგვარებ.
-ოღონდ ხატიამ არ იცის/
-გაგიჟდი გოგო? მარტო ამხელა გზაზე მიდიხარ და მერე ხატიას როგორ მიაგნებ?
-რაუნდა გეხვეწები, ტაქსით წავალ ხატიამდე, არ ინერვიულო. იქეთ კვირაში გავფრინდები მოკლედ.
-გიჟი ხარ რა.
-აუ, ხატია რეკავს კაი გავალ მე იქეთ დაველაპარაკები თქვენ იქამდე გააწყვეთ სუფრა.

აივანზე გავიდა მარიშკა, სიგარეტს მოუკიდა და ხატიას უპასუხა.
-ხატიი
-დეე, რას შვები?
-რავი დე, ინასთან ვარ ხვალ დაბდღეზე მივდივართ და იქამდე ტანსაცმელები ვიყიდეთ და საჩუქარი.
-ფული გაქ თუ გამოგიგზავნო?
-მაქ ხატი.
-მარიშკა, კიდე ეწევი? დარდიანი თვალები მიაბყრო ქალმა.
-აუ ხარი, ეს ეროვნულები აქით საატესტატო იქით შენი მონატრება და ჰოიცი არა ერთადერთი ეს მშველის.
-ვაიმე, შენ ჯანმრთელობას არ შველის,გთხოვ მარიშკა რა.
-კაი ხატ კაი, როდის ჩამოხვალ შენ?
-ბანკეტი როდის გაქ?
-არ ვიცი, ალბათ ასე 9 ივნისს.
-ჰოდა მაგ დროსითვის, აქ გიყიდი კაბას გინდა?
-აუ ფული შემიგროვე რაა, რამე კაი მინდა და იაფი არ დაგიჯდება იცოდე.
-კაი დე, ოღონდ შენ თქვი და... როგორ მომენატრე იცი?
-მეც ხატი ძალიან.
-სხვა რა ხდება?
-არაფერი დედ, რა მაინტერესებს იციი, ბოიფრენდები როგორ გყავს?
-შენ რამე პრობლემა გაქ ჩემ ბოიფრენდებთან?... ცალი წარბი აწია, მარიშკას მსგავსი იყო ხატიაც ზუსტი ასლი, ულამაზესი უმშვენიერესი, მისი და ზუკას სიყვარულის ისტორია მთელმა ვაკე-ვერამ იცოდა. თუმცა ეღტ დღეს მოხდა ისე, რომ ზუკა მივლინებაში წავიდა და აღარც დაბრუნებულა.
-არა დედუ, კაი წავედი უნდა ვჭამოთ.
-მიყვარხარ მარიშ
-მეც სასწაულად... მალე გნახავ დე.
-რაღა მალე შვილო 4თვე
-2წელია არ მინახიხარ და როგორმე 4თვე მოვიცდი.
მხიარულად გაუთიშა მარიშკამ ტელეფონი და სამზარეულოში შევიდა.

22:00

-წამო დავწვეთ რა, ხვალ სალონშიც გავიდეთ
-კაი ლის.

ჩუმად შეიყუჟნენ ლოგინში და როგორც სჩვევიათ, ერთმანეთში ახლართულები გადაეშვნენ მორფეოსის სამყაროში.

12:00
-აუ მარიშ, ადე რა.
-რაგინდა გოგო
-ყავა
-კაი მოიცა
წამოდგომას აპირებდა როცა ინამ ორივეს ლოგინში მიუტანა ყავა და თვითონაც მათთან ჩამოჯდა.
-რა ხდება ინ?
-აუ ბებიაშენს ველაპარაკე და კიდე ბათუმში გადმოდითო, აღარ შემიძლია.
-მისმინე, უნდა გახსნა შენი კოსმეტოლოგიური კაბინეტი რა.
-აუ მარიშკა, მასეთი ადვილი არაა რა.
-აბა ბათუმში უნდა გადახვიდეთ?
-არა შანსი არაა გაგიჟდით.
-მე მარიშკას ვერ მივატოვებ ისედაც ხატია არაა, ჩაბარებული ბავშვია რაიცი რა ხდება... დიდი ქალივით ჩამოარაკრაკა ლისამ და დაქალს მიეკრო.
-რა გეშველებააათ... აკისკისდა ინა.
-არაფერი დე.
-გოგოებო, 3 ზე უნარები გაქვთ აეყარენით ეხლა.

ფართხაფურთხით წამოდგნენ გოგონები და მზადებას შეუდგნენ.



სათაურმა შემაშინა ცოტა არიყოს worried

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent